ქალები სპორტში Archives - WomenOfGeorgia

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი
მამა და თავისუფლება

„არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა როგორც ბიჭს, იმიტომ რო ჩემში საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ხედავდა. მეგობრებიც ბიჭები მყავდა. ერთადერთი ვინც მეჩხუბებოდა და მზღუდავდა, ბიჭებთან რომ ვთამაშობდი ეზოში ფეხბურთს, ჩემი ძმა იყო, რომელსაც თითქოს ეუხერხულებოდა ის ფაქტი, რომ მისი და მაინცდამაინც გოგოების თამაშებით არ იყო გატაცებული. თანაც გამოდიოდა, რომ ბავშვობაში მისი კონკურენტიც ვიყავი ფეხბურთში. თუმცა მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა და თითოეულ ჩემს სურვილს აკმაყოფილებდა. და მეც ფანატურად ვიყავი მამაზე შეყვარებული.“

მამა და შეზღუდვები ანუ რაც მამას უნდა

„რამდენადაც თავისუფლად მზრდიდა მამა ბავშვობაში, იმდენად მკაცრი იყო ჩემი საჯარო მოღვაწეობის მიმართ. მანამ სანამ ეზოში, ბიჭებთან ფეხბურთის თამაშით ვიყავი გატაცებული, ეს მისაღები აღმოჩნდა. თუმცა, როგორც კი პროფესიონალი მწვრთნელებისგან შეთავაზება მიიღო ჩემი ნაკრებში გაწევრიანების შესახებ, უპასუხა, დაანებეთ თავი ჩემს ქალიშვილს, ადექით და თქვენი გოგოები გააწევრიანეთო. ეს იყო პირველი შეზღუდვა, რაც მამაჩემისგან მივიღე.

ვინაიდან სპორტი სულ მიზიდავდა, ცურვით დავინტერესდი და საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, აუზზე გავაგრძელე ვარჯიშები. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სერიოზული მიღწევები მქონდა, რომ სპორტის ოსტატის კანდიდატი გავხდი. ეს იყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთული პერიოდი, 90-იანი წლების დასაწყისი, ამიტომ გორის საცურაო აუზმა ვერ შეძლო ფუნქციონირება და მალე დაიხურა. შედეგად, თითქმის ყოველდღე თბილისში ჩამოვდიოდი, რომ ვარჯიშში წყვეტა არ მქონოდა. შეჯიბრისთვის ვემზადებოდი. იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი მავარჯიშებდა და ჩემი შედეგების გამო, შემომთავაზა მოსკოვში სპორტული მოღვაწეობის გაგრძელება, რაზეც მამამ უარი უთხრა. საბოლოოდ, უკვე თინეიჯერობის ასაკში ცურვაზეც თავი დამანებებინა, იმ მიზეზით, რომ გოგო ვიყავი და ცურვა მხრების მუსკულატურას განავითარებდა. ქალის სტანდარტში კი ეს არ ჩაჯდებოდა.

ამის შემდეგ კალათბურთით დავინტერესდი. უფროსების გუნდში მოვხვდი. თუმცა ცურვაზე მამისგან ჩუმად დავდიოდი, ვვარჯიშობდი და ადგილობრივ შეჯიბრებებშიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს მამაჩემს არ გაუგია. ხშირად ხდებოდა ისე, რომ წინა დღეს ცურვაში მქონდა შეჯიბრი და მეორე დღეს კალათბურთის მატჩში ვიღებდი მონაწილეობას.

სხვათაშორის, იმ პერიოდში დავინტერესდი ჭიდაობით და კარატეთი. ჩემი მეგობრის, კობა კურტანიძის მეუღლე, მანანა ჭიღლაძე იყო არაჩვეულებრივი მოჭიდავე. მახსოვს, ერთხელ გავყევი ვარჯიშზე, მე უნდა დამეწყო. მამამ მომაგნო და სულ ძალით გადმომიყვანა ტატამიდან. კარატეც მამის სურვილის გამო დავთმე.

მიუხედავად იმისა, რომ მამა კაცური სპორტით სერიოზულად დაინტერესებას მიკრძალავდა, ის არასდროს მზღუდავდა ჩაცმულობასა და მეგობრებთან სიარულში. ამ მხრივ, ვისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ჩემი ძმა იყო, რომელიც მუდმივად მიკონტროლებდა ჩემი შორტისა და კაბის სიგრძეს, დეკოლტეს რადიუსს, მეგობრებს. თუ ბიჭთან ერთად დამინახავდა, აუცილებლად მანქანაში მაიძულებდა ჩაჯდომას და სახლში მივყავდი. არადა, უმეტესად ბიჭებთან ვმეგობრობდი. თუმცა ახლა უკვე ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

აბიტურიენტობის პერიოდში, ძალიან მინდოდა ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარება. ჩემი მისწრაფება იყო მწვრთნელი გამოვსულიყავი, მაგრამ აქაც წინააღმდეგობა დამხვდა ოჯახისგან. ოჯახში ყველა ექიმები იყვნენ და ჩემგანაც ამ ტრადიციის გაგრძელება მოითხვეს. ასე ჩავაბარე სამედიცინოზე, რაც პრაქტიკულად არაფერში გამომიყენებია.“

მიზანში სროლა, როგორც მედიტაცია

„სროლით სულ ვიყავი დაინტერესებული. თუმცა სერიოზულ მსროლელთა კლუბში არასდროს ვყოფილვარ. ძირითადად მარტივი ტირებით შემოვიფარგლებოდი და ეს საქმეც კარგად გამომდიოდა. უკვე 2 შვილი მყავდა, როცა მეგობარმა შემომთავაზა, სკა-ზე წავიდეთ და პროფესიონალურ ტირში ვისროლოთო. იმდენად კარგი შედეგები მქონდა, რომ დედაჩემმა, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, პრაქტიკულად მაიძულა, რომ ამ სპორტით სერიოზულად დავკავებულიყავი. თავად დედაც საუკეთესო მიზანში მსროლელია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დედაჩემის ასეთი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტიც, მოთხოვნა, ალბათ ამ სპორტს არ გავყვებოდი. ჩემი შედეგებით შეგულიანებულმა, იქვე მწვრთნელს დაველაპარაკე, რომ მინდოდა ამ სპორტით სერიოზულად დაკავება. სოსომ, ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, მითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა ნინო სალუქვაძესთან თუ ვივარჯიშებდი, რომელსაც ახალი დაქომპლექტებული ჰქონდა გუნდი თავისსავე ტირში. ერთი თვის მისული ვიყავი სროლაზე, რომ პირველივე შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავე. ასე დავრჩი ნინოსთან და მასთან ერთად ვასპარეზობდი ევროპისა და მსოფლიო თასის შეჯიბრებში.

იცით რა მომწონს სროლაში?! აქ არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც ფიზიკურ აგებულებას, მთავარია გქონდეს ნებისყოფა და მტკიცე ნერვები. და კონცენტრაციის უნარი. თუ სროლის დროს სხვა ფიქრი მოვიდა თავში, გარდა მიზნისა, სულ სხვაგან გაიქცევა ტყვია. სროლა მედიტაციასავითაა – სრულად უნდა მოახდინო გონების გათავისუფლება ნებისმიერი ყოფითი ფიქრისგან, აკონტროლო სუნთქვა, რაც გეხმარება გადატვირთვაშიც. თუმცა საკმაოდ შრომატევადი სპორტია, დღეში მინიმუმ 3 საათი ფეხზე გიწევს დგონა. 2 დღეც რომ ჩააგდო და არ ივარჯიშო, უკვე ნეგატიურად აისახება შენს შედეგებზე.

ეს იყო სპორტი, რომელიც მივიღე ჩემად და აქ ვაპირებდი საკუთარი თავის რეალიზაციას. თან ძალიან გამიმართლა, რომ არავინ მზღუდავდა. ყველა გვერდით მედგა, მათ შორის ჩემი მეუღლეც, რომელმაც პირადად მაჩუქა საკუთარი სპორტული იარაღი. ევროპაში ასპარეზობაზე სიარულის პრობლემაც არასდროს მქონია. ბავშვებთან დედა რჩებოდა. (მამა უკვე ჩვენს ოჯახში აღარ ცხოვრობდა და მასთან დისტანცირებაც ამ ფაქტმა გამოიწვია). სხვათაშორის, გერმანიასა და იტალიაში ასპარეზობაში მონაწილეობას ზუსტად იმ პერიოდში ვიღებდი, როცა მესამე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ეს სრულიადაც არაფერში მიშლიდა ხელს.

მშვიდობით, იარაღო…

რამდენიმე წლის წინ ჩემს ქმარს საკუთარ რესტორანში უბედური შემთხვევა ჰქონდა – გაზმა გაჟონა, დაგროვდა და სარდაფში იმ დროს აფეთქდა, როცა ზურა იქ იმყოფებოდა. 70%-იანი დამწვრობა მიიღო, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. როცა გადარჩა, უკვე საუბარი იყო კიდურების ამპუტირებაზე. ახლა ჩემი სპორტით გატაცების დრო აღარ იყო. მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი და გადამერჩინა. სიცოცხლის შენარჩუნების შემდეგ, ბევრი ვიმუშავეთ მეც და ექიმებმაც და კიდურებიც შევუნარჩუნეთ. საკუთარი ხელით ვუტარებდი ყოველდღიურ გადახვევების პროცედურებს. აქ გამომადგა ჩემი სამედიცინო განათლება. ზურას რეაბილიტაციას 7 თვე დასჭირდა. ეს პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სპორტულ სფეროს ჩამოვშორებოდი და თავი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ჩემი პნევმატური იარაღი სათუთად შევინახე სეიფში…

ბიზნესში

„რადგან სპორტი გარკვეული მიზეზების გამო არ გამომივიდა, ჩემი ძალები ბიზნესში მოვსინჯე. რესტორნების საოჯახო ბიზნესი გვქონდა გორსა და ქობულეთში და იქ ჩავუდექი სათავეში მენეჯმენტს. ადმინსტრაციული საქმიდან დაწყებული, მომარაგებამდე დამთავრებული, ყველაფერს მე ვაკეთებდი და სხვათაშორის ძალიან წარმატებით წავიდა ბიზნესის საქმე. ის კი არადა, ქობულეთში რესტორნის მშენებლობა რომ დავიწყეთ, 2003 წელს, უშუალოდ მე ვმონაწილეობდი სამშნებლო და სამღებრო საქმიანობაში. მოგვიანებით, გორში მოზრდილთა ამბულატორიული კლინიკის დირექტორის პოზიციაც გადავიბარე. მივხვდი, რომ მენეჯმენტი კარგად გამომდიოდა.

თუმცა ჩემი პირველადი სურვილი, ვყოფილიყავი სპორტში აქტიურ სპორტსმენად და მწვრთნელად, არ განელებულა. იმდენად დიდი სურვილი მქონდა მწვრთნელი ვყოფილიყავი, რომ გორში ბავშვთა საცურაო აუზზე დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველდღე თბილისიდან დავდიოდი ბავშვებთან. წარმოიდგინეთ ხელფასი 16 ლარი მქონდა და საწვავში 60 ლარი მეხარჯებოდა. ფინანსური დაინტერესება საერთოდ არ მქონია, იმდენად მსიამოვნებდა ეს საქმე. ძალიან კარგი ბავშვები გამოვზარდე…

ეს ინტერვიუ შესაძლოა ჩემი მოტივატორი გახდეს. იმდენად ორგანულია ჩემთვის სპორტი, რომ არ მეთმობა. იქნებ ჩემი სეიფიც გავხსნა, სადაც ჩემი სპორტული იარაღი ინახება და ახლიდან დავიწყო ვარჯიში.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი appeared first on WomenOfGeorgia.

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი
„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს ვთხოვდი გონება არ დამეკარგა. სანამ სახანძრო მოვიდა მანქანა აფეთქდა, მესამე ვინც იჯდა მანქანაში, ის ბიჭი დაიწვა.

თურმე მე ჩემი ხელით დამირეკავს მამასთვის, ჩემი ხმა რომ გაეგო, რომ ცოცხალი ვარ. ჩემი ხელით გავიხადე სანდლები, მერე კი აღარ მახსოვს არაფერი. სხეულის 55% დამწვარი მქონდა, მანქანაში ტყავის სალონი იყო და ყველაფერი სხეულზე მქონდა მიკრული. სამი დღე ვიყავი აპარატზე შეერთებული, ისეთი მდგომარეობა მქონდა, ახლა აქ არ უნდა ვიჯდე, ცოცხალი არ უნდა ვიყო. ექიმი მეუბნებოდა ბუნების კანონები დაარღვიეო, გადარჩენის 1% არ მაძლევდნენ.

პირველი ოპერაცია 2 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთეს. პირველ რიგში ფეხების ამპუტაცია მოხდა, გადარჩენა შეუძლებელი იყო, სახსრები სულ დამწვარი მქონდა. მამას ხელი მოაწერინეს, რომ გაერისკათ იმიტომ, რომ დიდი რისკი იყო ცოცხალი ვერ დავრჩენილიყავი. ოპერაციის მერე რომ გავიღვიძე, არ ვიცოდი რომ ამპუტაცია გამიკეთდა, ვერ მეუბნებოდნენ, ეშინოდათ ეთქვათ და რამე არ დამმართნოდა.

თვალები რომ გავახილე, ექიმების ჩურჩული გავიგონე და მივხვდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ, მთელი სხეული მეწვოდა და გრძნობა მქონდა, რომ რაღაც სხეულის ნაწილი მაკლდა, პატარა მოძრაობაზე ენით აღუწერელი ტკივილი მქონდა. მარტო ერთ ხელს ვამოძრავებდი და ექიმი რომ გავიდა, ზეწარი გადავიხადე და დავინახე რომ ფეხები არ მქონდა. ისტერიკა დამეწყო – როგორ ვიცხოვრო?! როგორ ვიმუშაო?! მიჩვეული ვიყავი, რომ ვმუშაობდი და ჩემს შვილებს ვინახავდი. ჩემს თავზე აღარ მიფიქრია იმდენად. იმხელა შოკი მქონდა, ისევ წამალი გამიკეთეს რომ დამეძინა. შემდეგ გამოფხიზლებაზე მამა დავინახე ჩემს პალატაში. მისთვისაც რამხელა ტრაგედია იყო ჩემი ეს მდგომაროება, მაგრამ ის მაინც ცდილობდა გავემხნევებინე. მისმა შემხედვარემ ვიფიქრე, არანაირი უფლება არ მაქვს ფარხმალი დავყარო-თქო.

ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ ავდგებოდი. კუნთები ატროფირებული მქონდა, ერთ ხელს ძლივს ვამოძრავებდი, საჭმელს ხელით მაჭმევდნენ. ფსიქოლოგი დასჭირდება თქვენს შვილსო, მშობლებს ეუბნებოდნენ. ეს რომ მესმოდა, უფრო მეტად მიჩნდებოდა პროტესტი, რომ არც ფსიქოლოგი დამჭირდებოდა და ფეხზეც დავდგებოდი. მაგ დროს დავიწყე საკუთარ თავთან ბრძოლა. საშინელი ტკივილები მქონდა, 4 თვე მორფს მიკეთებდნენ, ჯამში 29 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, კანის გადანერგვა, ამპუტაცია, ყველაფერი ნაწილ-ნაწილ ხდებოდა. მამა უფრო ძლიერად დადგა, ექიმებისთვის უთხოვია იმ დონეზე შეუნარჩუნეთ ფეხი, რომ მუხლი ჰქონდესო, რადგან, როცა მუხლი გაქვს, უფრო შეგიძლია ფეხზე მყარად დადგომა.

ხელზეც ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა, სახსარი რთულად ხორცდებოდა. წელიწადი და შვიდი თვე ხელი არ იყო შეხორცებული, შეიძლებოდა ისიც დამეკარგა. უკვე ხერხემლის და მხრის დეფორმაცია მივიღე, მაგრამ მერე ვარჯიშებით და აქტიურობით გამოვასწორე.

დიდი მადლობელი ვარ ყველა ექიმის, ვინც ამბობდა, რომ ვერ შევძლებდი ფეხზე ადგომას, რამაც საკუთარ თავთან ბრძოლა დამაწყებინა.

საავადმყოფოში 6 თვე ყოფნის მერე სახლში დავრბუნდი და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. ოჯახი ძალიან მედგა გვერდში – დედაც მამაც, ძმაც. სულ ვფიქრობდი, რომ ფეხზე უნდა დავმდგარიყავი. ერთ ღამეს, არ ვიცი რა მოხდა, რწმენა და ენერგია მომემატა და ფეხი ავწიე და ჩამოვწიე ჩემით, მთელი ღამე ვივარჯიშე ასე. დილით მამა რომ მოვიდა, მეთქი მოდი რა განახო და ფეხი ავწიე-ჩავწიე. მან ტირილი დაიწყო. საშინელი ტკივილების მიუხედავად, ყოველ დღე ვვარჯიშობდი. პირველად რომ დავჯექი, ზურგს ვერ ვიჭერდი, სისხლი მდიოდა ჭრილობიდან.

ვიდეო ვნახე ერთი გოგოსი, ემი პურტესი, სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონია, ახლა პარაოლიმპიელი, ზუსტად ჩემნაირი ამპუტაცია აქვს. მისი ცეკვა რომ ვნახე, რაღაც ენეგრია ვიგრძენი, რომ მეც უნდა დავდგე უნდა ვიცეკვო-თქო. მამას რომ ვანახე ეს ვიდეო, შენც იცეკვებ ეგრეო მითხრა.

შვილები

ორი შვილი მყავს 18 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო.

ვცდილობდი ბავშვებს არ ენერვიულათ, ვეუბნებოდი რომ არ მოსულიყვნენ, თუ მოდიოდნენ ვიფარებდი, არ ვანახებდი ამპუტირებულ ფეხებს. ისედაც სულ სტრესში იზრდებოდნენ, ჯერ მამა რომ დაეღუპათ მე-2-3 კლასში იყვნენ და ახლა ეს. სულ ვფიქრობდი, რომ უნდა დავდგე ფეხზე, ვასწავლო ამათ და ფეხზე დავაყენო-თქო. ჩემი ამბავი მათთვისაც იმხელა სტრესი იყო, ძალიან ნერვიულობდნენ, ერთი თვე არ ლაპარაკობდნენ, ყველას ეგონა, რომ დამუნჯდნენ. ერთ დღეს დედაჩემს ვთხოვე ბავშვები მოეყვანა. ისეთი სახით მივიღე, ისეთი ხუმრობით და ღიმილით, რომ მათაც გაუმარტივდათ, იმედი მიეცათ, მერე აქეთ შემაგულიანეს, შენ ისეთი ძლიერი ხარ ყველაფერს შეძლებო, ჩვენზე არ იფიქრო, ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავსო. ახლა ისე არიან, ავიწყდებათ რომ პროთეზები მაქვს.

პროთეზი

მამას რომ ვუთხარი პროთეზის შესახებ, მეჩხუბებოდა ჯერ ადრეაო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. მოიყვანა პროთეზისტი და ამიღეს ზომები. პირველი პროთეზი ძალიან მძიმე იყო. მასთან შეჩვევა ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო, სისხლი მომდიოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი სიარული მესწავლა, არაფერი არ მაინტერესებდა, ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი. ეტლში ცოცხალი თავით არ ვჯდებოდი. მეგონა ვერასოდეს ავდგებოდი.

მოკლედ, ვისწავლე სიარული, შემდეგ კი ამერიკელებმა უკეთესი, თანამედროვე პროთეზი მაჩუქეს. პირველად რომ ჩავიცვი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, სირბილი დავიწყე, შედარებაც არ იყო ძველ პროთეზთან.

გარეთ პირველად ჩემმა დამ გამიყვანა, სიგიჟემდე მინდოდა გარეთ გასვლა, მაგრამ მინდოდა ჩემი ფეხით გავსულიყავი. პირველი პროთეზი რომ გამიკეთეს, მამა მეუბნება მოდი მცხეთაში, ჯვარზე ავიდეთო. იმ აღმართზე ავედი და ჩამოვედი, ისე მიხაროდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი.

გარეთ რომ გავდიოდი, მახსოვს როგორ მიყურებდნენ „ვაიმე რა საწყალია“, „როგორ უნდა იცხოვროს“, „რა ლამაზი გოგოა და რა დღეშია“. საშინლად მესმოდა ეს ყველაფერი. გინდა არგინდა ვკომპლექსდებოდი. სარკეში ყურება არ მინდოდა. პარკში, ქუჩაში, ყველგან მიყურებდა ხალხი და ძალიან ვწუხდებოდი, ძალიან. დღეს უკვე ეს კომპლექსები აღარ მაწუხებს და ძალიან თავისუფლად ვარ.

ეს თანამედროვე პროთეზი ძალიან კომფორტულია, თუმცა ძვირი. მისი გამოცვლა წელიწადში ერთხელაა საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მამა სანამ ცოცხალი იყო, არაფერი მიჭირდა, მაგრამ დღეს სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ მაქვს.

სპორტი

ერთ მშვეიერ დღეს, ერთმა ეტლით მოსარგებლე გოგომ მომწერა და მკითხა, არ გინდა ივარჯიშოო, ასეთი ცენტრი არსებობს, შეგიძლია ტრენაჟორებზე ივარჯიშო და აუზიც არისო. გარკვეული დროის მერე კი, ია ტალახაძე დამიკავშირდა. შევთანხმდით, რომ ოპერაციის მერე პარასპორტის განვითარების ცენტრში მივიდოდი.

პირველად მშვილდი რომ ავიღე, ხელები ამიკანკალდა. მერე როცა ხელი შეეჩვია, ვცდილობდი კარგად მესწავლა. დროთა განმავლობაში კარბონის მშვილდი რომ დავიჭირე, ისეთი სიამოვნება ვიგრძენი, აზარტში შევდიოდი და შევდიოდი. თავიდან შეჯიბრზე ვერ გავდიოდი, ხელის გამო, მაგრამ მიზანი მაქვს და აუცილებლად გავალ! ახლაც ძალა კარგად არ მაქვს ამ ხელში. ექიმი მეუბნება ხალხს 6-7 წელი სჭირდება სრულად აღდგენისთვის და შენ ერთ წელიწადში ამდენს მიაღწიეო.

ხშირად მეუბნებიან, როგორი მებრძოლი ხარო, მე ვპასუხობ, რომ ცხოვრებას ვებრძვი. რასაც ჩავიფიქრებ, სულ ვცდილობ რომ გავაკეთო, თუ არ გამომდის რაღაცა, არ მეჩქარება, ნელ-ნელა მივდივარ მიზნამდე. ამ ხელზე კი მაქვს პრობლემა, მაგრამ იმდენს ვვარჯიშობ, კუნთიც კი წამოიზარდა უკვე. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ცოტა საშუალებები არ მიწყობს ხელს. პირველი გეგმა – მინდა სპორტში მივაღწიო რაღაცას, სამსახურიც მინდა, მაგრამ ძალიან რთულია საქართველოში საჩემო სამსახურის პოვნა. პროფესიით გინეკოლოგი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მივედი იქამდე.

თბილისში შშმ პირების დასაქმების პროექტი არსებობს, რამდენჯერმე დამირეკეს კიდევაც, მაგრამ ისეთ გრაფიკს გთავაზობენ, ჯანმრთელი ადამიანი ვერ შეძლებს ასე მუშაობას. მე კი ბევრი რამე შემიძლია, მაგრამ ჩემი თავის მკვლელი არ ვარ. ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე ვერ ვიმუშავებ. ან გთავაზობენ 200 ლარიან ხელფასს, სადაც ტრანსპორტის ხარჯი არ შედის. უკვე ხელი ჩავიქნიე რომ არაფერი გამოჩნდება.

მე ვფიქრობ საჯარო ტრანსპორტი ჩვენთვის უფასო უნდა იყოს, მაგრამ საჯარო ტრანსპორტიც არ არის უსაფრთხო. შიში მაქვს უკვე, რამდენჯერმე ავტობუსში ავედი და სანამ ჩამოვიდოდი, კარი დაკეტეს. შიში გამიჩნდა, რომ არ მაცლიან ჩამოსვლას და კიდე რამე დამემართება.

ის ადამიანები კი ვინც სახლში არიან გამოკეტილი მსგავსი პრობლემების გამო, უნდა გამოვიდნენ გარეთ, ხალხთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, არ დაკომპლექსდნენ და უნდა ებრძოლონ ამ კომპლექსებს და საკუთარ თავს. კი ადვილი არ არის, მაგამ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შეიყვარო ისეთი, როგორიც ხარ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა შეძლო“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი
„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს.

2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს – საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი არ არის, უფრო ადრეც ხდებიან ხოლმე დიდოსტატები.

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ქალთა ნაკრების ღირსებას ვიცავ.

ვარ საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრში. ბლიცში მესამე ადგილი მაქვს აღებული. მსოფლიო გრანპრიში, რომელიც შარშან ჩატარდა, მეორე და მესამე ადგილზე გავედი და, ასევე, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ვარ. ნაკრების დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, როცა ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ასევე, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრები ევროპის ჩემპიონები გავხდით, ზედიზედ ორჯერ. მესამედ ახლახანს გავხდით ჩემპიონები თურქეთში გამართულ შეჯიბრში.

ამ გამარჯვევების უკან, ძალიან დიდი შრომა და წლები დევს, რასაც ცოდნის დაგროვება მოჰყვება. ჭადრაკი საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დღეში 6-8 საათი ვვარჯიშობ. ტურნირის დროს კი, დღეში 10 საათს ვმუშაობ. პარტიის წინ მომზადებას სადღაც 2 საათი სჭირდება, რომ ნახო მოწინააღმდეგე რა ვარიანტებს თამაშობს, რა სისუსტეები აქვს, რა ტაქტიკას იყენებს. მომზადების დროს უნდა შეარჩიო რა ვარიანტებით ეთამაშო. შემდეგ კი, თვითონ ამ ვარიანტს ამუშავებ.

მე ოჯახი არ მყავს, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ არანაირი წარმატება წარმატება არ არის, თუ დაქორწინებული არ ხარ. ეს არის ხოლმე პირველი საკითხი – ყველა წარმატებას იმიტომ უნდა მიაღწიო, რომ შემდეგ წარმატებულად გათხოვდე. ვფიქრობ, ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. საყვარელი საქმით უნდა იყო დაკავებული და ამას ერთადერთი მიზეზით უნდა აკეთებდე. მიზეზით, რასაც ამ საქმისადმი სიყვარული ქვია.

არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც არსებობს სტერეოტიპი, რომ ჭადრაკი კაცების საქმე უფროა, ვიდრე ქალების. არადა, საქართველოში ქალი მოჭადრაკეები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ და მეტ წარმატებას აღწევდნენ, ვიდრე კაცები.

მსოფლიო რეიტინგს რომ გადახედოთ, კაცებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჭადრაკიც სპორტია. კარგი ფიზიკური მომზადება გჭირდება, რომ, მაგალითად, 8 საათი შეძლო თამაში. ჭადრაკი მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები არ არის, ფიზიკურ გამძლეობაზე ბევრია დამოკიდებული. ელემენტარულად, ამ შრომას ხომ უნდა გაუძლო. როცა ფიზიკურად იღლები, გონება გეთიშება და შენს დონესთან შედარებით, ნაკლებ დონეზე აგრძელებ თამაშს. მეორე მომენტია ის, რომ კაცებს მეტი დრო აქვთ ჭადრაკისვით, ისინი ყოველდღიური, საოჯახო შრომისგან და ქალებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობებისგან თავისუფლები არიან. კაცებს დღეში 12-14 საათი შეუძლიათ თამაშისთვის მზადებას დაუთმონ, რისი ფუფუნებაც ქალებს ნაკლებად გვაქვს. შესაბამისად, მეტი ვარჯიშით და მომზადებისთვის მეტი დროის დათმობით, უკეთეს ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებენ, ამ ყველაფერს რომ დაეწიო კი, ძალიან რთულია.

ორი წლის წინ, მაგნუს კარლსენთან (ავტ: ნორვეგიელი ჭადრაკის დიდოსტატი და ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი. ფიდეს რეიტინგით ნომერ I მოთამაშე) პარტია ყაიმით დავასრულე. მას ყატარის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი. მე შავი ფერებით ვიყავი, ის თეთრებით. თეთრებით როცა ხარ, სადებიუტო უპირატესობას ფლობ, უკეთესი სასტარტო პირობები გაქვს. შავებით როცა ხარ, მუდმივად თავის დაცვა გიწევს. მასთან ყაიმის შემდეგ ყველა გაოცებული იყო, თვითონაც შემაქო, ძალიან კარგად ითამაშეო.

ჭადრაკი არის – ცოდნა, გამოცდილება და აგრეთვე, ფიზიკური მომზადება.

კონცენტრაციას სჭირდება ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება. შენ რომ 5-6 საათი კონცენტრაცია დაიცვა დაფაზე და არ მოეშვა, არ მოდუნდე, სწორედ ამას სჭირდება ძალიან დიდი ფიზიკური გამძლეობა. ჭადრაკი ჩვეულებრივი სპორტია. მორბენლები რომ ავიღოთ, კაცები უფრო სწრაფად გაირბენენ მოცემულ დისტანციას, ვიდრე ქალები, განსხვავებული ფიზიკური მონაცემების გამო. იგივეა ჭადრაკშიც, გრძელ დისტანციებზე, სადაც გამძლეობა მნიშვნელოვანია, კაცები ჯობნიან ქალებს და ასევე, დრო, რომელიც მათ შეუძლიათ ჭადრაკს დაუთმონ, ძალიან ბევრ ფაქტორს განსაზღვრავს. ქალს უფრო ნაკლების დროის დათმობა შეუძლია ჭადრაკისთვის, არამარტო საყოფაცხოვრებო პირობების, არამედ ფიზიკური მონაცემების გამოც. როცა ქალი 5-6 საათის მერე იღლება, კაცს შეუძლია კიდევ 5-6 საათი იმუშაოს.

არის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომ კაცებს მათემატიკური ტვინი აქვთ და ამიტომ უფრო ძლიერები არიან ჭადრაკში, თუმცა ამ სპორტში ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათემატიკა. ამას გარდა, ტოპ მოთამაშე როცა ხარ, ინტელექტუალური კოეფიციენტიც მაღალი უნდა გქონდეს. თუმცა, ჩვეულებრივი დიდოსტატი რომ გახდე, ამისთვის არ არის განსაკუთრებული მონაცემები საჭირო, თანმიმდევრული შრომითა და ვარჯიშით შეიძლება ამის მიღწევა. შეიძლება ტოპ მოჭადრაკე ვერ გახდე, მაგრამ რაღაც დონეს დაიჭერ და არ ჩამოცდები.

ჭადრაკში სქესობრივი კონკურენციაც მაღალია: მსოფლიოში ჭადრაკზე 10 ბიჭი და 3 გოგო მოდის. ანუ ჭადრაკის სასწავლად 10 ბიჭი და 10 გოგო არასოდეს მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრიზებს რაც შეეხება, ქალთა ტურნირებზე საგრძნობლად დაბალია. სულ რამდენიმე ღია ტურნირი არსებობს, სადაც ქალებისთვისაც მაღალი პრიზებია. დანარჩენ შემთხვევაში განსხვავება საგრძნობლად დიდია. მაგალითად Isle of man-ზე (საერთაშორისო ტურნირი) პირველადგილოსანი კაცისთვის პრიზი იყო 50 ათასი ფუნტი, ხოლო პირველადგილოსანი ქალისთვის – 6 ათასი ფუნტი.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ქალთა და კაცთა ტურნირები გაერთიანდეს, მაგრამ ამის შანსები არის. იუდიტ პოლგარი იყო ის მოჭადრაკე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალებსაც შეუძლიათ კაცების დონეზე იასპარეზონ. დღეს კი არის ჰოუ იფანი, ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული მოჭადრაკე, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს – 2670, ისეთ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, სადაც ძალიან ძლიერი კაცები თამაშობენ ხოლმე. ჯერ-ჯერობით ეს ორი ქალია გამონაკლისი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალებსაც შეუძლიათ კაცებს კონკურენცია გაუწიონ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას: საყოფაცხოვრებო პირობები, გარემო, დრო, რომელსაც შენგან ჭადრაკი მოითხოვს და რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება. მე თვითონ ძალიან ბევრჯერ მითამაშია კაცებთან, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ღია ტურნირებში, სადაც ბევრი მოგება, ყაიმიც და წაგებაც მქონია.

გროსმაისტერობის მოსაპოვებლად საჭიროა ნორმატივების შესრულება: სხვადასხვა ტურნირში უნდა მიიღო მონაწილეობა, სულ 3 ნორმაა საჭირო და რეიტინგი 2500-ს უნდა გაცდეს. გროსმაისტერი როცა გავხდი, 6 ტურნირიდან 4.5 ქულა მქონდა დაგროვილი. მეექვსე პარტიის მერე ძალიან დაღლილი ვიყავი, ბოლო სამი პარტიაც წავაგე, მაგრამ საკმარისი ქულები დაგროვილი მქონდა. 9 დღის განმავლობაში გადაბმულად მქონდა თამაშები და „პერფომანს ქულები“ 2813 მქონდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ძალიან ძლიერად ჩავატარე ტურნირი. ჰოუ იფანს მოვუგე, რომელიც ქალთა შორის რეიტინგში პირველი ნომერია და კაცებს უწევს სერიოზულ კონკურენციას. ის ისეთ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, სადაც წამყვანი მოჭადრაკე კაცები იღებენ მონაწილეობას. მასთან მოგება ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო.

ახლა მინდა კარგად მოვემზადო და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. მსოფლიოში ქალების ხუთეულში ან ათეულში რომ გავიდე, ძალიან დიდი წარმატება იქნება. ეს ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი
„მამას ბიჭი შვილი არ ჰყავს და ალბათ, ამიტომ 6 წლის ასაკში მე დამსვა პირველად კარტინგზე. ზუსტად იმ მომენტიდან ვარ შეყვარებული ამ სპორტზე. მამაც ამბობს, რომ მაშინვე შეამჩნია ჩემში პოტენციალი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ავტოსპორტში, დაბადებიდან ვარ ჩართული, რადგან მამა 35 წელია ამ სპორტით არის გატაცებული და მე ჯერ კიდევ თვეების ვიყავი, როცა დედა დროშასავით დამატარებდა რბოლებზე. მაგრამ, მერე იყო 2008 წლის ომი და დიდი სტრესი. მე ცხინვალიდან ვარ და ომის შუაგულში აღმოვჩნდით რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ორი წლის წინ კი სასწავლებლად საფრანგეთის სკოლაში წავედი და ამ პრობლემების/გარემოებების გამო ისე გამოვიდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მქონდა აქტიური შეხება ავტოსპორტთან.

საქართველოში სულ რამდენიმე თვეა დავბრუნდი და მაშინვე აქტიურად ჩავერთე. ჩემი დებიუტი აღმართის დაძლევის შეჯიბრზე შედგა სიღნაღში. მანამდე კი მქონდა წარმოდგენილი სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე მანქანაში ჩავჯექი, რომელიც უკვე სტარტთან იდგა და დაძვრამდე წამებს ითვლიდნენ, სულ სხვა შეგრძნება დამეუფლა. იქ მივხვდი, რომ ავტოსპორტი ნამდვილად ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს.

ჯერჯერობით მე შტურმანი ვარ, ანუ ეკიპაჟის მეორე წევრი. შტურმანი პილოტისთვის იგივეა, რაც თვალები ადამიანისთვის, რომელიც სტენოგრამის საშუალებით კარნახობს სად როგორი გზა ან მოსახვევია და მრბოლელის მოძრაობას აკონტროლებს. ამიტომ, 80% მაინც არის ჩემზე დამოკიდებული. გადამწყვეტია, რომ ჩემგან მიწოდებული ინფორმაცია სწორ დროს და თან ზუსტი იყოს, ანუ წინასწარ ვხედავ გზას მძღოლის თვალებით. ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მამას შტურმანი ვარ და მას ვკარნახობ გასავლელი გზის სირთულეებს. ხშირად ხუმრობენ ჩვენს ოჯახურ წყვილზე და შეჯიბრის შემდგ დაჯილდოვებაზეც „ზოზიაშვილების ოჯახად“ გვაცხადებენ ხოლმე. თუმცა, მამა-შვილობა შიგნით მანქანაში არასოდეს იგრძნობა. იქ ვართ შტურმანი და პილოტი. სანამ საჭესთან მე გადავჯდები, ასე ვემზადები და ვსწავლობ. დიდი გეგმები მავქს ამ მიმართულები და მამაც მხარს მიჭერს, რომ მომავალი წლიდან უკვე მარცხნივ, ანუ საჭესთან გადავჯდე. მაგრამ, მანამდე მინდა, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვიყო საკუთარ თავში.

არ დაგიმალავთ, არსებული გაცვეთილი სტერეოტიპის გამო – „რა უნდა გოგოს ავტოსპორტში“ – მოლოდინი მქონდა, რომ მეტი დისკომფორტი შემექმნებოდა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ისე მოხდა, რომ დადებითი გამოხმაურებებიც ბევრი იყო. ჩემი რბოლის ფოტოები სხვადასხვა გვერდებზე როდესაც გავრცელდა, ცხადია უკვირდათ, მაგრამ აღფრთოვანებასაც გამოხატავდნენ. არაერთი სკეპტიკური შეტყობინებაც მივიღე, სადაც მწერდნენ ასეთი ნაზი და ლამაზი გოგო, რბოლებში რატომ მონაწილეობ, ან მომავალი დედა ხარ და რა გინდა ამ სპორტშიო. ჰო, ამას მწერენ 17 წლის გოგოს. მინდა ვთქვა, რომ მე ჯერ კიდევ დიდხანს ამას არ ვაპირებ, მაგრამ არც დედობას უშლის ეს სპორტი ხელს და არც მამობას.

მახსოვს ერთ-ერთ გვერდზე ჩემი ფოტო დადეს, სადაც შუშა ჩამსხვრეულ მანქანასთან ვდგავარ და იქ წერდნენ „ხო, ეტყობა რომ გოგო იყო საჭესთანო“. სინამდვილეში კი, მამაჩემს დაავიწყდა „კაპოტის“ ჩაკეტვა და ამან ჩაგვიმსხვრია შუშა და მე საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი. მსგავსი კომენტარები კი ვერ გამაჩერებს, მაგრამ უსამართლობის განცდას მიჩენს. ჩემთვის არსებობს ცუდი მძღოლი კაციც და ცუდი მძღოლი ქალიც. მანქანის მართვა არის გარკვეული უნარი და სქესთან კავშირში არ არის. ლეგენდარული მრბოლელი ქალები არსებობენ, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან კაცებს. მაგალითად, ავიღოთ ფრანგი მიშელ მუტონი, რომელიც ჩემთვის მისაბაძია და უძლიერესი მრბოლელია. ჩემს შემთხვევაში, სქესთან ერთად მოქმედებს ასაკი და ჩემი ფემინური გარეგნობაც, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულებები მოდის ქალებისგანაც და არამხოლოდ, კაცებისგან.

რაც შეეხება ამ სფეროს შიგნით მიმღებლობას, იქ ძალიან ოჯახური სიტუაციაა, რადგან ყველა ყველას იცნობს. ამიტომ, უარყოფითი დამოკიდებულებები ჩემი სქესის გამო არ მიგრძვნია. პირიქით, მამას ხშირად ეუბნებიან ნახევრად ხუმრობით, შენ თავი დაანებე და ახლა ეს გადასვი მარცხნივო.

ქალებისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მთავარია ჩვენ რა გვინდა და არა კაცები რას ფიქრობენ იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან მინდა, რომ შევხვდე გოგოებს, რომლებსაც აინტერესებთ ეს სპორტი და მომავალში ერთად ჩამოვაყალიბოთ რამე ახალი. თუკი ვინმე დაინტერესდება, მომწეროს. ძალიან გამიხარდება მათი გაცნობა.

გასულ კვირას საქართველის აღმართის დაძლევის თასი იყო ცხვარიჭამიაში, სადაც მე და მამამ პირველი ადგილი ავიღეთ. ამის წინა შეხვედრაზე სიღნაღში კი მეორე ადგილი. მამა აქამდე, ძირითადად, მესამე ადგილს იღებდა, ზოგჯერ კი პოდიუმზე საერთოდ ვერ ადიოდა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ შტურმანობასთან ერთად გამოვიდა, რომ მისი თილისმაც ვარ. წინ კავკასიის თასი გველის, რომელიც თიანეთის ახალ ტრასაზე გაიმართება და ახლა ამისთვის ვემზადებით.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი appeared first on WomenOfGeorgia.

სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი
„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი.

მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი აზრი მაშინ, როცა მშობლები თანახმა იყვნენ და გვერდში მედგენენ. დღემდე ეგრეა, ყველა ოჯახის წევრი გვერდში მიდგას. მე რომ სპორტში ვარ ბავშვობიდან, აქედან გამომდინარე, ჩემი დაც და ძმაც სპორტსმენები არიან. ჩემი და ფეხბურთელია, მაგრამ რაგბიში უნდა გადმოვიბირო. ძმა მოჭიდავეა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

რაღაც დროის მერე თბილისში გადმოვედი და 17 წლამდელებში დავიწყე ფეხბურთის თამაში. ერთხელ, გუნდელმა მითხრა, რომ რაგბისტი გოგოების გუნდი არსებობდა და მათ საყურებლად წავედით. იმდენად მომეწონა ეს სპორტი და სიტუაცია, რომ მეც დავიწყე რაგბიში ვარჯიში. ერთი კვირის თავზე გადავწყვიტე ამ სპორტში დარჩენა. თუმცა, ფეხბურთისთვის ბოლომდე არ დამინებებია თავი, ახლაც ვემატები ხოლმე „გურიას“ გუნდს პერიოდულად და ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონატში.

რაგბის კი შვიდქალა ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ უკვე 5 წელია. 9 ნომერი ვარ, ხანდახან 12 ნომრადაც მათამაშებენ, მაგრამ როცა გაგვიჭირდება, შერკინებაშიც შეიძლება დამაყენონ.

შარშანწინ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი ავიღეთ. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევა იყო და მთელი გუნდი ვტიროდით სიხარულისგან. ამ ჩემპიონატის შემდეგ, გადანაცვლებები მოხდა ჩვენს გუნდში, ბევრი ტრავმა იყო, ახალი თაობა დაგვემატა და ამჟამად B დივიზიონში ვთამაშობთ. ვცდილობთ, რომ ისევ A დივიზიონში ავიდეთ. B დივიზიონში შედარებით სუსტი გუნდები თამაშობენ, ვიდრე A დივიზიონში. ამიტომ, ჩვენი მიზანია A დივიზიონში გადასვლა და შემდეგ საუკეთესო 12-ში მოხვედრა. ამის რესურსი ჩვენ გვაქვს. ახლა უფრო ბევრი გოგო თამაშობს რაგბის, ვიდრე მაშინ, 5 წლის წინ, როცა მე დავიწყე თამაში.

ჩვენი გუნდიდან, რამდენიმე გოგო რაგბის მსაჯობის კურსსაც გავდივართ. ჯერ სწავლის პერიოდში ვართ, მაგრამ თან გვამსაჯებენ, რომ პრაქტიკა მივიღოთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს მიმართ, მსაჯობისას უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ იმის გამო, რომ გოგოები ვართ, პირიქით ძალიან დადებითი დამოკიდებულებით არიან მოთამაშეები. „ქალბატონო მსაჯო“ – ასე მომმართავენ მოთამაშეები. პირიქით, მე მაქვს ხოლმე მორიდების მომენტი, ორმეტრიანი კაცები ქალბატონო მსაჯოო რომ მეუბნებიან. თავიდან მსაჯობა პატარა ასაკობრივ ჯგუფებში დავიწყე, ამიტომ, ასე თუ ისე შევეჩვიე. თუმცა ჩემ თავს მსაჯად ვერ ვხედავ. როცა სპორტს თავს დავანებებ, ალბათ რადიკალურად შევცვლი ჩემს ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სპორტი.

რაგბი საკმაოდ ძნელი სპორტია, ბევრი ვარჯიში გვიწევს, თუმცა თავს არ ვზოგავთ და ხშირად ჩვენი მწვრთნელი გვეუბნება, რომ თქვენ კაცებზე მეტი შეგიძლიათო. მაგრამ თავის დანებება არასოდეს მომდომებია, პირიქით, ჩემს მწვრთნელს ვეხვეწები ხოლმე კაცების გუნდში მათამაშეთქო. ვარჯიშები ყოველ მეორე დღეს გვაქვს, მაგრამ ისეთი დატვირთული ვარჯიშებია, მეორე დღესაც დაღლილი ვარ ხოლმე.

2016 წელს საუკეთესო ქალ რაგბისტად მაღიარეს. ეს აღიარება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ისე გამიხარდა, რომ ემოციებს ვერ ვთოკავდი. პრიზად სიგელი და პლანშეტი გადმომეცა.”

The post სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი
„ჩემი ბავშვობა ცოტა რთული იყო, 15 წლის ასაკში 20 წლის ძმა დამეღუპა ავარიაში. დავრჩი ერთი სახლში. ის კი არა რომ შევეგუეთ, რომ აღარ არის ჩემი ძმა, არა გარდაცვლილთან ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მან იმქვეყნიურში გააგრძლება ცხოვრება ჩვენთან ერთად და ჩვენ აქ. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ ცხოვრებას.

მერე იყო სტუდენტობა. ჯერ სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე და მერე გადავწყვიტე, რომ მინდოდა ექიმობა. დედაჩემი მეხვეწებოდა „არ გინდა შვილო, გათხოვდი, პატრონს ჩაბარდი“. ჩავაბარე უმაღლესში სამედიცინოზე. პარალელურად ვმუშაობდი შსს-ს ჰოსპიტალში ექთნად. თუმცა სანიტრობიდან დავიწყე. ჩვეულებრივად, სანიტარს რაც ევალებოდა, ყველაფერს ვაკეთებდი. მერე ექთნად გადავედი. მას შემდეგ, რაც ლიცენზია ავიღე, გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმად დავიწყე მუშაობა, სადაც 10 წელი ვიმუშავე ტრამვამდე.

გათხოვებიდან ზუსტად 9 თვეში უკვე ბიჭს ველოდებოდი და ეს სხვა, აღსავსე მოლოდინი იყო. იმიტომ, რომ 30 წლის გავთხოვდი, მეც და ჩემი ქმარიც ოჯახში პირველ პირმშოს ველოდებოდით და ჩვენი შვილი იყო ორივე მხარეს გვარის იმედი. ვგეგმავდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. ამისთვის მზად და მობილიზებული ვიყავი იმიტომ, რომ მძიმეა, როცა დედ-მამიშვილს კარგავ და მარტო იზრდები. ორსულობის 6 თვემდე ვმუშაობდი სასწრაფოში და ერთ მორიგებაოზე სულ ცოტა 300 კმ-მდე გავლა მიწევდა. უაზის მანქანით დავდიოდით და 15 სოფელს ვემსახურებოდით. ვმუშაობდი მანამ, სანამ მივხდი რომ ჩემს ნაყოფზე უფრო მეტს ვზრუნავდი, ვიდრე პაციენტზე.

ეს იყო 21 მარტი. დილით დაიწყო ტკივილები და საღამოს ძალიან მშვიდად და წყნარად გავაჩინე სრულიად ჯანრმთელი ბავშვი. ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, 9-ის ნახევარზე გაჩნდა ლუკა. ექიმმა ხელები დაიბანა, მკითხა როგორ ხარო… ამ დროს ექთანმა მოატრიალა ექიმი თავისკენ. მეც ექიმი ვარ და მივხვდი, რაღაც წესრიგში ვერ იყო. მუცელშიც დისკომფორტი გამიჩნდა. მოკლედ, ატყდა პროფუზული სისხლდენა. მახსოვს, როგორ ისვრებოდნენ ნელ-ნელა ექიმები სისხლში. მიუხედავად ჩემი მძიმე მდგომარეობისა, ყველაფერს ვხვდებოდი და ვაანალიზებდი. ოპერაციის მსვლელობის დროს კლინიკური სიკვდილი განვითარდა და გული გაჩერდა, არც მაშინ გამთიშვია გონება და შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი საწოლი დაბლა დაიწია და გავიფიქრე კიდევაც , რა ცუდად ვარ, რომ გავიღვიძებ ამას აუცილებლად ვიტყვითქო… მახსოვს, რას ლაპარაკობდნენ საოპერაციოში. მახსოვს რა ხდებოდა კლინიკურის დროსაც.

მე რომ ბევრი შვილის გაჩენას ვაპირებდი და ერთი შვილის ამარად დავრჩი, ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე. ვერ ვეგუებოდი ამ ამბავს და დეპრესიაში ჩავვარდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამით ჩემ თავსაც ვვნებდი, ჩემს შვილსაც და ჩემს ახლობლებსაც, ბუნებრივია. ამიტომ, მოვიკრიბე ძალები, დავწერე ეს ყველაფერი, გადავფურცლე და დავხურე ეს გვერდი და მე შევიცვალე.

ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა. 6 თვეში ისევ დავუბრუნდი სასწრაფოს. სახლში რომ დავრჩენილიყავი, უფრო ღრმა დეპრესიაში ჩავვარდებოდი. ის ექიმური თვისება, რომ სხვას უნდა დავხმარებოდი, წინა პლანზე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი მიბრძოლია, ძალიან ბევრიც წამიგია და მომიგია სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში. სრულებით გულრწფელად ვიძახი, რომ ყველაზე დიდი ნეტარებაა, როცა მოხუცებულთან მიდიხარ, ის იმდენად ცუდად არის, რომ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პროფესიონალიზმის გარდა ადამიანური თანაგრძნობაც ჭირდებათ და ხელის შეხებით რომ თანაუგრძნობ. ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და გამოკეთებულს და მლოცველს რომ ტოვებ…

ლუკაც გაიზარდა, უკვე 7 წლის იყო, როცა მამა გარდამეცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ორ კვირაში ლუკას კლასის ექსკურსია დაიგეგმა ვარიანში, იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმში. ლუკა პირველ კლასში იყო, მისი პირველი ექსკურსია იყო და მინდოდ ჩემს შვილთან ვყოფილიყავი. ჩემი მეუღლე და მე მანქანით გავყევით. გზაში რომ მივდიოდი, ჩემს ქმარს ვუხსნიდი რატომ წავიყვანე, ვგრძნობდი, რომ იქ რაღაც უნდა მომხდარიყო, ვგრძნობდი დიდ უბედურებას.

მუზეუმში რაღაც არ მომწონდა, არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. ბავშვებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდი, რომელიმე არ დაშავებულიყო. 30 ბავშვი და 30 მშობელი ვიყავით. მეორე სართული რომ დავათვალიერეთ, ბავშვები პირველ სართულზე ჩავუშვით. რამდენიმე მშობელი მეორე სართულზე დავრჩით სურათის გადასაღებად. არსად არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, ან სურათი არ გადაიღოთ, ან რამეს არ მიეყრდნოთ. სურათის გადაღების მომენტში ტკაცუნის ხმა გაისმა, მოაჯირი გატყდა და გადავარდი. მივიღე ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და ხერხემლის მძიმე დაზიანება. პოლიციამ საქმე „თვითდაზიანების“ მუხლით აღძრა. თითქოს მე თვითონ გადავხტი მეორე სართულიდან… მაგრამ სასამართლომ დაარქვა უკვე თავისი სახელი…

სასაცილოა, მაგრამ რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მაინც პაციენტების მდგომარეობას ვაკონტროლებდი. გამოვეწერე საავადმყოფოდან და ისევ მოვხვდი, უკვე პლევრიტის დიაგნოზით. დავიწყე რეაბილიტაციაზე ფიქრი იმიტომ, რომ ჩემი ჰიპერაქტიური ბუნების გამო, არ შემეძლო გავჩერებულიყავი. მივაკითხე ტატიშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს. ერთი წელი თეა ადამიასთან გავდიოდი რეაბილიტაციას.

არის ასეთი კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. მათი საშუალებით შემთხვევით მოვხვდი სენაკში, სადაც ჩემს მწვრთნელს ია ტალახაძეს შევხვდი. გართობის მიზნით, იას მშვილდები ჰქონდა ჩამოტანილი. მშვილდის ხელში პირველი დაჭერისას მივხვდი, რომ მასთან რაღაც სიახლოვე მქონდა. შემდგომ, პარასპორტის განვითარების ცენტრში დავიწყე სიარული და ვარჯიში პარამშვილდოსნობაში. პარალელურად, რეაბილიტაციას გავდიოდი თეასთან და თან, სამსახურს ვეძებდი.

დედა მყავს ასაკიანი. ქალმა, რომელმაც ორი შვილი დაკრძალა (პატარა ძმაც მყავს გარდაცვლილი) და მისი დარჩენილი შვილის ორჯერ კლინიკურ სიკვდილს შეესწრო და კიდევ გივლის!! ამიტომ ვფიქრობდი, რომ ოჯახში ჩემი წვლილი შემეტანა, მუდმივად ვმუშაობდი და კიდევ მინდოდა მუშაობა. ჯერ ჩემივე პროფესიით დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ ყველგან ვიღებდი პასუხს, რომ „ჩვენი ოფისი ადაპტირებული არ არის“. ჩემი რეაბილიტოლოგის რეკომენდაციით პარასპორტის განვითარების ცენტრში მოვხვდი, როგორც მისაღების თანამშრომელი. აქვე ვმუშაობ და ვვარჯიშობ. იცით როგორ ვგრძნობდი თავს? გალიაში გამოკეტილ ჩიტს გარეთ რომ გამოუშვებ და ფრთების ფართხალს იწყებს…

მქონდა დეპრესიის პერიოდიც. პარაპლეგია გულისხმობს ბევრ პატარ-პატარა ნიუანსებს – მორალურთან ერთად ფიზიკური ტკივილიც უნდა დასძლიო. იმიტომ, რომ კიდურების ტკივილი მაქვს. ყველა კუნთს და ნერვს ვგრძნობ და ნელ-ნელა მგრძნობელობა მუხლებამდე დამიბრუნდა და დღეს ხერხემლის დაჭერაც ვისწავლე, მშვილდი ამაში ძალიან დამეხმარა.

ერთხელ, ვვარჯიშობდი და თავზე ჩემი მწვრთნელი მადგა, მეორე მწვრთნელმა შემატყო უხასიათობა და მითხრა – ეს შენი მეორე სუნთქვაა, თავიდან იწყებ ცხოვრებას. შენ თავიდან უნდა შეძლო ადგომაო… ის კი არა, რომ ჩვენ ვეცემით, როგორ ღირსეულად ავდგებით ეს არის მთავარი! ეს იყო ჩემი დეპრესიის დასასრული. ორჯერ გადავრჩი ხომ? რატომ გადავრჩი? რატომ ვარ აქ? იმიტომ არ წავედი, რომ ჩემი ოჯახის დიდი სიყვარული მქონდა და მართლა მთელი საქართველო ლოცულობდა ჩემს გადარჩენაზე. სიყვარულმა დამტოვა აქ. არ უნდა დაეცე, არა! უნდა განაგრძო ცხოვრება! უნდა მივიღოთ რეალობა, წარსულს აღარ უნდა მისტიროდე და ახლა ძალას არ ვიშურებ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოვხვდე…

2015 წელს ტელევიზორიდან გავიგე საქველმოქმედო კამპანია WORLD RUN-ის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. სტრატი ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დროს იწყება და მოძრავი ფინიშია. მთავარი რაცაა, ეს თანხა მიდის ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მოვიხიბლე ამ აზრით და გადავწყვიტე მეც მიმეღო ამ აქციაში მონაწილეობა… თან სტიმული მიმეცა ჩემი თავისთვისაც და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანება ჰქონდა. ჩემი რეაბილიტოლოგი თეა ადამია და ჩემი ფიზიოთერაპევტები დამეხმარნენ სირბილში და გავხდი ქალი-ეტლით მოსარგებლე გამარჯვებული, 6800 მეტრი გავირბინეთ. ეს იყო დიდი სტიმული ჩემთვის, რომ ტრავმიდან ერთი წლის თავზე, როცა ჯერ კიდევ არ შემეძლო სრულად მოძრაობა, შევძელი და პირველი გამარჯვება მოვიპოვე. 2016 წელსაც მივიღე მონაწილეობა, აქ უკვე ჩემი მეუღლე მეხმარებოდა 7300 მეტრით დავამთავრე რბენა, ესეც გამარჯვებით…

29-30 იანვარს, თბილისის ზამთრის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის. ინტეგრირებულ ასპარეზობაში, ქალთა თანრიგში თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენმა მეორე ადგილი დავიკავე…

ასე რომ ვაგრძელებ ცხოვრებას და წინსვლას…“

The post თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

მზია ბებოშვილი, 18 წლის, თბილისი
„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს ვუთხარი თუ შეიძლებოდა ტანვარჯიშის ნაცვლად ძიუდოზე მევლო. ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ტანვაჯიში არ იყო ჩემი სპორტი. საკმაოდ რთულია ტანვარჯიში, მაგრამ არ იყო ძალისმიერი, ჰაეროვანი უნდა ყოფილიყავი, რაც არ იყო ჩემში. მაინც, მიუხედავად ამისა, ტანვარჯიშის შეჯიბრზე რომ გავედი, მეორე ადგილი ავიღე იმიტომ, რომ ყველაფერს სხვანაირი თვალით ვუყურებდი, ყველანაირი სპორტი გამომდიოდა.

ძიუდოს ყოველთის ბიჭების სპორტად მიიჩნევდნენ და ჩემს მშობლებს არ ეგონათ გოგოების წრეც თუ არსებობდა. თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ ბევრი თხონის შემდეგ, მამაჩემი თვითონ წავიდა და საკუთარი თვალით ნახა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არის გოგოების წრეც და არის გოგოების ნაკრებიც. უკვე 7 წელია, რაც ძიუდოისტი ვარ.

ვარ 9 გზის საქართველოს ჩემპიონი. 2013 წელს პირველად გავედი ევროპის ასპარეზზე, 14 წლის ვიყავი მაშინ და ავიღე ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიული მედალია საქართველოსთვის იმიტომ, რომ აქამდე არ გვყოლია გოგო ძიუდოისტი, რომელიც ევროპულ ასპარეზზე მედალის მფლობელი იყო. წინა წლის ევროპის ჩემპიონს მოვუგე იპონით. მაშინ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა საქართველოში, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ისტორიული მედალი იყო. როცა ჩამოვედი და ხალხის სიყვარული და ყურადღება დავიმსახურე, მაშინ მივხვდი ყველაფერს. როცა შენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ბევრმა შეიძლება არც იცოდეს მისი არსებობა და ამ დროს, შენი ქვეყნის დროშა აღიმართება – ეს ძალიან საამაყო მომენტია.

შემდეგ 2014 წელს, ევროპის თასზე ჩემპიონი გავხდი. 2015 წელი კი ჩემთვის საუკეთესო წელი იყო იმიტომ, რომ საქართველოში ტარდებოდა ოლიმპიური ფესტივალი, მაგრამ მანამდე, ორი კვირით ადრე იყო ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთში, სადაც ასევე ჩემპიონი გავხდი. საქართველოშიც იგივე შედეგი ვაჩვენე, ჩემპიონი გავხდი, კიდევ ერთხელ ვასახელე ჩემი ქვეყანა.

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, საქართველოში რომ ტარდებოდა ეს ოლიმპიადა. რადგან ორი კვირით ადრე სხვა ქვეყანაში მოვიპოვე ოქროს მედალი და გაქვს შესაძლებლობა იგივე შედეგი გაიმეორე შენს ქვეყანაში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა მწერდა სოციალურ ქსელში, რომ „შენ ევროპის თასი მოიგე და შენს ქვეყანაშიც არ გაგიჭირდება ასახელო შენი ქვეყანა“. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მეშინოდა, რომ არ გამეცრუებინა იმედები.

ჩემი დღე ძალიან დატვირთულია. დილით ჯერ დავრბივარ, ფიზიკურად ვვარჯიშობ, შემდეგ საღამოს დარბაზში გვაქვს ვარჯიში ყოველდღე, შაბათს კიდევ კუს ტბაზე ვვარჯიშობ. ძალიან ბევრ ტექნიკურ მოძრაობას და ილეთებს ვსწავლობ, სისწრაფეზე ვმუშაობ. და ვვარჯიშობ იმაზე, რომ დღეს რა ილეთსაც ვისწავლი, ჩვევაში გადავიყვანო. ძიუდო არის სისწრაფე და სხარტი გონება. შენმა მოწინააღმდეგემაც იცის სხვადასხვა ილეთები, მაგრამ შენ უნდა იპოვო მომენტი, როდის რა გამოიყენო. მაყურებელი მარტო გდებას და ძალისმიერ ჭიდილს ხედავს, მაგრამ მარტო ეს არ არის, გონებით ჭიდილი მიდის ძალიან ხშირად.

ამ სპორტში მარტო ერთი ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ ვართ გუნდი, სადაც ერთმანეთს ვეხმარებით მომზადებისას. მეხმარებიან, პარტნიორობას მიწევენ სხვა გოგოები. ერთი ადამიანი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ მის უკან რამხელა გუნდია. რამდენი ადამიანი შრომობს, რომ მე რაღაცას მივაღწიო და წარმატებული ვიყო. შეიძლება ვიღაცეებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეთ გოგო ძიუდოისტის მიმართ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა შენი შვილი რა სპორტში იქნება, მთავარია მიზანი ჰქონდეს. თუ ხარ მცხობელი – უნდა იყო მაგარი მცხობელი, თუ ხარ დამლაგებელი – უნდა იყო ძალიან მაგარი დამლაგებელი და თუ ძიუდოისტი ხარ – მაგარი ძიუდოისტი უნდა იყო და მიზანი გქონდეს და იშრომო.

კვების რაციონიც კი სპეციფიური მაქვს. მიჭირს ძალიან წონის შენარჩუნება იმიტომ, რომ მიყვარს კარგად კვება. მაგრამ, როცა საქმეს სჭირდება ყველაფერი უნდა გადადო. წარმატებაც, ჭამაც, დაძინებაც ყველაფერი ერთად არ ხდება. არ არსებობს. ვერ მოვა ადამიანი და ვერ მეტყვის, რომ „მე ყველაფერს ამას ვაკეთებ, მე ბედნიერი ვარ, ყველაფერი მაქვს და თან წარმატებული ვარ“. ეს ასე არ არის. პირდაპირ გეტყვით, ვიღაც ძალიან განებივრებული გაზრდილი გოგო ან ბიჭი, ვერასოდეს იქნება წარმატებული ძიუდოისტი. მათ უკვე აქვთ გარანტირებულად, რაც სჭირდებათ და აქ წარმატების მოსაპოვებლად არ მოვლენ. მე ამის ხიბლი არ მესმის, როცა უშრომელად გაქვს ყველაფერი. მე ის მაცხოვრებს, რომ რაღაც მიზანი მაქვს და ვშრომობ, თორემ ყველაფერი რომ მქონდეს და ნატვრა არ მქონდეს, უაზრო იქნება ჩემი ცხოვრება.

2014 წელი საკმაოდ წარუმატებელი იყო ჩემთვის. ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და შედეგი ვერ გავაკეთე შეჯიბრზე. მაგრამ, როდესაც მიფიქრია, რომ ეს გავაკეთე და დამთავრდა ამით, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არ ხარ ძლიერი, როცა იგებ. წაგების ფასი თუ არ იცი, ვერასოდეს გაიგებ მოგების ფასს. თუ ათჯერ დაეცემი, მაშინ ხარ ძლიერი, როცა მეთერთმეტეჯერ წამოდგები! როცა რაღაც წარუმატებლობა გაქვს, მაინც უნდა წამოდგე და გააგრძელო წინსვლა, მაშინ ხარ ძლიერი, როცა ამაყად დგები!

2016 წელიც ძალიან ცუდად დაიწყო. მენისკის ოპერაცია გავიკეთე. ეს ყველა სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ყველას მოსდის მსგავსი შემთხვევა, მაგრამ გააჩნია რა დროს. მე ახლა დამემართა. ამის გამო მთლიანი წელი გამიცდა. მაგრამ 8-9 თვეში აღსადგენი მუხლი 5 თვეში აღვიდგინე. 2017 წელს, ჩემს ასაკში მაქვს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოცნებაა ოლიმპიადის მოგება. ამიტომ, იმედი მაქვს 2020 წლის ოლიმპიადისთვის ლიცენზიას ავიღებ.

იმის გარდა, რომ ძიუდოისტი ვარ, ოცნებად მქონდა, რომ ცეკვა მესწავლა. როგორც იქნა მივაგენი ისეთ ჯგუფს, სადაც კვირაში სამჯერ საღამოს 9 საათზე დავდივარ და ჰიპ-ჰოპს ვსწავლობ, სამოყვარულო დონეზე. მიუხედავად დატვირთული დღისა, როცა რაღაც გინდა, ცეკვისთვისაც გამონახავ ენერგიას.“

The post მზია ბებოშვილი, 18 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი
ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა, მერე სამეჯლისო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ არც ერთი მაინტერესებდა, იძულებული გახდა ფეხბურთზე შევეყვანე. 10 წლის ვიყავი თამაში რომ დავიწყე და აგერ უკვე 5 წელია ვვარჯიშობ.

თავდაპირველად 2 წელი ბიჭების გუნდში ვთამაშობდი 2 გოგოსთან ერთად მაშინ კახეთში გოგოების გუნდები არ არსებობდა. ბიჭების გუნდში ცუდად არ მიგვიღეს, იმიტომ რომ ჩვენი თანასოფლელები იყვნენ და ხედავდნენ რომ კარგად ვთამაშობდით. თუმცა მახსოვს მოწინააღმდეგე გუნდს რომ შევხვდით პირველად კახეთის ჩემპიონატში, ისინი როგორ ირონიულად და აგდებით გვიყურებდნენ, თან ერთამანეთს გადაულაპარაკებდნენ ხოლმე, გოგოებმა რა ფეხბურთი უნდა გვეთამაშონო. მაგრამ იმავე თამაშში დავამარცხეთ და ხმა არ ამოუღიათ, ისე გავიდნენ მოედნიდან. ალბათ კი გვაღიარეს, მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ იტყოდნენ?! სხვათა შორის ეს ის გამარჯვება იყო, მედლები რომ მოგვაპოვებინა და გოგონების გუნდის შექმნას დაუდო საუძველი.

თავიდან კი გაჭირდა გოგოების მოძებნა, ახმეტიდან მწვრთნელი ჩამოვიდა და სულ კარდაკარ ააგროვა გოგო ფეხბურთელები. მერე ჩვენი გუნდი სკოლბურთზე გავიდა და 2015 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონები. მახსოვს, სოფელში რომ დავბრუნდით თასით ხელში, მთელი მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა, სკოლა გამოვიდა ჩვენს დასახვედრად და შეძხილებით მოგვაცილებდნენ. მას მერე გაგვიკეთეს ეს სტადიონი. შეიძლება ითქვას, რომ თუ ალვანელებს საფეხბურთო სტადიონი აქვთ, ეს გოგოების დამსახურებაა.

გოგოების და ბიჭების ტექნიკებში განსხვავება არ არის, ზუსტად ისევე ვვარჯიშობთ, როგორც ბიჭები და არ გვაქვს არანაირი დისკომფორტი ვარჯიშის დროს. არც ერთი ბიოლოგიური მონაცემი არ არის დამაბრკოლებელი ქალისთვის. მათ შორის არც სწავლაში მიშლის ხელს ჩემი გატაცება. ვემზადები, რომ სამედიცინოზე ჩავაბარო.“

ნათია: „ ჩემი მშობლები თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ ჩემი ფეხბურთით გატაცებას, მაგრამ მერე საქართველოს 19 წლამდე ასაკის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ ამიყვანეს, შეეგუენ. მშობლებს იმის ეშინოდათ, რომ სწავლაში ხელი შემეშლებოდა. სულაც არ ვთვლი, რომ ასეა, რადგან სწავლის გაგრძელებას აგრარულ ფაკულტეტზე ვაპირებ და მეღვინეობას უნდა დავეუფლო.

გულდასაწყვეტია, რომ კარგი ფეხბურთელი გოგონები გვყავს და სახელმწიფოს მხრიდან არ არის ისეთი ხელშეყობა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. მე ვიცი, ქართველი გოგოები თურქეთის, აზერბაიჯანისა და ნორვეგიის ნაკრებებში თამაშობენ და ამაში კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. ჩვენთან, 19 წლამდე ასაკის ნაკრებისა და ეროვნულის ფეხბურთელ ბიჭებს ხელფასები აქვთ, გოგოებს კი არა. ის კი არადა, ახლახანს დაიწყეს სპორტული შეკრებების წლიური დაფინანსება გოგონებისთვის, თორემ მანამდე ტურნირამდე 1 კვირით ადრე ვემზადებოდით მხოლოდ.

მსოფლიო ჩემპიონატშიც მივიღეთ მონაწილეობა 19 წლამდე ასაკის გოგონების ტურნირში და შვედებთან 4:0 წავაგეთ, რაც არ არის ცუდი შედეგი, რადგან შვედეთს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყავს და ჩვენი მომზადების კვალობაზე, კიდევ კარგად შევეწინააღმდეგეთ. ბიჭებს რა თქმა უნდა უფრო მცირე სხვაობები აქვთ, იმიტომ რომ ბიჭების ფეხბურთს უფრო მეტი ყურადღება ექცევათ და ეს გოგოების მოტივაციასაც უშლის ხელს“.

The post ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი appeared first on WomenOfGeorgia.

მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი
„2015 წლის 23 ნოემბერს ორი ტყუპი გოგო შემეძინა. 1 წლის თავზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატში, იაპონიაში ვაპირებ ვიასპარეზო. კარატე ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს საშუალება, სერიოზულად დავკავებულიყავი ამ სპორტით. რა გოგოს საქმეაო, მეუბნებოდნენ. სერიოზული ვარჯიში კიო კუშინ კარატეში, მოგვიანებით, 2006 წელს დავიწყე და ერთ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოვიპოვე. ამის შემდეგ არაერთგზის გავხდი ეროვნული ჩემპიონი. მოგვიანებით ევროპის ჩემპიონატში ორჯერ ვიასპარეზე და ორგზის გავხდი ევროპის ჩემპიონი. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვგეგმავ. ოჯახს და ბავშვების გაჩენას არ შევუშინებივარ. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს სპორტულ კარიერას მივატოვებდი. მიუხედავად იმისა, რომ კარიერისა და ოჯახის შეთავსება ურთულესია ქალისთვის, როცა ორი ჩვილი გყავს – ბავშვებს უნდა მოუარო, თავის დროზე გამოკვებო, სადილიც უნდა გაამზადო. ჩემი რეჟიმი შევიმუშავე და მას მივყვები: როცა ბავშვებს ძინავთ, მაშინ ვვარჯიშობ. დღეში 5 საათი მიწევს ვარჯიში. ამ სპორტში ბევრი ქალი იმიტომ არ არის, რომ კიო კუშინი დიდ ძალისხმევას მოითხოვს და რთულია ქალებისთვის ოჯახის საქმესთან შეთავსება. მე ვიცნობ ქალს, რომელიც მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო, ძალიან კარგი შედეგები ქონდა, მაგრამ ოჯახის სანაცვლოდ მოუწია სპორტისთვის თავის დანებება. მე მჯერა, რომ თუ მიზანი მექნება, ყველანაირ მიზეზს გვერდით გადავდებ და კიდევ ბერვჯერ მოვიპოვებ გამარჯვებას. მიხარია, რომ ამაში ქმარიც ხელს მიწყობს. გულდასაწყვეტი ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფინანსები სპორტსმენის საერთაშორისო ასპარეზზე გასამგზავრებლად, მით უფრო კიო კუშინის მიმდევარი ქალის დასაფინანსებლად. იმედი მაქვს, რომ იაპონიაში ჩემი ასპარეზი მგზავრობის ხარჯების უქონლობის გამო არ გადაიდება და საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას ვაჩუქებ“.

The post მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი appeared first on WomenOfGeorgia.