შშმ ქალები და მათი აგენტობა

ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი

„11 წლის ვიყავი, როდესაც შევამჩნიე, რომ როცა ოჯახის წევრები რაღაცას მეუბნებოდნენ, მე დაბნეული ვეკითხებოდი – “ჰა? რა მითხარი?” სმენა ნელ-ნელა მიუარესდებოდა და რამდენიმე თვეში, შორი მანძილიდან უკვე ძალიან მიჭირდა საუბრის მოსმენა. როდესაც ადამიანთან ლაპარაკს ვიწყებდი, ახლოს მივდიოდი, ეს რომ არ შეემჩნია და არც მე ვყოფილიყავი უხერხულ

ნინო დოფიძე, 38 წლის, ხაშური

„ისე გავიზარდე, არავინ მაგრძნობინებდა და ბავშვობაშიც ვერ ვხვდებოდი, რომ სხვანაირი ვიყავი. ერთ დღეს, როცა გარეთ ბავშვებთან ერთად სირბილი მინდოდა და დედა ვერ მიხსნიდა, რატომ არ მიშვებდა, სარკის წინ დამაყენა და მითხრა, ნუ გავიწყდება, როგორი ხარო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემს მდგომარეობას ბოლომდე ვერ ვიაზრებდი და

მარიამ ნანობაშვილი, 32 წლის, თბილისი

ამპუტაცია „დაახლოებით შვიდი წლის წინ, ჩუქურთმებიანი კარის სახელურზე დავეცი და ტრავმა მივიღე, ხელზე დიდი ჰემატომა მქონდა, რომელიც შემდეგ გაიწოვა. პერიოდულად კი მახსენებდა თავს პოსტტრავმული ტკივილი, თუმცა დიდად არ მაწუხებდა და ექიმმა როგორც თქვა, ყველაფერმა გაიარა. ორწელიწადნახევრის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი და ვარჯიშისას, რაღაც მომენტში სარკეში შევამჩნიე, რომ

თამუნა ლურსმანაშვილი, 39 წლის, ოზურგეთი

„მეათე კლასში რომ გადავდიოდი, ხიდან ჩამოვვარდი. თბილისში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და მერე, ორი წელი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ერევანში. იქიდან რომ ჩამოვედი, თითქმის დავდიოდი, მაგრამ წავიქეცი. მერე ეტლში ჩავჯექი და გადაადგილება რომ გამიადვილდა, გავზარმაცდი, იმდენად ვეღარ ვივარჯიშე, ფორმაში ვეღარ ჩავდექი და ახლა ასე ვარ - გულ-მკერდის

მაკო ხალვაში, 27 წლის, ბათუმი

დიაგნოზი "ჩემი ამბავი დაახლოებით 15-16 წლის წინ დაიწყო. სკოლის პერიოდში, დაფას რომ ვუყურებდი და კარგად ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ან დაფაა შორს, ან ცარცი არ წერს კარგად-მეთქი. თან, ბავშვებიც ხშირად წუწუნებდნენ ამაზე და მეც მეგონა, როგორც ჩემთვის, მათთვისაც ისე არ ჩანდა. მერე თვალის კოორდინაციაც დამეკარგა, პირდაპირ ვეღარ

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა.

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი

„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს

გვანცა გაბუნია, 33 წლის, თემი ქედელი/სიღნაღი

„ჩემი ცხოვრება იყო ღამის სიბნელე“ -------------------------------------------------------------------- „გადმოცემით ვიცი, დაბადებისთანავე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს, სადაც 4 წლამდე ვიზრდებოდი. ამ პერიოდიდან იწყება საკუთარი მეხსიერება. 4 წლის ასაკში სენაკის ბავშვთა თავშესაფარში გადამანაწილეს და აქ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც. ამ პერიოდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ იმიტომ რომ აღარ დაუშვას ქვეყანამ