ხანდაზმული ქალები Archives - WomenOfGeorgia

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი
„1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე – იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი.

ბოლნისელი შვაბები

გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მაშინ გერმანიის კოლონია და გერმანელების ყველაზე დიდი დასახლება ყოფილა. მათი ჩამოსახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შვაბები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს და ალექსანდრე პირველმა მათ დიდი დახმარება გაუწია – ფულითაც დაეხმარნენ, არც ჯარში მიჰყავდათ, გადასახადებსაც არ ახდევინებდნენ და ამიტომ, მალე ფეხზე დადგნენ. იმ თაობიდან, რომელიც მათ მოესწრო, ყველა აღფრთოვანებული იყო გერმანელების შრომისმოყვარეობით. ეს პატარა ქალაქი, რომელიც მაშინ სამი პატარა სოფლისა და ნასახლარებისგან შედგებოდა, 10 წელიწადში ულამაზეს წალკოტად აქციეს. შვაბებმა, შრომასთან ერთად, კარგი გართობაც იცოდნენ – უფროსები შაბათ-კვირას ეკლესიაში, ე.წ. „ქირხეში“ ატარებდნენ, სადაც უზარმაზარი ორღანი ჰქონდათ ჩამოტანილი და უკრავდნენ. დედაჩემსა და მის ძმებს გერმანული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული, არაჩვეულებრივად საუბრობდნენ შვაბურად და მათ ეკლესიაშიც დადიოდნენ. ახალგაზრდები კი კულტურისა და დასვენების პარკში ერთობოდნენ, სადაც ორკესტრი უკრავდა. დღესასწაულებიდან კი დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ შობასა და აღდგომას. ზოგადად, გერმანელები არაჩვეულებრივად მღეროდნენ და ყველა ოჯახში იყო გერმანული საკრავი.

თურმე, ბოლნისი ედემის ბაღი იყო – მოკირწყლული ქუჩებით, აკაციის, ცაცხვისა და კაკლის ხეივნებით. გოთური სტილით ნაგები სახლები და აივნები ყვავილებით იყო სავსე. გერმანელების წასვლის შემდეგ, მათ სახლებში დასახლებულმა ქართველებმა თითქმის ყველაფერი გადააკეთეს. მაშინ წყალი ძალიან ჭირდა, მაგრამ ბოლნისი წყლის არხებით ისე იყო დასერილი, რომ ვენეცია გეგონებოდა და ყველა ეზოში კამკამა წყალი ჩამოდიოდა. ქართველებმა ამ არხების ნაწილი ამოავსეს, ნაწილზე კი ტუალეტები დააყენეს და დააბინძურეს.

შვაბებს შობისა და აღდგომის დღესასწაულები განსაკუთრებულად უყვარდათ. შობისთვის, ნაძვის ხეს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ, მის ქვეშ კი წითელი ფერის კონუსის ფორმის ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებს, ნამცხვრებსა და ტკბილეულს ალაგებდნენ. გოგრაზე პატარა სარკმლებს ამოჭრიდნენ, შიგნით ანთებულ სანთელს ჩადებდნენ და ამ გოგრებით ხელში შობის ღამეს ქუჩებში დადიოდნენ, გალობდნენ და შობის დადგომას ამცნობდნენ ხალხს. დილით, წინსაფრებში გამოწყობილი ქალები, ტკბილეულით სავსე კალათებით ხელში, ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს უმასპინძლდებოდნენ და შობას ულოცავდნენ. სადღესასწაულო ზეიმი მთელი კვირა გრძელდებოდა. მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ნამცხვრები. შობისთვის აუცილებლად კლავდნენ ღორებს და ხორცით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს, „ვიჩინას,“ ხალადეცს. კლავდნენ ბატს, რომელსაც სპეციალური შიგთავსით ამზადებდნენ. ყურძნის წვენისგან სქელ შარბათს ხარშავდნენ, აცხობდნენ უგემრიელეს ნამცხვრებს: „ლექუხეს,“ „ლიბეს ქუხესა“ და „ნესქუხეს.“

გასაბჭოების შემდეგ, როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად, ბოლნისს ლუქსემბურგი დაერქვა, 1941 წლამდე ასე ერქვა და გერმანელების გადასახლების შემდეგ, ძველი სახელი – ბოლნისი დაუბრუნეს.

48 საათში დაცლილი ლუქსემბურგი

ომის დროს, 1941 წელს, მაშინდელ ლუქსემბურგში, ანუ ბოლნისში მცხოვრები გერმანელები კომუნისტებმა 48 საათში გადაასახლეს შუა აზიისა და ყაზახეთის ცარიელ ტრამალებში. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად ხდებოდა, რომ თითქმის არაფერი წაუღიათ. დედა მიყვებოდა, სატვირთო მანქანები მოაყენეს გერმანელების წასაყვანად, სადაც დიდი საცოდაობა და ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდაო. დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას – მშიერი საქონელი ბღაოდა, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენო. მალე გერმანელების სახლების ძარცვაც დაიწყო. თან, თურმე, ოქტომბრის თვე იყო, უკვე ყურძენიც დაკრეფილი და ზამთრისთვის ორ-სამ სართულიანი სარდაფებიც სავსე ჰქონდათ უამრავი სანოვაგით, მაგრამ თან ვერაფერი წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზამთარი იყო, პირველად ქოხმახებში შეასახლეს, სადაც მრავალი უბედურება გადაიტანეს – შიმშილი, სიცივე და სიკვდილიც.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა გერმანელებს ნება დართო, ყაზახეთიდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. გერმანელების ნაწილი ისევ ბოლნისში დაბრუნდა, რადგან აქაურობა იყო მათი სამშობლო, მაგრამ მოგვიანებით, მათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს და იძულებული გახდნენ, გერმანიაში დაბრუნებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარეს, გერმანიაშიც ახალი ცხოვრება დაიწყეს და ისევ ააყვავეს ყველაფერი. ასეთი ძლიერი ხალხი არასოდეს შემხვედრია. შვაბები განსაკუთრებული ხალხი იყო, ვისგანაც მხოლოდ კარგი შეიძლებოდა გვესწავლა.

დედაჩემი

დედაჩემი შეყვარებული იყო შვაბებზე და ყველა გერმანელთან მეგობრობდა, რადგან შრომისმოყვარე, პატიოსან და ერთგული ხალხად თვლიდა.

დედაჩემს დედა ადრე გარდაეცვალა, თავადიშვილი მამა კი, როგორც „ხალხის მტერი,“ სულ დაპატიმრებული იყო და ბოლოს ისიც დახვრიტეს. ობლად დარჩენილი დედაჩემი და მისი ძმები ბებიის იმედად დარჩნენ, რომელსაც გერმანელები ძალიან ეხმარებოდნენ ამ ობოლი ბავშვების გაზრდაში. ბოლოს კი, როცა ისინი საბოლოოდ ბრუნდებოდნენ გერმანიაში, ერთ-ერთმა გერმანელმა ოჯახმა, გვარად ვალკერებმა, დედაჩემს საკუთარი დიდი ორსართულიანი სახლი დაუტოვა – ჩვენ ისე გვიყვარხარ, ანხელ, ეს სახლი შენი იყოსო – ასე უთქვამთ წასვლის წინ. მე დღემდე ამ სახლში ვცხოვრობ.

მამაჩემი ფრონტზე რომ წავიდა, დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად. ჩასვლისთანავე, სტალინგრადში უკრეს თავი და იქ ორ-სამ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. დედა მარტო მზრდიდა, ამიტომ სულ მუშაობდა – ტექნიკუმში, ქართულ და საღამოს სკოლებში გერმანულს ასწავლიდა. მე დედაჩემს თითქმის ვერ ვხედავდი და ამიტომ ძიძები მყავდა. სამი წლის რომ ვიყავი, დედამ 15 წლის ოლღა მოიყვანა ძიძად, რომელიც ორი წელი მზრდიდა, მაგრამ 17 წლის გათხოვდა და შემდეგ ჩემი ძიძა ევდოკინე იყო. სხვა რა გზა ჰქონდა დედაჩემს, უნდა ემუშავა და ფული ეშოვნა, ჩემი რჩენა რომ შესძლებოდა. დედაჩემის სახეზე ღიმილი იშვიათად მინახავს…

შეხვედრა შტუტგარტში

1991 წელს, დედაჩემის თანაკლასელმა ერნსტ ალმენდინგერმა, ბოლნისელი შვაბების შეკრებაზე დაგვპატიჟა შტუტგარტში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მისი ინიციატივით ეწყობოდა. ეს ის დრო იყო, როცა ადვილი არ იყო გერმანიაში ჩასვლის ნებართვა მიგეღო, მაგრამ მე თუ რამე დავიჩემე, იმას აუცილებლად მივაღწევ. იმდენი ვირბინე, რომ დედაჩემთან ერთად გერმანიაში ჩავედი. დედაჩემის კლასელი ერნსტი და მისი მეუღლე გრეტა ქელერი, რომლებიც ბოლნისში ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მატარებლის სადგურზე დაგვხვდნენ, ეს იყო ძველი მეგობრების საოცრად ემოციური შეხვედრა.

ბოლნისელი შვაბებისა და მათი შთამომავლობის შეხვედრები ყოველ ორ წელში ერთხელ, 27 აგვისტოს, შტუტგარტში იმართებოდა. უამრავი მაგიდა იყო გაშლილი, ორიათასამდე სტუმარი იყო მოწვეული, დიდი ტრიბუნა დამონტაჟებული. ამ შეკრებაზე რომ შევედით, დედაჩემს თავისი ბავშვობის მეგობრები დაეხვივნენ და ეს ისეთი საოცრება იყო, სიტყვებით ვერ აღვწერ. დედაჩემი როგორი გახარებული იყო, რომ იცოდეთ… იხსენებდნენ მეგობრებს, მიცვალებულებსა და საქართველოს, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი შემხედვარე, ვიჯექი და ვტიროდი.

გერმანიაში ერთი თვე დავრჩით და საქართველოში რომ დავბრუნდით, 1991 წელს აქ ომი დაიწყო. უამრავ წერილს გვწერდნენ გერმანიიდან და ნანობდნენ, იქიდან რომ გამოგვიშვეს.

სხვათა შორის, 1989 წელს ერნსტ ალმენდინგერმა გერმანიაში გამოსცა სქელტანიანი წიგნი – ,,ეკატერინენფელდი – სოფელი დასახლება კავკასიაში”. წიგნი ასახავს კავკასიაში შვაბების მიგრაციის პროცესს – როგორ გამოემგზავრნენ ისინი 1817 წლის 10 მაისს ვიუტემბერგიდან და მდინარე დუნაის გავლით გამოიარეს ქალაქები: ბუქარესტი, ისმაილი, ოდესა, მარიუპოლი, როსტოვი და კავკასიის მთების გავლით, მოადგნენ თბილისს. წიგნის შესავალში არის კავაკასიის შესახებ ისტორიული მიმოხილვა და საბოლოოდ, მოთხრობილია კატერინენფელდის დაფუძნებისა და აღმშენებლობის შესახებ. შეგროვებული ფოტომასალა და სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს ამ გერმანული კოლონიის ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი appeared first on WomenOfGeorgia.

ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური
ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც ძალიან დიდი მუსიკოსია. ნიკამ შემამოწმა, მოვეწონე და ჩემთან მუშაობა დაიწყო. მოკლედ, პირველი მუსიკალური სასწავლებელის მისაღებ გამოცდებზე გავედი, რომლის კომისიის თავმჯდომარე სულხან ცინცაძე იყო. გამოცდას, ასევე ესწრებოდა პროფესიონალი მუსიკოსების მაშინდელი ე.წ. „ბომონდი.“ სხვათა შორის, ძალიან წარმატებულად დავუკარი იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი და დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი. მაშინ გაიხსნა საკომპოზიტორო ფაკულტეტი და მეც ამ ფაკულტეტზე მიმიღეს, სადაც სულ ბიჭები სწავლობდნენ და მარტო ერთი გოგო ვიყავი. შალვა მშველიძის კლასში გამანაწილეს, რომელიც არის მოვლენა და ეპიკური მუსიკის ფუძემდებელი საქართველოში. სხვათა შორის, წარმოშობით ისიც ხაშურელი იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ გენიოსებს უკვე აღარ ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში, რას ასწავლიან, ვერ გავიგეთ და ამ თვალსაზრისითაც, ქვეყნიერება ცუდ დღეშია.

მუსიკალური სასწავლებლი წარმატებით დავამთავრე, უკვე მქონდა საფორტეპიანო პიესებისა და რომანსების ჩემი კრებულებიც. იმ პერიოდში, ჩემს სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა და როგორც კომპოზიტორი, კონსტანტინე პევზნერთან და იოსებ ტუღუშთან ვმუშაობდი, რომლებიც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელები იყვნენ. ამ ორკესტრში მღეროდა არაჩვეულებრივი მომღერალი ჯილდა დათუაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ძალიან ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ცოტა ფუქსავატურად მოვიქეცი – თავში ამივარდა რაღაცები, სულიერი მოთხოვნილებები მეორე პლანზე გადავიტანე და გართობა პირველ ადგილზე დავაყენე. ყველაფერი მივატოვე თბილისში და 17 წლის, ხაშურში დავბრუნდი. რუსულ სკოლაში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად. ბავშვებთან მუშაობასთან ერთად, უკვე საგუნდო ნაწარმოებების შექმნა დავიწყე. მას მერე, 54 წელია, პედაგოგიურ საქმიანეობას ვეწევი. რაიონის თითქმის ყველა სკოლაში მიმუშავია და ინსტრუმენტმოკიდებული სოფელ-სოფელ დავდიოდი. წარმოიდგინეთ, ამ სოფლებში ბავშვებს ფიცჯერალდსა და ლუი არმსტრონგს ვასმენინებდი და ვასწავლიდი. ჩემი მისია განმანათლებლობაა და ეს როლი ძალიან მომეწონა.

მალევე, 20 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. მამაჩემის დაკრძალვის წინა დღეს ვიმშობიარე და მის დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. სიყვარული ისეთი რამეა, ეტყობა, ამით ყველას არ აჯილდოებს უფალი და ეს უნარი ჩემი შვილის მამასაც არ აღმოაჩნდა. ისე გამოვიდა, ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით… მიუხედავად იმისა, რომ 1971 წელს შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და მაშინ ეს არ იყო ადვილი ჩემი რეპუტაციისთვის, არაფერს ვნანობ. ბავშვი შემრჩა და თან, იმდენად გადაფარა ამ ჩემმა მუსიკალურმა შესაძლებლობებმა სხვა ყველაფერი, ვეღარ მებრძოდნენ. პირიქით, მე რასაც ვიტყოდი, ისე კეთდებოდა ყველაფერი რაიონში, რაიკომის მდივნებს ინსტრუმენტებს ვათრევინებდი აქეთ-იქით. ამანაც გამიტაცა, რომ აქ მე ვმართავდი ყველაფერს. რაც მთავარია, ჩემს ოჯახს მიღებული ჰქონდა ეს ამბავი და ბავშვს ძალიან ელოდებოდნენ. მახსოვს, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მამაჩემმა, რომელიც ბოლოს უსინათლო იყო, დედაჩემი ბავშვისთვის ემალის ქოთნის საყიდლად გააგზავნა, მაშინ ძნელად იშოვებოდა. მე სულ ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ჩემი შვილი დედაჩემმა გაზარდა. არაჩვეულებრივი დედა მყავდა, რომელსაც წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ოთხი ენა იცოდა. უნივერსიტეტი მაშინ ახალი გახსნილი იყო და იქ სამწლიანი საბუღალტრო კურსები რომ გაიარა, ხაშურში გაანაწილეს სამუშაოდ. ახლა სადაც ვცხოვრობ, აქ 12 წელი იცხოვრა ქირით დედაჩემმა. ამიტომ გადმოვსახლდი მე ამ სახლში.

ანსამბლი „ცხრა მუხა“ დავაარსე, რომელიც 25 წლისაა და შემოვლილი გვაქვს მთელი ევროპა. გზები და ქვეყანა რომ ჩაკეტილი იყო, მე მაშინაც დავდიოდი და დავწანწალებდი ბავშვებთან ერთად. კაპიკებს ჩვენ ვაგროვებდით, თუ რამე მქონდა მეც მიმქონდა და ასევე, ვისთანაც ფული მეგულებოდა ხაშურში, ჯიბეებიდან ვაცლიდი, რომ ბავშვები დამეფინანსებინა და საზღვარგარეთ წამეყვანა. აბა, რა უნდა მექნა მაშინ?! ასე დავდიოდით 20 წელი და მოვლილი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპა, იტალია, თურქეთი და ა.შ. ერთხელ, ამ მოგზაურობების გამო, ვალები დამრჩა, მეც აღარაფერი მქონდა გასაყიდი და ანზორ ბურჯანაძესთან შევედი, ქატო მომეცი-მეთქი. გაუკვირდა, ფქვილი არ გინდაო? მოკლედ, 4 ტონა ქატო და 10 ტომარა ფქვილი მაჩუქა. ვიდექით მერე და ამ ქატოს ვყიდდით, რომ ეს ვალი გაგვესტუმრებინა. შეიძლება ცუდია, როცა შენს თავზე არ ფიქრობ, მაგრამ მე ჩემი პირადი მოთხოვნებით არავის ვაწუხებდი, მხოლოდ ბავშვების წაყვანის გამო ვითხოვდი დახმარებას. ასეთი მოგზაურობების დროს ხალხი მდიდრდებოდა და მე სულ ვალებით ვბრუნდებოდი.

სხვებთანაც შევსულვარ იმავე თხოვნით. ერთხელ, მგონი, ბულგარეთში მივდიოდით, ჯაბა იოსელიანთან შევვარდი – შენი არ მეშინია, ჯაბა, სოფლელი ბავშვები უნდა წავიყვანო, ქვეყნის გარეთ რაღაცები ვაჩვენო და რამე ქენი, დამეხმარე-მეთქი. იმან, ეს ჩემზე გიჟი ყოფილაო და ჩემს თვალწინ დარეკა, ლიანა ტატიშვილი მოვა და ყველაფერი გაუკეთეთო. მართლა მოგვცეს მაშინ 1000 დოლარი და ბავშვები ასე წავიყვანე. კურიოზული შემთხვევებიც მქონია. ავთანდილ მარგიანის სახელზე წერილით ხელში, როგორც იქნა, ”იმელის” შენობაში შევაღწიე და ვდგავარ, რომ მარგიანს წერილი მივცე. ისევ ბავშვების წაყვანა მინდოდა საზღვარგარეთ და ფული არ მქონდა. ვხედავ, რომ შევარდნაძე მოდის და მიღიმის. მეც გავუღიმე და თან ერთმანეთი მოვიკითხეთ, პარალელურად, თავი გადამიტრიალდა იმაზე ფიქრით, რომ ხელში წერილი მარგიანის სახელზე მეჭირა, არადა მინდოდა, მისთვის მიმეჩეჩებინა და თან, მასთან უფრო მეტი შანი იყო, საქმე მომეგვარებინა. მოკლედ, ბევრი ასეთი მომენტი ყოფილა და ჩემი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს გამომიყენებია ის თანხები, რასაც ასე ვაგროვებდი. პირიქით, იქით მიმქონდა და უამრავი რამე გავყიდე სახლიდან.

ამ ყველაფერს მძიმე ამბებიც ბევრი ახლდა. სირიიდან მოვდიოდით და მხედრიონის დრო იყო, საშინელი სიტუაცია გზებზე – „გათრიაქებული“ მხედრიონელები იარაღით ხელში იდგნენ. 35 ბავშვი და 10 მშობელი მომყავდა ავტობუსით. სირიაში კაპიკები ღირდა ყველაფერი და მშობლებმა სხვადასხვა პროდუქტით დატვირთეს ავტობუსი. გაგვაჩერეს და ერთ-ერთი ავტომატიანი კითხულობს, აქ ლიდერი ვინ არისო. მე ვარ-მეთქი და არც მიყურებს ისე გამოაცხადა „ავტობუსი უნდა დაიცალოს!“ არა, ავტობუსი არ დაიცლება, ვერც შიგნით შეხვალ, ბავშვები მე მაბარია და უკან მშვიოდობით უნდა დავაბრუნო-მეთქი. ჩემს შვილს დავუძახე, გვერდით დავიყენე და ავტომატიანს ვუთხარი, თუ რამე ანგარიშსწორება გინდა, აგერ მე და აგერ ჩემი შვილი-მეთქი და თან, მათივე უწმაწურ ენაზე მივმართე, ვინც ახლა არ მესროლოს-მეთქი. ამის მოსმენაზე გაგიჟდა, ვინ არის ეს ქალიო. მოკლედ, დიდი ცოდვის ტრიალი იყო და მთლიანი „აბოიმა“ დაცალა ჩვენი ავტობუსის საბურავებზე. მე ძალიან უშიშარი ვარ, მაგრამ ავტობუსში რომ შეგეხედათ, ყველა გადაფითრებული და გაოგნებული იყო. აი, ასეთი რამეებიც ხდებოდა და ყველას უკვირდა, ეს ერთი ბეწვა ქალი რამდენს ვახერხებდი. ეს არ იყო მარტივი ცხოვრება და ერთხელ, თურქეთშიც დამრჩა სამი ბავშვი. მოკლედ, ჩვენ ღამე დავდიოდით ხოლმე და მე ავტობუსში ჩამეძინა. გზად რაღაცაზე ჩავიდნენ, ბავშვებს ყურადღება არ მიაქციეს და ისე გამოვიარეთ 500 კილომეტრი, არ ვიცოდით, რომ ბავშვები იქ დარჩნენ. ეს ის პერიოდია, ბავშვებს რომ იტაცებდნენ და ორგანოებს ყიდდნენ. წარმოიდგინეთ, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. უკვე პოლიციაში განვაცხადეთ და ყველგან ვეძებდით. ბოლო იმედად, საკონსულოში დავრეკე და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებმა საკონსულო იცოდნენ და იქამდე თავად მივიდნენ.

ჩემთვის ნაცნობი იყო ის დაპირისპირებები, შუღლი და შური, რაც ხელოვნების სფეროში არსებობდა. მაგრამ მე ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავდა ამ წრიდან, რომლებიც ძალიან მაფასებდნენ. ამიტომ, არაფერს ვნანობ გარდა იმისა, რომ კონსერვატორია არ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში გენიოსები მასწავლიდნენ და მოგვიანებით, ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე.

სხვადასხვა შანსი მქონია ამ ქალაქიდან წასვლის და მაინც ბოლომდე ხაშურში დავრჩი. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე ჩემი მეგობარია და რამდენჯერმე მთხოვა, წავსულიყავი და მისთვის რუსული რომანსების თანხლება გამეკეთებინა, მაგრამ იყო მიზეზები და ვერ წავედი. თან, ის სხვა სამყაროა და მე სხვაგან ვცხოვრობ, მაგრამ ფოლკნერს მაინცა ვკითხულობ, ჰემინგუეისაც და თანამედროვე ლიტერატურასაც. თბილისელების მიმართ ცუდად კი არ ვარ განწყობილი, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არ არის და არც ერთადერთი კულტურული ცენტრია. ხაშურს 140 წლის სახალხო თეატრი აქვს, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და ვინ აღარ ჩამოდიოდა. სხვათა შორის, მამიდაჩემებიც ამ სცენაზე მსახიობობდნენ.

დიახ, რაიონებშიც მიმდინარეობდა და მიდის კულტურული ცხოვრება. ჩემნაირი ხალხი რომ არ დარჩეს რეგიონებში, რა ეშველებათ ბაშვებს, რა ეშველება ქალაქს?!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი ედგარ დავლიანიძე შემხვდა. კაიროში მივდივარ, კონსერვატორია იხსნება და იქ კონცერტმეისტერად ხომ არ წამოხვიდოდიო. იმის გამო, რომ დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო და შვილი მყავდა, რომელიც ფეხზე უნდა დამეყენებინა, ჩემი იქ მუშაობით კი, შეიძლება მისი მომავალი დამეკარგა, უარი ვუთხარი. ასევე, ჩემმა მეგობარმა, ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა, თემურ ახობაძემ, რომელიც „სტენვეი ჰოლის“ სოლისტი იყო და ბარაკ ობამას ორივე ინაუგურაციაზე დაუკრა, 20 წლის წინვე შემომთავაზა, წავსულიყავი მასთან ამერიკაში, სადაც ერთ საათში 150 დოლარს მიხდიდნენ. ორი თვე მომცეს მოსაფიქრებლად, მაგრამ მივხვდი, რომ ხაშურს ვერ დავტოვებდი ერთ კვირაზე მეტხანს და იქ შეიძლება ნოსტალგიით მოვმკვდარიყავი. ამიტომ, არასოდეს მინანია, რომ არ წავედი.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ისევ ვაგრძელებ და ახლა ექსპერიმენტულ ანსამბლთან ვმუშაობ სამუსიკო სკოლაში. ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია და მე არ ვარ უკმაყოფილო. ცოტა ისეთი ცხოვრება მქონდა, ცა ქუდად რომ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ამიტომ, ბოლოში ასეთ სერიოზულ სახეს თუ მიიღებდა ჩემი მიღწევები და დამსახურებას მომანიჭებდნენ, არც ველოდი.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post ლიანა  ტატიშვილი, 71 წლის,  ხაშური appeared first on WomenOfGeorgia.

მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი
„ბათუმის სახლიდან, სადაც ახლა „მარსელი“ მდებარეობს და სადაც ბებია-ბაბუასთან და მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, 1949 წელს გადაგვასახლეს. მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 5-ის. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ამბავი: მოვიდნენ სამხედროები და სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს ეშელონში. მატარებელში, რომელიც შუა აზიაში მიდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, ბევრი ბავშვიც. ჩასვლისთანავე, საცხოვრებელი მოგვინიშნეს – ცხენების თავლა. მახსოვს ბებიას გაბრაზებული ყვირილი და პროტესტი, რის შემდეგაც გადასახლებული რუსების ოჯახის სახლში შეგვასახლეს. ასევე, მახსოვს ჩვენი ახალი მისამართი: Южный Казахстан, Мактааральский район, Село Славианка (სამხრეთ ყაზახეთი, მაკრატალის რაიონი, სოფელი სლავიანკა – ავტ.) აქ ჩვენ 5 წელი ვცხოვრობდით.

ბაბუა ნამდვილი ევროპული ყაიდის მეცენატი და მეწარმე იყო. 18 თევზსაჭერ სეინერს ფლობდა და უამრავი ადგილობრივი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. გასაბჭოებამდე, ბათუმი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქალაქი იყო ბევრი შესაძლებლობით – ღია იყო საზღვრები, რაც მოქალაქეებს განათლების მიღების და ვაჭრობის საშუალებას იძლევა. ჯერ მარტო ბათუმში 7-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საელჩო მოქმედებდა. საფრანგეთის საელჩოს მაშინდელი ატაშე, რომელიც მარსელიდან ყოფილა, ბაბუას ახლო მეგობარი იყო. სწორედ ამიტომაც დაარქვა ბაბუამ თავის დუქანს „მარსელი,“ რომლის ეზოშიც ჩვენი საცხოვრებელი სახლიც იდგა. აქ ხშირად სადილობდნენ ელჩები და ბრიტანული ფლოტის მსახურები. გადმოცემით ვიცი, რომ ფიროსმანიც არაერთხელაა ნამყოფი და „მარსელის“ კედელზე მისი ნახატიც კი იყო, თუმცა კომუნარების შემოსვლისა და ჩვენი გადასახლების შემდეგ, ეს ფართი ნატეხი მარილის სასაწყობედ გამოიყენებოდა და სურათიც ამ პერიოდში განადგურდა.

ბაბუაჩემი დედით ლაზი იყო, მამით – საუბედუროდ, არ ვიცი, რადგან კომუნისტების დროს ამაზე ოჯახში საუბარი აკრძალული იყო და მეხსიერებასაც არ შემორჩენია. ჩვენი გვარი მიეკუთვნებოდა შერიფ-ზადე-ს და ზუსტად ეს გახდა ჩვენი გადასახლების მიზეზი. ბაბუა, თავის დროზე, თურქეთიდან წამოსული ლაზი იყო. სტალინის მმართველობის წლებში თურქეთთან პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და საზღვრები ჩაიკეტა. ბედის ირონიით, სწორედ ამ პერიოდში ჩვენმა ნათესავებმა ხოფადან, გამოგვიგზავნეს მოკითხვის წერილი, რომელიც, რა თქმა უნდა, მაშინდელი უშიშროების ხელში აღმოჩნდა. ასე მიიქცია ყურადღება ჩვენმა გვარმა. ჩემს ოჯახს მაინც იმედი ჰქონდა, რომ სისტემა არ გაწირავდა, მაგრამ ერთ ღამეს მაინც მოგვადგნენ და ხალხის მტრად გამოგვაცხადეს. თან ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით – რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და პირადი ნივთები – სულ ეს იყო.

გადასახლებაში ძალიან გაგვიჭირდა. ბებია და ბაბუა ბამბის პლანტაციებში მუშაობდნენ, რომ გვეარსება. ჩვენი გადასახლების პერიოდში, მამა მოსკოვში იყო სასეირნოდ წასული, თუმცა, როცა დაბრუნდა და სახლი ცარიელი დახვდა, მაშინათვე იყიდა მატარებლის ბილეთი, ჩამოგვაკითხა და ბოლომდე ჩვენთან დარჩა.

მოგვიანებით, ჩემს მეხსიერებას კიდევ რამდენიმე კადრი შემორჩა: მხიარული ყაზახი ბავშვების სიცილი და უგემრიელესი პატარა პურების გემო. მახსოვს, სასმელი წყლის პრობლემა იყო. მამა შუაღამეზე მიდიოდა მდინარის წყლის მოსატანად. ეს წყალი დიდ რეზერვუარში გროვდებოდა და შიგნით გომბეშოებს ყრიდნენ, რომ დილამდე წყალი შეძლებისდაგვარად გაწმენდილიყო. მერე ბებია 3-4-ჯერ გვიდუღებდა ამ წყალს და მხოლოდ მას მერე გვასმევდა.

და კიდევ, ბებიას ცეკვა მახსოვს. სტალინის სიკვდილის ამბავი რადიოთი გავიგეთ. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა კავშირი სტალინს ყალბად გლოვობდა, ბებიამ ოთახებში ჩამოაფარა ფარდები, დაბალ ხმაზე ჩართო მუსიკა და ცეკვა დაიწყო. იმ დღეს ძალიან ბევრი ქალი ჩუმად ცეკვავდა.

გადასახლებიდან, ბათუმში ისევ ძველ მისამართზე გამოგვგზავნეს. სახლში ჩვენი ნივთებიდან არაფერი იყო დარჩენილი, „მარსელის“ სივრცე ვაჭრებზე იყო გასხვისებული და ახლა იქ ქსოვილები და წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდებოდა. ჩვენს საცხოვრებელში შემოსახლებული იყო ბათუმში ძალიან ცნობილი ლოტბარი, მიშა კიკნაძე, რომელიც ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბებიას შეეცოდა მისი სახლიდან გაშვება და მომდევნო 2 წელი, სანამ ეს ოჯახი ბინას არ მიიღებდა, ერთად ვცხოვრობდით და საკმაოდ შეხმატკბილებულად. ყაზახეთიდან დაბრუნებული ბავშვები მხოლოდ რუსულად, გერმანულად და ყაზახურად ვსაუბრობდით და მახსოვს, ძალიან გაგვიჭირდა ქართულის სწავლა.

ბაბუა აიძულეს თევზსაჭერი გემები სახელმწიფოსთვის გადაეცა და საბჭოთა კავშირის დაარსებულ ბათუმის საწარმოში – Красный Рыбак (წითელი მეთევზე-ავტ)- რიგით თანამშრომლად მუშაობდა, რასაც ემოციურად ვერ გაუძლო და 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბებიას დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემა სხვა, უკეთეს ადგილას ბინას გვთავაზობდა, ჩვენი საცხოვრებელი არ დაგვიტოვებია. უკვე როცა გავიზარდე, სულ მიტრიალებდა იდეა, რომ ჩვენი ოჯახის ევროპული დუქანი აღმედგინა, მაგრამ საბუთები, რითიც ამ სივრცის საკუთრებას დავადასტურებდით, დაკარგული იყო. მაინც არ ვეშვებოდი. მამაჩემი მსაყვედურობდა, რომ კომუნისტებთან ბრძოლა არ იქნებოდა იოლი და ეშინოდა, ისევ რამე უბედურება არ დაეტეხათ ჩვენ თავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გასხვისებაზე მიდგა საქმე. ერთ-ერთ სანაოსნო კომპანიას დიდი ხანია უნდოდა ამ სივრცის აღება. არ ვიცი, რა ძალა აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ ერთის მხრივ, საბჭოთა სისტემასთან მებრძოლა და მეორეს მხრივ – კერძო ინტერესებთან, რომელსაც ზურგს ეს სისტემა უმაგრებდა. ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ „მარსელი“ აუცილებლად გადარჩებოდა და ისტორიულ სახეს დაიბრუნდებდა. ამ ინტუიციამ მიმიყვანა ბათუმის არქივში. თქვენ წარმოიდგინეთ, გასხვისებამდე 3 დღით ადრე, ძველ ჩინურ პერგამენტზე დაბეჭდილი საუკუნის წინანდელი არქიტექტურული ნახაზი და ზედ მისი მფლობელის, ბაბუაჩემის გვარი აღმოვაჩინე. 1990 წელს სასამართლოს წესით დავიბრუნე შენობა და დღეს ის უკვე ჩემი ოჯახის საკუთრებაა.

გიორგობას, უკვე 28 წელი შესრულდება, რაც „მარსელს“ მეორე სიცოცხლე დავუბრუნეთ. მისი ფასადი და შიდა ნაწილი არ შემიცვლია და ხელიც არ მინდა ვახლო, რადგან ის ბათუმისთვის ისტორიული შენობაა. ის კი არა, მენიუში ზუსტად ის ლაზური კერძებია, რომელიც ბებიაჩემის რეცეპტებით 1900-იანი წლების „მარსელში“ ევროპელი სტუმრების აღფრთოვანებას იწვევდა. ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის, ვინც იცის მისი ისტორია, „მარსელი“ არის პატარა შუქურა, რომელიც ჩვენს კავშირებს ევროპასთან მუდმივად შეგვახსენებს.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს.

დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა. ორნი ვიყავით – უფროსი ძმა მყავდა და მე ვიყავი მერე, მეტი ვერ მოასწრეს. დედაჩემი, რაც შეეძლო, არაფერს გვაკლებდა, მაგრამ ძალიან რთული იყო, იმ პერიოდში თუ ომში იყო ვინმე წასული, მის ოჯახს ეხმარებოდნენ, მაგრამ რეპრესირებულის ოჯახს – არა. დედაჩემს ოჯახიც ეხმარებოდა, ხელს უწყობდნენ და ამის გამო, უჭმელობა არ გვიგრძვნია. ჩვენ მიმართ ხალხს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა, დედაჩემიცა და მამაჩემიც ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ მეზობლებში, არავინ გვავიწროვებდა, პირიქით. აშკარად ვერ აკეთებდნენ ამას, მაგრამ, მაგალითად, სოფლის თავმჯდომარე სულ ცდილობდა, რომ დახმარებოდა ჩვენს ოჯახს და ყოველმხრივ გაეწია ანგარიში.

ასე ვიზრდებოდი. სკოლაში მოწინავე ვიყავი, ფრიადოსანი. სულ გამოვდიოდი მოხსენებებით, იმით, ამით… მოხსენება დავწერე, დირექტორმა სამასწავლებლოში წაიკითხა, ერთი ჩემი მეგვარე ქალი იყო და იმან უთხრა, ამ მოხსენებას რომ წაიკითხავს ეს, მოსული რომ იქნებიან და იკითხავენ, ვისი შვილია, რას ეტყვი, სამშობლოს მოღალატის შვილიაო?! ამ დირექტორმა დიდი მორიდებით ჩამომართვა ეს მოხსენება, არ გავაო და მისცა სხვას, ჩემს ამხანაგს. მეწყინა, რა თქმა უნდა, მარა რას ვიზამდი…

10 წლის რომ გავხდი, სურათი გადავიღე და გავუგზავნე მამაჩემს, მასაც გადასახლებაში ყოფნის ათი წელი უსრულდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი მასთან ერთად გადასახლებული დაიღუპა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს. მერე მამაჩემი მიყვებოდა, მოგვისაჯეს, რომ დღეში მხოლოდ 200 გრამი პური უნდა გვეჭამა და ბევრს მაგაზე გაუსკდა გული, ამით როგორ უნდა ვიკვებოთო, როცა ერთ ჭამაზე ჭამდნენ ერთ “ბუხანკა” პურს. თვითონ ეკონომისტი და ყველაფერში ძალიან ზომიერი ადამიანი იყო, ცხოვრებაში, ჭამაშიც… იქედან გვზრდიდა. წერილებს რომ ვუგზავნიდი, იმას შეამოწმებდა და მერე მომწერდა, აი, აქ მძიმე უნდა იყოსო. იქედან მასწავლიდა ამას.

47-ში ჩამოვიდა მამაჩემი. მაშინ ქობულეთში სანატორიუმი შენდებოდა და იქ დაიწყო მუშაობა. 1949 წელს ისევ დაიწყეს იმათი დაპატიმრება, ვინც 37-ში იყო დანაპატიმრები და იმათიც, ვინც ომში იყო, ტყვედ ჩავარდა და უკან ცოცხალი დაბრუნდა. აგენი ყველა მოხიკეს და დააპატიმრეს. დააპატიმრეს მამაჩემიც და ამჯერად უვადოდ გადაასახლეს კრასნოიარსკის მხარეში. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა, 55-ში რეაბილიტაცია გაუკეთეს და უთხრეს, თქვენ მართალი იყავით, ტყუილად გაწამეთ ამდენიო და გაათავისუფლეს. პატიმრობაში, ჯამში, 26 წელი გაატარა.

ჩამოვიდა და მერე დიდხანს მსახურობდა ოზურგეთში, სახვაჭრობაში მუშაობდა. 82 წლის გარდაიცვალა, ამდენი წამება გადაიტანა და 82 წელი მაინც იცოცხლა. მიუხედავად ყველაფისა, ცუდს ვერ ათქმევინებდი, ზოგადად თუ იტყოდა რამეს. შეიძლება, იმდენად იყო დაშინებული, რომც ჰქონოდა მოსაყოლი, არ მოყვებოდა. თავისი თავის გამო არ ეშინოდა, უფრო ჩვენ გამო, რამე არ დაგვშავებოდა.

მისი დღიურების მცირე ნაწილია შემორჩენილი, იქ ისეთი რაღაცებია აღწერილი, როგორ ამოყოფებდნენ უწყლო შიმშილში 11 დღე, სახელი და გვარები, მარტო ამ რაიონის, მარტო ქართველების… 37-ში იყო სამეული, ის სამეული რომ დაადებდა ხელს ოჯახს, მივიდოდნენ და დააპატიმრებდნენ. ასე დააპატიმრეს მამაჩემიც. მამაჩემი რომ ჩამოსული იყო, ერთ-ერთი ამ ამბების მონაწილე გაზეთების დამტარებლად მუშაობდა მაშინ, ჩვენთანაც მოდიოდა. მამაჩემმა იცოდა, ვინც იყო, მიიღებდა, მაგიდასთან თუ ვისხედით, მოიპატიჟებდა, ღვინოს დაალევინებდა და გაუშვებდა. არაფერს ეტყოდა.

“მონანიება” რომ გადაიღეს, გაჟონვა ჰქონდა და ლოგინში იწვა. ჩემი შვილი მაშინ სტუდენტი იყო, ჩამოვიდა და მოუყვა, ბაბუა, ასეთი ფილმი ვნახეო. მოუსმინა და – იცი, რა ბაბუა, ჯერ კიდე ადრეა მასეთი კინოს გადაღება, იმათი შთამომავლები და ისინიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიანო. ამხელა შიში ჰქონდათ…“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი
პანდემია

“ჩემი ცხოვრების პერიოდში, ჩემს მეხსიერებაში რაც შედის, ასეთი ამბავი არა ყოფილა. ძალიან შეშინებული ვიყავით, მაგრამ ვფრთხილობდით, რასაც გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ, ყველაფერს ვასრულებდით: არ გავდიოდით, არ დავდიოდით, ადრე მოვიმარაგეთ იმდენი მაკარონი და ბრინჯი, იმდენი მოვაგროვეთ, ალბათ, მერმისამდე გვეყოფა. ძველებისგან კი გადმოცემული მაქვს, შავი ჭირით რომ დაიხოცნენ ჩემი ნათესავები, ჩემი სამშობლო სადაც არის, გორის რაიონის სოფელ ფხვენისში. იქ მოგვიკვდა ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, 26 წლისა. აი, როდის აქეთია, რომ ეს შავი ჭირი იყო და დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს დაკიდებული, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო, დედისერთა თავისი ოჯახისა. ძმაც რომ მოუკვდა, მერე დედაჩემი იშვილა იმ ქალმა, მარტოობას ვეღარ იტანდა. თურმე, ერთ დროს ისეთი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, თვალთან ახლოს, იმ მწარე ცრემლით დამწვარი კანი სძვრებოდა ლოყაზე რამდენიმე თვე. მერე დედაჩემი აიყვანა და გაზარდა, დედაჩემს მამაჩემი შეუყვარდა და იქვე გათხოვდა, იმ სოფელში.

მამა

10 წლამდე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი. 37-ში მამაჩემი გადაასახლეს, 33 წლის იყო. მამა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, სასაცილო და სამარცხვინო იყო, რასაც ედავებოდნენ. ისეთნაირად იყო დაფასებული მთელ რაიონში, თათბირებზე, სადაც რაიონის თავკაცებიც იყვნენ, აცხადებდნენ – “მიბაძეთ ილო პეტრიაშვილს!” გავიდა რამდენიმე ხანი და ეს ილო პეტრიაშვილი მავნებელი და ქვეყნის მტერი გამოდგა. მტერიც ბევრი ჰყავდა,ზოგს იმისი ვაჟკაცობა მოსწონდა, ძალიან კარგი კაცი იყო მამაჩემი, ლამაზი კი არ იყო, მოგეწონებოდა, რომ შეხედავდი. სვერდლოვსკში გაასახლეს. თურმე, გზაში მოუსწრო გამართლებამ, მაგრამ მაინც გააგრძელეს გზა. ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა მაშინ, ვის ეკითხებოდა ახლა, სადღაც პატიმრებს მიაქანავებდნენ?! ამდენი დღე, თვე, თურმე, ძლივს ჩავიდნენ იმ სვერდლოვსკში, ურალის მთებში ყოფილა ეგ. მერე სოლიკამსკში გადმოიყვანეს, იქ შახტებში ამუშავებდნენ და ტყეს აჭრევინებდნენ. დედა ყოველთვე ამანათებს უგზავნიდა. სალას აუცილებლად გაუგზავნიდა, გააკეთებდა ხოლმე და დაჭრილს ჩაუწყობდა, საპონს გაჭრიდა, ჩადებდა შიგ ფულს და ისევ გადაუსმევდა ზემოდან – ფულის გაგზავნა არ შეიძლებოდა, პატიმარსაც დასჯიდნენ და ჩვენც აგვიკრძალავდნენ გაგზავნას.

დედაჩემი დადიოდა საჩივრებით იურისტებთან. ერთი ჩიქვანაია იყო, რესპუბლიკის პროკურორი, იმის კარებზე იდგა სულ. ხან არ უშვებდნენ, ხან უარით გამოისტუმრებდნენ. წაყვანისას, მილიციონერმა რომ უთხრა მამას, ცოლ-შვილს დაემშვიდობეო, ჯერ ბავშვებს გვაკოცა, მერე დედას გადაეხვია და მე არაფერი დამიშავებია, ყველაფერი გაირკვევა და მალე დავბრუნდებიო. დედაჩემმა უთხრა, ნუ გეშინია, ილო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს დავიჭერ და შენს სიმართლეს მაინც დავამტკიცებო. რკინის ქალამნებიც ჩაიცვა, რკინის ჯოხიც დაიჭირა, ჩიქვანაიას კარებზეც ათენებდა და აღამებდა, მარა არავინ შეიწყნარა ეს კაცი. ომი უკვე დაწყებული იყო, მამა რომ იწერებოდა, სამნი გამოვიპარეთ “ლაგერიდანაო,” ნავი იყოო წყალში ჩაგდებული, ჩავსხედით შიგა და გავედით ნაპირშიო, მარა ვიღაც პატარა ბიჭებმა დაგვაბეზღეს, მილიციას დაუძახეს და ისევ უკან დაგვაბრუნესო. ფრონტზე გვინდოდა გავსულიყავით და დავამტკიცებდით, რომ ჩვენ არავისი მტერი არა ვართო.

მეზობელი სოფელია ერთი, ძევერა. იმ ძევერელი კაცის ცოლმა შეგვატყობინა, წერილი მომივიდა და გამოდით, წაგაკითხებთო. მდინარე ლიახვი ჩამოდის ჩვენსა და იმ სოფელს შორის და ლიახვში უნდა გაეტოპნათ დედაჩემსა და დიდედაჩემს. ეს მდინარე რომ მოდის, ზვირთებს ისე ისვრის, იქა ვერც დედაჩემი გავიდოდა და ვერც დიდედაჩემი. ერთი კაი ხელღონიერი ნათესავი გვყავდა, იმან აიკიდა ზურგზე, ჯერ ერთი გაიყვანა, მერე მეორე და იქვე დაუცადა, წყლის პირას. იმ ქალმა სულ კი არ წააკითხა წერილი, თურმე, მხოლოდ ეს ორი სტროფი – “ილო პეტრიაშვილი რომ იყო ჩემთან, ხე დაეცა და მოკვდა.“ რა გაიგეს, რა უბედურება გაიგეს! იტირეს, იქუხეს, იყვნენ ერთ ვაი-ვაგლახში… დედაჩემმა იმწუხარა, ძალიან იმწუხარა. მთელი სოფელი მოდიოდა სამძიმრისთვის და ვინც არ მოვიდა, ისინი მტრები იყვნენ ამ კაცისა. მამაჩემი მკაცრი კაცი იყო, იმიტომ ჰქონდა კოლმეურნება ძალიან კარგად, თუ არ იმკაცრე, ვერაფერი ხელმძღვანელი ვერა ხარ. ეს არ მოსწონდათ გლეხებს, იმათ ეგონათ, კოლექტივი ილო პეტრიაშვილმა შეადგინა, კოლექტივში ისეთი მამულები შეიტანეს, რომ აი, თვალით უნახავი ვაშლი რომ ესხა. ისეთი ხალხიც, ვინც მაშინ განათლებულად ითვლებოდა, ეგენიც კი მტრად გადაეკიდნენ, რად ჩამოგვართვაო მამული. ერთი ქიმიის მასწავლებელი იყო სკოლაში, ჩემს გულში ვფიქრობდი ხოლმე, ამ ხალხმა თუ ვერ გაიგო ეს კოლექტივიზაცია რა იყო, ან ეს კოლექტივი ვინ შექმნა, ამ კაცმაც თუ ვერ გაიგო, მა, რისთვის ისწავლა ამდენი ხანი-მეთქი?! მაშინ ნასწავლი ხალხი ცოტანი იყვნენ, გლეხებიდან ვამბობ.

ბერიას დროს, გამართლებაც მოვიდა მამაჩემზე და 7 მანეთსაცა ვღებულობდი. უკვე გარდაცვლილი იყო მამაჩემი. რომ ვნახე, გაამართლეს, ძალიან ბევრი ვიმწუხარე, თითქოს ახალი მკვდარი იყო. გაამართლეს კაცი, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ანტისახელმწიფოებრივ, ტროცკისტულ კრებებს ატარებდა თავის სახლშიო. მაშინ მე კი პატარა ვიყავი, მაგრამ არც ისე პატარა, რომ ვერ დამენახა, უცხო კაცები რომ მოსულიყვნენ ჩვენთან. ახლა მაინც ვიტყოდი, მაგრამ მართლა არა ყოფილა ეგეთი შემთხვევა.

“მტრის შვილი”

მამაჩემი რომ გადაასახლეს, ჩვენ დავრჩით დედას ამარა. დავრჩით სამი პატარა ბავშვი და ის მოხუცებული პაპიდა, ვის არემარეზეც დღესაცა ვცხოვრობთ. ვაი-ვაგლახით გავიზარდეთ. მე 10 წლისა ვიყავი, ჩემი ძმა – 5 თუ 6 წლისა და ჩემი და აკვანში იწვა. მამული კი გვქონდა, მარა მამულს დამუშავება უნდოდა, თუ არ იმუშავე, რას მოგცემს მამული?! დედაჩემი ძალიან ჭკვიანი ქალი იყო, რომ იტყვიან, ქვიდან წვენს გამოადენდაო, აი, ეგეთი, არაფერს გვაკლებდა, რაც კი შეეძლო. ძალიან ხელგამომავალი ქალი იყო, კერვა შეეძლო და გვიკერავდა. ერთხელ ისეთი კაბა შემიკერა, რუშებიანი, წინ კალთა სხვა მატერიისა ჰქონდა, უკან კალთა სხვა იყო, “კოკეტკა” სხვა იყო და რუშები კიდე სხვადასხვა. ისე რო, ფრინველივით ვიყავი აჭრელებული, არა გვქონდა და იმიტომ, თორე მოდა კი არ იყო ეგა, უქონელობისგან დაგვემართა.

პაპა გვყავდა, დედაჩვენის მამა, ავადმყოფი კაცი იყო, მაგრამ მაინც შესთავაზა დედაჩემს, ამ ხალხმა არ შეგავიწროვოს, შვილო, წამოდით ჩემთანო. მაგრამ დედაჩემმა, არაო, მე ილოს კერას ვერ გავაციებ, რაც მომივა, მომივაო. ერთი ღონღაძე გოგია იყო, იმ კაცისთვის მამაჩემს არაფერი დაუშავებია, ნათლიაობაც გვქონდა ერთმანეთში, მაგრამ ის ცოტა აფრაკი იყო. უკვე ორი წლის გადასახლებული იყო მამაჩემი, მაშინ დეიდაჩემი ჩვენთანა ცხოვრობდა ხოლმე და სწავლობდა, მეცადინეობდა გარეთ, შუშაბანდში, მაგიდა და ლამფა იქ ედგა. ის იყო თურმე, ლამფა შემოიტანა დიდ ოთახში, უნდა დაწოლილიყო და ბახ! მოხვდა შუშაბანდს უშველებელი სიმძიმე, გადმოვარდა და მაგიდაზე დაეცა, იქ, სადაც ანო დეიდა იჯდა. დედაჩემი წამოხტა იმ წუთში, ლამპა აანთო, დახედა, ქვა გდია მაგიდაზე. დაავლო ხელი ამ ქვას და გამოვარდა ეზოში, ქუჩაში გავარდა და დაინახა, რომ ვიღაცა მიდის ზევით. ზევით იყო კლუბი, კანტორა და რაღაცები, მიჰყვა ამ კაცს ფეხდაფეხ, მარა ვერა ხედავდა ვინ იყო, ბნელოდა. კარებში კაცები ისხდნენ და ახლაო, ვიღაცა რომ შემოვიდაო, ვინ იყოო, იმათ შეეკითხა და უთხრეს, ვინც იყო. ავიდა სცენაზე კლუბში, მაგიდა იდგა, თურმე, თავმჯდომარე, ბრიგადირები და ვიღაც-ვიღაცები ისხდნენ, გლეხები – დაბლა სკამებზე. მივიდა და დაუდო ეს ქვა, აი, ეს ქვა მესროლა ღონღაძე გოგიამ, ჩემ პირდაპირ მოდიოდა, ფეხდაფეხ მოვყევო. მაგრამ არც გოგიას მოჰკითხეს პასუხი და არც არავის. გადავრჩით, რომ დეიდაჩემი არ მოკლა იმ ქვამ.

ჩემი ძმა ისე მწარედ მოჰყვება ხოლმე ერთ ამბავს – მათემატიკას გვასწავლიდა ის კაცი, მაგრამ ჩემთვის არასდროს ეგეთი შეურაცხყოფა არ მოუყენებია. დამაყენებდა ხოლმეო ბავშვების წინაშე და ცარცით მხაზავდაო სახეზე – ესაო, ბავშვებო, მავნებლის შვილიაო და მბღაჯნიდაო. მე ცრემლები ჩამომდიოდაო. ახლაც რომ მოიგონებს ხოლმე, ვტირივარ.

ომი

მე-7 კლასში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ძალიან გაგვიჭირდა. რაც კი სახლში და მეურნეობაში მოსავალი გვქონდა, ყველაფერს ფრონტს უგზავნიდნენ და ჩვენ აღარაფერს გვინაწილებდნენ. მაგრამ გამოსავალი ვიპოვეთ – მაშინ უკვე 11-12 წლისა ვიყავი, ჩემი ძმა ცოტა მოზრდილი იყო, ჩემი და – 5 წლისა, ჰოდა, თავთავსა ვკრეფავდით. იმდენს მოვაგროვებდით, რომ რამდენიმე ტომარა გამოდიოდა, იქიდან 300-400 გრამს გვინაწილებდნენ. სიმინდს ვთესავდით და ასე თუ ისე, თავი გაგვქონდა.

ომი რომ დამთავრდა, მაშინ უკვე დიდი გოგო ვიყავი, საშუალო დავამთარე. ვენახში ვიყავით მე და დედაჩემი, სიმინდი უნდა დაგვეთესა და ვჩერკნიდით ბელტებსა. ჩემმა ძმამ შემოიხედა ბაღში და – დედა! ასმათ! ომი დამთავრდაო! ომი დამთავრდაო და რომ დავყარეთ ეს თოხები, გამოვიქეცით და ისე მოვრბოდით, კობა უკან დაგვრჩა. ჩვენი კლუბის ეზო გავსებული იყო ხალხით, შევვარდი კანტორაში, იქ ერთი ჩემი ამხანაგი იყო, პატარაშვილი მარეხი, იმას გადავეხვიე, მივულოცე, გაგიჟებული ხან ვის მივვარდი, ხან – ვის. “რეზო სად არის? რეზო სად არის? “ – ვკითხულობდით, რეზო კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. რეზო ამა და ამ მინდორშიაო და მარეხს ვუთხარი, მარეხ, წამოდი, ჩვენ ვახაროთ რეზოს-მეთქი. სულ სირბილით წავედით, იმდენი ვირბინეთ, იმდენი, რომ დაოსებული მივვარდით – “ომი დამთავრდა! ომი დამთავრდა!” ომი დამთავრდაო და რეზო გვაჯანჯღარებდა ორივეს, ერთ ამბავში იყო. ბრიგადაში ხარი რომაა, ის ხარი დავკლათო. დაკლეს ხარი და მთელმა სოფელმა იქეიფა.

სტუდენტობა

სტუდენტი გორში ვიყავი. ისეთი გაჭირვებული სტუდენტობა მქონდა, ვისთანაც მივედი, ნათესავებმა ყველამ დამითხოვა, არავინ მიმიღო, ჭერში თავი რომ შემეფარებინა. ერთთან ვიყავი ორი კვირა, მერე უსიამოვნება მოუხდათ ოჯახში და სხვაგან წავედი, ეს ორი წელიწადი ეგრე ვიფრატუნე. ძალიან მიჭირდა ცხოვრება. ამ საღამოს რომ დავდგებოდი პურის რიგში, დილაზე ან შემხვდებოდა პური, ან – არა. პური როგორი იყო – სიმინდი, ცოცხის თესლი, სოიო, რაღაც-რუღაცეები იყო არეული შიგა და იმითი იყო პური გამომცხვარი, აგურივით პურები იყო ხოლმე. ის თუ შემხვდებოდა ერთი ცალი, დიდი ქება უნდოდა. ჩემი საჭმელი ერთი ცალი “კორჟიკი” და მარგარინი იყო. კარაქივით წავისვამდი იმ ერთ კორჟიკზე და ის იყო ჩემი სადილი, ვახშამიცა და საუზმეც. არც ჩასაცმელი არა მქონდა, ერთი კაბა რომ შემიკერა დედაჩემმა, მთელი სტუდენტობა, ზამთარი და ზაფხული იმაში გავატარე. წითელი იყო, თეთრი კოპლებით. ლექტორი გვყავდა, “ძია გაბოს” ვეძახდით, თვითონ გვითხრა, როცა პირველ ლექციაზე შემოვიდა, ასე დამიძახეთ, არ მინდა, პატივცემულოო, ამფერო, იმფერო… “ოსების პატარძალს” მეძახდა ხოლმე, სულ რომ წითელი კაბა მეცვა. ეს ერთი კაბა მქონდა.

ოჯახი

სადაც ჩემი მეუღლე გავიცანი, იმ ხრიოკ სოფელში, ნადარბაზევში გამგზავნეს მასწავლებლად ფხვენისიდან. დაწყებით კლასებს ვასწავლიდი, ისეთი ცოტა ბავშვი იყო, რომ ორი კლასი ერთად იჯდა გაკვეთილზე. ჩემი მეუღლე ამ სოფლელი იყო, 4 ძმა იყვნენ, კახეთიდან ყოფილან გადმოსახლებული. ჩემი ქმარი როგორ გავიცანი და ვესალმებოდი, მესალმებოდა ისიც, ერთხელ, ორჯელ…

მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. სოფლიდან იმიტომ წამოვედით, რომ ღარიბი სოფელი იყო, არ იყო შემოსავლიანი. მარტო პურის მოსავალი მოდიოდა, არც ვაშლი ედგათ, არც ქლიავი, არც ჭანჭური, ტრიალ მინდორზე ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში ისევ სოფელში წავედით, ავაშენეთ სახლი, მეურნეობამ ნაკვეთი მოგვცა და პურსა და ხორბალს, ქერსა და სიმინდს ვთესავდით. ფუტკარი, ძროხები გავიჩინეთ, სამი ძროხა მყავდა. 90-იანი წლები ჩემს შვილებს არ განუცდიათ.

მთლიანობაში კი ხელმოკლედ ვიყავით, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩვენი ოჯახიდან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია, მის გარეშე ცხოვრება მე ჩემმა შვილებმა გადამატანინეს.

ყველაზე ბედნიერად ის მახსენდება, ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში რომ მოეწყო. იურიდიულზე მოწყობა მაშინ ისეთი ძნელი იყო. სიები რომ უნდა ყოფილიყო, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს და მე წავედი, რა დამაყენებდა სახლში?! მოვდივარ ახლა იქიდან გახარებული და მინდა, რომ ყველა გამვლელმა მკითხოს, რა ქნა შენმა შვილმაო. მარა ვის რაში ეკითხებოდი შენ, ან შენი შვილი, ან ვინა ხარ?!.. ხომ სისულელე იყო, მარა მე ეგრე მინდოდა. ისეთი გახარებული ვიყავი, ყველაზე მაღალი მეგონა ჩემი თავი, რომ მოვდიოდი, მეგონა, სუყველას მაღლიდან დავცქერივარ-მეთქი.

ყველაზე სევდიანად მამაჩემი მახსენდება. ახლაც მეტყვიან ხოლმე, რაღა დროს მამაშენიაო, მაგრამ მაინც მივტირივარ, ძალიან მიყვარდა, ვერა ვძღებოდი მისი ცქერით. მამაჩემს რომ ვახსენებ, რომ არ ვიტირო, არ შეიძლება.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი
მამაჩემი

“თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე არტისტი ვარო და ისევ არტისტობა დაიწყო.

მაშინ ახალციხეში სტალინის გადაწყვეტილებით სომხური დასი დახურეს და ახალი ქართული დასისთვის მსახიობებს ეძებდნენ. მამაჩემი დიდი პატრიოტი კაცი იყო, ოღონდ საქართველოსთვინ კაი რამე გაეკეთებინა და პირველმა მამამ აიწია თურმე ხელი „მე წავალო“. მე მაშინ 10-11 წლის ვიყავი, დედა უკვე აღარ მყავდა, 4 წლის ვიყავი ტუბერკულიოზით რომ გარდამეცვალა. დამავლო მამამ ხელი კატის კნუტივით და წამიყვანა ახალციხეში. მამამ მსახიობად დაიწყო მუშაობა იქ და მე კიდევ სულ თან ვყავდი თეატრში. დედაც ის იყო ჩემთვის და მამაც, რა ექნა საწყალს. ძალიან რთული იყო მაშინ ცხოვრება. ახლა აბანო რომ ყველას გვაქვს სახლებში, მაშინ სად იყო. ამ პირობებში, მე თან ვსწავლობდი და თან თეატრშივე ვცხოვრობდით, რადგან იქვე გამოგვიყვეს ოთახი. თავისუფალ დროს სულ თეატრის მხატვართან ვიყავი. ახლა არ ვიცი როგორ აკეთებენ, მაგრამ მაშინ იხატებოდა ხოლმე დიდი უკანა ფარდა, „ზადნიკი“ ერქვა რუსულად და ამ უზარმაზარ ტილოს რომ გაშლიდნენ, ზედ ამ ტილოზე დავრბოდი ხოლმე. ასე გავიზარდე თეატრში – მხატვარს ხან ფუნჯს ვაწვდიდი, ხან საღებავს და როცა ბავშვი დასჭირდებოდათ სპექტაკლში, სცენაზეც ამიშვებდნენ ხოლმე. ისე, რომ 8 კლასი დავამთავრე ახალციხეში. ამ დრო უკვე კარგად ვხატავდი და ძალიან მიყვარდა ხატვა. მამამაც ხელი შემიწყო. მეუბნებოდა ხოლმე „შვილო, ოღონდ მსახიობი არ გამოხვიდე, რაც გინდა ის გამოდი, თორემ მშიერი მოკვდებიო“. ერთი სიტყვით, წამოვედი ახალციხიდან და სამხატვრო სასწავლებელში, ნიკოლაძეში ჩავაბარე. ხუთწლიანი სასწავლებელი ხუთებზე დავამთავრე. გამიმართლა და ძალიან კარგი პედაგოგები შემხვდნენ. სამხატვრო აკადემიაშიც მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მე ისეთი მძიმე ბავშვობა მქონდა… აბა, 4 წლისას რომ ბავშვს დედა მოუკვდება. მაგ დროს მამაც უკვე მოხუცი იყო, პენსია 62 მანეთი ჰქონდა და ნახევარზე მშივრებიც ვყოფილვართ. თან მამაც მალევე გარდამეცვალა. მოკლედ, ბევრი ბრძოლა და მუშაობა მიწევდა არსებობისთვის და ამან შემიშალა ხელი, თორემ სწავლის გაგრძელება როგორ არ მინდოდა.

მამა მართლა კარგი კაცი იყო. ჩვენ ძალიან ახლო და გახსნილი ურიერთობა გვქონდა, არასოდეს მექცეოდა მკაცრად და მეც არაფერს ვუმალავდი. ერთხელ, ერთ ბიჭს მოვწონდი (სხვათაშორის, მერე თბილისის მთავარი არქიტექტორიც გახდა ეს ბიჭი). კინოდან მოვდიოდი, გვიანი იყო და გზაზე თურმე ხეს იყო ამოფარებული. უცებ გამოვარდა, მეცა და ლოყაზე მაკოცა. სირცხვილისგან ერთი კვირა გარეთ ვეღარ გავდიოდი. ასე მეგონა, მთელმა უბანმა დამინახა. მამაჩემი მეკითხება, რა მოხდაო. მოვუყევი გივიმ მაკოცა-მეთქი. მერე, მარტო გაკოცაო? კიდე რა უნდა ექნა, ხომ არ გაგიჟდო მეთქი?! ეგ არაფერი შვილო, მერე რა მოხდაო. აი, ასეთი თავისუფალი კაცი იყო. მართლაც და რა დაშავდა მაგით? მაგრამ მე ვიყავი ძალიან მორცხვი და მამაჩემის ამ ხასიათმა მიშველა, ალბათ, თორემ რომ ვეკონტროლებინე ზედმეტად, უფრო გავაკეთებდი რამე ცუდს. საერთოდ, ბავშვთან ზედმეტი კონტროლი არ არის საჭირო.”

თეატრში დაბრუნება

“ახლა უნდა მოვყვე, რატომ წავედი ფოთში. რა არის დასამალი და ერთ ფოთელ ბიჭს მოვწონდი. მეც მიყვარდა. მე რომ დავამთავრე, ის იმ წელს მოეწყო აკადემიაში და ხატვაში მე ვამზადებდი. სხვათაშორის, მერე კარგი მოქანდაკე დადგა… ჰოდა, იმ ბიჭმა – აქ რომ დაგტოვო, შენ გამითხოვდებიო და ამიტომ ფოთში უნდა წაგიყვანოო. ასე ჩავედი ფოთში. მამაჩემს ფოთის თეატრში ბევრი ნაცნობი ყავდა და თეატრში მიმიღეს. იქ არტისტად ვმუშაობდი, ლამის, ორი წელი, მაგრამ მერე ვეღარ გავძელი და წამოვედი. გორში ჩამოვედი და აქაურ თეატრში მივედი. მამაჩემს ამ თეატრშიც იცნობდნენ, აქაც ჩამიხუტეს და ეგრევე სცენაზე შემაგდეს. მაგრამ, გორის თეატრში ერთ წელზე მეტი ვერ გავძელი. სულ ვეუბნებოდი, „სცენა არ მინდა მეთქი, კაცო, არა ვარ არტისტი“, მაგრამ ეტყობა მქონდა მონაცემები და როლებს მთავაზობდნენ. ჰო, რატომ გავანებე თავი თეატრს ახლა ამას მოგიყვებით. ერთხელ დამიბარა მთავარმა რეჟისორმა და მითხრა, პიესა „ემილია გალოტი“ უნდა დავდგათ და შენ გამიკეთე დეკორაციებიო. კარგი-მეთქი. ორი თვე ვიჯექი ბიბლიოთეკაში და მაშინდელი ინგლისის ცხოვრებას ვსწავლობდი – რა ეცვათ ან როგორ ცხოვრობდნენ და 4-5 ესკიზი გავაკეთე. ერთ დღესაც შევდივარ თეატრში, სადაც გამოკრულია სია ვინ რა როლზეა დამტკიცებული და მხატვრის გასწვრივ ვკითხულობ სხვის გვარს და არა ჩემსას. აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ რეჟისორი მე არ მენდო, მაგრამ თან იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, რომ უფრო ადრე ეთქვა ეს ყველაფერი. არადა იცოდნენ, რომ ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და ამ სპექტაკლისთვის ვემზადებოდი. ძალიან მეწყინა. გული ისე დამწყდა ისე, რომ ეგრევე გამოვტრიალდი. არც განცხადება დამიწერია და არც არაფერ. მას შემდეგ თეატრში აღარ მივსულვარ. სხვათაშორის ძალიან კარგი ვქენი, რომ წამოვედი.”

56 წელი გორის სამხატვრო სკოლაში

“მაშინ უკვე ვიცოდი, რომ სამხვატრო სკოლა იყო გორში ხუთი წლის გახსნილი. კითხვა-კითხვით მივაგენი სკოლას. პატარა ქოხი ჰქონდათ ერთ-ერთ ეზოში. შევედი და ანა ფერაძეს შევხვდი, ვისი სახელობისაცაა დღეს ჩვენი სკოლა. მას ყველაფერი მოვუყევი. მეორე დღეს ჩემი ნამუშევრებიც ნახა და მითხრა „გულიკო, საათები არ მაქვს ახლა, მაგრა ჩემს საათებს გითმობ. უნდა მოხვიდე და იმუშაო ჩემს სკოლაში“-ო. აი, იმის შემდეგ ვარ ამ სკოლაში, გასულ ოქტომბერს უკვე 56 წელი შემისრულდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ამ ანა ფერაძისგან. მახსოვს შორს ვცხოვრობდი და ბინა თავისთან ახლოს მაქირავებინა. ხშირად დამიძახებდა ხოლმე და თავის სახლში მასადილებდა. ღმერთო, ისეთ პატივს მცემდა, მეტი რომ არ შეიძლება…

ჩემი პირველი და ერთადერთი პერსონალური გამოფენა წელს მქონდა გორში, რომელიც ამ სკოლის ახლანდელი დირექტორის ინიციატივით გაკეთდა. ჩემი ყოფილი მოსწავლეა და ნამუშევრები რომ ნახა, ძალიან მოინდომა გამოფენის გაკეთება. ერთი კვირა უნდა ყოფილიყო გამოფენილი და სამი კვირა დატოვეს, არ დაგვახურინეს. სკოლებიდანაც მოჰყავდათ ბავშვები. დამთვალიერებლები ნახატებზე მეკითხებოდნენ და მეც ლექციას ვუკუთხავდი მათ. მოკლედ, სამი კვირა სულ საგამოფენო დარბაზში ვიყავი. მე ფერწერა დავამთავრე, მაგრამ ფაქტიურად გრაფიკაში ვმუშაობ. გრაფიკა ფერწერის დონემდე ავიყვანე და ალბათ, ამ ტექნიკით ვარ გამორჩეული.

ზოგადად, რასაც ხელი მოვკიდე, ყველაფერი გამომივიდა. მაგალითად, ეს სახლი კერვით ავაშენე. მაშინ, აბა, ვინ მიცნობდა, როგორც მხატვარს… მდგმურად ვცხოვრობდი ერთ კარგ ქალთან. მან მათხოვა საკერავი მანქანა და კერვა ასე დავიწყე. მერე იმდენი კლიენტი შემომესია, დღეში 8 საათი ვიჯექი და სხვებს კაბებს ვუკერავდი. მაგრამ, ეს სახლი როგორც კი ავაშენე და შემოვედი, არცერთი კლიენტი აქ აღარ შემოვუშვი. კერვა დროებითი საქმიანობა იყო, ფული რომ მჭირდებოდა სახლისთვის. არ მინდოდა მხატვრობა მიმეტოვებინა და მკერავად გადავქცეულიყავი. ამიტომ, არ მივეცი მისამართი არავის. კიდევ კარგი, რომ დავუბრუნდი მხატვრობას.”

ხელოვანი ქალის ქორწინება

“სად გაიცანი ალექსეი ჩერკასოვიო რომ მეკითხებიან, აფრიკაში-მეთქი ვეუბნები და რა შუაშია აფრიკა, გეტყვით ახლა. ალექსეი პიანისტი იყო და სამი თვით გასტროლებზე იყო აფრიკაში იმ დროს, როცა იმ ანა ფერაძის უმცროსი ვაჟი, რომელმაც მე სამხატვრო სკოლაში მიმიღო, ასევე იყო აფრიკაში მივლინებით, როგორც ბავშვთა ექიმი. მათ იქ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ამიტომ, ალექსეი რომ ჩამოდიოდა გასტროლებზე თბილისში, მათთან სახლში რჩებოდა. ანა ფერაძე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ მისი გახსენება. ის ლექსებსაც წერდა და შემოქმედებითი საღამო მოვუწყვეთ. რა თქმა უნდა, მისი შვილებიც დავპატიჟეთ. ისე დაემთხვა, რომ ალექსეი ჩერკასოვიც თბილისში იყო და ანას შვილს ჩამოჰყვა გორში ამ საღამოზე დასასწრებად. საღამო ჩავატარეთ და ანას ვაჟის თხოვნით, რამდენიმე კომპოზიცია ალექსეიმაც დაუკრა. საღამოს რესტორანში მოლხენის შემდგომ კი მისამართი მთხოვა და მეც მივეცი.

ამ ამბიდან ერთ კვირაში მომდის შვიდფურცლიანი წერილი, სადაც მთელს თავის ბიოგრაფიას მწერდა. მე უკან მოკლე მადლობის და მოკითხვის წერილი გავუგზავნე. ამის შემდეგ კი, კვირაში ორი წერილი მომდიოდა მისგან და სკოლიდან მოსულს, მისი წერილებით სავსე საფოსტო ყუთი მხვდებოდა. თავის ამბებს მწერდა – სად იყო, ვისთან ერთად დაუკრა და ა.შ. მე კიდევ ვფიქრობდი, ამ კაცს მეტი საქმე არ აქვს-მეთქი?! ერთ დღეს მომდის დეპეშა, სადაც მატყობინებდა, რომ ჩამოდიოდა თბილისში, რადგან ახალი წლის ჩვენთან გატარება უნდოდა და აეროპორტში დახვედრას მთხოვდა. დავხვდი, რა თქმა უნდა. აქ ჩემთან სახლში რომ შემოვედით, დადგა ჩემოდანი კედელთან, ზედ დაჯდა და თქვა „Я отсюда никуда не пойду“-ო. მართლა სასწაული იყო – სტუმრად მოსული კაცი, უკან ვერაფრით ვეღარ გავაგდე. ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, მე უკვე მიყვარს ეს ქალი, ცუდს არაფერს ვაპირებ და მისი ცოლად მოყვანა სერიოზულად მინდაო. ბოლოს ყველამ მირჩია, გამოჩენილი პიანისტი და განათლებული კაციაო. ოჯახიც ძალიან გამორჩეული ჰყავდა – ძმა ცნობილი დირიჟორი და საკავშირო ტელევიზიის მთავარი მუსიკალური რედაქტორი იყო, ალიოშას მამის ძმა კი ფილმის – „ივანე მრისხანე“ – მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც პუშკინის გვერდით არის დაკრძალული. ხოლო, მამა გენერალ – მაიორი იყო. ლენინგრადში ცხოვრობდნენ და 1941 წელს ომი რომ დაიწყო, სტალინმა არაჩვეულებრივი ბინა მისცა მოსკოვში და ოჯახით გადმოიყვანა. გენერალი ჩერკასოვი მთელი ომის განმავლობაში სტალინს წინ ეჯდა თურმე, როგორც მრჩეველი და მას არც ომში უშვებდა.

მე რა რეაქცია მქონდა მის დაჟინებულ ქორწინების იდეაზე? 42 წლის ვიყავი, მანამდე ქმარი ვერასოდეს წარმომედგინა და არც დაოჯახება მინდოდა. ვფიქრობდი ჩემთვის ვარ და ვხატავ, რად მინდა ქმარს ვურეცხო ახლა წინდები-მეთქი. მაგრამ, რა ვქნა, ვეღარ გავაგდე ეს კაცი. ვერ მოგატყუებთ, მისი შეყვარება ვერ მოვასწარი. სიყვარულს რაღაც სხვა ჩანასახი სჭირდება მემგონი. მაგრამ, უდიდესი პატივისცემა კი გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს აუცილებელია ცოლ-ქმარს შორის.

მეც მიკვირდა, მაგრამ ალიოშა გორში ჩამოვიდა საცხოვრებლა. ამბობდა, აქ მშვიდად ვგრძნობ თავს და ვისვენებო. თბილისის ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა. მთელი თბილისი და მუსიკალური საზოგადეოება იცნობდა მას. რა თქმა უნდა, გასტროლებზე სულ დადიოდა, მაგრამ გორში ცხოვრება ძალიან მოსწონდა. ზოგადად, ძალიან კარგი კაცი იყო – ლმობიერი და სტუმართმოყვარე. აი, მაგალითად, ჩაალაგებდა საჭმელ-სასმელს და მშენებლობაზე მუშებთან დადიოდა. მერე მიყვებოდა აღფრთოვანებული, იცი რა საინტერესო ხალხიაო? ისინი ჩემს ამბებს მეკითხებიან და მე იმათ ამბებს ვისმენო.

მაგრამ, ხელოვანი კაცები იქეთ მოითხოვენ დიდ დროსა და ხელშეწყობას. 8 საათი ეჯდა ფორტეპიანოს. კაცი როცა დილით მიდის სამსახურში და საღამოს მოდის, იმას აიტან. მაგრამ, ქმარი მთელი დღე რომ სახლშია, შენ დადიხარ სამსახურში და ის გელოდება, ეს საშინელებაა.

მე როგორც ხელოვანს, ქმარი ძალიან მიშლიდა ხელს. აი, 11 წელი ვიყავით ერთად და მხოლოდ სამი ნამუშევარი გავაკეთე იმ წლების განმავლობაში, მეტი ვერა. ვერ ვიცლიდი ამისთვის. “Ты должна рисовать! Ты должна рисовать!” – მეუბნებოდა ხოლმე. должна … должна, მაგრამ როდის-მეთქი?! სამსახურში ვმუშაობ, რომ მოვალ უნდა გაჭამო-გასვა, მერე საღამოს ნარდი გეთამაშო და როდისღა დავხატო-მეთქი. ვწუხდი, რომ ვეღარ ვხატავდი, მაგრამ ამ კაცთან ცხოვრება არასოდეს მინანია. კარგად ვიყავით, ვეფერებოდით, პატივს ვცემდით ერთმანეთს და ბევრს ვმოგზაურობდით ერთად. ალიოშა უკან არასოდეს ჩამომიტოვებდა და ყოველთვის გვერდით ვყავდი. მასთან განვლილი 11 წელი დამღლელი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.

შესაძლებლობა რომ მქონოდა, მე, ალბათ, მუსიკოსი გავხდებოდი. სხვათაშორის, გიტარას ნოტებით ძალიან კარგად ვუკრავდი. მერე ვთქვი, ორი მუსიკოსი ერთ ოჯახში არ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. ერთხელ ალიოშამ რა გააკეთა იცით? ზის და რახმანინოვის მეორე კონცერტს უკრავს. მე აქეთ ოთახში ვარ და განგებ არასწორი აკორდი აიღო. მე ეს არ გამომპარვია და იმ წუთში დავუბრახუნე აქედან კედელზე. შემოვიდა და „ах ты стерва!“-ო მეუბნება. ბავშვობიდან მელომანი ვარ და სმენაც ბრწყინვალე მაქვს, ამიტომ კარგად ვუგებდი მას, როგორც ხელოვანს.

1988-1989 წლებში ალიოშას პარიზიდან მოწვევა მოუვიდა, სამუშაოდ ეპატიჟებოდნენ. ვერ იტანდა კომუნისტებს და მეუბნებოდა – „გულინკა, მალე კომუნისტები გადაშენდებიან, გზა გაიხსნება და წავალთ. შენ ხატავ, მე ვუკრავ, სხვა ენის ცოდნა იქ დიდად არც გვჭირდება და კარგად ვიქნებით“-ო. კი დავუქნიე თავი, მაგრამ თან ვფიქრობდი, მე აქედან როგორ წავალ-მეთქი. არ შემიძლია, სულ რომ ოქროში ჩამსვა, საქართველოდან ვერ წავალ. მამისგან გამომყვა, მეც პატრიოტი ვარ. თუმცა დაფასება ამ ქვეყნისგან და ამ ქალაქისგან მე მაინცდამაინც არ მიგრძვნია, მაგრამ ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა… 1990 წელს რომ არ გარდაცვლილიყო ალიოშა, ალბათ, წავიდოდა პარიზში.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი appeared first on WomenOfGeorgia.

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა
მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ – დედაჩემი სკოლაში დამლაგებელი იყო, მისი ქმარიც მუშაობდა, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირდა.

განათლების მიღებას უფრო ადრე უკრძალავდნენ ქალებს, ჩემს დროს აღარ. ამიტომ, ჩემს ოჯახს არავითარი წინააღდეგობა არ ჰქონდა იმაზე, რომ მე განათლებას ვიღებდი. პირველად გროზნოში წავედი უმაღლესში სასწავლებლად. მაშინ ჩეჩნები ქალებს სწავლის უფლებას ჯერ არ აძლევდნენ. ამიტომ, გროზნოს ინსტიტუტიდან დეკანი ჩამოვიდა პანკისის ხეობაში და აქედან წაგვიყვანა სასწავლებლად ბიჭებიც და გოგოებიც. მერე იქ რაღაც შემთხვევა მოხდა, წამოსვლა მოგვიწია და თბილისში გადმოვიტანეთ საბუთები. სტუდ-ქალაქში ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ჩემს ბიძაშვილ ბიჭებთან და რძალთან ერთად. დაწყებითი განათლების ფაკულტეტი დავამთავრე 1965 წელს და დავბრუნდი პანკისის ხეობაში. იმავე წელს დავოჯახდი და მუშაობაც დავიწყე ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, რომელიც მაშინ რვაწლიანი იყო. 47 წელი ვიმუშავე ამ ჯოყოლოს სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებელად.

მე და ჩემს მეუღლეს ათი წელიც კი არ გვიცხოვრია ერთად. 35 წლის ვიყავი, როცა ის დაიღუპა. იმან მარტო ეს სახლი აგვიშენა და დაგვტოვა ასე მარტოები…. მარტომ გავზარდე სამი ვაჟიშვილი. ბავშვები კარგად კი სწავლობდნენ, მაგრამ მე არ მქონდა საშუალება მათ განათლება მიეღოთ. სამხედრო სავალდებულო სამსახური კი გაიარა სამივემ, დაოჯახდნენ და მერე სულ ფიზიკურად მუშაობდნენ. აი, ასე შევქმენით ცხოვრება…

მამაკაცები კი ხშირად არიან წინააღმდეგი ქალების განათლების, მუშაობის და იმის, რომ სხვადასხვა სფეროში იყვნენ ჩართულები, მაგრამ, მე რომ არ მემუშავა, როგორ უნდა გამეზარდა სამ-სამი ბიჭი?! ჩემი ნათესავები არ იყვნენ ისეთი კარგი მაცხოვრებლები, რომ დახმარება გაეწიათ ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. მარტო ამის გავლა რთული იყო. ყოველდღე დილის 7 საათზე ვიღვიძვებდი, ბავშვებს ვაპურებდი და საქონელს ვუვლიდი. სკოლიდან სახლში დაბრუნებული კი ისევ საქონელთან, ბოსტანში და სიმინდის ყანაში ვმუშაობდი.

ამიტომ, მე ასეთი შეხედულებისა ვარ, რომ ქალიც და მამაკაციც თანასწორუფლებიანები უნდა იყვნენ ცხოვრებაში.მე და ჩემს მეუღლეს ათი წელიც არ გვიცხოვრია ერთად, მაგრამ მგონია, რომ ქალმა და კაცმა ერთად უნდა გაწიონ ოჯახის უღელი. ქალი არ უნდა იყოს სულ კაცისგან განსხვავებულ მდგომარეობაში. ქალები გამორიცხულები არიან პოლიტიკიდან და უფრო იმათ არ უნდათ, ვისაც განათლება არ აქვთ, რომ ქალები ჩართულები იყვნენ სახელმწიფოს მართვაში. ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, ლუიზა მუთოშვილი, კენჭს იყრიდა ადგილობრივ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარსაც ვუჭერდით და ძალიანაც გვინდოდა, რომ გაემარჯვა. მაგრამ, რაღაც „გადახრები“ იყო მაშინ რაიონიდან და ძალიან ცოტა, 12 ან 13 ხმა დააკლდა ლუიზას, თორემ დეპუტატი გახდებოდა.

სულ ასე არც მე ვფიქრობდი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, ლეილა რომ დაიბადა, ისე შემეშინდა ისე, რომ ვიტირე კიდეც. ეხლაც მაყვედრის ხოლმე ლეილა – „ბაბო, მე რომ დავიბადე და შენ ტიროდი, გახსოვსო?!“ აი, როგორები ვართ ქალებიც მართლა… ბიჭი მინდოდა მაინც და იმისა შემეშინდა, კიდევ და კიდევ გოგოები არ ეყოლოს-მეთქი. ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება?! მე, მაგალითად, მამით ძმა არ მყავს და მე რა, ადამიანი არა ვარ? მეც ხომ მეკუთვნოდა მამაჩემის სახლის და ნაკვეთის წილი? არაფერიც არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლია. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მე მომცემდნენ. ამაზე მიფიქრია ხშირად და გულიც დამწყვეტია. აი, ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ქალებს ხშირად გვჩაგრავენ. დაჩაგვრა ხომ არის ეს იგივე?! რათა რა, ქალიც ხომ შვილია?! არც მე მომითხოვია არასოდეს არაფერი იმიტომ, რომ ქალი ვიყავი…”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სოფო აფციაური

The post მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა appeared first on WomenOfGeorgia.

ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი
„მე 12 წელი 550-ე ქარხანაში ლაბორატორიაში ვმუშაობდი რუსთავში, ანალიზებს ვაკეთებდი. სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. კოლექტივიც ძალიან თბილი და საინტერესო იყო, რომ წამოვედი გული დამწყდა ძალიან, მაგრამ რომ გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა, ჩემი მუშაობა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შვილი რომ წამოიზარდა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შარი მომდეს ამდენი ხანი დეკრეტში არ უნდა გასულიყავიო და ვეღარ დავბრუნდი.

ბინა დავკარგე რუსთავში. ამიტომ მე და ჩემი შვილი, ბიჭი ქირით დავბინავდით. შემდეგ, ისე მოხდა, რომ დააშავა და დაიჭირეს. განათლება კი აქვს, რუსეთში დაამთავრა ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 3 წელი მიუსაჯეს და წელიწადნახევარი ციხეში იჯდა, იმდენი განცხადება დავწერე გამოუშვეს, მაგრამ რად გინდა, ხელ-ფეხი შეკრული აქვს, პირობითი აქვს მისჯილი. არანაირი გასაქანი არ აქვს, გეგონება ისევ ციხეშია, სამუშაო არ აქვს და არაფერი აქვს, რა უნდა ქნას არ ვიცი?!

გული მიკვდება, მე აქ ვარ და არაფერი მაკლია, მაგრამ ჩემი შვილი? ხან ვისთან ათენებდა და ხან ვისთან. ახლა ქირით ცხოვრობს, მაგრამ როგორ გადაიხდის, ამაზე ფიქრმა მომკლა.

მარტში 4 წელი გახდება, რაც აქ ვარ, მაგრამ გული მაქვს დამძიმებული შვილის გამო. რატომ არ შეიძლება მთავრობა რამით დაეხმაროს და შეღავათები გაუკეთოს?! ციხიდან ც ჰეპატიტი გამოჰყვა და ანალიზებში 350 ლარი მოსთხოვეს. საიდან მოიტანოს ეს თანხა?! 46 წლის გახდა და რომ შეხედო არაფერი აკლია, მაგრამ, რა უნდა ქნას?! ცოლიც ვერ მოჰყავს, სანამ ნორმალურ სამუშაოს არ ვნახავ, მანამდე მის კისერზე ხომ არ ვიქნებიო? მაგრამ როდისღა? რანაირად?“

The post ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი appeared first on WomenOfGeorgia.

მორთულა გაგიშვილი, 73 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი
„საბუთებში მორთულა მქვია, მაგრამ გულოს მეძახიან… აი, ასეთი ქალი ვარ მე. ჩემმა მამიკომ დამარქვა ეს სახელი.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, სოფელ ახმაჯიდან. საზღვარზეა ეს სოფელი და რუსების ჯარის ნაწილები იდგა ერთ სამ ადგილას. ახლა მხოლოდ ერთი საჯარისო ნაწილია დარჩენილი და ნეტავი ყველანი წავიდნენ, რომ შევძლო ჩემს სახლში დაბრუნება. დანგრეულია ჩემი სახლი, მაგრამ მაინც… მამა-პაპეულის დატოვება მიჭირს, ფიზიკურად მიჭირს, თორემ ახლაც წავიდოდი.

რუსთავის აზოტის ქარხანაში 20 წელი ვიმუშავე და შემდეგ ისევ დავბრუნდი სოფელში. რადგან გვქონდა სოფელი, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ დაბრუნება. შემდეგ იცით რაც მოხდა, აგვისტოს ომი… 6 მარტს კი, ჩემი მეუღლე დაიღუპა. დავრჩი ასე, შვილიშვილების ამარა, მარტო. დიდი გაჭირვება გამოვიარე, რეები არ გადავლახე, მაგრამ დღესდღეობით აქ ვარ კარგად.

იძულებული გავხდი, რუსთავში გადმოვსულიყავი იმიტომ, რომ აქ ბევრი ახლობელი მყავდა. ახლა მოხცუთა თავშესაფარში ვცხოვრობ. ჩემი შვილები და შვილიშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ და მარტო რომ არ ვყოფილიყავი აქ გადმოვედი უკვე ორი წელია, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჩემი სახლი მენატრება. იმდენი მიშრომია და მიწვალია… რისთვის? დარჩა ასე… ყველა გაიფანტა ვინც იქ ცხოვრობდა, ზოგი იქეთ… ზოგი აქეთ… ახლა ჩემი მაზლი იქ ცხოვრობს და შედარებით სიმშვიდეა, თუმცა თავიდან რუსები რომ შემოვიდნენ, დიდი გაჭირვება იყო და ჩემი შვილიშვილები მეტყოდნენ „ბებო, წავუღებთ რამეს“ და აკრიფავნდნე ხან ვაშლს, ხან კარტოფილს და მიჰქონდათ ჯარისკაცებთან. მერე ისინი ბავშვებს ხელის აწევით ესალმებოდნენ.

42 წლის შვილი მყავს დაღუპული. გაჟონვა დაემართა და ვერაფერი ვუშველეთ. ვერ გადავარჩინეთ. სახლიც კი გავყიდე, ყველაფერი, რაც გამაჩნდა, მაგრამ ვერაფრით ვუშველე. ტყუილი იყო სულ ყველაფერი… მე ვცოცხლობ და ის მიწას არის ამოფარებული, მაგრამ რა ვქნა… ცხოვრება კიბეაო რომ იტყვიან ხოლმე, მართალია, სწორია. მაგრამ რა ვქნა, თანდათან შევეგუე ყველაფერს.

კარგი იყო ის ცხოვრება, რაც მქონდა და რანაირადაც ვიყავი, მაგრამ… მაგრამ არ განიავებულა ჩემი ცხოვრება.“

The post მორთულა გაგიშვილი, 73 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი appeared first on WomenOfGeorgia.