კ-პ Archives - WomenOfGeorgia

მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი
„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ გამიჩნდა – მინდოდა, მეც გადამეღო. თუმცა, როცა ფოტოგრაფი გავხდი, ციფრული კამერა ავირჩიე – არ მიწევს თვლა, რამდენი კადრი დამრჩა ფირზე.

ფოტოგრაფია ჩემით ვისწავლე. ძირითადად, ინტერნეტში ვეძებდი სასწავლო რესურსებს. ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც მეხმარებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. მერე ბლოგი გავაკეთე WordPress-ზე, ახლა რომ ვუყურებ, უფრო გასართობი იყო, მაგრამ ამ ბლოგზე მუშაობამ მთავარი მომცა – პოსტებისთვის შინაარსსაც და ვიზუალურ კონტენტსაც მე ვქმნიდი. ეს განვითარებაში მეხმარებოდა. ჩემი მიზანი იყო, სოციალური მედია კარგად მესწავლა.

ამ პერიოდში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგების გადამზადების პროგრამაში, სოციალური მედიის კოორდინატორად დავიწყე მუშაობა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლების სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგოებთან მიწევდა მუშაობა. საქმე ძალიან ბევრი იყო, ხელფასი – მინიმალური, თუმცა ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი.

ამ სამსახურის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ შესაძლებლობა მომცა, ჩემი ცოდნა ახლა უკვე იმ ადამიანებისთვის გამეზიარებინა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და რომლებისთვისაც ეს ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. დავდიოდი მაღალმთიან სოფლებში – მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექტორებს სოციალური მედიის მართვისა და ვიდეოადვოკატირების ტრენინგებს ვუტარებდი. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, ადამიანები როგორი წარმატებით იყენებდნენ ამ ცოდნას პრაქტიკაში.

სწავლების პროცესში პროფესიულად მეც გავიზარდე. ფოტოგრაფიასთან ერთად, ვიდეოგრაფია და მონტაჟი ვისწავლე. ახლა თავად ვაკეთებ ვიდეოისტორიებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიებს პროფესიონალურ დონეზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფასო კურსის დროს დავეუფლე. ამ შესაძლებლობამ საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცა. ხშირად ვამბობ, რომ ამ პერიოდში საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე – გარდა იმისა, რომ მსმენელი ვიყავი, ტრენერებს პროფესიულადაც ვეხმარებოდი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი საქმე დამეწყო და საკონსულტაციო მომსახურება დავიწყე.

3 და 6-თვიანი პაკეტებია, რომელიც სოციალური პლატფორმების გამართვას, აუდიო-ვიზუალური მასალების დამზადებასა და თანამშრომლების გადამზადებას მოიცავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ტურიზმის სფერო, სამედიცინო დაწესებულებები, დეველოპერული კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტო – ეს იმ სფეროების მოკლე ჩამონათვალია, სადაც წარმატებით გამოვიყენე ჩემი პროფესიული ცოდნა ტექნოლოგიებში. შემოსავლის ნაწილს, ისევ ჩემს განათლებაში ვდებ – ყველაფერი სწრაფად ვითარდება და კონკურენციაც დიდია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ ტენდენციებს აუწყო ფეხი. ამ ეტაპზე, ანიმაციებს ვაკეთებ, ასევე, ვიდეომონტაჟსა და ექსელის პროგრამას ვასწავლი.

პანდემიამ ჩემს საქმიანობაზეც იმოქმედა, შეიძლება ითქვას, შემაფერხა. რთული გახდა ახალი კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება. გადავწყვიტე, გამოთავისუფლებული დრო ცოდნის გავრცელებას მოვახმარო. ვეხმარები ყველას, ვისაც სოცმედიის მხრივ სჭირდება მხარდაჭერა. მაგალითად, ერთ პედაგოგს დავეხმარე, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს – WordPress-ზე ბლოგი ავაწყობინე და ამის საშუალებით, დამატებითი კრედიტ-ქულები მოიპოვა. ძალიან სასიამოვნოა, ადამიანების ბედნიერების მიზეზი რომ ხდები.

ნამდვილად რთული იყო აქამდე მოსასვლელი გზა და თუ ქალებსა და გოგოებს რამით შევუმსუბუქებ მდგომარეობას, ჩემი გზა რომ არ გაიარონ, თავს არ დავზოგავ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: დავით შველიძე / გედა დარჩია

”მარიამ ქველიაშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

UN Women Georgia

#ქალთაგაძლიერება #ქალებიტექნოლოგიებში #ვებპროგრამირება #womenitech

The post მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

მარიკო კობახიძე, 35 წლის, თბილისი
„ორ წლამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ორი წლის ასაკში მაღალი სიცხეები დამეწყო, საქართველოში ვერ დაადგინეს რა მჭირდა და ერთი წლის დაგვიანებით, რუსეთში დამისვეს დიაგნოზი – რევმატოიდული პოლიართრიტი. საქართველოში ეს დაავადება ყოველ მეათე ხანშიშესულ ადამიანს აქვს, მაგრამ მე ადრეულ ასაკში აღმომაჩნდა და დროთა განმავლობაში რთულ ფორმებში გადავიდა. 15 წლამდე დამოუკიდებლად გადავაადგილდებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მძიმე მკურნალობის ხარჯზე. ხანდახან ვხუმრობ კიდეც – ისეთი მეთოდები იყო, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა-მეთქი. მკურნალობის კურსს რუსეთში გავდიოდი.

მერე მკურნალობა შევწყვიტე, რადგან სავიზო რეჟიმი შემოიღეს და უფლება აღარ მოგვცეს, წავსულიყავით. მეორე ფაქტორი ისიც იყო, რომ მეც დავიღალე პაციენტის ცხოვრებით და უარი ვთქვი მკურნალობის გაგრძელებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ გადაადგილებაში ნელ-ნელა შევიზღუდე. წესით, ეტლით უნდა მესარგებლა, მაგრამ იმდენად ვერ ვახდენდი ეტლთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ოჯახს განვუცხადე, რომ გარეთ არ გავიდოდი. ეტლთან ჩემი გაუცხოება 10 წელი გაგრძელდა, ამას ახლა ძალიან ვნანობ – რაც უფრო ადრე მივიღებთ ადამიანები საკუთარ თავს და ვისწავლით ცხოვრებას იმ დამხმარე საშუალებებით, რომელიც აუცილებელია ჩვენი გადაადგილებისთვის, მით უფრო უკეთესია.

ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ასე ხელში აყვანილს დამემთავრებინა, ჯერ საშუალო სკოლა და შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. ათი წელი ასე ვიწვალე მეც და ვაწვალე მშობლებიც, ძმაც. დედა და მამა ჩემს აყვანაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. უნივერსიტეტში ჩემი სალექციო ოთახი მესამე სართულზე იყო განთავსებული, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მეც ვერ ვაცნობიერებდი, ჩემი უფლებები რომ გამაჩნდა. იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ ეს უფლებები როგორ უნდა დამეცვა პრაქტიკაში, არ ვიცოდი. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ოჯახს არ უნდოდა, რომ სახლში გამოვკეტილიყავი, უნდოდათ, სადმე სტაჟირება დამეწყო და მამამ თავის სამსახურში ითხოვა, ჩემთვის სტაჟირების უფლება მოეცათ, რაზეც იმდროინდელმა საკრებულოს უფროსმა უარი განაცხადა. სავარაუდოდ, ისევ იმ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომელიც შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში არსებობს. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ფირმა დაეფუძნებინა და როგორც იურისტი, იქ დავესაქმებინე. ასეც გააკეთა და სამსახურში ყოველდღე დავდიოდი.

მუნიციპალიტეტში, სადაც მე ვცხოვრობდი, ნესტიანი ჰავაა და რადგან რევმატიზმი მაქვს და სახსრები მტკიოდა, იძულებული გავხდით, გვირაბს აქეთ გვეცხოვრა. გადავწყვიტეთ, თბილისში ჩამოვსულიყავით. თავიდან, მე და დედა გადმოვედით, მამა სამეგრელოში დარჩა, რადგან აქ სამსახურის პოვნა გაუჭირდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა – დედა მარტო ვეღარ მატარებდა და გადავწყვიტე, ეტლში ჩავმჯდარიყავი, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული პერიოდი.

ახლა შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ ათი წლის წინ, შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულების კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. პირველად ქუჩაში რომ გავედი, მოქალაქემ ხურდები ჩამიყარა, მათხოვარი ვეგონე. რომ ვკითხე, ხომ არ დაგივარდათ-მეთქი, მათხოვარი თუ არ ხარ, გარეთ რატომ გამოხვედიო. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება – ახალგაზრდა ბიჭმა, მოულოდნელად, ანთებული ასანთის ღერი ჩამიგდო კალთაში და თქვა, რომ ჩემისთანები ერს ვარცხვენთ და გარეთ არ უნდა გამოვდიოდეთ. ბევრი ასეთი ინციდენტი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა. დედაჩემს ეკითხებოდნენ, კიდევ თუ ჰყავდა შვილი ამ “ავადმყოფი” ბავშვის გარდა და როცა იგებდნენ, რომ კი, უკვირდათ – მაშინ რატომ გამოგყავს ეს ბავშვი გარეთ და ასე რატომ ეფოფინები, თუ ჯანმრთელი შვილიც გყავს, თან, ბიჭიო. მახსენდება შემთხვევები, როცა ტაქსის ვიძახებდით, მოდიოდა და როცა ხედავდა, რომ ეტლით მოსარგებლე ვიყავი, მძღოლი უკან ბრუნდებოდა და უარს მეუბნებოდა მომსახურებაზე. მიზეზი იყო ის, რომ ეტლის ჩადება არ უნდოდათ, რადგან მანქანა ისვრება, ეტლი მძიმეა და ა.შ. რამდენჯერ მძღოლი არ დახმარებია დედაჩემს და ეს მძიმე ეტლი, რომელიც 42 კილოა, დედას მარტო აუწევია და საბარგულში ჩაუდია. გზაშიც დავუტოვებივართ ტაქსის, წვიმაში, თოვლში… ცხოვრება ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც გამოვდიოდი გარეთ, ასეთ მდგომარეობასა და გარემოში გავაგრძელე სწავლა, ჩავაბარე მაგისტრატურაში.

ეს ყველაფერი დედაჩემის დამსახურება იყო. მას სულ სჯეროდა, რომ წარმატებული, რეალიზებული და დამოუკიდებელი ადამიანი ვიქნებოდი. ის იყო ჩემი ფსიქოლოგი, მეგობარი, ხელი, ფეხი, ყველაფერი. რაც ავად გავხდი, მე და დედა ერთი სხეული გავხდით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავი მე შემომწირა. დედა ორი წლის წინ, ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ გულის ოპერაცია სჭირდებოდა და სამწუხაროდ, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. როცა ვფიქრობ, რას შევადარებ ამ ტკივილს, ეს დიდი სიმაღლიდან ძირს დაცემას ჰგავს, როცა არცერთი ძვალი მთელი აღარ გაქვს შერჩენილი და ვერ ხვდები, რატომ გადარჩი. ოპერაციაზე შესვლამდე, თითქოს გრძნობდა, რაც მოხდებოდა, მისი ბოლო თხოვნა იყო, რომ დოქტორანტურა დავამთავრო და დიპლომი საფლავზე მივუტანო. მის გარეშე ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, ბოლო თხოვნა შევუსრულო და ამიტომ, ვაგრძელებ ცხოვრებას. დედას შემდეგ, უკვე მამამ აიღო საკუთარ თავზე იმ მოვალეობების შესრულება, რასაც დედა აკეთებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ბოლომდე ვერ ასრულებს, ამიტომ, პერსონალური ასისტენტის აყვანა მიწევს, ვინაიდან სახელმწიფოს ეს პროგრამა არ გააჩნია. ვფიქრობ, სახელმწიფო იმ დონეზე უნდა იდგეს, რომ დედებს არ უწევდეთ თავის გაწირვა, მათი შვილები რეალიზებული რომ იყვნენ და ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მივაღწიოთ იმას, რასაც შეზღუდვის არმქონე ბავშვები თუ მოზარდები აღწევენ.

ხშირად უკვირთ, როცა ვამბობ, რომ საზოგადოება შშმ პირებს ჯერ კიდევ არ იღებს ბოლომდე. გაგიღიმებენ, გაგიცინებენ, მაგრამ საცოდავი ჰგონიხარ და სრულყოფილ ადამიანად ვერ აღგიქვამენ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და სხვათა შორის, ეს პრობლემა უფრო მწვავედ შშმ ქალების მიმართ დგას. მყავს შშმ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მეგობრები, რომლებიც უფრო ადვილად იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. მაგრამ ჩვენ – ქალებს, გოგონებს, რაღაცანაირად, უფრო გვიჭირს თავის დამკვიდრება და ბოლომდე იმის მტკიცება გვიწევს, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენი შეზღუდული შესაძლებობა დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს, იქნება ეს მეგობრული, საქმიანი თუ თუნდაც, სასიყვარულო ურთიერთობა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის სტერეოტიპებია, რომელიც, ზოგადად, საზოგადოებაში არსებობს გენდერული თვალსაზრისით. როცა საქმე შშმ ქალებს ეხება, ეს სტერეოტიპები უფრო მწვავდება და იჩენს თავს.

სამედიცინო სფეროშიც ცუდი მდგომარეობა გვაქვს, თვითონ ექიმები ვერ აღიქვამენ შშმ პაციენტებს ადამიანებად.

დედასთან ერთად როცა შევდიოდი ექიმთან, ამას ასე მძაფრად არ აღვიქვამდი, დედაჩემი ჩემი მეგობარიც იყო და ვფიქრობდი, კაი, ჯანდაბას, ელაპარაკონ მას-მეთქი, მაგრამ ახლა, როცა უკვე მამაჩემი დგას დერეფანში და მას ეკითხებიან – არ შემოხვალთო, პროტესტის გრძნობა მიჩნდება, დიახ, არ შემოვა, რადგან მე ვარ პაციენტი და მე უნდა მელაპარაკოთ! სათანადო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ, მაგრამ რა გახდა ამდენი წლის განმავლობაში ამის სწავლა?! არ არსებობს ჩემზე მორგებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, მეც იმავე სადაზღვევო პირობებით ვსარგებლობ, რომლითაც შეზღუდვის არმქონე ადამიანი, ეს კი, ჩემთვის გამოუსადეგარია. კვარტალში ერთხელ გამოკვლევები უნდა ჩავიტარო და ჩემი ელემენტარული ანალიზები 300 ლარამდე მიჯდება. არ არსებობს ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, დაავადებამ პროგრესი რომ არ განიცადოს… ასევე, ჩემთვის აუცილებელია პერსონალური ასისტენტი. ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ მეც თანასწორ მდგომარეობაში ვიყო სხვებთან. არ ვითხოვ პრივილეგიებს, ვითხოვ თანასწორობას და ეს ჩემი უფლებაა. უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირების თანასწორ მდგომარეობაში ჩასაყენებლად, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გათანაბრების პოზიტიური მექანიზმები გამოიყენოს. ამას საზოგადოებამ ”პოზიტიური დისკრიმინაცია” დაარქვა, მაგრამ, რეალურად, პოზიტიური დისკრიმინაცია სულ სხვა რამეა.

როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავ, სულ უფრო და უფრო მინდა, რომ აქტიური ვიყო შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში და რაღაცები შევცვალო. რა გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ. პროფესიით იურისტი ვარ და დასაქმებული ვარ ერთ-ერთ საჯარო უწყებაში, ვარ სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგისა და პოპულარიზაციის საბჭოს მოწვეული წევრი, ვსწავლობ ”კავკასიის უნივერსიტეტის” სადოქტორო პროგრამაზე და ვარ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი. სახელმწიფო რაღაც ცვლილებებს ახორციელებს, მარა არა აქტიურად. პრობლემები აბსოლუტურად ყველა სფეროშია – გარემოს ადაპტირებიდან დაწყებული, განათლების მიღების უფლებით დამთავრებული. მაგალითად, ახლა დოქტორანტურაზე რომ ვსწავლობ, ”კავკასიის უნივერსიტეტი” ფაქტობრივად, იძულებით ავირჩიე, რადგან ძალიან ცოტა უნივერსიტეტია, რომელიც ჩემთვისაა ადაპტირებული. შშმ პირთა უფლებების რეალიზებაში, სახელმწიფოს როლი, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ამ ვალდებულებას, სამწუხაროდ, სათანადოდ არ ასრულებს. მიიღეს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების შესახებ, რომელზეც შშმ პირებმა უკუკავშირი მივეცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამე არ გაითვალისწინეს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გვითხრეს, ჩვენ ეს ქაღალდზე დავწერეთ და ახლა თქვენ ამას როგორ გამოიყენებთ პრაქტიკაში, არ გვაინტერესებს და თუნდაც თავში ქვა გიხლიათო. აი, ამ დონის კანონია და ისევე ფურცელზე დარჩება, როგორც ძველი კანონი.

სწავლას რომ დავამთავრებ, მინდა, ლექციები წავიკითხო. მინდა, უკეთესი მდგომარეობა იყოს შშმ პირების უფლებების რეალიზების მხრივ, მინდა, მეტი ასეთი პირი დავინახოთ გარეთ. მე რომ პირველად ეტლში ჩავჯექი და გარეთ გამოვედი, ხალხი დამცინავად და საწყლად რომ მიყურებდა, ვფიქრობდი, ამის ღირსი ვარ და ვიმსახურებ-მეთქი. მინდა, შშმ პირებს მოვუწოდო, არავინ ვიმსახურებთ ამას, არ ვართ სიბრალულის ობიექტები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებმაც საკუთარი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე რომ გამომეღვიძა და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, პირველ რიგში დედაჩემის დამსახურებაა და მერე ჩემი მეგობრების, რომლებიც გარს მახვევია. ადამიანებს მოვუწოდებ, რომ სიბრალული კი არა, თანადგომა გამოხატონ. ეს თანადგომა კი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენთან ერთად ჩაერთოთ ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post მარიკო კობახიძე, 35 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია
“ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. სოციალური მედია და პროგრამირება კი მაინტერესებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბიზნესი ან ბუღალტერია და აუდიტი უფრო იყო ჩემი საქმე. აუდიტი ვისწავლე კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით აღარ წავედი, მივხვდი, რომ სხვა რაღაც მაინტერესებდა და სიახლეს ვეძებდი. სხვადასხვა აქსესუარებს – საფულეებს, სამაჯურებს, დეკორატიულ ნაძვის ხეებს ვაკეთებდი ხელით და ბაზრობებსა და გამოფენებზე ვყიდდი. რაც კი შეიძლება ხელით გაკეთდეს, ალბათ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

25 წლის ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე „ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენინგებში – სოციალური მედია მარკეტინგი და ვებ პროგრამირება. პროექტის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ ორწლინახევრის იყო, მითხრა, მინდა, მსოფლიომ გაგიცნოსო, ასეთი ამბიცია ჰქონდა. დავპირდი, მსოფლიო არ ვიცი, მაგრამ საქართველო კი გამიცნობს, მაგას გპირდები-მეთქი. თან, მაინტერესებდა კიდეც ეს სფერო, რადგან ჩემი აქსესუარების ონლაინ მაღაზიის გაკეთება მინდოდა. ამისთვის მჭირდებოდა ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდები, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მემართა. გვერდს კი გააკეთებ, მაგრამ მარტო გაკეთება არაა საკმარისი, თუ სწორად არ მართე, სწორი სეგმენტი არ აირჩიე და ა.შ. როცა პროექტის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, ვცდი, იქნებ, ამაში მაინც გამოვიყენო-მეთქი, ის არ მეგონა, ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი. როცა ტრენინგზე გარკვეული საფეხურები გავიარე, მივხვდი, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა გამეკეთებინა სოციალურ სივრცეში, ვიდრე წარმომედგინა და უფრო გულდასმით მივუდექი – ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რასაც ვსწავლობდი, სიღრმისეულად მესწავლა, სულ მობილიზებული მივდიოდი. მანამდე სულ მეუბნებოდნენ, მისაბაძი ხარ სხვებისთვისო და ვფიქრობდი, რომ ამის მერე კიდევ უფრო ვიქნებოდი მისაბაძი მაგალითი ადამიანებისთვის. უფრო თინეიჯერ გოგონებს ვგულისხმობ, როცა ამას ვამბობ. იმდენად კარგი ტრენერები გვყავდა, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს ვიღებდით. გოგოები ჯგუფურადაც ვმუშაობდით, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან და ამით ჯგუფში მუშაობაც ვისწავლე. ყველა გვერდში გვედგა და შეგვეძლო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ხელმძღვანელისა და მენტორისთვის დაგვერეკა და გვეკითხა, რა და როგორ გაგვეკეთებინა.

ტრენინგები რომ დასრულდა, 40 გოგო შეარჩიეს სტაჟირების გასავლელად. გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ნამუშევარი წარგვედგინა, ერთ-ერთი მეც ვიყავი. ამ წარდგენის შემდეგ გავიგე, რომ მოვხვდი Grapevine Marketing Agency-ში – ეს არის მარკეტინგული კომპანია, სადაც მაქსიმალურად შემეძლო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. იმის გამო, კოპმანიაში WordPress-ის ძრავზე არ მუშაობდნენ, ამიტომ კოდირების სწავლაც დავიწყე. სოციალურ მედიას რაც შეეხება, ჩამაბარეს ფეისბუქის რამდენიმე ანგარიში და საკმაოდ კარგად ვუძღვებოდი. ასევე, დიზაინერებს ვეჯექი ხოლმე და ვსწავლობდი, რასაც აკეთებდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ თუ ვებ დიზაინს ვისწავლიდი, განვითარებაში დამეხმარებოდნენ. ვისწავლე ვებ დიზაინი, ოღონდ უკვე ჩემი სახსრებით, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მომცეს შესაძლებლობა, უფრო მეტად განვვითარებულიყავი. სტაჟირებაზე ერთი თვე ვიყავი და შემდეგ დავრჩი ამ კომპანიაში, როგორც გრაფიკული დიზაინერი.

ამ პროექტმა ფინანსურადაც ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა კერძო შეკვეთებსაც ვიღებ. სამომავლოდ, მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც ტექნოლოგიებს ეხება. მინდა, სრული პაკეტი შევთავაზო დამკვეთს. თუ მე ამას შევძლებ და ვიცი, რომ შევძლებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ჩემი შვილის ოცნებაც ახდება. მივხვდი, რომ როგორც სხვას შეუძლია ჩემი დახმარება, ასევე შემიძლია მეც, იგივე გავაკეთო და სხვას ვასწავლო. მაქვს გეგმა, რომ ჩავატარო ტრენინგები ქალებისთვის. მინდა, რეგიონებში გავაკეთო რამე ქალებისთვის. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, ქალებს ლექციები ჩავუტაროთ სოციალურ მედიაზე და გამოცდილება გავუზიაროთ. მალე გვექნება Youtube არხიც.

ოჯახისგან ყოველთვის მქონდა მხარდაჭერა. ოღონდ მე რამე მესწავლა და მშობლები არასდროს არაფერზე მეუბნებოდნენ უარს. როცა გადავწყვიტე, ტრენინგებზე მევლო, ჩემმა დამ სამსახურს თავი დაანება, ჩემი შვილისთვის რომ მიეხედა. მერე ჩემი და დედაჩემმა ჩაანაცვლა. მამამ იცის თქმა, შვილო, სულ როგორ უნდა სწავლობდე, ცოტა დაისვენეო. რომ დავურეკე და ვუთხარი, წარმატებას მივაღწიე და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება მექნება-მეთქი, ძალიან გახარებული იყო. ჩემი იმედი აქვთ, იციან, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერს გავაკეთებ.

მინდა, ქალებთან მიმართებაში სტერეოტიპები დაინგრეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ სფეროში ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. მით უმეტეს, რეგიონებში ქალებს ამისი შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. ყველა გოგოს ვურჩევ, მიზნად დაისახონ ის, რაც უნდათ და ყველაფერს შეძლებენ. მიზანს წარმატებისკენ მივყავართ და წარმატება ყველასთვის მნიშვნელოვანია.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: გედა დარჩია

UN Women Georgia

Meri Ezieshvili

”მერი ეზიეშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

The post მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია appeared first on WomenOfGeorgia.

ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი
”ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში ცერებრალური დამბლით დავიბადე, 9 კლასიც იქ დავამთავრე. ჩემმა მშობლებმა იმდენი იბრძოლეს, 5 წლის ასაკში ფეხზე დამაყენეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად სიარული შემეძლო. 30 წლის რომ ვიყავი, ფეხის ანთება დამემართა, რის გამოც სიარულის შიში დამეწყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილდები.

15 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, 17 წლის ასაკში კი – მამა, რამაც კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაჩოქა. ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, აღარც კვლევები ჩამიტარებია და არც რეაბილიტაცია გამივლია. ჯდომისა და უმოძრაობისგან მყესებიც დამეჭიმა და კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდი ოჯახის წევრებზე. დამოუკიდებლად გარეთაც ვეღარ გავდიოდი. ორივე თეძოზე ამოვარდნილობა მაქვს, ამიტომ ჯერ რეაბილიტაცია მჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ოპერაციის გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ფინანსებთანაა დაკავშირებული და ამის შესაძლებლობები ჯერჯერობით არ მაქვს, სახელმწიფოც არ აფინანსებს.

ჩემი ოჯახისგან არც კარჩაკეტილი ვყოფილვარ და არც შეზღუდული. პირიქით, სულ ცდილობდნენ, საზოგადოებაში გავსულიყავი, მაგრამ საკუთარი თავის გამო მე თვითონ მრცხვენოდა, იმდენად, რომ ეტლითაც არ ვსარგებლობდი, ამას მაშინ სირცხვილად ვთვლიდი. ღამეები არ მეძინა ხოლმე, დილით სრულიად უენერგიოდ ვდგებოდი და არ ვიცოდი, დღეები რითი გამეყვანა. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვტკეპნიდი ერთ ადგილს ბევრი წელი, 39 წელი დავკარგე ასე უმისამართოდ.

სოციალური ქსელების საშუალებით, ბევრი შშმ მეგობარი შევიძინე, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ საზოგადოებაში უნდა გამოვსულიყავი და ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. სწორედ მათი და მეგობრების ძალისხმევით ვირწმუნე, რომ ჩემივე უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა მებრძოლა და საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა. ჩემი მშობლების ოცნება და ჩემი მთავარი პრიორიტეტიც განათლება იყო. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა სწავლა, მაგრამ მხოლოდ 9 კლასი მქონდა დამთავრებული. მაშინ კომპიუტერები არ იყო, მე ხელით წერა მიჭირდა, სკოლამ კი დამატებითი დრო არ დამითმო, სწავლა რომ გამეგრძელებინა – გამოსავალი გამონახეს და მეათე კლასში არ გადამიყვანეს. 39 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ყველა ბარიერი გადამელახა, სახლიდან წამოვსულიყავი და მესწავლა. ბრძოლისთვის დამატებითი ბიძგი მაშინ მომეცა, როცა არაერთი დაპირების მიუხედავად, ლენტეხის რაიონში ჩემთვის არასოდეს გამოინახა სამუშაო ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეტლით არ დავდიოდი და გადაადგილება შემეძლო, დასაქმებაზე უარის მიზეზად, შენობების არაადაპტირებულობა დაასახელეს. სინამდვილეში, მიზეზი სხვა რამე იყო – სრულფასოვან ადამიანად არ მთვლიდნენ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობისა და უამაღლესი განათლების არქონის გამო.

იმხელა ძალა მომცა იმის გააზრებამ, რომ საზოგადოება არასრულფასოვნად აღმიქვამდა განათლების გამო, ინტერნეტით მოვიძიე კოლეჯი „სპექტრი“, დავუკავშირდი კოლეჯის დირექტორ მათე ტაკიძეს, ბევრი ვიბრძოლე და მდივან-რეფერენტის სპეციალობაზე ჩავაბარე. კოლეჯში მიმიღეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სტუდენტებისთვის იქ ცხოვრების შესაძლებლობები არ ჰქონდათ, მე ერთი ოთახი გამომიყვეს საცხოვრებლად, თავისი ადაპტირებული საპირფარეშოთი (კოლეჯის მთელი შენობაც სრულად ადაპტირებულია შშმ ადამიანებისთვის) და აბაზანით, რადგან მნახეს, რა მონდომებული ვიყავი და როგორ მჭირდებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებაში გამოსვლისთვის. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და მისმა კოლეგებმა უდიდესი როლი ითამაშეს საზოგადეობაში ჩემს გამოსვლასა და წარმატებებში. კურსელებიც საუკეთესო მყავდა, სულ თავზე მევლებოდნენ და ყველა ძალიან მიყვარს. ისეთი მონდომებული ვიყავი, ყველა შეხვედრასა და ღონისძიებას ვესწრებოდი.

თბილისში ჩემი ჩამოსვლა, კიდევ ერთი ადამიანის, ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძის დამსახურებაცაა, რომელიც მეგობარმა გამაცნო. რეალურად, თამარი იყო ის, ვინც თბილისში ჩამომიყვანა. მან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება შემომთავაზა ჩემს ცხოვრებაზე, ლენტეხში ჩამოვიდა და ასე გავიცანი. ფილმი – „მისი საკუთარი ცხოვრება“ მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და რამდენიმე პრიზიც მიიღო.

კოლეჯს ვამთავრებდი, როცა განათლების სამინისტროდან ინფორმაცია მოვიდა ახალი პროგრამის შესახებ, რომლითაც შშმ პირების დასაქმებას აპირებდნენ. ისევ კოლეჯის რეკომენდაციით მოვხვდი გასაუბრებაზე სამინისტროში. დიდი კონკურსის მიუხედავად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშვთა ბიუროში ამიყვანეს ოპერატორად. ჩემთვის ეს დედამიწაზე მეორედ დაბადება იყო. სამსახურში მართლა სრულფასოვან ადამიანად მიმიღეს – მინისტრიდან დაწყებული, ყველა კოლეგისგან დიდ პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ. ამ პოზიციაზე ორი შშმ გოგო ვმუშაობთ და ჯერჯერობით, ნახევარ შტატზე ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ვეცდები, სრული დატვირთვითაც ვიმუშაო.

39 წელი ”ნუნუ” მერქვა და ნუკა იმიტომ გავხდი, რომ ჩემს ძველ სახელთან ერთად, ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე. ახალ სახელთან ერთად კი, უკვე მეოთხე წელია, ახალი ცხოვრება დავიწყე, რომელიც სრულიად სხვანაირი, ლაღი და ძალიან ბედნიერია. სამსახურის დაწყებასთან ერთად, ბინაც ვიქირავე და ახლა სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თავიდან, ეტლი არ მქონდა და ჩემი მეგობრის, გიორგი ალავიძისგან ნათხოვარი ეტლით დავდიოდი. ”ფორმა 50,” რომლითაც შემეძლო, ეტლი მიმეღო, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მომცა. სხვისი დახმარებით ფეხზე დგომა რომ შემიძლია და ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, ჩათვალეს, რომ არ მჭირდებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რატომ მაცვია, ეს არ უკითხავთ. სინამდვილეში, თეძოებში ამოვარდნილობის გამო, ჩემს ტერფს სწორად დადგმა უჭირს და ქუსლებით უფრო კომფორტულად ვდგავარ. ისევ მეგობრების მეშვეობით, მოვიძიე ინფორმაცია, რომ უცხოელების მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტრო 3 ეტლის შეძენას აპირებდა და ვიბრძოლე, რომ ამ სამი ეტლიდან, ერთ-ერთი მე მიმეღო. ჩვენ ყველაფრისთვის ამდენი წვალება გვიწევს, თუნდაც, ტაქსით გადაადგილებისთვის. ზოგიერთი ტაქსი უარს მეუბნება მომსახურებასა და ტაქსიში ეტლის მოთავსებაზე, რაც საკმაოდ ხშირად ხდება და დამატებით ბარიერს გვიქმნის გადაადგილებაში. ზოგიერთი მძღოლი როცა იგებს, რომ მგზავრი შშმ ადამიანია, შეკვეთას აუქმებს. ოპერატორებთან იმის ახსნაც მიწევს, რას ნიშნავს შშმ პირი, ამის დამადასტურებელი საბუთიც კი მოუთხოვიათ. მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის კომპანიებმა ეს სერიოზული პრობლემა მოაგვარონ და ვინც არ უნდა იძახებდეს მათ ტაქსის, ღირსეულად მოემსახურონ.

წესით, პენსიასთან ერთად, დაბადებიდან უნდა მქონდეს სოციალური დახმარება, მაგრამ წლების წინ მომიხსნეს. ძმები მყავს და სახელმწიფომ ისინი ჩათვალა ჩემს მარჩენალებად. ახლა მინდა ვცადო, რომ ბინის ქირა მაინც დამიფინანსოს სახელმწიფომ, რომელიც პირველი ჯგუფის შშმ ადამიანს სოციალურ დახმარებას არ მიხდის. თბილისში ჩაწერა უკვე გავაკეთე და მითხრეს, რომ ერთი წლის მერე, შემიძლია, მივმართო მუნიციპალიტეტის გამგეობას ქირის დაფინანსების თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მივიღებ სახელმწიფოსგან, რადგან მე არ მაქვს იმხელა შემოსავალი, ყველა ხარჯის მარტო დაფარვა შევძლო.

მას შემდეგ, რაც განათლება მივიღე, სამსახური დავიწყე და სხვადასხვა წარმატებები მაქვს, სულ სხვა პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ იმ ადამიანების მხრიდან ლენტეხში, ვის გამოც წამოვედი თავის დროზე. სამი წლის მერე, წელს პირველად ჩავედი ლენტეხში და ერთადერთი ადაპტირებული ადგილი ახალი სკვერებია. წარმოიდგინეთ, გამგეობაც კი არ არის ადაპტირებული და გამოდის, რომ შშმ ადამიანებისთვის იქაურობა შეუღწეველია. ახალ საავადმყოფოში კი ისეთი პანდუსია, ქვემოთ ვინმე თუ არ დაგხვდა და დაგიჭირა, დაიმტვრევი. ვინმეს დახმარების გარეშე, ასვლაც წარმოუდგენელია და ამას ადაპტირება ნამდვილად არ ჰქვია. ლენტეხში დღემდე არც სხვა სერვისები არსებობს შშმ ადამიანებისთვის და მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, აღარავის რომ არ ჰქონდეს ის კედელი გასარღვევი, რის გარღვევაც მე მომიწია. ბევრჯერ წავიქეცი ამ ბრძოლაში და ძალიან არ მინდა, იგივე განმეორდეს სხვების ცხოვრებაშიც, ჩემსავით ლენტეხის რაიონიოდან წასვლა მოუწიოთ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ამ ზაფხულს, იქ ყოფნისას, დეპუტატთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მინდოდა შეხვედრა, შშმ ადამიანების საჭიროებებზე სასაუბროდ. ვცადე ერთ-ერთთან კომუნიკაცია და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. მინდა, აქედანაც ვთქვა, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვარ, ლენტეხში შშმ ადამიანებისთვის ადაპტირებული სივრცეების შექმნასა თუ სხვა სერვისების შექმნაში ჩავერთო.

პანდემიის გამო, სამსახურში 13 მარტის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ძირითადად, სახლში ვარ და ეს ძალიან გამიჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით ვერც კოპიუტერის შეძენა მოვახერხე სახლისთვის და ესეც ბევრ რამეში მიშლის ხელს. მაგალითად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და კომპიუტერის გარეშე სახლიდან მუშაობაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თავისუფალ დროს, მიყვარს ლექსებისა და ჩანახატების წერა და ტელეფონით ვეღარც ამას ვახერხებ, მაგრამ, ჯერჯერობით ბანკის ვალს ვიხდი და განვადებითაც ვერ შევიძენ ლეპტოპს.

ზოგადად, ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით შშმ პირისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანების მხარდაჭერას და მე ამან გადამარჩინა. მეც მინდა, ყველა იმ შშმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ – გადაწიონ ფარდები და საზოგადოებას ისეთები დაენახონ, როგორიც არიან. არასოდეს უნდა შეგვრცხვეს საკუთარი თავების, რადგან ჩვენ ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები ვართ, როგორიც სხვები. იბრძოლეთ თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის და არ გახდეთ არავის მონა-მორჩილი, არც საკუთარი ოჯახის წევრების.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი appeared first on WomenOfGeorgia.

მაცაცო ხაჭაპურიძე, 33 წლის; ანა ხაჭაპურიძე, 23 წლის
მაცაცო:

„მე ვოლფრამის სინდრომის მქონე პირი ვარ, მრავლობითი შეზღუდვით – უსინათლო, სმენადაქვეითებული, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით. ეს ოთხივე სიმპტომი ვოლფრამის სინდრომის გამოვლინებაა.

ორწლინახევრის ვიყავი, როცა სიმპტომები პირველად გამოვლინდა. შაქრიანი დიაბეტი დამემართა, თუმცა დიაბეტი ძალიან ბევრს აქვს და მაშინ არც დასმულა კითხვა, სხვა რამესთან ხომ არ გვქონდა საქმე. რა თქმა უნდა, მიკეთდებოდა დამატებითი ანალიზები, მათ შორის, უშაქრო დიაბეტზეც, რადგან შაქრიანსა და უშაქროს მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ არ დამიდგინდა. აქედან გამომდინარე, ეჭვიც არ იყო ამ დაავადებაზე, რადან ასეთ დროს ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორივე ერთად – შაქრიანიც და უშაქრო დიაბეტიც. ექვსი წლის ვიყავი, როცა უკვე მეტყობოდა, რომ მხედველობა გამიუარესდა – კალიგრაფიაზე, იმაზეც, რომ დაფას ვერ ვხედავდი. თუმცა ისიც ვერ დაადგინეს, მხედველობის გაუარესებას რა იწვევდა. როცა 10 წლის გავხდი, საქართველოში ნერვის ატროფიის გამოკვლევის აპარატი შემოიტანეს, გავიკეთე და მხედველობის ნერვის ატროფია დამიდგინდა. შემდეგ უკვე სმენის დაქვეითებაც დაიწყო, დაახლოებით თინეიჯერობის ასაკში, პირველი ხარისხის დაქვეითება მქონდა.

ჩემს დასაც ვოლფრამის სინდრომის აქვს და მის შემთხვევაში, ყველა სიმპტომი ეტაპობრივად გამოვლინდა, მას უკვე ჰქონდა უშაქრო დიაბეტიც.“დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის” რჩევით, მეც მივიღე უშაქრო დიაბეტის წამალი და სიმპტომებიც გაჩერდა. მივხვდით, რომ ჩემთანაც იგივე ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ენდოკრინოლოგებმა ეს ვერ მითხრეს. როცა დიაგნოზი დაისვა, არ ყოფილა არანაირი დამატებითი სტრესი და ემოცია – შევეჩვიე იმას, როგორიც ვიყავი. სკოლაში, როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ჩვეულებრივად ვისწავლე. ერთადერთი, ვიცოდი, რომ დამატებით კვების რეჟიმის დაცვა მჭირდებოდა, ყველაფერს ვერ შევჭამდი, დრო უნდა დამეცვა და მიმეღო ინსულინი, მაგრამ ამის გამო, არაფერს გამოვკლებივარ, იქნებოდა ეს ექსკურსია, ზეიმი თუ ა.შ. ყველაფერში სრულად ვიყავი ჩართული. მხედველობა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიდიოდა უარესობისკენ, მე უკვე ვიცნობდი სხვა ადამიანებს, რომლებსაც ეს სინდრომი ჰქონდათ და ვხედავდი, საბოლოოდ, რა მდგომარეობამდე მიდის მხედველობა – ატროფირდება. ამ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა ვერ ხერხდება. 23 წლამდე მცირემხედველი ვიყავი, 24 წლიდან კი, დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილებდი გარეთ, ახლა მხოლოდ სინათლეს აღვიქვამ. ვიყენებ თეთრი ფერის ხელჯოხს, რომელიც უსინათლოთათვისაა განკუთვნილი და სმენის აპარატს ორივე ყურში.

როცა კომპიუტერთან მუშაობა გამიჭირდა, დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, რომელიც უსინათლოა და ვკითხე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მივლია უსინათლოთა სკოლაში, ვისწავლიდი თუ არა ხმოვან პროგრამას. მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, დამეხმარა და ჩამრთო პროექტში, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა უსინათლოთა კავშირში ხმოვანი პროგრამის შესასწავლად და შევისწავლე ჯერ საწყისი ნაბიჯები, შემდეგ სხვა უსინათლოებიც გავიცანი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ, დეტალურად რომ მესწავლა. ვიჯექი და სულ ვაკანსიებს ვათვალიერებდი, სამსახური რომ მეშოვა. მახსოვს, სახლში, ჩემები მიბრაზდებოდნენ კიდეც – შვილო, ჯანმრთელ ხალხს ვერ უშოვია სამსახური და როგორ რაღაცას ეჭიდებიო. ეს არ იყო დისკრიმინაცია, ეს იყო რჩევა, რომ ზედმეტ ემოციებში არ ჩავვარდნილიყავი. 2011 წელს, მეც ვნახე ინტერნეტში და უსინათლოთა კავშირშიც იყო ინფორმაცია – შემოსავლების სამსახურში ცხადდებოდა ვაკანსიები შშმ პირთათვის. ბოლო დღეს შევავსე, ორ-სამჯერ გავიარე გასაუბრება და 2012 წელს, 20 შშმ პირი დაგვასაქმეს, მათ შორის, შვიდი უსინათლო. 2012 წლის პირველი აპრილიდან, ძალაში შევიდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, მანამდე ფურცელზე იწერებოდა. მომცეს, რა უნდა მესწავლა, სახლში მშობელიც დამეხმარა, არანაირი ტრენინგი არ გამივლია. თანამშრომლებიც ძალიან დამეხმარნენ, ვუსმენდი, როგორ პასუხობდნენ გადამხდელებს. მაშინ ეს უცხო იყო მათთვის და მე ვეხმარებოდი ამ სასაქონლო ზედნადების შევსებაში. დღესდღეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზარები ძალიან გაიშვიათებულია, თან, ცხელი ხაზიც არსებობს, რაც ადრე არ იყო. მე დაველაპარაკე ჩემს უფროსს და ვთხოვე, საქმე დაემატებინათ. ახლა თანამშრომელს ვეხმარები და ბრძანებების რეესტრს ვაკეთებ. ეს ჩემთვის აუცილებელი იყო, თავი რომ სრულად რეალიზებულად მეგრძნო.

ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებთან დაკავშირებით ცნობიერება ასამაღლებელია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი წელია ამაზე საუბრობენ, სტერეოტიპული დამოკიდებულებები ჯერჯერობით ვერ მოვკვეთეთ. ჩემ მიმართ ეს ნაკლებადაა, ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიკურად არაფერი მეტყობა და თან, დაქირავებული ტაქსით გადავაადგილდები, რომელსაც სამსახურში დავყავარ. რამდენჯერაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავსულვართ, იმდენჯერ საშინელი დისკომფორტი მიგვრძნია. დედაჩემი მეუბნება, გეხვეწები, ტაქსით ვიმგზავროთო და გავბრაზებულვარ, ფული ტყუილად რატომ უნდა ვხარჯოთ-მეთქი.

განსაკუთრებით, ასაკიანი ადამიანებისგან მოდის კომენტარები – “ვაიმე, საწყალი” პოზიტიური დისკრიმინაციაცაა – “რა კარგი ხარ, რა ლამაზი” და ა.შ. მე ეს გულთან არ მიმაქვს, ჩემთვის ვამბობ, ნეტა, მე რომ ვარ ყოჩაღად, ისე თქვენ იყოთ-მეთქი. ჩემზე ეს ნაკლებად, მაგრამ დედაზე ძალიან მოქმედებს. რაც შეეხება მაღაზიებს, კაფეებსა და ა.შ. აბსოლუტურად ნეიტრალურად არიან განწყობილი, თუ მჭირდება, მეხმარებიან. რამდენჯერმე ყოფილა, რომ შევედი ტანსაცმლის მაღაზიაში და მაშინვე კონსულტანტი მოვითხოვე, რომელსაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ვუთხარი, როგორი ფეხსაცმელი მაინტერესებდა და ვთხოვე, დამხმარებოდა. ჯერ ჩვენ არ გვყავს ისეთი კონსულტანტები, რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ მე არ მერიდება ხოლმე და ვეუბნები. დედას უთქვამს, არ არის ვალდებული და არ იცისო, მე კი ვცდილობ, რომ ვასწავლო.

ჯერჯერობით, საქართველოში ნამდვილად არ არის ის გარემო, რაც გაეროს კონვენციითაა გათვალისწინებული და საჭიროა ყველასთვის, არა მარტო შშმ პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის და იმ მშობლებისთვისაც, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. არ გვაქვს ინკლუზიური დიზაინის გადასასვლელები, ხმოვანი შუქნიშნები. ინკლუზიური დიზაინი ეს არის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემო ყველა ადამიანისთვის. მესმის, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ბევრი პრობლემაა და ამას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ… ჯერჯერობით ამ მხრივ ცოტა რამეა გათვალისწინებული და გაკეთებული. 2020 წლის 14 ივლისს, გაეროს კონვენციის მიხედვით, საქართველოში მიიღეს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ეს კანონიც ყველაფერს ვერ ითვალისწინებს, მაგრამ კარგია, რომ ამაზეც მოხდა ყურადღების გამახვილება. ჩვენ, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, შევიტანეთ მოთხოვნები, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს ამ ჩანაწრებში, ვნახოთ, რა იქნება.

2017 წელს ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია. საქართველოში ვოლფრამის სინდრომს არ აქვს იშვიათი დაავადების სტატუსი. ამ სინდრომის მქონე პაციენტი მსოფლიოში სულ 30 000-ია, საქართველოში, რაც მე მოვიძიე, არის 19 პირი. დაავადება ვლინდება 500 000-დან ერთ შემთხვევაში და საქართველოსთვის 19 ადამიანი საკმაოდ ბევრია. არის სამი ოჯახი, სადაც ორ დედმამიშვილს აქვს ეს სინდრომი, სათითაოდ გავიცანი ეს ხალხი, მათი საჭიროებები, ყველაფერი ვიცი. სამი წელია დავდივარ, ვიყავი პარლამენტში, ჯანდაცვაშიც, გავწიე ადვოკატირება, რომ ჩვენთვის საჭიროა უფასო სამედიცინო სერვისი. ორჯერ ავიღეთ ხელჯოხი, რომელიც არც თეთრია და არც ის აკუსტიკა აქვს, რაც უნდა ჰქონდეს. ამ ხელჯოხებს ასევე უნდა ჰქონდეს წითელი წრეწირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სმენის დაქვეითებაც აქვს. 19-დან 13 ადამიანი სმენადაქვეითებული უსინათლოები ვართ და ორ-სამს თუ გვიკეთია სმენის აპარატი. მე რომ გავიკეთე, მაშინ მეორე ხარისხის დაქვეითება მქონდა და არ მეკუთვნოდა უფასოდ, მაგრამ რომც მოეცათ, ძალიან დაბალი ხარისხისაა. საზღვარგარეთ, სადაც დიდი სოციალური პაკეტები აქვთ, აპარატები არ უფინანსდებათ, მაგრამ ახერხებენ, რომ ამ სოციალური პაკეტით შეიძინონ, 30%-ს იხდიან თვითონ. ამ მხრივ, ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობა, მე როცა დამჭირდა, ერთ აპარატში 800 ლარი გადავიხადე და მეორეში – 1400. ვოლფრამის სინდრომის მქონე ადამიანები გარეთ არ გადიან, ძირითადად ჩაკეტილები არიან, რადგან არ ჰყავთ თარჯიმან-მეგზურები და პერსონალური ასისტენტები. კიდევ გვაქვს საჭიროებები – იმის გამო, რომ ხშირად ცუდად არიან ეს ადამიანები, მშობლები ვერ ტოვებენ. მაგალითად, დედაჩემი 2015 წლიდან, როცა მამა გარდაიცვალა, სახლში დაჯდა იმიტომ, რომ მანამდე სახლში მამა გვიწევდა ყველანაირ დახმარებას. ჩვენს შემთხვევაში, საჭმელი პრობლემა არ არის, მეც ვმუშაობ, მაგრამ ზოგი პენსიისა და იმ კაპიკების იმედზეა, რასაც ვიღებთ. თან, უმეტესობა სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობს. ამიტომ, აუცილებელია პენსიის მომატება.

სამომავლოდ, ისევ გავაგრძელებ ბრძოლას, რომ სახელმწიფომ ვოლფრამის სინდრომს იშვიათი დაავადების სტატუსი მიანიჭოს და შეიქმნას უფასო სამედიცინო სერვისი.“

ანა:

„მეც ვოლფრამის სინდრომი მაქვს და შშმ პირი ვარ, არ მაქვს სმენის პრობლემა, მაგრამ მხედველობის – კი. პროფესიით იურისტი ვარ, მაგისტრის ხარისხი მაქვს, მაგრამ ორივე დიპლომი უჯრაში მიდევს, ვერ ვსაქმდები – ვაგზავნი ჩემს რეზიუმეს, გასაუბრებებზეც მიბარებენ, მაგრამ საბოლოდ, არაფერი. ისეთ ვაკანსიაზე არ ვაგზავნი სივის, სადაც ვიცი, რომ ვერ შევძლებ, მაგრამ არის პოზიციები, სადაც ჩემი ცოდნით, ხმოვანი პროგრამითა და კომპიუტერით ყველაფერს დავძლევ. რეზიუმეში არ მიწერია, რომ შშმ პირი ვარ. ამასთან დაკავშირებით, ტრენინგები მაქვს გავლილი და ვიცი, რომ ეს არის ჩემი უფლება – ჩავწერ თუ არ ჩავწერ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას არ ვმალავ და ყოველთვის ვუთითებ, რომ შშმ პირი ვარ, ან სამოტივაციო წერილში აღვნიშნავ.

ამ ეტაპზე, მაინც არ ვჩერდები, ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში, ვცდილობ, ჩემით დავსაქმდე, შეიძლება ეს არ იყოს ანაზღაურებადი, მაგრამ გამოცდილებას მაძლევს. დავარეგისტრირე ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ კუთხითაც მაქვს გეგმები.

ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მინდა, დოქტორანტურაზე ჩავაბარო. უნდა აღვნიშნო, რომ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სახელმწიფო პროგრამით უფინანსდება ყველა შშმ პირს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ დოქტორანტურას საერთოდ არ აფინანსებს. ვიცნობ რამდენიმე შშმ პირს, რომლებმაც თვითონ მოიძიეს ფონდები დასაფინანსებლად, მეც ვცდი ამას. თუმცა დოქტორანტურაზე ჩასაბარებლად აუცილებლად მჭირდება პროფესიული გამოცდილება. ჩემი სამაგისტრო თემა იყო “უსინათლო და მცირემხედველი პირების ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის პრობლემატიკა საქართველოში”, ამ თემის გაგრძელება მინდა, ოღონდ საერთაშორისო კუთხით.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post მაცაცო ხაჭაპურიძე, 33 წლის;  ანა ხაჭაპურიძე, 23 წლის appeared first on WomenOfGeorgia.

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი
„1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე – იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი.

ბოლნისელი შვაბები

გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მაშინ გერმანიის კოლონია და გერმანელების ყველაზე დიდი დასახლება ყოფილა. მათი ჩამოსახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შვაბები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს და ალექსანდრე პირველმა მათ დიდი დახმარება გაუწია – ფულითაც დაეხმარნენ, არც ჯარში მიჰყავდათ, გადასახადებსაც არ ახდევინებდნენ და ამიტომ, მალე ფეხზე დადგნენ. იმ თაობიდან, რომელიც მათ მოესწრო, ყველა აღფრთოვანებული იყო გერმანელების შრომისმოყვარეობით. ეს პატარა ქალაქი, რომელიც მაშინ სამი პატარა სოფლისა და ნასახლარებისგან შედგებოდა, 10 წელიწადში ულამაზეს წალკოტად აქციეს. შვაბებმა, შრომასთან ერთად, კარგი გართობაც იცოდნენ – უფროსები შაბათ-კვირას ეკლესიაში, ე.წ. „ქირხეში“ ატარებდნენ, სადაც უზარმაზარი ორღანი ჰქონდათ ჩამოტანილი და უკრავდნენ. დედაჩემსა და მის ძმებს გერმანული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული, არაჩვეულებრივად საუბრობდნენ შვაბურად და მათ ეკლესიაშიც დადიოდნენ. ახალგაზრდები კი კულტურისა და დასვენების პარკში ერთობოდნენ, სადაც ორკესტრი უკრავდა. დღესასწაულებიდან კი დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ შობასა და აღდგომას. ზოგადად, გერმანელები არაჩვეულებრივად მღეროდნენ და ყველა ოჯახში იყო გერმანული საკრავი.

თურმე, ბოლნისი ედემის ბაღი იყო – მოკირწყლული ქუჩებით, აკაციის, ცაცხვისა და კაკლის ხეივნებით. გოთური სტილით ნაგები სახლები და აივნები ყვავილებით იყო სავსე. გერმანელების წასვლის შემდეგ, მათ სახლებში დასახლებულმა ქართველებმა თითქმის ყველაფერი გადააკეთეს. მაშინ წყალი ძალიან ჭირდა, მაგრამ ბოლნისი წყლის არხებით ისე იყო დასერილი, რომ ვენეცია გეგონებოდა და ყველა ეზოში კამკამა წყალი ჩამოდიოდა. ქართველებმა ამ არხების ნაწილი ამოავსეს, ნაწილზე კი ტუალეტები დააყენეს და დააბინძურეს.

შვაბებს შობისა და აღდგომის დღესასწაულები განსაკუთრებულად უყვარდათ. შობისთვის, ნაძვის ხეს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ, მის ქვეშ კი წითელი ფერის კონუსის ფორმის ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებს, ნამცხვრებსა და ტკბილეულს ალაგებდნენ. გოგრაზე პატარა სარკმლებს ამოჭრიდნენ, შიგნით ანთებულ სანთელს ჩადებდნენ და ამ გოგრებით ხელში შობის ღამეს ქუჩებში დადიოდნენ, გალობდნენ და შობის დადგომას ამცნობდნენ ხალხს. დილით, წინსაფრებში გამოწყობილი ქალები, ტკბილეულით სავსე კალათებით ხელში, ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს უმასპინძლდებოდნენ და შობას ულოცავდნენ. სადღესასწაულო ზეიმი მთელი კვირა გრძელდებოდა. მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ნამცხვრები. შობისთვის აუცილებლად კლავდნენ ღორებს და ხორცით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს, „ვიჩინას,“ ხალადეცს. კლავდნენ ბატს, რომელსაც სპეციალური შიგთავსით ამზადებდნენ. ყურძნის წვენისგან სქელ შარბათს ხარშავდნენ, აცხობდნენ უგემრიელეს ნამცხვრებს: „ლექუხეს,“ „ლიბეს ქუხესა“ და „ნესქუხეს.“

გასაბჭოების შემდეგ, როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად, ბოლნისს ლუქსემბურგი დაერქვა, 1941 წლამდე ასე ერქვა და გერმანელების გადასახლების შემდეგ, ძველი სახელი – ბოლნისი დაუბრუნეს.

48 საათში დაცლილი ლუქსემბურგი

ომის დროს, 1941 წელს, მაშინდელ ლუქსემბურგში, ანუ ბოლნისში მცხოვრები გერმანელები კომუნისტებმა 48 საათში გადაასახლეს შუა აზიისა და ყაზახეთის ცარიელ ტრამალებში. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად ხდებოდა, რომ თითქმის არაფერი წაუღიათ. დედა მიყვებოდა, სატვირთო მანქანები მოაყენეს გერმანელების წასაყვანად, სადაც დიდი საცოდაობა და ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდაო. დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას – მშიერი საქონელი ბღაოდა, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენო. მალე გერმანელების სახლების ძარცვაც დაიწყო. თან, თურმე, ოქტომბრის თვე იყო, უკვე ყურძენიც დაკრეფილი და ზამთრისთვის ორ-სამ სართულიანი სარდაფებიც სავსე ჰქონდათ უამრავი სანოვაგით, მაგრამ თან ვერაფერი წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზამთარი იყო, პირველად ქოხმახებში შეასახლეს, სადაც მრავალი უბედურება გადაიტანეს – შიმშილი, სიცივე და სიკვდილიც.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა გერმანელებს ნება დართო, ყაზახეთიდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. გერმანელების ნაწილი ისევ ბოლნისში დაბრუნდა, რადგან აქაურობა იყო მათი სამშობლო, მაგრამ მოგვიანებით, მათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს და იძულებული გახდნენ, გერმანიაში დაბრუნებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარეს, გერმანიაშიც ახალი ცხოვრება დაიწყეს და ისევ ააყვავეს ყველაფერი. ასეთი ძლიერი ხალხი არასოდეს შემხვედრია. შვაბები განსაკუთრებული ხალხი იყო, ვისგანაც მხოლოდ კარგი შეიძლებოდა გვესწავლა.

დედაჩემი

დედაჩემი შეყვარებული იყო შვაბებზე და ყველა გერმანელთან მეგობრობდა, რადგან შრომისმოყვარე, პატიოსან და ერთგული ხალხად თვლიდა.

დედაჩემს დედა ადრე გარდაეცვალა, თავადიშვილი მამა კი, როგორც „ხალხის მტერი,“ სულ დაპატიმრებული იყო და ბოლოს ისიც დახვრიტეს. ობლად დარჩენილი დედაჩემი და მისი ძმები ბებიის იმედად დარჩნენ, რომელსაც გერმანელები ძალიან ეხმარებოდნენ ამ ობოლი ბავშვების გაზრდაში. ბოლოს კი, როცა ისინი საბოლოოდ ბრუნდებოდნენ გერმანიაში, ერთ-ერთმა გერმანელმა ოჯახმა, გვარად ვალკერებმა, დედაჩემს საკუთარი დიდი ორსართულიანი სახლი დაუტოვა – ჩვენ ისე გვიყვარხარ, ანხელ, ეს სახლი შენი იყოსო – ასე უთქვამთ წასვლის წინ. მე დღემდე ამ სახლში ვცხოვრობ.

მამაჩემი ფრონტზე რომ წავიდა, დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად. ჩასვლისთანავე, სტალინგრადში უკრეს თავი და იქ ორ-სამ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. დედა მარტო მზრდიდა, ამიტომ სულ მუშაობდა – ტექნიკუმში, ქართულ და საღამოს სკოლებში გერმანულს ასწავლიდა. მე დედაჩემს თითქმის ვერ ვხედავდი და ამიტომ ძიძები მყავდა. სამი წლის რომ ვიყავი, დედამ 15 წლის ოლღა მოიყვანა ძიძად, რომელიც ორი წელი მზრდიდა, მაგრამ 17 წლის გათხოვდა და შემდეგ ჩემი ძიძა ევდოკინე იყო. სხვა რა გზა ჰქონდა დედაჩემს, უნდა ემუშავა და ფული ეშოვნა, ჩემი რჩენა რომ შესძლებოდა. დედაჩემის სახეზე ღიმილი იშვიათად მინახავს…

შეხვედრა შტუტგარტში

1991 წელს, დედაჩემის თანაკლასელმა ერნსტ ალმენდინგერმა, ბოლნისელი შვაბების შეკრებაზე დაგვპატიჟა შტუტგარტში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მისი ინიციატივით ეწყობოდა. ეს ის დრო იყო, როცა ადვილი არ იყო გერმანიაში ჩასვლის ნებართვა მიგეღო, მაგრამ მე თუ რამე დავიჩემე, იმას აუცილებლად მივაღწევ. იმდენი ვირბინე, რომ დედაჩემთან ერთად გერმანიაში ჩავედი. დედაჩემის კლასელი ერნსტი და მისი მეუღლე გრეტა ქელერი, რომლებიც ბოლნისში ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მატარებლის სადგურზე დაგვხვდნენ, ეს იყო ძველი მეგობრების საოცრად ემოციური შეხვედრა.

ბოლნისელი შვაბებისა და მათი შთამომავლობის შეხვედრები ყოველ ორ წელში ერთხელ, 27 აგვისტოს, შტუტგარტში იმართებოდა. უამრავი მაგიდა იყო გაშლილი, ორიათასამდე სტუმარი იყო მოწვეული, დიდი ტრიბუნა დამონტაჟებული. ამ შეკრებაზე რომ შევედით, დედაჩემს თავისი ბავშვობის მეგობრები დაეხვივნენ და ეს ისეთი საოცრება იყო, სიტყვებით ვერ აღვწერ. დედაჩემი როგორი გახარებული იყო, რომ იცოდეთ… იხსენებდნენ მეგობრებს, მიცვალებულებსა და საქართველოს, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი შემხედვარე, ვიჯექი და ვტიროდი.

გერმანიაში ერთი თვე დავრჩით და საქართველოში რომ დავბრუნდით, 1991 წელს აქ ომი დაიწყო. უამრავ წერილს გვწერდნენ გერმანიიდან და ნანობდნენ, იქიდან რომ გამოგვიშვეს.

სხვათა შორის, 1989 წელს ერნსტ ალმენდინგერმა გერმანიაში გამოსცა სქელტანიანი წიგნი – ,,ეკატერინენფელდი – სოფელი დასახლება კავკასიაში”. წიგნი ასახავს კავკასიაში შვაბების მიგრაციის პროცესს – როგორ გამოემგზავრნენ ისინი 1817 წლის 10 მაისს ვიუტემბერგიდან და მდინარე დუნაის გავლით გამოიარეს ქალაქები: ბუქარესტი, ისმაილი, ოდესა, მარიუპოლი, როსტოვი და კავკასიის მთების გავლით, მოადგნენ თბილისს. წიგნის შესავალში არის კავაკასიის შესახებ ისტორიული მიმოხილვა და საბოლოოდ, მოთხრობილია კატერინენფელდის დაფუძნებისა და აღმშენებლობის შესახებ. შეგროვებული ფოტომასალა და სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს ამ გერმანული კოლონიის ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნანა ჩერქეზიშვილი, 60 წლის, თბილისი
მარიამი როცა დაიბადა…

„მარიამი როცა დაიბადა, ექიმებს ჩემთან რამდენიმე დღე არ შემოჰყავდათ. მაგუებდნენ, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო, ვერ იცოცხლებდა და მარწმუნებდნენ, რომ ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ მას დავტოვებდი. 4 დღის შემდეგ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, პირველად შევხვდი მას – საოცრად ლამაზი ბავშვი იყო, მხოლოდ იმდენად სუსტი, რომ დამოუკიდებლად ჭამა უჭირდა. დიდი ბრძოლა დამჭირდა, სამშობიაროდან შვილი რომ გამომეყვანა. არცერთი ექიმი არ მედგა გვერდით. დაუნის სინდრომი – ეს იყო ის სავარაუდო დიაგნოზი, რომლითაც დედა-შვილი იაშვილის საავადმყოფოში გადავედით და ერთი თვე დავყავით. იქაც ჯოჯოხეთური ცხოვრებით ვიცხოვრე – ყოველდღიურად მიწევდა ექიმებთან გამკლავება, რომ ბავშვი არ დამეტოვებინა. ნერვიულობაზე რძე გამიშრა და მეძუძურ დედებთან პალატიდან პალატაში დამყავდა მარიამი, რომ დედის რძე ეჭამა. ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დაუნის სინდრომთან ერთად, მოვიკრიბე ძალები, თავში დავალაგე ყველაფერი – ისიც კი დავინახე, როგორი იქნებოდა მარიამის ცხოვრება, როცა მე 60 წლის ვიქნებოდი და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად ამ პრინციპული წინააღმდეგობებისა, ჩემი შვილი ჩემთან დარჩებოდა.

იმ პერიოდისთვის, დაუნის სინდრომის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. წარმოიდგინეთ, პედიატრებიც ვერ ახერხებდნენ, ბავშვის მოვლის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ ჩემთვის. პირიქით, არასწორად ახასიათებდნენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს და მეც დავაჯერე თავი, რომ მარიამი ვერასდროს მიცნობდა, დედას ვერ დამიძახებდა, ვერ გაივლიდა. მიუხედავად ამისა, ჩემით ვიღებდი განათლებას – ვკითხულობდი უამრავ ლიტერატურასა და სტატიებს სინდრომის შესახებ და მივხვდი, რომ ექიმების მიერ მოწოდებულ სურათს საერთო არაფერი ჰქონდა რეალობასთან. ვიცოდი, რომ მარიამთან ერთად სირთულეები, ბევრი თერაპიული მუშაობა, მაგრამ შედეგიანი და ლამაზი ცხოვრება მელოდა. მარიამი ახლა 17 წლისაა.

ის, რაც დავთმე…

მარიამი ჩემი მეორე შვილია. თავდაპირველად, ოჯახის ყველა წევრი – მეუღლე და ჩემი უფროსი ბიჭიც ჩართული იყო ბავშვის მოვლასა და ზრუნვაში, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მარიამს გაცილებით მეტი სჭირდებოდა – მუდმივად იყო იმის აუცილებლობა, რომ გვერდით დამხმარე ჰყოლოდა, რომელიც ატარებდა სხვადასხვა თერაპიულ სეანსებზე, ლოგოპედთან, მასაჟისტთან, როცა წამოიზრდებოდა, უკვე სკოლაში და სხვადასხვა წრეზე. ოჯახში სხვა არავინ გვყავდა დამხმარე და მთელი ტვირთი მე დამაწვა. ძალიან გამიჭირდა მარიამის დედობისა და კარიერის შეთავსება. ამიტომ, მალევე გადავწყვიტე, ყველაფერი მიმეტოვებინა და საკუთარი თავი შვილის სამსახურში ჩამეყენებინა. პროფესიით სამკერვალო წარმოების ტექნოლოგი ვარ და იმ დროისთვის საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური მქონდა. ცხადია, ჩემი პროფესიით ახლაც კარგი შემოსავალი მექნებოდა, მაგრამ მთლიანად მოვერგე მარიამის საჭიროებებს. გადავწყვიტე, რადგან თავიდანვე გავიღე ეს მსხვერპლი, რომ ჩემი პირადი დამეთმო, ბოლომდე ამას მივყოლოდი.

მეგობრებს ხშირად უსაყვედურიათ, რომ არ შეიძლებოდა ყველაფრის ასე გაწირვა შვილისთვის, მაგრამ მე გამოსავალს ვერ ვხედავდი. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ოჯახის რჩენის მთელი ტვირთი ჩემს მეუღლეს დააწვა. მარიამი ჯერ ერთი წლისაც არ იყო, როცა მივიღეთ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი, რაც დღემდე გვაქვს. ხანდახან ვფიქრობ, როგორ გავზრდიდი ამ სტატუსის გარეშე ბავშვს, რომელსაც ამდენი სამედიცინო თუ სოციალური სერვისი სჭირდებოდა. ნაწილობრივ, ამ სერვისებს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა მშობლისგან უდიდეს რესურსს მოითხოვს – თერაპიიდან თეარაპიაზე სიარული, ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა, სკოლასა და წრეებზე ტარება, მეცადინეობა. ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ეს ყველაფერი ერთ სივრცეში რომ იყოს თავმოყრილი, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და მშობელს საკუთარი თავისთვისაც რჩება დრო. ასეთი კომპლექსური სერვისები ჩვენთან ფასიანია და ამის გადახდის ფუფუნება არ გვაქვს.

მარიამის მომავალი

ჩემი მიზანია, როცა აღარ ვიქნები, მარიამი ტვირთად არ დააწვეს თავის ძმასა და საზოგადოებას. ამიტომ ვმუშაობ ამდენს, რომ მას ჰქონდეს თავისი პროფესია და თუნდაც, მცირედი, მაგრამ საკუთარი შემოსავალი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა ბავშვების უმეტესობა, არასრულ საშუალო განათლებას იღებენ. ხშირად, ამის მიზეზი ისაა, რომ რაც უფრო რთულდება პროგრამა, მით უფრო დაუძლეველია ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. პროგრამა არ არის ადაპტირებული და ბავშვები კლასში ტყუილად სხედან. მაგრამ ჩემი მიზანია, მარიამმა სრული საშუალო განათლება მიიღოს, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა, რაც მას სამომავლოდ გზის გაკვალვაში დაეხმარება.

სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა ინკლუზიური განათლებისთვის მზად არ აღმოჩნდა – წარმოიდგინეთ, მთელ სკოლაში ერთი სპეც-მასწავლებელია, რომელიც ყველა კლასის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობს. მარიამი ძალიან რთული პროგრამით გადის და მას, პრაქტიკულად, არავინ აქცევს ყურადღებას. მე ვეხმარები – ჯერ ვკითხულობ ტექსტებს და მერე მარიამს მისთვის გასაგებ ენაზე ვუხსნი. ამას, წესით, სისტემა უნდა აკეთებდეს. ახლა რამდენიმე მასწავლებელთან ერთად ასეთი მეთოდი მოვიფიქრეთ – ახალი მასალის ახსნისას, თითოეული პედაგოგი მოამზადებს ტესტს და მარიამიც ამ ტესტის მიხედვით ისწავლის ძირითად საკითხებს. მაგრამ ასეთ მუშაობას ყველა პედაგოგს ვერ მოსთხოვ.

მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. ხშირად ყოფილა, მივსულვარ სკოლაში, მომითხოვია ადმინისტრაციისგან, რომ მარიამი ჩაერთოთ საგაკვეთილო პროცესში მისთვის ადაპტირებული მასალის გაცნობის შედეგად, მაგრამ ამას მხოლოდ საჩვენებლად აკეთებენ, მაგალითად, როცა სტუმარი მოდის.

მე არ მინდა, მარიამი საჩვენებელი ბავშვი იყოს. იმხელა შრომა ჩავდე მარიამის განვითარებაში, ახლა დროა, ეს სახელმწიფომ გადაიბაროს და ხელი შეუწყოს მარიამის მსგავსი ახალგაზრდების ინტეგრაციას.

ჩვენ და პანდემია

პანდემიით გამოწვეული იზოლაცია ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ, განსაკუთრებით, ჩვენ გაგვიჭირდა. ონლაინ საგაკვეთილო პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდისთვის არანაირი აზრი არ აქვს. მარიამი ვერ გრძნობს, რომ ჩართულია და პროცესის თანამონაწილეა, ამიტომ, ხშირად, ან არ შედის გაკვეთილზე, ან უბრალოდ ისეთი მოსაწყენი ხდება, რომ ეძინება. ძალიან ვნერვიულობ, რადგან ამდენი წლის ნაშრომი, ვხედავ, როგორ მეყრება წყალში. სახლში გამოკეტვა და უმოქმედობა მარიამის გონებრივ განვითარებაზეც აისახება – სკოლაში და წრეებზე მას სოციალიზაციაც კი აძლევდა ცონასა და უნარ-ჩვევებს. ახლა ოთხ კედელში გამოკეტილს, ისიც კი ავიწყდება, რაც აქამდე ისწავლა და შეიძინა.

აქაც მაქვს შენიშვნა საგანმანათლებლო სისტემასთან – არავის უფიქრია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის, ჩართულობის მეთოდების გამოყენებით, განსხვავებული ონლაინ გაკვეთილები მოეფიქრებინა. გამოუვალ მდგომარებაში ვართ და თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ.

პანდემია გადაივლის და მე ისევ მარიამის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე მომიწევს ფიქრი – როგორ იცხოვრებს, ვინ დაუდგება გვერდით, დაიცავს კი მას სახელმწიფო? მე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა გოგოს დედას, კიდევ ერთი საფიქრალი მაქვს: მარიამი ძალიან მიმნდობი ადამიანია, არ ახასიათებს აგრესიული ქცევა და ვერ ფლობს თავდაცვის უნარებს. ის, პრაქტიკულად, ღიაა მთელი სამყაროს მიმართ. ჩვენს ქვეყანაში, სადაც გოგოებსა და ქალებზე ძალადობა ყოველდღიურად ხდება, როგორ შემიძლია, მე როგორც დედას, დავიცვა ჩემი შვილი ამ შესაძლო ძალადობისგან? კვლევებმა აჩვენა, რომ შშმ გოგოები და ქალები ორჯერ უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ტიპური განვითარების ადამიანები. მე მარიამს ვასწავლი, როგორ უნდა იცხოვროს დამოუკიდებლად, მაგრამ დახვდება კი მას ისეთი გარემო, სადაც უსაფრთხოდ გააგრძელებს ცხოვრებას?! აი, ამდენი შეკითხვა მაქვს, მე როგორც შშმ ახალგაზრდის დედას სახელმწიფოსთან და პასუხები ჯერაც არ ვიცი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post ნანა ჩერქეზიშვილი, 60 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი
“23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი – მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და იქიდან მოყოლებული, შვილს მარტო ვზრდი. მალევე ვიშოვე ჩემი პირველი სამსახური, უნივერსიტეტში, დიპლომატიის ისტორიის და შემდგომ, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ჩემი დეპარტამენტი გაუქმდა, წამოსვლა მომიწია და 2016 წელს, გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო.

ჩემს მეგობარს ტანსაცმლის ბრენდი აქვს და მითხრა, მოდი, საბეჭდი აპარატი ვიყიდოთ, პირველ ეტაპზე მე შეგიკვეთავ და მერე სხვა კომპანიებისგანაც აიღებ შეკვეთებსო, თავისი ოფისიც დამითმო, ეს იყო ძალიან კეთილი ჟესტი მისი მხრიდან. ერთი პატარა საბეჭდი აპარატიდან დავიწყე და იმდენი შევძელი, რომ ამჟამად, საკუთარი სამკერვალო საწარმო მაქვს ყველა ტიპის მომსახურებით, რომელსაც სრულყოფილი შეკვეთების აღება შეუძლია. საწარმოში შვიდი ქალია დასაქმებული და სრულ განაკვეთზე მუშაობენ. როგორც თითქმის ყველა სხვა კომპანიაზე, პანდემიამ ჩვენზეც იქონია გავლენა – რაღაც პერიოდი საერთოდ გაჩერებაც მოგვიწია, რაც დიდი ზარალი იყო, მაგრამ აგვისტოს თვიდან ისევ შევძელით სრულყოფილად ამუშავება. ჩვენს დამკვეთებს ეტყობათ, რომ ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ შეკვეთებს თამამად, თუმცა, რაღაცნაირად, ნელ-ნელა ისევ დგებიან ფეხზე.

პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე – თებერვალში, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო, მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად მაინც ძალიან რთული გადასატანი იყო. თებერვალშივე, მეგობართან, ირინკა კურტანიძესთან ერთად თურქეთში წავედი, სადაც ოპერაცია გავიკეთე.

როცა ეს დიაგნოზი გავიგე, პირველი ემოცია, რაც მქონდა, მკერდის დაკარგვის შიში იყო, რაც, ალბათ, ყველა ქალს აქვს, ვისაც ეს გამოუვლია. თურქეთში არაჩვეულებრივმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ, თვალი გავახილე თუ არა, მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინია, შენი მკერდი ადგილზეაო. ასეთი ემპათიური ექიმი არასდროს მინახავს. თავიდან, როცა დიაგნოზი დამისვა და კვლევაზე გამიშვა, თავში მეტასტაზები გამოვრიცხოთო, დერეფანში ვიჯექი და უკვე მკერდზე ვეღარც ვფიქრობდი, იმდენად ცუდად გავხდი. ამ კაცმა ჩემი მეგობარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდა და სულ ბოდიშს ვუხდიდი, ამ ყველაფრის გავლა რომ მოუწია ჩემ გამო, გაიყვანა და უთხრა, ეს ძალიან რთული პერიოდია, მარტო ხართ აქ და იცოდე, რომ ახლა მე ვარ შენი ოჯახიო. მარტო ჩემთვის კი არა, ჩემ გვერდით მყოფისთვისაც რომ ემოციური იყო, ეს იცოდა და მასზეც იზრუნა. ეს მერე მომიყვა ირინკამ და ვიტირე.

მარტში ისევ წავედი თურქეთში, უკვე ქიმიოთერაპიის დასაწყებად. ამჯერადაც მეგობართან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად. პანდემიის გამო უკვე საავადმყოფოები იკეტებოდა და კოვიდ-ცენტრები ეწყობოდა, ისეთი მდგომარეობა იყო, კლინიკაში საკუთარ პაციენტებს ვეღარ იღებდნენ ქიმიოთერაპიისთვის. ერთი კვირა სასტუმროს ნომერში ვიყავით გამოკეტილი, უიშვიათესი გამონაკლისი დაუშვეს – დისტანციურად დამინიშნეს ქიმიოთერაპიის სქემა და მომცეს რეცეპტი. წამლები იქვე ვიყიდე და რომ ჩამოვედი, პირადი ნივთების ჩემოდნის გარდა, ერთი დამატებითი ჩემოდანი პრეპარატებით მქონდა სავსე. ისე მოხდა, რომ თბილისიდან ბოლო ფრენით წავედი თურქეთში და იქიდანაც ბოლო ფრენით ჩამოვედი.

პირველი ქიმიოთერაპია ძალიან რთული იყო. რამდენიმე დღე არის ურთულესი გადასატანი – რაღაცნაირად, რეალობას წყდები, ვერ ხვდები, სად ხარ. ხმაურზე ისტერიკა მემართებოდა და იმდენად დასტრესილი ვიყავი, შოკისგან სულ მეძინა. ქიმიოთერაპიასა და ოპერაციაზე რთული, თმის დაკარგვის მომენტი აღმოჩნდა, რომლის გადალახვასაც რამდენიმე თვე მოვანდომე. თმა ჩემთვის ჩემი იდენტობის ნაწილი იყო, გრძელი თმა მქონდა, რომელსაც ხან ერთ მხარეს ვიწევდი, ხან – მეორე მხარეს. ამ ჩვევების მოშლამ გამაგიჟა, ხელს რომ მოვიკიდებდი და თმის ნაცვლად, ჩალმა მხვდებოდა. პარიკიც ვიყიდე, თუმცა ერთი დღეც ვერ ვიხმარე, საკუთარ თავთან მქონდა დისკომფორტი. ქიმიოთერაპია ავტომატურად უკავშირდება ამ პროცესს და უცებ ხვდები, რომ რაღაცის ნაწილი ხდები, რისი ნაწილიც გუშინწინ არ იყავი. ყველაფერს ვკითხულობდი თმის ცვენასთან დაკავშირებით, მანამდე წარმოდგენა მქონდა, რომ პირველ ქიმიოთერაპიას რომ გავიკეთებდი, იმავე დღესვე დამცვივდებოდა და თურმე, სტანდარტულად, ორი კვირის მერე იწყება ცვენა. ის ორი კვირა ყოველდღე ვისინჯავდი თმას და ორი კვირის თავზე, როცა მეგონა, რომ გადავრჩი და იშვიათი გამონაკლისი ვიყავი, ხელი მოვისვი და თოჯინას თმასავით დაიწყო ჩამოსვლა. იმდენი ვიტირე… მეგობრებმა შემომთავაზეს კიდეც, თუ გინდა, ჩვენც გადავიპარსავთ თმას, ოღონდ შენ არ ინერვიულო და კარგად იყავიო, მაგრამ კიდევ ერთი გადაპარსული თავის ყურება აღარ შემეძლო. აქ ყველაზე რთული იყო ის, რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და მეორე – საკუთარი იდენტობის აღქმა როგორც გაქვს, მანდედან რომ გამოდიხარ, ესაა ძალიან მტკივნეული.

ქიმიოთერაპიის პერიოდში ჩემი შვილი საოცრად მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე, მოდიოდა და მძინარეს მკოცნიდა ხოლმე, მგონი, ამ პერიოდმა ნინიკო ძალიან გაზარდა. ძალიან ვცდილობდი, რომ დედის დაკარგვის შიში რაც არის, ეს არ ჰქონოდა და სულ ვეუბნებოდი, რომ არაფერი მჭირს და საფრთხე არ მემუქრება და ვიცი, რომ სჯეროდა ამის. ჩემი ოჯახიც ძალიან მეხმარებოდა, მშობლები, დები. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ნოემბერში ისევ მიწევს გამოკვლევა და გადამოწმება და ცოტა ვნერვიულობ.

ეს ყველაფერი რომ მორჩა, ისევ მოვძლიერდი და აგვისტოში, მე და ჩემს მეგობარს – თათული წიფურიას, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ბრენდი – Eya გვაქვს ძალიან საინტერესო ჩანთები, აბსოლუტურად ხელით გაკეთებული, გვაქვს ტანსაცმელიც, რომლის ყველა დეტალზე ჩვენ ვიზრუნეთ. ეს ყველაფერი უკვე გაყიდვაშია და ჩემი სამომავლო გეგმაც ჩვენი ბრენდის გაძლიერებას უკავშირდება. მინდა, საინტერესო აქსესუარები და ტანსაცმელი შევქმნა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: გედა დარჩია

The post ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი
“სულ ვამბობ, რომ თელავი „დაბერდა.“ როგორც ყველა სხვა რეგიონში, აქედანაც ხდება “ახალგაზრდა ტვინების” გადინება – ბაკალავრიატს დაასრულებენ თუ არა, დიდ ქალაქებში მიდიან.

ჩვენ თუ არ შევცვლით, სხვა ისე შეცვლის, როგორც მას სურს და ვხედავთ, რომ ასეთმა შეცვლამ დიდი სიკეთე ვერ მოგვიტანა.

უკვე რამდენიმე წელია, თელავში, ახალგაზრდული ინტერესების ადვოკატირების პროცესში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემი აქტივიზმი სკოლამ განაპირობა, სადაც მუდმივად ვაწყდებოდი მასწავლებლების მხრიდან ბავშვების ჩაგვრას, შერჩევითობას, განათლების დაბალ დონეს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ალტერნატიული ცოდნის წყაროები მომეძიებინა, რომელიც ჩვენი – ახალგაზრდების უფლებების დაცვას შემასწავლიდა.

რთულია, თელავში იპოვო ისეთი ადგილი, სადაც განვითარდები. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ყველა ტრენინგსა თუ ფორუმს ვესწრებოდი, გავდიოდი სტაჟირებებს, ვსწავლობდი ლობირებისა და ადვოკატირების მექანიზმებს, რამაც, საბოლოოდ, აქტივისტად ჩამომაყალიბა. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტში გავიმარჯვე და მერიაში მომიწია მუშაობამ. მერიაში სტაჟირებამ მომცა ცოდნა, სტრუქტურულად გამეგო, ვის რა უფლება-მოვალეობები ჰქონდა, ვისთან უნდა მივსულიყავი კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად და ვინ ვერ გაექცეოდა პასუხისმგებლობას. შედეგად, თელავში ყველა მიცნობს, როგორც ცვლილებაზე ორიენტირებულ ადამიანს.

რთულია, რეგიონში გამორჩეული ახალგაზრდა იყო, რადგან შენში ყოველთვის ხედავენ ადამიანს, რომელიც კონკრეტული პარტიული ინტერესის ტაშის დამკვრელი იქნება, ხშირად, ჩემი პროეტესტი თვითმმართველობაში აღქმული იყო, როგორც რომელიმე პარტიის წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის შემაფერხებელი. რაც არ უნდა თქვან, რომ რომელიმე პარტიის პოზიციას ვაჟღერებ ამ ჩემი პროტესტით, მე ვიცი, ვინც ვარ – მე ვარ მოქალაქე, რომელიც იბრძვის ახალგაზრდების უკეთესი მომავლისა და ჩემი ქალაქის განვითარებისთვის.

ჩვენი, ახალგაზრდების პირველი მოგებული ბრძოლა იყო – ტრანსპორტის გაჩერებები. უნივერსიტეტიდან ან სხვა სივრცეებიდან გამოსულებმა, არ ვიცოდით, სად უნდა დავლოდებოდით კერძო ტრანსპორტს (თელავში არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი), ხშირად, თოვლსა და წვიმაში, გარეთ გვიწევდა ლოდინი, მუნიციპალიტეტთან შევქმენით მოლაპარაკებების ფორმატი და დავარწმუნეთ, რომ თუ გაჩერებებს გააკეთებდნენ, სათქმელი ექნებოდათ, რომ სიკეთე გაუკეთეს ახალგაზრდებს, ჩვენ კიდევ უამინდობაში გაჩერებებზე გვექნებოდა თავშესაფარი. დავწერეთ პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყველა დეტალი – ბიუჯეტი, ესკიზები. მოკლედ, ყველა გზა მოვუჭერით უარისთვის. 2 თვეში გაჩერებები გვქონდა.

შემდეგი საკითხი მუნიციპალური ტრანსპორტის გამართვა იყო. ახალგაზრდებს გადაადგილების პრობლემა გვაქვს – ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია. ქალაქთან სოფლების ახალგაზრდების დაკავშირება 6-ის მერე საერთოდ ვერ ხერხდება, რაც იმის მიზეზია, რომ 6-ის მერე რეგიონი „იძინებს.“ ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ.

შემდეგი საკითხი, რაც წამოვჭერით, ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცეების შექმნაა.

ღია ცის ქვეშ კინოთეატრი გავაკეთეთ, რომელსაც ასეულობით ადამიანი ესწრებოდა. თუმცა ამ პროექტს მდგრადობისთვის ბიუჯეტი ესაჭიროება.

მუნიციპალიტეტთან მუშაობა არ იყო მარტივი, თუმცა ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ხშირად გვქონია დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებთან. მაგალითად, როცა ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზე გვქონდა დებატები, გვირჩიეს, ადგილი მოგვეძებნა, კოცონი დაგვენთო და მის გარშემო გვესაუბრა. ფორუმებზე ვუსაბუთებდი არგუმენტირებულად, რომ ახალგაზრდული სივრცეების ძველი გაგება – კოცონი და ჭიაკოკონობა, ახლა საინტერესო აღარ იყო და ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიური სივრცეები სჭირდებოდათ განვითარებისთვის. როცა წინადადებით შევდიოდით თვითმმართველობაში, ბოლომდე დამუშავებული პროექტი მიგვქონდა – ესკიზებით, ბიუჯეტით, შერჩეული ადგილით, სხვა ქვეყნების მოდელების გაზიარებით და შემდეგ უკვე გზა აღარ რჩებოდათ, უარი ეთქვათ. ძალიან კარგად მუშაობს ხელმოწერების შეგროვებაც, რომელიც მე ცოტა მოძველებული მეთოდი მგონია.

ჩვენი აქტიურობით ის შევცვალეთ, რომ დეპუტატების უმრავლესობა დავაფიქრეთ, რომ ქალაქს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება სჭირდება. მახსოვს, პირველად რომ გამოვჩნდით საკრებულოში, დეპუტატების უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ 2 მოწვევის საკრებულოში ახალგაზრდების ინიციატივა პირველად ნახეს. მიხარია, რომ ჩვენი აქტივიზმის შედეგია ის, რომ ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო ახალგაზრდული იდეებისთვის და რამდენიმე იდეამ გაიმარჯვა კიდეც. ერთ-ერთმა დეპუტატმა სამი იდეა წამოაყენა, რომელიც ჩვენი იყო, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ოღონდ გააკეთონ და ჩათვალონ, რომ თავიანთია. თელავი გახდება სამაგიდო თამაშების ქალაქი, ასევე გაკეთდება პარკი, რომელიც ინტერნეტითა და ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციური შენობებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს მოიტანა, ერთის მხრივ, ჩვენმა რადიკალურმა ქმედებებმა და მეორეს მხრივ, თანამშრომლობითმა პოლიტიკამ.

ახლა სხვაგან მიწევს ხარისხიანი განათლების გაგრძელება. თუმცა ეს ჩემი წასვლა ქალაქის მიტოვებას არ ნიშნავს. აუცილებლად დავბრუნდები თელავში, საკუთარ თავს საკრებულოს დეპუტატადაც ვხედავ. სწორედ აქტივიზმიდან წასული ადამიანები მინდა პოლიტიკაში, რადგან ვერავინ გააჟღერებს იმ ინტერესებს ისე, როგორც ეს ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა. ახალგაზრდები პოლიტიკოსებს ძირითადად წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, როცა შეხვედრებზე იბარებენ. არჩევნების შემდეგ, ყველას ვავიწყდებით და გვაიგნორებენ, რაც უიმედობას აღვივებს. პოლიტიკა ბინძური საქმე აღარ იქნება, თუ მას სწორი ადამიანები გააკეთებენ და ვფიქრობ, რომ თუ იცი, როგორ აკეთო საქმე გარედან, შიგნიდან აუცილებლად მოიტან ცვლილებებს.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი appeared first on WomenOfGeorgia.