ჟ-ქ Archives - WomenOfGeorgia

ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი
”ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ორ მეგობართან ერთად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საოფისე პროგრამების შესწავლის უფასო კურსზე ჩავეწერე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეგობრებმა სწავლა პირველივე თვეს მიატოვეს და მარტო დავრჩი, კურსი მაინც ბოლომდე მივიყვანე. პროფესიაც ამას დავუკავშირე და ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბარე, კომპიუტერი და უცხო ენები ერთად რომ ისწავლებოდა. თუმცა, პირველი სემესტრის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით, კომპიუტერები მოგვიხსნეს და საბოლოოდ, მხოლოდ ინგლისური ენის ფილოლოგებად დაგვტოვეს. ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი და ამიტომაც, ამ პროფესიით არ მიმუშავია. თავიდან, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის პროექტებზე ვმუშაობდი, გარდა ამისა, წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალში ჩავერთე საორგანიზაციო ჯგუფის წევრად. ეს ფესტივალი, “წყალტუბოს დევნილ ქალთა” ორგანიზებით, წელს უკვე მერვედ ჩატარდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტრენინგი გავიარე ბლოგის შექმნაზე, რომელიც დოდი ხარხელმა ჩამიტარა. პირველად მაშინ გავიგე, საერთოდ ბლოგი რა იყო. ეს ტრენინგი იმდენად ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა, სახლში რომ დავბრუნდი, ორი ღამე გავათენე ჩემი პერსონალური ბლოგის შესაქმნელად. ეს იმხელა მიღწევა იყო ჩემთვის, ჭკუაზე არ ვიყავი – ამ ბლოგზე პირად შეხედულებებსა და ჩანახატებს აქტიურად ვწერდი. შემდეგ უკვე იყო „ღია რუკები კავკასია“-სთვის GPS ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რუკების დახაზვა. მაშინ ეს ახალი ტექნოლოგია იყო და მთელი იმერეთი GPS-ებით მოვიარეთ. ეს მონაცემები კომპიუტერში შეგვყავდა სპეციალური პროგრამით და მოკლედ, ახალ ტექნოლოგიებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. თუმცა წყალტუბოში მაშინ არანაირი შესაძლებლობა არ იყო, დამატებითი ცოდნა რომ მიმეღო ამ მიმართულებით და ქუთაისში სიარული მიჭირდა, რადგან საღამოს საათებში ტრანსპორტი არ არის. შემდეგ დავოჯახდი და ორსულობის პერიოდში სახლში ყოფნა მომიწია, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

ერთ დღესაც, შემთხვევით, UN Women-ის განცხადებას წავაწყდი, ქალებისთვის სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებ-პროგრამირების კურსის შესახებ. ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და განაცხადი შევავსე, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, ამდენ ადამიანში რომ მე შემარჩევდნენ. უკვე საერთოდ რომ აღარ მახსოვდა ეს ამბავი, ჩემს პირად ფოსტაზე წერილი მოვიდა, რომ მეორე ეტაპზე გადავედი და ტესტირება უნდა გამევლო. აქ უკვე მომეცა იმედი, რომ შესაძლოა, ფინალურ ეტაპამდე გავსულიყავი და ტესტი დიდი მონდომებით შევავსე. მოკლედ, ისევ მივიღე შეტყობინება, რომ შემარჩიეს და გახსნაზე მეპატიჟებოდნენ ბათუმში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. უკვე ორი შვილი მყავდა და მახსოვს, გავიფიქრე, ახლა როგორ ვთქვა, სამი დღით ბათუმში მივდივარ ამ გრანდიოზულ ამბავზე-მეთქი. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სკეპტიციზმი – „რატომ დადიხარ მაგ ტრენინგებზ?ე“, „დროს რაში კარგავ?!“, „რაში უნდა გამოიყენო?!“ და ა.შ. ასეთებს ყოველთვის ვუმტკიცებდი, რომ არცერთ ტრეინინგზე ტყუილად არ მივლია.

დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ჩავედი ბათუმში. ძალიან ბედნიერი ვიყავი და კურსი იმდენად წარმატებულად დავამთავრე, რომ ბოლოს, იმ 40 საუკეთესო ქალს შორისაც მოვხვდი, ვინც სტაჟირებისთვის შეარჩიეს.

კარგად დამამახსოვრდა, რაც ამ სასწავლო კურსის გახსნაზე გვითხრეს – „ამ პროგრამაში ჩართვით, თქვენ შეგიძლიათ, შეიცვალოთ პროფესია.“ მაშინვე გავიფიქრე, რომ მე ამას გავაკეთებდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ავიხდინე. ჩემი მეორე პროფესია პროგრამირება გახდა, რაც სულ მინდოდა. პირველი ვებ-გვერდი ახლობელს გავუკეთე და ფასიანი შეკვეთაც მალევე მივიღე, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი შვილები ცოტა რომ წამოიზრდებიან, ვგეგმავ, რომ კოდირებაც შევისწავლო და ვებ-საიტები თავიდან ბოლომდე მე დავწერო.

გარდა კერძო შეკვეთებისა, ეს ახალი უნარები სამსახურების დაწყებაშიც ძალიან დამეხმარა. პირველად “წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის წყალტუბის სასულიერო გიმნაზის” დირექტორმა ირწმუნა ჩემი და სამსახურში მიმიღო. გიმნაზიაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლი, ასევე, ვარ ხელოვნების პედაგოგი. მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი კი თავად დაინტერესდა ჩემი უნარებით – გავიგე, ტექნოლოგიებში ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში და შენნაირი კადრი ძალიან მჭირდებაო. ასე აღმოვჩნდი საინფორმაციო მენეჯერად საჯარო სკოლაშიც. სკოლაში ყოველთვის ვცდილობ, რომ მხოლოდ წიგნით არ შემოვიფარგლო – წარმატებულ ქალებზე მოყოლით, ბავშვებს ვუნერგავ, რომ გოგოებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში არწმუნებენ გოგოებს, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და სწორედ ამიტომ, ქალები ნაკლებად ინტერესდებიან ტექნოლოგიებით.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს ფინანსურ შემოსავალზეც აისახა, მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის მიხარია, როცა იმათ ვეხმარები, ვისაც ეს სჭირდება. მაგალითად, სიამოვნებით ვეხმარები პედაგოგებს და ჩემთან კერძო გაკვეთილებზე დადიან, ტექნოლოგიური უნარების დახვეწაში ვეხმარები, რადგან ახლა მათ ეს ძალიან სჭირდებათ. სხვა ქალებსაც რომ ვუზიარებ ჩემს ცოდნას, ამით თვითშეფასება მეც ამიმაღლდა. იმის გამო, რომ ვიცი უცხო ენა, ვმუშაობ ხელოვნების სფეროში, მაქვს ხელნაკეთი სათამაშოების მცირე ბიზნესი და უკვე ვებ-პროგრამირებაც ჩემი პროფესია გახდა, პანდემიის დროს არ გავჩერებულვარ. ახალმა ცოდნამ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შემძინა და ვიცი, რა პერიოდიც არ უნდა დადგეს, აღარ დავიკარგები.

ჩემი მოტივაცია ტექნოლოგიებში და კერძოდ, UN Women-ის პროგრამაში, ლილი ფულარიანი იყო, რომელთან ერთადაც მოხალისეობრივად გვაქვს ფეისბუქის გვერდი – “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები.” ამ პანდემიის დროს, დიდი გეგმები გვაქვს – გვინდა, ქალებს დავეხმაროთ ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებაში. მე, როგორც მეწარმეს, ჩემი ცოდნა ძალიან დამეხმარა ონლაინ გაყიდვებში და იმაში, რომ კარგი ონლაინ მარკეტინგი გამეკეთებინა. ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, რომ იმ მეწარმე ქალებს, რომლებიც წყალტუბოში მრავლად გვყავს, შეძლებისდაგვარად დავეხმარო და შევასწავლო ყველაფერი, რაც მე სოციალური მედიის მარკეტინგში ვიცი.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: დავით შველიძე/გედა დარჩია

UN Women Georgia

”ქრისტინე ქუთათელაძე იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

The post ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი appeared first on WomenOfGeorgia.

სალომე შეკიშვილი, 29 წლის, თბილისი
„ყველაზე მეტად გადაჭარბებული მზრუნველობა არ მსიამოვნებს. როცა ხედავენ, რომ ხელჯოხით გადავაადგილდები, მაშინვე დახმარებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, მჭირდება ეს თუ არა, ან ჩემ ნაცვლად ასრულებენ წინადადებას. ერთხელ, დედასთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი ბარათის ასაღებად მივედი იუსტიციის სახლში. მომსახურე პერსონალი მე არ მაქცევდა ყურადღებას და ჩემ მაგივრად, დედაჩემს ესაუბრებოდა. მაშინაც კი, როცა მე ვეკითხებოდი, პასუხებს დედას სცემდა. ჩვენს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმა იმდენად მაღალია, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა სრულიად უგულებელყოფილია.

ჩემი დიაგნოზი ცერებრული დამბლა და ლოგონევროზია, რაც იმას გულისხმობს, რომ ცოტა მეტი დრო მჭირდება სათქმელის ჩამოყალიბებისთვის, ვიდრე ეს ამ დიაგნოზის არმქონე ადამიანებს. სწავლა არასდროს მიჭირდა. ბოლო კლასებში სკოლაში ჩემით დავდიოდი და დახმარება არ მჭირდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, უცხო ენებზე მინდოდა სწავლის გაგრძელება და ეროვნული გამოცდებისთვის მოვემზადე, თუმცა უნარებში ქულები დამაკლდა და ვერ მოვხვდი. ეს წინაპირობა იყო ჩემი იზოლაციის, რომელიც 5 წელს გაგრძელდა. წასასვლელი არსად მქონდა და ოჯახსაც არ წავუხალისებივარ, გარეთ რომ გავსულიყავი. მათი დამოკიდებულება ასეთი იყო -რადგან ვერ ჩავაბარე, სად უნდა მევლო და მეც სახლში ჩავჯექი ისე, რომ ეს წლები ეზოს გარეთ (საკუთარ სახლში ვცხოვრობ) ცხვირიც კი არ გამიყვია.

ამ პერიოდში ჩემი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა გაუარესდა.

სოციუმისგან მოწყვეტამ ყველაფრის მიმართ ინტერესი დამაკარგინა. ენერგია აღარ მქონდა, სიახლის მიმართ შიში დამეწყო და მეხსიერებაც გამიუარესდა. სიარულიც მიჭირდა და მეტყველების პრობლემაც გამიმწვავდა. წიგნის კითხვას გულს ვეღარ ვუდებდი – ერთ გვერდს რომ წავიკითხავდი, მეორე წუთს შინაარსი აღარ მახსოვდა. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ყველანაირი ნიშანი მქონდა იმისა, რომ მშობლებს ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეზრუნათ და ფსიქოლოგთან მივეყვანე. თუმცა ამ პრობლემას არ აღიარებდნენ – ერთის მხრივ, იმიტომ, რომ სერიოზულად ვერ აფასებდნენ სიტუაციას და მეორეს მხრივ, ამის აღიარება საზოგადოებაში არსებული მაღალი სტიგმის გამო არ სურდათ. მეც ვერ ვახერხებდი ჩამომეყალიბებინა ჩემი საჭიროება, ფსიქოლოგიური დახმარება რომ მჭირდებოდა. ცოტა რამ მახსოვს იმ პერიოდიდან, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა, რომ ძალიან მინდოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც დავჯდებოდი და თავისუფლად მოვუყვებოდი, რაც მაწუხებდა. ერთადერთი, რაშიც შვებას ვპოულობდი, ძილი იყო. საძილე საშუალებას დილიდან ვიღებდი, დღეც რომ ძილში გამეტარებინა. ოჯახში არავინ აღმოჩნდა, ვინც მეტყოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ასეთ მდგომარეობაში 5 წელი გავატარე, რომელიც ჩემი ცხოვრებიდან გამქრალი დროა.

ძალიან გამიმართლა, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალები, მეთქვა, ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა. პირველი, რაც მოვინდომე, ინგლისურის სწავლის გაგრძელება იყო. ამ იდეას ოჯახში დიდი ენთუზიაზმით და მხარდაჭერით არ შეხვდნენ. არ სჯეროდათ, რომ ისევ შევძლებდი სწავლას. მაგრამ მოგვიანებით დავუმტკიცე, რომ სწავლაც შემეძლო და პარალელურად, მუშაობაც.

5-წლიანი იზოლაციის შემდეგ, გარეთ გასვლისას სხვა გამოწვევების წინაშე დავდექი – აღმოჩნდა, რომ გარეთ გადაადგილება დამოუკიდებლად აღარ შემეძლო. ინგლისურის კურსებზე დედას დავყავდი, თუმცა მოგვიანებით ხელჯოხი შევიძინე და დამოუკიდებლად სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე.

ინგლისურის კურსების დასრულების შემდეგ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. ამ პერიოდში, სოციალური სააგენტოს დასაქმების პროგრამის მეშვეობით, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში დავიწყე მუშაობა. იქ პირველად შევეჩეხე სამუშაო ადგილას დისკრიმინაციულ მოპყრობას. ჩვენ, როგორც დაბალი რგოლის დასაქმებულებს, მაგალითად არ გვქონდა გარკვეულ საჯარო სივრცეებზე წვდომა. მაშინ ჩემი უფლებებისა და მათი გმოყენების შესახებ არ ვიცოდი, თორემ აუცილებლად სამართლებრივად მივუდგებოდი ამ საკითხს.

ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დასაქმების კარი ღია არ არის. მოგვიანებით, გადავწყვიტე, ისეთი პროფესია მესწავლა, რომელიც დასაქმებაში ხელს შემიწყობდა. ერთ-ერთ კოლეჯში საოფისე საქმის სპეციალობის კურსზე შევედი. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტში დავსაქმდი. პროექტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების გაძლიერებას ეხებოდა და ამ თემებზე ბლოგებს ვწერდი. ეს ორგანიზაცია იმ იშვიათი დამსაქმებლის სიაშია, რომელიც დასაქმებული შშმ ადამიანების საჭიროებებს ითვალისწინებს. გარდა ღირსეული სამუშაო პირობებისა, აქ მქონდა შესაძლებლობა, ბევრი რამ მესწავლა შშმ პირთა კონვენციაზე, უფლებებსა და მათ სამართლებრივ გამოყენებაზე. პროექტი 6 თვე გაგრძელდა და ეს პერიოდი დამეხმარა, საკუთარი თავი და მომავალი ინტერესები მეპოვა. ახლა ვიცი, რაც მინდა ვაკეთო – შშმ თემთან მუშაობა და მათი გაძლიერებაა ჩემი ინტერესის სფერო და სამომავლოდ მსგავს პროგრამებში ვხედავ საკუთარ თავს. ძალიან მინდა, ევროპის ქვეყნების შშმ თემის გამოცდილების გაზიარება, უკეთ რომ გავიგო, მათ როგორ მოახერხეს გამართული სისტემის დანერგვა.

სკოლის ასაკიდან რამდენიმე მეგობარი შემომრჩა. ერთ-ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უკვე 10 წელია, სახლიდან არ გამოდის. ბევრს ვესაუბრები, საკუთარი მაგალითით ბიძგი რომ მივცე, მაგრამ ასეთ დროს, ოჯახის მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, ოჯახის მხრიდან ამ პრობლემის აღიარებითა და ერთობლივი მუშაობით იწყება.

ახლა ისევ ახალი სამსახურის ძიებაში ვარ, თან ახლა მეტი სამუშაო გამოცდილება და მომზადების დონე მაქვს. დიდი იმედი მაქვს, პანდემია არ შემიშლის ხელს და დამსაქმებელი გამოჩნდება. დასაქმება და სოციალიზაცია ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო, არ დავკარგო საკუთარი თავის რწმენა და ისევ იზოლაციაში არ მოვექცე, საიდანაც რთულად, მაგრამ მაინც დავაღწიე თავი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post სალომე შეკიშვილი, 29 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

სალომე კვარაცხელია, 30 წლის, თბილისი ლანა კვარაცხელია, 28 წლის, და
სალომე:

„ჩემი დიაგნოზი ორმხრივი სენსონევრალური, უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითებაა. 2015 წელს, პირველად შევამჩნიე სმენის ხარვეზები და შესამოწმებლად რომ მივედი, მარჯვენა ყურში უკვე 60%-ით იყო სმენა დაქვეითებული, მარცხენაში კი – 30%-ით. მკურნალობა დავიწყე, გადასხმები გამიკეთეს, სმენის დაქვეითების პროცესი რომ შეეჩერებინათ, მაგრამ არ მიშველა. მალე ორივე ყურში სმენის 100% დავკარგე. კვლევების შემდეგ, პრობლემის კონკრეტული მიზეზი არ გამოჩნდა, ამიტომ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჩემი სმენა იმუნურმა სისტემამ დააზიანა.

ცალ ყურში სმენა უცებ დავკარგე, ძალიან გამიჭირდა და სულ მეტირებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც საყვარელი ადამიანების ხმა რომ ვერ გავიგონო, როგორ ვიქნები-მეთქი. მეორეშიც რომ დამიქვეითდა სმენა, თითქოს უკვე მომზადებული შევხვდი, ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს აქეთ ვამხნევებდი. ვცდილობდი, არ ჩავკეტილიყავი, მაგრამ თავიდან მაინც იშვიათად გავდიოდი სახლიდან. სხვებს რომ უჭირდათ ჩემთან ურთიერთობა, რატომაღაც ამაზე ვიძაბებოდი. მერე ნელ-ნელა შევაჩვიე საკუთარი თავი, ისევ დავიწყე სახლიდან გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი.

ლანა:

თავდაპირველად, როცა სალომეს ეს პრობლემა დაეწყო და არ ვიცოდით, რა სჭირდა, გაბრაზებულს მითქვამს – რა გჭირს, დაყრუვდი-მეთქი?! ეს სიტუაცია დიდხანს რომ გაგრძელდა, მერე უკვე მიიყვანეს ექიმთან, მაგრამ ვფიქრობდით, რომ უმკურნალებდნენ და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. ერთ დღესაც, სალომე ოთახში შემოვიდა, რაღაცა ვუთხარი და არ მესმისო. ხმამაღლა გავუმეორე და ისევ რომ ვერ გაიგონა, მითხრა, რომ არცერთ ყურში აღარ ესმოდა. ტირილი დავიწყე და სალი მამშვიდებდა. მერეც სულ გვამხნევებდა ყველას და ცდილობდა, პოზიტიურად მივდგომოდით ამ ყველაფერს. მინდოდა, პირის მოძრაობებს მიჩვეოდა და როცა ჩემს ნათქვამს ვერ იგებდა, მაინც არ ვუწერდი, ამიტომ, ყველაზე კარგად ჩემი ესმოდა ხოლმე.

სალომე:

შშმ პირის სტატუსი მაქვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, კანონი 2014 წელს შეიცვალა და სმენდაქვეითებულ ადამიანებს ჯგუფებს არ აკუთვნებენ. ჩემი სტატუსია – ზომიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური პაკეტითა და პენსიით ვერ ვსარგებლობ. მხოლოდ 18 წლამდე სმენადაქვეითებულებს ენიჭებათ სოციალური პაკეტი და ის იღებს პენსიას, ვისაც სტატუსი კანონის ცვლილებამდე ჰქონდა განსაზღვრული. მე 26 წლის ვიყავი, როცა სმენა დავკარგე და ჯგუფი არ მომანიჭეს, შესაბამისად, არც სოციალური პაკეტი მაქვს. ჩვენ მიმართ სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება, გულგრილობა და უსამართლობაა.

ლანა:

დღეს, სახელმწიფო ჩვენ გვკიდებს მთელ პასუხისმგებლობას ჩვენი შშმ ოჯახის წევრების წინაშე, რაც მორალურად გამანადგურებელია. ფაქტია, ჩემს ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა, ოპერაციისთვის საჭირო თანხების მობილიზება რომ შეძლოს. სახელმწიფო უაზრო კანონებით გვიდგენს, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის – არა. ეს დახმარებაც იმდენად მინიმალურია, რომ არც არაფერში ჰყოფნით შშმ ადამიანებს. ახალგაზრდა ადამიანს სჭირდება, რომ სრულფასოვნად იგრძნოს თავი და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მინიმალური დახმარება მაინც გაუწიოს.

სალომე:

ყველაზე დიდ ბედნიერებას ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მანიჭებს. აი, ახლაც რომ გესაუბრებით, ეს ჩემთვის თერაპიაა. სმენის დაკარგვამ, კომუნიკაციაში ძალიან შემიშალა ხელი. იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. საქმიანობაში ცოტა მოხეტიალე ვარ, სად აღარ ვმუშაობდი – ოპერატორად, ქოლ-ცენტრში, ანიმატორად, ფოტოგრაფად. ბევრ რამეს ვუთავსებდი ერთმანეთს, მაგრამ სმენის დაკარგვის შემდეგ, სამსახური ვეღარსად ვნახე.

ერთხელ კონსულტანტის პოზიციაზე CV გავაგზავნე, ინტერვიუზე იმდენად მომზადებული მივედი და ვიცოდი, რა კითხვებს დამისვამდნენ, ყველაფერს ვპასუხობდი. არც შეუჩნევიათ, რომ არ მესმოდა, მაგრამ არ მინდოდა, ტყუილი გამომსვლოდა და მე თვითონ ვუთხარი, არ მესმის-მეთქი. დაგირეკავთო, მაგრამ აღარ დაურეკავთ. სამსახურის ძიებისას, მსგავსი სხვა შემთხვევებიც იყო და მერე უკვე ხელი ჩავიქნიე.

თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს და ჩემი შვილებისთვის სულ ვაწყობ ფოტოსესიებს, ფოტოებისთვის კომპოზიციებსაც ვქმნი და ჩემი ოცნებაა, ფოტოსტუდია მქონდეს. რამდენიმე დღის წინ, ჩემი შვილებისთვის საშემოდგომო ფოტოსესია მქონდა, ეს ის საქმეა, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი.

საოცარი გოგოები მყავს. უფროსი – ბარბარე, სამი წლის არის და უკვე გათვითცნობიერებულია, ამიტომ, სულ მინიშნებებით მეკონტაქტება. დილით, რომ გაიღვიძებს, სახეზე მეხება და თითით ფანჯრისკენ მანიშნებს, გათენდა და ავდგეთო. ბარბარე არ იღლება და შეუძლია, ერთი საათი მიხსნიდეს, რა უნდა. ბაღიდან როცა მოდის, სულ ვეკითხები, დღემ როგორ ჩაიარა. ისიც მიხსნის, მაგრამ როცა ყველაფრის მოყოლა არ გამოსდის, თავს ანებებს ხოლმე. ეტყობა, არ უნდა, გული მატკინოს. კატო ჯერ წლის და რვა თვისა, მაგრამ ისიც მანიშნებს ხოლმე რაღაცებს. მინდა, მეტი გავიგო და შეიძლება, ცოტა ეგოისტურად გამომდის, მაგრამ, არ მინდა, ჩემი შვილები სხვას მოუყვნენ, ან თავის თავში დაიტოვონ, რა აწუხებთ და რა უხარიათ.

ლანა:

ბარბარეს თითქოს თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა დედამისის მდგომარეობა, ან ჩვენ რომ გვიყურებდა, მიეჩვია. ჯერ ორი წლისაც არ იყო და სალის სანამ არ მოახედებდა, არ დაელაპარაკებოდა. ამას წინათ, კაკაო უნდოდა, მაგრამ დედამისმა ვერ გაიგონა და ბარბარემ დაუმარცვლა – “კა-კა-ო.“

სალომე:

სმენა ჯერ ნახევრად მქონდა დაქვეითებული, როცა ფოტოგრაფად ვმუშაობდი. ძალიან ვცდილობდი, ჩემი სმენის პრობლემა არ შემემჩნია, სხვებისთვის რომ დისკომფორტი არ შემექმნა. მერე მივხვდი, რომ ეს ცუდი დამოკიდებულება იყო საკუთარი თავის მიმართ. ახლა უკვე მაღაზიაში ან აფთიაქში როგორც კი შევდივარ, ვამბობ, რომ სმენადაქვეითებული ვარ და სათანადო კონსულტაცია გამიწიონ. ზოგს უჭირს დაჯერება – თუ ლაპარაკი შემიძლია, რანაირად არ მესმის. ჰგონიათ, რომ არცერთ სმენადაქვეითებულ ადამიანს არ შეუძლია საუბარი. ადამიანებმა ზოგჯერ არ იციან, როგორ მეკონტაქტონ, არადა, თუ მოინდომებენ, საერთოდ არ არის ძნელი. ახლა ყველას რომ პირბადე უკეთია, კიდევ უფრო მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია.

ლანა:

ზოგჯერ, კლინიკებშიც ძალიან არაეთიკური დამოკიდებულებებია. სალის ბავშვები ჰყავს და ცხადია, პედიატრთან ხშირად უწევს სიარული. ძირითადად, სულ ჩვენ მივყვებით ხოლმე, მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ ვერავინ გავყევით და მარტოს მოუწია წასვლა. იქიდან რომ დაბრუნდა, მთხოვა, რაღაცა ვერ გავიგე და იქნებ, პედიატრს შენ დაურეკოო. ექიმმა რომ გაიგო, ვინ ვიყავი და რატომაც ვურეკავდი, პრეტენზიით მითხრა – მარტო ნუ უშვებთ, ვიღლები მასთან კომუნიკაციით და წერითო. იმდენად გავოგნდი, პასუხიც კი ვერ დავუბრუნე. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია.

სალომე:

ადამიანები ყველაფერს ვანაცვლებთ. მაგალითად, სმენის დაქვეითების შემდეგ, ფილმების ყურება ტიტრებით დავიწყე, მეგობრებთან საუბრები – მესენჯერით და ა.შ. მაგრამ ბავშვების ხმა ერთადერთია, რაც ვერაფრით ჩავანაცვლე და მათი ხმა რომ გავიგონო, იმპლანტის ოპერაცია მესაჭიროება. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, 5 წელია, ჩემს რიგს ველოდები, მაგრამ პრიორიტეტი არასრულწლოვანი სმენდაქვეითებულები არიან და შეიძლება, ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელოს, ჩემს ოჯახსაც კი, არ აქვს საშუალება, ოპერაცია გამიკეთოს. ამიტომ, ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ფეისბუქზე შექმნეს ჯგუფი – გავაგონოთ სალის შვილების ხმა , წამოიწყეს კამპანია და ოპერაციისთვის თანხას აგროვებენ. ერთი იმპლანტის ღირებულება 72 000 ლარია.

ლანა:

ამ ჯგუფის საშუალებით, უკვე 7000 ლარამდე შევაგროვეთ. ამასთან, დაფინანსებაზე მოთხოვნა მერიაში შევიტანეთ. ამ ეტაპზე, მადლობა მერიას, რომ 18 000 ლარი გამოგვიყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ ამ თანხის გამოყოფის ვალდებულება და ჯამში, 25 000 ლარამდე გვაქვს შეგროვებული. მერიის დაფინანსების გამოყენების ვადა სამი თვეა, ერთი თვე უკვე გავიდა, ამიტომ ვცდილობთ, სხვადასხვა საშუალებით მოვახერხოთ ერთი იმპლანტისთვის საჭირო თანხის მობილიზება, რომლის საშუალებითაც, სალის ერთ ყურში 100%-ით აღუდგება სმენა. ფულის შესაგროვებლად დრო ცოტა გვაქვს და საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება.

სალომე:

ძალიან მიჭირს სხვებისთვის რამის თხოვნა და ზოგადად, ის უფრო მიყვარს, როცა მე ვეხმარები ადამიანებს. ამიტომ, ამ ჯგუფში მეგობრების მოწვევაც კი მერიდებოდა, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ბავშვებისთვის ვითხოვ ამას. მინდა, რომ მათ დედასთან უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ – საკუთარი პრობლემები მე მომიყვნენ და სიხარულიც გამიზიარონ. ეს როცა გავიაზრე, მერე გვერდის გაზიარება და მეგობრების მოწვევაც დავიწყე.“

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

ავტორის შენიშვნა – სალომეს ოპერაციისთვის თანხის გადარიცხა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

#GE73BG0000000312459000

საქართველოს ბანკი

#GE68TB6061345063600015

თიბისი ბანკი

The post სალომე კვარაცხელია, 30 წლის, თბილისი ლანა კვარაცხელია, 28 წლის, და appeared first on WomenOfGeorgia.

ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი
„11 წლის ვიყავი, როდესაც შევამჩნიე, რომ როცა ოჯახის წევრები რაღაცას მეუბნებოდნენ, მე დაბნეული ვეკითხებოდი – “ჰა? რა მითხარი?”

სმენა ნელ-ნელა მიუარესდებოდა და რამდენიმე თვეში, შორი მანძილიდან უკვე ძალიან მიჭირდა საუბრის მოსმენა. როდესაც ადამიანთან ლაპარაკს ვიწყებდი, ახლოს მივდიოდი, ეს რომ არ შეემჩნია და არც მე ვყოფილიყავი უხერხულ მდგომარეობაში. თავიდან, პრობლემის აღიარება არ მსურდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ასეთი რამ შემემთხვა – იმ ასაკში ეს ჩემთვის ზედმეტად რთული იყო.

სმენის დაქვეითება 2014 წლის დასასრულს დამეწყო, ექიმთან კი პირველად 2017 წელს მივედი, სამი წელი გავფლანგე. მერე ამას ვნანობდი, რადგან შემეძლო პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები გამეტარებინა. ყველანაირი კვლევა ჩამიტარდა და დიაგნოზი დამისვეს – სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული დაქვეითება, მესამე, მძიმე ხარისხი. მართალია, კომპიუტერული აუდიოგრამა აჩვენებს, რომ სმენა ნორმაშია, მაგრამ მე სიტყვებს მაინც ვერ ვარჩევ და რაღაცები მართლა არ მესმის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საშინლად მზღუდავს. ჩემთვის უფრო დიდი დაბრკოლება ისაა, რომ სიტყვებს ვერ ვიგებ და ერთმანეთისგან ვერ ვაცალკევებ, თორემ ხმები მესმის. როცა დიაგნოზი დამისვეს და ყველაფერი გავიგეთ, სახელმწიფოს მივმართეთ დაფინანსების თაობაზე – სტანდარტული სასმენი აპარატი დამიფინანსა, რომელიც მარჯვენა ყურში ჩამისვეს, თუმცა ვერ შევეგუე და ერთი კვირაც არ მეკეთა, ისე მოვიხსენი და თავის ყუთში დავაბრუნე, არაკომფორტული იყო და არც ხმას მაწვდიდა იმდენად ხარისხიანად, უკეთესად რომ გამეგო.

2019 წლამდე აპარატი აღარ მკეთებია. რა თქმა უნდა, სმენის პრობლემა კვლავ მიშლიდა ხელს, უარს ვამბობდი სამუშაოზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე, ტელეფონით საუბარზე… ტელეფონზე ბოლოს 2014 წლის დეკემბერში ვისაუბრე. 2019 წელს დავიწყე ბრძოლა საკუთარი თავისთვის, რადგან ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახს იმდენი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, ჩემთვის გამოკვლევები რომ დაეფინანსებინა და ამასთან, ძვირადღირებული აპარატიც ეყიდა. ხალხის იმედი მქონდა, რადგან არაერთხელ მინახავს, ადამიანების დახმარებით, როგორ შეძლო მეორე ადამიანმა, რაღაცისთვის მიეღწია. საკუთარ თავზე ვრცელი პოსტი დავწერე და ჩემი ქალაქის გვერდზე გამოვაქვეყნე. რამდენიმე დღეში იდუმალი პიროვნება შემეხმიანა, რომელმაც დახმარების სურვილი გამოთქვა და მთხოვა, მისი ვინაობა არ გამემხილა. მან დამიფინანსა გამოკვლევები და ერთი აპარატი მარჯვენა ყურზე, რომელიც 1600 ლარი ღირს. ჩავიტარე გამოკვლევები, დავიწყე აპარატის ტარება, თუმცა სრულფასოვანი მაინც არ იყო – როდესაც ადამიანს სმენის ორმხრივი დაქვეითება აქვს, აპარატის ცალ ყურზე გაკეთება ცოტა მოუხერხებელია და სმენას არასრულფასოვანს ხდის, ხმა ორივე ყურში თანაბრად უნდა შედიოდეს. თავიდან, მიჭირდა ამ აპარატთან შეგუება, ხმა ბუნებრივი არაა და ხანდახან რობოტი მგონია თავი. 2020 წლის აპრილში, ის ადამიანი კვლავ დამიკავშირდა და ისევ შემომთავაზა დახმარება, უფრო სწორად დამაძალა, რომ დავთანხმებოდი. რა თქმა უნდა, უკვე მერიდებოდა, რადგან პირველ ჯერზე საკმაოდ დიდი თანხა გაიღო ჩემთვის, თუმცა ვხვდებოდი, რომ მეორე აპარატის შეძენას კიდევ დიდხანს ვერ შევძლებდი საკუთარი ძალებით.

ამ ეტაპზე, მარცხენა ყური თითქმის მკვდარია, დაახლოებით 10% თუ მესმის. მარჯვენა კი, ჯერჯერობით ყოჩაღადაა და იმედია, კიდევ რამდენიმე წელს გასტანს მისი სიცოცხლე. რეგრესი მიდის და სამწუხაროდ, სმენის აღდგენა არ ხდება, არც რამე მედიკამენტები არსებობს, სმენის დაქვეითება რომ შეაჩეროს. იმედი მაქვს, მომავალში იქნება რამე, რაც ხელს შეგვიწყობს.

ჩემს ასეთ ყოფნას თავიდან ძალიან განვიცდიდი და ნაჭუჭიდან გამოსვლას ვერ ვბედავდი, ვერავინ მამშვიდებდა და მუდამ ჩამოშლილი სახით დავიარებოდი. ნელ-ნელა შავ იუმორზე გადავედი და თავს „პენსიონერ მოხუცს“ ვეძახდი – პენსია მაქვს, სმენაც დაზიანებული, კროსვორდებსაც ჩავკირკიტებ და კბილის პროთეზიღა მაკლია, ბებია ტერეზა რომ ვიყო-მეთქი. დღესღეობით, კომპლექსების დიდი ნაწილი მოვიშორე და არ მერიდება იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ცუდად მესმის. თუმცა, ნაცრისფერი დღეები კვლავ არის ჩემს ცხოვრებაში, როცა ვიღლები ჯანმრთელობის პრობლებისგან შექმნილი თავდაყირა ცხოვრებით. მაგრამ უნდა ვაღიარო, ყველაფრის მიუხედავად, „უყურობის“ მადლიერიც ვარ.

სკოლა

ოთხი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ საკუთარი ადგილი ვერსად ვიპოვე, ყველგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – თავიდან ჩემი ეროვნების, სახელისა და გვარის გამო და შიგადაშიგ იმაზეც საუბრობდნენ, უმამოდ რომ ვიზრდებოდი. კლასელ ბიჭებს ვუცემივარ კიდეც, დამცინოდნენ და ჭორებს მივრცელებდნენ. როცა სმენა გამიუარესდა, მასწავლებლების შეკითხვებსაც ვეღარ ვიგებდი და უხერხულად ვიყავი, როცა მიმეორებდნენ, ამ დროს ჩემი კლასელები სიცილს ვერ იკავებდნენ. მაშინ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებდა, როცა გაკვეთილი დასრულდებოდა, დასვენებებზე ჩემთვის ვტიროდი – ვერავინ იგებს, რას გრძნობ, როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სურვილი გაქვს, ზუსტად მათნაირად გესმოდეს და იცხოვრო. ჩემი მასწავლებლებიც კი რაღაც ისეთს ამბობდნენ, ადამიანს რომ ცოცხლად დამარხავდა. შემდეგ სხვა (და საბოლოო) სკოლაში გადავედი, აქ კლასელებმა და მასწავლებლებმა თბილად მიმიღეს. მასწავლებლებს პირველივე დღეს ვუთხარი, რომ ცუდად მესმოდა და იმედი მქონდა, რომ კლასელებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ, რადგან ჩემთან, ასე თუ ისე, ცოტა სხვანაირი გარემო უნდა იყოს შექმნილი. საბოლოო ჯამში, კარგი ურთიერთობები მაინც ვერ აეწყო – ძალიან ხშირადაა შემთხვევა, როცა პირში გიცინიან და პირს უკან, გთელავენ.

იმ სკოლაში, სადაც ახლა ვსწავლობ, მხოლოდ ერთ ადამიანთან მაქვს ახლო კონტაქტი, რომელიც ჩემი ყურები და ჩემი თვალებია – როცა რამეს ვერ ვიგებ, ის მიწერს და ასე ვკონტაქტობ სკოლასთან. სხვა კლასელებისთვის ჩვეულებრივი კლასელი ვარ. როცა სკოლის ამბებში ელემენტარული დახმარება მჭირდება, მაშინაც ვაწყდები კლასელების ოდნავ შეწუხებულ, გაღიზიანებულ სახეებს. რაც შეეხება მასწავლებლებს, იციან, რომ მაქვს პრობლემა და ცდილობენ, დამეხმარონ, თუმცა, ისეთი გარემო მაინც არაა, თავი რომ სრულფასოვნად ვიგრძნო.

სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში, შშმ პირებისთის არ არსებობს მათთვის მორგებული სწავლის ფორმატი. მე, ძირითადად, წერილობითი ფორმით ვკონტაქტობ და როცა გაკვეთილის ახსნის პროცესია, მიჭირს გაგება. ყველა სმენადაქვეითებული განსხვავებულია, ზოგს სიტყვების გარჩევა შეუძლია, ზოგს ხმები არ ესმის და პირიქით. ჩემს შემთხვევაში, სრულფასოვანი გარემო იქნებოდა, თუ წერილობითი ფორმატი იარსებებდა, თუნდაც, პრეზენტაციების სახით, სლაიდებით. მასწავლებლები მაინც სხვა ბავშვებზე არიან ორიენტირებულნი და გული ძალიან მწყდება. როდესაც პედაგოგმა იცის, რომ კლასში არის ისეთი მოსწავლე, რომელიც შესაბამის ყურადღებას საჭიროებს, ის კი სხვა ბავშვებთანაა და ფაქტობრივად, მარტო მათ უხსნის გაკვეთილს და შენ არაფრად გაგდებს, საწყენია, ეს მოტივაციასაც უკლავს ადამიანს. თუმცა არ ვგულისხმობ, რომ მარტო სპეციალური საჭიროების მოსწავლეს უნდა აქცევდეს ყურადღებას. არა – რაც უფრო მეტი ყურადღებაა ამ ადამიანის მიმართ, ის უფრო მეტად იგრძნობს თავს უხერხულად, სჯობს თანაბარი გარემო იყოს, თუმცა უნდა იყოს ხელშეწყობა. მაგალითად, ჟესტური ენის მასწავლებელი, წერილობითი სტრუქტურა და როგორც დაბალ კლასებში არიან სპეციალური მასწავლებლები, ასევე უნდა იყვნენ იმ მაღალკლასელებისთვის, რომელთაც სმენისა და სხვა სახის პრობლემები აქვთ.

არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს სკოლის დირექტორთან. ხანდახან მის კაბინეტში ვსხედვართ და ვფუსფუსებთ, ზოგად საკითხებს განვიხილავთ და „მემუარებს“ ვწერთ ერთმანეთისთვის. მასთან უფრო მიყვარს საუბარი, ვიდრე ჩემს კლასელებთან, მათთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. ბოლო ორი წელია, სკოლაში სისტემატურად აღარ დავდივარ, რაკიღა მასწავლებლების ახსნილ გაკვეთილებს ვერ ვიგებ. შესაბამისად, ყველა საგანს ჩემით, დამოუკიდებლად ვითვისებ, თუ რამე გაუგებარია, ინტერნეტი, წიგნები და კომპეტენტური ადამიანები მეხმარებიან. ამიტომ, ძალიან ხშირად ვაცდენდი სკოლას, რადგან ჩემთვის უკვე აზრი არ ჰქონდა სიარულს, როცა შემეძლო, სახლში ჩემითაც ამეთვისებინა და პლუს, სხვა საქმეებით ვყოფილიყავი დაკავებული. ყველაფრის მიუხედავად, ნორმალურ ნიშნებზე სწავლას მაინც ვახერხებ, უპრობლემოდ ვსწავლობ და ვისრუტავ სასარგებლო ინფორმაციებს.

მიუხედავად ამდენი პრობლემისა, სკოლა მაინც მიყვარს. უფრო სწორად, დერეფნებში ბოდიალი მიყვარს გაკვეთილების განმავლობაში ან, თუნდაც, დასვენებებზე და მასწავლებლებთან ტიტინი.

პირველი სამუშაო

16 წლის რომ ვიყავი, კლასელი გარდამეცვალა. მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს ჩვენთვის, ყველასთვის დიდი ტრაგედია იყო. დამეწყო ჰალუცინაციები, თავში გაურკვეველი ხმები მესმოდა და ძალიან მინდოდა, რაღაცნაირად გარემო შემეცვალა, რადგან სულ სახლში ვიჯექი და ვერაფერს ვაკეთებდი.

გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო, მაგრამ რესტორნებსა და მაღაზიებში ვერ გამოდიოდა, რადგან იქ ადამიანებთან ურთიერთობაა საჭირო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერ გავიგონებდი, რას მეტყოდა მომხმარებელი. საბოლოოდ, დამებადა აზრი, რომ მოდი, რატომაც არა, ე.წ. დიასახლისი ვიქნები-მეთქი. ეს საქმე კარგად გამომდიოდა და ამასთან, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი გახლავართ, არეულობას ვერ ვიტან. ფოთის ჯგუფში დავპოსტე, რომ დავალაგებდი ბინებს, სახლებს ან ჩვეულებრივ ფართებს. 2019 წლის 26 მაისს, ცხოვრებაში პირველად ავიღე ჩემი შრომით გამომუშავებული ანაზღაურება. ასე, ნელ-ნელა შეგროვებული ფულით, შევძელი, პირველად წავსულიყავი ბანაკში, მერე თბილისში… დილიდან საღამომდე ფიზიკურად ვმუშაობდი და ოფლში ვცურავდი. თუმცა, უკვე დეკემბერში, გამოვიფიტე. ფიზიკური მუშაობა ახლა უფრო მეტად მიმძიმს.

სმენადაქვეითებულთათვის ფიზიკური დატვირთვა რთულია, რადგან მისგან განპირობებული დაძაბულობა და სტრესი სმენაზე მოქმედებს და აუარესებს მას.

მუშაობა რომ დავიწყე, ხალხისგან (მათ შორის, თანატოლებისგანაც) მოდიოდა რეპლიკები, რომ 16 წლის ასაკში, უფრო მეტი ამბიცია და ინტერესები უნდა მქონოდა, თუმცა არავინ იცის, რა ხდებოდა 16 წლის გოგონას სამყაროში. მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ პირველ რიგში, გარემოს შეცვლა მჭირდებოდა და ასევე, აღარ მინდოდა, დედაჩემის ფინანსებზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, ეს საშინლად არ მიყვარს, მირჩევნია, იქით დავეხმარო ვინმეს. როცა უკვე შემწევს მუშაობის ძალა, რატომ უნდა ვიჯდე ხელგაუნძრევლად და ველოდო დედას, როდის მომცემს ელემენტარულ თანხას, რომ რაღაც ვიყიდო ჩემთვის. ამაზე უარი ვთქვი და დაახლოებით ერთ წელიწადზე მეტია, ყველა ჩემს მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას თავად ვისრულებ. ეს ნამდვილად უფრო მეტად სასიამოვნოა. იმ დროისთვის, ჩემი ქალაქისა და ასევე, ფონდი “ბილივის” მოხალისეც ვიყავი, სკოლაში ვატარებდი ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?”, ვცდილობდი, რაღაც პროექტებში მიმეღო მონაწილეობა; პიროვნულადაც ვვითარდებოდი.

რაც შეეხება ჩემთვის შესაფერის სამუშაოს, ვერ ვიპოვე. აქ, ფოთში, არაფერია. ძალიან მინდა, ისეთი სამუშაო ვიპოვო, სადაც ადამიანებთან ნაკლებად მომიწევს ურთიერთობა, მომხმარებლებს ვგულისხმობ. მინდა, წერა და რაღაცის შექმნა მიწევდეს, სადაც ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გამოვიყენებ, რომელიც ვიცი, რომ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, არ ვიცი, სად გამოვიყენო და ისევ ფიზიკურად ვშრომობ. თუმცა სტაბილური სამუშაო მაინც არ არის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოჩნდება, მით უმეტეს, მალე სტუდენტი გავხვდები და უფრო მეტი საჭიროება მექნება.

ასე გაჩნდა კონკია ელი (ტერეზა).

საზოგადოება

მარტივ მაგალითს მოვიყვან – ქუჩაში თუ მაღაზიებში, ადამიანებს თითქმის არ აქვთ ინფორმაცია სმენის დაზიანების მქონე პირებზე. ხშირად, როცა ფასს ვერ ვიგებ და ვთხოვ, გამიმეორონ, ძალიან შეწუხებული სახით მიყურებენ. მერე უკვე მიწევს თქმა, რომ იცით, მე კარგად არ მესმის და იქნებ, დამიწეროთ ან უფრო ხმამაღლა მითხრათ-მეთქი. თუმცა კვლავ დაჭმუჭნული სახით არიან. ეს მართლა მოქმედებს და ყველანაირ სურვილს მიქრობს. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როდესაც ნათესავმა მითხრა, რა საჭიროა შენი გარეთ გასვლა ან უნივერსიტეტში სწავლა, არ გესმის, ვერც გაიგებ და ვერ ისწავლიო. როგორღაც გადავყლაპე, თუმცა დღემდე ვერ მომინელებია და აღარასდროს მექნება მასთან ურთიერთობა. მართლა, ძალიან მატკინა გული.

საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე, არ იციან, როგორ უნდა ეკონტაქტონ მათ. ვფიქრობ, უნდა იყოს საჯარო ტრენინგები, ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემებზე ისაუბრებენ. ამავდროულად, არც ხალხი ინტერესდება. საზოგადოება ძალიან ინდიფერენტულია, ნეიტრალური პოზიცია უჭირავს მსგავსი ადამიანების მიმართ, არ ცდილობს, რომ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს. ზოგი კი, აბულინგებს კიდეც.

სახელმწიფოსგანაც არაფერია, დამიფინანსეს სასმენი აპარატი და ამით მორჩა.

აპრილში ჩემნაირი ადამიანები აღმოვაჩინე, თურმე, ფეისბუქზე არსებობს დახურული ჯგუფი, სადაც სმენადაქვეითებული ადამიანები არიან გაწევრიანებული. აქ ერთმანეთს ჩვენს დიაგნოზებს, რეკომენდაციებს ვუზიარებთ, შიგადაშიგ სასაცილო ამბებს, რაც თავს გადაგვხდენია. ერთადერთხელ მქონდა შეხება სმენადაქვეითებულ ადამიანთან პირისპირ და უნდა ვაღიარო, ძალიან გამიჭირდა. უცებ წარმოვიდგინე, სხვა ადამიანები როგორ გრძნობენ თავს ჩემთან საუბრისას.

ზოგადად, მატერიალისტი არ ვარ. ჩემი ოცნებაა, პირველ რიგში, ჩემთვის შესაფერისი სამსახური ვიპოვო, სადაც ფიზიკური დატვირთვა აღარ მექნება, რადგან უკვე მორალურადაც ძალიან მიჭირს. შემდეგ, როცა სამსახურს ვიპოვი, უკვე ჩემით ავისრულებ წვრილმან სურვილებსა თუ უფრო დიდ ოცნებებს.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი appeared first on WomenOfGeorgia.

სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი
„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია – ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით და ვფიქრობდი, რომ მეც მასავით კეთილი და ჭკვიანი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. მანანა მასწავლებელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მასთან ურთიერთობის გამო ვისწავლე ქართული და ზოგადადაც, უფრო აქტიური გავხდი, სხვადასხვა ტრენინგებზეც დავიწყე სიარული. მისი გაცნობის შემდეგ, ქართველებზეც შემეცვალა წარმოდგენა – მანანა მასწავლებელი იყო ჩემთვის ქართველობის ნიმუში, ვფიქრობდი, რა არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილა-მეთქი.

ჩემი მშობლები ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რომ გოგო სახლში კი არ უნდა იჯდეს, უნდა ისწავლოსო. ერთხელ, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და სახლში მედალი რომ მივიტანე, მამაჩემმა მითხრა, აქედან უნდა წახვიდე და ისწავლო, სოფელში შენი ადგილი არ არისო. მამამ იცოდა, რომ სწავლა მინდოდა და ჩემი სწავლისთვის ყველაფერს აკეთებდა. თან, ბებიაჩემი და ბაბუაჩემიც მასწავლებლები არიან და ისინიც სულ იმას ამბობდნენ, სხვებს რა უნდა ვუთხრათ, თუ ჩვენს შვილიშვილს არ გავუშვებთ სასწავლებლადო. მაგრამ პროფესიის არჩევის ეტაპზე, მაინც შემექმნა ოჯახში პრობლემები – GIPA-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ვმონაწილეობდი, სადაც ფილმის გადაღება დაგვავალეს. ეს ფილმი ჩემს ქართველ მასწავლებელზე გადავიღე და გავიმარჯვე, ჯილდოდ, GIPA-ს 4-წლიანი სასწავლო გრანტი მომცეს და თუ ჩავაბარებდი, შემეძლო, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე უფასოდ მესწავლა. ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა და ეს ჯილდოც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, ჟურნალისტიკა რა პროფესიააო, თან, შეიძლება, სამ-ოთხ წელში გათხოვდე და ქმარმა ჟურნალისტობა აგიკრძალოსო. ჩვენთან ყველა ქალი ან მასწავლებელია, ან ექიმი და ჩემი მშობლებიც ამ პროფესიას მირჩევდნენ.

ილიაუნიში ან თსუ-ში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ პირველ წელს ქულები არ მეყო და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი. ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე, შემდეგ წელს ისევ მეცადა და სადაც მინდოდა, იქ ჩამებარებინა. თბილისში რომ ჩამოვედი, მომზადების პარალელურად, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო იქ მუშაობა და ღამეების თენება. ერთ თვეში საზოგადოებრივი არხიდან რამილია ალიევამ დამირეკა, იცოდა, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და თან, მარნეულის რადიოში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. გასაუბრებაზე დამიბარეს, როგორც აღმოჩნდა, ჩემი აზერბაიჯანული მეტყველების ინტონაცია მოეწონათ და სამსახურში იმავე დღეს ამიყვანეს. ერთ თვეში უკვე ეთერში ვიჯექი და გადაცემა მიმყავდა.

ტელევიზიაში 8 თვე ვიმუშავე, სადაც გადაცემის გარდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც ვიყავი. ჩემი ეკრანზე გამოჩენა მშობლებისთვის პრობლემა არ ყოფილა – მათთვის წამყვანობა უსაფრთხო იყო, რადგან სულ ტელევიზიაში ვიყავი და პირიქით, ამაყობდნენ კიდეც ამით, ისიც დაინახეს, რომ მე მართლა მიყვარს ჟურნალისტიკა და თან, გამომდის, მაგრამ პრობლემა იყო, როცა უცხო სოფელში მარტო მივდიოდი სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩვენს თემში ასეთი დამოკიდებულებებია, გოგო უცხო სოფელში არ უნდა წავიდეს და მშობლები განიცდიდნენ, რომ რეპუტაცია შემელახებოდა. მარნეულში ჯეიჰუნზე ძალადობის ინციდენტის შემდეგ კი, დედაჩემმა, ბებიაჩემმა და მამაჩემმა ისევ დამირეკეს – აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არ გვინდა, ჟურნალისტი გახდეო. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ახლა უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ, მინდოდა, ჯერ ქართული მესწავლა კარგად და შემდეგ GIPA-ში გამეგრძელებინა სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტი თუ ხარ, ყველგან უნდა წახვიდე, გოგო რომ ვარ, იმიტომ ხედავენ საფრთხეს ჩემს ჟურნალისტობაში. მაგალითად, წელს ბოლნისში მქონდა გადაღება და მეუბნებოდნენ, რა იცი, სად მიდიხარ, როგორი ხალხია, ან რა ოჯახიაო და ა.შ. ბიჭი რომ ვიყო, ასეთი რეაქცია არ ექნებოდათ.

ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდიელბა იყო. თან, სულ ეთნიკურად ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ვიყავი და ბევრად უფრო ტოლერანტული ადამიანიც გავხვდი. თუმცა ეს 8 თვე, მარტივი არ ყოფილა, რადგან ზოგად უნარებში დაბალი ქულა მქონდა და პარალელურად ვემზადებოდი, ყოველდღე მარნეულში დავდიოდი მასწავლებელთან, მისაღები გამოცდები რომ ხელახლა ჩამებარებინა და ილიაუნიში მოვხვედრილიყავი.

ყოველთვის ძალიან აქტიური გოგო ვიყავი, ბიჭი მეგობრებიც მყავდა, სოფლიდანაც ხშირად დავდიოოდი მარნეულში და იმის გამო, რომ ავტობუსი დღეში ერთხელ დადის ჩვენი სოფლიდან მარნეულის მიმართულებით, ტაქსითაც მიწევდა მგზავრობა. ამიტომ, ჩემზე ხშირად ძალიან ცუდად საუბრობდნენ სოფელში. სულ ამბობდნენ, რომ ძალიან თავისუფალი ვარ, მამამისს თვალები სად აქვს, მას რა მომავალი უნდა ჰქონდესო. ერთხელ, მამაჩემმა ისიც კი უთხრა, სემა ჩემი შვილია და თქვენი საქმე არ არის, სად ივლისო. სულ მეუბნებოდა, რომ ბიჭ მეგობრებში პრობლემას ვერ ხედავდა და ჩემი სჯეროდა, მაგრამ ხშირად ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი, რა გავაკეთე ისეთი, რომ ჩემზე ასეთ საშინელებებს ამბობენ-მეთქი. ახლაც არ არის ადვილი, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება აღარ მივაქციო და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.

ქართველებს მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩემი სოფლის ქალები თითქმის სულ სახლში არიან, რადგან ჩვენთან მხოლოდ ჩაიხანაა, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია და სოფლის ცენტრში დგომის უფლებაც მხოლოდ კაცებს აქვთ. ქალები და გოგოები სახლებში უნდა ვისხდეთ, ან მხოლოდ დღისით მივიდეთ ერთმანეთთან. ისიც ცუდ ტონად ითვლება, გოგოს ტელეფონი, facebook ან instagram თუ აქვს. მე ყველაფერი სკოლიდანვე მქონდა და ფოტოებსაც ვაზიარებდი. ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო იმაში ცუდი, თუ ჩემს ფოტოს ვდებდი ჩემსავე სოციალურ ქსელში. თან, მე-8 კლასიდან ტრენინგებზე სიარული დავიწყე, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა რეგიონიდან, ამიტომ, მათთან ურთიერთობისთვის და სიახლეების მისაღებადაც მჭირდებოდა facebook-ი. აი, ტელევიზიაში მუშაობა როცა დავიწყე და ეკრანზე მნახეს, იგივე ხალხი, ვინც ამ საშინელებებს ამბობდა ჩემზე, სულ სხვანაირები გახდნენ, მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ – „რა მაგარი გოგო ხარ!“, „გვეამაყები!“ და ა.შ.

ისე გამოვიდა, რომ ჟურნალისტობა ჩემთვის რთულად მისაღწევი პროფესიაა, მაგრამ მე რთული გზებით სიარული მიყვარს და რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი. ამასთან ერთად, მინდა, მშობლებთან ისეთივე ურთიერთობა შევინარჩუნო, როგორიც ახლა მაქვს. ”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი
29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.

ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრბდი, ვერ ვაპატიებდი.

დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო,  რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.

ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი  და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში.

ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება.  გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრბა, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.

მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი საკიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.

თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადვადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა, დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.

საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამრეისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო.

მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნეს გეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც გამეზარდა დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.

ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე მიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ.  ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.

სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც  ბავშვია და მოვლას ითხოვს.

მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდადათან ისე ვიზრდები და ვიხვწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ… ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები.  ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.

მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო? რატო თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს. იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“

The post ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი appeared first on WomenOfGeorgia.

სოფო ჯოხაძე, 24 წლის, თბილისი
„ორი შვილი მყავს. ცოტნე 4 წლისაა, იოანე – ორწლინახევრის. 22 კვირის ორსული ვიყავი, იოანეს დიაგნოზი რომ მითხრეს – მიკროცეფალია. როცა ამის შესახებ გავიგე, ჩემი პირველი კითხვა იყო, იქნებოდა თუ არა ბავშვი სიცოცხლისუნარიანი. სხვაზე არაფერზე მიფიქრია. მიპასუხეს, რომ კი. გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, შემომთავაზეს ორსულობის შეწყვეტა ხელოვნური მშობიარობით. შემეძლო არჩევანის გაკეთება, რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, არ ველოდებოდი და იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის, განერვიულებულმა ვიკითხე, თუ მეუბნებით, რომ ბავშვი სიცოცხლისუნარიანია, მაშინ ამას რატომ მთავაზობთ მეთქი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს მათი მოვალეობაა… ამის შემდეგ ჩვეულებრივ გაგრძელდა ორსულობა.

მიკროცეფალია არის, როდესაც ნორმასთან შედარებით, ტვინი არის სამჯერ პატარა, ტვინის ხვეულები კი – გაფართოებული. იოანეს შემთხვევაში ამას ეპილეფსია დაერთო, შვიდი თვიდან კრუნჩხვები აქვს, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება და ამან კიდევ უფრო დაუზიანა ტვინი და ნახევარზე მეტი ნაწილი უკვე ატროფირებულია. ამის გამო შევაჩერეთ დაწყებული თერაპია და ვარჯიშები, რომელიც ფიზიკურ განვითარებაში უნდა დახმარებოდა. დამოუკიდებლად ვერ ჯდება, მოტორიკა შეზღუდული აქვს.

თავიდან იყო შიში, რა თქმა უნდა. თუმცა, დამეხმარა ის, რომ მშობიარობამდე მივიღე მაქსიმალური ინფორმაცია ამ დაავადებასთან დაკავშირებით. მოვიძიე ყველაფერი, თუ რამე შემეძლო, ყველაფერი გავარკვიე და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა შემდეგ იყო ისეთი პრობლემებიც, რასაც მე ვერ ვუმკლავდებოდი. მაგალითად, როცა ეწყებოდა ძლიერი კრუნჩხვები და გრძელდებოდა ერთი, ორი, ოთხი-ხუთი საათიც… შვიდი თვიდან დაეწყო მოკლე პერიოდით. მოკლე დროს მე ვეძახი ამას, თორემ ნახევარსაათიანი კრუნჩხვაც საკმაოდ დიდია, თუმცა იოანეს ფონზე ეს უკვე პატარა გულყრებად მეჩვენება. მერე გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა წამი-წამზე მივასწარით საავადმყოფოში, სუნთქვაგაჩერებული, გაშავებული იყო უკვე. მაგ დროს მივხვდი, ვიგრძენი, რას განიცდის დედა, როდესაც შვილს კარგავს. მასე მერე, რაც ეს წამები და წუთები გავიარე, სერთოდ ყველანაირი შიში გამიქრა. აი, უბრალო რაღაცებისაც რომ მეშინოდა მანამდე, ყველაფერი გაქრა და ერთადერთი ეს დამრჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, ბავშვების მამა მაქსიმალურად მეხმარება. ბავშვების მამა და დედამისი არიან ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ვანდობ იოანეს, იდეალურად უვლიან და იციან ყველა დეტალი. როცა იოანე ცუდადაა და თვეში 20 დღეს ან ორ კვირას საავადმყოფოში ვატარებთ, მეც ვერ გამოვდივარ იქიდან. ამ დროს ცოტნე მამასთან და ბებიასთანაა. ფაქტობრივად, ბოლო ორი წელია ბექას დედა ზრდის ცოტნეს. ორსულობიდანვე მივაჩვიე იმას, რომ ძმა ეყოლებოდა. არ მინდოდა, ეჭვიანობის მომენტი ჰქონოდა და დაბადებიდან, როცა სახლში მოვიყვანე იოანე, ცოტნეს მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდა მასთან. ელემენტარულიდან დავიწყეთ, იქნებოდა ეს წინდის ჩაცმა, პამპერსის გამოცვლში დახმარება, ყურადღების მიქცევა, ყველაფერში ვცდილობდი ჩამერთო და თვითონაც სიამოვნებდა, იყო ჩემთანაც და იოანესთანაც. ამან კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, როცა იოანეს ხშირად ჰქონდა კრუნჩხვები და მიწევდა ორი კვირა საავადმყოფოში დარჩენა, სახლში იშვიათად ვიყავი, უჩემობა იგრძნო და ამაზე გამიბრაზდა. სახლში რომ მივდიოდი, არ მეკარებოდა, არ მესალმებოდა, არ მეხუტებოდა… თუმცა მერე გაუარა. სულ ველაპარაკები და ვუხსნი სიტუაციას და არასდროს მიცდია, რომ ცოტნე მომერიდებინა იოანეს ამ მდგომარეობის გამო. ვთვლი, რომ პირიქით, უნდა იცოდეს ყველაფერი.

როცა იოანეს კრუნჩხვა ეწყება, პირველ რიგში დიაზეპამს ვუკეთებ. თუ არ მოეხსნა, მაშინ სასწრაფოს ვიძახებ. მაგ დროს უკვე მიჭირს, მარტო ვერაფერს ვიზამ, სუნთქვა ეთრგუნება. ისეთი სიხშირითაც ჰქონია, რომ მიუხედავად იმ წამლებისა, რომლებსაც ყოველდღე იღებს, ვერ ვარეგულირებდით. ფსიქოლოგიურად როგორ ვუმკლავდები ამ ყველაფერს, არ ვიცი. მაქვს ხოლმე მომენტები, როცა ძალიან მძიმედ ვგრძნობ თავს. როდესაც რამე მსგავსი ხდება და იოანე არის ორსაათიან კრუნჩხვაში, მე იქ ვდგავარ და რომ შემომხედავ, იფიქრებ, რომ ყველაზე მშვიდი და გულქვა ადამიანი ვარ, ემოციებს ვერ გამოვხატავ. მთელი ეს პროცესი სანამ არ დამთავრდება და იოანე სახლში არ მეყოლება, მანამდე ძაან ძლიერი ვარ და მერე უკვე, როცა ვხვდები, რომ დამშვიდდა, ძაან მიჭირს. მაქვს სისუსტის წუთები, მაგრამ დიდად არ ჩავყოლილვარ ამას. ვიცი, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია, ჩემი პასუხისმგებლობაა, ჩემი მიღებული გადაწყვეტილებაა და ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. დაფიქრებულად გადავდგი ეს ნაბიჯი და ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. სინანულის მომენტი ერთი წამითაც არ მაქვს.

იოანეს „იოკოძუნას“ ვეძახი იმიტომ, რომ ჯერ ვიზუალურად ჰგავს პატარა სუმოისტს თავისი ნაკეცებით, სახის მოყვანილობით, თვალებით და მთავარი მიზეზი არის ის, რომ N1 არის ჩემთვის, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მებრძოლია.

იოანეს შშმ სტატუსი არ აქვს, უნდა გამეკეთებინა, დოკუმენტაცია მქონდა შესაგროვებელი, მერე წითელა დაემართა, საშინელი პერიოდი გვქონდა, დიდხანს გაგვიგრძელდა და ვეღარ მოვახერხე. როცა მიენიჭება შშმ პირის სტატუსი, მერე იქნება რაღაც შეღავათები.

ბევრი ფიქრობს, რომ როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე დგება ადამიანი, ეს არის ტრაგედია. არა, ეს არაა ტრაგედია, პირიქით, ძალიან დიდი ძალაა. მე იმხელა ძალა მომცა იოანემ, იმდენი რამე გადამაფასებინა ცხოვრებაში, შეხედულებები შემიცვალა, ისეთი რაღაცები დავაფასე, რაზეც შეიძლება არც მეფიქრა. ერთადერთი რაც არის, ეს არის ტკივილის შეგრძნება. ყოფილა შემთხვევები, როცა ორი და სამი ღამე ვერ ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი, ხელში მეჭირა გადაბმულად 24/7-ზე, ვერ იძინებდა და არაფერი ამშვიდებდა. აი, მაშინ მიფიქრია წამიერად, ბავშვი რატო უნდა გრძნობდეს ამას, თუ იმისთვის მოევლინა, რომ ასე იტანჯებოდეს, არ მინდა, მირჩევნია, არ მყავდეს და მე დავიტანჯო ამით მეთქი, მაგრამ მერე ვხვდები, რომ არა, იოკოძუნა მყავს და იოკოძუნა ძალიან ძლიერია. არის კითხვები იოანეს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ამას ვერასდროს გავიგებ, მაგრამ რამდენი ხანიც იცხოვრებს, უბედნიერესი ადამიანი იქნება. იმდენად სუფთაა, იმდენად ალალი, იმდენად გულწრფელი, სიყვარულისა და ბედნიერების გარდა არაფერი შეუძლია. ეს არის ჩემთვის საოცრება“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post სოფო ჯოხაძე, 24 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი
ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე.

ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ კიდევ გოგოები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მამას უბიჭობა არ ეგრძნო, შრომაშიც არ ჩამოვუვარდებოდით ბიჭებს. დღეს მეტყვის ხოლმე, ბიჭი რომ მყოლოდა შენნაირი ყოჩაღი ვერ იქნებოდაო.

ეკონომიკურზე ჩავაბარე და დიდ ხანს ვმუშაობდი რუსთავის საგადასახადოში, მანამ სანამ ჩემი ქმარი სამუშაოდ კახეთში არ გადავიდა და მეც მომიწია სამუშაოზე უარის თქმა და მასთან ერთად გადასვლა იქ საცხოვრებლად. აქ გარკვეუწილად მამაჩემმაც ითამაშა როლი, კაცის გადაწყვეტილებას რომ დავმორჩილებოდი. კახეთში ცხოვრების პერიოდში დიდი ხნით მოვწყდი ჩემს პროფესიას და 12 წლის თანაცხოვრების მერე, უკვე როცა ქმარს დავცილდი და ყაზბეგში დავბრუნდი , ძალიან გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა და თვითრეალიზაცია.

36 წლის ვიყავი, როცა მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტრაგედია იყო, უფრო ჩემმა დებმა და ოჯახის წვრებმა გადაიტანეს მძიმედ. მახსოვს პირველად ჩემმა პატარა დამ რომ იტირა ოპერაციის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მაშინ გავიაზრე, რომ ადამიანი სასრულია. დედა მე მიფრთხილდებოდა და არაფერს მეუბნებოდა, მე კი დედას. ეს დაავადება ჩემთვის იყო საჩუქარივით – საიდანღაც უნდა გამოვსულიყავი და სადღაც წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე, ეს იყო ადამიანის მნიშვნელოვნების განცდა, თითქოს სხვა ყველაფერი, რაც შეგიქმნია, აზრს კარგავს. უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი გამხადა ადამიანების მიმართ.

ოპერაციის შემდეგ ქიმიის რამდენიმე კურსი გავიკეთე. რეაბილიტაციის პერიოდში მახსოვს ძალიან მჭირდებოდა ბევრი საუბარი და ამაში ჩემი და მეხმარებოდა, ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, რას გავაკეთებდი და როგორ დავიბრუნებდი თვითრწმენას, სად მოვძებნიდი ჩემს ადგილს.

ერთ დღეს ზაფხულში მახსოვს, ისრაელიდან ტურისტებმა მომაკითხეს „Do you have a shower?”,- მკითხეს და პანტომიმის ილეთებით ამიხსნეს რასაც გულისხმობდნენ. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩნენ და მერე მთელი ზაფხულის მანძილზე სხვა ტურისტებსაც მიგზავნიდნენ. ასე მოვსინჯე 7 წლის წინ ტურიზმში ბედი და წარმატებითაც გამომივიდა. სულ ვცდილობდი, აღებული თანხებით რაღაცეები შემეცვალა, რომ სახლი სტუმრებისთვის უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო. საინტერესო ისაა, რომ ტურიზმისთვის, როგორც ბიზნესისთვის შეხედვა თავიდან გამიჭირდა, რადგან სტუმართ-მასპინძლობა ისედაც ჩვენი ჩვეულებაა და აბა ამ ჩვეულებაში ფული როგორ უნდა აიღო?!

ჩემი კიდევ ერთი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობაში ინგლისური ენის არცოდნა იყო. ჟესტების ენას ხშირად მივმართავდი და სხვათა შორის ჩემი უცხოელი ტურისტები და პარტნიორები ამაში მეხმარებოდნენ. საერთოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა საქმიანი ურთიერთობა ქალებთან მაქვს, მათთან ერთად დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლოში გადის და წარმატებითაც. მაინც ერთნაირი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. მახსოვს, ერთ ზაფხულს ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ მარტოკა ვმუშაობდი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა – დალაგება, სადილით გამასპინძლება. ერთ საღამოს სამზარეულოში რომ შევედი ჭურჭლის უზარმაზარი გორის დასარეცხად, სტუმარმა გოგონებმა მითხრეს, ქეთინო დაღლილი ხარ და წადი დაწექიო. ვიფიქრე, დავწვები და ჭურჭელს ხვალ მივხედავ-თქო. მეორე დილით მთელი სამზარეულო დასუფთავებული დამხვდა და მაცივარზე მიკრული იყო ფურცელი, სადაც ეხატა გაღიმებული სახე და ეწერა Kiss. მივხვდი იმ გოგოების ნამოქმედარი რომ იყო. ავდექი, წავისვი წითელი პომადა, ვაკოცე ფურცელს და მივაკარი უკან. იმდენი ვიხალისეთ იმ დილას. ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი ინგლისურ სიტყვებს. ახლა უკვე ტელეფონზეც შემიძლია გავაგებინო სტუმარს ჩემი სათქმელი და მისიც გავიგო.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ყველა ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მოდიან სხვა ქვეყნები და მაცნობენ თავის კულტურას და ხალხს. ერთმა ინგლისში ცნობილმა უკრაინელმა კულინარმა ოლია ჰერკულესმა, თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში ჩემი მოხევური კერძების რეცეპტებიც შეიყვანა და ჩემი სურათებით გამოაქვეყნა.

ტურისტები ხშირად მეკითხებიან, კაცები სადა გყავთო, რადგან ამ საქმეში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩართული. ამის ჩემებური ახსნა მაქვს: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები, იოლად შოულობდნენ ფულს და ოჯახებს აცხოვრებდნენ, შემდეგ დაიშალა ეს კავშირი აღარ იყო სამუშაო და კაცებმა ვეღარ გაიგეს რა უნდა ეკეთებინათ . ამ დროს ისევ ქალმა აიღო ხელში ყველაფერი, რომ შვილები გადაერჩინა. საქართველო თუ გადარჩა ამ პერიოდში, ისევ ქალების ჟინით, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს და სასტუმრო ბიზნესშიც წამყვანი როლი მაინც ქალებს უკავიათ.

ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ეროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომლის აქტიური წევრი გავხდი. ამ ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიდგომამ აქაურ ხალხს ბევრი რამის გაკეთების საშუალება მისცა. ჩვენი გამოცდილება დასაკარგი არაა და მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გამოიყენოს. ჩვენ უფრო გვესმის სოფელს რა ჭირდება, იმიტომ რომ ამ წიაღში გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება. ჩემი ინიციატივით მოვაწესრიგეთ გერგეთის ასასვლელთან ნაგვის პრობლემა და დავამატეთ სანაგვე ბუნკერები, დავნომრეთ ქუჩები ქვემო გერგეტში ხევისბერის და გერგეტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინიციატივა, ყაზბეგი ზამთარშიც მომხიბლელი გავხადოთ ტურისტებისთვის და სათხილამურო ბიგელი დავამონტაჟოთ. მთავარია თვითმმართველობამ მოგვისმინოს და დაგვიჯეროს.

ახლა ვგეგმავ ყაზბეგში ქალთა კლუბის შექმნას. რეგიონებში განსაკუთრებით უჭირთ ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან აქ ცოტა თავშეყრის ადგილია ქალებისთვის. მინდა შევქნა, ადგილი სადაც მივალთ ქალები და თუნდაც გულს ამოვიღებთ, დავჯდებით და ვისაუბრებთ, ერთმანეთს აზრებს გავუცვლით და რაღაცეებს ვასწავლით. იდეა რომ წარმოიშვება, ქალები არიან ხოლმე ამის ხორცშემსხმელები და გვჭირდება სივრცე, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. ქალები ბევრს ვშრომობთ და გვინდა ძლიერი ბირთვი შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისათვის სოფლად.

ასევე მინდა შევქმნა კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების სარეაბილიტაციო ცენტრი ყაზბეგში. ვიცი ეს რა რთულია – თუ ძლიერი არ ხარ და გვედრში არავინ გიდგას, გაგიჭირდება დაიბრუნო ცხოვრების იმედი. მინდა ასეთ ქალებს საუბრებით, ინფორმაციის მიწოდებით და გვერდში დგომით, ისევ დავუბრუნო სიცოცხლის სურვილი და საკუთარი თავი ვაპოვნინო, როგორც ეს ერთხელ მე თვითონ შევძელი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი appeared first on WomenOfGeorgia.

სოფიო ჯეთერიშვილი, 19 წლის, დედოფლისწყარო/თელავი
„ჩემი აზრით ადამიანს რისი კეთებაც უნდა, რაც მის სულშია, იმას ყოველთვის გააკეთებს.  მთელი ბავშვობა დამოუკიდებელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამის მცდელობა, რამდენჯერმე გავიქეცი, გავიპარე სახლიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, სულ პატარა ვიყავი და ვიცოდი  უკვე, რომ არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არ უყვარხართ და არც შენ გიყვარს.

5 წლის ასაკიდან, თუ რამეს დავაშავებდი, მამაჩემი გარეთ გამაგდებდა და ღამის გათევა ქუჩაში მიხდებოდა. ერთხელ მახსოვს წვიმაც იყო, როცა გარეთ მომიწია ღამის გათენება. ალბათ აქედან დაიწყო ყველაფერი, დაიწყო იქიდან, რომ ყოველთვის ვაპროტესტებდი მის საქციელს, ჯიბრში ვედექი და არ მომწონდა, თუკი რამეს არასწორს აკეთებდა და ამას ყოველთვის ხმამაღლა  გამოვხატავდი. ეს ეხებოდა დედაჩემსაც, როცა მასზეც ძალადობდა. და, რა თქმა უნდა, როცა ვეწინააღმდეგებოდი, ჩემ მიმართაც აგრესიას გამოხატავდა. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე რომ არც მას ვუყვარდი, არც მე, ერთმანეთისთვის მიუღებელი ადამიანები გავხდით.

ერთხელ მახსოვს მამა წასული იყო სადღაც და მეშინოდა, რომ დაბრუნდებოდა მცემდა და ამიტომ გადავწყვიტე  გავპარულიყავი, 13-14 წლის ვიქნებოდი, ზამთარი იყო და ფეხშიშველი წავედი, უხმაუროდ. დედამ საჭმელი გაამზადა, მაგრამ არც გავკარებივარ, ისე გამოვიპარე. მიზანი იყო, რომ სადმე დავმალულიყავი ღამე და მომდევნო დილით პოლიციაში წავსულიყავი. მთელი ბავშვობა ის ოცნება მქონდა, რომ ტელევიზიაში სადმე ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზი გამოჩენილიყო და  დამერეკა.

მამა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ერთხელ მახსოვს სახეში შემომარტყა. სტუმრები გვყავდა და რაღაცაზე გავებუტე და დავემალე, გამომიყვანა სტუმრებთან და იმათი თანდასწრებით შემომარტყა სახეში. ყველაზე საშინელი იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, გინება.  3 წლის წინ, დედა იყო ორსულად და მამაჩემი ძალადობდა, დანით ხელში ეჩხუბებოდა. მე გავაპროტესტე, მაგრამ სახლიდან გამაგდო, სადღაც მიტოვებული სახლში ვიმალებოდი. მაშინაც ზამთარი იყო, ქუჩაში ფრთხილად გამოვდიოდი, რომ არ დავენახე ვინმეს, პოლიციაში მინდოდა წასვლა, ბოლოს დედაჩემის მშობლებთან მივედი და ერთი კვირა ვიყავი იქ, მერე პაპაჩემმა მითხრა, რომ ვერ შემინახავდა და მშობლები გყავს, იმათ მოგხედონო.

რომ დავბრუნდი, ზუსტად ერთი თვე, სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა, მამაჩემი არ მელაპარაკებოდა, არარაობად მთვლიდა, არაფრად მაგდებდა, ჩემ მიწოდებულ წყალს არ სვამდა. მერე ჩემი ძმა გაჩნდა და როცა სუფრის გაშლა მოინდომა თავისი ძმაკაცებისთვის, მაშინ დამიძახა. ამის მერე, ორი წელი რაღაცნაირად მშვიდობიანად ვიყავით.

სკოლის ბოლო წელი იყო, დამამთავრებელი, უნდა ჩამებარებინა და ვემზადებოდი მასწავლებლებთან. მამაჩემი ფულს მიხდიდა, ვერ ვიტყვი რომ უჭირს ფინანსურად, არც ახლა და არც მაშინ.  შეკამათება მოუვიდა დედასთან და მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარ ჩავრეულიყავი ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში, ვინაიდან აზრი აღარ ქონდა. მაგიდაზე ისე აბრახუნებდა ხელს, რომ ჭურჭელი ჰაერში ცვიოდა, მაგრამ სანამ საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არ მივიდა, არ ჩავრეულვარ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მამაჩემს ვუთხარი, კარგი შენ დაწყნადრი, მართალი ხარ მეთქი, პირველი შემთხვევა იყო, რომ მას დავეთანხმე, მაგრამ არ იყო მართალი და ვთხოვე დაწყნარებულიყო. დედა ოთახიდან გავიდა, მე კი კარებში დავდექი, რომ მამა არ გამეშვა. ჩემი არასრულწლოვანი დები და ორი წლის პატარა ძმა ვტიროდით. მამა კი გვიყურებდა და იცინოდა. მივხვდი, რომ ეს არ არის ნორმალური ადამიანის ქცევა. ამ დროს მოვიდა და სახეში შემომარტყა.

კარის ზღურბლს გადავაბიჯე, ეზოში გამოვედი, შემოვტრიალდი და ვუთხარი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი და პოლიციაში წავიდოდი. დედა, რა თქმა უნდა, არაფრის გაპროტესტებას, არც რამის თქმას ან სახლიდან წამოსვლას არ აპირებდა, მე რა თქმა უნდა აღარ დავბრუნდებოდი იქ. მოკლედ წავედი პოლიციაში. აქამდე მეგონა, რომ რამე რეაგირებას მოახდენდნენ, ან კანონს ექნებოდა იმის ძალა, რომ ეს ადამიანი დასჯილიყო. პოლიციელების პასუხი იყო, რომ ახლაო აფექტის მდგომარეობაში ხართო და არ გირჩევთ არაფრის დაწერასო. უბრალოდ შემაკავებელი ორდერი დაუწერეს, მეტი არაფერი, გადაგივლით ეს სიბრაზეო. არ მომცა არც დედაჩემმა საშუალება რამე დამეწერა ფიზიკურ ძალადობაზე, რომ ხელი გამარტყა. პოლიციელებმაც, მერე რა მოხდა, მამააო. ასე დამთავრდა ეს ამბავი. დედაჩემი, მე და ჩემი პატარა ძმა წამოვედით პაპასთან. ჩემი დები დარჩნენ მამასთან.

ახალი წლები იყო, ბებოს დასთან სამთაწყაროში მინდოდა წასვლა, რომ ცოტა ამ გარემოს მოვშორებულიყავი, ტანსაცმელი მჭირდებოდა, ჩავედი სახლში, ჩემმა დებმა კი ტანსაცმელი არ გამომატანეს და მამას დაურეკეს. პოლიციაში დარეკვა დამჭირდა, რომ ჩემი ნივთები წამომეღო.  ახალ წელს კი, უცებ ჩემი დები, ორი დღის წინ, დები კი არა მტრები რომ იყვნენ, მილოცავენ ახალ წელს. როგორც აღმოჩნდა დედაჩემის მცდელობებით, ვინაიდან დედაჩემი უკან მიბრუნებულა სახლში. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე. პაპასთან დაბრუნების შემდეგ, არც დედა დამხვდა იქ, არც ძმა, დავრჩი მარტო ყველანაირი დახმარების და გვერდში დგომის გარეშე, არ ვიცოდი რა მექნა, ან სად წავსულიყავი.

დედაჩემს ვეღარ ვნახულობდი. ასე დავრჩი მარტო. ბებოსთან და პაპასთან, ბიძასთან, ბიცოლასთან და ორ ბიძაშვილთან ვცხოვრობდი, იმათ მიმიღეს. აღარ ვფიქრობდი საერთოდ დაბრუნებაზე. თუმცა, პაპაჩემი ყოველდღე მეუბნებოდა, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებდი იმიტომ, რომ მაგის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ და რომ მე გათხოვება მჭირდებოდა… მოკლედ, ყოველ საღამოს მეუბნებოდა, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. არც მე მინდოდა დაბრუნება და არც მამაჩემს უნდოდა ჩემი დანახვა. დღესაც, როგორც მკვრადს ისე მიხსენიებს.

მეც და ჩემი და-ძმებიც, მამაჩემის ახირების გამო (ქრისტიანია მაგრამ ტრადიციებს არ ცნობს) მოუნათლავები ვიყავით. სახლიდან რომ წამოვედი, პირველი რაც გავაკეთე – მოვინათლე. ამ გარემოებებში დავამთავრე სკოლა. გავედი გამოცდებზე და მოვხვდი თელავში. ყოველ დღე ვგრძნობ რომ ძალა მელევა, ვინაიდან როცა სოფელში ჩავდივარ, დედაჩემს ვერ ვნახულობ.

თელავში რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე, სამსახურის თაობაზე  მერიაში მივედი და ორი თვე მეეზოვედ ვიმუშავე, მერე აცივდა და ყველაფერი აირია. ერთი პერიოდი მეეზოვედ და მიმტანად პარალელურად ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. შემდეგ  მივხვდი რომ, ისედაც თელავის უნივერსიტეტი არ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც სრულყოფილ განათლებას მოგცემს და თუ ამასაც არ მივიღებ და ვიმუშავებ, არაფერი გამოვა. პაპაჩემმა ისე იცის, რომ მე ვმუშაობ და ჩემით ვიხდი ბინის ქირას, მაშინ როცა ბებიაჩემი ჩუმად მიგზავნის ქირის ფულს.

ზამთარში კიდევ ერთხელ ჩავედი სახლში, ვიფიქრე რას მიზამს-თქო, კინაღამ მომკლა, რკინის ჩაქუჩი მესროლა. გამოვიძახე პოლიცია; პოლიციას ეუბნებოდა, რომ მთელი ნახევარი წელი წასული იყო და დაბოზაობდა და ახლა მე აღარ შემოვუშვებო. განყოფილებაში რომ მივედი განცხადების დასაწერად, დედაჩემიც არ დამეთანხმა და მითხრა არ გინდა ახლა შენ გაბრაზებული ხარ და მოდი ისევ თვალები დავხუჭოთო. პოლიციელმა კი მითხრა, რომ შეიძლება კანონი არ გიკრძალავს იმას როგორც ვცხოვრობ, მაგრამ მამაჩემისთვის ეს მიუღებელია. დავტოვე ეს ფურცელი და ცარიელი ტელეფონით, უფულოდ, დავჯექი თბილისის მარშუტკაზე და მეგობართან წამოვედი ისე, რომ არავინ იცოდა სად წავედი და სად ვიყავი.

ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური სტრესია, ამას ისიც ემატება, რომ ძალიან უიმედოდ ვარ. ჩემს კურსელებს რომ მოვუყევი ჩემი ისტორია, არ გამოიწვია მაინცდამაინც სახარბიელო დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ერთმა ლექტორმა მითხრა ხმამაღლა მაგას არ უნდა ამბობდეო. მე კიდე ვფიქრობ უნდა ვამბობდე, შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არაა, მაგრამ უნდა გაიცნონ ის მოძალადეები ჩვენ ირგვლივ.“

The post სოფიო  ჯეთერიშვილი,  19 წლის, დედოფლისწყარო/თელავი appeared first on WomenOfGeorgia.