გურია Archives - WomenOfGeorgia

ია თავდიშვილი, 31 წლის, სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“სოფელ გურიანთაში, ქმართან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან პატარა, 18 წლის გავთხოვდი, მაგრამ გამიმართლა – ძალიან კარგი ოჯახი მყავს. თავიდან, 7-8 წელი, სახლში ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ბავშვები რომ წამოვზარდე, მომინდა, ჩემი საქმე მქონოდა და ბიზნესით დავკავებულიყავი. დედაჩემისგან კერვა ვისწავლე, საკერავ მანქანას მივუჯექი და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გამომდიოდა. ორ-სამ თვეში, ჩემი ატელიეც გავხსენი და ახლა ვხუმრობ ხოლმე, ჯერ ატელიე გავხსენი და კერვა მერე ვისწავლე-მეთქი, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვიყავი. ატელიე ოზურგეთში გავხსენი და ერთი – საბავშვო ხაზი ავიღე. კერვა ბევრ მიმართულებას მოიცავს და მინდოდა, ერთი მიმართულებით ვყოფილიყავი პროფესიონალი. დღემდე მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს ვკერავ და ძალიან კარგად მუშაობს. ამ პროცესში გავიცანი ერთი გოგო, ანა მასლოვა, რომელმაც სოციალური მედიისა და პროგრამირების ტრენინგის სარეგისტრაციო ბმული გამომიგზავნა და მითხრა, იქნებ, დაგაინტერესოს, შენი ბიზნესისთვისაც კარგი იქნებაო. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ჩემით ამ ინფორმაციას ვერასდროს ვიპოვიდი – დღე და ღამე საკერავ მანქანასთან ვიჯექი, ვჭრიდი და ვკერავდი. სარეგისტრაცო ფორმა შევავსე, გავაგზავნე და უარი მომივიდა. გული კი დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ჩემი ბედი არ ყოფილა-მეთქი. რამდენიმე დღეში პროექტის ტრენერმა, ხათუნა რუსიეშვილმა დამირეკა, ერთი მონაწილე ვერ ახერხებს დასწრებას, რეზერვში იყავით და თუ სურვილი გაქვთ, მოდითო. კაბას ვჭრიდი და სიხარულისგან, მაკრატელი ხელიდან გამივარდა, რას ჰქვია, არ მოვალ-მეთქი?! რა თქმა უნდა, ჩავერთე, ქმარსაც შევუთანხმდი, მას სულ ასეთი დამოკიდებულება აქვს – „თუ რამე გინდა გააკეთე, მე შენ გვერდით ვარ.“

ტრენინგებზე ოთხი თვის მანძილზე უნდა მევლო, მათ შორის, თბილისშიც. ჩემი მაკრატელი დროებით გვერდით გადავდე და ამ საქმეს შევუდექი. თუ რამეს ვაკეთებ, ყოველთვის მთელ გულსა და სულს იმაში ვდებ და აქაც მთელი ძალებითა და გონებით ვიყავი ჩართული. იმ პერიოდში შეკვეთები მქონდა აღებული და დედაჩემი დამეხმარა – თარგებს ჭრიდა და ჩემი სამკერვალოს გოგოები კერავდნენ. ბავშვები ჩემმა ქმარმა და მამამთილმა დაიტოვეს. რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა, ქმარმა ახალი კომპიუტერიც მომიტანა, ეს კომპიუტერი ჩამაბარა და თვითონ ბავშვები ჩაიბარა. მერეც, როცა სამკერვალოდან მოვდიოდი და სამეცადინოდ ვჯდებოდი ხოლმე, ბავშვებს ეუბნებოდა, გამოდით, დედას ხელს ნუ უშლითო.

სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მოთხოვნილება მქონდა, რომ სულ მემეცადინა. მანამდე ფეისბუქის გვერდის შექმნაც კი არ ვიცოდი, პირადი პროფილი ბიზნეს გვერდად მქონდა გაკეთებული. პირველ რიგში, ჩემი ბიზნესისთვის საუკეთესო რაც გავაკეთე, ის იყო, რომ გვერდი გავაკეთე – ვისწავლე რეკლამირება, ავტომოპასუხის ჩართვა, პარამეტრების გასწორება და ა.შ. თავიდან, ცოტა შემეშინდა, ამ ამბავში როგორ გადავბარგდე-მეთქი, მაგრამ დავიწყე და ღამის ოთხ საათამდე არ ავმდგარვარ, კომპიუტერთან ვიჯექი და დილით უკვე ჩემი ბიზნესის გვერდი მქონდა. ოზურგეთს მართლა საოცარი გუნდი ჰყავდა, გოგოები ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს, ღამეები არ გვეძინა, ჩვენი ჩატი სულ ენთო. ისეთ რაღაცებსაც ვპოულობდით და ვაკეთებდით, ნასწავლი რომ არ გვქონდა.

ტრენინგების დასრულების შემდეგაც სასწაულები მოხდა – ვიცოდით, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატი უნდა აგვეღო, მერე სტაჟირებაც დაგვიმატეს. იმ ორმოც საუკეთესო მონაწილეს შორის მოვხვდი, რომლებმაც ძალიან კარგ კომპანიებში გავიარეთ სტაჟირება. მე “ლინგვინგში” მოვხვდი, რომელიც ძალიან ინოვაციური და პერსპექტიული კომპანიაა, საოცრად თბილი გუნდით. აქ სტაჟირება სოციალური მედიის განხრით გავიარე. სტაჟირება რომ დასრულდა, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, გული ძალიან მწყდება, რომ გემშვიდობებით-მეთქი. არ გვემშვიდობები, ჩვენთან რჩებიო, მითხრეს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მოხდებოდა, როგორც წესი, კომპანიებს ურჩევნიათ, რომ თანამშრომელი ადგილზე ჰყავდეთ, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობ.

სტაჟირება რომ დასრულდა, გვითხრეს, რომ სამი საუკეთესო მონაწილე, ლისაბონში, ვებ სამიტზე წავიდოდა. ეს იყო ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიების IT წარმომადგენლები. ამ სამეულშიც მოვხვდი და ამას ჩემით მივაღწიე, შრომა დამიფასდა. ლისაბონში საოცარი რვა დღე გავატარეთ, სად არ ვიყავით – ტექნოლოგიური მუზეუმი ვნახეთ, უახლესი გამოგონებები… ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ. ყველა შანსი გამოვიყენეთ, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა, კავშირები, ცოდნა შევიძინეთ. ასევე, დავესწარი ანა ვაინერის მიერ ჩატარებულ ვორკშოფს “I am remarkable”. ეს ვოკშოფი იმდენად მომეწონა, რომ ჩამოვედი, ონლაინ ტრენინგი გავიარე და ფასილიტატორი გავხდი. ლისაბონიდან რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე. ეს არის ყველაზე მაგარი – როცა რაღაცას სწავლობ და მერე სხვებსაც უზიარებ, ეხმარები და ასწავლი, ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ამ ყველაფერმა გამზარდა, ტექნოლოგიებში ყველაფერი ნულიდან დავიწყე, დღეს უკვე ბევრი რამე ვიცი და კიდევ იმდენი მაქვს სასწავლი… ეს ამოუწურავი თემაა. რაც ბიზნეს გვერდი გავაკეთე, ჩემი შემოსავალი სამჯერ გაიზარდა, იქამდე თუ მხოლოდ ოზურგეთს ვემსახურებოდი, უკვე სხვადასხვა კუთხეებიდანაც მაქვს შეკვეთები.

სტერეოტიპული დამოკიდებულებები არავისგან მიგრძვნია, მაგრამ ასეთი ცუდი შემთხვევაც მოხდა – ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი გოგო ტრენინგზე ქმარმა არ გამოუშვა, ეს ყოველთვის ხინჯად მექნება გულში. ერთხელ ჩვენმა თანამონაწილე გოგომ მანქანით წაიყვანა სახლში და სახლამდეც არ მიაყვანინა თავი, ჩემი ქმარი იეჭვიანებსო. საბოლოოდ, მიატოვებინა ტრენინგი და სულ ვფიქრობ, რომ შეიძლება, იმ გოგოს ჩემზე და სხვებზე მეტიც შეეძლო და ამ ნიჭის რეალიზება ვერ შეძლო.

ერთი პერიოდი კომპლექსი მქონდა, რომ უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული და უდიპლომო ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს ქაღალდი არაფერს ნიშნავს. მთავარია, მუდმივად გინდოდეს, რომ ისწავლო. საკუთარ თავს რომ იმ სფეროში აღმოაჩენ, მანამდე რომ ვერ წარმოგედგინა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. გოგოებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ, თუ რამე არ გამოუვათ, კიდევ სცადონ. თუ ფიქრობენ, რომ ეს ისაა, რაც მათ სჭირდებათ და უნდათ, ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: რეზო კვაჭაძე / გედა დარჩია

”ია თავდიშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

UN Women Georgia

#ქალთაგაძლიერება #ქალებიტექნოლოგიებში #ვებპროგრამირება #womenitech

The post ია თავდიშვილი, 31 წლის, სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

თამარ ონიანი, 25 წლის, ნაგომარი, გურია
„პროფესიის არჩევისას, გოგოებისთვის, ხშირად, სკოლა ან ოჯახია განმაპირობებელი. მათ ხშირად ურჩევენ, ისეთი პროფესია შეარჩიონ, რომელიც ქალების გამოცდილებასთან ახლოს დგას და კონკურენციაში არ შევლენ კაცებთან. მსგავსი დამოკიდებულებები ქალებს მოტივაციას უკარგავს, საკუთარი ძალები ახალ, უფრო შემოსავლიან პროფესიებში მოსინჯონ და პირად ინტერესებსა და მისწრაფებებს მიჰყვნენ.

ჩემს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლა სულ მინდოდა, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, უცხო ენებზე ჩავაბარე, შემდგომში პედაგოგად დასაქმების პერსპექტივით. პედაგოგის პროფესიას არ ვაკნინებ, პირიქით, მაგრამ ჩემი ინტერესი სრულიად განსხვავდებოდა ოჯახის მიერ შემოთავაზებული ვერსიისგან. თუმცა, უკვე მოგვიანებით, ჩემს პირველად ოცნებას მაგისტრატურაში შევასხი ფრთები – ჯიპაში, კომუნიკაციების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი ავიღე.

სწავლის დასრულების შემდეგ, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ისევ რეგიონში დავბრუნებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება უფრო მარტივია, მინდოდა, პროფესიული განვითარება გურიაში გამეგრძელებინა. სამსახურის მოძებნა ძალიან გამიჭირდა – პატარა სივრცეში ყველაფერი ნაცნობობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, გასაუბრებების შემდეგ ან უარი მომდიოდა, ან, უფრო ხშირად, უკან აღარავინ მირეკავდა. თუმცა ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ დავსაქმდი, სადაც დღემდე ვმუშაობ.

დასაქმებიდან ერთ წელში, გავიგე, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები გოგოებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო კურსზე მიღება გამოაცხადა. ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა თავისუფალ დროსა და თანხებზე არასდროს მიმიწვდებოდა ხელი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ეს ჩემი განვითარების შესაძლებლობა იქნებოდა.

21-ე საუკუნეში ჩვენი ცხოვრება ტექნოლოგიებთანაა გადაჯაჭვული, უბრალოდ, ქალების როლი ამ პროფესიაში დაკარგული იყო, ამიტომ, ამ კურსზე არა მხოლოდ შევიტანე განაცხადი, გურიაში მცხოვრებ ყველა ნაცნობ თუ უცნობ გოგოსაც ვურჩიე დარეგისტრირება.

სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო – ბევრი ახალი პლატფორმისა და ტექნიკის შესახებ მივიღე ცოდნა, რაც პროფესიულ ზრდაში გამომადგებოდა სამომავლოდ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ქალები ერთმანეთის კონკურენტები კი არ გამოვდექით, არამედ ურთიერთგაძლიერების მიზნით, ერთმანეთს ვუზიარებდით ახალ მიგნებებსა და რესურსებს.

კურსის დასრულების შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ლისაბონის ვებ სამიტზე დასასწრებად, კურსდამთავრებულებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შესარჩევი პროცესი ჩემი ოჯახის ტრაგიკულ ამბავს დაემთხვა – მამა გარდამეცვალა და ისე მძიმედ ვიყავი, არც კი მახსოვს, გასაუბრებაზე რა ვილაპარაკე. მოგვიანებით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ლისაბონში მივდიოდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ვიცოდი, ეს შესაძლებლობა იქნებოდა ჩემთვის, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს უფრო ახლოს გავცნობოდი.

ვებ სამიტზე შევხვდი ფეისბუქის, გუგლის, “სამსუნგისა” და სხვა მსხვილი ციფრული კომპანიების წარმომადგენლებს, რომელთა უმეტესობა ქალი იყო. ვხედავდი, როგორ უზიარებდნენ ეს ქალები ერთმანეთს მიღწევებს და ერთმანეთის გაძლიერებასა და თვითრწმენის ამაღლებას ცდილობდნენ. სამიტის ერთ-ერთ ფორუმზე – „მე მნიშვნელოვანი ვარ“, გუგლის წარმომადგენელმა ქალმა გვთხოვა, გაგვეხსენებინა ჩვენი მიღწევები. ჩემს მიღწევად დავასახელე, რომ ახალგაზრდებთან, მათ შორის, გოგოებთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მქონდა და ვუწევდი პროფესიულ კონსულტაციებს. როგორც მე მოვექეცი გენდერული სტერეოტიების გავლენის ქვეშ პროფესიის არჩევისას, ასევე გადის დღემდე იმავე გზას ბევრი გოგო. მიხარია, რომ ამ ახალგაზრდებთან სამოტივაციო საუბრების შესაძლებლობა მომეცა, მეთქვა, რომ არ შეშინებოდათ სტერეოტიპების და ისეთი პროფესია აერჩიათ, რომელიც აინტერესებთ და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩემი მიღწევაა, რომ ბევრ გოგოს აზრი შევაცვლევინე და ტექნოლოგიების მიმართულებით გავუძლიერე ინტერესები.

ახალი პროფესიისა და ცოდნის დაუფლებამ მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. კოვიდ-19-ის ეპოქაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა საინფორმაციო ტექნოლოგიები. ჯერ ერთი, ეს საშუალებაა დისტანციურად მუშაობის, ასევე, გაძლევს შესაძლებლობას, დამსაქმებელი თავად შეარჩიო და ერთდროულად რამდენიმე სამუშაო ადგილი გქონდეს, რაც პირდაპირ აისახება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეს ცოდნა ახლა ზურგს მიმაგრებს და ვიცი, საინტერესო სამუშაოს პოვნა ყოველთვის შემეძლება.

ვფიქრობ, განათლება მაშინაა ღირებული, როცა მას სხვასაც უზიარებ. დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა ისეთი ქსელი, რომლის მეშვეობით, რეგიონში ქალებს სრულიად უსასყიდლოდ გავუზიარებ ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით, თავი რომ მეტად თავდაჯერებულად იგრძნონ და ოჯახის წევრებზე არ იყვნენ დამოკიდებული.

ამას მოხალისეობრივად ისედაც ვაკეთებ. ბევრი ახალფეხადგმული მეწარმისთვის დამიგეგმავს პროექტები და სოციალური მედიის სტრატეგიები. ქალებს სჭირდებათ მოტივიაცია და მხარდაჭერა, ასევე, ბევრი როლური მოდელი. ამიტომ, ჩემს პირად პასუხისმგებლობად მივიჩნევ მათ დახმარებასა და წახალისებას, მომავალში დამოუკიდებელი ნაბიჯები თავად რომ გადადგან.

მინდა, გოგოებს ვურჩიო, რომ პროფესიების არჩევისას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. შეიძლება სხვას მოუსმინო, მაგრამ სხვისი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვერ იქნები. არ უნდა შეეშინდეთ განსხვავებული ნაბიჯების გადადგმის, შიში უნდა დაძლიონ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. თანაც, ტექნოლოგიის სფეროში ქალებმა უკვე შევძელით გზის გაკვალვა და ამ გზაზე სიარული სხვებს ახლა უფრო გაუმარტივდებათ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: რეზო კვაჭაძე/გედა დარჩია

UN Women Georgia

”თამარ ონიანი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

The post თამარ ონიანი, 25 წლის, ნაგომარი, გურია appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია
“ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. სოციალური მედია და პროგრამირება კი მაინტერესებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბიზნესი ან ბუღალტერია და აუდიტი უფრო იყო ჩემი საქმე. აუდიტი ვისწავლე კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით აღარ წავედი, მივხვდი, რომ სხვა რაღაც მაინტერესებდა და სიახლეს ვეძებდი. სხვადასხვა აქსესუარებს – საფულეებს, სამაჯურებს, დეკორატიულ ნაძვის ხეებს ვაკეთებდი ხელით და ბაზრობებსა და გამოფენებზე ვყიდდი. რაც კი შეიძლება ხელით გაკეთდეს, ალბათ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

25 წლის ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე „ინოვაციური განათლების ცენტრის“ ტრენინგებში – სოციალური მედია მარკეტინგი და ვებ პროგრამირება. პროექტის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ ორწლინახევრის იყო, მითხრა, მინდა, მსოფლიომ გაგიცნოსო, ასეთი ამბიცია ჰქონდა. დავპირდი, მსოფლიო არ ვიცი, მაგრამ საქართველო კი გამიცნობს, მაგას გპირდები-მეთქი. თან, მაინტერესებდა კიდეც ეს სფერო, რადგან ჩემი აქსესუარების ონლაინ მაღაზიის გაკეთება მინდოდა. ამისთვის მჭირდებოდა ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდები, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მემართა. გვერდს კი გააკეთებ, მაგრამ მარტო გაკეთება არაა საკმარისი, თუ სწორად არ მართე, სწორი სეგმენტი არ აირჩიე და ა.შ. როცა პროექტის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, ვცდი, იქნებ, ამაში მაინც გამოვიყენო-მეთქი, ის არ მეგონა, ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი. როცა ტრენინგზე გარკვეული საფეხურები გავიარე, მივხვდი, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა გამეკეთებინა სოციალურ სივრცეში, ვიდრე წარმომედგინა და უფრო გულდასმით მივუდექი – ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რასაც ვსწავლობდი, სიღრმისეულად მესწავლა, სულ მობილიზებული მივდიოდი. მანამდე სულ მეუბნებოდნენ, მისაბაძი ხარ სხვებისთვისო და ვფიქრობდი, რომ ამის მერე კიდევ უფრო ვიქნებოდი მისაბაძი მაგალითი ადამიანებისთვის. უფრო თინეიჯერ გოგონებს ვგულისხმობ, როცა ამას ვამბობ. იმდენად კარგი ტრენერები გვყავდა, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს ვიღებდით. გოგოები ჯგუფურადაც ვმუშაობდით, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან და ამით ჯგუფში მუშაობაც ვისწავლე. ყველა გვერდში გვედგა და შეგვეძლო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ხელმძღვანელისა და მენტორისთვის დაგვერეკა და გვეკითხა, რა და როგორ გაგვეკეთებინა.

ტრენინგები რომ დასრულდა, 40 გოგო შეარჩიეს სტაჟირების გასავლელად. გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ნამუშევარი წარგვედგინა, ერთ-ერთი მეც ვიყავი. ამ წარდგენის შემდეგ გავიგე, რომ მოვხვდი Grapevine Marketing Agency-ში – ეს არის მარკეტინგული კომპანია, სადაც მაქსიმალურად შემეძლო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. იმის გამო, კოპმანიაში WordPress-ის ძრავზე არ მუშაობდნენ, ამიტომ კოდირების სწავლაც დავიწყე. სოციალურ მედიას რაც შეეხება, ჩამაბარეს ფეისბუქის რამდენიმე ანგარიში და საკმაოდ კარგად ვუძღვებოდი. ასევე, დიზაინერებს ვეჯექი ხოლმე და ვსწავლობდი, რასაც აკეთებდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ თუ ვებ დიზაინს ვისწავლიდი, განვითარებაში დამეხმარებოდნენ. ვისწავლე ვებ დიზაინი, ოღონდ უკვე ჩემი სახსრებით, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მომცეს შესაძლებლობა, უფრო მეტად განვვითარებულიყავი. სტაჟირებაზე ერთი თვე ვიყავი და შემდეგ დავრჩი ამ კომპანიაში, როგორც გრაფიკული დიზაინერი.

ამ პროექტმა ფინანსურადაც ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა კერძო შეკვეთებსაც ვიღებ. სამომავლოდ, მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც ტექნოლოგიებს ეხება. მინდა, სრული პაკეტი შევთავაზო დამკვეთს. თუ მე ამას შევძლებ და ვიცი, რომ შევძლებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ჩემი შვილის ოცნებაც ახდება. მივხვდი, რომ როგორც სხვას შეუძლია ჩემი დახმარება, ასევე შემიძლია მეც, იგივე გავაკეთო და სხვას ვასწავლო. მაქვს გეგმა, რომ ჩავატარო ტრენინგები ქალებისთვის. მინდა, რეგიონებში გავაკეთო რამე ქალებისთვის. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, ქალებს ლექციები ჩავუტაროთ სოციალურ მედიაზე და გამოცდილება გავუზიაროთ. მალე გვექნება Youtube არხიც.

ოჯახისგან ყოველთვის მქონდა მხარდაჭერა. ოღონდ მე რამე მესწავლა და მშობლები არასდროს არაფერზე მეუბნებოდნენ უარს. როცა გადავწყვიტე, ტრენინგებზე მევლო, ჩემმა დამ სამსახურს თავი დაანება, ჩემი შვილისთვის რომ მიეხედა. მერე ჩემი და დედაჩემმა ჩაანაცვლა. მამამ იცის თქმა, შვილო, სულ როგორ უნდა სწავლობდე, ცოტა დაისვენეო. რომ დავურეკე და ვუთხარი, წარმატებას მივაღწიე და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება მექნება-მეთქი, ძალიან გახარებული იყო. ჩემი იმედი აქვთ, იციან, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერს გავაკეთებ.

მინდა, ქალებთან მიმართებაში სტერეოტიპები დაინგრეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ სფეროში ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ. მით უმეტეს, რეგიონებში ქალებს ამისი შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ. ყველა გოგოს ვურჩევ, მიზნად დაისახონ ის, რაც უნდათ და ყველაფერს შეძლებენ. მიზანს წარმატებისკენ მივყავართ და წარმატება ყველასთვის მნიშვნელოვანია.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: გედა დარჩია

UN Women Georgia

Meri Ezieshvili

”მერი ეზიეშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

The post მერი ეზიეშვილი, 27 წლის, ოზურგეთი, გურია appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ქალი “მარშრუტკით”

„პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიას ვსწავლობდი. ახლა ეს ძალიან ტრენდულია, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნაკლებად იყო, სტუდენტი რომ სწავლის პარალელურად მუშაობდა. ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ გამოცდილებისთვის, დღეში ოთხი საათი მაღაზიაში ვმუშაობდი და მინიმალური ანაზღაურება მქონდა. მიმუშავია “საქართველოს ბანკშიც” „პრომოუტერად“, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში.

ბანკში მუშაობის პერიოდში, შემცირებაში მოვყევი და 6 თვე უმუშევარი ვიყავი, ტყუილად ხომ არ ვიქნები-მეთქი და გადავწყვიტე, მართვის მოწმობა ამეღო. პარალელურად, სოფლის მეურნებაში ვიყავი ჩართული – ძალიან კარგი ბოსტანი მქონდა, თხილი გავაშენე, ფიზიკურად ვმუშაობდი, “დრუჟბით” შეშას ვჭრიდი… მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. როცა მართვის მოწმობა ავიღე, არც მიფიქრია, რომ მომავალში ვინმეს მეც მოვამზადებდი. მერე დეიდაჩემმაც გადაწყვიტა მართვის მოწმობის აღება და ერთ-ერთ ავტოსკოლას მიებარა. თუმცა ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ვერაფერს ვიგებ, რამე მიშველეო. დავსხედით და ვამეცადინე, თითოეულ საკითხს დეტალურად ვუხსნიდი, ყველაფერი გაიგო და მითხრა, იცი, რას გეტყვი, ყველაფერს თავი დაანებე და ამ საქმეს მიჰყავი ხელი, ძალიან კარგად გამოგდისო. ჩემს მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, მოდი, ერთ-ორ ჯგუფს მოვამზადებ, მოვსინჯავ, რა გამომივა-მეთქი. კარგად მოვამზადე ეს ბავშვები და წარმატებით ჩააბარეს. იმ პერიოდში, საცხოვრებლად ბათუმში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ამის გამო, გადავწყვიტე, სამი თვით ოზურგეთში დავრჩენილიყავი, მემუშავა და მერე წავსულიყავი. ამ სამ თვეში ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი, ჩემი მოსწავლე იყო, თბილისიდან იყო ჩამოსული და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ, ორივე ოზურგეთში დავრჩით.

ამ ამბებს რომ ვიწყებდი, მანქანა არ მყავდა. მამაჩემს, რომელსაც ორი “მარშრუტკა” ჰყავდა ამ დროს, ვუთხარი, ჯერ მე მანქანას ვერ ვიყიდი და მოდი, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას ავიღებ და “მარშრუტკით” ვივლი-მეთქი. მამაჩემმა მლანძღა, შენ ხომ ქალი არ ხარო, მაგრამ საბოლოოდ, ავიღე მართვის მოწმობაც და ოზურგეთში ყველამ გამიცნო, როგორც “ქალი მარშრუტკით” – ასე დავდიოდი ჩემი “მარშრუტკით” აბსოლუტურად ყველგან, სადაც გამიხარდებოდა. ერთხელ ქორწილში მივდიოდი, ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავი რომ უნდა ჩამესხა, მივედი გამოპრანჭული – მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით და ოპერატორმა დამცინავად მითხრა, არ მითხრა ახლა, დაბადების დღეზე მივდივარო. ქორწილში მივდივარ, ვირითაც რომ ვიყო, ტრასპორტია და რაც მყავს, იმით დავდივარ-მეთქი, ვუთხარი.

ასეთი შემთხვევაც მქონდა – ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს, ქობულეთში წავიდეთ და ვიქეიფოთო. მაშინ მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვა, დიდი პრობლემა არ იყო, მაგრამ ლოგიკურია, მე ჩემი პასუხისმგებლობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი მოსწავლე ჩემი ტოლი და ჩემზე უფროსიც იყო. ვუთხარი, ახლა თქვენ იქ დალევთ, მერე საჭესთან დაჯდება ვინმე და მოდი, წაგიყვანთ ჩემი “მარშრუტკით” და მეც თქვენთან ერთად წამოვალ-მეთქი. გაუხარდათ და წავედით. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, ხან ერთი ჩემი მოსწავლე წამოხტებოდა, ნინო მასწავლებელს გაუმარჯოსო, ხან – მეორე. ერთი მელოტი, ერთი პატარა, ერთი ასაკოვანი… ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რისი მასწავლებელი ვიყავი. უკან რომ უნდა წამოვსულიყავით, ჩემი “მარშრუტკა” არ დაიქოქა, მივედი, ავწიე კაპოტი, გავაკეთე და დავქოქე. ხალხი იყო გამოფენილი და აგაშენმა ღმერთმა, ახლა მივხვდით, რისი მასწავლებელი ხარო.

ავტოსკოლა

რაღაც დანაზოგი რომ გამიჩნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მანქანა მჭირდებოდა. ვიფიქრე, მანქანა რომ ვიყიდო, ხარჯი ხომ მომემატება, საწვავი სჭირდება, ზეთი, ნაწილები… მოდი, ვიყიდი და თან სასწავლოდაც ვამუშავებ, თუ მოგებას არ დატოვებს, იმდენს მაინც ხომ შეძლებს, ჩემი ფინანსები რომ არ დავახარჯო-მეთქი. ვიყიდე მანქანა და დავიწყეთ უკვე პრაქტიკული მომზადებაც. ამის მერე, გადავწყვიტე, ავტოსკოლის ლიცენზია გამეკეთებინა, უკვე შევძლებდი, ყველა კატეგორიაში გამეცა ავტოსკოლის მოწმობები. 2011 წელს დავარეგისტრირე შპს და დღემდე ამ საქმეში ვარ.

ნელ-ნელა დაიწყო განვითარება. მოედანი ვიქირავე, როგორიც საგამოცდო მოედანია, ისე გავაკეთე. თუმცა, ვერ ვაკეთებდი შესაბამის საფარს, რადგან ამ საფარის გაკეთება მინიმუმ, 20-25 ათასი ლარი ჯდება და ამას სხვის ტერიტორიაზე ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, დავიწყე ზრუნვა იმაზე, შემეძინა მიწა და ჩემი მოედანი მქონოდა. სესხის დახმარებით, ვიყიდე მიწა. ასე შევიძინე შემდეგ მეორე ავტომობილი, მესამე. 2016 წელს, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების დარგის ლიდერი გავხდი – მესამე ადგილი მოვიპოვე ოქროს ნომინაციაში, 2018-სა და 2019 წელს პირველი ადგილი ავიღე. ესეც მიზრდის მოტივაციას. მეუბნებიან კიდეც, შენნაირი ენთუზიაზმით ოზურგეთში არავინ ცხოვრობსო. მე არ მგონია, რომ რამე მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ, ყველგან შეგიძლია, რაღაც გააკეთო.

ამ პროცესებში ვიყავი, როცა ჩემი სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა, სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია შემოვიდა, ქალები შევკრიბე და ერთი თავი ქალი უნდათ, ვინც უხელმძღვანელებსო. მივედი და დამხვდა ფონდი “ტასო”, იმ დღესვე შექმენით ქალთა ჯგუფი – “ქალთა ერთობა”, რომლის ლიდერადაც ამირჩიეს. ეს არის თვითდახმარების ჯგუფი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და შემდეგ გრანტიც მოვიპოვეთ, რომლის დამხარებითაც, სოფელში პატარა ბიბლიოთეკა გავაკეთეთ, ინვენტარი შევიძინეთ, ოთახი მოვაწყვეთ. იქ რომ ვისაუბრეთ, იმ დღესვე მითხრეს, რომ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციას” საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული. ავტოსკოლისთვის ტექნიკა მჭირდებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე უნდა დამხმარებოდა, არასდროს მქონია ამის პრეტეზია, ყოველთვის თვითონ ვფიქრობდი, საიდან მომეძიებინა თანხა საკუთარი ძალებით. მოკლედ, გადავდგი ეს ნაბიჯი, დიდი გრანტი არ იყო – სენსორული მონიტორები, ორი პლანშეტი, ნოუთბუქი და პროექტორი უნდა შემეძინა. სანამ შემარჩევდნენ, ფონდმა “ტასომ” ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დამიფინანსა სწავლა. “ფერმერთა ასოციაციაში” გასაუბრებაც გავიარე და იქ ისეთ ემოციებში ჩავვარდი, ტირილიც კი დავიწყე, მართლა არ წარმომედგინა, რომ ვინმე დაინახავდა, სადღაც ამ პატარა ოზურგეთში, მე რომ რაღაცას ვაკეთებდი. ისე დაემთხვა, რომ ნეგატიური დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. დავფინანსდი და შევიძინე ტექნიკა, რომელიც მართლა მჭირდებოდა. ასევე, დამიფინანსეს ბრენდინგი და ვებ-გვერდის დიზაინის შესწავლა – მალე საკუთარი ლოგო და ვებ-გვერდიც მექნება.

რაც შეეხება ამ ბიზნესს, არის შემთხვევები, როცა ათ დღეში, ერთ კვირაში აზეპირებინებენ მართვის მოწმობის საკითხებს და ბოლოს, კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ. ერთხელ, სამინისტროში ვიყავი შეხვედრაზე და ავტოსკოლების ყველა წარმომადგენელი იმას ამბობდა, კანონი როგორ უნდა მოერგოს თავის ბიზნესს. ბოლოს, ავდექი და ვთქვი, რომ მე ყველაზე პატარა რაიონიდან ვარ და შეიძლება, სახელმწიფომ ისეთი რეგულაცია შეიმუშაოს, ჩემთვის ავტოსკოლა რომ მომგებიანი აღარ იყოს, მაგრამ მთავარია, მივიღოთ მეტი სიცოცხლე, მეტი ჯანმრთელი ადამიანი და არა – დასახიჩრებული. ესაა ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ვაქციო და იმაზე არ ვიფიქრო, რა დაემართება ადამიანს, როდესაც ჩემგან წავა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთ კვირაში და ათ დღეში დაზეპირება ურჩევნიათ, ნება რომ მისცე, ალბათ, 99% მართვის მოწმობას იყიდის და ამას ბავშვები კი არა, ზრდასრული ადამიანები გააკეთებენ. ავტოსკოლებში თუ არ მოწესრიგდა სიტუაცია და ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, მცოდნე ახალი თაობა ვერ წამოვა. მძღოლის პროფესია ურთულესია და ჩემი აზრით, ასე უგულოდ არ უნდა ვიქცეოდეთ.

რადგან ავტოსაქმეში ვარ, მანქანის ყველა დეტალი ვიცი. მანქანა ისე არ რემონტდება, მე არ ვიცოდე, რა და რატომ გაფუჭდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში – ყველა “ავტონაწილებს” ვიცნობ. ცოტა ხნის წინ, ავტოსერვისის გაკეთება გადავწყვიტე. ოზურგეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, ვულკანიზაცია იქნება თუ ავტოსამრეცხაო, “ქალის ადგილს” დიდად ვერ პოულობ – არ არის დასაჯდომი და ტრასაზე დგომა გიწევს. მე მაგის არც მრცხვენია, მაგრამ რა სასიამოვნოა, მანქანა როცა ირეცხება, ტრასაზე იდგე?! მინდა, იქვე პატარა კაფე გავაკეთო, სადაც საბავშვო კუთხეც იქნება, დედებმაც რომ ისარგებლონ. ესაა ჩემი სამომავლო გეგმა.

ის სტერეოტიპი, რომ ქალი ყველაფერს ვერ გააკეთებს, თავიდანვე დამსხვრეული მქონდა. ვერ წარმომიდგენია, თუკი მე მჭირდება, რატომ არ უნდა ვიტაქსაო, თუ გამიჭირდა და სამსახური არ მაქვს, რატომ არ უნდა ვიმუშაო ტრაქტორზე – ტრაქტორის მართვის უფლებაც მაქვს, სხვათაშორის. როცა მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით, მაშინ ვუთხარი, მე ჩემს შვილებს არასდროს მოვაშიებ-მეთქი და მაქვს მაგის იმედიო, ჩაილიპარაკა. დღემდე ვეხუმრები ამაზე. შეუძლებელი არაფერია, ზუსტად ვიცი.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

თამუნა ლურსმანაშვილი, 39 წლის, ოზურგეთი
„მეათე კლასში რომ გადავდიოდი, ხიდან ჩამოვვარდი. თბილისში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და მერე, ორი წელი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ერევანში. იქიდან რომ ჩამოვედი, თითქმის დავდიოდი, მაგრამ წავიქეცი. მერე ეტლში ჩავჯექი და გადაადგილება რომ გამიადვილდა, გავზარმაცდი, იმდენად ვეღარ ვივარჯიშე, ფორმაში ვეღარ ჩავდექი და ახლა ასე ვარ – გულ-მკერდის მე-12 და წელის პირველი მალა მაქვს დაზიანებული.

პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა. ადამიანებს გავურბოდი, ურთიერთობა არავისთან მინდოდა, გარეთ საერთოდ არ გავდიოდი და ოთახშიც მხოლოდ დედაჩემს ვუშვებდი, დედა შემოდიოდა ჩემთან და მე ლოგინში ვიწექი. ჩვენი უბნის მოძღვარმა, მამა შიომ თქვა, ამ ბავშვთან სიარულს დავიწყებო. პირველად რომ მოვიდა, არ მივიღე, მერე მეორედ მოვიდა, მესამედაც და ნელ-ნელა იმდენს მიაღწია, ეკლესიამდე მიმიყვანა, წირვებს ვესწრებოდი. რატომღაც ის გარემო ძალიან მამშვიდებდა და სახლში დამშვიდებული ვბრუნდებოდი. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს რაიონში იყო საქველმოქმედო ასოციაცია “გურია,” რომელსაც დღის ცენტრი ჰქონდა, იქ იყო ერთადერთი ადაპტირებული გარემო, სადაც თავისუფლად გადაადგილება შემეძლო და გავწევრიანდი. თავიდან აქაც გამიჭირდა ურთიერთობა, სახლიდან ახალგამოსული ვიყავი, მაგრამ სასიამოვნო გარემო დამხვდა, მიმიღეს, თბილად დამელაპარაკნენ. ყოველდღე მანქანა გვაკითხავდა, მივდიოდი და იმის მოლოდინი გამიჩნდა, რომ ყოველ დილით სადღაც ვიყავი წასასვლელი. მერე სხვადასხვა ნიჭიც აღმოვაჩინე საკუთარ თავში, თურმე, კიდეც უნდა ვიმღერო, უნდა დავქარგო, დავხატო… ყველა დღე ერთფეროვანი აღარ იყო, როგორც მანამდე, გათენებიდან დაღამებამდე რომ ლოგინში ვიყავი. დილით ვდგებოდი, მოვწესრიგდებოდი, სახლიდან გამოვდიოდი, რაღაცებს ვსწავლობდი და ამან ჩემს ცხოვრებას ხალისი და რწმენა დაუბრუნა. ამის მერე, ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

ახლა დღის ცენტრში მოხალისე პედაგოგად ვმუშაობ. მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა, ბავშვები სულ მიყვარდა. მე-10 წელია, ამ ორგანიზაციაში ვარ და ორი წელია, გავბედე ის, რომ მოხალისე პედაგოგად შევსულიყავი ბავშვებთან. ეს ბავშვები არიან ეტლით მოსარგებლეები, დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლითა და ა.შ. მე მათ ყოფითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარები. პარალელურად, ევროკავშირის პროექტში “სოციალური უფასო ტაქსი” ოპერატორი ვარ. ეს არის უფასო ტაქსი, რომელიც შშმ და დიალიზის საჭიროების მქონე პირებს ემსახურება. პროგრამა ექვსთვიანია და როცა მორჩება, მინდა, ადგილობრივი მერია დავარწმუნო იმაში, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია და ბიუჯეტში ჩასვან, რომ გაგრძელდეს.

საზოგადოებაში ხშირად ვჩნდები ხოლმე, სხვადასხვა აქტივობებში, პროექტებში ვერთვები. შშმ პირები უფრო მეტად უნდა გამოვჩნდეთ, გავაქტიურდეთ და ყველგან უნდა ვიყოთ დასაქმებულები. ოღონდ, როგორი დასაქმებული – ხელფასს რომ სამოწყალოდ დაგინიშნავენ და საჩვენებლად, ასე არა. ბევრჯერ მქონია მსგავსი შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა. არ შემიძლია, ხელფასს პენსიასავით მიხდიდნენ, ამას ნამდვილად არ მივესალმები. გადამამზადე, მივიღო ის საბაზისო ცოდნა და როცა დავრწმუნდები, რომ ამას შევძლებ, მერე დავიწყებ მუშაობას. ცოდნა უნდა მქონდეს და ვიცოდე, რომ ამისთვის მზად ვარ, მერე იქ ვიღაცამ ისე რომ არ შემომხედოს, ეტლით მოსარგებლე რადგან ვარ, მხოლოდ იმიტომ დავსაქმდი. ვფიქრობ, დღის ცენტრი ყველა ქალაქში უნდა იყოს და მან მოამზადოს შშმ პირები სამსახურში გასაშვებად. თუნდაც, მე, მერე დავამთავრე კოლეჯი. ჩემმა უფროსმა მითხრა, უნდა ისწავლოო და მეც დავრწმუნდი ამაში. მდივარ-რეფერენტის კურსი გავიარე, ბევრი დაბრკოლებით, გულისტკენით, ცრემლით, მაგრამ ბოლომდე გავიარე და ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი. ბედნიერებაა, როცა ხელფასს აიღებ და იცი, რომ შენი ნამუშევარია და არა სამოწყალო. მე ვთქვი, როცა დავსაქმდები და გადამხდელუნარიანი ვიქნები, როგორც სხვა ადამიანები, მეც ისევე გადავიხდი გადასახადებს-მეთქი. ახლა ჩემით ვიხდი გადასახადებს და მიხარია.

მინდა, ჩემი ქალაქიც ისე მოვაწყო, რაც შეიძლება მეტი ადაპტირებული სივრცე გაჩნდეს შშმ პირებისთვის და ხშირად გამოვჩნდეთ საზოგადოებაში. სათათბიროებსაც ვესწრები, სადაც საბჭოს წევრი ვარ და შშმ პირებს წარმოვადგენ, მაგრამ, რატომღაც, წინ ნელი, კუს ნაბიჯებით მივიწევთ. მე საზოგადოებაში გამოსული ვარ და ახალი ადამიანების აღარ მეშინია, ხშირად დავდივარ მეგობრებთან და მინდა, ჩემი მეგობრებიც ასე იყვნენ, მაგრამ ბევრი ადამიანია სოფლებში კარჩაკეტილი, რომლებიც სახლიდან არ გამოდიან და სურთ, ჩემსავით გამოვიდნენ. მწერენ და მეკითხებიან, ქალაქში როგორ დადიხარ, როგორ გადაადგილდებიო. ვცდილობ, ხმა ყველას მივაწვდინო, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის ხომ არ მინდა – მინდა, ყველასთვის გაჩნდეს ადაპტირებული სივრცეები, თუნდაც, კაფე, პარკი, და ა.შ.

პროფესიულ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი, პანდუსი არ იყო. მითხრეს, სასწავლო მასალას სახლში გამოგიგზავნითო და არა-მეთქი. მეც მინდოდა, რომ ლექციაზე ვმჯდარიყავი, მომესმინა და თუნდაც, ის შენიშვნა მიმეღო, რასაც სხვა სტუდენტები მიიღებდნენ – არ მინდა, ვინმემ შემიცოდოს. სად სახლში გამოგზავნილი საკითხების კითხვა და სად ლექციაზე ყოფნა?! ძალიან კარგი ჯგუფელები მყავდა, ყოველდღიურ ურთიერთობაში კიდევ უფრო გავიხსენი, ერთმანეთს აზრებს ვუცვლიდით, ერთად დავდიოდით.

ერთხელ, ქალაქის მერს ვუთხარი, ქალაქში გავიაროთ და ვნახოთ, სად რა დაბრკოლება შეგვხვდება – სად შევძლებ გადასვლას, გადმოსვლას, შესვლას და ვინ დამეხმარება-მეთქი. “ლიბერთი ბანკში” იყო არასწორი პანდუსი, ეს დავანახე და ფაქტობრივად, მეორე დღესვე დაიწყეს გაკეთება, ახლა ჩემით დავდივარ ბანკში, შევდივარ, პენსიას, ხელფასს ვიღებ. სხვა ბანკში რომ მომინდეს შესვლა, არ არის საშუალება, ალბათ, ასე ნაწილ-ნაწილ უნდა დაანახო, რამე რომ გააკეთონ. ახლა უფრო დაიწყეს რაღაცების კეთება, თუმცა, არ მინდა, რომ ეს იყოს ფასადური – ბევრი პანდუსი კეთდება, მაგრამ ან დახრილობა აკლია, ან მოსახვევი არ აქვს, ან მოაჯირი და ა.შ. არის შემთხვევები, როცა აფთიაქში მინდა რაღაცის ყიდვა. შეიძლება, სხვასაც სთხოვო, გიყიდოს, მაგრამ არის რაღაც ისეთი პირადი, თუნდაც, ჰიგიენური საშუალებები, რაც არ მინდა, სხვამ მომიტანოს. ბოლო-ბოლო, მინდა, რომ თვითონ ავარჩიო. ამ დროს, მეუბნებიან, ჩვენ მოვალთ და გარეთ მოგაწოდებთო. იქნებ, მე მინდა შემოსვლა?! აფთიაქებიც არაა ადაპტირებული.

სახლისკენ რომ მოვდივარ, გზაზე ტროტუარი არ არის. ხანდახან პატრული მაცილებს და მეუბნება, გზიდან გადადექიო, ან მეკითხება, მარტო რატომ დადიხარო. იქნებ, მარტო მინდა სიარული და არ მინდა, ვინმე მახლდეს, მარტოს მინდა გასეირნება.

ეკლესიაში ხშირად დავდივარ, მაგრამ ვერ შევდივარ, ერთ-ერთმა მღვდელმა მითხრა, დიაკვნებს დაგახვედრებთ, ხელში აგიყვანენ და ტაძარში შეგიყვანენო. მე ასე არ მინდა, მინდა თავისუფლად შევიდე მაშინ, როცა მომინდება, მარტომ ვილოცო და სანთელი დავანთო. ამას ვერ მივაღწიე. უბრალოდ, იმაზე მტკივა გული, რომ სამღვდელოება უფრო მეტად უნდა იყოს მოწადინებული, მრევლისთვის ეს გარემო რომ ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ჩვენთვის ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემსავით ბევრი ადამიანი არ აქტიურობს.

ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ თუ ექიმთან მიდიხარ და თუ ვინმე გახლავს, შენ განზე გაგწევენ და იმას ესაუბრებიან. თვალის პრობლემა მქონდა და ექიმთან მეგობართან ერთად მივედი, მე საერთოდ არაფრად ჩამაგდო, ერთი კი გადამავლო თვალი და მითხრა, ოპერაცია გჭირდებაო და მერე ჩემს მეგობარს დაუწყო საუბარი იმაზე, დედ-მამა თუ მყავდა და ა.შ. ამაზე ისე გავბრაზდი, ისეთი პროტესტი გამიჩნდა, საერთოდ დავტოვე იქაურობა და წამოვედი, იმის მერე აღარც მივსულვარ.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ქუჩაში პირველად რომ გამომიყვანა ჩემმა ბიძაშვილმა და ეტლზე დამსვა, ყველა მე მიყურებდა. იყო ასეთი რეაქციებიც – ”ვაიმე, რა საცოდავია.” ყველაზე მეტად ზედმეტი, გამაღიზიანებელი ყურადღება არ მიყვარს. მაგალითად, სადმე რომ შევდივარ და დიდის ამბით მიღებენ კარს, მობრძანდი შენი ჭირიმე და ა.შ. მინდა, მეც ჩვეულებრივად შევიდე, როგორც სხვებს იღებენ, მეც ისე მიმიღონ. პირველად ქორწილში რომ მივედი და ეტლით დამინახეს, ისე შემომესივნენ და შემომარტყეს წრე, გეგონებოდა, გალიიდან მაიმუნი გამოვიდა – აბა, ეს ხომ არ გინდა, ის ხომ არ მოგართვათ… შეიძლება, ამ დროს ადამიანს მართლა უნდა, პატივი გცეს და სითბო გამოხატოს, მაგრამ ეს ძალიან გაღიზიანებს.

პოლიციის თანამშრომელთან მქონდა კიდევ ასეთი შემთხვევა: ჩვენს პარკირებაზე, ანუ შშმ პირების ნიშნულზე პატრულის თუ სამმართველოს მანქანა იდგა. მოვიკითხე ვისი იყო და არ მოვიდა, ავდექი, ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე დავდე – ჩვენი სამართალდამცველებიც ხშირად არღვევენ შშმ პირების უფლებებს-მეთქი. უცებ გამოჩნდა პატრონი. მთელი ოზურგეთი შეიძრა, ვინ არ დამირეკა, წაშალეო, მაგრამ არ წავშალე. მეორედ აღარ გააკეთებს.

ოჯახის შექმნა ჩვენთვის ტაბუდადებული თემაა. ძალიან რთულია ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელიც ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ. ამ ბედნიერების მიღმა რა პრობლემებიც დგას, ამისთვის მზად უნდა იყოს – იქეთ საზოგადოებას უნდა მიხედოს, იქეთ ნათესავებს, ოჯახი დაარწმუნოს… ეს ძალიან დიდი ჯაჭვია. ალბათ, ოდესმე საზოგადოებაც შეიცვლის ცნობიერებას და მიხვდება, რომ ჩვენც გვჭირდება ოჯახი. მე ვფიქრობ, საკუთარი ცხოვრება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას უნდა და როგორსაც თვითონ ირჩევს.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post თამუნა ლურსმანაშვილი, 39 წლის, ოზურგეთი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს.

დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა. ორნი ვიყავით – უფროსი ძმა მყავდა და მე ვიყავი მერე, მეტი ვერ მოასწრეს. დედაჩემი, რაც შეეძლო, არაფერს გვაკლებდა, მაგრამ ძალიან რთული იყო, იმ პერიოდში თუ ომში იყო ვინმე წასული, მის ოჯახს ეხმარებოდნენ, მაგრამ რეპრესირებულის ოჯახს – არა. დედაჩემს ოჯახიც ეხმარებოდა, ხელს უწყობდნენ და ამის გამო, უჭმელობა არ გვიგრძვნია. ჩვენ მიმართ ხალხს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა, დედაჩემიცა და მამაჩემიც ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ მეზობლებში, არავინ გვავიწროვებდა, პირიქით. აშკარად ვერ აკეთებდნენ ამას, მაგრამ, მაგალითად, სოფლის თავმჯდომარე სულ ცდილობდა, რომ დახმარებოდა ჩვენს ოჯახს და ყოველმხრივ გაეწია ანგარიში.

ასე ვიზრდებოდი. სკოლაში მოწინავე ვიყავი, ფრიადოსანი. სულ გამოვდიოდი მოხსენებებით, იმით, ამით… მოხსენება დავწერე, დირექტორმა სამასწავლებლოში წაიკითხა, ერთი ჩემი მეგვარე ქალი იყო და იმან უთხრა, ამ მოხსენებას რომ წაიკითხავს ეს, მოსული რომ იქნებიან და იკითხავენ, ვისი შვილია, რას ეტყვი, სამშობლოს მოღალატის შვილიაო?! ამ დირექტორმა დიდი მორიდებით ჩამომართვა ეს მოხსენება, არ გავაო და მისცა სხვას, ჩემს ამხანაგს. მეწყინა, რა თქმა უნდა, მარა რას ვიზამდი…

10 წლის რომ გავხდი, სურათი გადავიღე და გავუგზავნე მამაჩემს, მასაც გადასახლებაში ყოფნის ათი წელი უსრულდებოდა. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი მასთან ერთად გადასახლებული დაიღუპა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს. მერე მამაჩემი მიყვებოდა, მოგვისაჯეს, რომ დღეში მხოლოდ 200 გრამი პური უნდა გვეჭამა და ბევრს მაგაზე გაუსკდა გული, ამით როგორ უნდა ვიკვებოთო, როცა ერთ ჭამაზე ჭამდნენ ერთ “ბუხანკა” პურს. თვითონ ეკონომისტი და ყველაფერში ძალიან ზომიერი ადამიანი იყო, ცხოვრებაში, ჭამაშიც… იქედან გვზრდიდა. წერილებს რომ ვუგზავნიდი, იმას შეამოწმებდა და მერე მომწერდა, აი, აქ მძიმე უნდა იყოსო. იქედან მასწავლიდა ამას.

47-ში ჩამოვიდა მამაჩემი. მაშინ ქობულეთში სანატორიუმი შენდებოდა და იქ დაიწყო მუშაობა. 1949 წელს ისევ დაიწყეს იმათი დაპატიმრება, ვინც 37-ში იყო დანაპატიმრები და იმათიც, ვინც ომში იყო, ტყვედ ჩავარდა და უკან ცოცხალი დაბრუნდა. აგენი ყველა მოხიკეს და დააპატიმრეს. დააპატიმრეს მამაჩემიც და ამჯერად უვადოდ გადაასახლეს კრასნოიარსკის მხარეში. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა, 55-ში რეაბილიტაცია გაუკეთეს და უთხრეს, თქვენ მართალი იყავით, ტყუილად გაწამეთ ამდენიო და გაათავისუფლეს. პატიმრობაში, ჯამში, 26 წელი გაატარა.

ჩამოვიდა და მერე დიდხანს მსახურობდა ოზურგეთში, სახვაჭრობაში მუშაობდა. 82 წლის გარდაიცვალა, ამდენი წამება გადაიტანა და 82 წელი მაინც იცოცხლა. მიუხედავად ყველაფისა, ცუდს ვერ ათქმევინებდი, ზოგადად თუ იტყოდა რამეს. შეიძლება, იმდენად იყო დაშინებული, რომც ჰქონოდა მოსაყოლი, არ მოყვებოდა. თავისი თავის გამო არ ეშინოდა, უფრო ჩვენ გამო, რამე არ დაგვშავებოდა.

მისი დღიურების მცირე ნაწილია შემორჩენილი, იქ ისეთი რაღაცებია აღწერილი, როგორ ამოყოფებდნენ უწყლო შიმშილში 11 დღე, სახელი და გვარები, მარტო ამ რაიონის, მარტო ქართველების… 37-ში იყო სამეული, ის სამეული რომ დაადებდა ხელს ოჯახს, მივიდოდნენ და დააპატიმრებდნენ. ასე დააპატიმრეს მამაჩემიც. მამაჩემი რომ ჩამოსული იყო, ერთ-ერთი ამ ამბების მონაწილე გაზეთების დამტარებლად მუშაობდა მაშინ, ჩვენთანაც მოდიოდა. მამაჩემმა იცოდა, ვინც იყო, მიიღებდა, მაგიდასთან თუ ვისხედით, მოიპატიჟებდა, ღვინოს დაალევინებდა და გაუშვებდა. არაფერს ეტყოდა.

“მონანიება” რომ გადაიღეს, გაჟონვა ჰქონდა და ლოგინში იწვა. ჩემი შვილი მაშინ სტუდენტი იყო, ჩამოვიდა და მოუყვა, ბაბუა, ასეთი ფილმი ვნახეო. მოუსმინა და – იცი, რა ბაბუა, ჯერ კიდე ადრეა მასეთი კინოს გადაღება, იმათი შთამომავლები და ისინიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიანო. ამხელა შიში ჰქონდათ…“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“კომლი”

“კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც – სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს, რომ იქ საჭმელი კეთდება, სითბოა, სასმელია, ჩაის ადუღებენ… გამქრალი კვამლი ჩამქრალ ცეცხლსა და გამქრალ კომლს ნიშნავს. სამწუხაროდ, გურიაში უკვე ბევრია ასეთი, გურიის ცენტრშიცა და მის მიმდებარე სოფლებში ძალიან ბევრი დაკეტილი სახლია, შესაბამისად, ჩამქრალი კვამლიც.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ამ სახლში ლაზარე ჩიტაიშვილი ცხოვრობდა. ლაზარეს ორი ქალიშვილი ჰყავდა, ამათგან უფროსი, მართა, გათხოვილი იყო ასევე გურულ რაჟდენ სადრაძეზე. რაჟდენ სადრაძის ოჯახი იმ დროისთვის ძალიან შეძლებული იყო, ახლა რომ მილიონერს იტყვიან. გურიიდან, სოფელ შემოქმედიდან ნოვოროსისკში იყო წასული, იქ ცხოვრობდა და სავაჭრო გემებისა და ღვინის სარდაფების მეპატრონე იყო. ჰყავდათ 5 შვილი და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა მერე კომუნისტებმა რა დღე აწიეს, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ… ყველაფერი წაართვეს, შვილები ყველანი გაიქცნენ. ბატონი ლაზარეს მეორე ქალიშვილი ანა, გვერდით სოფელში იყო გათხოვილი, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ლაზარეს მეუღლე რომ გარდაეცვალა, მიხვდა, მისი გარდაცვალების მერე კომლი გაქრებოდა და ამიტომ, იშვილა შვილიშვილი, ანას ქალიშვილი მართა. აქ ერთი მაღალმთიანი სოფელია, მთისპირი, მიკროკლიმატითა და ვაზით განთქმული, იქიდან ჩამოისიძა ჯანმრთელი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, ფილიპე მეგრელაძე და აქედან წამოვიდა ამ ოჯახში მეგრელაძეების გვარი. ბედნიერად ცხოვრობდნენ, ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავდათ. იმ დროისთვის იშვიათი ამბავი იყო და აქედან სამი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ბაბუაჩემმაც იქ გაიცნო ბებიაჩემი, ლოლაძის ქალი. საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო, სხვათა შორის, სახლ-მუზეუმების ერთ-ერთი პირველი დირექტორი ქალი. ფოტოც მაქვს, დირექტორების შეკრებაა და ამდენ კაცში ერთი ბებიაჩემი დგას სულ ახალგაზრდა.

ოთხი შვილიდან, სამი ქუთაისში დაოჯახდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. უფროსი ვაჟი იმ დროს ჯარში იყო და ომის პირველსავე დღეებში დაიღუპა. ბაბუაჩემს არ ეკუთვნოდა წასვლა, მარა მაინც წავიდა, ჯერ დაიჭრა და მერე უკვე დაღუპვის ცნობაც მოვიდა. ერთი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა, რომელსაც ვაჟი შეეძინა. ამ დროს კომლში, სახლში მხოლოდ ერთი ვაჟი იყო დარჩენილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და მოხუცები მარტო იყვნენ. ბებია ჰყვებოდა, ჩემმა მამამთილმა, ამ ორმეტრიანმა კაცმა, ურმით ჩამომაკითხა საჩხერეში, უკვე თბილისში ვაპირებდი გამგზავრებას, ქვრივი ვიყავი და ვიფიქრე, ძმები დამეხმარებიან და შვილებს გამაზრდევინებენო. ჩამოვიდა ეს კაცი, დამიჩოქა და მითხრა – შვილო, ნუ დაგვღუპავ, წამოიყვანე ეს ობლები, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზრდით, ნუ დამიქცევ ოჯახს და კერიას ნუ ჩამიქრობო. ხათრი ვერ გაუტეხა ბებიამ და წამოვიდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებთან. გარკვეული დროის მერე, უმცროსი ვაჟიც დაბრუნდა და ასეთი გაყოფა მოხდა – რადგან მამაჩემს მამა არ ჰყავდა და ობოლი იყო, ბაბუამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ის რჩებოდა ოჯახში და ნაბოლარა ძმა უნდა წასულიყო. ასე გაგრძელდა აქ ცხოვრება – გაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემი, მამიდაჩემი გათხოვდა, მამამ დედაჩემი შეირთო ცოლად, მეც დავიბადე და აქ გავიზარდე, ერთადერთი შვილი ვარ. ამასობაში, ის “ბედნიერი” 90-იანებიც მოგვადგა. 17-ჯერ მაინც გაიქურდა ეს სახლი, წიგნებიც კი წაიღეს, ხალიჩებიც, მაგრამ დედა მაინც კბილებით ინარჩუნებდა ყველაფერს. ამ დროს, მე უკვე დაოჯახებული ვიყავი და თბილისში ვცხოვრობდი. ის წესი ხომ იცით, ვისაც დედა გურული ჰყავს, თვითონაც გურული რომაა და ჩემს შვილებსაც სიგიჟემდე უყვართ აქაურობა, ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით, ბმა არ გაგვიწყვიტავს. დედა 80 წლის რომ გახდა, მივხვდით, რომ უკვე მარტოს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოვლა და თან ჩვენც გვინდოდა, ახალი სული ჩაგვებერა აქაურობისთვის, სახლი აღვადგინეთ, დავიწყეთ ნელ-ნელა, ნელ-ნელა და შევედით ეშხში.

ჩაის გზა და ჩაის ტური

ჩაისთან ძალიან ახლოს ვართ. დედა ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა ანასეულში. ეს იყო საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში. მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ ასპირანტები – კონგოდან, შრი-ლანკადან, ინდოეთიდან, მოდიოდნენ და აქ სწავლობდნენ. მაშინ ვერ აღვიქვამდი ამას და მერე ამერიკაში რომ მოვხვდი და ვნახე აკადემიური ქალაქები, ეს იყო ტიპური, უმაღლესი დონის აკადემიური ქალაქი თავისი საბავშო ბაღით, კულტურის სახლით, მაღაზიებით… ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და ჩემი სიძე სიგიჟემდეა შეყვარებული გურიასა და ზოგადად, საქართველოზე. ჩაის გზის იდეა პირველად მისგან წამოვიდა. 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და ჩვენთან იყო სტუმრად ჩამოსული, ნახა ჩაის გავერანებული ბუჩქი, რომელსაც მოვლა აკლდა და მკითხა, ეს რა არისო, ჩაია-მეთქი. რას ლაპარაკობ, საქართველოში ჩაის რა უნდაო?! ვაიმე, როგორ გავბრაზდი!

დედაჩემთან წავიყვანე და ის მოუყვა საქართველოში ჩაის ისტორიას. თვითონაც დაძებნა, მოიძია ინფორმაცია ჩაიზე და მეორე წელს, უკვე ხელის სათხოვნელად რომ ჩამოვიდა და ქორწილი იყო, გამოაცხადა, ერთი ელექტრო სახერხი მიყიდეთ, ჩაის ფართობი უნდა აღვადგინოო. დაიწყო აღდგენა და თან დედაჩემი ეჩხუბებოდა, ჩაი აღარ მობრუნდება, თავი დაანებე, სიგიჟე და სისულელეა, ვინ არის აწი მაგის მომკრეფი, აგერ, ბოსტანში წამოდი, პომიდორი მომარწყვევინეო. ბებო! – უთხრა ქართულად – მოიცა, მოვლენ, მოკრეფენ და ფულს იმაში გადაგიხდიან, რომ ჩაი მოკრიფესო. ასე აგიხდეს 10 წლის მერე ყველაფერი კაი! ამასობაში დაიწყო გურიის მუნიციპალური და ევროკავშირის პროექტი – “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების საქმეში”, სადაც პატარა გრანტი მოვიგეთ და ამ გრანტით მოხდა ჩაის გზისა და ჩაის ტურის ორგანიზება.

საქართველოში ძალიან პოპულარული პროექტია ღვინის გზა, ყველამ იცის. ჩამოდიან ამ ღვინის ტურზე, ჩამოდიან იმიტომ, რომ ღვინოს საქართველოში საოცარი, უწყვეტი ისტორია აქვს, ეს არაა მხოლოდ სოფლის მეურნეობა და ყურძენი, ღვინო არის ჩვენი სულიერებისა და იდენტობის ნაწილი. ახლა რა ხდება ჩაიზე, ნაკლებად საინტერესო ამბავია?! ღვინოს დააგემოვნებს და მიირთმევს სამყაროს ნახევარი, მუსულმანური სამყარო საერთოდ არ გეახლება, ბუდისტები, ასევე, გარკვეული კონფესიების წარმომადგენლები. მაგრამ, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დაულევია რომელიმე ტიპის ჩაი. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა საქართვლოში ჩაის ისტორია. ქართული ჩაის დაბადების თარიღად 1847 წელი ითვლება, როცა ვორონცოვის განკარგულებით, ზუსტად ანასეულში, სადაც გურიელების სააგარაკე ნაკვეთი იყო, დაირგო პირველი ჩაი და ეს იყო საცდელი ნაკვეთი.

საოცარი ამბავია ლაო ჯონჯაოს ისტორია, რომელიც, ჩემი შეფასებით, უდიდესი პროექტი იყო. 1860-80-იან წლებში, პორტო-ფრანკო თავისუფალი სავაჭრო ზონა იყო ბათუმში. მოდიოდა და მოდიოდა ყველაფერი, ერთი ამბავი იყო, ყველას უნდოდა, ბათუმში ჰქონოდა მიწა. ამ პერიოდში, იყვნენ ძმები კონსტანტინე და სიმიონ პოპოვები, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ გაყოფილი, ერთი ინდოეთში დადიოდა და მეორეს – ჩინეთიდან ჩაი ჩამოჰქონდა და რუსეთის იმპერიის ყველა დიდ სახლში შეჰქონდა. კონსტანტინემ ჩაქვთან მიწის ნაკვეთი იყიდა, დააკვირდა, რომ ეს მიწა ისეთივე წითელი იყო, როგორც ჩინეთში, სადაც ჩაის ყიდულობდა. იდეა მოუვიდა, იქნებ, ამ ოხერმა აქაც გაიხაროსო. ერთ-ერთი წასვლის დროს, იქ მოელაპარაკა 23 წლის ჩინელ ჩაის ოსტატს, წამოსულიყო საქართველოში. “ივერია” წერდა: 1893 წლის 4 ნოემბერს, ბათუმს მოადგა გემი, ამ გემზე იჯდა ლაო ჯონჯაო თავისი ცოლით, 2 პატარა შვილით, თან ახლდა დედა, და, მოსამსახურეების მთელი ამალა და მუშები. თან მოჰქონდათ, ევკალიპტის ნერგები, ბამბუკის ნერგები, ჩაის ნერგები და ა.შ. დარგეს ჩაი, დააკვირდა და მიხვდა, რომ გამოვიდოდა ეს საქმე. პოპოვმა სახლი აუშენა აქ, რომელიც დღემდე დგას ნინოშვილის 12 ნომერში. ეს იყო ულამაზესი სახლი ჩინური ელემენტებით, იატაკი თეთრი მარმარილოთ იყო მოპირკეთებული და ცენტრში, მისაღებ ოთახში, ჩაის სიმბოლო – სამი ფოთოლი, მწვანე ქვებითაა გაკეთებული. დღეს ძროხები და ღორები დადიან იქ და ზედ სკორავენ, მაშინ, როცა ეს შეიძლება იყოს უნიკალური ცენტრი, ქართული ჩაის მუზეუმი. 1898 წელს, უკვე ჩაის პლანტაციები ჰქონდა და ქარხანა ააგო ამ კაცმა, სადაც ინგლისური ორთქლის მანქანებით მუშაობდნენ. ეს ქარხანა 90-იან წლებამდე არსებობდა და მერე თურქეთში გაიყიდა ნაწილებად.

1925 წელს ახალი ამბავი დაიწყო – საბჭოთა კავშირი. სტალინმა გადაწყვიტა, სააქციო საზოგადოება “ქართული ჩაი” შეექმნა, ჯარში და ციხეში ჩაი სჭირდებოდა და დაიწყო მასიური ინდუსტრიალიზაცია. მოვიდნენ ლაოსთან და უთხრეს, შენ ჩაიბარე ეს ამბავი, ოღონდ საბჭოთა კავშირის მოქალაქეოება მიიღეო. ლაომ უთხრა, მე უკვე დავიღალე, მოვხუცდი და მოდი, ჩემს ქვეყანაში წავალო. კაპიკებად დაათმობინეს ყველაფერი, პატარა ბიჭი ჩამოვიდა და უკვე ჭარმაგი კაცი წავიდა აქედან.

უკვე კომუნისტების პერიოდში, დაიწყო მეორე ეტაპი ქართული ჩაის ისტორიაში. იყო ასეთი მეცნიერი, ქალბატონი ქსენია ბახტაძე, აკადემიკოსი, მსოფლიო მნიშვნელობის სელექციონერი. მისი ხელმძღვანელობით, 29 ქართული ჯიში გამოიყვანეს, მათ შორის, მაღალმთიანი ზონისთვის, საჩხერესა და ტყიბულში რომელი ჩაიცაა გაშენებული, თურქეთში რა ჩაიცაა ახლა, აქ გამოყვანილი და წაღებულია. აქ ეს ჩაი სტიქიურად, თესლითაა გაშენებული. ჩაი თავის პირველად თვისებებს მაშინ ინარჩუნებს, როცა ნერგით, დამყნობითა და დაკალმებით მრავლდება. ასე გამოიყვანეს ეს ჯიშებიც, მაგრამ მერე მასიური წარმოება რომ დაიწყო, მაგას ვინღა უყურებდა. ეს ჩაი სულ თესლითაა გაშენებული, იმიტომაცაა ასე დაბუჩქული, ლაო ჯონჯაოს ჩაი ხესავით იზრდებოდა და ვარჯი ჰქონდა გაკეთებული. იქიდან რომ თესლი ჩამოვარდებოდა, სასწრაფოდ მოაშორებდნენ, რომ არ გადაჯიშებულიყო. აქაურ ჩაიში ჩინური უკვე აღარაფერია.

ვინც აქ მოდის, პირველ ეტაპზე, ვუყვები ამ ამბავს. მერე მივდივართ და ვნახულობთ ჩაის ბუჩქებს, უმეტესობას თვალით არ აქვს ნანახი, მით უმეტეს, ახალგაზრდებს. იშვიათად ნახავ ადამიანს თბილისში, ქართლისა და კახეთის ზონაში, ჩაის ბუჩქი რომ ნანახი ჰქონდეს. ჩემს პლანტაციაში ნახავთ 7-8 ჯიშის ჩაის ბუჩქს: ერთი წვრილფოთოლაა, მეორე უფრო ღია ფერის, მესამე მსხვილფოთოლაა, მეოთხეს უფრო მეწამული ფერი გადაჰკრავს და ა.შ. მერე დავკრიფავთ ჩაის ქუდით და კალათით, ვასწავლით, როგორი უნდა მოკრიფოს. თუ სტუმარი 2-3 დღითაა მოსული, თავად შეუძლია ნახოს ჩაის დამზადების პროცესი, მთელი შოუა. ამასობაში გაისეირნებს გომის მთისკენ, ურეკში, შეკვეთილში და რომ დაბრუნდება, ჩაი დახვდება მომღნარი, ანუ ზედმეტი წყალი იქნება აორთქლებული და ფოთოლი უფრო დამყოლი და მოღვენთილი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ადვილი იყოს მისი მოგრეხა. მერე მოვაგრეხინებ ხელით ნაზად, ფოთოლი რომ არ დაზიანდეს და გაიშალოს და გაიფურჩქნოს, წყალს როცა დაასხამ, ამისთვის სპეციალური მინის ჩაიდნები მაქვს. მერე ფერმენტაციის პროცესი უნდა გაიაროს და მოკლედ, შეუძლია, თავისი ხელით დაკრეფილი ჩაი დააგემოვნოს. თუ სტუმარი ვერ რჩება, ამ ყველაფერს ვუყვებით და პირდაპირ დაგემოვნებაზე გადავდივართ. ეს არის ჩაის ტური.

ღვინო

ტურისტი ჩემი თვითმიზანი არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი. მე მინდა,ზუსტად ის კომლი აღვადგინო, რომელიც იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველ რიგში, მინდა, მარანი აღვადგინო პირველადი სახით, როგორც იყო. ჩაის ტური პირველი პროექტი იყო, მაგრამ კომლი ვერაფრით იქნება ღვინის გარეშე. ჩემი ამერიკელი სიძე, რომელიც მართლა საამაყო ბიჭია, ძალიან დააინტერესა ქართულმა ღვინომ. ერთადერთი ქართული რესტორანია ვაშინგტონში, რომელსაც “მეორე საელჩოს” ეძახიან, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ამ რესტორანში ქართულ სუფრას უძღვება სრულიად უსასყიდლოდ. სადღეგრძელოებს ამბობს, საქართველოს პრეზენტაციას აკეთებს, ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. ერთხელ მითხრა – დედა, მე რომ სტუმრები ჩამომდის, სირცხვილი ხომ არის, რომ ჩვენ სახლში ვენახი არ გვაქვს, ბებოს სთხოვე, იქნებ, თხილები ამოვთხაროთ და ვაზი გავაშენოთო. ახლა სადაც ვაზია გაშენებული, ადრე ჩაი იყო, საბჭოთა კავშირის დიდი ბაზრის დაკარგვის შემდეგ, დედაჩემმა ამოაყრევინა ეს ჩაი და როგორც ყველამ გურიაში, თხილი გააშენა, უფრო მოვუვლით და უფრო მომგებიანიაო. მოვთხარეთ თხილის ბაღი, მოიყვანეს სპეციალური ტრაქტორი, მაშინ მე აქ არ ვიყავი და დედაჩემმა დამირეკა, გაგიჟდები, ქვევრი აღმოაჩინეს მიწაშიო. ეს რომ ჩემმა სიძემ გაიგო, გეგონება, ოქროთი ყოფილიყო ის ჭური სავსე, ისეთი ზეიმი მოაწყო. ახლა ხუთი ჯიშის ვაზი მაქვს დარგული: საკმიელა, კამური, ბადაგი, მტევანდიდი და რცხილათუბანი. ესენი გურული ჯიშებია, კიდევაა ბევრი, მაგრამ ახლა “ჯანი” მაინტერესებს და მაგის დარგვასაც ვაპირებ.

ამ შემოდგომაზე, ჩემი სიძის დიდი დაძალებით, ღვინო გავაკეთე. პირდაპირ მომაყენა ყურძენი და მითხრა – დედა, შენ უნდა გააკეთო შენი ღვინო! რა უნდა მექნა?! ტელეფონით მიღებული კონსულტაციებით, ისე, რომ არც მარანი მქონდა, არც ჭურჭელი, გავაკეთე ღვინო, ჩხავერი, როზე. გამოვიდა. დღეს გავუშვი 252 ბოთლი. ჩემს ღვინოს “კომლი” ჰქვია.

სოფლის პრობლემები და “ქალები ჩეჩმის წინააღმდეგ”

როგორც იცით, სოფელში ყველა ჩეჩმაზე იყო დამოკიდებული. ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა აქ არ იყო, არ არის და ვერც იქნება. უკვე თანამედროვე პირობებში, უნიტაზი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შხაპი, ამდენი ქიმია გროვდება და ნიადაგი შავ დღეში ვარდება, წყლები ბინძურდება და ა.შ. ადრე იმ ჩეჩმის მოხმარებასაც თავისი წესი ჰქონდა. იქ მთელი ცოდნა იყო ჩადებული, ხდებოდა კომპოსტირება, ასე ღიად არ მიდიოდა ეს ყველაფერი. ახლა გაიმარტივა ცხოვრება ადამიანმა და რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, მითხრეს, რატო ნერვიულობ კაცო, აგერ გაქვს მდინარე, იმაში გაუშვიო. ასეთი დამოკიდებულებაა. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, გავიმარჯვეთ გაეროს ქალთა ფონდის პროექტში, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და გვინდა, ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რა არის სეპტიკური ტუალეტი, რას ნიშნავს ეს და რატომაა საჭირო, რომ სხვა ქალებმაც გაიგონ, რომლებიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი შვილებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც. ვაპირებთ ბუკლეტების გამოცემას, უამრავ სპეციალისტთან გავიარეთ კონსულტაცია.

სოფელში მორწყვის ძალიან დიდი პრობლემაა. გურიის 42% წყალია, წყალს მიაქვს მთელი გურია და წყლის პრობლემა გვაქვს. მე გადასარევი ჭა მაქვს, მაგრამ გვალვის დროს მაინც შრება. ბოლომდე არა, მაგრამ დიდი მოხმარებისთვის უკვე არ არის. ჩვენი სოფლის მთავარ გზაზე გადის წყალმომარაგების დიდი მილი, რომელიც ოზურგეთს ამარაგებს, რამდენჯერაც ვიკითხეთ, ძალიან ძვირი პროექტია და არ გამოვაო. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობენ წყალს და აქ ასეთი მდგომარეობაა. კომუნისტების დროს მილები უკვე გაყვანილი იყო, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, 90-იანებმა მოუსწრო და ის მილები ყველა ჯართში წავიდა.

სოფელში ბავშვები, ფაქტობრივად, აღარ არიან. სკოლა დახურვის პირასაა. მით უმეტეს, ეს არ არის მაღალმთიანი სოფელი, ოზურგეთიდან 4-5 კილომეტრშია, მაგრამ ახალგაზრდები აქ აღარ არიან. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალები სულ ან სეზონურად შრომით მიგრაციაში არიან წასული, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, მოხუცებისა და ავადმყოფების მომვლელებად. არის გარშემო სოფლები, ვინმე რომ გარდაიცვლება, დამტირებელი ქალი არ არის. სასწაული მდგომარეობაა.

მინდა, მზის ენერგია გამოვიყენო ბოლომდე, მინდა, ჩემი კიკვატა გამოვიყენო სარწყავად და არ მიწევდეს არტენზიული წყლით მორწყვა. მინდა, ეკო სოფლის დინამიკა მივცე ამ ყველაფერს, დავდივარ და თითქოს წინაპრები მკარნახობენ, სად რა არის, სად რა უნდა ვქნა. ყველაფერი ისე მინდა გავაკეთო, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე – დე, ნეტა, ქართველია ეს ბიჭი, ქართულად კი დამელაპარაკა, მაგრამ ისეთი შეხედულება აქვს-მეთქი. აქედან სამი დღე არ იყო გასული, მომიტაცა, ისე წამიყვანა, საერთოდ არ ვიცნობდი. მაშინ ისეთი დრო იყო, დიდი სირცხვილი იყო უკან მობრუნებული შვილი. დავრჩი და გავხდით მეუღლეები. პირველი ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, გამირთულდა მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ მალევე შვილი შემეძინა, შვილზე გადავიტანე სიყვარული და მივეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი ხასიათის იყო, ჭიშკრის გადაღმა ისე არ გადავიდოდა, ჩემთვის საჩუქარი არ მოეტანა. ბავშვივით მივლიდა, ისედაც ბავშვი ვიყავი. ასე გავხდით 5 შვილის პატრონი, 28 წლის ასაკში უკვე ხუთივე მყავდა.

მეუღლე რომ დამეღუპა, 33 წლის ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმთან რომ მივედით, უკვე დაგვიანებული იყო. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წავიყვანე, სამი წელი ვაცოცხლეთ ხელშეწყობით. რომ გარდაიცვალა, 42 წელი მერე შეასრულა. მაშინ უფროსი შვილი 16 წლის მყავდა. ისეთი კრიზისი მქონდა, ერთი წელი დედაჩემი დარჩა ჩემთან. ძალიან გამიჭირდა ამის გადალახვა, მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობდით და ახლა მე დავრჩი მარტო ხუთ შვილთან ერთად. ექვსი თვის განმავლობაში ვერაფრით ვეგუებოდი მომხდარს, მაგრამ ბოლოს, ჩემი შვილების მოწყენილ სახეებს რომ ვუყურებდი, ძალიან განიცდიდნენ, მამა რომ აღარ ჰყავდათ და დედაც ასეთ მდგომარეობაში იყო, ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი – მზია, შენ ძლიერი ქალი ხარ, ხუთი შვილი გააჩინე, იმათ უნდა ეპატრონო და არავის იმედად არ უნდა იყო-მეთქი. ასე წამოვდექი ფეხზე ნელ-ნელა. იმაზე მწყდება გული, რომ მაშინ ჩემს შვილებს უნივერსიტეტში ჩაბარების დრო ჰქონდათ და ვერ შევძელი, ხელი შემეწყო, ამის თავი აღარ მქონდა. იმაზე ვფიქრობდით, თავი როგორ გაგვეტანა და სხვისი ხელის შემყურე არ ვყოფილიყავით.

დავიწყე ჩურჩხელების გაკეთება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მზადდებოდა. მეგონა, ყურძნის ბადაგს დავწურავდი, მოვადუღებდი თათარასა და ფელამუშს და გავაკეთებდი ჩურჩხელას, მარა ასე მარტივად არ გამოვიდა ეს ყველაფერი, პირიქით, ძალიან რთული აღმოჩნდა. კონკრეტული დრო სჭირდება, განსაზღვრული გრამები… გავაკეთებდი, უგემრიელესი და ულამაზესი იყო, მაგრამ გაშრობას რომ დაიწყებდა, ტყდებოდა. მთელი ჩურჩხელა ძვირი ღირს, გატეხილი არავის უნდა და თუკი უნდა, დაბალ ფასში. რამდენიმე თვეში, როგორც იქნა, გამოვიმუშავე ტექნოლოგია და გავაკეთე ისეთი ჩურჩხელა, რომ არ ტყდებოდა, არც ობდებოდა, არც ხმებოდა. ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რამდენი ვიწვალე, სასურველ შედეგამდე რომ მივსულიყავი.

დავიწყე სიარული ბათუმის აგრობაზარში. აქ, ჩვენთან, მატარებლის გაჩერებაა გზაზე, “ელექტრიჩკა” ჩამოივლის და 50 თეთრად ჩადიხარ ბათუმში. ჩურჩხელებს ისე ვფუთავდი, რომ ყველანაირად დაცული ყოფილიყო და ყუთებში ვალაგებდი. უფროს ბიჭს სახლში ვტოვებდი, იქაურობისთვის რომ მიეხედა და უმცროსი – მე დამყვებოდა. ბაზარში ჩემი ადგილი არ მქონდა, მაგრამ დილით რომ ჩავდიოდი და ყუთები ჩამქონდა, მაგიდას ვიქირავებდი, დავაწყობდი ჩემს ჩურჩხელებს და დავდგებოდი. რომ გავყიდდი და გასინჯავდნენ, რა გემრიელიაო და მობრუნდებოდნენ, ათ ცალს, ოც ცალს კიდევ იყიდდნენ. რიგი დადგა და ბაზრის ხალხიც დაინტერესდა, ვიღაც ქალია მოსული, ჩურჩხელას ყიდისო. ფასზე ჰქონდათ ცოტა გართულება, მათ იაფად უნდოდა, მე უფრო ძვირად მინდოდა გამეყიდა, იმდენს ვმუშაობდი და ბავშვებსაც ვამუშავებდი, პატარები იყვნენ, ხელები სულ დაჩხვლეტილი ჰქონდათ ჩურჩხელების აცმაში. ძალიან დიდი შრომა იყო, სულს და გულს ვდებდი ამ ჩურჩხელებში. თავი გავაცანი ყველას, მომხმარებლები გავიჩინე, მაღაზიებსაც მიჰქონდათ, ყველგან და ყველაფერში ვეძებდი საშველს და სახიდებელს. ძალიან რთულია, როცა ობლების დედა ხარ, არ გინდა, შვილებს რამე მოაკლდეს და ყველაფერს უძლებ.

ახლა ჩურჩხელების ბიზნესი მაქვს, ვაწარმოებ და ვყიდი, ვიღებ შეკვეთებს და ამით ვცხოვრობთ. საშუალება არ მქონდა, რომ საწარმო სახლს გარეთ, ეზოში გამეკეთებინა, ფინანსური რესურსები აღარ მეყო. ამიტომ, სახლის ქვეშ გამოვჭერით მიწა და იქ ავაშენეთ, ყველანაირად დაცული და სუფთა გარემო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანი რომ მოვა და ნახავს, კმაყოფილი დარჩეს. სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, საშუალოდ, 20 000 ჩურჩხელას ვაკეთებდი თვენახევარში. ქალები მყავდა დაქირავებული, რომლებიც მეხმარებოდნენ. ახლა რასაც ვაკეთებ, ზღვაში წვეთია ეს რაოდენობა. არანაირი ტექნიკა არ გამაჩნია, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ, მაგრამ ბევრნაირი ჩურჩხელა მაქვს ჩემი დარქმეული სახელწოდებებით. ვამზადებ ჩირებით, ვამზადებ ე.წ “გორგოლაჭებს,” კლასიკურ კახურ ჩურჩხელებს, უძაფო ასაწონ ჩურჩხელებს, ვაკეთებ ბროწეულის წვენითაც… ვცდილობ, მრავალფეროვანი არჩევანი მქონდეს. ჩემი ჩურჩხელების შეძენა შეიძლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც. მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში. ყოველი წლის შემოდგომაზე ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა”, ტურისტები ჩამოდიან, ხალხი იკრიბება, ჩემი ჩურჩხელების დეგუსტაციას ვაწყობ, ადგილზე ვამზადებ, თავიანთი ხელით ვავლებინებ თათარაში, ვაგემოვნებინებ ჩურჩხელებს და ვყიდი. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს.

შრომა თუ გიყვარს, სოფლის ცხოვრება ძალიან კარგია. რისი მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი გვაქვს. გვაქვს კარტოფილის მოსავალი, ყანები დათესილი, თხილისა და წაბლის მოსავალი. ვწურავ ღვინოს, მაქვს შავი და წითელი ადესას ჯიშის ყურძენი, ჩხავერი. სეზონურად ბიჭები თურქეთში გადადიან სამუშაოდ. პანდემიის გამო, ახლა შემოსავალი ნაკლები მაქვს, ბაზრები დაკეტილი იყო და აქედან გამომდინარე, მარტო მაღაზიებს ვაწვდიდი პრუდუქციას. მუშაობაც ნაკლები მიწევდა და სოფლის საქმეებს უფრო მივყავი ხელი, ვაპირებ, მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის პლანტაციები გავაშენო, გავაკეთე ბაღჩები, კიტრს, ლობიოს, პომიდროს სახლში ვკრეფ, სახლში მოწეული ჯანსაღი საკვები გვაქვს. ახლა საზღვარიც ჩაკეტილია თურქეთთან და უმცროსი ბიჭი კახეთშია წასული სამუშაოდ, მარწყვის კრეფასა და ვენახის გასხვლაზე იყო, ახლა ატმის კრეფა იწყება… ყველანაირად მეხმარებიან, რომ ხელმოკლედ არ ვიყოთ.

ვაპირებ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსთა აკადემიაში გავიარე კურსები, სადაც ბევრი რამე ვისწავლე. მომხმარებელი ჩემს ჩურჩხელებს “მზიას ჩურჩხელის” სახელით იცობს და მინდა, ბრენდირებული იყოს ჩემი პროდუქტი. საქართველოში ჩურჩხელას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და კონკურენციისაც არ მეშინია, ვცდილობ, სულ სიახლეებით შევიდე ბაზარზე და მყავს ერთგული მომხმარებელი.

გადავწყვიტე, მურაბები და კომპოტებიც გავაკეთო. ვაპირებ თაფლისა და შოკოლადის გოზინაყების დამზადებას და როგორც ჩურჩხელას, ისე ვაწარმოებ “მზიას გოზინაყს.”

ყველაფერი ძალიან დიდ სახსრებთან და შრომასთანაა დაკავშირებული და მე და ჩემი შვილები ამას გავუმკლავდით. რაც ყველაზე რთული იყო, ის ეტაპი გავიარეთ. ახლა ლოგოს მივიღებთ და შტრიხკოდს მოგვანიჭებენ. ბევრი გეგმა მაქვს და სულ ვცდილობ, წინ წავიდე. ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ნათია ვაშალომიძე, 31 წლის, ოზურგეთი
10 წლის წინ ვთვლიდი, რომ ყველაფერი  კარგად არის იმიტომ, რომ მამაჩემი იყო ძალიან დემოკრატი და რადგან ჩემს ოჯახში გენდერული პრობლემები არ იყო, ყველგან ასე მეგონა. ყველაზე მტკივნეული დარტყმა იყო, როცა გათხოვებიდან ძალიან მალე მორიდებული კითხვები დაიწყო –  „რამე სიახლე არ გაქვს?“. მე ვიწყებდი მოყოლას სამსახურში რა სიახლეებია, სად ვიყავი და ა.შ. ისინი იგივე კითხვას მიბრუნებდნენ და თან პირდაპირ მუცელზე მიყურებდნენ. ამ დროს არ იცი რა უპასუხო.  იმხელა ზეწოლაა იმაზე, რომ შვილი აუცილებლად გააჩინო, ქალს სხვა არჩევანი არც გაგაჩნია. მახსოვს ჩემს სანათესაოში 18 წლის გოგო გამოიპარა თუ მოიტაცეს და ჩვენთან მოიყვანეს. ჩემზე ერთი წლით პატარა იყო მაშინ და მე ერთი ამბავი ავტეხე სახლში, მაგრამ ვერ გავაგებინე მათ რას ვაპროტესტებდი. მერე ძალიან მალე დაფეხმძიმდა ეს გოგო და ამაზე რომ ვიდარდე, მიპასუხეს -„აბა, რა გეგონა რისთვის თხოვდებოდაო, ან  იმას რა ეგონაო?“ ამ დროს ისეთი ვითარება იქმნება, ვერც კი ბედავ პასუხს, რომ ჯერ შვილის ყოლას არ აპირებ. უბრალოდ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება გინდოდა, ვინც ძალიან გიყვარს. თან შვილის ყოლას მომზადება სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ უნდა გადაამოწმო და მორალურადაც მოემზადო იმიტომ, რომ თეორიულად შვილის ყოლა ლამაზად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკულად ბევრად უფრო რთულია და ამას არავინ გეუბნება.  შვილის გაჩენასთან ერთად, ბევრი ისეთი რამე გატყდება თავს, რაზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა და არც მზად იყავი. „ბავშვს იმდენი უნდა“ – ეს კი გსმენია, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს და რა უნდა, არ იცი, სანამ თავად არ გამოცდი. მე დაოჯახებიდან სამ წელიწადში გავაჩინე შვილი და ამ წლების განმავლობაში სულ ამ კითხვებს ვიგერიებდი. არ მქონდა ჩამოყალიბებული არგუმენტები, რატომ არ ვაჩენდი შვილს. ელემენტარულად, როცა არ გაქვს გამოცდილება იმასაც ვერ უპასუხებ, რომ შენ ახლა ფიზიკურად და მორალურად არ ხარ მზად იმ რეჟიმით გეძინოს, რასაც შვილის გაჩენა მოითხოვს შენგან. გარემოში, სადაც მუდმივად გესმის კითხვები – „უშვილო ქალი, ქალად ითვლება?“,  „ასეთი ქალი სახლში რომ მიდის, რას აკეთებს?“, „აბა, ქალი სხვა რისთვის არის საჭირო?“ და ა.შ. – თავს მუდმივად დამნაშავედ გრძნობ, რომ შენს „მოვალეობას“ არ ასრულებ და არგუმენტები არ გყოფნის ამ წნეხთან დასაპირისპირებლად. ნუ, ცხადია ჩემს ქმარსაც იგივე პოზიცია რომ არ ქონოდა და მხარი არ დაეჭირა, უფრო გამიჭირდებოდა. მას მერე რაც თავად გამოვცადე რას ნიშნავს გყავდეს შვილი, მეტი მაქვს სათქმელი და სხვების მხარდასაჭერადაც უფრო მიადვილება ახლა საუბარი.

ფეხმძიმობა, თუ ყველაფერი წესრიგშია, სრულიად ჩვეულებრივი მდგომარეობაა. გაჩენიდან იწყება პრობლემები, რომელისთვისაც მანამდე არავინ გამზადებს. მაგალითად ძუძუთი კვება, რომელსაც არავინ გასწავლის საქართველოში. პირველად რომ ვუთხარი გამოცდილ ნათესავებს  მტკივა-მეთქი „არა უშავს, აბა, რა გეგონა შვილის გაჩენა, ყველას სტკივაო, ზოგი საერთოდ დასისხლიანებული კერტებით აჭმევს შვილს და გაუძელი ცოტაო“. მაგრამ, ყველაზე მეტად მე რაც გამიჭირდა ბავშვის გაჩენის შემდეგ იყო ის, რომ ფაქტიურად რამდენიმე თვის განმავლობაში მოწყვეტილი ვიყავი გარემოს და ადამიანებთან ურთიერთობას. კომუნიკაცია მქონდა მხოლოდ საღამოს სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებთან და ბავშვთან, რომელსაც ვერ ესაუბრები, თავიდან ვერც უკუკავშირს იღებ მისგან.  თან თუ დააკვირდებით, დედობასთან და შვილის ყოლასთან დაკავშირებული მითებიც, ძირითადად ქალების ცხოვრებას ამძიმებს. მაგალითად, ორსულობისას ზღვაში არ უნდა ჩავიდეს ქალი, თორემ „ბაღანა იხრუტინებს“. კაცმა არ იცის ეს რას ნიშნავს, მაგრამ მართლა დამირეკა მამიდაჩემმა ზღვაზე ყოფნისას, წყალში ფეხი არ ჩაყოო. ასევე, არსებობს მითი, რომლის მიხედვითაც, მშობიარობის შემდეგ 40 დღე არ უნდა დაიბანოს ქალმა. მე ვნახე ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, შენ რა ბედნიერი ხარ, როცა გინდა შედიხარ სააბაზანოშიო. მე ტირილით მოვკვდი, არ მაბანინებდნენო. მერე ჩუმად წავედით მანდარინებში და ჩემმა ქმარმა თავი იქ დამაბანინაო. წარმოიდგინეთ, მთელ იმ სიმძიმესთან ერთად, რასაც ქალი მშობიარობის შემდგომ პერიოდში გადის, მსგავსი გამოგონილი მითები ემატებოდა და ზოგიერთი დღემდე შემორჩენილია. კაცმა მხოლოდ ყურის აწევას უნდა გაუძლოს პირველი ერთი საათი, ბიჭი თუ შეეძინა და ზურგზე მისალოც ხელის ბრაგუნს. დანარჩენი არ ეხებათ კაცებს და სიმყუდროვეც რომ არ დაერღვეთ, ქალები სამშობიაროდან დედებთან გადადიან საცხოვრებლად. ეს „დედასთან გადასვლაც“ ამ წესრიგის და ტრადიციის ნაწილია, რაც იმისთვის უფრო არის მოგონილი, რომ კაცები არ შეწუხდნენ და არ ჩაერთონ შვილის მოვლაში. ამით თავიდანვე განისაზღვრება როლები და ფუნქციები. ზოგად სურათზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა და ვერ ცვლის საერთო სურათს ის, რომ მამაჩემი ან ვინმეს მამა ასე არ იქცეოდა და ჩემი ქმარიც ინაწილებს შვილების მოვლის პასუხისმგებლობებს. ცოტაა ასეთი კაცი.

პრობლემა ისიცაა, რომ ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბევრ საკითხზე. ყოველშემთხვევაში 5 წლის წინ ასე არ იყო, როცა მე შვილი გავაჩინე. ამიტომ, ვერ ამოწმებ ბევრ რამეს – რა არის თანამედროვე სტანდარტები, რა ეყრდნობა მეცნიერულ დასკვნებს და რა მითებს. ეს კიდევ უფრო ართულებს შენს სიტუაციას,  დაბნეული ხარ და აღარ იცი, რა გაიზიარო და რა არა. თან ხომ, ძირითადად, პატარა გოგოები აჩენენ შვილებს, მაგრამ დედობა ზრდასრულ ასაკშიც დიდი გამოწვევაა ინფორმაციის გარეშე.

ახლა უკვე ბიჭი და გოგო მყავს, რომლებიც ჯერ პატარები არიან, მაგრამ ვხვდები რომ დიდ შარში არიან და მე უკვე დიდ ბრძოლაში. წყობიდან გამოვდივარ, როცა მესმის „ეს ნაზი ბიჭია“, ან „ეს გოგოს ფერია“.  ეს ფერები საერთოდ ცალკე თემაა. ბავშვებს მხიარული ფერები უყვართ, მაგრამ ვერსად პოულობ ბიჭისთვის ფერად ტანსაცმელს. ბიჭის განყოფილებაში ყოველთვის არის ლურჯი, ან მუქი მწვანე. ჩემმა შვილმა მთხოვა, ფერადი ქურთუკი მიყიდეო. მთელი თბილისი მოვიარე და ვერაფერი ვიპოვნე. ასე ყალიბდება გემოვნებაც და განწყობაც, მერე უკვე ეჩვევა და თავად გეუბნება ფერადზე  „ეს გოგოსია და არ ჩავიცვამ“. ერთი შეხედვით ამ უწყინარი ამბებიდან იწყება და გრძელდება ის მითები, რომ კაცის საქმე არ არის მტვრის ტილოთი სახლში სიარული ან ჭურჭლის რეცხვა. შედეგად კი მარტო ქალებს გვიწევს საოჯახო ტვირთის ზიდვა.

ბაღში პირველი მშობელთა კრება რომ იყო,  ჩემმა ქმარმა მეც წამოვალო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რაც არ მოგვწონდა ჩამოვწერეთ და წავედით. ჯგუფში 43 ბავშვია. კრებაზე 43 ქალი ვიყავით და ერთი ჩემი ქმარი, რომელიც ჯერ კუთხეში კედელთან იყო მიყუდებული და ბოლოს კარადის უკან. არაკომფორტული იყო, რადგან აღმოჩნდა დედების კრება და ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ იქ მისი ადგილი არ იყო.

გენდერულ თემებზე კამათი ყველგან მიწევს – ცალკე სანათესაოში და ცალკე სკოლასა თუ ბაღში, მაგრამ რეგიონში თანამოაზრეების მოძებნა კიდევ უფრო რთულია, რაღაცნაირად აქა-იქ თითო-თითო ადამიანი ვართ და ზოგჯერ გგონია, რომ მარტო ხარ. ხანდახან მიფიქრია, იქნებ ასეც ჯობია,  რადგან ის იდეები, რასაც მე ვცემ პატივს, არ არის ჩვეულებრივი ჩვენი გარემოსთვის და მგონია, რომ ჯგუფის მარგინალიზების საშიშროება უფრო არსებობს. ჩემი დაკვირვებით, როცა იმ იდეების გავრცელება გინდა რისიც შენ გჯერა და საზოგადეობისთვის ეს მიუღებელია, ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა. იმიტომ, რომ თუ „ინტრიგანის“ და „მოწიკვინე ქალის“ იარლიყი მოგეკერა, ვეღარაფერს შეცვლი შენს ირგვლივ. ამის სულ მეშინია. მაგალითად, მასწავლებელს რომ ვეუბნბი, ბიჭებიც ჩავრთოთ კლასის დალაგებაში მეთქი და ის მპასუხობს – ბიჭს ცოცხი რომ დავაჭერინო, მამამისი მომივარდება და თავს წამაცვლისო. ამაზე ხომ ვერ ვუპასუხებ პირდაპირ რასაც მასზე და იმ მამაზე ვფიქრობ? არადა, ეს ყველაფერი ჩემს შვილზე აისახება და მერე სახლი გაიძახის „ეს გოგოს ფერია“. ბავშვიც იბნევა. წარმოიდგინეთ, სახლში ვეუბნებით, რომ რა სისულელეა და ვინ მოიგონა, რომ ვარდისფერი მარტო გოგოების ფერია და ბაღში დასცინიან, თუ ვარდისფერი აცვია. ასეთ სიტუაციაში ბევრად უფრო რთულადაა საქმე და აღარ იცი როგორ მოიქცე, როგორც მშობელი. ერთხელ მოვყევი მასწავლებელთან, როგორ ჩაყო ფეხი ჩემს ქუსლიან ფეხსაცმელში ჩემმა სამი წლის ბიჭმა. ბავშვია და დააინტერესა, ცხადია, არ დამიშლია. ამაზე  მასწავლებლი გადაირია და შეშფოთებული სახით ეკითხებოდა ჩემს შვილს – „კაცი ხომ ხარ შენ?!“. ბავშვი ვერ მიხვდა რას ეკითხებიდნენ ან რას ერჩოდნენ. ამ დროს ჩამჭრელი კითხვაა ხოლმე „შენ გინდა შენი შვილი განსხვავებული ორიენტაციის იყოს?“ ერთია, რომ საერთოდ არ ვთვლი, რომ 3 წლის ბავშვის ინტერესს სამყაროს შეცნობისადმი, სადაც ხან ქუსლიანი ფეხსაცმლით დაინტერესდება და ხან სათამაშო მატარებელს დაშლის, რაიმე კავშირი ჰქონდეს სექსუალურ ორიენტაციასთან. და მეორეა, რომ მე იქნებ ქერა თმიანი და ცისფერთვალებაც მინდა იყოს, მაგრამ არ არის. რთულია მსგავს თემებზე კამათი, რადგან არგუმენტები ისეთი უნდა მოიფიქრო, რომ გაღიზიანების ნაცვლად, გაიგოს რასაც უხსნი. მე მაინც იმ სტრატეგიის მომხრე ვარ, რომ თვალში თითის ტაკების გარეშე შევძლოთ ადამიანებთან კომუნიკაცია და გამსხვავებული აზრის მქონეების მომხრობა.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნათია ვაშალომიძე, 31 წლის, ოზურგეთი appeared first on WomenOfGeorgia.