გურია

დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება ------------------ მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული

ლელა ხინიკაძე, 48 წლის, ძიმითი/გურია

14 წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედა ვარ. საკმაოდ გვიან, 32 წლის ასაკში გავთხოვდი და 34 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. ბავშვი ძვლოვანი სტრუქტურის განვითარების პრობლემით დაიბადა და არავის ეგონა ფეხზე თუ გაივლიდა. იმდენად მძიმე იყო, რომ არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. მას ახლაც კი

გედა დარჩია 26 წლის, ლანჩხუთი/თბილისი

ფოტოგრაფია თავიდან უბრალოდ ჩემი ჰობი იყო, რომელსაც მოგვიანებით სერიოზულად მოვეკიდე.  ძალიან მომწონს თვითონ გადაღების პროცესი. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აპარატიც დიდად ხელს არ მიწყობს, რადგან მოძველდა უკვე, ჩემთვის ფოტოგრაფია არის ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ზოგადად ხელოვნებაც ხომ ეგ არის, ადამიანი

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს

რუსუდან ჭელიძე, 80 წლის, ზემო ბახვი, გურია

რეპრესირებული ბავშვობა ---------------------------------- "ბავშვობა არც ეთქმის იმას, რაც მე მქონდა. ორი და ვიყავით მარტონი, მეტი ქვეყანაზე არავინ გვყავდა