თუშეთი Archives - WomenOfGeorgia

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი
„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემს გარდა არავინ დაშავებულა.

21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი, დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი, რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ.

საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს, მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამათილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს – ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში – საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს.

ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტროობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს.

ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს.

ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხია. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს.

ჩვენი შემოსავალი 300 ლარია – მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით 200 ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ.

სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60 ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვნი. სადაც ამადენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

26.03.2018 ავტორის შენიშვნა: აღნიშნული ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, ქვეშეთის გამგებლისა და სკოლის დირექტორის ინიციატივით, მარინას წყლის შეყვანის უფლება მისცეს.

The post მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი appeared first on WomenOfGeorgia.

თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე
„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები თოვლის მოსვლას რომ ოცნებობენ, ჩვენ იმაზე ვლოცულობთ, ნეტავ უთოვლო ზამთარი იყოს. ამ სოფელში ზამთარში მე, ჩემი ქმარი და მეზობელი ანიჩკა დეიდა ვრჩებით. იცით როგორ ვცხოვრობთ?! აი, ადრე ქვის ხანაში, რომ ცხოვრებდნენ გამოქვაბულში ადამიანები, ისე. ზამთარში რომ ჩაიკეტება გზა, რაცა გვაქვს ვჭამთ და რაც არა, უიმისოდ ვძლებთ. ნეტაი ცუდად არ გავხდე ზამთარში, თორემ აბა სასწრაფო როგორ ამოვა ამ ჩაკეტილ გზაზე. ამას წინეებზე ქალი გახდა ცუდად, მეზობელ სახლში გამოიძახეს სასწრაფო და ის სასწრაფო გვეუბნება, აქ რაღა გინდათ, რაღას ცხოვრობთ, ძლივს ამოვედითო და აბა ზამთარში რომ ეგრე დაგვემართოს, ვინ იქნება ჩვენი პატრონი? ახლა ის ქალი ალბათ მოკვდებოდა, სასწრაფო რომ არ მოსულიყო. აბა ზამთარში რა გადამერჩენს მენა, ცუდად რომ გავხდე. ახლა მთავრობას იმას ვეუბნებოდი, წინასაარჩევნოდ იყვნენ ამოსულები – ერთი ვაგონი მომეცით, რა გაგიხდათ, ქვეშეთში დავდგამ და ვიცხოვრებ ზამთარს იქ გადავიტან თქო. არ ვიცი, კი დამპირდნენ და ვნახოთ.

შემოდგომის პირს ოჯახები რომ გადიან ბარში, მე მათ საქონელს ვიბარებ. ერთ ჯიბეში ასანთს ჩავიდებ ხოლმე, მეორეში გაზეთს და ისე მივდივარ საძოვარზე. მგელი რომ შემომხვდეს, ავანთებ და ჩემი ჭკუით შევაშინებ. არადა ხანდახან ვფიქრობ, მართლა რომ დავინოხო მგელი, იმის ანთებასაც ვერ მოვასწრებ, ისე გამისკდება გული. ან საერთოდ მე გავიკიდებ ცეცხლს შიშისგან და დაბნეულობისგან.

საპენსიო ასაკიც არ მაქვს ჯერ, რომ ამით ვიცხოვრო. შეღავათია ის გვაქვს, რომ გაზი ზამთარში უფასოა. ფული ხანდახან კვირეები გადის და არ მაქვს ნანახი. მაგრამ ჩემი ამოყვანილი ყველი ჩამაქვს ბარში და ვცვლი ხან მაკარონზე, ხან ზეთზე, ხან საყოფაცხოვრებო ნივთებზე. და ვიმარაგებ ზამთრის საჭმელს ასე.

ბინის დაკარგვის მერე ეს ჩემი მეუღლე დარდის მოსაკლავად აჰყვა სასმელს. რომ დაითვრება, მერე ჩემზე ძალადობს, მაგინებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე მაგის უბედურებაში. ახლაგაზრდა რომ ვიყავი, კიდევ შემეძლო გაქცევა და ვერ მეწეოდა მთვრალი. ახლა აღარ შემიძლიან და ამიტომ გადავწყვიტე ამას წინეებზე 112-ში დამერეკა. მოვუყევი ჩემი ამბავი, ვუთხარი სვამს და მაგინებს თქო. ჰოდა მაშინათვე გამომიძახეს პატრული. მალევე ამოვიდნენ, დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი და გამოუწერეს ორდერი. ასე მითხრეს, თუ კიდევ იძალადა, კიდევ დაგვირეკე და მაშინათვე წავიყვანთო. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ ახლა ისეთი გასუსული ზის ხოლმე ტელევიზორთან და ხმას არ იღებს. მეც ამოვისუნთქე. ამას წინათ მივხვდი, რომ პატრულის ამოსვლაც იმიტომ მიხარია, უცხო ადამიანი და გამომლაპარაკებელი რომ მოდის. აქ ისეთი სიმარტოვეა, შეიძლება შეიშალოს ადამიანი ჭკუიდან. ამიტომ თავს ვართობთ და ერთმანეთსაც მე და ანიჩკა დეიდა.“

The post თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე appeared first on WomenOfGeorgia.