იმერეთი Archives - WomenOfGeorgia

ესმა
„გაჭირვებულ დღეს გაჩენილი“ რომ არის ქართული გამოთქმა, ზუსტად ასეთ გაჭირვებულ დროს, 1994 წლის 17 აგვისტოს, დავიბადე იმერეთში, ბაღდათში, რომელსაც ზოგი ქალაქს ეძახის, ზოგიც – დაბას. ერთი სიტყვით, დღეს მუნიციპალური ცენტრია. ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ჩემი მშობლებიც ორივენი იქ დაიბადნენ. ნავთის ლამპისა და სანთლის შუქზე დავიბადე. დედამ მომიყვა, როგორ გემრიელად შეექცეოდა თაგვი სამშობიარო პალატის ტუმბოზე დადებულ სახლიდან დედისთვის მოტანილ საჭმელს. ექიმებმა მამაჩემს ჯერ კიდევ სამშობიაროდან ჩვენი გამოყვანისას უთხრეს, თვალები შეუმოწმეთო. მართლაც, ქუთაისში რომ მიმიყვანეს ოფთალმოლოგთან რამდენიმე კვირის თავზე, უთქვამს, რომ საქართველოში ვერაფერს იზამდნენ და მოსკოვში უნდა წავეყვანე სამკურნალოდ. ევროპა, ამერიკა, დასავლეთი რა იყო, მაშინ იცოდა მხოლოდ ზეპრივილეგირებულმა ხალხმა. ჩემი ოჯახი ასეთი არ ყოფილა. უბრალო, რიგითი ადამიანები არიან. დღესაც სოფლის მეურნეობით დაკავებულები, ხელოსნები, მუშები, მძღოლები, მომსახურების სფეროში დასაქმებულები, მაღაზიის გამყიდველები არიან. ბებია (დედის დედა) რუსია. იქ ყავდნენ დედმამიშვილები, დედას –  სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები. მამაჩემსაც იქ ჰყავდა წლების წინ წასული შორეული ქართველი ნათესავები. რუსეთის იქით კი უკეთეს სამყაროსთან არანაირი კავშირი. ამიტომაც მთელი ბავშვობა მოსკოვში დავყავდი სამკურნალოდ. წელიწადში მინიმუმ რამდენიმე თვეს რუსეთში ვატარებდი. ამიტომ საკმაოდ კარგად ვიცნობ იქაურ განწყობებს, ფასეულობებს, რიგითი ხალხისა თუ ტელევიზიების მიერ გაჟღერებულ ღირებულებებს, რწმენა-წარმოდგენებს. რუსეთში მე მხოლოდ პაციენტი, მკურნალობის ობიექტი, ვიყავი. თვეობით ვცხოვრობდით ოფთალმოლოგიის განყოფილებაში. დახურული ინსტიტუცია იყო. საავადმყოფოს ტერიტორიის გარეთ აკრძალული იყო ბავშვების გაყვანა მკურნალობის პერიოდში, თუნდაც რომ მშობლებთან ერთად ყოფილიყვნენ ჩემსავით ჰოსპიტალიზებულნი. აქაოდა, საავადმყოფოს გარეთ პაციენტს რამე რომ მოუვიდეს, საავადმყოფო იქნებაო პასუხისმგებელი. დედა ნახევრად მაპარებდა ხოლმე ქალაქში სასეირნოდ. 6 ოპერაცია მაქვს იქ გაკეთებული. რამდენად გენეტიკურია ჩემი დიაგნოზი, არ ვიცით. რამდენადაც ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ, ჩემის მსგავსი დიაგნოზი არავის ჰქონია. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე ჩვენთვის უცნობ წინაპარს ჰქონოდა კიდეც. იმ დროში შეზღუდული შესაძლებლობა, სხვადასხვა დიაგნოზები, დაავადებები კიდევ უფრო ტაბუირებული თემები იყო. მათზე ცდილობდნენ არ ელაპარაკათ, მალავდნენ შშმ პირებს მასობრივად. არაა გამორიცხული, ჩემი დიაგნოზის მქონე წინაპარი ნაადრევადაც გარდაცვლილიყო, ბავშვობაში, რადგან წნევის დამწევი წამლების გარეშე თვალის წნევა მუდმივად იზრდება. შემდეგ საჭირო ხდება თვალის ამოღება, თორემ გასკდომის შემთხვევაში შეიძლება, ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნას, ალბათ, საფრთხე. ასე გარდაცვლილის არსებობა შეიძლება, დაემალათ კიდეც, ნათესავთა გენებში კი დარჩენილიყო ამ დაავადების მატარებელი გენი დათრგუნულ მდგომარეობაში, ჩემში კი გამოვლინდა.  ექიმები არათუ ბავშვებს, მშობლებსაც დიდად არ ელაპარაკებოდნენ დიაგნოზის დეტალებზე, მკურნალობის პერსპექტივებზე. ერთხელ, დედა საავადმყოფოდან რომ გავიდა, ექიმებმა მომაკითხეს და წამიყვანეს სტუდენტებისთვის ჩემი მდგომარეობის საჩვენებლად. არც გამაფრთხილეს, სად და რისთვის მივყავდი. დამსვეს და დაუწყეს სტუდენტებს ახსნა, რომ ეს არის ავთვისებიანი გლაუკომა. ავთვისებიანი მე მარტო სიმსივნე ვიცოდი, კიბო. ვიფიქრე, ე.ი კიბო მაქვს მეთქი. მერე კი ვიკითხე და ამიხსნეს, რომ არა, მაგრამ…

2 წლის გოგო იყო ჩემი დიაგნოზით მამასთან ერთად. მამა ძალიან შეგნებული კაცი ჩანდა. იძიებდა უსინათლოების შესახებ ინფორმაციას, მაგ. სახლში როგორი რემონტია უკეთესი უსინათლოებისთვის. კარელიიდან ვართო, გვითხრა. მაშინ არ ვიცოდი, ეს სად იყო. ამბობდა,   რომ ლამაზი მხარეა. 2022 წლის დამდეგს გავიგე, რომ ეს ფინეთისთვის საბჭოთა დროს წართმეული და მოკლე პერიოდით საბჭოთა კავშირის მე-16 რესპუბლიკად გამოცხადებული   ტერიტორიაა. ყრუ უსინათლო გოგოსაც დავუმეგობრდი. ოქსანა ერქვა. მე არ ვიცოდი არც დაქტილი ან ტაქტილური ენა, ის ვერ ლაპარაკობდა და არ ესმოდა. მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. ჩავკიდებდი ხელს, ის თავისებურად გადაატრიალებდა ხელისგულს და განყოფილების დერეფანში დავსეირნობდით. მე რაღაცებს ვუყვებოდი. მოკლე ვადით განყოფილებაში ერთი აფხაზი ბავშვი იწვა. გოჩა ჯინალი. ბებია ახლდა, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართველი იყო. დავსხდებოდით საავადმყოფოს დერეფანში და ვლაპარაკობდით ქართულად. საავადმყოფოში ვმეგობრობდი ჩემზე რამდენიმე წლით უფროს გოგოსთან. დედაჩემის მეგობრის ნაჩუქარი „ბარბი“ მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ამ გოგოსთან რომ ვთამაშობდით ხოლმე, მოიტანდა თავის „ბარბისაც“, გადაუწევდა ორივეს ფეხებს, ვითომ სექსი აქვთ. 9 წლის ვიყავი და სექსი რა იყო, არ გამეგო. სახლში რომ ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ, 6-იანს ნიშნავსო (six ინგლისურად). სექსის შესახებ პირველად სწორედ სხვა ბავშვებისგან გავიგე საავადმყოფოში. ოჯახში ბავშვები ჩიტებს მოჰყავთო, არ მეუბნებოდნენ. ვიცოდი, რომ დაქორწინების შემდეგ ქალები ორსულდებიან და მშობიარობენ. რომ ზოგჯერ ქმრის არყოლის პირობებშიც ორსულდებიან, მაგრამ ბავშვის გაზრდა ასე უჭირთ. დეტალებზე კი არასდროს უსაუბრიათ ჩემთან. მე რა შეკითხვებსაც ვუსვამდი დედას, მხოლოდ მათზე მპასუხობდა. 11 წლის რომ ვიყავი, რუსული ბიბლიოთეკიდან მომიტანა აუდიოკასეტებზე ჩაწერილი მრავალტომიანი ძველი მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელო. ის საბავშვო ნამდვილად არ იყო. უამრავი პირველწყაროს ამონარიდით. ბიბლიოთეკარმა კი გაატანა, მაგრამ რეალურად მათაც ხომ ყველა წიგნი წაკითხული არ აქვთ. ერთერთი წყარო, ეტყობა, „კამასუტრაც“ იყო ან სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მოვისმინე. მერე და მერე ზოოლოგიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოებიდან გავიგე.

რუსეთში, ქართველი ნათესავების სახლის გარდა, საქართველოზე არსად უნდა მელაპარაკა. არ უნდა გამომეთქვა აზრი ხმამაღლა. ქართველებთან ყოფნა ოაზისში შესვენებას ჰგავდა შუა უდაბნოში. მათთან თავი საქართველოში მეგონა, საკუთარ სახლში. ყველგან გაფაციცებული მქონდა ყურები, იქნებ, სადმე ქართული საუბრისთვის მომეკრა ყური. წარმოიდგინეთ, როგორია, უყურო ჩართულ ტელევიზორს, ახალ ამბებს, სადაც საქართველოს ლანძღავენ, აგდებულად იხსენიებენ, გარშემომყოფთა პროპაგანდას აყოლილი წამოსროლილი კომენტარები გესმოდეს და შენი, როგორც საქართველოში მცხოვრების, იქ მიმდინარე პროცესების მომსწრის, აზრის გამოთქმა არ შეგეძლოს. ერთხელ მახსოვს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ახალ ამბებში გამოცხადდა, თითქოს აფხაზეთი კაზაკების ისტორიული სამშობლოა, რომ იქ კაზაკების გარდა ყველა სტუმარი და ჩასულია. მე და დედა ვუზიარებდით მხოლოდ ერთმანეთს დაგროვილ აღშფოთებას. მახსოვს ის გრძნობა, როდესაც ქართველმა ნათესავმა საავადმყოფოში გვინახულა და ჩუმად გვითხრა, რომ ასლან აბაშიძეს აჭარა დაატოვებინეს. მქონდა გამარჯვების მით უფრო ექსკლუზიური განცდა, რომ მას ვერავისაც ვერ გავუზიარებდი. მაშინდელი საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში ცხელი წყალიც იყო, დენიც და კომფორტიც. მაგრამ სახლი, მამა და, შესაბამისად, საქართველოც, მაინც მენატრებოდა. მითუმეტეს, რომ იქ ბევრი აკრძალული თემა იყო. დედაჩემის დეიდაშვილები სულ ურჩევდნენ, რუსეთში დარჩენილიყო, ქმარი მიეტოვებინა. ესეც მაღიზიანებდა. მათ არ იცოდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ჩემს მშობლებს, როგორი დამოკიდებულება და ძალიან მსუბუქად, ჰაერზე, მოუწოდებდნენ დედაჩემს ამისკენ. გაიაზრა რა დედაჩემმა, რომ ოპერაციები მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა; რომ თვალის წნევის დამწევებით შესაძლოა, თვალი კიდევ დიდხანს შემინარჩუნდეს, დიდი პროგრესი კი მაინც არ იქნება, შევწყვიტეთ ოპერაციებზე სიარული.

საბჭოთა პერიოდში ბებია მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა სამხედრო „გარადოკში“. იმ მაღაზიაში დარჩა 90-იანებშიც. უშუქოდ, ზამთარში, ღია კარებით დღეში 16-18 საათი ვაჭრობდა იქ 90-იანების კრიმინალის მიუხედავად. შეძენილი პროდუქციისთვის ფულის გადახდა რომ არ უნდოდათ, ერთხელ შუშის ბოთლი ესროლეს. კიდევ კარგი, აიცილა. ამიტომ, მშობლების დაქორწინების შემდეგ მალევე ბაღდათიდან ქუთაისში გადავიდნენ ბებიასთან საცხოვრებლად, დედისეულ სახლში. დედის მხრიდან ბაბუა, ჯერ კიდევ მშობლების ქორწინებამდე გარდაიცვალა. მამა და ბებია მაღაზიაში მუშაობდნენ, მე და დედა კი ერთად ვიყავით. ბევრს ვსეირნობდით. დედამ ჩემ დაბადებამდე 2 წელი მოასწრო მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებლად და საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობა. სულ კითხულობდა წიგნებს. სპეციალურად მე კი მიკითხავდა ზღაპრებს, მაგრამ თავისთვისაც კითხულობდა. ხანდახან რომ დავადგებოდი თავზე, ხმამაღლა მიკითხავდა, სხვა დროს კი, თუ რამე გამომრჩებოდა, მიყვებოდა.

სათამაშოებიდან კონსტრუქტორიც მქონდა და თოჯინებიც; სატვირთო მანქანებიც და სამზარეულოც. მახსოვს მამამ, მაღაზიისთვის ლილოდან საქონლის ჩამოსატანად რომ წავიდა ბებიასთან ერთად, ჩამომიტანა ელემენტებიანი მანქანა, რომელიც დისტანციური პულტით იმართებოდა და თავისით დადიოდა. ძალიან ავად ვიყავი, მაღალი სიცხით, რომ ჩამოვიდნენ გვიან საღამოს, მაგრამ ამ მანქანამ გამომაცოცხლა. ისე კი ყველაფრით ვთამაშობდი. სანთლის ნარჩენებს ვადნობდი, მონეტისა და კვერცხის ფორმებად ვასხამდი. ფარდებისგან სარეცხის დასამაგრებლების გამოყენებით და სკამის მიდგმით ვაწყობდი ცალკე ოთახს; სიგარეტის ბლოკებისგან ვაშენებდი სახლებს; შედედებული რძით სავსე ქილებისგანაც ვაგებდი კედლებს, ვსახლდებოდი ამ ნაგებობაში. ზოგჯერ კი დაინგრეოდა ხოლმე და ფეხზეც დამეცემოდა მძიმე ქილა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. მუყაოს ყუთებისგან, სავარძლის ბალიშებისგანაც ვიშენებდი სახლებს. კულტურული საღამოების მოწყობას ვცდილობდი ხოლმე ბავშვობაში. ქუთაისშიც და ბაღდათშიც. კარდაკარ შემოვუვლიდი ბავშვებს, ქუჩაში მოთამაშეებს ვეტყოდი, მათს მშობლებს. იკრიბებოდა ეზოში ხალხი. კულისებიც გვქონდა: პლედჩამოფარებული გარაჟი. იქიდან გავდიოდით მაყურებლის წინაშე წარსადგომად,  ვკითხულობდით ლექსებს, ვმღეროდით. კარგად მახსოვს დღე, როდესაც ჩემი საბავშვო საწოლი აალაგეს. არ ვიცი, რამდენი წლის ვიყავი. იატაკზე ვიჯექი, ვუყურებდი ლურჯ ცას და ვფიქრობდი, რომ დრო გადის. ქუთაისში ჩემს ბავშვობაში არც გაზი იყო, არც წყალი და არც დენი. შუქის მოსვლას შეძახილებით აღნიშნავდნენ. მთელი ეზო წუთებში ორთქლდებოდა. მირბოდნენ სახლებში ტელევიზორის საყურებლად, გასაუთავებლად. 4 სართულიან, მრავალბინიან კორპუსში შეშის ღუმელი გვედგა და ფანჯრიდან მილი იყო გამოშვერილი. მამაჩემი სადღაც დადიოდა წყლის მოსატანად. ეზიდებოდა 20 ლიტრიანებით. მიყვარდა ეზოში სიარული, მეზობლებთანაც. მარტო დავდიოდი, ეტყობა, სულ ოდნავ უკეთაც ვხედავდი, ვარჩევდი სილუეტებს. ზოგჯერ დიდხანსაც ვრჩებოდი მაღაზიაში. ხურდას ვუთვლიდი მყიდველებს და ვაძლევდი, ვაწვდიდი პურს ან რასაც ბებია მეტყოდა. ვერთვებოდი ვაჭრობაში. ზოგჯერ მგონია, მხედველი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ოჯახის საქმე გამეგრძელებინა. გამეფართოვებინა ბიზნესი და ქუთაისში დავრჩენილიყავი. ზამთარში მშრალ სპირტზე ვაცხელებდით ზოგჯერ წყალს, რომელსაც ასხამდნენ ბოთლებში და დებდნენ საწოლში, გასათბობად. ზოგჯერ ისეთი სიცივე იყო, შუადღისას ვწვებოდი საბნის ქვეშ ისე, რომ არ მეძინებოდა. მხოლოდ გასათბობად. მერე ავდგებოდი, ცოტას ვირბენდი და ისევ ვწვებოდი. სადარბაზოსთან, ეზოში, ონკანში რომ მოდიოდა წყალი, მეც ვეხმარებოდი ზიდვაში. ბოთლით მიმქონდა მე-2 სართულამდე და იქ ვასხამდი დიდ ვედროში. ასე ჩემი შეგროვილი წყალი მერე ბინაში აჰქონდათ.

პატარა რომ ვიყავი, 4-5 წლის, დედა ცდილობდა, ბრტყელი შრიფტითაც „თვალხილულად“ მესწავლა წერა-კითხვა. და რომ არ გამოდიოდა, ნერვიულობდა და ჩხუბობდა. მინდა, შშმ ბავშვთა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობის აუღიარებლობა ნიშნავს ბავშვზე ძალადობას. როცა მისგან მოელიან იმას, რასაც ის ვერ შეასრულებს. სკოლაში მისვლის პირველი დღე მახსოვს. ბევრი ბავშვისგან განსხვავებით ძალიან მიხაროდა. 8 წლის ვიყავი. სკოლაში მისვლა ნიშნავდა, რომ მეც სხვა ბავშვებივით ნორმალური ვარ; რომ მეც ვმონაწილეობ ამ ცხოვრებაში. ქართული რომ თითქმის არ ვიცოდი, ეს დამატებითი გამოწვევა იყო, პროგრამას რომ დავწეოდი. დედაჩემს ჩემთან ერთად ქართულშიც მოუწია ვარჯიში. ბრაილის შრიფტით წიგნები ბევრ საგანში არ იყო, ამიტომ მას უნდა წაეკითხა ჩემთვის. ის მცირერიცხოვანი ქართული სიტყვებიც, რაც ვიცოდი, იმერული კილოთი ვიცოდი და ეს დამატებით სიცილს იწვევდა.

პანსიონში მშობლებმა არ დამტოვეს. როგორც მთელ ქვეყანაში, არც სკოლაში არ იყო ელემენტარული პირობები. ერთერთი მცირემხედველი დამრჩენი ბავშვი იქ გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. გართულების ფონზე მხედველობა სრულად დაკარგა. ჯერ ჩემს ბიძასთან ვცხოვრობდით. 2 ოთახში 7 ადამიანი. გაკვეთილებს ხალხმრავლობის გამო სანამ სითბო იყო, ეზოში ვსწავლობდი. იქ შემაღლებულ ადგილზე მაგიდა იდგა, რომელსაც კათედრას ვეძახდი. დილაობით სკოლაში წასვლამდე სიცივეშიც კი აუცილებლად დავრბოდი. ბავშვობაში ძალიან კონსერვატიულად მიყვარდა ჩაცმა. მე თვითონ: გრძელი ქვედაბოლოები მერჩივნა შარვლებს. განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებმა, (თუ არ ვცდები „მგზავრის წერილებმა“) სადაც რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას აკრიტიკებდა. თან მისი სახის საჩვენებლად იზლერის ბაღი მოყავდა, სადაც ქალები „გამომწვევად ჩაცმულები“ დადიოდნენ. მინდოდა, სწორედ მათგან განსხვავებული ვყოფილიყავი. „ნამდვილი ქართველი გოგო“, არა „მათნაირი“.

ნელნელა, თუმცკი, გაჩნდა ბრაილის ახლადდაბეჭდილი და დისკებზე ჩაწერილი აუდიოსახელმძღვანელოები (თორემ პირველ წლებში საბჭოთა დროს გამოცემული წიგნებით ვსწავლობდით). დენიც დარეგულირდა. ქუთაისში გაზის გამათბობელი გაჩნდა. წყლის ავზი, რომლითაც ვიმარაგებდით და ონკანში მოგვდიოდა წყალი. წყლის მოსვლის გრაფიკიც დალაგდა. თვალზე ბოლო ოპერაციის შემდეგ დრო რომ გავიდა, ავადმყოფობასაც მოვუკელი, თორემ პატარაობაში სულ გაციებული ვიყავი, ხშირად მაღალი სიცხით. მამაჩემმა მიწა იყიდა და სახლის მშენებლობა დაიწყო. გამიჩნდნენ მეგობრები. სკოლაში თავს ვგრძნობდი შემოქმედებით, აქტიურ ადამიანად, რომელსაც პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა. დავალებას თუ არ შევასრულებდი, შენიშვნას მაძლევდნენ, რომ ვაცდენდი, მომკითხავდნენ. მახსოვს მე-2 კლასში პირველი 5-იანი რომ ჩამიწერა მასწავლებელმა შეკერილ რვეულში. ბრაილის შრიფტით საწერად საჭიროა უფრო სქელი ფურცლები. რვეულები არ გვქონდა. გვაძლევდნენ ყავისფერ მუყაოს ფურცლებს, რომლებისგანაც რვეულს სახლში ვკერავდით. სკოლაში ვიყავი არა ობიექტი, არამედ სუბიექტი. ვმონაწილეობდი კონცერტებსა და სპექტაკლებში. დავდიოდი ექსკურსიებზე. მე-2 კლასიდანვე ვცდილობდი მოსწავლეთა ორგანიზაციის შექმნას. სხვადასხვა სასკოლო საკითხებზე სამსჯელოდ ვიკრიბებოდით ხან ეზოში ხან უფროსკლასელების საკლასო ოთახებში. ვოცნებობდი, ჩვენი ორგანიზაციისთვის ცალკე ოთახი რომ გამოეყოთ როგორმე. არადა უამრავი გამოუყენებელი სივრცე იყო მაშინ სკოლაში.

განვიხილავდით, მეტ მოსწავლეს რომ შემოვიერთებდით, გავძლიერდებოდით, მერე დირექციის შეცვლასაც მოვითხოვდით. განვიხილავდით სკოლაში არსებულ უამრავ პრობლემას. გუნდის შესაკრავად მომქონდა ალუჩა, რომელსაც ერთად ვჭამდით. ჩემი ხელით ვწერდი სასკოლო გაზეთის რამდენიმე პირს.

მე-6 კლასში რომ ვიყავი, ჩემი 13 წლის კლასელი გოგო დაქორწინდა 23 წლის კაცზე. ერთერთმა მასწავლებელმა (თუ არ ვცდები, მათემატიკის) გვითხრა, რომ ამ გოგომ მაინც მიაღწია ცხოვრებაში რაღაცას. კი თითქოსდა მისაბაძ მაგალითად წარმოგვიჩინეს, მაგრამ სკოლაში სიარულის უფლება არ მისცეს. დედაჩემმაც თქვა, გათხოვილი ქალის ადგილი სკოლის მერხთან არ არისო. თან ვითომ ამ გოგოს ბედისთვის უნდა შეგვენატრა, მაგრამ თან მას განათლების უფლება წაართვეს. მე-5 კლასში რომ ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელმა გვითხრა, სად უნდა იმუშაოთ, კი მაგრამ, რისი იმედი გაქვთო? აი სწავლობთ და მერე რა? მაინც მოგიწევთ მიწის ქვეშა გადასასვლელში ხელგაწვდილებს დგომაო. უფროს კლასებში რომ ვიყავი, სახელმძღვანელოებში მხვდებოდა ტერმინი „გენდერული თანასწორობა“. რომ ვიკითხე, მასწავლებლებმა ამიხსნეს, რომ ქალისა და   კაცის თანასწორობას ნიშნავდა. მაგრამ რაში ვიყავით უთანასწოროები ან როგორ უნდა მიღწეულიყო ეს თანასწორობა, არასდროს გვიმსჯელია. სულ პატარა რომ ვიყავი, შემთხვევით ზედმეტად მოკლედ გამკრიჭეს თმები. ბიჭისას დაემსგავსა ჩემი ვარცხნილობა. საავადმყოფოში ბავშვები დამცინოდნენ ბიჭი, ბიჭიო. მე კი გაბრაზებული ყველას ვუხსნიდი, გოგო რომ ვარ. ბიჭისგან რომ განვსხვავდებოდი, რეალურად გავიაზრე 12 წლისამ. ჩემი მოსალოდნელი ექსტერნად ჩაბარების შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა სკოლაში, მომავალმა კლასელმა ბიჭმა დამიწყო რუსულის დავალების მის მაგივრად დაწერის თხოვნა. რამდენიმეჯერ ვუკარნახე კიდეც. ერთხელ კი უარი ვუთხარი. გამომეკიდა. ზედმეტად ახლოს მოვიდა ჩემთან. მაშინვე მოვიშორე, რაღაც გაუცნობიერებელი შიშით. მანამდე ბიჭებს დაუფიქრებლად ვეჭიდავებოდი. 16 წლის რომ ვიყავი, კლასელმა მკითხა: შეყვარებულმა რომ გითხრას, ამა და ამ მეგობარს ჩამოშორდიო, ან მე და ან ისო, რას იზამო? ვუპასუხე, რომ თუ რომელიმე ადამიანთან ურთიერთობას მიშლის, ის ბევრ რამეში შემზღუდავს კიდევ; რომ მე თუ მიღებს, ჩემს მეგობრებსაც უნდა იღებდეს მეთქი. მოზარდობისას ერთხელ რომ ჩავედი სოფელში, ჩემივე თანდასწრებით ქალებმა დანანებით თქვეს, როგორი ლამაზი, როგორი კაი გოგო იქნებოდაო. იგულისხმებოდა, უსინათლო რომ არ ვყოფილიყავი. ერთმა ოჯახის ახლობელმა კი, რომ გაიგო, სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წასვლას, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას რომ ვაპირებდი, პირდაპირ მითხრა: კი მაგრამ რა აზრი აქვს შენთვის ამ ყველაფერსო? ის თვლიდა, რომ უსინათლობის გამო მონასტერში უნდა წავსულიყავი. რადგან ვერ ვხედავ, ე.ი. საერო ცხოვრებაში სასარგებლოს მაინც ვერაფერს შევქმნი.

მე-8 კლასში რომ მივედი, სკოლაში დამხვდა ცენტრალური გათბობა და კომპიუტერები. მანამდე ორიოდე წლით ადრე გამოიცვალა დირექტორი. ახალი ხელმძღვანელობა აღარ უშვებდა ბავშვებზე სკოლის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკურ ძალადობას. მანამდე საკმაოდ ხშირი იყო.

ქართული ენა თანდათან ავითვისე. დაწყებით კლასებში მახსოვს, ვსწავლობდით მოთხრობებს 300 არაგველის თავდადების, გიორგი ბრწყინვალეს მკვლელობისგან გადარჩენისა და დემეტრე მე-2-ის თავდადების შესახებ. საქართველოს ისტორიისადმი ინტერესი რომ შემატყო, მამაჩემმა მოიტანა ისტორიის სახელმძღვანელო და მიკითხავდა ცოტ-ცოტას დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, საქართველოს წარმატება-წარუმატებლობების შესახებ. მე-5 კლასში მოვინდომე „ვეფხისტყაოსნის“ მთლიანად ზეპირად შესწავლა. რამდენიმე ასეული სტროფი ვიცოდი კიდეც. ამანაც კარგად გამატეხინა ქართული და კიდევ გაკვეთილებს რომ მაყოლებდნენ, იმანაც. მინდოდა, რომ გავიზრდებოდი, მემუშავა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დაზუსტებაზე, მასთან დაკავშირებულ კვლევებზე. მე-6 კლასში მინდოდა ქართულ ფილოლოგიურზე ჩაბარება, რათა შემდეგ წავსულიყავი ტაო-კლარჯეთში, საინგილოში, იქაური ქართველობის ისტორიისა და კულტურის გამოსაკვლევად და თან ქართული ენის შესახსენებლად. რუსული აქცენტი რომ გამქროდა, სახლშიც დავიწყე ქართულად ლაპარაკი. მამაც ქართულზე გადავიდა. დედას ყველაფერი ესმოდა, უბრალოდ რუსულად გვპასუხობდა. ახლაც ასეა, პრინციპში. მრცხვენოდა ხალხში რუსულად ლაპარაკი, რუსულად რომ მელაპარაკებოდა დედა. ეს უკიდურესობა რომ გადამელახა, დრო და ძალისხმევა გახდა საჭირო. თუმცა დღესაც არ მეკომფორტულება.

მე-6 კლასის პირველი სემესტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გამიცდა. ქართული ენის გრამატიკაში ჩამოვრჩი.  დედა მას, ბუნებრივია, ვერ ამიხსნიდა. ამიტომ ვკითხულობდი სახელმძღვანელოს და ვსწავლობდი. საბჭოთა დროის აკაკი შანიძისა და კვაჭაძის ავტორობით წიგნი იყო. მართალია, თეორიით გაჟღენთილი, მაგრამ ქართული ენის გრამატიკის სისტემას გასწავლიდა კარგად. იგებდი, თუ რატომ გამოიყენება კონკრეტულ სიტუაციაში ზმნის ერთი ფორმა და არა რომელიმე სხვა. დღემდე მახსოვს ის წესები და მეტყველებასა თუ წერაში მეხმარება. სხვათა შორის, ძალიან კარგი სახელმძღვანელო გამოდგა ჩემთვის. ენის შესწავლაში მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგია, თუ ამ ენის მატარებელი კულტურა გიყვარს, გაინტერესებს, აფასებ, პატივს სცემ ან შენად მიგაჩნია. ჩემს სკოლაში იყვნენ სხვა რუსულენოვნებიც. მაგრამ მე უაქცენტოდ რომ შევძელი ენის თითქმის ნულიდან შესწავლა, ასე ვთქვათ, „ნაიარევის გარეშე“, დიდწილად, სწორედ საქართველოსადმი ჩემი მიკუთვნებულობისა და  მიმღებლობის შედეგია. მიყვარდა კითხვაც  და აუდიოწიგნების მოსმენაც. ვკითხულობდი სკოლაში, გაკვეთილები რომ მიცდებოდა; სახლში, ღამ-ღამობით. წიგნს საბნის ქვეშ   ვმალავდი და სიდი პლეერსაც. დედას რომ არ დაენახა, გვიანობამდე რომ არ მძინავს. ბრაილის წიგნს ეს უპირატესობა აქვს სწორედ, რომ სიბნელეშიც მშვენივრად იკითხება. სკოლიდან რომ მოვდიოდი, წიგნების კითხვით ვიწყებდი. დავალებას გვიანობისთვის ვიტოვებდი. დავალების გაკეთებაზე ხომ ვერ მეტყოდა, გვიანია და აღარ იმეცადინოო. წიგნზე კი მეტყოდა.

საქართველო ჩემი ზრდის კვალობაზე თანდათან ვითარდებოდა. მე ვხედავდი, როგორ მიდიოდა ყველაფერი ჩემ გარშემო წინ. მქონდა განცდა, რომ მეც ამ აღმშენებლობის თანამონაწილე, თანაზიარი ვარ. როცა კი ადამიანი გაიღებს თავის დროს, ენერგიას, ძალისხმევას, იშრომებს რაღაცის მისაღწევად, შეიტანს თავის წვლილს, მას ის სიკეთე თავისი ჰგონია. ასე გახდა საქართველო ჩემი ქვეყანა. კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე, ძალიან დიდი გზის გავლა იყო საჭირო, ეს ქვეყანა ჩემად რომ ქცეულიყო. წელებზე ფეხებს ვიდგამდი, ეს ქვეყანა რომ დამემსახურებინა. ცხვირიდან ძმარი ვიდინე. აქტიურად დავიწყე იმერული იდენტობის მორგება. რუსული აქცენტის გადასაფარად ძალით იმერულ ყაიდაზე ვუსვამდი სიტყვებს მახვილებს. დღეს ვინმეს თუ სპეციალურად არ ვეტყვი, რომ რუსული ვიცი, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად რუსული ჩავაბარე და 100-დან 100 ქულა მივიღე; რომ სასკოლო ოლიმპიადაშიც საქართველოს მასშტაბით მე-2 ადგილი მოვიპოვე მე-10 კლასში სწორედ რუსულ ენაში, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება, ვიცოდე რუსული. მეამაყება, რომ ეროვნულებზე ქართულში ჩემს თავიდანვე ქართულენოვან კლასელებზე მაღალი ქულა ავიღე. დღეს რომ მეკითხებიან, რომელია ჩემი მშობლიური ენა, უყოყმანოდ ვპასუხობ, ქართული-მეთქი.

2008 წლის ომი კი პიროვნულად ჩემს თავზე მივიღე. ასე რთულად, წვალებით მოპოვებულ სახელმწიფოს, სამშობლოს, პირადად მე მართმევდნენ! არ იყო გამორიცხული, თბილისისთვის ის დაემართებინათ, ისე დაენგრიათ, როგორც თავის დროზე გროზნო და როგორც 2022 წელს ანგრევენ უკრაინულ ქალაქებს. იმ დღეებში ვფიქრობდი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინისთვის შეგვეძლო თავის შეფარება. ვოცნებობდი, ოდესმე საქართველო წარმომედგინა საერთაშორისო სასამართლოში და დამეცვა ჩვენი ინტერესები. მიმეტანა იქ რუსეთის მიერ ჩვენ მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულის შესახებ შეგროვილი მტკიცებულება. ომის შემდეგ   ჩვენმა სკოლამ შეიფარა დევნილები შიდა ქართლიდან. მათთვის გართულდა სხვა საცხოვრებლის მოძიება და კინაღამ აკადემიურ შვებულებაში აღმოვჩნდით 1 წლით. ომმა ყველაფერზე მოახდინა ზეგავლენა. მშობლებს დავყვებოდით განათლების სამინისტროში. აკადემიურს გადავრჩით და შაბათობით ვისწავლეთ ის წელი. წარჩინებული სწავლისთვის მივიღე კომპიუტერი, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში კარგი შედეგების გამო ორჯერ ვიყავი საზაფხულო ბანაკში. ბრიტანეთშიც ვიყავით მთელი კლასი 2 კვირით.

დედამ მითხრა, თავს გაუფრთხილდი, რამე რომ მოგივიდეს, მამაშენი მე დამაბრალებს, არ უნდა გაგეშვაო. ამერიკაში წასვლის წინა დღეებშიც მამაჩემმა უცებ დაიწყო უკმაყოფილების გამოთქმა. ჩემმა ბიძამ კი მხარი დამიჭირა, უთხრა, უნდა იმოგზაუროს ყველგანო.

მამაჩემის აშენებულ სახლში ამერიკაში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გადავედით. იტალიურ ეზოში, 2 ოთახში ცხოვრების მერე სახლი უზარმაზარი მომეჩვენა. ასევე შოკი იყო, რომ მეტროსა თუ ავტობუსამდე მეტი მანძილის გავლა გვიწევს. წარმოსახვაში სულ მქონდა სოციალური სიკეთეებისთვის მებრძოლის იმიჯი: ადამიანისა, რომელიც გაჭირვებულია, არაპრივილიგირებულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სწავლობს და თავისი შრომით განათლებული და პროფესიონალი ხდება. ამ ადამიანს, ჩემი წარმოდგენით, იმხელა სახლში არ შეიძლება, რომ ეცხოვრა. ამერიკაში რომ ჩავედი და ვნახე, როგორ ცხოვრობენ რიგითი ადამიანები, ჩემი სახლის დაუმსახურებლობის განცდა უმალ გამიქრა. რომ დავბრუნდი და ჩემს ძველ პოლიკლინიკაში მივედი გამოკვლევებზე, იქ არსებულმა სინესტის სუნმა, სიბნელემ, გაფუჭებულმა კიბეებმა ჩვენი ქვეყნის სიღარიბე შემახსენა. შოკში ჩავვარდი. თითქოს ჰაერიც აღარ მყოფნიდა. ერთბაშად მომინდა ამ ქვეყნის დატოვება. აქაურობა მახრჩობდა. ყველაფერს ამერიკას ვადარებდი. უნივერსიტეტშიც აღარ მინდოდა სწავლის გაგრძელება. მეგონა, რომ უკვე საკმარისი ვისწავლე, ვიშრომე. უბრალოდ ამხელა შრომა რომ მქონდა გაწეული, ხაზი ვერ გადავუსვი და ინერციით დავიწყე სწავლა. იმიტომ, რომ ბარემ შრომით მოვიპოვე შესაძლებლობა, სრული დაფინანსება, და ახლა მასზე უარს ვეღარ ვიტყვი-მეთქი.

პირველ კურსზე სწავლისას შევავსე „ჰერა 21“-ის განაცხადი. პროექტი ითვალისწინებდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში თანასწორგანმანათლებელთა მომზადებას, რომლებიც შემდეგ სკოლებში ჩაუტარებდნენ მოსწავლეებს ტრენინგებს. პირველი ეტაპი გავიარე. დამიკავშირდნენ, დამიბარეს ტრენინგზე, თუმცა უარი ვთქვი. შემრცხვა და მომერიდა. ვერ წარმოვიდგინე, სკოლებში როგორ უნდა მელაპარაკა ამ ტაბუირებულ თემებზე თითქმის ჩემი ასაკის ახალგაზრდებთან. ქალთა უფლებებზე მეტი პირველივე კურსის შემდეგ არდადეგებზე გავიგე, როდესაც მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეების მიერ ორგანიზებულ გლოუ „გოგოები მსოფლიოს ლიდერები“ ბანაკში წავედი მოხალისე ლიდერად და მათ მიერ მომზადებული მასალებით ჩავუტარე უფროსკლასელ გოგოებს ტრენინგები. უნივერსიტეტში იგეგმებოდა გასართობ-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება ქალაქგარეთ. მომინდა წასვლა, მაგრამ დედამ გადამაფიქრებინა. მერე კი მივხვდი, რომ მსგავსი ღონისძიებები უამრავი ტარდება, გაეროს მოდელირებებიც, რომლებიც ძვირი ღირს, თუმცა რეალურ ზეგავლენას რამე პროცესზე ამ დროს ვერ ახდენ. მაგრამ დედას უფრო სხვა შიშები ჰქონდა: რა ფორმას მიიღებდა იქ გართობა. მამრობითი სქესისა რომ ვყოფილიყავი, არ იქნებოდა ამდენი კითხვა, ამხელა სიფრთხილე. გერმანიაში რომ მივდიოდი 1 სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით, დედამ გამაფრთხილა, ემანდ რამე არ მოგივიდეს, არ დაორსულდე, თორემ მე დამბრალდებაო. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ყველგან და ყველაფერშია.

ბებია სულ თავზე დამტირის. დღემდე სულ ჩემი „თვალში გამოხედვის“ იდეითაა შეპყრობილი. ვერ შეგუებია. ჩემ გასაგონად სულ ლოცულობს „ღმერთო, შეეწიე უძლურებაში მყოფ ესმას, მომადლე მას განკურნება და მხედველობა“ (ანუ არამხოლოდ მხედველობის გაჩენაზე ლოცულობს, არამედ განკურნებაზეც, ანუ მუდმივ ავადმყოფად მიმიჩნევს). სულ როგორც ავადმყოფს, ისე მეპყრობა. მშობლებს ეუბნება, ჩემი თანდასწრებით ხმამაღლა არ ისაუბრონ, ნერვიულობსო. სულ მეუბნება, სტაფილო უნდა ჭამო, რადგან თვალებისთვისაა სასარგებლოო. ნუ, ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვა: სტაფილო ჭამე, არარსებული ფეხი გაგეზრდებაო. მეც მომიწოდებს, მხედველობის აღდგენისთვის ლოცვისკენ, რისი შინაგანი მოთხოვნილებაც არ მაქვს. ბავშვობაში ერთ ოთახში რომ გვეძინა, თუ ვთქვათ ვერ ვიძინებდი და საწოლში ვტრიალებდი, მეორე დღეს მტირალა ხმით ამას მშობლებს ამცნობდა, რომ „ძალიან ავად ვარ“, „რომ ვაიმე, ბავშვს არ ეძინა“, „ვაიმე, მიხედეთ“. ძალიან დამღლელია და გამაღიზიანებელი ეს ყველაფერი. რომ ვეუბნები, კარგი, შეგეშვებიო, მპასუხობს და მეორე დღეს ისევ ძველებურად აგრძელებს.

სწავლის დასრულებიდან 2 წელიწადში, მე-4 ცდის შემდეგ გავხდი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რამაც 2008 წლის დროინდელი ოცნების განხორციელების საშუალება მომცა: საქართველო წარმედგინა საერთაშორისო ასპარეზზე და დამეგმო ოკუპაცია საჯაროდ.  ხშირად რაც წარმოგვიდგენია, ის რეალობაშიც სრულდება ხოლმე. შეიძლება, არც ისეთი ფერადი გამოცდილება იყოს, სამაგიეროდ რეალური.

The post ესმა appeared first on WomenOfGeorgia.

მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი
„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ გამიჩნდა – მინდოდა, მეც გადამეღო. თუმცა, როცა ფოტოგრაფი გავხდი, ციფრული კამერა ავირჩიე – არ მიწევს თვლა, რამდენი კადრი დამრჩა ფირზე.

ფოტოგრაფია ჩემით ვისწავლე. ძირითადად, ინტერნეტში ვეძებდი სასწავლო რესურსებს. ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც მეხმარებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. მერე ბლოგი გავაკეთე WordPress-ზე, ახლა რომ ვუყურებ, უფრო გასართობი იყო, მაგრამ ამ ბლოგზე მუშაობამ მთავარი მომცა – პოსტებისთვის შინაარსსაც და ვიზუალურ კონტენტსაც მე ვქმნიდი. ეს განვითარებაში მეხმარებოდა. ჩემი მიზანი იყო, სოციალური მედია კარგად მესწავლა.

ამ პერიოდში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგების გადამზადების პროგრამაში, სოციალური მედიის კოორდინატორად დავიწყე მუშაობა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლების სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგოებთან მიწევდა მუშაობა. საქმე ძალიან ბევრი იყო, ხელფასი – მინიმალური, თუმცა ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი.

ამ სამსახურის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ შესაძლებლობა მომცა, ჩემი ცოდნა ახლა უკვე იმ ადამიანებისთვის გამეზიარებინა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და რომლებისთვისაც ეს ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. დავდიოდი მაღალმთიან სოფლებში – მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექტორებს სოციალური მედიის მართვისა და ვიდეოადვოკატირების ტრენინგებს ვუტარებდი. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, ადამიანები როგორი წარმატებით იყენებდნენ ამ ცოდნას პრაქტიკაში.

სწავლების პროცესში პროფესიულად მეც გავიზარდე. ფოტოგრაფიასთან ერთად, ვიდეოგრაფია და მონტაჟი ვისწავლე. ახლა თავად ვაკეთებ ვიდეოისტორიებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიებს პროფესიონალურ დონეზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის უფასო კურსის დროს დავეუფლე. ამ შესაძლებლობამ საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცა. ხშირად ვამბობ, რომ ამ პერიოდში საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე – გარდა იმისა, რომ მსმენელი ვიყავი, ტრენერებს პროფესიულადაც ვეხმარებოდი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი საქმე დამეწყო და საკონსულტაციო მომსახურება დავიწყე.

3 და 6-თვიანი პაკეტებია, რომელიც სოციალური პლატფორმების გამართვას, აუდიო-ვიზუალური მასალების დამზადებასა და თანამშრომლების გადამზადებას მოიცავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ტურიზმის სფერო, სამედიცინო დაწესებულებები, დეველოპერული კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტო – ეს იმ სფეროების მოკლე ჩამონათვალია, სადაც წარმატებით გამოვიყენე ჩემი პროფესიული ცოდნა ტექნოლოგიებში. შემოსავლის ნაწილს, ისევ ჩემს განათლებაში ვდებ – ყველაფერი სწრაფად ვითარდება და კონკურენციაც დიდია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ ტენდენციებს აუწყო ფეხი. ამ ეტაპზე, ანიმაციებს ვაკეთებ, ასევე, ვიდეომონტაჟსა და ექსელის პროგრამას ვასწავლი.

პანდემიამ ჩემს საქმიანობაზეც იმოქმედა, შეიძლება ითქვას, შემაფერხა. რთული გახდა ახალი კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება. გადავწყვიტე, გამოთავისუფლებული დრო ცოდნის გავრცელებას მოვახმარო. ვეხმარები ყველას, ვისაც სოცმედიის მხრივ სჭირდება მხარდაჭერა. მაგალითად, ერთ პედაგოგს დავეხმარე, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს – WordPress-ზე ბლოგი ავაწყობინე და ამის საშუალებით, დამატებითი კრედიტ-ქულები მოიპოვა. ძალიან სასიამოვნოა, ადამიანების ბედნიერების მიზეზი რომ ხდები.

ნამდვილად რთული იყო აქამდე მოსასვლელი გზა და თუ ქალებსა და გოგოებს რამით შევუმსუბუქებ მდგომარეობას, ჩემი გზა რომ არ გაიარონ, თავს არ დავზოგავ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: დავით შველიძე / გედა დარჩია

”მარიამ ქველიაშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

UN Women Georgia

#ქალთაგაძლიერება #ქალებიტექნოლოგიებში #ვებპროგრამირება #womenitech

The post მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი
”ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ორ მეგობართან ერთად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საოფისე პროგრამების შესწავლის უფასო კურსზე ჩავეწერე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეგობრებმა სწავლა პირველივე თვეს მიატოვეს და მარტო დავრჩი, კურსი მაინც ბოლომდე მივიყვანე. პროფესიაც ამას დავუკავშირე და ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბარე, კომპიუტერი და უცხო ენები ერთად რომ ისწავლებოდა. თუმცა, პირველი სემესტრის შემდეგ, მინისტრის ბრძანებით, კომპიუტერები მოგვიხსნეს და საბოლოოდ, მხოლოდ ინგლისური ენის ფილოლოგებად დაგვტოვეს. ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი და ამიტომაც, ამ პროფესიით არ მიმუშავია. თავიდან, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის პროექტებზე ვმუშაობდი, გარდა ამისა, წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალში ჩავერთე საორგანიზაციო ჯგუფის წევრად. ეს ფესტივალი, “წყალტუბოს დევნილ ქალთა” ორგანიზებით, წელს უკვე მერვედ ჩატარდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტრენინგი გავიარე ბლოგის შექმნაზე, რომელიც დოდი ხარხელმა ჩამიტარა. პირველად მაშინ გავიგე, საერთოდ ბლოგი რა იყო. ეს ტრენინგი იმდენად ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა, სახლში რომ დავბრუნდი, ორი ღამე გავათენე ჩემი პერსონალური ბლოგის შესაქმნელად. ეს იმხელა მიღწევა იყო ჩემთვის, ჭკუაზე არ ვიყავი – ამ ბლოგზე პირად შეხედულებებსა და ჩანახატებს აქტიურად ვწერდი. შემდეგ უკვე იყო „ღია რუკები კავკასია“-სთვის GPS ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რუკების დახაზვა. მაშინ ეს ახალი ტექნოლოგია იყო და მთელი იმერეთი GPS-ებით მოვიარეთ. ეს მონაცემები კომპიუტერში შეგვყავდა სპეციალური პროგრამით და მოკლედ, ახალ ტექნოლოგიებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. თუმცა წყალტუბოში მაშინ არანაირი შესაძლებლობა არ იყო, დამატებითი ცოდნა რომ მიმეღო ამ მიმართულებით და ქუთაისში სიარული მიჭირდა, რადგან საღამოს საათებში ტრანსპორტი არ არის. შემდეგ დავოჯახდი და ორსულობის პერიოდში სახლში ყოფნა მომიწია, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

ერთ დღესაც, შემთხვევით, UN Women-ის განცხადებას წავაწყდი, ქალებისთვის სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებ-პროგრამირების კურსის შესახებ. ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და განაცხადი შევავსე, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, ამდენ ადამიანში რომ მე შემარჩევდნენ. უკვე საერთოდ რომ აღარ მახსოვდა ეს ამბავი, ჩემს პირად ფოსტაზე წერილი მოვიდა, რომ მეორე ეტაპზე გადავედი და ტესტირება უნდა გამევლო. აქ უკვე მომეცა იმედი, რომ შესაძლოა, ფინალურ ეტაპამდე გავსულიყავი და ტესტი დიდი მონდომებით შევავსე. მოკლედ, ისევ მივიღე შეტყობინება, რომ შემარჩიეს და გახსნაზე მეპატიჟებოდნენ ბათუმში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. უკვე ორი შვილი მყავდა და მახსოვს, გავიფიქრე, ახლა როგორ ვთქვა, სამი დღით ბათუმში მივდივარ ამ გრანდიოზულ ამბავზე-მეთქი. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სკეპტიციზმი – „რატომ დადიხარ მაგ ტრენინგებზ?ე“, „დროს რაში კარგავ?!“, „რაში უნდა გამოიყენო?!“ და ა.შ. ასეთებს ყოველთვის ვუმტკიცებდი, რომ არცერთ ტრეინინგზე ტყუილად არ მივლია.

დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ჩავედი ბათუმში. ძალიან ბედნიერი ვიყავი და კურსი იმდენად წარმატებულად დავამთავრე, რომ ბოლოს, იმ 40 საუკეთესო ქალს შორისაც მოვხვდი, ვინც სტაჟირებისთვის შეარჩიეს.

კარგად დამამახსოვრდა, რაც ამ სასწავლო კურსის გახსნაზე გვითხრეს – „ამ პროგრამაში ჩართვით, თქვენ შეგიძლიათ, შეიცვალოთ პროფესია.“ მაშინვე გავიფიქრე, რომ მე ამას გავაკეთებდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ავიხდინე. ჩემი მეორე პროფესია პროგრამირება გახდა, რაც სულ მინდოდა. პირველი ვებ-გვერდი ახლობელს გავუკეთე და ფასიანი შეკვეთაც მალევე მივიღე, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი შვილები ცოტა რომ წამოიზრდებიან, ვგეგმავ, რომ კოდირებაც შევისწავლო და ვებ-საიტები თავიდან ბოლომდე მე დავწერო.

გარდა კერძო შეკვეთებისა, ეს ახალი უნარები სამსახურების დაწყებაშიც ძალიან დამეხმარა. პირველად “წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის წყალტუბის სასულიერო გიმნაზის” დირექტორმა ირწმუნა ჩემი და სამსახურში მიმიღო. გიმნაზიაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლი, ასევე, ვარ ხელოვნების პედაგოგი. მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი კი თავად დაინტერესდა ჩემი უნარებით – გავიგე, ტექნოლოგიებში ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში და შენნაირი კადრი ძალიან მჭირდებაო. ასე აღმოვჩნდი საინფორმაციო მენეჯერად საჯარო სკოლაშიც. სკოლაში ყოველთვის ვცდილობ, რომ მხოლოდ წიგნით არ შემოვიფარგლო – წარმატებულ ქალებზე მოყოლით, ბავშვებს ვუნერგავ, რომ გოგოებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში არწმუნებენ გოგოებს, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და სწორედ ამიტომ, ქალები ნაკლებად ინტერესდებიან ტექნოლოგიებით.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს ფინანსურ შემოსავალზეც აისახა, მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის მიხარია, როცა იმათ ვეხმარები, ვისაც ეს სჭირდება. მაგალითად, სიამოვნებით ვეხმარები პედაგოგებს და ჩემთან კერძო გაკვეთილებზე დადიან, ტექნოლოგიური უნარების დახვეწაში ვეხმარები, რადგან ახლა მათ ეს ძალიან სჭირდებათ. სხვა ქალებსაც რომ ვუზიარებ ჩემს ცოდნას, ამით თვითშეფასება მეც ამიმაღლდა. იმის გამო, რომ ვიცი უცხო ენა, ვმუშაობ ხელოვნების სფეროში, მაქვს ხელნაკეთი სათამაშოების მცირე ბიზნესი და უკვე ვებ-პროგრამირებაც ჩემი პროფესია გახდა, პანდემიის დროს არ გავჩერებულვარ. ახალმა ცოდნამ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შემძინა და ვიცი, რა პერიოდიც არ უნდა დადგეს, აღარ დავიკარგები.

ჩემი მოტივაცია ტექნოლოგიებში და კერძოდ, UN Women-ის პროგრამაში, ლილი ფულარიანი იყო, რომელთან ერთადაც მოხალისეობრივად გვაქვს ფეისბუქის გვერდი – “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები.” ამ პანდემიის დროს, დიდი გეგმები გვაქვს – გვინდა, ქალებს დავეხმაროთ ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებაში. მე, როგორც მეწარმეს, ჩემი ცოდნა ძალიან დამეხმარა ონლაინ გაყიდვებში და იმაში, რომ კარგი ონლაინ მარკეტინგი გამეკეთებინა. ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, რომ იმ მეწარმე ქალებს, რომლებიც წყალტუბოში მრავლად გვყავს, შეძლებისდაგვარად დავეხმარო და შევასწავლო ყველაფერი, რაც მე სოციალური მედიის მარკეტინგში ვიცი.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: დავით შველიძე/გედა დარჩია

UN Women Georgia

”ქრისტინე ქუთათელაძე იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.“

The post ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი appeared first on WomenOfGeorgia.

ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური
ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც ძალიან დიდი მუსიკოსია. ნიკამ შემამოწმა, მოვეწონე და ჩემთან მუშაობა დაიწყო. მოკლედ, პირველი მუსიკალური სასწავლებელის მისაღებ გამოცდებზე გავედი, რომლის კომისიის თავმჯდომარე სულხან ცინცაძე იყო. გამოცდას, ასევე ესწრებოდა პროფესიონალი მუსიკოსების მაშინდელი ე.წ. „ბომონდი.“ სხვათა შორის, ძალიან წარმატებულად დავუკარი იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი და დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი. მაშინ გაიხსნა საკომპოზიტორო ფაკულტეტი და მეც ამ ფაკულტეტზე მიმიღეს, სადაც სულ ბიჭები სწავლობდნენ და მარტო ერთი გოგო ვიყავი. შალვა მშველიძის კლასში გამანაწილეს, რომელიც არის მოვლენა და ეპიკური მუსიკის ფუძემდებელი საქართველოში. სხვათა შორის, წარმოშობით ისიც ხაშურელი იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ გენიოსებს უკვე აღარ ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში, რას ასწავლიან, ვერ გავიგეთ და ამ თვალსაზრისითაც, ქვეყნიერება ცუდ დღეშია.

მუსიკალური სასწავლებლი წარმატებით დავამთავრე, უკვე მქონდა საფორტეპიანო პიესებისა და რომანსების ჩემი კრებულებიც. იმ პერიოდში, ჩემს სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა და როგორც კომპოზიტორი, კონსტანტინე პევზნერთან და იოსებ ტუღუშთან ვმუშაობდი, რომლებიც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელები იყვნენ. ამ ორკესტრში მღეროდა არაჩვეულებრივი მომღერალი ჯილდა დათუაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ძალიან ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ცოტა ფუქსავატურად მოვიქეცი – თავში ამივარდა რაღაცები, სულიერი მოთხოვნილებები მეორე პლანზე გადავიტანე და გართობა პირველ ადგილზე დავაყენე. ყველაფერი მივატოვე თბილისში და 17 წლის, ხაშურში დავბრუნდი. რუსულ სკოლაში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად. ბავშვებთან მუშაობასთან ერთად, უკვე საგუნდო ნაწარმოებების შექმნა დავიწყე. მას მერე, 54 წელია, პედაგოგიურ საქმიანეობას ვეწევი. რაიონის თითქმის ყველა სკოლაში მიმუშავია და ინსტრუმენტმოკიდებული სოფელ-სოფელ დავდიოდი. წარმოიდგინეთ, ამ სოფლებში ბავშვებს ფიცჯერალდსა და ლუი არმსტრონგს ვასმენინებდი და ვასწავლიდი. ჩემი მისია განმანათლებლობაა და ეს როლი ძალიან მომეწონა.

მალევე, 20 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. მამაჩემის დაკრძალვის წინა დღეს ვიმშობიარე და მის დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. სიყვარული ისეთი რამეა, ეტყობა, ამით ყველას არ აჯილდოებს უფალი და ეს უნარი ჩემი შვილის მამასაც არ აღმოაჩნდა. ისე გამოვიდა, ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით… მიუხედავად იმისა, რომ 1971 წელს შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და მაშინ ეს არ იყო ადვილი ჩემი რეპუტაციისთვის, არაფერს ვნანობ. ბავშვი შემრჩა და თან, იმდენად გადაფარა ამ ჩემმა მუსიკალურმა შესაძლებლობებმა სხვა ყველაფერი, ვეღარ მებრძოდნენ. პირიქით, მე რასაც ვიტყოდი, ისე კეთდებოდა ყველაფერი რაიონში, რაიკომის მდივნებს ინსტრუმენტებს ვათრევინებდი აქეთ-იქით. ამანაც გამიტაცა, რომ აქ მე ვმართავდი ყველაფერს. რაც მთავარია, ჩემს ოჯახს მიღებული ჰქონდა ეს ამბავი და ბავშვს ძალიან ელოდებოდნენ. მახსოვს, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მამაჩემმა, რომელიც ბოლოს უსინათლო იყო, დედაჩემი ბავშვისთვის ემალის ქოთნის საყიდლად გააგზავნა, მაშინ ძნელად იშოვებოდა. მე სულ ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ჩემი შვილი დედაჩემმა გაზარდა. არაჩვეულებრივი დედა მყავდა, რომელსაც წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ოთხი ენა იცოდა. უნივერსიტეტი მაშინ ახალი გახსნილი იყო და იქ სამწლიანი საბუღალტრო კურსები რომ გაიარა, ხაშურში გაანაწილეს სამუშაოდ. ახლა სადაც ვცხოვრობ, აქ 12 წელი იცხოვრა ქირით დედაჩემმა. ამიტომ გადმოვსახლდი მე ამ სახლში.

ანსამბლი „ცხრა მუხა“ დავაარსე, რომელიც 25 წლისაა და შემოვლილი გვაქვს მთელი ევროპა. გზები და ქვეყანა რომ ჩაკეტილი იყო, მე მაშინაც დავდიოდი და დავწანწალებდი ბავშვებთან ერთად. კაპიკებს ჩვენ ვაგროვებდით, თუ რამე მქონდა მეც მიმქონდა და ასევე, ვისთანაც ფული მეგულებოდა ხაშურში, ჯიბეებიდან ვაცლიდი, რომ ბავშვები დამეფინანსებინა და საზღვარგარეთ წამეყვანა. აბა, რა უნდა მექნა მაშინ?! ასე დავდიოდით 20 წელი და მოვლილი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპა, იტალია, თურქეთი და ა.შ. ერთხელ, ამ მოგზაურობების გამო, ვალები დამრჩა, მეც აღარაფერი მქონდა გასაყიდი და ანზორ ბურჯანაძესთან შევედი, ქატო მომეცი-მეთქი. გაუკვირდა, ფქვილი არ გინდაო? მოკლედ, 4 ტონა ქატო და 10 ტომარა ფქვილი მაჩუქა. ვიდექით მერე და ამ ქატოს ვყიდდით, რომ ეს ვალი გაგვესტუმრებინა. შეიძლება ცუდია, როცა შენს თავზე არ ფიქრობ, მაგრამ მე ჩემი პირადი მოთხოვნებით არავის ვაწუხებდი, მხოლოდ ბავშვების წაყვანის გამო ვითხოვდი დახმარებას. ასეთი მოგზაურობების დროს ხალხი მდიდრდებოდა და მე სულ ვალებით ვბრუნდებოდი.

სხვებთანაც შევსულვარ იმავე თხოვნით. ერთხელ, მგონი, ბულგარეთში მივდიოდით, ჯაბა იოსელიანთან შევვარდი – შენი არ მეშინია, ჯაბა, სოფლელი ბავშვები უნდა წავიყვანო, ქვეყნის გარეთ რაღაცები ვაჩვენო და რამე ქენი, დამეხმარე-მეთქი. იმან, ეს ჩემზე გიჟი ყოფილაო და ჩემს თვალწინ დარეკა, ლიანა ტატიშვილი მოვა და ყველაფერი გაუკეთეთო. მართლა მოგვცეს მაშინ 1000 დოლარი და ბავშვები ასე წავიყვანე. კურიოზული შემთხვევებიც მქონია. ავთანდილ მარგიანის სახელზე წერილით ხელში, როგორც იქნა, ”იმელის” შენობაში შევაღწიე და ვდგავარ, რომ მარგიანს წერილი მივცე. ისევ ბავშვების წაყვანა მინდოდა საზღვარგარეთ და ფული არ მქონდა. ვხედავ, რომ შევარდნაძე მოდის და მიღიმის. მეც გავუღიმე და თან ერთმანეთი მოვიკითხეთ, პარალელურად, თავი გადამიტრიალდა იმაზე ფიქრით, რომ ხელში წერილი მარგიანის სახელზე მეჭირა, არადა მინდოდა, მისთვის მიმეჩეჩებინა და თან, მასთან უფრო მეტი შანი იყო, საქმე მომეგვარებინა. მოკლედ, ბევრი ასეთი მომენტი ყოფილა და ჩემი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს გამომიყენებია ის თანხები, რასაც ასე ვაგროვებდი. პირიქით, იქით მიმქონდა და უამრავი რამე გავყიდე სახლიდან.

ამ ყველაფერს მძიმე ამბებიც ბევრი ახლდა. სირიიდან მოვდიოდით და მხედრიონის დრო იყო, საშინელი სიტუაცია გზებზე – „გათრიაქებული“ მხედრიონელები იარაღით ხელში იდგნენ. 35 ბავშვი და 10 მშობელი მომყავდა ავტობუსით. სირიაში კაპიკები ღირდა ყველაფერი და მშობლებმა სხვადასხვა პროდუქტით დატვირთეს ავტობუსი. გაგვაჩერეს და ერთ-ერთი ავტომატიანი კითხულობს, აქ ლიდერი ვინ არისო. მე ვარ-მეთქი და არც მიყურებს ისე გამოაცხადა „ავტობუსი უნდა დაიცალოს!“ არა, ავტობუსი არ დაიცლება, ვერც შიგნით შეხვალ, ბავშვები მე მაბარია და უკან მშვიოდობით უნდა დავაბრუნო-მეთქი. ჩემს შვილს დავუძახე, გვერდით დავიყენე და ავტომატიანს ვუთხარი, თუ რამე ანგარიშსწორება გინდა, აგერ მე და აგერ ჩემი შვილი-მეთქი და თან, მათივე უწმაწურ ენაზე მივმართე, ვინც ახლა არ მესროლოს-მეთქი. ამის მოსმენაზე გაგიჟდა, ვინ არის ეს ქალიო. მოკლედ, დიდი ცოდვის ტრიალი იყო და მთლიანი „აბოიმა“ დაცალა ჩვენი ავტობუსის საბურავებზე. მე ძალიან უშიშარი ვარ, მაგრამ ავტობუსში რომ შეგეხედათ, ყველა გადაფითრებული და გაოგნებული იყო. აი, ასეთი რამეებიც ხდებოდა და ყველას უკვირდა, ეს ერთი ბეწვა ქალი რამდენს ვახერხებდი. ეს არ იყო მარტივი ცხოვრება და ერთხელ, თურქეთშიც დამრჩა სამი ბავშვი. მოკლედ, ჩვენ ღამე დავდიოდით ხოლმე და მე ავტობუსში ჩამეძინა. გზად რაღაცაზე ჩავიდნენ, ბავშვებს ყურადღება არ მიაქციეს და ისე გამოვიარეთ 500 კილომეტრი, არ ვიცოდით, რომ ბავშვები იქ დარჩნენ. ეს ის პერიოდია, ბავშვებს რომ იტაცებდნენ და ორგანოებს ყიდდნენ. წარმოიდგინეთ, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. უკვე პოლიციაში განვაცხადეთ და ყველგან ვეძებდით. ბოლო იმედად, საკონსულოში დავრეკე და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებმა საკონსულო იცოდნენ და იქამდე თავად მივიდნენ.

ჩემთვის ნაცნობი იყო ის დაპირისპირებები, შუღლი და შური, რაც ხელოვნების სფეროში არსებობდა. მაგრამ მე ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავდა ამ წრიდან, რომლებიც ძალიან მაფასებდნენ. ამიტომ, არაფერს ვნანობ გარდა იმისა, რომ კონსერვატორია არ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში გენიოსები მასწავლიდნენ და მოგვიანებით, ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტიც დავამთავრე.

სხვადასხვა შანსი მქონია ამ ქალაქიდან წასვლის და მაინც ბოლომდე ხაშურში დავრჩი. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე ჩემი მეგობარია და რამდენჯერმე მთხოვა, წავსულიყავი და მისთვის რუსული რომანსების თანხლება გამეკეთებინა, მაგრამ იყო მიზეზები და ვერ წავედი. თან, ის სხვა სამყაროა და მე სხვაგან ვცხოვრობ, მაგრამ ფოლკნერს მაინცა ვკითხულობ, ჰემინგუეისაც და თანამედროვე ლიტერატურასაც. თბილისელების მიმართ ცუდად კი არ ვარ განწყობილი, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არ არის და არც ერთადერთი კულტურული ცენტრია. ხაშურს 140 წლის სახალხო თეატრი აქვს, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და ვინ აღარ ჩამოდიოდა. სხვათა შორის, მამიდაჩემებიც ამ სცენაზე მსახიობობდნენ.

დიახ, რაიონებშიც მიმდინარეობდა და მიდის კულტურული ცხოვრება. ჩემნაირი ხალხი რომ არ დარჩეს რეგიონებში, რა ეშველებათ ბაშვებს, რა ეშველება ქალაქს?!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი ედგარ დავლიანიძე შემხვდა. კაიროში მივდივარ, კონსერვატორია იხსნება და იქ კონცერტმეისტერად ხომ არ წამოხვიდოდიო. იმის გამო, რომ დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო და შვილი მყავდა, რომელიც ფეხზე უნდა დამეყენებინა, ჩემი იქ მუშაობით კი, შეიძლება მისი მომავალი დამეკარგა, უარი ვუთხარი. ასევე, ჩემმა მეგობარმა, ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა, თემურ ახობაძემ, რომელიც „სტენვეი ჰოლის“ სოლისტი იყო და ბარაკ ობამას ორივე ინაუგურაციაზე დაუკრა, 20 წლის წინვე შემომთავაზა, წავსულიყავი მასთან ამერიკაში, სადაც ერთ საათში 150 დოლარს მიხდიდნენ. ორი თვე მომცეს მოსაფიქრებლად, მაგრამ მივხვდი, რომ ხაშურს ვერ დავტოვებდი ერთ კვირაზე მეტხანს და იქ შეიძლება ნოსტალგიით მოვმკვდარიყავი. ამიტომ, არასოდეს მინანია, რომ არ წავედი.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ისევ ვაგრძელებ და ახლა ექსპერიმენტულ ანსამბლთან ვმუშაობ სამუსიკო სკოლაში. ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია და მე არ ვარ უკმაყოფილო. ცოტა ისეთი ცხოვრება მქონდა, ცა ქუდად რომ არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ამიტომ, ბოლოში ასეთ სერიოზულ სახეს თუ მიიღებდა ჩემი მიღწევები და დამსახურებას მომანიჭებდნენ, არც ველოდი.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post ლიანა  ტატიშვილი, 71 წლის,  ხაშური appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო თვალთვაძე, 34 წლის, ქუთაისის მერის მოადგილე
ყოველთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი: არასდროს გავხდებოდი პროკურორი და არასდროს წავიდოდი პოლიტიკაში.

ბაბუას გავლენით, იურიდულზე ჩავაბარე და მასაც მოლოდინი ჰქონდა, რომ პოლიციელის ან პროკურორის კარიერას გავაგრძელედი. პროკურორი იმიტომ არ ვიქნებოდი, რომ არასდროს ვიყავი და ვარ ბრალმდებელი.  მგონია, რომ ტვინის მოწყობის ამბავია, როცა ვიღაცის ამბავს ისმენ, ან იწყებ მოქმედი პირის დაცვას ან დადანაშაულებას. ასეთ სიტუაციებში მუდმივად მქონდა მოქმედი პირის დაცვისა და გამართლების სურვილი. საბოლოოდ, ჩემს არჩეულ პროფესიას გამართლება ვუპოვნე და ადამიანის უფლების დაცვის სფეროში აღმოვჩნდი. ასე გავხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ჩემი პიროვნული სურვილები – ადამიანებს დავხმარებოდი – რეალობად ვაქციე.  შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ვიპოვე. ამ პერიოდში ჩემი პირველი შვილი 6 თვის იყო და როგორც უმეტესობა ჩვილებს, მასაც არეული ჰქონდა დღე და ღამე. მეც მიწევდა პროფესიისა და დედობის შეთავსება და ეს ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური წნეხი იყო, დანაშაულის გრძნობა, რომ თითქოს ვერ ხარ კარგი დედა, თითქოს ბევრ რამეს აკლებ შენს შვილს. განსაკუთრებით ეს რთულია პირველ შვილზე, რადგან ჩემი მომდევნო 2 შვილი შედარებით ნაკლები სტრესით გავზარდე, უფრო მომზადებული ვიყავი.  ეს რთული პროცესი იმ ფაქტორმაც გადამატანინა, რომ ჩემი ოჯახის ქალები სულ მუშაობდნენ და აქტიურები იყვნენ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი როლური მოდელები მყავდა.

საიადან წამოსვლის შემდეგ,  6 კვირიანი პროგრამით საჯარო მოხელეების გადამზადების კურსზე ამერიკაში ვიყავი. იქ შევიტყვე, რომ მესამე ბავშვზე ვიყავი ორსულად. ეს იყო დაუგეგმავი ორსულობა და იმდენად შოკირებული ვიყავი, მახსოვს ტესტი რომ გავიკეთე და სარკეში ჩავიხედე, 2 ცალი თმა გაჭაღარავებული მქონდა.

ამერიკიდან დაბრუნების მერე სამოქალაქო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ 3 შვილთან ერთად ძალიან მიჭირდა გრაფიკის შეთავსება. რადგან ბრიუსელში გადასვლას არ დავთანხმდი, ბავშვებისთვის ნაკლები სტრესის მიყენების მიზნით, ქუთაისიდან ვმუშაობდი, თუმცა კონტრაქტით თვეში საშუალოდ 10 დღე მინიმუმ მიწევდა მგზავრობა, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას ვკურირებდი და რამდენიმე პროექტის მენეჯერი გახდლით.

როგორც ვთქვი, პოლიტიკას სულ გავურბოდი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თავმჯდომარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბევრი პოლიტიკური პარტიისგან მქონდა შემოთავაზება, თუმცა არც ერთს არ დავთანხმდი. რამდენიმე წლის მერეც მქონდა ბევრი შემოთავაზება და არ ვაკეთებდი. ხშირად მსაყვედურობდნენ, ალბათ პასუხისმგებლობის აღება არ გინდაო, რაც რა თქმა უნდა, არ იყო სწორი, რადგან რაც აქამდე მიკეთებია, ყველაფერი უკიდურეს პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული.

სამოქალაქო სექტორში მუშაობამ გარკვეული დროის მერე კმაყოფილება ვეღარ მომიტანა. მუდმივად ვეძებდი ისეთ საქმეს, რომელსაც არა მარტო ერთეულების ცხოვრების შეცვლა, არამედ მეტი ადამიანისთვის ცვლილების მოტანა შეეძლო. ასეთი შედეგის დადგომა კი მხოლოდ პოლიტიკის დონეზე ცვლილებების გატარებას შეეძლო.

ამ პერიოდში შემოთავაზება მივიღე ქუთაისის მერისგან მერიაში ჩამებარებინა ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. საბოლოოდ, მერის მოადგილის პოზიციაზე შევთანხმდით და სხვა საკითხებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის საკითხებიც ჩავიბარე.

მახსოვს, ნოემბერი იყო მუშაობა რომ დავიწყე და პირველი საქმე იყო აუტისტური სპექტრის მქონე მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილება. მშობლები ითხოვდნენ ქუთაისში მცხოვრები ყველა ბავშვის თერაპიული მომსახურების დაფინანსებას და ქუთაისის მერია და აწი უკვე მეც, ნეგატიური კამპანიის სამიზნე გავხდით. შეუძლებელია არ შესულიყავი იმ მშობლების მდგომარეობაში, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმალურს ითხოვდნენ, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ბიუჯეტში არანაირი რესურსი არ არსებობდა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საჭირო იყო ალტერნატიული მოქმედება და თან რაც შეიძლება სწრაფად. ბევრ დონორ ორგანიზაციასა და კერძო კომპანიას შევხვდი თანადაფინანსების თანამშრომლობის მიზნით, და ბოლოს შევძელით ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. 25 დეკემბერს, ანუ 1 თვის ვადაში პირობა შესრულებული იყო.

არაა იოლი პოლიტიკაში მოღვაწეობა. პირველ რიგში უნდა გქონდეს გააზრებული, რომ გარკვეული სისტემის ნაწილი ხარ და ამ სისტემის ქმედებაზეც პასუხისმგებელი და ამ სისტემის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაწილიც. შეიძლება ეს პიროვნულად არ გეხებოდეს, მაგრამ გადასააზრებლად ძლიან რთულია. რთულია, როცა გინდა დაეხმარო სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, მაგრამ ამის რესურსი სისტემას არ გააჩნია. ამიტომ პასუხი – არ გამოდის – ყველაზე ნაკლებად მისაღებია ამ სისტემაში. თუ სტანდარტული მოცემულებაა რესურსის არარსებობა, მაშინ არასტანდარტული გამოსავალი უნდა ეძებო. პოლიტიკას სხვანაირი მონდომება ჭირდება. ეს არის ერთადერთი სფერო საქართველოში, სადაც თუ ადამიანი ხარ, კომფორტულად თავს ვერ იგძნობ.

პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაც რთული სატარებელია და ხელფასიც რთული სახარჯია. დავაკვირდი, რომ სხვა სამხსახურში მიღებულ ხელფასს უფრო ლაღად ვხარჯავდი. არ ვიცი, შეიძლება მე ვართულებ, მაგრამ ვერასდროს ვერ გავუგებ ადამიანებს, ვინც პოლიტიკისგან სიამოვნებას იღებენ. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმიანობა, როცა შენ თვითონვე გიწევს შენივე გადაწყვეტილებებით და პოლიტიკით ცხოვრება. აქვე სწავლობენ შენი შვილები, აქ დადიხარ ბაზარში, ყოველდღე შეხვდები ადამიანებს, რომლებსაც ვერ დაეხმარე და შენი უმოქმედობა მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამას ხედავ ყოველდღე!

ჩემი ქალობა პოლიტიკაში მხოლოდ იმაში მეხმარება, რომ ქალები უფრო ღიად მესაუბრებიან ქალურ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მათი ინსპირაციით დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ქალებს დაეხმარება ბიზნეს-უნარების განვითარებაში და საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში. ეს მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. დავაკვირდი, რომ სოციალურ შემწეობას ქალები შვილებს ახმარენ და საკუთარ თავს არაფერს ახარჯავენ. ეკონომიკური გაძლიერებით მინდა ქალებმა ეკონომიკური დამოუკიდებლობაც შეიძინონ და მათი კეთილდღეობის ხარისხი გაუმჯობესდეს.

ძალიან რთულია საქართველოში პოლიტიკოსობა. ერთადერთი გამართლება ამ საქმიანობის  ის ცვლილებებია, რასაც მოვიტან. პოლიტიკოსობა ადმიანისთვის მიზანი კი არა, საშუალება უნდა იყოს სოციალური ცვლილებებისთვის.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნინო თვალთვაძე, 34 წლის, ქუთაისის მერის მოადგილე appeared first on WomenOfGeorgia.

ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი
„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა.  მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა პროფესია უნდა ამერჩია, მათემატიკა რომ გამომეყენებინა. მეგონა, მარტო ეკონომისტი ან ფინანსისტი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. სადღაც მე-11 კლასში უცებ მოვიფიქრე, პროგრამისტი ხომ არ გამოვიდე მეთქი, მანამდე ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ამ მხრივ ძლიერი არ ვიყავი. სკოლაში წრეები გქონდა, მაგრამ მე არ დავდიოდი. სამტურიანი ოლიმპიადები ტარდებოდა მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებისთვის და მარტო პირველ ტურში გავდიოდი ხოლმე, სადაც მათემატიკური ამოცანები იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი, პროგრამირების სწავლა თუ მინდა, სახლშიც ვისწავლი მეთქი, მაგრამ ჭკვიანი მეგობრებისა და  ნაცნობებისთვის ღირდა უნივერსიტეტში ჩაბარება.

ჩემი ფაკულტეტი სკალირებული ქულებით ყველაზე მაღალი და რთულადმოსახვედრი ფაკულტეტია საქართველოში და აი, აქ თუ მოვხვდები, აქ იქნებიან კარგი ბავშვები მეთქი. არიან კიდეც, მოტივირებული და კარგი ხალხი. 50 ადამიანიდან  15 გოგო ვართ, რაც ჩვენი პირობებისთვის ბევრია. ადრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვისაც იშვიათობა იყო გოგოები, ამ ბოლო დროს გავბევრდით და გავმრავლდით. თან ეს ფიზიკურ შრომასთან დიდად არაა დაკავშირებული, მე არქიტექტორობაც მინდოდა, მაგრამ იყო კომენტარები, რომ ეს გოგოს საქმე არ არის და ა.შ. მერე იმის მიხედვით გადავწყვიტე, რისი კეთება უფრო მომწონდა და მატერიალური მხარეც გავითვალისწინე.

როცა ჩავაბარე, მხოლოდ ალგორითმული ამოცანების გადაწყვეტის გამოცდილება მქონდა, ისიც მარტივ დონეზე. პროგრამირება ძალიან რთული მეგონა, ვფიქრობდი, რომ მათემატიკა ძალიან მაგრად უნდა მცოდნოდა, სულ უნდა მევარჯიშა და მეაზროვნა. აზროვნების პუნქტი მართალიცაა, მაგრამ ძალიან რთული არ აღმოჩნდა. პირველი კურსი, რომელიც უნივერსიტეტში მქონდა, იყო პროგრამირების მეთოდოლოგია, ძალიან კარგად შემოვიდა ეს კურსი და ისე მარტივად დაგვანახა, რომ ბოლო დავალება იყო ფეისბუქის გამარტივებული ოფლაინ აპლიკაციის დაწერა და ფეისბუქი დავწერეთო, ძალიან მაგარი გვეგონა საკუთარი თავი, საინტერესო გამოცდილება იყო. პროგრამირების რამდენიმე ენაზე მიმუშავია, ყოველ წამს ახალი იქმენბა და ახალს იგონებენ, ყველაფერი ვითარდება და ყველაფრის გამოყენება ვიცი უკვე. უნივერსიტეტმაც იმ დონემდე მოგვიყვანა, რომ ახლა უკვე ჩემით შემიძლია ყველაფერი ვისწავლო. ანუ მასწავლა, როგორ ვისწავლო.

შარშან სტარტაპი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. „კომუნიკათონი“ იყო კონკურსი, საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ეხებოდა და ჩვენ მოვიფიქრეთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მსგავსი პიროვნული ინტერესების მქონე ადამიანებს მისცემს საშუალებას, ერთმანეთი გაიცნონ და შეიძლება არ დამეგობრდნენ, მაგრამ აღიარონ, რომ განსხვავებულებიც არსებობენ და პატივი სცენ ერთმანეთს. დაახლოებით ასეთი რაღაცაა, რუკა რომ წარმოვიდგინოთ და თუ დაუმეგობრდები ვინმეს, ხედავ შენს მეგობრებს ამ პოლიტიკურ რუკაზე. იმედი გვაქვს, რომ პრაქტიკული იქნება და სადღაც ივლისში ჩავუშვებთ. მე და კიდევ ერთი გოგო ვართ პროგრამისტები და ტექნიკურ მხარეზე ვმუშაობთ.

საქართველოში რამდენიმე ადგილას ვიმუშავე. დაახლოებით ერთი წელი „თიბისი“ ბანკში – მონაცემთა ბაზების დეველოპერად, მობილური აპლიკაციების დეველოპერიც ვარ და ახლა software ინჟინერი ვიქნები eBay-ში, 4 თვით. ასეთ კომპანიაში ჩემი მონაცემების გაგზავნა დიდი ხანია მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში თავდაჯერებული ვარ, ბევრი კონკურსი მომიგია და ა.შ. ამ  ნაბიჯს მაინც ვერ ვდგამდი. არადა პირველი, მეორე, მესამე კურსიდან უკვე შეგიძლია გააგზავნო და გაქვს შანსი, რომ სტაჟირებაზე აგიყვანონ. მერე ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ახლა თუ არ გავაგზავნიდი, მერე სტუდენტიც აღარ ვიქნებოდი და შარშან გავაგზავნე, მარტო ebay-ში არა, სხვა კომპანიებშიც. რამდენიმე კომპანიაში გავიარე სხვდასხვა ეტაპი, ზოგში ვერ გადავედი, ზოგმა საერთოდ უარი მითხრა. Ebay-სთან პირდაპირ გერმანიის ვაკანსიაზე გავაგზავნე ჩემი სივი, რეკრუიტერმა მომწერა, დიდხანს ვილაპარაკეთ, ჩემს მომავალ გეგმებზე მეკითხებოდა, რამდენად სერიოზულად ვიყავი განწყობილი გერმანიაში მუშაობისთვის, მაგისტრატურას იქ თუ გავივლიდი და თუ გადავიდოდი საცხოვრებლად, ჩემი CV მოეწონათ და მერე დაიწყო ტექნიკური გასაუბრებები. იყო სატელეფონო გასაუბრება, მერე პროექტი გამაკეთებინეს, დრო მომცეს და პროექტი რომ  გავაგზავნე, მომივიდა დადებითი პასუხი. იქ ვიქნები software ინჟინერი, უკვე მაქვს გეგმა, რას გავაკეთებ – რამდენიმე გუნდში ვიმუშავებ და პატარა პროექტებს განვახორციელებ. რომ ჩამოვალ, უნივერსიტეტს დავამთავრებ და თუ შემომთავაზეს სრული განაკვეთი ebay-ში, მოვიფიქრებ, თუ არადა და გავაგზავნი სხვა კომპანიებშიც.

Women techmakers – იყო ასეთი პროექტი, გუგლის დეველოპერების. ეს იყო პროგრამირების საწყისების ბანაკი, სადაც მე ვიყავი მენტორი და მანდ ბევრი გოგო ვნახე, რომლებმაც არ იცოდნენ პროგრამირება რა იყო და ყველანაირად  ვცდილობდით, დაგვეინტერესებინა. ამას წინათ პოსტი დადო Marketer-მა ფეისბუქზე და ერთ-ერთმა დამიკომენტარა, ჩემი მოტივაცია ხარო. ბევრი ფიქრობს და ბევრმა დაიჯერა, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ეს და მე მგონია, რომ აქტივიზმიც ის არის, რომ ანახო ვიღაცას, რას მიაღწიე. მერე მათაც სჯერათ, რომ მათაც გამოუვათ. ერთ-ერთი მიზეზი, მე რატომაც გავაგზავნე აპლიკაცია, ის იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა შეძლეს და წავიდნენ ძალიან ცნობილ კომპანიებში. მეც ვიფიქრე, რომ აი, მგონი,მეც შემიძლია და გამოვიდა.

იმისთვის, რომ პროგრამირებაში რაღაცას მიაღწიო, არ არის აუცილებელი მათემატიკის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა. რაღაც დონეზე გჭირდება, მაგრამ ექსპერტობა ნამდვილად არა.  პროგრამირება იმდენ თემას მოიცავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი საქმე. გოგოებს მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ სცადონ. რამდენი კონკურსიც მომიგია, ათჯერ მეტი წამიგია. მე თუ რამეს მივაღწიე და წარმატებით განვახორციელე,  ყველაფერი ბევრი მცდელობის შედეგია“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი
29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.

ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრბდი, ვერ ვაპატიებდი.

დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო,  რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.

ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი  და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში.

ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება.  გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრბა, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.

მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი საკიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.

თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადვადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა, დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.

საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამრეისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო.

მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნეს გეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც გამეზარდა დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.

ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე მიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ.  ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.

სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც  ბავშვია და მოვლას ითხოვს.

მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდადათან ისე ვიზრდები და ვიხვწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ… ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები.  ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.

მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო? რატო თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს. იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“

The post ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი appeared first on WomenOfGeorgia.

ლალა მიქელაძე, 24 წლის, ქუთაისი
ეპიზოდი #1

„იმ დღეს სახლში მორიგი ჩხუბი ატყდა, ისევ არაფრის გამო. ნასვამი იყო. სიფხიზლეში კიდევ იკავებდა ხოლმე თავს, მაგრამ როგორც კი დალევდა, ვეღარ მალავდა აგრესიას. ყველას გვაგინებდა. შევეცადე თავი შემეკავებინა, არ ჩავრეულიყავი და გარეთ გამოვედი, მაგრამ დედას ცემა რომ დაუწყო, შევბრუნდი და ჩავერიე. სკამი გამომიქანა და ძლიერად მომხვდა. ეგონა გავჩერდებოდი, მაგრამ დედას ყოველთვის ვიცავდი და ახლა რა გამაჩერებდა?! რომ დამინახა, მაგრად ვიდექი, გავიდა მეორე ოთახში, თოფი გამოიტანა, გადატენა და მომიშვირა. ტვინს გაგასხმევინებ, შე ლაწირაკოო, დამიღრიალა. ყველა გაიქცა ოთახიდან, დედაც, მეზობლებიც, ჩემი ძმაც. მე და ჩემი და დავრჩით მარტო თოფთან. ჩახმახის გადაწევის ხმა რომ გავიგე, თვალები დავხუჭე. ვიცოდი, უეჭველი მესვრიდა. არსად არ მივრბივარ, მესროლე-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს ეზოდან დედაჩემმა დაიკივლა, პატრული მოვიდაო. ტყუილად დაიკივლა. მაშინ პოლიცია არ გამოგვიძახებია. მამაჩემს შეეშინდა და გაიქცა.“

ბავშვობიდან ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდი. მათ არ მოწონდათ მამაჩემი, ცალკე ცხოვრობდნენ და რაკი დედას ქმრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა და არ მოდიოდა მისგან. მე წამომიყვანეს და თავისთან მზრდიდნენ. ბებია რომ გარდაიცვალა, მერე გადმოსახლდნენ ჩვენს სახლში და აქედან დაიწყო ყოველდღიური ძალადობა დედაზე, შვილებზე, ბაბუაზე. წარმოდგენა არ მქონდა თავი როგორ უნდა დამეცვა. მოკვლის მუქარის მერე, დედასა და ჩემს უმცროს და-ძმასთან ერთად, სოფლიდან ქუთაისში გამოვიქეცი და ნათესავებს შევაფარე თავი. დედამ სამსახური იშოვნა, მეც დავიწყე სამუშაოს ძებნა. ქირით გადავედით სხვა ბინაში, მაგრამ ერთ თვეში დედამ გადაწყვიტა ქმართან დაბრუნება იმ მოტივით, რომ გიორგის, ჩემ ძმას მამა ჭირდებოდა. მე აღარ დავბრუნებულვარ და ეს ჩემი პროტესტი გახდა იმის მიზიზი, რომ წლების განმავლობაში მამა მითვლიდა, სადაც დამიჭერდა იქ მომკლავდა და ვცხოვრობდი გამუდმებულ შიშში. მამა ვერ შეეგუა, რომ მის წინააღმდეგ წავედი და აღარ ვემორჩილებოდი. ამ პერიოდში დედა რამდენჯერმე მოვიდა ჩეთან ნაცემი, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა. რამდენჯერ ვთხოვე, აღარ დაბრუნებულიყო. შევპირდი, რომ თავიდან დავიწყებდით ცხოვრებას, უფრო მშვიდად. მაგრამ არიან ქალები, ვისაც იმდენად გამჯდარი აქვთ მოთმენა და ქმრის ყოლის აუცილებლობა, ვერ აღწევენ ძალადობას თავს, არც ეკონომიკური მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად იცხოვრონ, საკუთარი სახლიც არ გააჩნიათ ბევრს. არაა ადვილი წინააღმდეგობა გაუწიო ამ ყველაფერს და ხალხს, იმასაც თუ „ხალხი რას იტყვის“, მაგრამ შენი თავისუფლების და სიმშვიდის გამო შეიძლება ეს ძალა იპოვო საკუთარ თავში და ბრძოლაც მოიგო.

ეპიზოდი #2

„ავად გავხდი და ლოგინში ვიწექი სიცხიანი, მეძინა. დედა მეზობელთან გავიდა. მამა ისევ ნასვამი დაბრუნდა და ჩემს ოთახში შემოვიდა. ძილში ვიგრძენი, რომ ტუჩებთან მკოცნიდა და ეს არ იყო მამის კონცნა! მოვიგერიე ხელებით და გავაგდე. ისევ მე დამიწყო გინება. ჩხუბზე დედა შემოვიდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი. ეს ამბავი საერთოდ არავისთვის მითქვამს, ისე შორს გადავმალე ჩემს ფსიქიკაში. მაგრამ სულ მახსოვდა და მეშინოდა განმეორების.“

ჩემმა დამ ძალადობას იმით დააღწია თავი, რომ 15 წლის ასაკში გათხოვდა და გაეცალა იქაურობას. გიორგი 10 წლისაა და კარგად სწავლობს, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. კი, არის სოციალური მუშაკის დაკვირვების ქვეშ, მაგრამ ხომ იცით ჩვენთან როგორი კანონებია?! თუ უშუალოდ ძალადობის ფაქტზე არ დაგინახეს, ან კვალი არ გეტყობა, ვერავინ დაადასტურებს, რომ გცემდნენ ან გკლავდნენ. თუ არ მოგკლეს, ვერ ამტკიცებ, რომ გკლავდნენ! მახსოვს ერთ ახალ წელს გიორგის მიერ თოვლის ბაბუასთვის დაწერილი წერილი წავიკითხე. თოვლის ბაბუა ხომ ყოვლისშემძლეა ბავშვებისთვის და შეუძლიათ ყველაფერი თხოვონ?! იცით გიო რას თხოვდა? ფერად ფურცლებს და ფანქრებს! გული მომიკვდა და ჩემით გავუგზავნე გიორგის სახატავი მასალები. ოჯახიდან პასუხად მივიღე, ლალასი არაფერი გვჭირდებაო. ხანდახან ვფიქრობ, ეგებ უკეთესი იყოს ჩემი ძმისთვის თავშესაფარში გადასვლა. ვიცი, ახლა გამიბრაზდება, მაგრამ როცა გაიზრდება, მიხვდება, მისი მომავლისთვის ასე ჯობდა.

ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი უფლებები და მოვითხოვოთ სამართალი. წლების მანძილზე ქუჩაში მარტო ვერ გამოვდიოდი, ყოველი მანქანის გავლაზე დანიანი მამაჩემი მელანდებოდა. ერთხელ მეზობლებმა მიუტანეს ხმა, (აი, იმ მეზობლებმა, მამაჩემის მიერ მოშვერილი თოფის თვითმხილვევლები რომ არიან), ლალა ბიჭებს ჩაუჯდა მანქანაშიო. ერთხელ ჩემმა მეგობრებმა წამომიყვანეს სოფლიდან ქუთაისში. მამაჩემი დანით ჩამომადგა ქუთაისში მოსაკლავად. ვიმალებოდი. გამიმართლა, რომ ქალაქში „იდენტობის“ ოფისში მოვხდი. ის რაც სკოლაში ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ რა არის ჩვენი უფლება, როგორ დავიცვათ თავი და როგორ გავუმკლავდეთ ძალადობას, აქ ვისწავლე. აქვე გავიარე ფსიქოლოგიური თერაპიაც. დიდი ხანი დამჭირდა, სანამ ამ ყველაფერზე ხმამაღლა დავიწყებდი საუბარს და მარტო საუბარს კი არა, ბრძოლასაც. იდენტობის ოფისშიც მომადგა ჩხუბით. მაშინ პირველად ვუჩივლე. თოფის დამიზნების ინციდენტიც მოვყევი პროკურატურაში, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე დაიხურა. ყველა თვითმხილვევლი მეზობელი რუსლანის მხარეს დადგა. დედამაც ჩემ წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ხომ გითხარით, სანამ არ მოგკლავენ, ვერ დაამტკიცებ, რომ გკლავენ.

ეპიზოდი #3

„დედამ დამირეკა, ავად ვარ და მინახულეო. მეგობართან ერთად ჩავედი სოფელში. სინამდვილეში გეგმა ქონდათ, რომ იქიდან აღარ გამოვეშვით. მამამ იცოდა, რომ თითქოს მე შესარიგებლად და დასარჩენად ჩავედი. რომ გაიგო, უკან ვბრუნდებოდი, ისევ გახდა აგრესიული, გამიხსენა ჩივილის ამბები და გინება დამიწყო. ხელიც მომიქნია და მეგობარს მოხვდა. გამოვერიდე და წამოვედით. გზაში დაგვეწია მანქანით და თოფი გადმოიღო – დაგხოცავთ და ამ თხრილში ჩაგყრითო, არხზე მიგვითითა. გავიქეცით და მეზობელ საცოვრებელ კოპუსში გარეთ მჯდომ ქალებს შევეხვეწეთ, დაგვმალეთ-თქო. იუარეს და საერთოდაც რომ დაინახეს, რუსლანი იყო, იქით დამიწყეს ჩხუბი, მამა რა დღეში ჩააგდეო. პატრულში დავრეკეთ. დედაჩემი ისე იყო შეშინებული, თოფის დანახვაზე, რომ მისამართი თქვითონვე გვიკარნახა, რაც 112-ს გადავეცით. ერთმა მეზობელმა შეგვიფარა ზედა სართულზე. პოლიცია როცა მოვიდა, მამაჩემი უკვე დამალული იყო, თუმცა გასროლის ხმა ყველამ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ძალადობის სცენა საკუთარი თვალით ნახეს, მეზობლები პოლიციას ჩემს წინააღმდეგ აქეზებდნენ, ლალას გარეგნობის გამოა ეს კაცი გაგიჟებულიო. მე მარცხვენდნენ, როგორ ვიკადრე და მამის წინააღმდეგ პოლიციას როგორ დავურეკე. თვითონ პოლიციას მეუბნებოდა, არ წახვიდე პროკურატურაში, ჩვენ მოგიგვარებთ შინაურულად, როგორც ამას ვაგვარებთ სხვაგანო. ამ პერიოდში უკვე ინფორმირებული ვიყავი და ვიცოდი, სამართლებრივად რა ენაზე უნდა მესაუბრა პოლიციასთან. დავემუქრე, თუ ახლავე არ მიხედავთ თქვენს საქმეს, გენ. ინსპექციას შევატყობინებ თქო. ამის მერე ყველა პროცედურა ისე შეასრულეს, როგორც საჭირო იყო. მამა დააკავეს. თოფი ვერ იპოვნეს. დედა ისევ უარზე იყო, თოფი არ ქონიაო…“

მამაჩემი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს. საქმე აღძრულია ოჯახში ძალადობის მუხლით და დამამძიმებელ გარემოებად ჰომოფობური მოტივია მიჩნეული. ყველა ნათესავი დავკარგე, არვინ გაამართლა ჩემი საქციელი მამას რომ ვუჩივლე. ზოგი იმასაც მეუბნება, კარგი გოგო რომ გახდე, იმიტომ გცემსო. არ ვდარდობ ნათესავების დაკარგვას. ერთადერთი ბიძაჩემთან მაქვს კარგი ურთიერთობა, არასდროს მამტყუნებს ჩემს საქციელში.

ვცდილობ ჩემი ცხოვრება თავიდან ავაწყო. ერთადერთი სიკეთე, რაც მამაჩემისგან დამრჩა მანქანების მექანიკის ცოდნაა. წელს ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში შენობებისა და ავტომობილების ელექტროობის მიმართულებით. ერთადერთი გოგო ვარ ამ სპეციალობაზე. საბოლოო ჯამში მინდა პროფესიონალი ავტოშემკეთებელი გავხდე. სხვანაირად გამიჭირდება კაცებით დასაქმებულ სფეროში თავის დამკვიდრება. ალბათ, ორმაგი შრომა მომიწევს ამისთვის, მაგრამ არ მეშინია.

ძალადობის წინააღმდეგ 18 წლის ასაკიდან ვიბრძვი. შეიძლება შორიდან გონია ხალხს, რომ ძალადობა სადღა ხდება, მაგრამ მე ვიცი რა ხდება რეგიონებში, სოფლებში, სადაც გოგოების ხმა არავის ესმის და ამ გოგოებმაც არ იციან როგორ დაიცვან თავი ან რცხვენიათ ამაზე საჯაროდ საუბრის. ამ თემაზე ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ თუ ვინმეს ჩემი ისტორია მიწვდება, დაინახონ, რომ ძალადობა არაა საბოლოო განაჩენი. სასამართლოში ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ იმით მაინც დავეხმარები, ინფორმაცია მივაწოდო, სად უნდა მივიდნენ, ვის მიმართონ და როგორ დაიხსნან თავი ტერორისგან.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post ლალა მიქელაძე, 24 წლის, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი
„კინოს კადრივით თუ გადავავლებ თვალს ჩემი ცხოვრების გზას, ორი ეპიზოდი წითელი ხაზივით გაიელვებს გონებაში,  ემოციურად და მძაფრად: სოხუმიდან თვითმფრინავით გამოქცეულებს ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი ცეცხლოვანი ბურთები და გოგონას განწირული კივილი, რომელსაც უმოწყალოდ ტენიდნენ მანქანაში.

18 წლის ვიყავი, სოხუმიდან ქუთაისში რომ წამოვედი სასწავლებლად. ტექნიკური საგნები მიყვარდა და ინჟინერობა გადავწყვიტე. ოჯახის, განსაკუთრებით მამის სურვილი იყო თეთრი ხალათი ჩამეცვა, მაგრამ მაინცდამაინც არ მხიბლავდა იოდი და ბამბა. მერე მირჩევდნენ,  ქალი ხარ და პედაგოგიურში ჩააბარე, სახლშიც იქნები და უმაღლესსაც დაამთავრებო. მაგრამ, ამბიცია მქონდა, უფრო რთულ საქმეს შევჭიდებოდი და დამემტკიცებინა, რომ მიუხედავად ჩემი სქესისა, შემეძლო „კაცების“ პროფესიას დავუფლებოდი.

ვიცოდი, ქუთაისში მრავალპროფილური პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო. ჩავაბარე მსუბუქი  მრეწველობის ფაკულტეტზე, სპეციალობა „ტყავის ნაკეთობათან ტექნოლოგია და კონსტრუირება“.  ინსტიტუტში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, დავქორწინდით და დავრჩი საცხოვრებლად ქუთაისში.

ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ურთულესი პერიოდები აფხაზეთში გავიარე. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯადოსნური საშლელი რომ მქონდეს, ამოვშლიდი ჩემი მეხსიერებიდან იმ ტრაგიკულ დროს. მაგრამ, გახსენება და ომის გადააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული შეცდომების დანახვისთვის. ამიტომაც უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე.

1992  წლის 9 მაისს დაგვირეკეს სოხუმიდან,  რომ ჩემი დის ქმარი გუმისთის ხიდთან დაიჭრა და თბილისში გადააფრინეს სამხედრო თვითმფრინავით. მე და ჩემი მეუღლე  სასწრაფოდ თბილისში გამოვემგზავრეთ ქუთაისიდან. 19 დღე იცოცხლა. თბილისიდან 28 მაისს სამხედრო თვითმფრინავით გადმოვფრინდით ბაბუშერაში. აფხაზეთში დავკრძალეთ.

თითქმის ერთი თვე წამოსულები ვიყავით ქუთაისიდან. სატელეფონო კავშირი არ იყო. სოხუმი ინტენსიურად იბომბებოდა. სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებია აფხაზეთი საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. დედა და მამა არ წამოვიდნენ, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩემი ძმა, სიძე და დისშვილი იბრძოდნენ, მეორეც მამას წარმოუდგენლად მიაჩნდა საკუთარი სახლის დატოვება. სოხუმი არასდროს დაეცემაო, ამბობდა და მართლაც ყველას გვჯეროდა ამისი.

ოჯახის წევრები და ნათესავები ალბათ 12 -მდე ადამიანი ფეხით წამოვედით ბაბუშერის აეროდრომისკენ. საავტომობილო გზა ტამიშთან ჩაკეტილი ქონდა მტერს, საზღვაო მიმოსვლა საშიში იყო. დაახლოებით 40 კილომეტრი ვიარეთ.  ბაბუშერის პატარა აეროდრომი ნაომარი ველივით დაფარული იყო დაჭრილი ჯარისკაცებით და შაოსანი ქალებით, პატარა ბავშვებით და მოხუცებით.

არც კი მახსოვს, რამდენი დღე და ღამე  ველოდებოდით თვითმფრინავს, რომელიც სამშვიდობოს გამოგვიყვანდა. განა არ დაფრინავდნენ, მაგრამ ჩამოყვებოდნენ პარლამენტარები და მიყვებოდნენ უკან, სამხედროები თვითმფრინავს არ გვაკარებდნენ, ჩვენც  ველოდით, როდის გადაგვარჩენდნენ. მახსოვს სამხედრო მანქანებით ცხელი პური მოქონდათ და ხალხს ურიგებდნენ, უფრო სწორად დაყრიდნენ და მშიერი ხალხი ესეოდა.

ერთ საღამოს, უკვე ბინდებოდა, როგორც იქნა შეგვამჩნიეს ჯარისკაცებმა და თვითმფრინავში ასვლის უფლება მხოლოდ ქალებს და ბავშვებს მოგვცეს. არ მახსოვს როგორ მოვხვდი თვითმფრინავში. ჩემი მეუღლე იხსენებს, შენ ვერ ამოხვედი და მერე  ჯარისკაცებმა ტრაპის მოაჯირიდან ამოგიყვანესო. სტრესისგან წაშლილია ეს ჩემი მეხსიერებიდან. მახსოვს დაბინტული მეომრები საკაცეებზე მთელ თვითმფრინავში, ხალხი ფეხზე იდგა, სავარძელზე არავინ ოცნებობდა. რომ ავფრინდით უკვე კარგად ბნელოდა.  ტამიშს რომ მივუახლოვდით ცა განათდა, ვხედავ ფანჯრიდან, როგორ მოფრინავს ორი ცეცხლოვანი ბურთი ჩვენი თვითმფრინავის მიმართულებით. თვითმფრინავში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ეს დასასრულია, გავიფიქრე მე და ალბათ ყველამ ჩემსავით. სასწაული იღბლის წყალობით გადავრჩით. თვითმფრინავი მშიდობით დაჯდა თბილისის აეროპორტში.

თბილისში თითქოს სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით. აქ ხალხი აგრძელებდა ცხოვრებას: ტელევიზორში დუბაის ჩარტერული რეისების რეკლამები გადის, გასართობი პროგრამები უხვად და მოკლე ნიუსები მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც სადღაც აფხაზეთში თურმე მიმდინარეობს. აქ ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, არც იციან რა ხდება  ქვეყანაში. ეგზისტენციალური შოკი დაგვემართა. იკარუსის მძღოლს ქუთაისში არ მოვყავდით, ფული არ გვქონდა საკმარისი. შევპირდით, ქუთაისში რომ ჩავიდოდით, იქ გადავუხდიდით. სახლს რომ მივუახლოვდით მეზობლის ბავშვების ხმა მოგვესმა – შეხედეთ ცოცხლები ყოფილან, გადარჩნენ!

ჩემს მშობლებსაც მოუწიათ სოხუმის დატოვება მამას ბოლომდე სჯეროდა, რამდენიმე დღით წავალთ და უკან მალე დავბრუნდებითო. პატარა გოჭი დატოვა ეზოში, ნანატრი შვილიშვილის დაბადების დღისთვის. დარდობდა, საჭმელი არ დამიტოვებია მისთვისო, ჩქარობდა დაბრუნებას.  სოხუმი მალე დაეცა.

სადარდებელი გვქონდა ჩემი ძმის და სიძის ამბავი. არავითარი ცნობა არ მოდიოდა ჩვენამდე. დედაჩემის დარდიან თვალებს ვეღარ ვუძლებდი და სახლში გვიან შემოვდიოდი, ეძებდა ჩემს თვალებში პასუხს და ვერ პოულობდა. გამთენიისას,  ხმა შემომესმა ეზოდან. ჩავედი და ორი ტალახიანი კაცი დავინახე – უცხო ხმა, წვერი, ავტომატები ხელში. ძლივს ამოვიცანი ჩვენები. გადარჩნენ. ჩვენც გადავრჩით. მამამ ვერ გაუძლო დარდს, 69 წლის ასაკში სევდისგან ძალიან მალე გარდაიცვალა.

ჩვენს სახლში ქუთაისში ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი 16-მდე ადამიანი. დევნილთა შემწეობით და კუპონებით ვცხოვრობდით: ჰუმანიტარული ლობიო, ბრინჯი, რძის ფხვნილი, კვერცხის ფხვნილი, საპონი. ჩემი მეუღლე ღამის 2 საათიდან მიდიოდა პურის მოსატანად. სადილს რომ ვამზადებით ჯერ ბავშვები ჭამდნენ, მერე მოხუცები და თუ რამე დარჩებოდა – ჩვენ. თუ სტუმარიც შემოგვისწრებდა მაშინ მოხალული მუხუდოს ყავაც გვყოფნიდა.

მახსოვს, ერთი გაზაფხული, აღდგომა ახლოვდებოდა.  წვიმიან დღეს სამუშაო საათების ბოლოს, რა თქმა უნდა ფეხით,  წამოვედი სახლისკენ. გზად ერთ-ერთ „კომერციულ“ მაღაზიაში, კვერცხი ვიყიდე. გახარებულმა 20 ცალი კვერცხი ჩავაწყობინე ქაღალდის პარკში – სააღდგომოდ ნამდვილი წითელი კვერცხი გვექნება. მოვდივარ ბედნიერი ჩემი სიმდიდრით – ცალ ხელში და მეორეში გაშლილი ქოლგა. უეცრად, გავიგონე მანქანის ყურისწამღები მუხრუჭის ხმა და გოგონების შეკივლება. დავინახე როგორ მივარდა ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი ერთ გოგოს  და თავით აგდებენ მანქანის უკანა სავარძელზე. თან კარის დაკეტვას ცდილობდნენ, ამ გოგოს ფეხები ვერ მოაკეცინეს და გამეტებით ურტყამენ კარს. მეორე გოგონამ გაქცევა მოასწრო. ინსტინქტურად დავკეცე ქოლგა, მივვარდი მოძალადე ბიჭს და ლანძღვით და შეგონებით, ვურტყამ გამეტებით, თან კვერცხები სათითაოდ ცვივა პარკიდან. მივხვდი, რომ ასე ვერ მოვერეოდი, გავითავისუფლე ხელები, ვწვდი ამ ბიჭს მოვქაჩე, დავინახე გოგონამ როგორ დააღწია თავი და გაიქცა. წარმოვიდგინე ჩემ შვილზე რომ ეძალადა ასე ვინმეს.   მოძალადე ბიჭიც მიხვდა, რომ ვერ აისრულა ჩანაფიქრი და მე შევრჩი ხელში. გადმოიღო ავტომატი და მომაბჯინა. ვფიქრობდი, ნეტა დამარტყას და არ მესროლოს-თქო. მაგინებდა უშვერი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდა. კიდევ კარგი მეორე ბიჭი მოეგო გონს, ძალით ჩასვა მანქანაში და გაიქცნენ.

ჩამოვჯექი იქვე ბორდიულზე, თავზე მაწვიმდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, ყველა კუნთი მტკიოდა, ერთიანად მოვწყდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი წვიმაში სველ ასფალტზე.    მეუღლე შეშინებული და გაფითრებული მისმენდა გვიან სახლში მისულს. არც კი ვიცი ის გოგო ვინაა, სადაა, მაგრამ დღემდე სიხარული მეუფლება, მისი გადარჩენა რომ შევძელი.

დრო სწრაფად იცვლებოდა და საინჟინრო განათლება ნაკლებ საინტერესო გახდა.

2001 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში დავიწყე საქმიანობა, ხოლო 2002 წლიდან ჩემმა მეგობარმა და თანამოაზრემ ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმიწვია.

ნორვეგიის ლტოლილთა საბჭომ  ორგანიზაციას პედაგოგთა კავშირი „განთლება და სამყარო“ დიდი შესაძლებლობები მისცა იმისთვის რომ განვითარებულიყო. გავიარეთ უამრავი საგანმნთლებლო ტრენინგი.  2002 წელს პირველად გავაცნობიერეთ რას ნიშნავდა ადამიანის უფლებები, არაფორმალური განათლება სკოლაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, გენდერი და ტოლერანტობა, ფემინიზმი და მონაწილეობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები. ქალის მონაწილეობა და ჩართულობა ყველა დონეზე. რომ  ქალს შეუძლია ქონდეს პირადი სივრცე და დრო საკუთარი ინტერესებისთვის.

პირველი ტრენინგი  კონფლიქტოლოგიაში ჩაგვიტარდა. სიმულაციური თამაშის დროს ჯგუფები დაიყო და მოვხდვი აფხაზის როლში.  გავიაზრე, რომ აფხაზის ინტერესს ვიცავდი და გამიჩნდა ემპათია აფხაზის მიმართ, სწორედ მანდ დამთავრდა ჩემი აგრესია და მიუღებლობა. ჩვენ სამშვიდობო განათლებას ვუწევთ პოპულარიზაციას და ნდობის აღდგენისთვის ვიბრძვით. ქალთა და გოგონათა ჩართულობა მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიაში.

სწავლების ყველა დონეზე, დაწყებითი, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში სწავლება აუცილებელია მიმდინარეობდეს დემოკრტიულად, ინტერაქტიულად და შემეცნებით.

ბავშვებს დიქტატორული დისციპლინითა და საზეპიროებით კი არ ასწავლო, არამედ თამაშით, შემეცნებითა და საკუთარი აზრის გამოხატვის გზით.

დღეს ახალი გამოწვევების და ახალი იდეების რეალიზაციის წინაშე  ვდგავართ. აფხაზი და ოსი პარტნიორების თანამონაწილეობით ახალ პროექტებს ვგეგმავთ. პოპულარიზაციას ვუწევთ სამშვიდობო განათლებას და ვისწრაფით ევროპული პროდასავლური სწავლებისკენ, საქართველომ გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი და არ გადაუხვევს მას.“

The post მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.