მცხეთა-მთიანეთი Archives - WomenOfGeorgia

ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი
ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე.

ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ კიდევ გოგოები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მამას უბიჭობა არ ეგრძნო, შრომაშიც არ ჩამოვუვარდებოდით ბიჭებს. დღეს მეტყვის ხოლმე, ბიჭი რომ მყოლოდა შენნაირი ყოჩაღი ვერ იქნებოდაო.

ეკონომიკურზე ჩავაბარე და დიდ ხანს ვმუშაობდი რუსთავის საგადასახადოში, მანამ სანამ ჩემი ქმარი სამუშაოდ კახეთში არ გადავიდა და მეც მომიწია სამუშაოზე უარის თქმა და მასთან ერთად გადასვლა იქ საცხოვრებლად. აქ გარკვეუწილად მამაჩემმაც ითამაშა როლი, კაცის გადაწყვეტილებას რომ დავმორჩილებოდი. კახეთში ცხოვრების პერიოდში დიდი ხნით მოვწყდი ჩემს პროფესიას და 12 წლის თანაცხოვრების მერე, უკვე როცა ქმარს დავცილდი და ყაზბეგში დავბრუნდი , ძალიან გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა და თვითრეალიზაცია.

36 წლის ვიყავი, როცა მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტრაგედია იყო, უფრო ჩემმა დებმა და ოჯახის წვრებმა გადაიტანეს მძიმედ. მახსოვს პირველად ჩემმა პატარა დამ რომ იტირა ოპერაციის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მაშინ გავიაზრე, რომ ადამიანი სასრულია. დედა მე მიფრთხილდებოდა და არაფერს მეუბნებოდა, მე კი დედას. ეს დაავადება ჩემთვის იყო საჩუქარივით – საიდანღაც უნდა გამოვსულიყავი და სადღაც წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე, ეს იყო ადამიანის მნიშვნელოვნების განცდა, თითქოს სხვა ყველაფერი, რაც შეგიქმნია, აზრს კარგავს. უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი გამხადა ადამიანების მიმართ.

ოპერაციის შემდეგ ქიმიის რამდენიმე კურსი გავიკეთე. რეაბილიტაციის პერიოდში მახსოვს ძალიან მჭირდებოდა ბევრი საუბარი და ამაში ჩემი და მეხმარებოდა, ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, რას გავაკეთებდი და როგორ დავიბრუნებდი თვითრწმენას, სად მოვძებნიდი ჩემს ადგილს.

ერთ დღეს ზაფხულში მახსოვს, ისრაელიდან ტურისტებმა მომაკითხეს „Do you have a shower?”,- მკითხეს და პანტომიმის ილეთებით ამიხსნეს რასაც გულისხმობდნენ. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩნენ და მერე მთელი ზაფხულის მანძილზე სხვა ტურისტებსაც მიგზავნიდნენ. ასე მოვსინჯე 7 წლის წინ ტურიზმში ბედი და წარმატებითაც გამომივიდა. სულ ვცდილობდი, აღებული თანხებით რაღაცეები შემეცვალა, რომ სახლი სტუმრებისთვის უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო. საინტერესო ისაა, რომ ტურიზმისთვის, როგორც ბიზნესისთვის შეხედვა თავიდან გამიჭირდა, რადგან სტუმართ-მასპინძლობა ისედაც ჩვენი ჩვეულებაა და აბა ამ ჩვეულებაში ფული როგორ უნდა აიღო?!

ჩემი კიდევ ერთი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობაში ინგლისური ენის არცოდნა იყო. ჟესტების ენას ხშირად მივმართავდი და სხვათა შორის ჩემი უცხოელი ტურისტები და პარტნიორები ამაში მეხმარებოდნენ. საერთოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა საქმიანი ურთიერთობა ქალებთან მაქვს, მათთან ერთად დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლოში გადის და წარმატებითაც. მაინც ერთნაირი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. მახსოვს, ერთ ზაფხულს ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ მარტოკა ვმუშაობდი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა – დალაგება, სადილით გამასპინძლება. ერთ საღამოს სამზარეულოში რომ შევედი ჭურჭლის უზარმაზარი გორის დასარეცხად, სტუმარმა გოგონებმა მითხრეს, ქეთინო დაღლილი ხარ და წადი დაწექიო. ვიფიქრე, დავწვები და ჭურჭელს ხვალ მივხედავ-თქო. მეორე დილით მთელი სამზარეულო დასუფთავებული დამხვდა და მაცივარზე მიკრული იყო ფურცელი, სადაც ეხატა გაღიმებული სახე და ეწერა Kiss. მივხვდი იმ გოგოების ნამოქმედარი რომ იყო. ავდექი, წავისვი წითელი პომადა, ვაკოცე ფურცელს და მივაკარი უკან. იმდენი ვიხალისეთ იმ დილას. ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი ინგლისურ სიტყვებს. ახლა უკვე ტელეფონზეც შემიძლია გავაგებინო სტუმარს ჩემი სათქმელი და მისიც გავიგო.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ყველა ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მოდიან სხვა ქვეყნები და მაცნობენ თავის კულტურას და ხალხს. ერთმა ინგლისში ცნობილმა უკრაინელმა კულინარმა ოლია ჰერკულესმა, თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში ჩემი მოხევური კერძების რეცეპტებიც შეიყვანა და ჩემი სურათებით გამოაქვეყნა.

ტურისტები ხშირად მეკითხებიან, კაცები სადა გყავთო, რადგან ამ საქმეში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩართული. ამის ჩემებური ახსნა მაქვს: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები, იოლად შოულობდნენ ფულს და ოჯახებს აცხოვრებდნენ, შემდეგ დაიშალა ეს კავშირი აღარ იყო სამუშაო და კაცებმა ვეღარ გაიგეს რა უნდა ეკეთებინათ . ამ დროს ისევ ქალმა აიღო ხელში ყველაფერი, რომ შვილები გადაერჩინა. საქართველო თუ გადარჩა ამ პერიოდში, ისევ ქალების ჟინით, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს და სასტუმრო ბიზნესშიც წამყვანი როლი მაინც ქალებს უკავიათ.

ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ეროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომლის აქტიური წევრი გავხდი. ამ ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიდგომამ აქაურ ხალხს ბევრი რამის გაკეთების საშუალება მისცა. ჩვენი გამოცდილება დასაკარგი არაა და მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გამოიყენოს. ჩვენ უფრო გვესმის სოფელს რა ჭირდება, იმიტომ რომ ამ წიაღში გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება. ჩემი ინიციატივით მოვაწესრიგეთ გერგეთის ასასვლელთან ნაგვის პრობლემა და დავამატეთ სანაგვე ბუნკერები, დავნომრეთ ქუჩები ქვემო გერგეტში ხევისბერის და გერგეტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინიციატივა, ყაზბეგი ზამთარშიც მომხიბლელი გავხადოთ ტურისტებისთვის და სათხილამურო ბიგელი დავამონტაჟოთ. მთავარია თვითმმართველობამ მოგვისმინოს და დაგვიჯეროს.

ახლა ვგეგმავ ყაზბეგში ქალთა კლუბის შექმნას. რეგიონებში განსაკუთრებით უჭირთ ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან აქ ცოტა თავშეყრის ადგილია ქალებისთვის. მინდა შევქნა, ადგილი სადაც მივალთ ქალები და თუნდაც გულს ამოვიღებთ, დავჯდებით და ვისაუბრებთ, ერთმანეთს აზრებს გავუცვლით და რაღაცეებს ვასწავლით. იდეა რომ წარმოიშვება, ქალები არიან ხოლმე ამის ხორცშემსხმელები და გვჭირდება სივრცე, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. ქალები ბევრს ვშრომობთ და გვინდა ძლიერი ბირთვი შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისათვის სოფლად.

ასევე მინდა შევქმნა კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების სარეაბილიტაციო ცენტრი ყაზბეგში. ვიცი ეს რა რთულია – თუ ძლიერი არ ხარ და გვედრში არავინ გიდგას, გაგიჭირდება დაიბრუნო ცხოვრების იმედი. მინდა ასეთ ქალებს საუბრებით, ინფორმაციის მიწოდებით და გვერდში დგომით, ისევ დავუბრუნო სიცოცხლის სურვილი და საკუთარი თავი ვაპოვნინო, როგორც ეს ერთხელ მე თვითონ შევძელი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი appeared first on WomenOfGeorgia.

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური
88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ, ვაი, დედაშნის დარჩენასო.

მას მერე ქალები მივათრევთ ცხოვრებას

მერე აგვიშენეს სახლი არაგვისპირში, 5 წელი აშენებდნენ. რომ იტყვიან, დაახუხულავეს. ქალებმა გავაკეთეთ რემონტი, მე და ჩემმა გოგოებმა, რომ ცოტა ამოგვესუნთქა. პირველ სართულზე ქათამი არ შეიგდებოდა, ისეთი ამბავი ხდებოდა. მეორე სართული გავარემონტეთ. მაგრამ მოვარდა მეორე წელს ქარი, გადააძრო სახურავი და პირდაპირ მეზობლის კარზე დაახეთქა. მარტო კედლებიღა დარჩა, იმისთანა უხარისხო აშენებული იყო. მერე წავედი, ვიჩივლე და მთავრობამ მასალები მომცა, გადასახურად. ნათესავების დახმარებით კი გადავხურე, მაგრამ მოვიდა დიდი წვიმა და სულ ჩამომირეცხა. ახლა მაგას სანამ ცოცხალი ვარ, მე ვეღარ გავაკეთებ.

რაც მარტო დავრჩი ჩემს გოგოებთან ერთად, რამე ხომ უნდა მეღონა, რომ თავი გაგვეტანა. ჰოდა, 89 წლის მერე გუდაურის მთაზე დავიწყე ვაჭრობა სხვა ქალებთან ერთად. აქ ადრე ყვავებისა და მგლების გარდა არავინ იყო. დავდგით ქალებმა მაგიდები და ვყიდდით სხვადასხვა პროდუქტებს და ნივთებს. ჩვენს მოქსოვილ წინდებს და ქუდებს. ცის ქვეშ, თოვლში, ქარში ვვაჭრობდით. მოვარდებოდა ქატი, გადაგვინგრევდა მაგიდას, გაფანტავდა ამ ჩვენს საქონელს და ვაგროვებდით მთა-მთა. არასდროს არ შეუშლია ხელი არც ერთ მთავრობას გარევაჭრობისთვის. ვინ შემიშლიდა, აქაური ქალი ვარ, მთაში გაზრდილი, სეთურიძე ვარ და სეთურებში მაქვს გატარებული ჩემი ახალგაზრდობა. ვინ შემეხებოდა. ის კი არადა, წინა მთავრობამ ჯიხურები შეგვიკრა, რომ ღია ცის ქვეშ არ ვმჯდარიყავით ქალები. მას მერე ჯიხურებში ვვაჭრობთ. ადრე მარტო მზესუმზირას და თხილს თუ ვყიდდი, ახლა გავაფართოვე საქონელი. დისტრიბუტორები მოდიან და იმათგან ვიღებ. სალარო აპარატიც მიდგას. ახლა აქ უამრავი ტურისტი მოდის და იმდენ შემოსავალს მაძლევს ეს საქმე, რომ სეზონიდან სეზონამდე თავი იოლად გავიტანო და არავისზე სახვეწარი არ მქონდეს პურის ფული.

სამ ენაზე ველაპარაკები ტურისტებს – რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. იმ დღეს ვიხსენებდი ქალებთან ერთად, განა სულ ამ ხნისა ვიყავი, სკოლაში სულ ოთხები და ხუთები მყავდა უცხო ენებში და ამ ასაკში გამომადგა ყველა ენა. ყოველ დილით ამოვდივარ მთაზე და საღამომდე აქ ვარ, სანამ საბაგირო მუშაობს. ხან გუდაურში ვცხოვრობ ძმასთანა, ხან არაგვისპირში მივდივარ – გავჰყვები რაღაცას და გამოვჰყვები, გავჰყვები და გამოვჰყვები.

სანამ ჯანი მიჭრიდა, ზაფხულში ლილოში დავდიოდი, მომქონდა „ტავარი“ და აქ გუდაურში და არაგვისპირში კარდაკარ დამქონდა და ვყიდდი. ღონიერი ქალი კი ვარ, მაგრამ მაინც ქალი ვარ და ამ სიმძიმეების თრევამ ქალური ჯანი მომისპო და შევეშვი ამ საქმეს.

რთულია მთაში მუშაობა, მაგრამ ვებრძვი წუთისოფელს, ჯანსა და მთასა. უკაცოდ დარჩენილი ქალი ცოდვაა მაინც.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური appeared first on WomenOfGeorgia.

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი
„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემს გარდა არავინ დაშავებულა.

21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი, დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი, რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ.

საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს, მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამათილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს – ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში – საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს.

ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტროობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს.

ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს.

ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხია. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს.

ჩვენი შემოსავალი 300 ლარია – მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით 200 ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ.

სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60 ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვნი. სადაც ამადენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

26.03.2018 ავტორის შენიშვნა: აღნიშნული ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, ქვეშეთის გამგებლისა და სკოლის დირექტორის ინიციატივით, მარინას წყლის შეყვანის უფლება მისცეს.

The post მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი appeared first on WomenOfGeorgia.