სამეგრელო-ზემო სვანეთი

გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა

„პროფესიით ექიმი ვარ, ერთი წელი „ჩაჩავას კლინიკაშიც“ ვმუშაობდი. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს, დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი. 2013 წელს, ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“ შემოვიდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროექტის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების პროექტის - „ქალთა

ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი

„მათემატიკა ყოველთვის კარგად გამომდიოდა და სკოლიდანვე ვიცოდი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მინდოდა. მათემატიკის მასწავლებელს რომ ვუთხარი, ინფორმატიკაზე ვაბარებ-მეთქი, სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, პირიქით - ძალიან გაუხარდა და სულ ხელს მიწყობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაკალავრის დიპლომიც ავიღე, მაგრამ მეგონა, უნივერსიტეტში უკეთეს ცოდნას

ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი

''ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში ცერებრალური დამბლით დავიბადე, 9 კლასიც იქ დავამთავრე. ჩემმა მშობლებმა იმდენი იბრძოლეს, 5 წლის ასაკში ფეხზე დამაყენეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად სიარული შემეძლო. 30 წლის რომ ვიყავი, ფეხის ანთება დამემართა, რის გამოც სიარულის შიში დამეწყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილდები. 15 წლის

ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი

„11 წლის ვიყავი, როდესაც შევამჩნიე, რომ როცა ოჯახის წევრები რაღაცას მეუბნებოდნენ, მე დაბნეული ვეკითხებოდი – “ჰა? რა მითხარი?” სმენა ნელ-ნელა მიუარესდებოდა და რამდენიმე თვეში, შორი მანძილიდან უკვე ძალიან მიჭირდა საუბრის მოსმენა. როდესაც ადამიანთან ლაპარაკს ვიწყებდი, ახლოს მივდიოდი, ეს რომ არ შეემჩნია და არც მე ვყოფილიყავი უხერხულ

თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი სოფიკო ლობჟანიძე, 58 წლის, დედა

სოფიკო: თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე,

ირმა ჯაფარიძე, 50 წლის, მესტია

სვანი ქალი ვარ და სვანეთში მაქვს ნახევარი საუკუნე გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მომეცა შანსი უკეთეს პირობებში, დიდ ქალაქში მეცხოვრა, ვერ დავთმე ეს მხარე. მთაზე შეყვარებული ქალი ვარ და ხასიათის სიმტკიცეც მიწყობს ხელს, ამ პირობებში ვიცხოვრო და ვიბრძოლო. კი, როგორ არ მქონია პერიოდები, როცა საკუთარ

ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი

8 წლის წინ, საღამო ხანს, საკუთარ სახლში, პურის ცხობისას, ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს. 5 ტყვიის შედეგად, გამჭოლი ჭრილობა მქონდა მუხლის, ფერდისა და თავის არეში. გასროლამდე, ფანჯრის ჩამტვრევის ხმა გავიგონე, რასაც მალევე ავტომატის ჯერის ხმა მოჰყვა. ტკივილი არ მიგრძვნია, ძალიან ახლოდან იყო ნასროლი. მხოლოდ საკუთარი თმის ნაწილი დავინახე,

ელენე განაია, 29 წლის, მესტია

"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა

ეკა წულუკიძე, 39 წლის, სოფელი ფარი, სვანეთი

"18 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე. ფილოლოგიურზე, დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენს სოფელში ვაკანსია: ერთბავშვიან კლასში ქართულის გაკვეთილები უნდა ჩამეტარებინა. აქედან დაიწყო ჩემი მასწავლებლობის ისტორია. თავიდან, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ პროფესიას, ვერ ვხედავდი საკუთარ თავს ამ სფეროში და მერე ნელ-ნელა ისე შემიყვარდა ახალგაზრდებთან