სამეგრელო-ზემო სვანეთი Archives - WomenOfGeorgia

გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა
„პროფესიით ექიმი ვარ, ერთი წელი „ჩაჩავას კლინიკაშიც“ ვმუშაობდი. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს, დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი.

2013 წელს, ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“ შემოვიდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროექტის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების პროექტის – „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, სოფლად მცხოვრები ქალების მიზნობრივ ჯგუფს არჩევდა. გასაუბრებების შემდეგ ჩვენი სოფელიც შეარჩიეს და ასე მოვხვდი პირველად არასამთავრობო სექტორში. ამავე წელს, სოფელ თორსაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი გავაკეთეთ. უკვე 2017 წელს, მივხვდით, რომ მზად ვიყავით, ორგანიზაცია დაგვერეგისტრირებინა და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ დავაფუძნეთ. ამის შემდეგ, მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, მაგრამ მუდმივი შრომა გვიწევს, რომ არაფერს ჩამოვრჩეთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა სოციალურ ქსელში ვნახე და ჩემი გუნდის წევრს, ანი ბუკიას გავუზიარე. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ორგანიზაციიდან ორივე შეგვარჩიეს და პროექტში ჩავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების სფეროსთან ნაკლები კავშირი მქონდა, სოციალური მედია მარკეტინგით დავინტერესდი. იმ პერიოდში, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩირის მცირე სოციალური საწარმო დააფუძნა, სადაც იძულებით გადაადგილებული ქალები არიან დასაქმებული და ვიფიქრე, მიღებული ცოდნა საწარმოს განვითარებისთვის გამოგვადგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაერთი ტრენინგი მქონდა გავლილი, ეს პროგრამა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან სრულიად ახალ სფეროს ეხებოდა. ამ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამისტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მივიღე, განსაკუთრებით, სოციალურ მედია მარკეტინგში, ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარება. გარდა ამისა, ამ პროგრამამ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან დამაკავშირა, მაგალითად, ნანა დიხამინჯიასთან, ლილი ფულარიანთან და კიდევ ბევრთან, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. ნანა და ლილი ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეებს მუდმივად უზიარებენ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ახლა უფრო დავინახე საჭიროება და მეც მეტად ვცდილობ, სოფლის ახალგაზრდობა ტექნოლოგიურ ცოდნასა და სიახლეებს არ ჩამორჩეს. დღემდე არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ ტექნოლოგიებს მათემატიკა სჭირდება და ეს გოგოების სფერო არ არის. ახალგაზრდებში ამ ცნობიერების შეცვლას ვცდილობთ. მე თვითონაც ვიყავი ამ სტერეოტიპების მსხვერპლი, რადგან მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ქალს ჰუმანიტარული საგნები უნდა ესწავლა, მაგრამ ტრენინგზე ბევრი ახალგაზრდა ქალი რომ დავინახე, ვირწმუნე, თუ მოვინდომებდი, ამ სფეროში მეც შევძლებდი ცოდნის მიღებას. მახსოვს, ლილი ფულარიანის პრეზენტაციამ საოცარი ინსპირაცია მომცა და დავიჯერე, რომ ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. პროგრამაში 120-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა და დღეს უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულებით ვიყენებთ ამ ცოდნას.

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს, მე და ანიმ უპირატესობა ცოდნის გაზიარებას მივანიჭეთ. გარდა ამისა, ორგანიზაციის განვითარების სრულიად სხვა პერსპექტივები გაგვიჩნდა და არაერთი პროექტი წამოვიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენს პარტნიორებსაც მეტი ნდობა უჩნდებათ, როცა იგებენ, რომ სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების კურსი გვაქვს გავლილი და ჩვენს საქმიანობაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის აუცილებლობა კარგად გვესმის.

ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე, ხობში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი დღის ცენტრი სრულად გავაციფრულეთ. ცენტრში 20 ბავშვი გვყავს და ჩვენს ბენეფიციარებს, სპეცმასწავლებლისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შეუძლიათ, პლანშეტები ინდივიდუალურად გამოიყენონ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაშიც ძალიან დაგვეხმარა.

კოვიდ პანდემიის პირობებში, თითქმის ყველა სფეროში დასჭირდათ ტექნოლოგიების გამოყენება. ჩემ გარშემოც ბევრმა დაიწყო უკვე Facebook-ზე სხვადასხვა რამის გაყიდვა, მაგრამ უმრავლესობას მარკეტინგისა და ბრენდირების მინიმალური ცოდნაც კი არ გააჩნია. ამიტომ, რასაც ვაკვირდები, მათ პოსტებს ძალიან მცირე გამოხმაურება აქვს ხოლმე და ეს მათ გაყიდვებზეც აისახება.

ამ ეტაპზე, მე და ანი ვმართავთ ჩვენი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდს. ორგანიზაციის ყველა აქტივობა ონლაინ იგეგმება, მაგრამ ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანების მობილიზებასაც საკმაოდ კარგად ვახერხებთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ონლაინ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ვახერხებთ ახლა, ვიდრე ოფლაინ გამოგვდიოდა. პანდემიის პირობებში, ის ცოდნა, რომელიც ამ პროგრამამ მომცა, კიდევ უფრო მეტად დამჭირდა. ამიტომ, ერთი რჩევა მექნება ქალებისთვის – როცა რაიმეს სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ, უარი არ თქვან. არ ვიცით, ცხოვრება ვის რას გვიმზადებს და ეს ცოდნა სად დაგვჭირდება.“

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ირაკლი გამსახურდია/გედა დარჩია

UN Women Georgia

”გვანცა კიკალეიშვილი იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.

#ქალთაგაძლიერება #ქალებიტექნოლოგიებში #ვებპროგრამირება #womenitech

The post გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა appeared first on WomenOfGeorgia.

ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი
„მათემატიკა ყოველთვის კარგად გამომდიოდა და სკოლიდანვე ვიცოდი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მინდოდა. მათემატიკის მასწავლებელს რომ ვუთხარი, ინფორმატიკაზე ვაბარებ-მეთქი, სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, პირიქით – ძალიან გაუხარდა და სულ ხელს მიწყობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაკალავრის დიპლომიც ავიღე, მაგრამ მეგონა, უნივერსიტეტში უკეთეს ცოდნას მივიღებდი და, მაგალითად, ალგორითმებზე მეტს ვისწავლიდი. სინამდვილეში, ერთი წელიც საკმარისია, რომელიმე მიმართულება საფუძვლიანად რომ შეისწავლო და კონკრეტული პროფესია შეიძინო, მაგრამ იმდროინდელი სისტემა მხოლოდ ზოგად განათლებას გაძლევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სახლში კომპიუტერი არ მქონდა, ინტერნეტ კაფეებში დავდიოდი, სადაც საათობრივად გვიწევდა თანხის გადახდა და იქ მეტი განვითარება შეუძლებელი იყო.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, რეპეტიტორად ვმუშაობდი – ბავშვებს მათემატიკაში ვამზადებდი, თუმცა ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება არასოდეს შემიწყვიტავს, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან და ყოველთვის ვერთვებოდი სხვადასხვა ტრენინგში, სადაც უამრავი რამე ვისწავლე. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ვერასოდეს იტყვი, რომ ამ სფეროში განვითარება ამოწურე.

რა ტრენინგებიც ამ წლების განმავლობაში გამივლია, ჯერჯერობით, ყველაზე პროდუქტიული გაეროს ქალთა ორგანიზაციის კურსი აღმოჩნდა. ზუსტად მახსოვს, აპლიკაცია ბოლო წუთებში შევავსე და ღამის 4 საათზე გავაგზავნე. მართალი გითხრათ, მაშინ დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ რამე განსაკუთრებულ ცოდნას მივიღებდი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ზუსტად ის ვისწავლე, რაც მე მჭირდებოდა. ეს კურსი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან, შეიძლება ითქვას, იმ პროფესიასთან დამაბრუნა, რომელიც უნივერსიტეტში ბოლომდე ვერ ვისწავლე. 125 ქალიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეირჩა, 40 საუკეთესოშიც მოვხვდი და ამ პროგრამითვე გავიარე სტაჟირება ლოჯისტიკის ქართულ კომპანია „STYX”-ში, სოცმედიისა და ვებ პროგრამირების მიმართულებით.

პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამეგრელოს ჯგუფის ქალები ერთ გუნდად შევიკრიბეთ და სხვადასხვა კერძო შეკვეთაზე ვმუშაობთ. რამდენიმე ადგილობრივ მეწარმეს გავუკეთეთ ვებგვერდი, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩემი შემოსავალი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად კერძო პროექტებზე მუშაობა და დამატებითი შემოსავლის მიღებაც შემიძლია.

ჩემი ინტერესის გამო, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა არასდროს მქონია. პირიქით, ყველა მხარს მიჭერდა მაშინაც, როცა ინფორმატიკაზე ჩაბარება გადავწყვიტე და მერეც – როცა ამ სფეროში განვითარებას ვცდილობდი, მეუღლის ოჯახისგანაც მხარდაჭერა მქონდა. ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო, რომელიც ყველაფერში ხელს მიწყობდა. ამიტომ, ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ ქალების ერთად დგომა ბევრ რამეს ნიშნავს. თუმცა საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები, რომ ტექნოლოგიები ქალების სფერო არ არის. წლების წინ, ერთ-ერთ ბანკში ვაკანსია გამოჩნდა, ტექნიკური ხელმძღვანელი სჭირდებოდათ. გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ იჯერებდნენ, რომ ქალსაც შეეძლო ამ პოზიციაზე მუშაობა. ბოლოს, რა თქმა უნდა, არ ამიყვანეს. ასეთი შემთხვევები მეტ სტიმულს მაძლევდა და სწორედ ამის შემდეგ გავიარე არაერთი ტრენინგი.

სხვათა შორის, კერვა დედამთილმა მასწავლა და ჰობი ბიზნესად ვაქციე – 2017 წელს „აწარმოე საქართველომ“ დაგვაფინანსა და საკერავი მანქანები შევიძინე. საოჯახო ტექსტილის წარმოება როცა დავიწყე, მალევე მივხვდი, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვან როლს სოციალური მედია ასრულებდა, ვებგვერდიც თუ გაქვს, შეგიძლია, შენს ქალაქს, რეგიონს და თუნდაც, ქვეყანას გასცდე. ამ ტრენინგების შემდეგ, შევქმენი საკუთარი ბიზნესის ვებგვერდი და გავმართე ფეისბუქის გვერდიც. შედეგად, ჩემი გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, რაც მცირე ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა და ვცდილობ, რომ ქალებსა და ახალგაზრდებს ცოდნა გავუზიარო და სოცმედია საკუთარი და ოჯახის ბიზნესების განვითარებაში გამოიყენონ. სხვათა შორის, ერთ-ერთ მეზობელს, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სოციალურ ქსელში გვერდი ახლახანს გავუკეთე და ამბობს, რომ ეს ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარა.

ამ ტრენინგებმა ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა შემმატა – 34 წელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია, რამე ახალი ისწავლო. მეტი ინტერესი და სტიმული გამიჩნდა, ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გავიღრმავო და პროფესიულ სასწავლებელშიც ჩავაბარო ვებ-დიზაინის მიმართულებით.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ირაკლი გამსახურდია/გედა დარჩია

UN Women Georgia

”ანა თითმერია იყო “სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების” 2019 წელს ჩატარებული სასწავლო პროგრამის 124 მონაწილიდან ერთ-ერთი. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ისტორიაში გამოთქმული შეხედულებები წარმოადგენს ავტორის (ავტორების) მოსაზრებებს და არ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შეხედულებებს.

The post ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი appeared first on WomenOfGeorgia.

ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი
”ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში ცერებრალური დამბლით დავიბადე, 9 კლასიც იქ დავამთავრე. ჩემმა მშობლებმა იმდენი იბრძოლეს, 5 წლის ასაკში ფეხზე დამაყენეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად სიარული შემეძლო. 30 წლის რომ ვიყავი, ფეხის ანთება დამემართა, რის გამოც სიარულის შიში დამეწყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილდები.

15 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, 17 წლის ასაკში კი – მამა, რამაც კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაჩოქა. ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, აღარც კვლევები ჩამიტარებია და არც რეაბილიტაცია გამივლია. ჯდომისა და უმოძრაობისგან მყესებიც დამეჭიმა და კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდი ოჯახის წევრებზე. დამოუკიდებლად გარეთაც ვეღარ გავდიოდი. ორივე თეძოზე ამოვარდნილობა მაქვს, ამიტომ ჯერ რეაბილიტაცია მჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ოპერაციის გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ფინანსებთანაა დაკავშირებული და ამის შესაძლებლობები ჯერჯერობით არ მაქვს, სახელმწიფოც არ აფინანსებს.

ჩემი ოჯახისგან არც კარჩაკეტილი ვყოფილვარ და არც შეზღუდული. პირიქით, სულ ცდილობდნენ, საზოგადოებაში გავსულიყავი, მაგრამ საკუთარი თავის გამო მე თვითონ მრცხვენოდა, იმდენად, რომ ეტლითაც არ ვსარგებლობდი, ამას მაშინ სირცხვილად ვთვლიდი. ღამეები არ მეძინა ხოლმე, დილით სრულიად უენერგიოდ ვდგებოდი და არ ვიცოდი, დღეები რითი გამეყვანა. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვტკეპნიდი ერთ ადგილს ბევრი წელი, 39 წელი დავკარგე ასე უმისამართოდ.

სოციალური ქსელების საშუალებით, ბევრი შშმ მეგობარი შევიძინე, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ საზოგადოებაში უნდა გამოვსულიყავი და ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. სწორედ მათი და მეგობრების ძალისხმევით ვირწმუნე, რომ ჩემივე უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა მებრძოლა და საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა. ჩემი მშობლების ოცნება და ჩემი მთავარი პრიორიტეტიც განათლება იყო. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა სწავლა, მაგრამ მხოლოდ 9 კლასი მქონდა დამთავრებული. მაშინ კომპიუტერები არ იყო, მე ხელით წერა მიჭირდა, სკოლამ კი დამატებითი დრო არ დამითმო, სწავლა რომ გამეგრძელებინა – გამოსავალი გამონახეს და მეათე კლასში არ გადამიყვანეს. 39 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ყველა ბარიერი გადამელახა, სახლიდან წამოვსულიყავი და მესწავლა. ბრძოლისთვის დამატებითი ბიძგი მაშინ მომეცა, როცა არაერთი დაპირების მიუხედავად, ლენტეხის რაიონში ჩემთვის არასოდეს გამოინახა სამუშაო ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეტლით არ დავდიოდი და გადაადგილება შემეძლო, დასაქმებაზე უარის მიზეზად, შენობების არაადაპტირებულობა დაასახელეს. სინამდვილეში, მიზეზი სხვა რამე იყო – სრულფასოვან ადამიანად არ მთვლიდნენ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობისა და უამაღლესი განათლების არქონის გამო.

იმხელა ძალა მომცა იმის გააზრებამ, რომ საზოგადოება არასრულფასოვნად აღმიქვამდა განათლების გამო, ინტერნეტით მოვიძიე კოლეჯი „სპექტრი“, დავუკავშირდი კოლეჯის დირექტორ მათე ტაკიძეს, ბევრი ვიბრძოლე და მდივან-რეფერენტის სპეციალობაზე ჩავაბარე. კოლეჯში მიმიღეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სტუდენტებისთვის იქ ცხოვრების შესაძლებლობები არ ჰქონდათ, მე ერთი ოთახი გამომიყვეს საცხოვრებლად, თავისი ადაპტირებული საპირფარეშოთი (კოლეჯის მთელი შენობაც სრულად ადაპტირებულია შშმ ადამიანებისთვის) და აბაზანით, რადგან მნახეს, რა მონდომებული ვიყავი და როგორ მჭირდებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებაში გამოსვლისთვის. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და მისმა კოლეგებმა უდიდესი როლი ითამაშეს საზოგადეობაში ჩემს გამოსვლასა და წარმატებებში. კურსელებიც საუკეთესო მყავდა, სულ თავზე მევლებოდნენ და ყველა ძალიან მიყვარს. ისეთი მონდომებული ვიყავი, ყველა შეხვედრასა და ღონისძიებას ვესწრებოდი.

თბილისში ჩემი ჩამოსვლა, კიდევ ერთი ადამიანის, ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძის დამსახურებაცაა, რომელიც მეგობარმა გამაცნო. რეალურად, თამარი იყო ის, ვინც თბილისში ჩამომიყვანა. მან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება შემომთავაზა ჩემს ცხოვრებაზე, ლენტეხში ჩამოვიდა და ასე გავიცანი. ფილმი – „მისი საკუთარი ცხოვრება“ მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და რამდენიმე პრიზიც მიიღო.

კოლეჯს ვამთავრებდი, როცა განათლების სამინისტროდან ინფორმაცია მოვიდა ახალი პროგრამის შესახებ, რომლითაც შშმ პირების დასაქმებას აპირებდნენ. ისევ კოლეჯის რეკომენდაციით მოვხვდი გასაუბრებაზე სამინისტროში. დიდი კონკურსის მიუხედავად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშვთა ბიუროში ამიყვანეს ოპერატორად. ჩემთვის ეს დედამიწაზე მეორედ დაბადება იყო. სამსახურში მართლა სრულფასოვან ადამიანად მიმიღეს – მინისტრიდან დაწყებული, ყველა კოლეგისგან დიდ პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ. ამ პოზიციაზე ორი შშმ გოგო ვმუშაობთ და ჯერჯერობით, ნახევარ შტატზე ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ვეცდები, სრული დატვირთვითაც ვიმუშაო.

39 წელი ”ნუნუ” მერქვა და ნუკა იმიტომ გავხდი, რომ ჩემს ძველ სახელთან ერთად, ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე. ახალ სახელთან ერთად კი, უკვე მეოთხე წელია, ახალი ცხოვრება დავიწყე, რომელიც სრულიად სხვანაირი, ლაღი და ძალიან ბედნიერია. სამსახურის დაწყებასთან ერთად, ბინაც ვიქირავე და ახლა სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თავიდან, ეტლი არ მქონდა და ჩემი მეგობრის, გიორგი ალავიძისგან ნათხოვარი ეტლით დავდიოდი. ”ფორმა 50,” რომლითაც შემეძლო, ეტლი მიმეღო, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მომცა. სხვისი დახმარებით ფეხზე დგომა რომ შემიძლია და ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, ჩათვალეს, რომ არ მჭირდებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რატომ მაცვია, ეს არ უკითხავთ. სინამდვილეში, თეძოებში ამოვარდნილობის გამო, ჩემს ტერფს სწორად დადგმა უჭირს და ქუსლებით უფრო კომფორტულად ვდგავარ. ისევ მეგობრების მეშვეობით, მოვიძიე ინფორმაცია, რომ უცხოელების მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტრო 3 ეტლის შეძენას აპირებდა და ვიბრძოლე, რომ ამ სამი ეტლიდან, ერთ-ერთი მე მიმეღო. ჩვენ ყველაფრისთვის ამდენი წვალება გვიწევს, თუნდაც, ტაქსით გადაადგილებისთვის. ზოგიერთი ტაქსი უარს მეუბნება მომსახურებასა და ტაქსიში ეტლის მოთავსებაზე, რაც საკმაოდ ხშირად ხდება და დამატებით ბარიერს გვიქმნის გადაადგილებაში. ზოგიერთი მძღოლი როცა იგებს, რომ მგზავრი შშმ ადამიანია, შეკვეთას აუქმებს. ოპერატორებთან იმის ახსნაც მიწევს, რას ნიშნავს შშმ პირი, ამის დამადასტურებელი საბუთიც კი მოუთხოვიათ. მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის კომპანიებმა ეს სერიოზული პრობლემა მოაგვარონ და ვინც არ უნდა იძახებდეს მათ ტაქსის, ღირსეულად მოემსახურონ.

წესით, პენსიასთან ერთად, დაბადებიდან უნდა მქონდეს სოციალური დახმარება, მაგრამ წლების წინ მომიხსნეს. ძმები მყავს და სახელმწიფომ ისინი ჩათვალა ჩემს მარჩენალებად. ახლა მინდა ვცადო, რომ ბინის ქირა მაინც დამიფინანსოს სახელმწიფომ, რომელიც პირველი ჯგუფის შშმ ადამიანს სოციალურ დახმარებას არ მიხდის. თბილისში ჩაწერა უკვე გავაკეთე და მითხრეს, რომ ერთი წლის მერე, შემიძლია, მივმართო მუნიციპალიტეტის გამგეობას ქირის დაფინანსების თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მივიღებ სახელმწიფოსგან, რადგან მე არ მაქვს იმხელა შემოსავალი, ყველა ხარჯის მარტო დაფარვა შევძლო.

მას შემდეგ, რაც განათლება მივიღე, სამსახური დავიწყე და სხვადასხვა წარმატებები მაქვს, სულ სხვა პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ იმ ადამიანების მხრიდან ლენტეხში, ვის გამოც წამოვედი თავის დროზე. სამი წლის მერე, წელს პირველად ჩავედი ლენტეხში და ერთადერთი ადაპტირებული ადგილი ახალი სკვერებია. წარმოიდგინეთ, გამგეობაც კი არ არის ადაპტირებული და გამოდის, რომ შშმ ადამიანებისთვის იქაურობა შეუღწეველია. ახალ საავადმყოფოში კი ისეთი პანდუსია, ქვემოთ ვინმე თუ არ დაგხვდა და დაგიჭირა, დაიმტვრევი. ვინმეს დახმარების გარეშე, ასვლაც წარმოუდგენელია და ამას ადაპტირება ნამდვილად არ ჰქვია. ლენტეხში დღემდე არც სხვა სერვისები არსებობს შშმ ადამიანებისთვის და მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, აღარავის რომ არ ჰქონდეს ის კედელი გასარღვევი, რის გარღვევაც მე მომიწია. ბევრჯერ წავიქეცი ამ ბრძოლაში და ძალიან არ მინდა, იგივე განმეორდეს სხვების ცხოვრებაშიც, ჩემსავით ლენტეხის რაიონიოდან წასვლა მოუწიოთ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ამ ზაფხულს, იქ ყოფნისას, დეპუტატთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მინდოდა შეხვედრა, შშმ ადამიანების საჭიროებებზე სასაუბროდ. ვცადე ერთ-ერთთან კომუნიკაცია და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. მინდა, აქედანაც ვთქვა, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვარ, ლენტეხში შშმ ადამიანებისთვის ადაპტირებული სივრცეების შექმნასა თუ სხვა სერვისების შექმნაში ჩავერთო.

პანდემიის გამო, სამსახურში 13 მარტის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ძირითადად, სახლში ვარ და ეს ძალიან გამიჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით ვერც კოპიუტერის შეძენა მოვახერხე სახლისთვის და ესეც ბევრ რამეში მიშლის ხელს. მაგალითად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და კომპიუტერის გარეშე სახლიდან მუშაობაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თავისუფალ დროს, მიყვარს ლექსებისა და ჩანახატების წერა და ტელეფონით ვეღარც ამას ვახერხებ, მაგრამ, ჯერჯერობით ბანკის ვალს ვიხდი და განვადებითაც ვერ შევიძენ ლეპტოპს.

ზოგადად, ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით შშმ პირისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანების მხარდაჭერას და მე ამან გადამარჩინა. მეც მინდა, ყველა იმ შშმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ – გადაწიონ ფარდები და საზოგადოებას ისეთები დაენახონ, როგორიც არიან. არასოდეს უნდა შეგვრცხვეს საკუთარი თავების, რადგან ჩვენ ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები ვართ, როგორიც სხვები. იბრძოლეთ თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის და არ გახდეთ არავის მონა-მორჩილი, არც საკუთარი ოჯახის წევრების.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი appeared first on WomenOfGeorgia.

ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი
„11 წლის ვიყავი, როდესაც შევამჩნიე, რომ როცა ოჯახის წევრები რაღაცას მეუბნებოდნენ, მე დაბნეული ვეკითხებოდი – “ჰა? რა მითხარი?”

სმენა ნელ-ნელა მიუარესდებოდა და რამდენიმე თვეში, შორი მანძილიდან უკვე ძალიან მიჭირდა საუბრის მოსმენა. როდესაც ადამიანთან ლაპარაკს ვიწყებდი, ახლოს მივდიოდი, ეს რომ არ შეემჩნია და არც მე ვყოფილიყავი უხერხულ მდგომარეობაში. თავიდან, პრობლემის აღიარება არ მსურდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ასეთი რამ შემემთხვა – იმ ასაკში ეს ჩემთვის ზედმეტად რთული იყო.

სმენის დაქვეითება 2014 წლის დასასრულს დამეწყო, ექიმთან კი პირველად 2017 წელს მივედი, სამი წელი გავფლანგე. მერე ამას ვნანობდი, რადგან შემეძლო პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები გამეტარებინა. ყველანაირი კვლევა ჩამიტარდა და დიაგნოზი დამისვეს – სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული დაქვეითება, მესამე, მძიმე ხარისხი. მართალია, კომპიუტერული აუდიოგრამა აჩვენებს, რომ სმენა ნორმაშია, მაგრამ მე სიტყვებს მაინც ვერ ვარჩევ და რაღაცები მართლა არ მესმის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საშინლად მზღუდავს. ჩემთვის უფრო დიდი დაბრკოლება ისაა, რომ სიტყვებს ვერ ვიგებ და ერთმანეთისგან ვერ ვაცალკევებ, თორემ ხმები მესმის. როცა დიაგნოზი დამისვეს და ყველაფერი გავიგეთ, სახელმწიფოს მივმართეთ დაფინანსების თაობაზე – სტანდარტული სასმენი აპარატი დამიფინანსა, რომელიც მარჯვენა ყურში ჩამისვეს, თუმცა ვერ შევეგუე და ერთი კვირაც არ მეკეთა, ისე მოვიხსენი და თავის ყუთში დავაბრუნე, არაკომფორტული იყო და არც ხმას მაწვდიდა იმდენად ხარისხიანად, უკეთესად რომ გამეგო.

2019 წლამდე აპარატი აღარ მკეთებია. რა თქმა უნდა, სმენის პრობლემა კვლავ მიშლიდა ხელს, უარს ვამბობდი სამუშაოზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე, ტელეფონით საუბარზე… ტელეფონზე ბოლოს 2014 წლის დეკემბერში ვისაუბრე. 2019 წელს დავიწყე ბრძოლა საკუთარი თავისთვის, რადგან ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახს იმდენი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, ჩემთვის გამოკვლევები რომ დაეფინანსებინა და ამასთან, ძვირადღირებული აპარატიც ეყიდა. ხალხის იმედი მქონდა, რადგან არაერთხელ მინახავს, ადამიანების დახმარებით, როგორ შეძლო მეორე ადამიანმა, რაღაცისთვის მიეღწია. საკუთარ თავზე ვრცელი პოსტი დავწერე და ჩემი ქალაქის გვერდზე გამოვაქვეყნე. რამდენიმე დღეში იდუმალი პიროვნება შემეხმიანა, რომელმაც დახმარების სურვილი გამოთქვა და მთხოვა, მისი ვინაობა არ გამემხილა. მან დამიფინანსა გამოკვლევები და ერთი აპარატი მარჯვენა ყურზე, რომელიც 1600 ლარი ღირს. ჩავიტარე გამოკვლევები, დავიწყე აპარატის ტარება, თუმცა სრულფასოვანი მაინც არ იყო – როდესაც ადამიანს სმენის ორმხრივი დაქვეითება აქვს, აპარატის ცალ ყურზე გაკეთება ცოტა მოუხერხებელია და სმენას არასრულფასოვანს ხდის, ხმა ორივე ყურში თანაბრად უნდა შედიოდეს. თავიდან, მიჭირდა ამ აპარატთან შეგუება, ხმა ბუნებრივი არაა და ხანდახან რობოტი მგონია თავი. 2020 წლის აპრილში, ის ადამიანი კვლავ დამიკავშირდა და ისევ შემომთავაზა დახმარება, უფრო სწორად დამაძალა, რომ დავთანხმებოდი. რა თქმა უნდა, უკვე მერიდებოდა, რადგან პირველ ჯერზე საკმაოდ დიდი თანხა გაიღო ჩემთვის, თუმცა ვხვდებოდი, რომ მეორე აპარატის შეძენას კიდევ დიდხანს ვერ შევძლებდი საკუთარი ძალებით.

ამ ეტაპზე, მარცხენა ყური თითქმის მკვდარია, დაახლოებით 10% თუ მესმის. მარჯვენა კი, ჯერჯერობით ყოჩაღადაა და იმედია, კიდევ რამდენიმე წელს გასტანს მისი სიცოცხლე. რეგრესი მიდის და სამწუხაროდ, სმენის აღდგენა არ ხდება, არც რამე მედიკამენტები არსებობს, სმენის დაქვეითება რომ შეაჩეროს. იმედი მაქვს, მომავალში იქნება რამე, რაც ხელს შეგვიწყობს.

ჩემს ასეთ ყოფნას თავიდან ძალიან განვიცდიდი და ნაჭუჭიდან გამოსვლას ვერ ვბედავდი, ვერავინ მამშვიდებდა და მუდამ ჩამოშლილი სახით დავიარებოდი. ნელ-ნელა შავ იუმორზე გადავედი და თავს „პენსიონერ მოხუცს“ ვეძახდი – პენსია მაქვს, სმენაც დაზიანებული, კროსვორდებსაც ჩავკირკიტებ და კბილის პროთეზიღა მაკლია, ბებია ტერეზა რომ ვიყო-მეთქი. დღესღეობით, კომპლექსების დიდი ნაწილი მოვიშორე და არ მერიდება იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ცუდად მესმის. თუმცა, ნაცრისფერი დღეები კვლავ არის ჩემს ცხოვრებაში, როცა ვიღლები ჯანმრთელობის პრობლებისგან შექმნილი თავდაყირა ცხოვრებით. მაგრამ უნდა ვაღიარო, ყველაფრის მიუხედავად, „უყურობის“ მადლიერიც ვარ.

სკოლა

ოთხი სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ საკუთარი ადგილი ვერსად ვიპოვე, ყველგან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – თავიდან ჩემი ეროვნების, სახელისა და გვარის გამო და შიგადაშიგ იმაზეც საუბრობდნენ, უმამოდ რომ ვიზრდებოდი. კლასელ ბიჭებს ვუცემივარ კიდეც, დამცინოდნენ და ჭორებს მივრცელებდნენ. როცა სმენა გამიუარესდა, მასწავლებლების შეკითხვებსაც ვეღარ ვიგებდი და უხერხულად ვიყავი, როცა მიმეორებდნენ, ამ დროს ჩემი კლასელები სიცილს ვერ იკავებდნენ. მაშინ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებდა, როცა გაკვეთილი დასრულდებოდა, დასვენებებზე ჩემთვის ვტიროდი – ვერავინ იგებს, რას გრძნობ, როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სურვილი გაქვს, ზუსტად მათნაირად გესმოდეს და იცხოვრო. ჩემი მასწავლებლებიც კი რაღაც ისეთს ამბობდნენ, ადამიანს რომ ცოცხლად დამარხავდა. შემდეგ სხვა (და საბოლოო) სკოლაში გადავედი, აქ კლასელებმა და მასწავლებლებმა თბილად მიმიღეს. მასწავლებლებს პირველივე დღეს ვუთხარი, რომ ცუდად მესმოდა და იმედი მქონდა, რომ კლასელებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ, რადგან ჩემთან, ასე თუ ისე, ცოტა სხვანაირი გარემო უნდა იყოს შექმნილი. საბოლოო ჯამში, კარგი ურთიერთობები მაინც ვერ აეწყო – ძალიან ხშირადაა შემთხვევა, როცა პირში გიცინიან და პირს უკან, გთელავენ.

იმ სკოლაში, სადაც ახლა ვსწავლობ, მხოლოდ ერთ ადამიანთან მაქვს ახლო კონტაქტი, რომელიც ჩემი ყურები და ჩემი თვალებია – როცა რამეს ვერ ვიგებ, ის მიწერს და ასე ვკონტაქტობ სკოლასთან. სხვა კლასელებისთვის ჩვეულებრივი კლასელი ვარ. როცა სკოლის ამბებში ელემენტარული დახმარება მჭირდება, მაშინაც ვაწყდები კლასელების ოდნავ შეწუხებულ, გაღიზიანებულ სახეებს. რაც შეეხება მასწავლებლებს, იციან, რომ მაქვს პრობლემა და ცდილობენ, დამეხმარონ, თუმცა, ისეთი გარემო მაინც არაა, თავი რომ სრულფასოვნად ვიგრძნო.

სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში, შშმ პირებისთის არ არსებობს მათთვის მორგებული სწავლის ფორმატი. მე, ძირითადად, წერილობითი ფორმით ვკონტაქტობ და როცა გაკვეთილის ახსნის პროცესია, მიჭირს გაგება. ყველა სმენადაქვეითებული განსხვავებულია, ზოგს სიტყვების გარჩევა შეუძლია, ზოგს ხმები არ ესმის და პირიქით. ჩემს შემთხვევაში, სრულფასოვანი გარემო იქნებოდა, თუ წერილობითი ფორმატი იარსებებდა, თუნდაც, პრეზენტაციების სახით, სლაიდებით. მასწავლებლები მაინც სხვა ბავშვებზე არიან ორიენტირებულნი და გული ძალიან მწყდება. როდესაც პედაგოგმა იცის, რომ კლასში არის ისეთი მოსწავლე, რომელიც შესაბამის ყურადღებას საჭიროებს, ის კი სხვა ბავშვებთანაა და ფაქტობრივად, მარტო მათ უხსნის გაკვეთილს და შენ არაფრად გაგდებს, საწყენია, ეს მოტივაციასაც უკლავს ადამიანს. თუმცა არ ვგულისხმობ, რომ მარტო სპეციალური საჭიროების მოსწავლეს უნდა აქცევდეს ყურადღებას. არა – რაც უფრო მეტი ყურადღებაა ამ ადამიანის მიმართ, ის უფრო მეტად იგრძნობს თავს უხერხულად, სჯობს თანაბარი გარემო იყოს, თუმცა უნდა იყოს ხელშეწყობა. მაგალითად, ჟესტური ენის მასწავლებელი, წერილობითი სტრუქტურა და როგორც დაბალ კლასებში არიან სპეციალური მასწავლებლები, ასევე უნდა იყვნენ იმ მაღალკლასელებისთვის, რომელთაც სმენისა და სხვა სახის პრობლემები აქვთ.

არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს სკოლის დირექტორთან. ხანდახან მის კაბინეტში ვსხედვართ და ვფუსფუსებთ, ზოგად საკითხებს განვიხილავთ და „მემუარებს“ ვწერთ ერთმანეთისთვის. მასთან უფრო მიყვარს საუბარი, ვიდრე ჩემს კლასელებთან, მათთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. ბოლო ორი წელია, სკოლაში სისტემატურად აღარ დავდივარ, რაკიღა მასწავლებლების ახსნილ გაკვეთილებს ვერ ვიგებ. შესაბამისად, ყველა საგანს ჩემით, დამოუკიდებლად ვითვისებ, თუ რამე გაუგებარია, ინტერნეტი, წიგნები და კომპეტენტური ადამიანები მეხმარებიან. ამიტომ, ძალიან ხშირად ვაცდენდი სკოლას, რადგან ჩემთვის უკვე აზრი არ ჰქონდა სიარულს, როცა შემეძლო, სახლში ჩემითაც ამეთვისებინა და პლუს, სხვა საქმეებით ვყოფილიყავი დაკავებული. ყველაფრის მიუხედავად, ნორმალურ ნიშნებზე სწავლას მაინც ვახერხებ, უპრობლემოდ ვსწავლობ და ვისრუტავ სასარგებლო ინფორმაციებს.

მიუხედავად ამდენი პრობლემისა, სკოლა მაინც მიყვარს. უფრო სწორად, დერეფნებში ბოდიალი მიყვარს გაკვეთილების განმავლობაში ან, თუნდაც, დასვენებებზე და მასწავლებლებთან ტიტინი.

პირველი სამუშაო

16 წლის რომ ვიყავი, კლასელი გარდამეცვალა. მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს ჩვენთვის, ყველასთვის დიდი ტრაგედია იყო. დამეწყო ჰალუცინაციები, თავში გაურკვეველი ხმები მესმოდა და ძალიან მინდოდა, რაღაცნაირად გარემო შემეცვალა, რადგან სულ სახლში ვიჯექი და ვერაფერს ვაკეთებდი.

გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო, მაგრამ რესტორნებსა და მაღაზიებში ვერ გამოდიოდა, რადგან იქ ადამიანებთან ურთიერთობაა საჭირო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერ გავიგონებდი, რას მეტყოდა მომხმარებელი. საბოლოოდ, დამებადა აზრი, რომ მოდი, რატომაც არა, ე.წ. დიასახლისი ვიქნები-მეთქი. ეს საქმე კარგად გამომდიოდა და ამასთან, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი გახლავართ, არეულობას ვერ ვიტან. ფოთის ჯგუფში დავპოსტე, რომ დავალაგებდი ბინებს, სახლებს ან ჩვეულებრივ ფართებს. 2019 წლის 26 მაისს, ცხოვრებაში პირველად ავიღე ჩემი შრომით გამომუშავებული ანაზღაურება. ასე, ნელ-ნელა შეგროვებული ფულით, შევძელი, პირველად წავსულიყავი ბანაკში, მერე თბილისში… დილიდან საღამომდე ფიზიკურად ვმუშაობდი და ოფლში ვცურავდი. თუმცა, უკვე დეკემბერში, გამოვიფიტე. ფიზიკური მუშაობა ახლა უფრო მეტად მიმძიმს.

სმენადაქვეითებულთათვის ფიზიკური დატვირთვა რთულია, რადგან მისგან განპირობებული დაძაბულობა და სტრესი სმენაზე მოქმედებს და აუარესებს მას.

მუშაობა რომ დავიწყე, ხალხისგან (მათ შორის, თანატოლებისგანაც) მოდიოდა რეპლიკები, რომ 16 წლის ასაკში, უფრო მეტი ამბიცია და ინტერესები უნდა მქონოდა, თუმცა არავინ იცის, რა ხდებოდა 16 წლის გოგონას სამყაროში. მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ პირველ რიგში, გარემოს შეცვლა მჭირდებოდა და ასევე, აღარ მინდოდა, დედაჩემის ფინანსებზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, ეს საშინლად არ მიყვარს, მირჩევნია, იქით დავეხმარო ვინმეს. როცა უკვე შემწევს მუშაობის ძალა, რატომ უნდა ვიჯდე ხელგაუნძრევლად და ველოდო დედას, როდის მომცემს ელემენტარულ თანხას, რომ რაღაც ვიყიდო ჩემთვის. ამაზე უარი ვთქვი და დაახლოებით ერთ წელიწადზე მეტია, ყველა ჩემს მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას თავად ვისრულებ. ეს ნამდვილად უფრო მეტად სასიამოვნოა. იმ დროისთვის, ჩემი ქალაქისა და ასევე, ფონდი “ბილივის” მოხალისეც ვიყავი, სკოლაში ვატარებდი ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?”, ვცდილობდი, რაღაც პროექტებში მიმეღო მონაწილეობა; პიროვნულადაც ვვითარდებოდი.

რაც შეეხება ჩემთვის შესაფერის სამუშაოს, ვერ ვიპოვე. აქ, ფოთში, არაფერია. ძალიან მინდა, ისეთი სამუშაო ვიპოვო, სადაც ადამიანებთან ნაკლებად მომიწევს ურთიერთობა, მომხმარებლებს ვგულისხმობ. მინდა, წერა და რაღაცის შექმნა მიწევდეს, სადაც ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გამოვიყენებ, რომელიც ვიცი, რომ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, არ ვიცი, სად გამოვიყენო და ისევ ფიზიკურად ვშრომობ. თუმცა სტაბილური სამუშაო მაინც არ არის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოჩნდება, მით უმეტეს, მალე სტუდენტი გავხვდები და უფრო მეტი საჭიროება მექნება.

ასე გაჩნდა კონკია ელი (ტერეზა).

საზოგადოება

მარტივ მაგალითს მოვიყვან – ქუჩაში თუ მაღაზიებში, ადამიანებს თითქმის არ აქვთ ინფორმაცია სმენის დაზიანების მქონე პირებზე. ხშირად, როცა ფასს ვერ ვიგებ და ვთხოვ, გამიმეორონ, ძალიან შეწუხებული სახით მიყურებენ. მერე უკვე მიწევს თქმა, რომ იცით, მე კარგად არ მესმის და იქნებ, დამიწეროთ ან უფრო ხმამაღლა მითხრათ-მეთქი. თუმცა კვლავ დაჭმუჭნული სახით არიან. ეს მართლა მოქმედებს და ყველანაირ სურვილს მიქრობს. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როდესაც ნათესავმა მითხრა, რა საჭიროა შენი გარეთ გასვლა ან უნივერსიტეტში სწავლა, არ გესმის, ვერც გაიგებ და ვერ ისწავლიო. როგორღაც გადავყლაპე, თუმცა დღემდე ვერ მომინელებია და აღარასდროს მექნება მასთან ურთიერთობა. მართლა, ძალიან მატკინა გული.

საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე, არ იციან, როგორ უნდა ეკონტაქტონ მათ. ვფიქრობ, უნდა იყოს საჯარო ტრენინგები, ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემებზე ისაუბრებენ. ამავდროულად, არც ხალხი ინტერესდება. საზოგადოება ძალიან ინდიფერენტულია, ნეიტრალური პოზიცია უჭირავს მსგავსი ადამიანების მიმართ, არ ცდილობს, რომ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს. ზოგი კი, აბულინგებს კიდეც.

სახელმწიფოსგანაც არაფერია, დამიფინანსეს სასმენი აპარატი და ამით მორჩა.

აპრილში ჩემნაირი ადამიანები აღმოვაჩინე, თურმე, ფეისბუქზე არსებობს დახურული ჯგუფი, სადაც სმენადაქვეითებული ადამიანები არიან გაწევრიანებული. აქ ერთმანეთს ჩვენს დიაგნოზებს, რეკომენდაციებს ვუზიარებთ, შიგადაშიგ სასაცილო ამბებს, რაც თავს გადაგვხდენია. ერთადერთხელ მქონდა შეხება სმენადაქვეითებულ ადამიანთან პირისპირ და უნდა ვაღიარო, ძალიან გამიჭირდა. უცებ წარმოვიდგინე, სხვა ადამიანები როგორ გრძნობენ თავს ჩემთან საუბრისას.

ზოგადად, მატერიალისტი არ ვარ. ჩემი ოცნებაა, პირველ რიგში, ჩემთვის შესაფერისი სამსახური ვიპოვო, სადაც ფიზიკური დატვირთვა აღარ მექნება, რადგან უკვე მორალურადაც ძალიან მიჭირს. შემდეგ, როცა სამსახურს ვიპოვი, უკვე ჩემით ავისრულებ წვრილმან სურვილებსა თუ უფრო დიდ ოცნებებს.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post ტერეზა გალსტიანი, 17 წლის, ფოთი appeared first on WomenOfGeorgia.

თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი სოფიკო ლობჟანიძე, 58 წლის, დედა
სოფიკო:

თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე, თუმცა მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო. დიაგნოზი 10 თვის ასაკში დაუდგინეს. პრობლემა სერიოზული იყო – ძვლოვანი სისტემა განვითარებული არ იყო და ტვინზე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა, ამდენად, ბავშვი უწყვეტი თერაპიის კურსს საჭიროებდა. წარმოიდგინეთ, რა პერიოდი იყო: 90-იანების განუკითხაობა სვანეთში, სროლები, დაყაჩაღებები… 6 წელი სვანეთი-თბილისის გზაზე წელიწადში რამდენჯერმე გვიწევდა გავლა, 2-3-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი რომ გაგვევლო თბილისში. ვერტმფრენზე, რომელსაც სვანეთიდან თბილისში მოსახლეობა გადმოჰყავდა, ადგილების მოპოვება ჩაწყობით იყო, რასაც ხშირად ვერ ვახერხებდით. ამიტომ, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვახერხებდი ამხელა გზაზე და ამხელა რისკის ფასად თამუნას მკურნალობას თბილისში. მკურნალობა მრავალმხრივი იყო: მასაჟის კურსი, ლოგოპედი, თერაპიული განვითარება. ეს წლები ჩემი, როგორც დედის ცხოვრებაში, ერთ-ერთი უმძიმესი იყო.

თამუნა:

სვანეთში დავიბადე და გავიზარდე, ახლა თბილისში ვცხოვრობ. ხერხემალზე პრობლემები შემექმნა და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ამიტომ მოგვიწია. ჩემს დიაგნოზზე დედასთან ხშირად ვსაუბრობ. ის, რომ განსხვავებული ვარ, სკოლის პერიოდში ძალიან მტკივნეულად ვიგრძენი, როცა მივხვდი, რომ სხვა ბავშვებთან შედარებით სწავლა მიჭირდა. ერთადერთი, ვინც ამ პერიოდში მეხმარებოდა და გვერდში მედგა, ჩემი ოჯახი იყო – აქ მივიღე ძირითადი განათლება მათემატიკაში, ქართულში, ფიზიკაში, უცხო ენაში. სკოლაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ უნდა მიდგომოდნენ ჩემნაირ ბავშვს, არც სპეციალური მასწავლებელი მყოლია, რომელიც სწავლას გამიადვილებდა. ბავშვებთანაც რთული ურთიერთობა მქონდა. ვერ მეგუებოდნენ, მუდმივად დამცინოდნენ და ძალადობდნენ. ამის გამო, 4 სკოლა გამოვიცვალე, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც მე მჭირდებოდა, ვერსად ვიპოვე. ძალიან მტკივნეულად მახსენდება, ერთ-ერთ სკოლაში, როგორ დამაგდეს ბიჭებმა იატაკზე და ჩანთებით მცემეს. მასწავლებლები დიდად არ ერეოდნენ, მცირე შენიშვნებით შემოიფარგლებოდნენ და სულ ეს იყო. არადა, როცა დედა სკოლებს ეძებდა, ინკლუზიური სწავლების მიხედვით გააკეთა არჩევანი.

სოფიკო:

სკოლის წლები უმძიმესი იყო თამუნასთვისაც და ჩემთვისაც. ჩემი შვილის განვითარებაში მე ვიყავი ჩართული, მეუღლე და მშობლებიც გვერდში მედგნენ. თამუნას აღზრდისა და განვითარების პროცესში, სახლში ყველა თანაბრად ვიყავი ჩართული – დედაჩემი უცხო ენასა და ქართულს ასწავლიდა, მამაჩემი – ფიზიკას. თუმცა, რაღაც ეტაპზე, ყველა დაიღალა, პერსპექტივას ვერ ხედავდნენ და განვითარების არ სჯეროდათ. თამუნასთან მუშაობა მარტომ, ჩემი რწმენის ხარჯზე გავაგრძელე. მეუღლე თვლიდა, რომ რაღაცას ვიგონებდი და ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებდი თამუნას განვითარებას, არადა, ამ ბავშვს სკოლის ასაკიდან ჰქონდა პოტენციალი და ამ პოტენციალს განვითარება სჭირდებოდა.

სკოლამდელი განათლება თამუნამ სპეციალიზირებულ ბაღში, თბილისში მიიღო. შეფასების შემდეგ, მითხრეს, რომ ჩვეულებრივ სკოლაში, მეორე კლასში თავისუფლად შეძლებდა სწავლას. იმ პერიოდში ინკლუზიური სწავლება რამდენიმე სკოლაში იყო დანერგილი და თამუნაც ერთ-ერთ სკოლაში, მე-6 გერმანულ გიმნაზიაში გადაანაწილეს.

სატარებლად რთული იყო – ჩვენ თემქაზე ვცხოვრობდით და ვერაზე ყოველდღე გვიწევდა სიარული. თუმცა ინკლუზიური სწავლება ფასადური აღმოჩნდა – ინკლუზიას მხოლოდ იმას ეძახდნენ, რომ სპეციალური საჭიროების ბავშვები ტიპური განვითარების ბავშვებთან ერთად ისხდნენ კლასში. არ იცოდნენ და არ ჰქონდათ მეთოდოლოგია, რაც თამუნას გაუადვილებდა რთული პროგრამის ათვისებას, მას არ ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი და ეს ტვირთი ისევ ჩემზე მოდიოდა – მე ვმუშაობდი თამუნასთან და ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც, წესით, სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ამ ვალდებულებას კანონიც განსაზღვრავს. სრულფასოვანი ინკლუზიური სწავლების ძიებაში, ბავშვს 4 სკოლა გამოვაცვლევინე. ბოლოს ფასიანი სკოლაც კი მოვსინჯე.

ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე ასატანი ის სტიგმა იყო, რომელსაც, ერთის მხრივ, სკოლის ადმინისტრაციისგან და მეორეს მხრივ, მშობლებისგან ვაწყდებოდი. მახსოვს, ერთხელ კერძო სკოლის დირექტორმა დამიბარა და კატეგორიულად მომთხოვა, თამუნას საბუთები გამეტანა და სხვა სკოლაში გადამეყვანა. მიზეზად დაასახელა, რომ მშობლები აპროტესტებდნენ თამუნასნაირი ბავშვის გვერდით მათი ჩვეულებრივი შვილების სწავლას, რადგან, თითქოსდა, თამუნა მათი შვილების განვითარებას აფერხებდა. ეს იყო უდიდესი შეურაცხყოფა ჩემთვის, მაგრამ გამიჭირდა დირექტორის ძალაუფლებასთან შებრძოლება და ისევ სხვა სკოლა მოვძებნე.

თამუნა:

9 კლასის დამთავრების ატესტატი ავიღე. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არ მინდოდა, რადგან სკოლამ შესაბამისი ცოდნა და განათლება ვერ მომცა. ის უნარებიც, ჩემი დამოუკიდებლობისთვის რომ გამომადგა, ოჯახში შევიძინე. ადრე დედა საუბრობდა ჩემ ნაცვლად, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად შემიძლია ყველაფრის კეთება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ვფიქრობდი, რა უნდა მეკეთებენა, ჩემი პროფესია რომ მქონოდა და ამ პროფესიით შემოსავალიც მიმეღო, მაგრამ ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი.

მირჩიეს, რომ პროფესიული განათლება გამოსავალი იქნებოდა და კოლეჯში ჩავაბარე, სადაც ხელსაქმეს მასწავლიდნენ და დიპლომიც ავიღე. მაგრამ დასაქმებაში ხელი ვერ შემიწყვეს, თან, მჯდომარე საქმე ჩემი ხერხერმლისთვის არ არის კარგი. ერთი პერიოდი სამხატვრო სკოლაშიც დავდიოდი, სადაც ინკლუზიის სპეციალისტები ასწავლიდნენ და მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს ჩემი საჭიროებების გათვალისწინება სასწავლებელში. ნამდვილი ინკლუზია დიდ მოტივაციას აძლევს ბავშვს, ამ დროს მასწავლებლები ცდილობენ, გაითვალისწინონ შენი შესაძლებლობები, აღმოაჩინონ შენი სურვილები და უნარები, რაც მერე მუშაობის შესაძლებლობას მოგცემს. ასეთი სწავლების დროს ბავშვები უკეთესად ვითარდებიან, მეტს ინდომებენ და წარმატებულიც ხდებიან.

მოგვიანებით, მუშაობა ერთ-ერთ დღის ცენტრში დავიწყე, სადაც ძალიან მძიმე ბავშვები ჰყავდათ. აქ მივხვდი, რომ ჩემი მისწრაფება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან მუშაობა და მათი დახმარებაა. სრული ორი წელი ვიმუშავე – ეტლით მოსარგებლე ბავშვებს გასეირნებაში, კვებაში ვეხმარებოდი, მუდმივად ვეკონტაქტებოდი მათ, მაშინაც კი, როცა საუბარი არ შეეძლოთ. მე, ჩემი გამოცდილების შედეგად, გაცილებით უკეთ მესმის შშმ ბავშვების – უნარების მიუხედავად, მათაც მუდმივად სჭირდებათ საუბარი, თამაში და ეს კონტაქტი მათ განვითარებაში ეხმარება.

სხვათა შორის, კაფეში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს – „144 საფეხურში“ მენეჯერს პირდაპირ შევთავაზე, დამხმარედ ავეყვანე. მარტივ დავალებებს ვასრულებდი – ვუვლიდი მცენარეებს და დალაგებში ვეხმარებოდი. მაგრამ მაინც ვეძებდი იმას, რაც ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდებოდა და შემოსავალსაც მომიტანდა.

რეალურად, საკუთარი თავი და სამომავლო პროფესია სპეციალიზირებულმა სტუდიამ, „აზდაკის ბაღმა“ მაპოვნინა. გამიმართლა, რომ ისეთი სპეციალისტები შემხვდნენ, რომლებმაც აღმომაჩენინეს საკუთარი შესაძლებლობები და ამის გამოყენების გზა დამანახეს. სტუდიაში, სხვადასხვა ხელოვნების წრეებთან ერთად, ცეკვით თერაპიას გავდივარ ანა ღვინიშვილთან, რომელმაც ჩემნაირ ახალგაზრდებათან მუშაობა ძალიან კარგად იცის. მთავარი, რაც მანამამდე სკოლაში არ მიგრძვნია და აქ ვიგრძენი, ისაა, რომ სულ ჩართული ვარ პროცესში და ჩემს აზრს ითვალისწინებენ. ახლა მომავლის ხედვაც გამომეკვეთა და ვიცი, რასაც გავაკეთებ – მინდა, ქორეოგრაფი გამოვიდე და ჩემი საქმიანობა რომელიმე ინკლუზიურ საბავშვო ბაღში გავაგრძელო ამ მიმართულებით. მე უფრო მეტად შემიძლია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან ურთიერთობა, ვიცი, რა სჭირდებათ მათ და ცეკვის სწავლებაც ძალიან კარგად გამომივა.

სოფიკო:

როგორც იქნა, ბოლოს გაგვიმართლა, რომ პროფესიონალ ადამიანებს შევხვდით. თამუნას ცეკვის მასწავლებელს, ანას, ინკლუზიური განათლების შესახებ დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი. მისი დახმარებით, თამუნამ საკუთარი ინტერესი იპოვა და მომავლის ხედვაც გაუჩნდა. ეს თამუნას დამსახურებაცაა – ისაა ადამიანი, რომელიც მუდმივ ძიებაშია.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა აკლია. ინკლუზიური განათლება მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი, სინამდვილეში, არც სკოლასა და არც პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური მიდგომების შესახებ არ იციან – მაინც ყველას თანაბრად უდგებიან და არ ითვალისწინებენ ინდივიდის სპეციალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერც ჩემნაირ დედებს ხედავს. როდესაც გყავს შშმ შვილი, ოჯახი და პროფესია, ისევე, როგორც მე, მუდმივად არჩევანის წინაშე დგები – ან მთლიანად უნდა მოწყდე პირად ცხოვრებას და გადაერთო შვილის აღზრდასა და განვითარებაზე, ან რაღაც უნდა დააკლო, რადგან სისტემა ასეთ ბავშვს განვითარების შესაძლებლობას ვერ აძლევს. იმის გამო, რომ მე თამუნაზე ვიყავი გადართული, სხვა შვილებთან დამიგროვდა პრობლემები. გაცილებით გამიადვილდებოდა ცხოვრება, ასისტენტი რომ მყოლოდა. დასავლეთის ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა, შშმ ბავშვების მშობლებს ყოველთვიურად მეურვის ხელფასი ერიცხებათ – ეს არის თანხა, რომელსაც ოჯახი ან სპეციალიზირებული ასისტენტის დასაქირავებლად იყენებს, ან ოჯახის წევრის ხელფასად, ვინც ბავშვთან მუშაობს. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის და ბავშთან ინდივიდუალური მუშაობაც გაცილებით შედეგიანია. 5 წლამდე, თერაპიები უფასო იყო, მერე უკვე მშობლის პასუხისმგებლობაა განვითარებაზე ზრუნვა და ეს დიდ დროს მართმევდა. შედეგად, იძულებული ვიყავი, სულ არჩევანის წინაშე დავმდგარიყავი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად დაინერგოს მშობლის განათლება. უმეტეს შემთხვევაში, მშობლები თავიანთ შვილებს თვითონ აზიანებენ, რადგან არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ კონკრეტულ პრობლემას. მე პირადად, სწორედ ჩემი ცოდნის ნაკლებობის გამო, როცა თავიდანვე ვერ ამოვიცანი საფრთხეები და სიმპტომები, თამუნას თერაპიული ჩარევა დავაგვიანეთ. ამიტომ, მშობელს მშობლობის პირველივე თვეებიდან სჭირდება დახმარება – რასთან აქვს საქმე, რა გზას უნდა დაადგეს, როგორ უნდა მოიქცეს.

შშმ ადამიანების დასაქმებაც სისტემური პრობლემის ნაწილია – როცა სახელმწიფო თავიდანვე არ ზრუნავს ბავშვის სწორად განვითარებზე, ზრდასრულ ასაკში ამ ადამიანებს სოციალიზაცია და უნარების გამოვლენაც უჭირთ. ამას ემატება საზოგადოებაში ფესვგამდგარი სტიგმა, რომ თითქოს შშმ ადამიანებს დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლიათ. საზოგადოებისთვის ასეთი ადამიანები საზღვარს იქით მყოფები არიან, მათთვის ისინი ბალასტია და არა რესურსი. არადა, სახელმწიფოს შეუძლია ამ რესურსის ათვისება და გამოყენება, რომ თამუნასნაირი ადამიანები მუდმივად პენსიით კი არ საზრდოობდნენ, არამედ თავისი, სამართლიანი შემოსავალი ჰქონდეთ.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „სოციალური დაცვის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

პუბლიკაციაში/ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორ(ებ)ისეულია და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი  სოფიკო ლობჟანიძე,  58 წლის, დედა appeared first on WomenOfGeorgia.

ირმა ჯაფარიძე, 50 წლის, მესტია
სვანი ქალი ვარ და სვანეთში მაქვს ნახევარი საუკუნე გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მომეცა შანსი უკეთეს პირობებში, დიდ ქალაქში მეცხოვრა, ვერ დავთმე ეს მხარე. მთაზე შეყვარებული ქალი ვარ და ხასიათის სიმტკიცეც მიწყობს ხელს, ამ პირობებში ვიცხოვრო და ვიბრძოლო. კი, როგორ არ მქონია პერიოდები, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, შემშინებია ამ ბრძოლების, მაგრამ გათენებულა და ისევ ამ სიმტკიცითა და ენერგიით გამიგრძელებია ცხოვრება.

10 წლის წინ სვანეთში პროფესიული სწავლების განვითარებას ჩავუდექი სათავეში. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ საქმეს – არ ვიცოდი რა გამოვიდოდა. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირში პროფესიული განათლება იმდენად იმიჯშელახული იყო, რომ ე.წ. პროფტექტნიკუმები სადამსჯელო დაწესებულებებად აღიქმებოდა და აქ სწავლას თავისი სურვილით არავინ აგრძელებდა. ასეთი მემკვიდრეობა გადმომეცა და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ პროფესიული სასწავლებლისთვის თავისი პირველადი მნიშვნელობა და რეპუტაცია დამებრუნებინა და სვანი ახალგაზრდებისთვის ის ნათელ წერტილად მექცია.

სვანეთში ახალგაზრდებს მომავლის პერსპექტივა არ ესახებათ. პროფესიულმა სასწავლებელმა მათ ახალი იმედები და დასაქმების რეალური შანსები გაუჩინა. სასწავლო პროგრამები ისეა აწყობილი, რომ მთის სპეციფიკას და მოთხოვნებს მოერგოს. მაგალითად, შემოვიტანე სატყეო საქმის სპეციალისტის პროგრამა. ასევე დავნერგე IT ტექნოლოგიების მიმართულება. მზარდი ტურიზმის მოთხოვნებსაც ვპასუხობთ: გვაქვს კულინარიის აკადემია და სრულად აღჭურვილი სამკერვალო, რომელსაც შეუძლია სასტუმროების დაკვეთების შესრულება. ამ ეტაპზე სასწავლებელს 200 მდე სტუდენტის მიღება შეუძლია. აქტიურდ ვთანამშრომლობ კერძო სექტორთან, რომ სტუდენტებს სასწავლებლის დასრულებისთანავე სამუშაო ადგილის მოძებნა გაუმარტივდეთ.

ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალებმა ე.წ. ქალური სამუშაოს გარდა, ბედი სხვა პროფესიებშიც მოსინჯონ. როცა მიღების პერიოდი იწყება, კარდაკარ დავდივარ და ვარწმუნებ ქალებს, რომ მათ აქვთ უფლებაც და შესაძლებლობაც კაცებით დომინირებულ პროფესიებში იმუშაონ. ასეთი პროფესიები მოთხოვნადიცაა და მაღალანაზღაურებადიც და ქალებმა ეს სფეროები აუცილებლად უნდა აითვისონ. მიხარია, რომ ელექტრო მექანიკოსის ჯგუფში მყავს ერთი ქალი, რომელიც უკვე ადგილობრივ კომპანიაში დავასაქმეთ. მე თავად ბევრი ბრძოლა გამოვიარე და გავდივარ და მინდა იმ ქალებს, ვინც ჩემს უკან მოდიან, გზა გავუმარტივო, რომ იგივე წინააღმდეგობას არ წააწყდნენ.

წინააღმდეგობები კი ბევრი მაქვს. მთას თავისი კანონები აქვს – შეიძლება ძალიან ძლიერიც იყო, მაგრამ გიწევს თითოეული ადამიანის აზრის გათვალისიწინება. აქ ქალს უყურებენ, როგორც სახლის საქმეების გამკეთებელს და რთულად წარმოუდგენიათ ის ხელმძღვანელ პოზიციებზე, იმიტომ რომ არ აღიქვამენ ბოლომდე სრულფასოვნად. ყოფილა შემთხვევები, როცა კაცებთან პოლემიკაში უკან დამიხევია, მხოლოდ სტრატეგიული მოსაზრებით ან საქმის მოსაგვარებლად კაცი გამომიყენებია. საკუთარი სიმტკიცის სადემონსტრაციოდ, სამწუხაროდ, მიწევს-ხოლმე კაცური მანერების გამოჩენაც.

ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ საგვარეულოსთან მაქვს – ჩემი საგვარეულოს 7 ოჯახი, გვარის კაცები დამიპირისპირდნენ და მოღალატედ გამომაცხადეს. საქმე იმაშია, რომ პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ამ კოლეჯს ეკუთვნის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველი ჩავასხით. მთაში სოფლების დაკავშირება ერთმანეთთან ძალიან რთულია და უამინდობისას და ზამთრის სეზონზე სტუდენტებს უჭირთ სასწავლებელში სიარული. ხშირად სტუდენტებისთვის ჩემი საცხოვრებელი სახლი შემითავაზებია. ამდენად საერთო საცხოვრებელი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ამ ადგილის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას ჩემი საგვარეულოს წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ, ცდილობენ მთაში კაცური ძალაუფლებით მაჯობონ. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. კონფლიქტის გზით არ მინდა წავიდე და სამართლებრივი მექანიზმები ავამუშავო. ერთი პერიოდი ვცადე მედიატორული გზით წასვლა, უხუცესებიც კი ჩავრიე, რომ მოლაპარაკების გზით გავათავისუფლო ეს ტერიტორია, რომელიც ბარიკადებით ჩაკეტეს.

ხშირად მიფიქრია დაღლილს, რომ ახლა ავდგები და დავტოვებ ყველაფერს, მაგრამ მახსენდება ის ძალისხმევა, რაც ამ საქმეს შევალია და ეს მაძლევს ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება, იმედი მაქვს, რომ ბოლოს მაინც შევძლებ, დავანახვო ჩემი ბრძოლის მნიშვნელობა ჩემს მოწინააღმდეგეებს.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post ირმა ჯაფარიძე, 50 წლის, მესტია appeared first on WomenOfGeorgia.

ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი
8 წლის წინ, საღამო ხანს, საკუთარ სახლში, პურის ცხობისას, ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს. 5 ტყვიის შედეგად, გამჭოლი ჭრილობა მქონდა მუხლის, ფერდისა და თავის არეში.

გასროლამდე, ფანჯრის ჩამტვრევის ხმა გავიგონე, რასაც მალევე ავტომატის ჯერის ხმა მოჰყვა. ტკივილი არ მიგრძვნია, ძალიან ახლოდან იყო ნასროლი. მხოლოდ საკუთარი თმის ნაწილი დავინახე, რომელიც ტყვიამ მოჭრა და ძირს დააგდო. ცოტა ხანში სისხლის გუბეც შევნიშნე და მაშინ მივხვდი, დაჭრილი ვიყავი. მახსოვს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ლალი, შენ არ ხარ სასიკვდილოდ დაჭრილი, უნდა გამაგრდე-მეთქი. მოვიკრიბე ძალა და საშველად ქმარს მოვუხმე, რომელიც მეზობელს მშენებლობაში ეხმარებოდა. სვანეთში 2 სასწრაფოს მანქანა ჰყავდათ და ორივე გასული იყო გამოძახებაზე. ამიტომ მეზობლის მანქანით გადამიყვანეს საავადმყოფოში.

მესტიის ექიმებმა კი გადამარჩინეს, მაგრამ შედეგად მარჯვენა ხელი დამრჩა უფუნქციოდ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მომენიჭა.

ამ ინციდენტის გამოძიება ჩემი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ. ეჭვი მაქვს, შეგნებულად არ მოკიდეს ხელი ამ საქმეს. დღემდე არ ვიცი, ვინ შემოიპარა სახლში, ჩაამტვრია შუშა და გამიმეტა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ – მეუღლე და ორი შვილი მყავს. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვის შეეძლო, ჩემი მოკვლა განეზრახა. ამდენი წელია, ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიმიღია.

მე და ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვედით. ღამე წამოვედით და 50 კილომეტრი ფეხით ვიარეთ ტყე-ტყე. ყველა კუთხეში ჩასაფრებულ მტერს ვხედავდით და სიკვდილს ველოდებოდით. მაგრამ მშვიდობით გამოვასწარით და ჩემი მაზლის სახლში, ლენჯერში დავსახლდით.

მოგვიანებით, ორი შვილი შემეძინა.

ნათია 26 წლის წინ რუსეთში გავაჩინე. ჯანმრთელი ბავშვი კი იყო, მაგრამ 6 თვის ასაკიდან კრუნჩხვები დაეწყო. იქაურმა ექიმებმა არ მიმაქცევინეს ყურადღება, გაიზრდება და გაუვლის, გენეტიკური იქნებაო. მოგვიანებით, უკვე საქართველოში ჩამოსვლისას, მძიმე ფორმის აუტიზმი დაუდგინდა. წლების განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ნათიას არც სამედიცინო მომსახურება მიუღია, არც რამე სახის თერაპია. მეც არ მქონდა ინფორმაცია, რა უნდა გამეკეთებინა, სად უნდა მიმეყვანა. 26 წელია ნათია სახლიდან არ გასულა. სკოლაში არასდროს უვლია და სახლში ვცდილობდით, ელემენტარული უნარები მიგვეცა. ან სად უნდა მეტარებინა? სვანეთში სულ რაღაც 2 წელია სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნეს. მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს აქამდე, მაგრამ უკვე ყველანაირი მკურნალობა დაგვიანებულია. უჭირს უცხო გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება, ამიტომ ეს ცენტრი ბევრით ვერაფრით დაგვეხმარა.

სახელმწიფოსგან შშმ პირების პენსიას და სოციალურ შემწეობას ვიღებთ მხოლოდ. ესაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი და ნათიას სტატუსი აუცილებლად საჭიროებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, რაც სვანეთში არ არსებობს. უკვე წლებია სახელმწიფოს ვედავები, ზუგდიდში, როგორც დევნილებს და როგორც შშმ პირებს, ბინა მოგვცენ, მაგრამ ჯერ ვერაფერს მივაღწიეთ. ამბობენ, რომ რადგან ლენჯერში გვაქვს თავშესაფარი, ბინა აღარ გვეკუთვნის. მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებენ, რომ მე და განსაკუთრებით, ნათიას, ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება გვჭირდება, რაც აქ არ არსებობს.

მეც სახლიდან არ გავდივარ, ვერ ვტოვებ ჩემს შვილს. ჩემი ქმარი და უფროსი ბიჭი მეხმარებიან საოჯახო საქმეში, რადგან მარჯვენა ხელს თითქმის ვერაფერში ვიყენებ. ჩემს ბიჭს რამდენიმე ხნის წინ მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ატროფია) დაუდგინდა. ადგილობრივი გამგეობა დაგვეხმარა და მკურნალობის თანხები დაგვიფარა, მაგრამ ჩვენ სისტემატურად გვჭირდება მკურნალობა. სულ ვფიქრობ, მშობლებს რამე რომ დაგვემართება, ნათიას რა ბედი ელის, ვინ მიხედავს ბავშვს, რომელსაც ამ მძიმე დიაგნოზით 26 წელია არანაირი თერაპია არ გაუვლია.

ერთი პერიოდი ვიფიქრეთ, რადგან სვანეთის მიმართ ტურისტების ინტერესი იყო, ერთი ოთახი გაგვერემონტებინა და შემოსავალი მიგვეღო. ბანკიდან ავიღეთ შარშან შეღავათიანი სესხი და გავაკეთეთ საერთო საცხოვრებელი ტურისტებისთვის. ახლა არც ტურისტია და ეს ვალიც ჩვენი სოციალური დახმარებიდან და პენსიებიდან უნდა ვიხადოთ.

ჩემს უფლებებს ნელ-ნელა ვსწავლობ და ვიბრძვი. ჩვენი მდგომარეობა ითხოვს, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასთან ახლოს ვცხოვრობდეთ და თუ ბინა არ მომცეს, სტრასბურგში გავაგზავნი საჩივარს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენც გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ღირსეულად.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

ინტერვიუ ჩავწერეთ ლენჯერის იზოლაციამდე რამდენიმე კვირით ადრე. იმედს ვიტოვებთ, რომ ლალისა და მისი ოჯახის საჭიროებები კარანტინის პირობებში დაკმაყოფილებული იქნება (შენიშვნა „ქალები საქართველოდან“).

The post ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი appeared first on WomenOfGeorgia.

ელენე განაია, 29 წლის, მესტია
“თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა გზის ფულად, მივხვდი, რომ საკუთარი შემოსავალი მჭირდებოდა, უნდა მებრძოლა საკუთარი ადგილისთვის და შეუპოვარი ხასიათი მაშინ ჩამომიყალიბდა. მახსოვს, რამდენი ვიწვალე სამუშაო ადგილის პოვნისას, ხან მერიის რიგებში ვიდექი, ხან სად ვაგზავნიდი “სივის,” ხან – სად. ბოლოს, ერთ-ერთ ბანკში დავსაქმდი გაყიდვების აგენტად. პარალელურად ვსწავლობდი.

გიორგი თბილისში გავიცანი, ერთ-ერთ წვეულებაზე. სვანეთში დაბადებული და გაზრდილი, წარმატებული სპორტსმენი იყო, არაერთგზის ჩემპიონი. 19 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. სვანური კოშკი მხოლოდ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მქონდა ნანახი. არ ვიცოდი, სად მივდიოდი და არც მაინტერესებდა. იმდენად სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდა, რომ მზად ვიყავი, ნებისმიერ ადგილას გადავსულიყავი საცხოვრებლად. თუმცა პირველ თვეებში თბილისში ვცხოვრობდით ქირით, სწავლისა და სამსახურისთვის რომ მიმეხედა.

პირველ ბავშვზე ორსულობის პერიოდში მესტიაში ამოვედით დასასვენებლად. ორსულობის გამო აკადემიურის აღება მომიწია და სამსახურიდანაც დეკრეტულ შვებულებაში გავედი. მაშინ გავიგე, რომ მესტიაში ბანკში რეორგანიზაცია იყო და სრულიად გიჟურად გადავწყვიტე, რომ აქ მეცადა ბედი. პრაქტიკულად, ერთ დღეში მოგვარდა ჩემი ამბავი. გასაუბრების დღესვე დამიბარეს ორკვირიან სტაჟირებაზე, თბილისშიც გავიარე ტრენინგი და მესტიაში ერთ-ერთი ბანკის ფილიალის სალაროს განყოფილება ჩამაბარეს. გიორგი ძალიან მიწყობდა ხელს, ეამაყებოდა, რომ თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ვიყავი. მთელი დრესკოდისა და ეტიკეტის დაცვით, “ქალბატონო/ბატონოთი” მივმართავდი კლიენტებს. ერთხელ მითხრეს – უიმე, შვილო, ჩვენთვის აქ “ბატონოთი” არავის მოუმართავსო. დიდი რიგებიც იყო, უნდოდათ, ჩემთან მოხვედრილიყვნენ. ამიტომ, ჩემი ასეთი დამოკიდებულებით, მალევე მოვხვდი ყველას თვალსაწიერში. გიორგის აქ ყველა იცნობდა და უყვარდათ, თანაც, ძალიან ლამაზი იყო და ვერ წარმოედგინათ, ვინ შეიძლებოდა, მის გვერდით ყოფილიყო. მახსოვს, ისიც კი ვუთხარი, რომ მალე, როგორც ელენეს ქმარს, ისე წარგადგენენ-მეთქი. ერთხელ, ერთ სოფელში, ზუსტად ასე მიმართეს, შენ ხომ ჩვენი ელენიკოს ქმარი ხარო.

ასე დაიწყო ჩემი და სვანეთის დაახლოება.

მარიამის დაბადების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად დავბრუნდი თბილისში. თან ღამის ცვლაში ვმუშაობდი. ამ დროს გავიგე, რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. ძალიან მიჭირდა, მაგრამ გიორგი მამხნევებდა და გვერდში მედგა. გიორგი ამსხვრევდა სტერეოტიპულ წარმოდგენებს სვანი კაცების შესახებ, ძალიან მიწყობდა ხელს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მეუბნებოდა, თავი დამენებებინა ყველაფრისთვის, თუ წამომცდებოდა, რომ დავიღალე.

ტასო რომ დაიბადა, სვანეთში უნდა მოგვენათლა. 24 ივნისი იყო, თბილისიდან გადმოვფრინდით, ეს ჩემი პირველი ფრენა იყო. თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა – გართულებული მშობიარობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები დავძლიე და ახლა მთელი ოჯახი ერთად ვიქნებოდით სვანეთში, დავისვენებდით. იმ დღეს შინაგანად ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი, არც კი მიგრძვნია, რომ რამეს შეეძლო დაერღვია ბედნიერების ეს შეგრძნება. საღამოს გიორგი მეგობრების სანახავად გავიდა. არადა, არ იყო მძიმე ავარია. 6 მგზავრიდან მანქანაში მხოლოდ გიორგი დაიღუპა. 24 წლის იყო.

მე მასთან ერთად მოვკვდი და მერე აღვსდექი. დასაწყისში იყო თვეები, როცა საერთოდ არ მეძინა. იმხელა ემოციები მქონდა ჩაქსოვილი ჩემს სიყვარულში, რომ წარმოუდგენელი სიმარტოვე და სიცარიელე ვიგრძენი. ჩემშიც მოხდა ეს გარდაცვალება. მეც შევიცვალე. განცდებთან ყოველთვის მარტო რჩება ადამიანი, სიტყვებით ვერც გადმოსცემ და ვერც მალამოდ მოგედება სხვისი ნუგეში, როცა პირდაპირი გაგებით, სული გტკივა. ეს ყოფა დავძლიე და ამოვედი ამ სიგიჟის მორევიდან. 24 ივნისს 8 წელი გავიდა და მე არცერთი დღე არ მიცხოვრია გიორგის გარეშე. ვგრძნობ, რომ ჩემთანაა. მართლა ყველაფერი ხორციელი ხომ არ არის?! ამ გრძნობამ დამტოვა სვანეთში.

სწავლის გასაგრძელებლად მომიწია თბილისში დაბრუნება ორი წლით. ბავშვები გიორგის მშობლებთან დავტოვე და თვეში ერთხელ ამოვდიოდი. მთელი ენერგია და ტკივილი ჩავდე სწავლასა და მუშაობაში და ამანაც ადვილად გადამატანინა ეს ტკივილები.

2014 წელს, მაგისტრატურაზე ჩაბარების მერე, ისევ დავბრუნდი სვანეთში და მას მერე აქ ვარ. ჩემი დაბრუნებიდან, მალევე, მესტიის მუნიციპალიტეტში ამიყვანეს მერის თანაშემწედ. ძალიან აქტიურად ჩავერთე ახალგაზრდულ საქმეებში, რაც კარგად გამომივიდა. მოულოდნელად, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების დეპარტამენტის უფროსად დამნიშნეს. გიორგის წასვლის შემდეგ, ის ენერგია და სიხალისე, რაც მქონდა და დავკარგე, ჩემმა შვილებმა და სვანეთის ახალგაზრდებმა დამიბრუნეს.

ახლა თითქმის ყველა პროექტში ვარ, რაც სვანეთში ხორციელდება. ევროკავშირის პროგრამაში, ენპარდ 3-ში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის კოორდინატორი ვარ, რითაც ძალიან ვამაყობ. ასევე, ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებსა და მესტიის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ვასწავლი ინგლისურ ენას უკვე 4 წელია. ამავდროულად, ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე – მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კონცეფცია ზემო სვანეთის მაგალითზე.

საკმაოდ აქტიური მოქალაქე ვარ და რაც მთავარია – უზომოდ შეყვარებული სვანეთზე.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post ელენე განაია, 29 წლის, მესტია appeared first on WomenOfGeorgia.

ეკა წულუკიძე, 39 წლის, სოფელი ფარი, სვანეთი
“18 წლის ვიყავი, პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე.

ფილოლოგიურზე, დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მოულოდნელად გამოჩნდა ჩვენს სოფელში ვაკანსია: ერთბავშვიან კლასში ქართულის გაკვეთილები უნდა ჩამეტარებინა. აქედან დაიწყო ჩემი მასწავლებლობის ისტორია. თავიდან, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ პროფესიას, ვერ ვხედავდი საკუთარ თავს ამ სფეროში და მერე ნელ-ნელა ისე შემიყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა, რომ ახლა ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან.

ჩემი საქმიანობა მხოლოდ საგნის სწავლებით არ შემოიფარგლება. სოფლის მასწავლებლობა არაა მარტივი. იქ, სადაც არაფერი ხდება, ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობა ორმაგად გიმძაფრდება. მალევე მივხვდი, რომ ბავშვებში ღირებულებების შეცვლა და გამყარება უნდა დამეწყო. ამისთვის შევქმენი პატარა სამოქალაქო კლუბი, რომლის მიზანი იყო, ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლა რიგი საკითხებისადმი. პირველად გარემოსდაცვითი თემებით დავიწყეთ. 2013 წელი იყო და მაშინ აქ საერთოდ არავის ადარდებდა ეს საკითხი. ვსაუბრობდით სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემებზე და მოსახლეობაც აგვყვა. დავინახე, რომ ამ საკითხში ჩართვა მთელი მოსახლეობის გაერთიანებით უნდა მომხდარიყო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ შევქმენით ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია და მოვიპოვეთ გრანტი. ამის შედეგად, დავიწყეთ მუშაობა ნაგავსაყრელების აღმოფხვრაზე, შევიძინეთ ურნები და უპრეცენდენტო რამ მოხდა: პირველად შედგა სამოქალაქო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა – მემორანდუმი გავაფორმეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ჩვენი სოფლისთვის გამოიყო ნაგავსაყრელი მანქანა. მახსოვს, ამ მანქანას ამწევი არ ჰქონდა და ხელით ვტვირთავდით მე და ბავშვები ნაგავს. ასე შეიცვალა ქცევა ჩვენი სოფლის მოსახლეობამ გარემოს დაცვის მიმართულებით.

სვანეთში ახალგაზრდებს საკუთარი თავის პოვნა უჭირთ. გაუმართავი საგანმანათლებლო სისტემის გამო, ბევრი ბავშვი რჩება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის მიღმა. სოციალური ფონი ისეთია, რომ ბავშვს ვერ აიძულებ, სკოლაში იაროს და ისწავლოს. შედეგად, ახალგაზრდები განწირულები არიან უპერსპექტივობისთვის. დღეს სოფლის სკოლებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ახალგაზრდებს სკოლა ვერ ამზადებს ცხოვრებისეული უნარებით, რაც მათ მომავალში დაეხმარება თვითრეალიზებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლა ეხმარებოდეს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა სწავლის სწავლა, ეფექტური თვითპრეზენტაციის უნარი, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირება.

ჩვენი სკოლების ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისაა, რომ დღეს სკოლები ფაქტობრივი ცოდნის გადაცემის რეჟიმში არიან. ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი ბავშვის პიროვნების განვითარებაში. არიან ბავშვები, რომლებიც არ სწავლობენ, მაგრამ ძალიან ძლიერები არიან სხვადასხვა აქტივობებში. ისეთ ნიჭს დაინახავ მათში, რომ გიკვირს, რატომ არ აქტიურობენ გაკვეთილებზე. არადა მასწავლებელზეა დამოკიდებული, როგორ გასაღებს მოუძებნის, როგორ გახსნის ბავშვს და შეძლებს მისი უნარების ხელისგულზე ამოტანას. არ არსებობს უუნარო ბავშვი, არსებობენ მასწავლებლები, რომლებმაც არ იციან, როგორ იურთიერთონ ბავშთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი დაეხმაროს ბავშვს საკუთარი თავის პოვნაში. მე არ მაინტერესებს, სიტყვასიტყვით იცოდეს ბავშვმა ნაწარმოები. მთავარია, მის მიღმა დაინახოს მისთვის საინტერესო დეტალი, აღმოაჩინოს ახალი. ხშირად, აზროვნებაში თავისუფლების მიცემაა სწავლის მოტივატორი ბავშვებისთვის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ეუხერხულებათ გაკვეთილზე მოუმზადებელი მოსვლა.

მახსოვს, ვაჟა-ფშაველას გავდიოდით. ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელსაც შეეძლო, კარგად დაეზეპირებინა პოემები, შევთავაზე, აეშენებინა ხევსურული სახლის მაკეტი ქვით. ძალიან კარგად გაართვა თავი დავალებას. მეტიც, აღმოაჩინა, რომ თურმე, ხელობა აინტერსებდა და ამის ნიჭიც ჰქონდა. ვურჩიე, პროფესიული განათლების კუთხით წასულიყო და მოხდა ისე, რომ მიიღო პროფესიული განათლება და ახლა არაჩვეულებრივი ხელოვანია. პრაქტიკულად, ერთადერთია რეგიონში, რომელიც უძველეს სვანურ ხის ნივთებსა და საკრავებს ამზადებს. თავის დროზე ბიძგი რომ არ მიმეცა, შეიძლება, საკუთარ თავში ეს უნარი ვერც კი აღმოეჩინა.

იყო წლები, როცა წიგნი საოცნებო საგანი იყო სკოლაში, ბავშვებს არ ჰქონდათ თანამედროვე ლიტერატურა, მაღალი პოლიგრაფიული წიგნები, არ ტარდებოდა წიგნიერების ხელშემწყობი აქტივობები. სოფელში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ლიტერატურა. დავაორგანიზე შემოწირულეობები და შევქმენით ლიტერატურული კლუბი. დაინტერესება დიდი არ იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, სწავლისა და მუშაობის სინთეზი გამომეყენებინა – ბავშვებთან ერთად მოვხატეთ კედლები, მოვაწყვეთ შიდა სივრცე და ნელ-ნელა მათაც გაუჩნდათ კლუბის მიმართ კუთვნილების განცდა. დღითიდღე ვხედავ, არაფორმალური განათლების ფონზე, როგორ იცვლიან ბავშვები აზროვნებას, უვითარდებათ მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა.

მიხარია, რომ მოვახერხე და მათი დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შეცვლა შევძელი. ამ ღირებულებით ეს ბავშვები არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არამედ იმ თემის კეთილდღეობაზეც, სადაც ცხოვრებენ.

ვფიქრობ, მასწავლებლის როლი იმაშიც მდგომარეობს, რომ დასაქმების პერსპექტივის სწორი მიმართულება მისცეს ბავშვებს. ძალიან არაპოპულარულია ჩვენთან პროფესიული სწავლება, ძირითადად, მშობლებს აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება. ამ კუთხით დავიწყე ცნობიერების ამაღლების კამპანია. გავაკეთე სოციალური საწარმო, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან სხვადასხვა სახელობო ცოდნას. ამ ეტაპზე, ჩემი სამომავლო გეგმაა, ინოვაციური ცენტრის შექმნა, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან პროგრამირებისა და რობოტექნიკის კურსს, კვოტაც დავაწესე – 70 სტუდენტიდან, 35 გოგონა იქნება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებიც.

2017 წელს გავხდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ასევე, ჩემი განვლილი გზის შეფასებისა და გადაფასების შესაძლებლობა. ამ აღიარებამ დამარწმუნა, რომ სწორი გზით მივდიოდი და ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის მასწავლებლი ვიყავი, არამედ მათი თანამოაზრე.

მუდმივად განვითარების პროცესში ვარ. ვცდილობ, უახლესი ცოდნები მივიღო და ეს ცოდნა იმ პედაგოგებს გავუზიარო, რომლებსაც ამაზე ხელი არ მიუწვდებათ. ცხადია, ეს ყველაფერი არაა ჩემთვის მარტივი. 4 შვილი მყავს. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, საოჯახო საქმეების კეთება მიწევს და პრაქტიკულად, ის საათები, როცა უნდა დავისვენო, ოჯახში ვმუშაობ. ბევრი მასწავლებელი აბსოლუტურ ენთუზიაზმზე მუშაობს, იმდენად დაბალი ანაზღაურებებია. მაინც მგონია, პედაგოგი უნდა იყო შინაგანად, რომ გესმოდეს ის პასუხისმგებლობა, რაც მასწავლებელს აქვს თაობების მიმართ.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post ეკა წულუკიძე, 39 წლის, სოფელი ფარი, სვანეთი appeared first on WomenOfGeorgia.