ქვემო ქართლი Archives - WomenOfGeorgia

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი
„1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე – იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი.

ბოლნისელი შვაბები

გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მაშინ გერმანიის კოლონია და გერმანელების ყველაზე დიდი დასახლება ყოფილა. მათი ჩამოსახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შვაბები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს და ალექსანდრე პირველმა მათ დიდი დახმარება გაუწია – ფულითაც დაეხმარნენ, არც ჯარში მიჰყავდათ, გადასახადებსაც არ ახდევინებდნენ და ამიტომ, მალე ფეხზე დადგნენ. იმ თაობიდან, რომელიც მათ მოესწრო, ყველა აღფრთოვანებული იყო გერმანელების შრომისმოყვარეობით. ეს პატარა ქალაქი, რომელიც მაშინ სამი პატარა სოფლისა და ნასახლარებისგან შედგებოდა, 10 წელიწადში ულამაზეს წალკოტად აქციეს. შვაბებმა, შრომასთან ერთად, კარგი გართობაც იცოდნენ – უფროსები შაბათ-კვირას ეკლესიაში, ე.წ. „ქირხეში“ ატარებდნენ, სადაც უზარმაზარი ორღანი ჰქონდათ ჩამოტანილი და უკრავდნენ. დედაჩემსა და მის ძმებს გერმანული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული, არაჩვეულებრივად საუბრობდნენ შვაბურად და მათ ეკლესიაშიც დადიოდნენ. ახალგაზრდები კი კულტურისა და დასვენების პარკში ერთობოდნენ, სადაც ორკესტრი უკრავდა. დღესასწაულებიდან კი დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ შობასა და აღდგომას. ზოგადად, გერმანელები არაჩვეულებრივად მღეროდნენ და ყველა ოჯახში იყო გერმანული საკრავი.

თურმე, ბოლნისი ედემის ბაღი იყო – მოკირწყლული ქუჩებით, აკაციის, ცაცხვისა და კაკლის ხეივნებით. გოთური სტილით ნაგები სახლები და აივნები ყვავილებით იყო სავსე. გერმანელების წასვლის შემდეგ, მათ სახლებში დასახლებულმა ქართველებმა თითქმის ყველაფერი გადააკეთეს. მაშინ წყალი ძალიან ჭირდა, მაგრამ ბოლნისი წყლის არხებით ისე იყო დასერილი, რომ ვენეცია გეგონებოდა და ყველა ეზოში კამკამა წყალი ჩამოდიოდა. ქართველებმა ამ არხების ნაწილი ამოავსეს, ნაწილზე კი ტუალეტები დააყენეს და დააბინძურეს.

შვაბებს შობისა და აღდგომის დღესასწაულები განსაკუთრებულად უყვარდათ. შობისთვის, ნაძვის ხეს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ, მის ქვეშ კი წითელი ფერის კონუსის ფორმის ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებს, ნამცხვრებსა და ტკბილეულს ალაგებდნენ. გოგრაზე პატარა სარკმლებს ამოჭრიდნენ, შიგნით ანთებულ სანთელს ჩადებდნენ და ამ გოგრებით ხელში შობის ღამეს ქუჩებში დადიოდნენ, გალობდნენ და შობის დადგომას ამცნობდნენ ხალხს. დილით, წინსაფრებში გამოწყობილი ქალები, ტკბილეულით სავსე კალათებით ხელში, ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს უმასპინძლდებოდნენ და შობას ულოცავდნენ. სადღესასწაულო ზეიმი მთელი კვირა გრძელდებოდა. მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ნამცხვრები. შობისთვის აუცილებლად კლავდნენ ღორებს და ხორცით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს, „ვიჩინას,“ ხალადეცს. კლავდნენ ბატს, რომელსაც სპეციალური შიგთავსით ამზადებდნენ. ყურძნის წვენისგან სქელ შარბათს ხარშავდნენ, აცხობდნენ უგემრიელეს ნამცხვრებს: „ლექუხეს,“ „ლიბეს ქუხესა“ და „ნესქუხეს.“

გასაბჭოების შემდეგ, როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად, ბოლნისს ლუქსემბურგი დაერქვა, 1941 წლამდე ასე ერქვა და გერმანელების გადასახლების შემდეგ, ძველი სახელი – ბოლნისი დაუბრუნეს.

48 საათში დაცლილი ლუქსემბურგი

ომის დროს, 1941 წელს, მაშინდელ ლუქსემბურგში, ანუ ბოლნისში მცხოვრები გერმანელები კომუნისტებმა 48 საათში გადაასახლეს შუა აზიისა და ყაზახეთის ცარიელ ტრამალებში. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად ხდებოდა, რომ თითქმის არაფერი წაუღიათ. დედა მიყვებოდა, სატვირთო მანქანები მოაყენეს გერმანელების წასაყვანად, სადაც დიდი საცოდაობა და ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდაო. დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას – მშიერი საქონელი ბღაოდა, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენო. მალე გერმანელების სახლების ძარცვაც დაიწყო. თან, თურმე, ოქტომბრის თვე იყო, უკვე ყურძენიც დაკრეფილი და ზამთრისთვის ორ-სამ სართულიანი სარდაფებიც სავსე ჰქონდათ უამრავი სანოვაგით, მაგრამ თან ვერაფერი წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზამთარი იყო, პირველად ქოხმახებში შეასახლეს, სადაც მრავალი უბედურება გადაიტანეს – შიმშილი, სიცივე და სიკვდილიც.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა გერმანელებს ნება დართო, ყაზახეთიდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. გერმანელების ნაწილი ისევ ბოლნისში დაბრუნდა, რადგან აქაურობა იყო მათი სამშობლო, მაგრამ მოგვიანებით, მათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს და იძულებული გახდნენ, გერმანიაში დაბრუნებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარეს, გერმანიაშიც ახალი ცხოვრება დაიწყეს და ისევ ააყვავეს ყველაფერი. ასეთი ძლიერი ხალხი არასოდეს შემხვედრია. შვაბები განსაკუთრებული ხალხი იყო, ვისგანაც მხოლოდ კარგი შეიძლებოდა გვესწავლა.

დედაჩემი

დედაჩემი შეყვარებული იყო შვაბებზე და ყველა გერმანელთან მეგობრობდა, რადგან შრომისმოყვარე, პატიოსან და ერთგული ხალხად თვლიდა.

დედაჩემს დედა ადრე გარდაეცვალა, თავადიშვილი მამა კი, როგორც „ხალხის მტერი,“ სულ დაპატიმრებული იყო და ბოლოს ისიც დახვრიტეს. ობლად დარჩენილი დედაჩემი და მისი ძმები ბებიის იმედად დარჩნენ, რომელსაც გერმანელები ძალიან ეხმარებოდნენ ამ ობოლი ბავშვების გაზრდაში. ბოლოს კი, როცა ისინი საბოლოოდ ბრუნდებოდნენ გერმანიაში, ერთ-ერთმა გერმანელმა ოჯახმა, გვარად ვალკერებმა, დედაჩემს საკუთარი დიდი ორსართულიანი სახლი დაუტოვა – ჩვენ ისე გვიყვარხარ, ანხელ, ეს სახლი შენი იყოსო – ასე უთქვამთ წასვლის წინ. მე დღემდე ამ სახლში ვცხოვრობ.

მამაჩემი ფრონტზე რომ წავიდა, დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად. ჩასვლისთანავე, სტალინგრადში უკრეს თავი და იქ ორ-სამ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. დედა მარტო მზრდიდა, ამიტომ სულ მუშაობდა – ტექნიკუმში, ქართულ და საღამოს სკოლებში გერმანულს ასწავლიდა. მე დედაჩემს თითქმის ვერ ვხედავდი და ამიტომ ძიძები მყავდა. სამი წლის რომ ვიყავი, დედამ 15 წლის ოლღა მოიყვანა ძიძად, რომელიც ორი წელი მზრდიდა, მაგრამ 17 წლის გათხოვდა და შემდეგ ჩემი ძიძა ევდოკინე იყო. სხვა რა გზა ჰქონდა დედაჩემს, უნდა ემუშავა და ფული ეშოვნა, ჩემი რჩენა რომ შესძლებოდა. დედაჩემის სახეზე ღიმილი იშვიათად მინახავს…

შეხვედრა შტუტგარტში

1991 წელს, დედაჩემის თანაკლასელმა ერნსტ ალმენდინგერმა, ბოლნისელი შვაბების შეკრებაზე დაგვპატიჟა შტუტგარტში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მისი ინიციატივით ეწყობოდა. ეს ის დრო იყო, როცა ადვილი არ იყო გერმანიაში ჩასვლის ნებართვა მიგეღო, მაგრამ მე თუ რამე დავიჩემე, იმას აუცილებლად მივაღწევ. იმდენი ვირბინე, რომ დედაჩემთან ერთად გერმანიაში ჩავედი. დედაჩემის კლასელი ერნსტი და მისი მეუღლე გრეტა ქელერი, რომლებიც ბოლნისში ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მატარებლის სადგურზე დაგვხვდნენ, ეს იყო ძველი მეგობრების საოცრად ემოციური შეხვედრა.

ბოლნისელი შვაბებისა და მათი შთამომავლობის შეხვედრები ყოველ ორ წელში ერთხელ, 27 აგვისტოს, შტუტგარტში იმართებოდა. უამრავი მაგიდა იყო გაშლილი, ორიათასამდე სტუმარი იყო მოწვეული, დიდი ტრიბუნა დამონტაჟებული. ამ შეკრებაზე რომ შევედით, დედაჩემს თავისი ბავშვობის მეგობრები დაეხვივნენ და ეს ისეთი საოცრება იყო, სიტყვებით ვერ აღვწერ. დედაჩემი როგორი გახარებული იყო, რომ იცოდეთ… იხსენებდნენ მეგობრებს, მიცვალებულებსა და საქართველოს, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი შემხედვარე, ვიჯექი და ვტიროდი.

გერმანიაში ერთი თვე დავრჩით და საქართველოში რომ დავბრუნდით, 1991 წელს აქ ომი დაიწყო. უამრავ წერილს გვწერდნენ გერმანიიდან და ნანობდნენ, იქიდან რომ გამოგვიშვეს.

სხვათა შორის, 1989 წელს ერნსტ ალმენდინგერმა გერმანიაში გამოსცა სქელტანიანი წიგნი – ,,ეკატერინენფელდი – სოფელი დასახლება კავკასიაში”. წიგნი ასახავს კავკასიაში შვაბების მიგრაციის პროცესს – როგორ გამოემგზავრნენ ისინი 1817 წლის 10 მაისს ვიუტემბერგიდან და მდინარე დუნაის გავლით გამოიარეს ქალაქები: ბუქარესტი, ისმაილი, ოდესა, მარიუპოლი, როსტოვი და კავკასიის მთების გავლით, მოადგნენ თბილისს. წიგნის შესავალში არის კავაკასიის შესახებ ისტორიული მიმოხილვა და საბოლოოდ, მოთხრობილია კატერინენფელდის დაფუძნებისა და აღმშენებლობის შესახებ. შეგროვებული ფოტომასალა და სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს ამ გერმანული კოლონიის ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი appeared first on WomenOfGeorgia.

სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი
„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია – ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით და ვფიქრობდი, რომ მეც მასავით კეთილი და ჭკვიანი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. მანანა მასწავლებელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მასთან ურთიერთობის გამო ვისწავლე ქართული და ზოგადადაც, უფრო აქტიური გავხდი, სხვადასხვა ტრენინგებზეც დავიწყე სიარული. მისი გაცნობის შემდეგ, ქართველებზეც შემეცვალა წარმოდგენა – მანანა მასწავლებელი იყო ჩემთვის ქართველობის ნიმუში, ვფიქრობდი, რა არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილა-მეთქი.

ჩემი მშობლები ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რომ გოგო სახლში კი არ უნდა იჯდეს, უნდა ისწავლოსო. ერთხელ, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და სახლში მედალი რომ მივიტანე, მამაჩემმა მითხრა, აქედან უნდა წახვიდე და ისწავლო, სოფელში შენი ადგილი არ არისო. მამამ იცოდა, რომ სწავლა მინდოდა და ჩემი სწავლისთვის ყველაფერს აკეთებდა. თან, ბებიაჩემი და ბაბუაჩემიც მასწავლებლები არიან და ისინიც სულ იმას ამბობდნენ, სხვებს რა უნდა ვუთხრათ, თუ ჩვენს შვილიშვილს არ გავუშვებთ სასწავლებლადო. მაგრამ პროფესიის არჩევის ეტაპზე, მაინც შემექმნა ოჯახში პრობლემები – GIPA-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ვმონაწილეობდი, სადაც ფილმის გადაღება დაგვავალეს. ეს ფილმი ჩემს ქართველ მასწავლებელზე გადავიღე და გავიმარჯვე, ჯილდოდ, GIPA-ს 4-წლიანი სასწავლო გრანტი მომცეს და თუ ჩავაბარებდი, შემეძლო, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე უფასოდ მესწავლა. ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა და ეს ჯილდოც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, ჟურნალისტიკა რა პროფესიააო, თან, შეიძლება, სამ-ოთხ წელში გათხოვდე და ქმარმა ჟურნალისტობა აგიკრძალოსო. ჩვენთან ყველა ქალი ან მასწავლებელია, ან ექიმი და ჩემი მშობლებიც ამ პროფესიას მირჩევდნენ.

ილიაუნიში ან თსუ-ში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ პირველ წელს ქულები არ მეყო და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი. ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე, შემდეგ წელს ისევ მეცადა და სადაც მინდოდა, იქ ჩამებარებინა. თბილისში რომ ჩამოვედი, მომზადების პარალელურად, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო იქ მუშაობა და ღამეების თენება. ერთ თვეში საზოგადოებრივი არხიდან რამილია ალიევამ დამირეკა, იცოდა, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და თან, მარნეულის რადიოში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. გასაუბრებაზე დამიბარეს, როგორც აღმოჩნდა, ჩემი აზერბაიჯანული მეტყველების ინტონაცია მოეწონათ და სამსახურში იმავე დღეს ამიყვანეს. ერთ თვეში უკვე ეთერში ვიჯექი და გადაცემა მიმყავდა.

ტელევიზიაში 8 თვე ვიმუშავე, სადაც გადაცემის გარდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც ვიყავი. ჩემი ეკრანზე გამოჩენა მშობლებისთვის პრობლემა არ ყოფილა – მათთვის წამყვანობა უსაფრთხო იყო, რადგან სულ ტელევიზიაში ვიყავი და პირიქით, ამაყობდნენ კიდეც ამით, ისიც დაინახეს, რომ მე მართლა მიყვარს ჟურნალისტიკა და თან, გამომდის, მაგრამ პრობლემა იყო, როცა უცხო სოფელში მარტო მივდიოდი სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩვენს თემში ასეთი დამოკიდებულებებია, გოგო უცხო სოფელში არ უნდა წავიდეს და მშობლები განიცდიდნენ, რომ რეპუტაცია შემელახებოდა. მარნეულში ჯეიჰუნზე ძალადობის ინციდენტის შემდეგ კი, დედაჩემმა, ბებიაჩემმა და მამაჩემმა ისევ დამირეკეს – აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არ გვინდა, ჟურნალისტი გახდეო. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ახლა უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ, მინდოდა, ჯერ ქართული მესწავლა კარგად და შემდეგ GIPA-ში გამეგრძელებინა სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტი თუ ხარ, ყველგან უნდა წახვიდე, გოგო რომ ვარ, იმიტომ ხედავენ საფრთხეს ჩემს ჟურნალისტობაში. მაგალითად, წელს ბოლნისში მქონდა გადაღება და მეუბნებოდნენ, რა იცი, სად მიდიხარ, როგორი ხალხია, ან რა ოჯახიაო და ა.შ. ბიჭი რომ ვიყო, ასეთი რეაქცია არ ექნებოდათ.

ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდიელბა იყო. თან, სულ ეთნიკურად ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ვიყავი და ბევრად უფრო ტოლერანტული ადამიანიც გავხვდი. თუმცა ეს 8 თვე, მარტივი არ ყოფილა, რადგან ზოგად უნარებში დაბალი ქულა მქონდა და პარალელურად ვემზადებოდი, ყოველდღე მარნეულში დავდიოდი მასწავლებელთან, მისაღები გამოცდები რომ ხელახლა ჩამებარებინა და ილიაუნიში მოვხვედრილიყავი.

ყოველთვის ძალიან აქტიური გოგო ვიყავი, ბიჭი მეგობრებიც მყავდა, სოფლიდანაც ხშირად დავდიოოდი მარნეულში და იმის გამო, რომ ავტობუსი დღეში ერთხელ დადის ჩვენი სოფლიდან მარნეულის მიმართულებით, ტაქსითაც მიწევდა მგზავრობა. ამიტომ, ჩემზე ხშირად ძალიან ცუდად საუბრობდნენ სოფელში. სულ ამბობდნენ, რომ ძალიან თავისუფალი ვარ, მამამისს თვალები სად აქვს, მას რა მომავალი უნდა ჰქონდესო. ერთხელ, მამაჩემმა ისიც კი უთხრა, სემა ჩემი შვილია და თქვენი საქმე არ არის, სად ივლისო. სულ მეუბნებოდა, რომ ბიჭ მეგობრებში პრობლემას ვერ ხედავდა და ჩემი სჯეროდა, მაგრამ ხშირად ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი, რა გავაკეთე ისეთი, რომ ჩემზე ასეთ საშინელებებს ამბობენ-მეთქი. ახლაც არ არის ადვილი, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება აღარ მივაქციო და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.

ქართველებს მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩემი სოფლის ქალები თითქმის სულ სახლში არიან, რადგან ჩვენთან მხოლოდ ჩაიხანაა, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია და სოფლის ცენტრში დგომის უფლებაც მხოლოდ კაცებს აქვთ. ქალები და გოგოები სახლებში უნდა ვისხდეთ, ან მხოლოდ დღისით მივიდეთ ერთმანეთთან. ისიც ცუდ ტონად ითვლება, გოგოს ტელეფონი, facebook ან instagram თუ აქვს. მე ყველაფერი სკოლიდანვე მქონდა და ფოტოებსაც ვაზიარებდი. ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო იმაში ცუდი, თუ ჩემს ფოტოს ვდებდი ჩემსავე სოციალურ ქსელში. თან, მე-8 კლასიდან ტრენინგებზე სიარული დავიწყე, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა რეგიონიდან, ამიტომ, მათთან ურთიერთობისთვის და სიახლეების მისაღებადაც მჭირდებოდა facebook-ი. აი, ტელევიზიაში მუშაობა როცა დავიწყე და ეკრანზე მნახეს, იგივე ხალხი, ვინც ამ საშინელებებს ამბობდა ჩემზე, სულ სხვანაირები გახდნენ, მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ – „რა მაგარი გოგო ხარ!“, „გვეამაყები!“ და ა.შ.

ისე გამოვიდა, რომ ჟურნალისტობა ჩემთვის რთულად მისაღწევი პროფესიაა, მაგრამ მე რთული გზებით სიარული მიყვარს და რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი. ამასთან ერთად, მინდა, მშობლებთან ისეთივე ურთიერთობა შევინარჩუნო, როგორიც ახლა მაქვს. ”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

მაკა მენთეშაშვილი, 31 წლის, სოფელი წერეთელი, მარნეულის მუნიციპალიტეტი
”სკოლა აქ, წერეთელში დავამთავრე. ჩემს დროს, ახლანდელისგან განსხვავებით, ქართულ სკოლაში აზერბაიჯანელი ბავშვები არ შემოჰყავდათ და ეთნიკურ უმცირესობასთან შეხება პირველად სოფელ თაქალოში მქონდა, სადაც აზერბაიჯანულ სკოლაში 4 წელი ვასწავლიდი ქართულ ენას. მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატი, შემდეგ, მუშაობის პარალელურად, ილიაუნის მაგისტრატურაში ვსწავლობდი, გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-ქულიანი პროგრამა და ვარ უფროსი მასწავლებელი ქართული ენის მიმართულებით, ასევე, მეორე ენის მიმართულებით აზერბაიჯანული სკოლებისთვის.

თაქალოს აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. იქ ბევრს ეგონა, რომ აზერბაიჯანული ვიცოდი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ – მარნეულში ვცხოვრობდი და როგორ არ მეცოდინებოდა?! თავიდან, იქ ვრჩებოდი ხოლმე, შემდეგ ტრანსპორტმა ინტენსიურად დაიწყო მოძრაობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფლიდან თაქალომდე 25 კილომეტრია, ყოველდღე მივდიოდი და მოვდიოდი.

ქართულის გაკვეთილი ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ. განსაკუთრებით, არაფორმალური განათლების მიღების სურვილი ჰქონდათ. მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი არ ვიყავი, მაგრამ ვცდილობდი, ამ მხრივაც აქტიური ვყოფილიყავი. ბავშვები რადიო პროექტებშიც ჩავრთეთ და ეს ძალიან მოსწონდათ, თუმცა ტრანსპორტის პრობლემა გვქონდა – ერთ ბავშვს მარნეულში წასასვლელ-წამოსასვლელად 8 ლარი სჭირდებოდა და როცა ოჯახში ორი ბავშვია, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდიოდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ და რადიოში 5-6 სტაჟიორი აზერბაიჯანული თემიდან სულ იყო.

აქციებს ვმართავდით სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, აქცია გავმართეთ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო მოტაცების ძალიან ხშირი შემთხვევებიდან გამომდინარე. ჯერ სემინარი ჩავუტარეთ ბავშვებს ამ თემაზე, მაშინ სახალხო დამცველის აპარატს ბროშურები ჰქონდა გამოცემული ადრეულ ქორწინებაზე, მოვითხოვეთ ეს ბროშურები და აზერბაიჯანულ ენაზე დავარიგეთ, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადრეული ქორწინება დასჯადია და 16 წლიდან სასამართლოს ნებართვაა საჭირო. გავაკეთეთ პოსტერები და ქუჩაში მსვლელობა მოვაწყვეთ. აქცია შედეგიანი კი გამოდგა, მაგრამ მერე ვფიქრობდი, ასეთ თემში მსგავსი რამის გაკეთება, ცოტა საშიშიცაა. სხვა საკითხებზეც გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ ამაზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან მართლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა.

დღეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ და როცა იციან, რომ მოტაცების გამო დაისჯებიან, თავის დაზღვევის მიზნით, სანამ სრულწლოვანი გახდება გოგო და არასასურველი ადამიანი მოიტაცებს, წინასწარ ნიშნავენ. მშობლები ამ ნიშნობას იმით ამართლებენ, რომ „რომ მოიტაცონ, მერე მე რა ვქნა, რას ვუშველი?!“ ამ დროს სკოლაში აღრიცხვა ხდება ამ ბავშვის, თითქოს დადის, მაგრამ სინამდვილეში არ დადის და ფაქტობრივად, განათლების მიღება აქვს შეზღუდული. დაახლოებით სამი წლის წინ, სანამ თაქალოს სკოლიდან წამოვიდოდი, მე-12 კლასელი გოგო მოიტაცეს. იმ გოგოს სწავლა ძალიან უნდოდა და საკმაოდ კარგი მომავალი ექნებოდა, გაკვეთილების შემდეგაც რჩებოდა, რომ კომპიუტერზე რაღაცები მესწავლებინა. ვიცოდი, უნდოდა სწავლა, ძალიან მონდომებული იყო და ვცდილობდი, ყველანაირად ხელი შემეწყო. მოიტაცეს და პოლიციამ 2-3 დღის განმავლობაში ვერ იპოვა, მერე, როგორც ხდება ხოლმე, დარჩა და გათხოვდა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვისთანაც შევძელი, ყველას დავუკავშირდი. ძალიან ცუდად ვიყავი, მართლა საშინელება იყო იმიტომ, რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში დადიოდა და სხვანაირი განვითარების სურვილი ჰქონდა, ასე მოიტაცეს და გაათხოვეს.

თვითონ ახალგაზრდებს ადრე გათხოვება ან ცოლის მოყვანა არ სურთ და ამბობენ, რომ არ შეიძლება ეს ხდებოდეს. როცა ამ თემაზე სემინარის ჩატარება შევთავაზე, აბსოლუტურად ყველამ მხარი ამიბა. დარწმუნებული ვარ, ახალ თაობაში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ამას თაობების ცვლა სჭირდება. კანონის გამკაცრებაც საჭიროა იმიტომ, რომ მაშინ, როცა აქცია ჩავატარეთ და კანონის გამკაცრებაზე მიიღეს ინფორმაცია, ცოტა შეეშინდათ.

ახლა სოფელ წერეთლის სკოლაში ვმუშაობ და აქვე ვცხოვრობ. პანდემიის დროს, ბავშვებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი „მომავლის კლუბი,“ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავეხმარეთ. საღამოობით, ფილმების ჩვენებას ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა თემებზე. ბავშვებს ძალიან მოსწონთ არაფორმალური გარემო და მსგავსი აქტივობები.

რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილებს, ამას ორი მხარე აქვს – კარგი ის იყო, რომ ალტერნატიული განათლების მიღების საშუალება გაჩნდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია, როცა ინტერნეტზე წვდომა და კომპიუტერი ყველას არ აქვს. საკმარისი რაოდენობის კომპიუტერის არქონის პრობლემაცაა მაშინ, როცა ოჯახში 2-3 ბავშვია. მასწავლებისთვის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ ხან გარეშე ხმები შემოდის გაკვეთილზე, ხან ბავშვი გავარდება გაკვეთილიდან, ამ დროს, პარალელურ რეჟიმში, გაკვეთილი უნდა ახსნა და წესრიგი შეინარჩუნო. რთული ნამდვილად იყო, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი გვეკეთებინა, იმას ნამდვილად სჯობდა.

მარნეულში ბევრი პროფესიული სასწავლებელია და ეს ძალიან ხელსაყრელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თბილისში წასვლასა და იქ სწავლას ყველა ვერ ახერხებს და ამ ადამიანებს ადგილობრივ დონეზეც აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა – ბიჭებს, გოგონებს, თუნდაც, გათხოვილებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ და ოჯახიდან შორს ვერ მიდიან.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, ბევრი გეგმა მაქვს. ამ ეტაპზე, მინდა, დოქტორანტურაში გავაგრძელო სწავლა. ჩემი ოცნება კი, სოხუმის ნახვაა.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მაკა მენთეშაშვილი, 31 წლის, სოფელი წერეთელი, მარნეულის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა
დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა.

დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის მეტი არაფერი მაინტერესებდა. ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსი და ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენს სოფელში. 15 წლის ასაკში ყველაფერს თავი დავანებე და გავყე. რა სიკვდილად ვთხოვდებოდი?! მაგრამ ძალიან პატარა და უჭკუო გოგო ვიყავი, თან, ეტყობა, პატარა უნდა გავთხოვილიყავი და პატარა დავქვრივებულიყავი… 22 წლისა ვიყავი, როცა ქმარი ავარიით მომიკვდა და ორი პატარა შვილით ხელში მარტო დავრჩი.

გორის მუსიკალურ სასწავლებელში ერთი წელი მქონდა დარჩენილი და სახლში მომაკითხეს, გათხოვების შემდეგ სწავლა რომ გამეგრძელებინა. ჩემმა დედამთილმა – „მაგას სწავლა რომ სდომებოდა, ჩემს შვილს არ გაჰყვებოდაო“ – ასე დამამცირა მათთან და სახლიდან გაყარა. იმ ოჯახში სწავლა-განათლება საერთოდ არ აინტერესებდათ და სასწავლებელი ვეღარ დავამთავრე. წლები, ხან ცხინვალის საავადმყოფოში ვიმუშავე და ხან – სად. გული იმდენად მქონდა აცრუებული, ვამბობდი – მე მუსიკას აღარ მივუბრუნდები-მეთქი, მაგრამ ბოლოს ისევ მუსიკამდე მივედი. ერედვში ძალიან დიდი და კარგი კულტურის სახლი გვქონდა, ბევრი სხვადასხვა ანსამბლით. მე ფოლკორის ანსამბლს ვხელმძღვანელობდი და ბევრი თაობა გავზარდე. ერთად ბევრი გამარჯვებაც გვქონდა, ერედვის კულტურის სახლში ჩემი ოთახის მთელი კედელი ჯილდოებით იყო სავსე.

ეროვნულ მოძრაობაში ბევრი ქალი აქტიურად იყო ჩართული, თბილისში მიტინგებზე ხშირად დავდიოდით და მე, დროშით ხელში, სულ წინა ხაზებში ვიდექი. ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს, რომელიც მთავრობის სახლის წინ იმართებოდა, ქართველმა ქალებმა მთხოვეს, სიტყვით გამოვსულიყავი და როგორც ოსს, მეთქვა, რომ ქართველებს და ოსებს ერთად ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა. იმ დროს ერთი ავტომატიანი სვანი ქალი იყო იქვე და რომ გაიგო, ოსი ვიყავი, გადაირია – ოსი მკვდარი არ არის სანდო და თქვენ ცოცხალს ენდობითო?! ოსის 9 ყური მაქვს უკვე და მაგასაც უნდა მოვაჭრაო, ჩემზე ყურის მოსაჭრელად იწევდა. იმდენი ხალხი შემოგვეხვია და მე ისე შემეშინდა, ცუდად გავხდი. ძლივს მომასულიერეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ქართველებისგან თანადგომის მეტი არაფერი მახსოვს და მარტო დარჩენილს, მთელი ჩემი სოფლის ხალხი გვერდში ისე მედგა, როგორც ოჯახის წევრი და ბავშვებსაც მიზრდიდნენ, ოსების მიმართ ასეთი დამოკიდებულებებიც იყო. ახლა, იმ სვანმა ქალმა რა იცოდა, რომ ოსები მე მოღალატედ აღმიქვამდნენ იმის გამო, რომ ცხინვალს საქართველოდ ვთვლიდი?! რუსები ე.წ. ოსი ხალხის „მტრების“ და „მოღალატეების“ დასასჯელად ერედვში და დისევში რომ შემოვიდნენ, მეც „მოღალატეების“ სიაში ვიყავი. ინფორმაცია მქონდა, რომ უნდა ავეყვანე. ამიტომ, სახლში არ ვრჩებოდი ღამე და სხვებთან ვიმალებოდი. იმ დღეს, როცა დამატყვევეს, დილის ხუთ საათზე ჩემს სახლში ავედი. რუსები თურმე უკან მომყვნენ, ჩამაგდეს ბეტეერში და ცხინვალში წამიყვანეს. იმ წუთებში ყველაფერს დავემშვიდობე – ჩემს შვილებსაც და ჩემს სახლსაც, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რაც არ უნდა მიქნან, საქართველოს დასაზიანებლად არაფერს ვიტყვი-მეთქი. მახსოვს, რომ უზარმაზარ რკინის „ბოჩკებს“ მაჩვენებდნენ – ამ წყალს შენ გიდუღებთო. პერიოდულად კი საპატიმროს კარს აღებდნენ და მეუბნებოდნენ, მალე გაგიყვანთ და დაგწვავთო. ჩემი დატყვევების მეორე დღეს, ისევ ქართველები დამიდგნენ გვერდით. მთელი ჩემი სოფელი ფეხზე დადგა, ხალხი ცხინვალს მიაწყდა და გზები ჩაკეტეს. ამბობდნენ, მაგ ქალს თუ არ გამოუშვებთ, ომს დავიწყებთო. ამ პროტესტმა გაჭრა და ერთი დღის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ ტყვეობიდან ერთი მომენტი დამამახსოვრდა. ჩემთან ოსი ქალი შემოიყვანეს, რომელსაც შვილი მოუკლეს ჩვენკენ ქართველებმა და მეხვეწებოდა, მითხარი, რამე ხომ არ იცი ჩემს შვილზე, სად წაიყვანეს, სად მოკლესო. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი. იგივენაირად იქცეოდნენ ოსები. ქართველი ბიჭები დაიჭირეს და ხეზე მიაბეს, საქართველოზე ამღერებდნენ და თან ცეცხლი წაუკიდეს. ასეთი ამბები რამდენი ხდებოდა, იცით?! ქართველების მიმართ ოსების ბრაზიც არ მოდის უმიზეზოდ, იქაც იმდენი ოსი ახალგაზრდა ჩახოცეს და ისეთი ოჯახები არიან გამწარებული, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი ქართულ-ოსური ოჯახიც ამ კონფლიქტის გამო დაინგრა და გაუბედურდა. ორივე მხარეს მოხდა დანაშაული, რომელსაც ალალი ხალხი ეწირებოდა. საბოლოოდ, 2008 წლის ომის შემდეგ, ყველას მოგვიწია იქაურობის დატოვება და მას მერე კოდაში ვცხოვრობ. აქაც ისევ ბავშვებთან მუშაობა დავიწყე და უკვე მეორე ანსამბლს ვზრდი.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ოსური გვარის გამო არავინ არაფერს დამიშავებდა, მაინც დედის გვარზე გადავედი და ასკილაშვილი გავხდი. ჩემი ქმარიც ოსი იყო, მაგრამ დღეს ჩემი შვილებიც დედაჩემის გვარზე არიან და მათი შვილებიც. ალბათ, ერთდროულად ეს იყო პროტესტიც, რადგან ოსებმა ბევრჯერ მატკინეს გული და შიშიც იმის გამო, რაც 90-იანებში ქართველების მხრიდან ოსების მიმართ მსმენია.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა appeared first on WomenOfGeorgia.

ნონა სამხარაძე, 35 წლის, მარნეული
როგორ გავხდი აქტივისტი

„საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტს ვუწოდებ, თუმცა იყო პერიოდი, არც გენდერი ვიცოდი, რა იყო და ადრეულ ასაკში ქორწინებაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. 2003 წელს, ჩემი 15 წლის დაც გათხოვდა და ეს პრობლემად საერთოდ არ მიმაჩნდა მაშინ. 2005 წელს, შევხვდი ქალს სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც ქალების ორგანიზაცია ჰქონდა, მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე, ატარებდნენ ტრენინგებს და ჩვენც დავაარსეთ ჩვენი პატარა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.”

2006 წლიდან ადგილობრივ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ყველაფერი ვიყავი – პროდუსერი, ჟურნალისტი, მემონტაჟე, დამლაგებელი… ამავე წელს, “ინტერპერესნიუსმა” ერთწლიანი პროგრამა გაგვატარა და მაშინ ვისწავლე, რომ, თურმე, ქუჩის გამოკითხვას როცა ატარებ, მარტო კაცები კი არ უნდა ჩაწერო, მნიშვნელოვანია, რომ ქალებსაც ჰკითხო აზრი, მანამდე მარნეულში მხოლოდ კაცებს ვიწერდით. ადრეულ ასაკში ქორწინებაც რომ პრობლემა იყო, მაშინ აღმოვაჩინე. სიუჟეტებს ვაკეთებდი ამ თემებზე, ძალადობაზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, რატომ არ იყვნენ საკრებულოში ქალები, რატომ იყვნენ ისინი მხოლოდ მდივნები და ა.შ. თუმცა, თავიდან ნაკლებად ვიყავი სენსიტიური ამ საკითხების მიმართ, უბრალოდ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა გამეკეთებინა სიუჟეტი, მივდიოდი და ვაკეთებდი. მერე უფრო დავინტერესდი და სტატიების წერაც დავიწყე ამ თემაზე. ასე შემოვიდა ნელ-ნელა ეს თემა ჩემს ცხოვრებაში.

2010 წელს ავიღე სოროსის გრანტი, გენდერის კვლევების პროგრამაზე რომ მესწავლა. ტელევიზიიდან ლექციებზე დავრბოდი და ეს მარნეულელი გოგო, ოჯახიდან, სადაც ოთხი და ვიყავით, უცებ ფემინიზმში გადავვარდი. თან, ბავშვობიდან მახსოვდა, მამაჩემზე რომ ამბობდნენ, ოთხი გოგო ჰყავს და ერთი ბიჭიც რომ ჰყავდეს, უკვე სრულყოფილი ოჯახი იქნებოდაო. მაშინ მეც მეგონა, რომ მამაჩემსა და ჩვენს ოჯახს მართლა რაღაც აკლდა, რადგან ძმა არ გვყავდა. თვითონ მამაჩემისგან არასდროს მომისმენია, რატომ ბიჭი არ მყავსო. ლუდის ბარში დავყავდით, ლუდს გვასმევდა, ხინკალს გვაჭმევდა, მაშინ ბენზინს ყიდდა “კანისტრებით” და ჩვენც ვეზიდებოდით ამ “კანისტრებს,” არ მქონდა ის მომენტი, რომ გოგო ვარ, „სუსტი სქესი“ და ვერ დავეხმარები-მეთქი. ახლაც მგონია, რომ გენდერის კვლევები საუკეთესო პროგრამაა. მანამდე ფილოლოგი ვიყავი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და ჩემი პირველადი პროფესიაც სულ სხვანაირად გადავიაზრე. მაგალითად, ისეთ ნაწარმოებებს, როგორებიცაა “შუშანიკის წამება,” და “ოთარაანთ ქვრივი,” რომლებსაც სხვანაირად გვასწავლიდნენ, მერე მე კიდე სხვა თვალით შევხედე.

2011 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფს”-ში ვმუშაობ, ეს არის ძალიან დიდი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფორმაციის კოორდინატორი ვარ, ასევე უზრუნველვყოფ, რომ ბენეფიციარი მარტო ფერმერი კაცი არ იყოს და იმ მიზნის მიღწევაში, რაც გვაქვს, თანაბრად იყვნენ ჩართული ქალი და კაცი ფერმერები. სამსახურიდან და დროის სიმცირიდან გამომდინარე, ცოტა მოვწყდი სამოქალაქო აქტივიზმს, თუმცა ფემინიზმი, გენდერული თანასწორობა და ზოგადად, ყველანაირი თანასწორობა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რა ხდება მარნეულში

ყველა ის პრობლემა, რაც საქართველოს დანარჩენ რეგიონებშია, ჩვენთან უფრო მწვავედ დგას.

ძალიან დიდი ჩავარდნებია ადრეული ქორწინების მიმართულებით. როგორც კი ყურადღება მოდუნდება, ტრენინგი აღარ ტარდება, იმდენი დისკუსია აღარაა, საერთაშორისო ორგანიზაცები არ აქტიურობენ, მაშინვე იზრდება შემთხვევების რაოდენობა. ვიცი ფაქტები, როცა სკოლის დირექტორი ურეკავს გოგოს, შემოწმებაზე მოდიან, მოდი, დაენახე და წადიო. არადა, ამ დროს გოგონა გათხოვილია და ასე მალავენ. სკოლის დირექტორებიც იმ თემიდან არიან გამოსული და შეიძლება, თავის დროზე, თვითონაც ადრეულ ასაკში დაოჯახდნენ. ერთდღიანი ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები არ მოქმედებს, თუ ვინმემ არ დააშინა და არ უთხრა, რომ ციხეში ჩაჯდებიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ამ თაობამ 50 წელი ასეთ რეალობაში გაატარა. ზოგადად, მარნეულში, სამართლებრივი კუთხით სახელმწიფო დიდ დათმობაზე მიდის, ხალხმა იცის, რომ ჯარიმას გადაიხდის და ეპატიება, თან გვერდით ხედავს, რომ არ დაისაჯა მისი მეზობელი, მისი მეგობარი და ა.შ.

ასევე, დიდი პრობლემაა, როცა სამშობიაროში იგებენ, რომ გოგო – დედა არასრულწოვანია და როცა ბავშვი ჩნდება, ამ დროს აკავებენ მამას სამშობიაროში. ეს არის ძალიან დაგვიანებული პრევენცია. როცა ამაზე პროკურატურასთან ვსაუბრობთ, გვეუბნებიან, რომ თვითონაც ჩიხში არიან ამ მხრივ. ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, გრძელვადიანი პროგრამა უნდა გაწეროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რესურსცენტრმა, სოციალურმა სამსახურმა და უნდა იყვნენ თანმიმდევრულები ამ მიმართულებით.

მარნეულში გაიხსნა კრიზისული ცენტრი, ძალიან კარგია, რომ გაიხსნა და ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ვერ მუშაობს. მხოლოდ 6 საქმე ჰქონდათ შვიდი თვის განმავლობაში, მიმართვიანობა არაა. ქალები მეუბნებიან, “კრიზისული ცენტრი” რომ აწერია და ვინმემ დაგვინახოს, იქ შევედით, გვესირცხვილებაო. ჩვენთან სულ სხვა მიდგომებია საჭირო, რომ ამ ცენტრმა იმუშაოს, ადგილობრივი კონტექსტია გასათვალისწინებელი. ცენტრი რომ გაიხსნა, ეძებდნენ აზერბაიჯანულენოვან იურისტს, მოთხოვნები ჰქონდათ ისეთი… აუცილებლად იურისტი, აზერბაიჯანულენოვანი, დიპლომიანი. მე სულ არ ვარ იურისტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კრიზისულ ცენტრში ძალიან კარგად ვიმუშავებ, ამ ცოდნით არა ვარ, მაგრამ სხვა უნარები მაქვს. მარნეულში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იურიდიული განათლება, მაგრამ იციან ენა და არიან სენსიტიური ამ პრობლემების მიმართ. ხომ შეიძლება, ასეთი დაასაქმო?! ამ სტანდარტული მიდგომების გამო, ვერ იპოვეს კადრი, რომელიც ქალებთან იმუშავებს.

ყველა სოფლის რწმუნებული კაცია და კარანტინის დროს გვქონდა პრობლემა – ჩაიკეტა მარნეული და აქ არის ისეთი სოფლებიც, სადაც მაღაზიები არაა. ხალხს უთხრეს, რწმუნებულებს დაუკავშირდით და ყველა პრობლემას მოგიგვარებენო. ქალები გვწერდნენ, რომ რწმუნებულის მანქანაში არ ჩასხებოდნენ, რადგან არ უნდოდათ, მეზობელს დაენახა. ეს ცალკე პრობლემაა, რომ არ სხდებიან მანქანაში და სხვანაირიად უნდა ვებრძოლოთ ამას, მაგრამ არცერთი რწმუნებული ქალი რომ არ გვყავს, 35 ადამიანიდან, საკრებულოში რომ ერთი ქალი არაა, ესეც დიდი პრობლემაა. მერე წუწუნებენ, სოფლებში რომ ჩავდივართ, ქალები არ გამოდიან და არ გვესაუბრებიანო. ქალთა პოლიტიკურ კვოტას ამიტომ ვუჭერ მხარს.

პრივილეგირებული ქალები რომ ამბობენ ხოლმე, მე გაძლიერებული ქალი ვარო, სანამ მათთნაირ ქალებს მივიღებთ აზერბაიჯანულ თემში, მანამდე რა ვქნათ?!

აქ ქალები უფრო არიან ინფორმაციულ ვაკუუმში და ქართული ენის ცოდნის საკითხიც ქალებში უფრო მწვავედ დგას. მერვე კლასიდან რომ გამოიყვან გოგოს და არანაირ განათლებას არ მისცემ… ვიცი ქალები, რომლებსაც ჭიშკრიდან გამოსვლის უფლება არ აქვთ. ამას წინათ, ქართულ თემშიც გავიგე ოჯახში ძალადობის ორი შემთხვევის შესახებ, თან საკმაოდ განათლებულ, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებში. ერთ გოგოზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა, სცემდა, სანამ მშობლების სახლში არ სცემა, ხმა არავის ამოუღია. მშობლებს უთქვამთ, აქამდე რატომ არ თქვიო, მე კიდევ მგონია, რომ შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო, როცა შენი შვილი ძალადობის მსხვერპლია. მეორე შემთხვევაში, ქმარი სახლიდან არ უშვებდა ცოლს და დამოკიდებულება იყო ასეთი – კარგია, რომ არ ძალადობს და მხოლოდ სახლიდან არ უშვებსო. საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია, რა სიტუაციაა ამ მხრივ აზერბაიჯანულ თემში. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს კავშირები, კონტაქტები, მხოლოდ სომხურ და ქართულ თემში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ მაქვს ინფორმაცია. ესეც ხომ პრობლემაა?! აზერბაიჯანული თემის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცით, რადგან იქ უფრო მეტი მორჩილებაა და ინფორმაცია არ გამოდის. ალბათ, ისიცაა, რომ გაცნობიერებულიც ნაკლებად აქვთ, რა არის ძალადობა.

მე და ოლგა ენდელაძეს გადაცემა მიგვყავს რადიოში, გვინდა, რომ რადიოს სათემო სივრცე გამოვიყენოთ ქალებისთვის, ვიწვევთ ადგილობრივ ქალებს, ვალაპარაკებთ სხვადასხვა თემებზე: პოლიტიკაზე, ძალადობაზე, ბიუჯეტზე და ა.შ. ძალიან გვიჭირს ისეთი რესპონდენტის მოძებნა, ვინც ხმამაღლა ისაუბრებს, მაგრამ არ ვეძებთ სტატუსიან, ვეძებთ ჩვეულებრივ ქალებს.

ხშირად მეკითხებიან, თბილისში რატომ არ გადადიხარ საცხოვრებლადო. ჩვენთან ასეა – თუ კარგი ხელფასი გაქვს, აზროვნებ, მანქანა გყავს, უნდა იცხოვრო თბილისში, მარნეულში ცხოვრება “ტეხავს.” ბევრი მართლა გადადის და მერე თბილისიდან დადიან სამსახურში მარნეულში, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. მე არ ვაპირებ მარნეულიდან წასვლას, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენნაირი ადამიანები აქ დარჩნენ.

ჩემს ცხოვრებაშიც იყო მომენტი, როცა მერვე კლასში თბილისის სკოლაში გადამიყვანა დედაჩემმა. სულ ვეუბნები, რას მერჩოდი-მეთქი. ბავშვები დამცინოდნენ კილოზე, იმაზე, რომ მარნეულიდან, სოფელ წერეთლიდან ვიყავი. ახლა არ ვიცი, როგორი სიტუაცია და დამოკიდებულებებია ამ მხრივ თბილისში. ძალიან მინდა, რომ კილოზე, წარმომავლობაზე დაცინვა აღარ იყოს, რადგან, ბევრი წლის წინ, ეს მეც გამომიცდია და ამ დაცინვამ მაიძულა ის, რომ ერთი პერიოდი მრცხვენოდა, მარნეულიდან რომ ვიყავი.

ოჯახი

ჩემი ქმარი სომეხია და აქვს ლოგონევროზი, მეტყველების პრობლემა. 2008 წელს გავიცანი, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდა და დევნილებს ეხმარებოდა, მე მაშინ ჟურნალისტი ვიყავი და ასე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან მომეწონა. მისი ეროვნება და ლოგონევროზი ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა, თუმცა იყო წინააღმდეგობებიც, არა ჩემი ოჯახის მხრიდან, უფრო სხვების მხრიდან. მახსოვს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ჩემი ოჯახის ახლობლებიც იყვნენ, ერთმა ქალმა ჩემი და გაიყვანა და ჰკითხა, ესაა ის ბიჭი, შენი და რომ ცოლად მიჰყვებაო. სომეხია, თან მეტყველების პრობლემა აქვს და დააშორეთ, არ მისცეთ ამისი უფლებაო. ჩემს ზურგს უკან სულ მესმოდა ასეთი საუბრები. როგორც ქალებში გვაქვს რაღაც სტანდარტები, ასევეა კაცებშიც, რომ აუცილებლად ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს და “ძე”-სა და “შვილი-”ზე მთავრდებოდეს მისი გვარი. ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი შვილები სომხები არიან. ჩემი უფროსი შვილი 2011 წელს დაიბადა, მაშინ ჩემი ფემინისტური შეხედულებებიდან გამომდინარე, მინდოდა, ორი გვარი ჰქონოდა, მამის და დედის. რამდენიმე თვე ორივე გვარი ჰქონდა, მაგრამ იმდენად ბევრი პრობლემა შემექმნა, თუნდაც ექიმების მხრიდან, მეკითხებოდნენ – “რააა? რა გვარიი?” “რომელი დავწერო?” ძალიან შევწუხდი ამით და ტექნიკურადაც ბევრი ხარვეზი გაიპარა ჩემი შვილის საბუთებში, მერე ჩემს ქმარსაც ეკითხებოდნენ, შენც ხომ არ გადახვედი ცოლის გვარზეო. ამის გამო, ისევ ერთი, მამის გვარი დავუტოვე. ჩემი ქმრის ბებია ქართველია, მაგრამ ამისი ხაზგასმაც არ მინდა, ანუ, მერე რა? ქართველი ბებია რომ ჰყავდა, უკეთესი სომეხია?! მას ენობრივი ბარიერი არ აქვს, ქართულად თავისუფლად საუბრობს და ფიქრობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. ამბობს, ის რომ მითხრას ვინმემ, რა კარგია, ქართული რომ იცი, თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობო. ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვს, აქტივისტია, ახლაც ხელმოწერებს აგროვებს, რომ სათამაშო მოედანი გაკეთდეს. არ ფიქრობს, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქეა, რადგან სომეხია.

მე რომ ვამთავრებ ფემინიზმზე საუბარს, ჩემი ქმარი აგრძელებს. ოჯახის საქმე თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. ძალიან დიდი მხარდამჭერია ქალების და კარგად ესმის, რომ ჭურჭლის რეცხვა ჰიგიენის საკითხია და არა აუცილებლად ქალის საქმე. იცის, რომ ბავშვს როცა აჭმევს, ქალს კი არ ეხმარება, უბრალოდ, თავის შვილს აჭმევს და ეს მისი ვალდებულებაცაა. ამის სასწავლად ტრენინგი არ გაუვლია და არც ჩემთან შეხვედრის მერე შეცვლილა. ქართული და სომხური აღზრდა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და როცა ვეკითხები, როგორ ხარ ასეთი-მეთქი, ასეთ ოჯახში გავიზარდეო, მპასუხობს. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს და თავიდან ბოლომდე თანხვედრაშია ჩვენი ღირებულებები.

ჩემს შვილებს ვასწვალი, რომ ორი კულტურის მატარებლები არიან, ამით უნდა იამაყონ და არასდროს უნდა შერცხვეთ. ძალიან კარგად მომყვებიან ამ დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, არ დაიჩაგრებიან.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნონა სამხარაძე, 35 წლის, მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.

აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი
“საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა.

მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი გვყავდა. ენის სწავლების ნაცვლად ამ ენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამიჩინა და მხოლოდ იმიტომ ვასრულებდი დავალებებს, რომ არ დავსჯილიყავი.

მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა უფროსების საუბარს ყური მოვკარი, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნების გამოთქვამიდან ციტატა მოიყვანეს – „საქართველო მხოლოდ ქართველების ქვეყანაა“. წარმოიდგინეთ, როცა ჩამოყალიბების პროცესში ხარ, როგორც ადამიანი და გესმის ასეთი წინადადება, რამხელა ზემოქმედების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდე უცებ. თითქმის ერთი თვე, ყოველდღე ამ სიტყვებსა და მის მნიშვნელობაზე ვფიქრობდი და ვიაზრებდი, როგორ ხდებოდა ჩვენი დევნა ჩვენივე საცხოვრებელი ადგილიდან. ამანაც ნიადაგი მოუმზადა იმ პირვანდელ განწყობას, რაც ჩემი ქვეყნის მიმართ მქონდა. ამიტომაც ვაპირებდი, მე-9 კლასის მერე აზერბაიჯანში საცხოვრებლად გადავსულიყავი.

მე-9 კლასში რომ გადავედი, ერთ-ერთი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სოფელში ქართული ენის ახალი მასწავლებელი ჩამოვიდა. მის გაკვეთილზე ცნობისმოყვარეობის გამო შევედი. ახალი ადამიანი იყო და მაინტერესებდა. პირველივე ჯერზე ისეთი მოჯადოებული დავრჩი მისი პიროვნებით, რომ გაკვეთილებზე აქტიურად დავიწყე სიარული. ამ ქალმა შემაცვლევინა დამოკიდებულებაც და მსოფლმხედველობაც. ქართული ენის სწავლების გარდა, აზერბაიჯანელი ბავშვები, რომლებიც სოფლის იქით არ გავსულვართ, დავყავდით ექსკურსიებზე, ვაწყობდით კონკურსებს და ღონისძიებებს. მაშინ მივხვდი, რომ სხვა საქართველოც არსებობდა, რომელსაც მე ვეკუთვნოდი. მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მინდოდა ცხოვრების გაგრძელება და ეს პირველ რიგში, ქართული ენის სრულფასოვანი სწავლით უნდა დამეწყო.

მე-10 კლასში სამოქალაქო ბანაკში მივიღე მონაწილეობა. მაშინ ენის სწავლა ახალი დაწყებული მქონდა და კარგად არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ, სწორედ ენის ბარიერის გამო, ბანაკში თვითგამოხატვა ვერ შევძელი. მეშინოდა, რაღაც სიტყვას თუ არასწორად ვიტყოდი, დამცინებდნენ და ჩუმად ვიყავი. პრიზიც კი მომცეს, ყველაზე მშვიდი მონაწილე, რაც ერთდროულად პასიურ მონაწილესაც ნიშნავდა. ამ ფაქტმა ცუდად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ იმ დღესვე ჩემს თავს პირობა მივეცი: „აითაჯ, შენ ქართულს ისე ისწავლი, რომ შენსა და ქართველს შორის განსხვავებას რთულად დაიჭერენ“ და ასმაგი მონდომებით შევუდექი მუშაობას. შესვენებაზე ყველა გარეთ რომ გადიოდა, ვიჯექი კლასში და ვკითხულობდი “ვეფხისტყაოსანს”, “შუშანიკის წამებას” და სხვა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც აზერბაიჯანულ სკოლებში არ ისწავლებოდა.

ერთი წლის შემდეგ, გალაკტიონის ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. კონკურსი არაქართველი სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდებოდა. ჩემი გამოსვლის მერე ჟიურიმ არ დაიჯერა, რომ მე ქართულენოვანი არ ვიყავი. ამიტომაც პირადობის მოწმობა მომთხოვეს, რომ დარწმუნებულიყვნენ ამაში. ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ მე ჩემი თავისთვის მიცემული პირობა შევასრულე და ეს იყო ჩემი გამარჯვება. მაგის მერე მივხვდი, რომ ყველაფრის კეთება შემიძლია.

თანდათან პარალელს ვავლებდი აზერბაიჯანულ ცხოვრებასთან. აქაური, ჩვენებური თავისუფლება მიყვარს, რაც იქ არ არის. აქაური აზროვნება მიყვარს, ადგილები და ბუნება მიყვარს. უკვე, როცა ბევრ ქართველთან მომიხდა კომუნიკაცია, იმაშიც დავრწმუნდი, რომ ის მტკივნეული გამონათქვამი – „საქართველო ქართველებისაა“ – არ გამოხატავს ბევრი ადამიანის აზრს და არსებობს სხვა დამოკიდებულებაც, რაც ჩვენი, ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმღებლობაში მდგომარეობს.

ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ადამიანი ვიყავი და განათლების გაგრძელება მინდოდა. ჩვენს თემში არსებობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. განსაკუთრებით მაშინ, 5 წლის წინ, გოგონებს უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევდათ განათლების მისაღებად და ამ მხრივ, ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა. ეთნიკურად არაქართველებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში არსებობს ასეთი პროგრამა 4+1, რაც 1 წელი ქართული ენის მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობს. თუმცა, მე როგორც ქართველები აბარებენ, ისე ჩავაბარე, მოსამზადებლის გარეშე. ესეც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ჩემს უნივერსიტეტში საერთოდ არ იყვნენ არაქართველი სტუდენტები და იქ მქონდა კულტურული შოკი. 18 წელი სულ სხვა კულტურაში რომ გიწევს ცხოვრება და უცებ ჩნდები სხვაგან. ეს პერიოდიც მეგობრების მხარდაჭერით დავძლიე.

მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა კერძო სექტორში ჩემი სპეციალობით, ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი. თუმცა, მეორე მხრივ, გამიჩნდა უკვე აგრესია საკუთარი თემის მიმართა, იმის გამო, რომ არ საუბრობდნენ ქართულად. ჩემს მშობლებს ვადანაშაულებდი, რომ არ იცოდნენ ენა. რა პასუხიც არ უნდა ჰქონოდათ, არ ვიღებდი. მოგვიანებით, ეს კრიტიკული დამოკიდებულება გადავიაზრე და მათი გაგება დავიწყე. დედაჩემს საინტერესო ისტორია ჰქონდა ამ მხრივ. მისი ქართულის მასწავლებელი სკოლაში ყოფილა ეთნიკური ნაციონალიზმით ანთებული ადამიანი. ქართულის გაკვეთილი იმ დროს კვირაში ერთხელ ტარდებოდა. ეს მასწავლებელი ბავშვებს ეთნიკური იდენტობის ნიადაგზე ჩაგრავდა და პირდაპირ მიანიშნებდა, როგორ სძულდა ისინი, როგორც ადამიანები. მეტიც, იმასაც კი ეუბნებოდა, რომ ცემას იმსახურებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს ხელს ვერ შეახებდა, ამიტომ თავს იკავებდა დასჯის ამ მეთოდისგან. შედეგად, დედაჩემში ჩამოყალიბდა ის გრძნობა, რაც თავიდან მე მქონდა – მიუღებლობა ქართული ენის მიმართ, თუნდაც იმ ერთი მასწავლებლის გამო. მას არ გაუმართლა ჩემსავით და არ შეხვდა ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარებოდა მას ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შეცვლაში.

ახლა სამოქალაქო მოძრაობა „სალამი“-ს წევრი ვარ და ადგილობრივი თემის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. მჯერა, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივალთ ცვლილებებამდე.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

შალალა ამირჯანოვა მარნეული
შალალა ამირჯანოვა მარნეულში, ე.წ. „წითელ წონაში“ ცხოვრობს. ის მოხალისეობრივად ეხმარება მარტოხელა დედებსა და მოხუცებს იმ შემოწირულობით, რომელსაც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რეგიონში გზავნიან. „ქალები საქართველოდან“-ს გააქტიურებული აქვს ვებრგვერდზე www.womenofgeorgia.ge დონაციის ფუნქცია, რომელიც PayPal- ის მეშვეობით გაძლევთ შესაძლებლობას თქვენც მიიღოთ შემოწირულობის შეგროვებაში მონაწილეობა იმ ქალებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„23 მარტს, მთავრობის განცხადების შემდეგ პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ჩემ გარშემო არაქართულად მოსაუბრე ყველა ახლობელს დავურეკე და დაწვრილებით მოვუყევი კორონა ვირუსზე ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ. იმავე ღამით, დამიკავშირდნენ მერიიდან და დილის 5 საათამდე აზერბაიჯანულ თემში გასავრცელებელ ინფორმაციას ვთარგმნიდი ვირუსის შესახებ.

ჩვენს თემში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. აქ ადამიანები კოლექტიურად აზროვნებენ და თუ ზუსტად და ზედმიწევნით მიაწვდიან ინფორმაციას, გამორიცხულია ინდივიდუალური ინტერპრეტაციები ან დაუმორჩილებლობა. ცხადია არ ვიტყვი იმას, რომ პრემიერ მინისტრის განცხადებამდე მარნეულის მოსახლეობამ არ იცოდა კორონას არსებობის შესახებ. სავარუდოდ ამას აზერბაიჯანული არხებიდან მაინც გაიგებდნენ. მე დავაზუსტებ, რომ მათ არ ქონდათ უფრო დეტალური ინფორმაცია, რომ უკეთ გაეაზრებინათ საშიშროება და აღექვათ პანდემიის სერიოზულობა. ხშირად ენის არ ცოდნა და საინფორმაციო არხებზე ხელმიუწვდომლობაა ბარიერი მოსახლეობისთვის.

თუნდაც ის პირველი ინფიცირებული პაციენტი გავიხსენოთ, რომელსაც მეც ვიცნობ პირადად. ის ქალი ძალიან დიდი ხანია ბევრ დაავადებას ებრძვის და იმდენი სიმპტომი აქვს, რომ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი ვირუსის მატარებელი იქნებოდა. რომ ცოდნოდა მკაფიო რეკომენდაციები სიმპტომების შესახებ, რომელსაც ახლა ყველა არხზე 5 წუთში ერთხელ აცხადებენ, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას და უფრო ადრეც შეატობინებდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს მოსახლეობაში აჟიოტაჟი ატყდა: ყველა გარეთ გამოვიდა და ბირჟებს მიაშურა, რადგან ამ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღების საშუალება ეს ადგილია. მარნეულის მიმდებარე სოფლებში ბევრს არ აქვს ინტერნეტი ან ქართული არხები, რადგან გაყვანილობა ზოგ ადგილას არც არსებობს. ვინც ქართული ვიცით, ისინი ვავრცელებთ ინფორმაციას ყოველდღიურად.

მე ვარ ერთ-ერთი იმ აზერბაიჯანელი ახალგაზრდებიდან, ვინც სრულყოფილად ფლობს ქართულს. ენის ბარიერთან ერთად ნდობის საკითხის პრობლემაცაა თემში: ჩვენს რეგიონში ენას ფლობენ ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ან სტუდენტები არიან ან ოფიციალურად დასაქმებულები. ხშირად არის, როცა უფროსი თაობა არ ენდობა ახალგაზრდებს, ამიტომ მათგან მიტანილი ამბავი კიდევ ცალკე გადამოწმებას საჭიროებს. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ წლების გამნავლობაში აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენის გაღვივებამ, ჩვენი თემი მუდმივი თავდასხმის მოლოდინისა და თავდაცვის აუცილებლობის რეჟიმში ჩააგდო. ესეცაა, ერთგვარი ფაქტორი იმისა, რომ კორონა ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება პროვოკაციად უფრო მიიღეს, ვიდრე რეალურ საფრთხედ.

ჩვენი მხრიდან დანახული რეალობა ასეთია, რომ მუდმივად ვებრძვით ქსენოფობიაზე დაფუძნებულ სიძულვილს. განა მარტო ენის არცოდნის გამო გვაკრიტიკებენ?! ხშირად აგრესია წამოსულა იმაზე, რომ განათლებას ვიღებთ ქართულად და ჩვენს სამშობლოდ საქართველოს მოვიაზრებთ. სააუკენეებია აქ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და არ უნდა გვიწევდეს იმის მტკიცება, რომ ჩვენც გვიყვარს ქართული კულტურა და საქართველო.

ბოლო რამდენიმე წელია ქართულის სწავლის კუთხით სერიოზული ძვრებია რეგიონში. თუმცა სასწავლო პროგრამებით ის ახალგაზრდები სარგებლობენ, ვისაც ამის მატერიალური რესურსი აქვთ, რადგან თბილისში ცხოვრება და სწავლა არაა მარტივი. ბოლო წლებში მარნეულიდან უფრო მეტი გოგო მიდის უმაღლეს სასწავლებლებში და ეს არაფორმალური განათლების და ცნობიერების ამაღლების დამსახურებაა. როლური მოდელები როცა ყავთ ახალგაზრდებს, უფრო მეტად ეძლევათ მოტივაცია თავადაც განვითარდნენ და მიბაძონ სხვებს. აი, უფროს თაობაში რთული მდგომარეობაა. მათ არც სასკოლო განათლება მიუღიათ ქართულად და არსებულ პროგრამებზეც, როგორც ვთქვი, მხოლოდ პრივილეგირებულ ფენებს შეუძლიათ მოხვედრა.

მარნეულში საგანგებო მდგომარეობის შედეგად ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქალები, მარტოხელა დედები, რომლებიც თვითდასაქმებულებად ითვლებოდნენ. მარნეულში ბევრი ქალის ყოველდღიური შემოსავალი პირდაპირ მიბმულია სარესტორნო და სარიტუალო მომსახურებასთან. დალაგებისა და ჭურჭლის რეცხვიდან მიღებული დღიური 20 ლარის გარდა, სამუშაო ადგილიდან მზა საკვების წამოღებაც შეეძლოთ. ახლა ამ გზით დასაქმებული ქალები გაურკვეველი ვადით რჩებიან სახლში და წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ შეიძლება გაიტანონ თავი.

ასევე რთულ მდგომარეობაში არიან მოხუცი ქალები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და პრაქტიკულად ამ საგანგებო პირობებში არავინ არ ყავთ, ვინც დაეხმარება და პროდუქტით მოამარაგებს. სამოქალაქო მობილიზაციის იმედად არიან დარჩენილები: შემოწირულობებს ვაგროვებთ და ეკიპირებულები დავდივართ მათთთვის 2 კვირიანი სურსათ-სანოვაგის დასარიგებლად, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ გარეთ გადაადგილების აუცილებლობა. ამ მოხუცი ქალებისთვის მაღაზიაში ჩასვლა სოციალიზაციის ერთადერთი საშუალება იყო.

ძალიან ბევრმა ქალმა ჩვენს თემში დაკარგა თავისუფლება. რას ვგულისხმობ იცით? სამუშაო ადგილი ქალებისთვის გარეთ გასვლის შესაძლებლობა იყო. ასევე თუნდაც დიასახლისები როცა რჩებოდნენ მარტო სახლში, კაცების გარეშე, ეს პერიოდი მათი დასვენების და საკუთარი თავის მიხედვის დრო იყო. ახლა ქალს დაუსრულებელად უწევს შრომა ოჯახში, თან ოჯახის ყველა წევრი სახლშია და წარმოიდგინეთ ქალის დავალებების სია როგორ იზრდებაა!

ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ ამ კრიზის პერიოდში ყველას ვერ დაეხმარება სახელმწიფო, მაგრამ მინიმალური სოციალური დახმარების სქემა უნდა გადაიხედოს.

ასევე არის მოლოდინები, რომ ძალადობის შემთხვევები გაიზრდება, თანაც აქ ყველაზე ნაკლბეად აქვთ ნდობა პოლიციისა და სახალხო დამცველის მიმართ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ შიგნით თემში არის მზაობა, სახელმწიფოს დახმარება იმით გაუწიონ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. “

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: შალალა ამირჯანოვა/გედა დარჩია

The post შალალა ამირჯანოვა მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.

ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი
„ნიკოლოზმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი და მეც ახალი პროფესია მაპოვნინა.

4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე მარცხენა თვალზე თეთრი წერტილები და მივხვდი, რომ ექიმების პროგნოზის საპირისპიროდ მდგომარეობა უარესდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ექიმსა და პაციენტის მშობლებთან კომუნიკაცია, რაც ზოგადად მშობლის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომ მან თავის მხრივ შვილიც გააძლიეროს. მუდმივად ვსვამდი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებდი. მე, როგორც მშობელს მაინტერესებდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, რისი მოლოდინი. ახლა ვთვლი, რომ ეს პერიოდი უბრალოდ დრო დავკარგეთ. შესაძლოა ნიკოლოზის სრული გამოჯანმრთელება ვერ მომხდარიყო, მაგრამ ეს შედეგიც არ დადგებოდა: თურქეთში ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ნიკოლოზს 4 წლის ასაკში ენუკლეაციის (თვალის ამოღება. ავტ. შენიშვნა) ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში მკურნალობის შედეგად მარჯვენა თვალი გადავურჩინეთ. ნიკოლოზი ახლა 8 წლისაა და მცირედმხედველის სტატუსის მქონეა, მარჯვენა თვალში -12 მხედველობა აქვს და მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსში შეუძლია საგნების აღქმა.

მცირე ასაკიდან იმდენი ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, შეეჩვია უკვე თავის მდგომარეობას. ახლა 8 წლისაა და ძალიან ბევრი სიფრთხილე მართებს. მაგალითად აკრძალული აქვს სპორტის სახეობები, არადა თვითონ ისე უნდა! გარშემომყოფი ბავშვები გაფრთხილებული მყავს, რომ ბურთით თამაშისას ნიკოლოზს განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ. ერთხელ გააპროტესტა, წრეში ბურთის თამაშის დროს მე რატომ არ მესვრიან ძლიერად ბურთსო. ექიმებმა აგვიკრძალეს ასევე ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება. არადა 21-ე საუკუნეში რთულია ბავშვს ეს ყველაფერი დაუშალო. ჩვენ ოჯახში ცხოვრების სტილიც შევცვალეთ – ნაკლებად ვუყურებთ ტელევიზორს.

ხშირად ხდება, რომ ოჯახში სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, ქმრები ან ტოვებენ ოჯახს ან ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობაა. ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. ჩემი ქმარი, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო ნიკოლოზის მოვლაში და ერთი წუთითაც არ მოგვცილებია გვერდიდან ოპერაციების და მკურნალობის ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ბავშვის მოვლაშიც გიორგის ყველაზე მეტად ვენდობი. თუ მიწევს ტრენინგზე წასვლა სხვა რეგიონში, ბავშვებს გიორგის ვუტოვებ. ნიკოლოზი მედიკამენტოზურ მკურნალობას მუდმივად საჭიროებს, ასევე მისი თვალის პროთეზი პერიოდულად დასამუშავებელია. ეს პროცედურები მხოლოდ ჩემი ქმრის პასუხისმგებლობაა.

მე პროფესიით ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და ბოლნისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი. როცა ნიკოლოზი სასკოლო ასაკის გახდა, ძალიან მინდონდა ინკლუზიურ სკოლაში ესწავლა. ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლა, სადაც უსინათლოებისა და მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემოა, თბილისშია. ნიკოლოზი ისე იყო ჩვენზე მოკედლებული, რომ ბავშვის და ჩვენი ფსიქოლოგიური მდომარებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა მისი სკოლა-ინტერნატში გაშვება. არადა გარშემო ყველა მირჩევდა, სპეციალიზირებული სკოლით მესარგებლა. თუმცა მაინც გამოვიყენე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა და ბოლნისში იმ სკოლაში მოვიყვანე, სადაც მე ვასწავლი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე მიზეზი ქონდა: რადგან ნიკოლოზმა მომავალი ამ ქალაქში უნდა გაატაროს, თბილიდან დაბრუნებულს ძალიან გაუჭირდება თავის ტოლებში ადაპტირება, უცხოდ იგრძნობს თავს და იზოლაციაში ცხოვრებისთვის იქნება განწირული. ამ სკოლაში კი თავის თანაქალაქელებთან იზრდება, ყველა იცნობს, მეგობრობენ და მისი, როგორც „განსხვავებულის“ ან „უცხოს“ აღქმის რისკები თითქმის არ არსებობს.

თუმცა უდიდეს სირთულეს წავაწყდი. სკოლა, რომელიც ღიაა ინკლუზიური განათლებისთვის სრულიად გამოუცდელი დახვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. პედაგოგებს კი ქონდათ გავლილი ინკლუზიური განათლების საფუძვლები, მაგრამ არ არსებობდა სეპც.მასწავლებელი, რომელიც ბავშვის საჭიროებებს მოარგებდა სასწავლო პროცესს. რაიონის მასშტაბით არ არსებობდა ასეთი სპეციალისტი. სხვათა შორის ამის გამო ჩვენს რეგიონში რამდენიმე უსინათლო მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებას. აქ ვხედავ ზუსტად ჩვენი განათლების სისტემის შეცდომას: ჯერ ინკლუზიის შესახებ მიიღეს კანონი და მერე დაიწყეს სპეც.პედაგოგების მოძიება. ეს კი ძალიან აფერხებს სკოლას, მშობელს და ცხადია მოსწავლის განვითარებასაც.

ამიტომ გადავწყვიტე მე თავად გავმხდარიყავი სპეც. მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და ტრენინგი გამევლო. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასერთიფიკატო კურსში და გავხდი მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი. ეს სპეციალობა მოიაზრებს უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების დასწავლას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საყოფაცხოვრებო პირობებში დამოუკიდებლად იცხოვრონ და თავი იხსნან იზოლირებულობისგან. მაგალითად გასწავლის, როგორ მოიხმარო თეთრი ხელჯოხი, სივრცის აღქმას, ბარიერების იდენტიფიცირებას. მახსოვს, როცა ეს ცოდნა პირველად ნიკოლოზთან გამოვიყენე, რა უცებ მივიღე შედეგი. ნიკოლოზი ისე ფრთხილად დადიოდა, გარშემო ყველგან ბარიერი ეგონა. გვერდით თუ ვინმე ჩაუვლიდა, შფოთვები ეწყებოდა. ჯერ სკოლის დერეფნები შევასწავლე: ერთ გაკვეთილზე ერთი კედლის სივრცითი აღქმა, მეორეზე- მეორე კედლის. ბოლოს დავალება მივეცი, ამ დერეფანში დამოუკიდებლად გაერა. (მანამდე ხელჩაკიდებული დამყავდა სულ). ადგა და გაიქცა და გამოიქცა და ბედნიერმა მითხრა, რამდენი ხანია ასე მინდოდა ამ დერეფანში მერბინაო.

სივრცეში ორიენტაციის სწავლების პარალელურად სასწავლო მეთოდოლოგიაც ვისწავლე. ფაქტობრივად სიბნელეში ხელის ცეცებით და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვებით ვსწავლობდი, როგორ გამემარტივებინა ჩემი შვილისთვის სასწავლო პროცესი. ნიკოლოზი ჩვეულებრივ ბადიან ან ცალხაზიან რვეულს როგორც სუფთა ფურცელს, ისე აღიქვამდა. ამიტომ მე ხელით, კონტრასტული მარკერით ვუხაზავდი, რომ მწკრივში წერა შეძლებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ არსებობს გამადიდებელი წამკითხველი ხელსაწყო, რომელმაც კითხვის პროცესი ძალიან გაამარტივა. ისეთი არამეგობრული შრიფტითაა დაწერილი სასკოლო წიგნები, ბავშვს კი არა, უფროსსაც გაუჭირდება ხანდახან აღქმა.

პრაქტიკულად სულ ნიკოლოზის გვერდით მიწევს ყოფნა. მასთან უშუალო მუშაობის გარდა, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებითაც ვარ დაკავებული. ნიკოლოზის ყველა მასწავლებელს ახლა სპეც-პედაგოგის საბაზისო უნარები აქვთ. მაგრამ ამას ჩვენს თემში ჩვენ თვითონ ვახერხებთ. სახელმწოფოს თანადგომას კი ვერ ვრძნობთ. მე პირადად ჩემი ბევრი პირადი ინტერესი და ავტონომიურობა დავთმე ნიკოლოზის სასარგებლოდ. არადა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვის და ნიკოლოზის განვითარებისთვისაც ძლიერი და მცოდნე ინსტიტუციების მხარდაჭერა.

დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის კურსის გავლით და მინოლოზთან მუშაობით, გამოვიყენო ამ საჭიროების მქონე დასახმარებლად ჩვენს რაიონში. ამჯერად 15-მდე ასეთი საჭიროების ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. იდეა მაქვს ბოლნისში შევქმნა ცენტრი, სადაც უსინათლოები მიიღებენ ჩემი დახმარებით ამ მომსახურებას ადგილზე, რაც მათ დაეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი)
“ჩვენ აქ 90-იან წლებში მომხდარი მიწის მეწყერის გამო ჩამოგვასახლეს. სოფელი წაბლანი ზვავმა დაფარა და მოსახლეობის ნაწილი შიგ მოყვა თავის სახლებიან-საქონლიანად. მაშინ ამ ტრაგედიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. გადაწყდა, რომ უნდა გადმოვესახლებინეთ ბოლნისში, სოფელ დისველში. აქ ტრიალ მინდორზე, 230 ოჯახზე უნდა აშენებულიყო ახალი სოფელი, თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით.

აქ დაბლა ქათმების ფერმა იყო და მანამ სანამ სოფელი აშენდებოდა ისევ ჩამოსული ხალხის დახმარებით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი იმ ფერმის საერთო საცხოვრებელში შეასახლეს. 2-3 წელი მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი გაჩერდა და ეს სოფელი დღემდე ვერ აშენდა, როგორც ხედავთ. ამის მიუხედავად, აჭარიდან წამოსვლა მაინც მოგვიწია, რადგან გეოლოგების დასკვნით, ჩვენი სოფელი საცხოვრებლად ყოვლად გამოუსადეგარი იყო. იქიდან ჩამოსულმა ხალხმა საქონლის მოშენება და დაუმთავრებელი სოფლის მშენებლობის გაგრძელება გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, არც ერთი სახლი არ იყო დასრულებული – ნაწილი გადასახური იყო, ხოლო დანარჩენი სახლები ყოვლად მოუწყობელი. აი, ასეთ პირობებში შესახლდა ეს ხალხი და თავისი შესაძლებლობებით გააგრძელეს სახლების და სოფლის მშენებლობა. ჩვენ ცოტა უფრო გაგვიმართლა იმით, რომ რვა შვილი გვყავდა და მრავალშვილიანობის გამო, ბოლნისის ცენტრში მოგვცეს გამართული სახლ-კარი.

დიდ გაჭირვებაში მოგვიწია ცხოვრების დაწყება, რადგან პურის რიგები ხომ იყო და თან ისეთი საშინელი ხარისხის ფქვილისგან აცხობდნენ, პურს მწანე ფერი ჰქონდა. ძაღლს რომ დაუგდებდი, არ ჭამდა. ჩემი დედამთილი ტიროდა ხოლმე, ეს ბავშვებს როგორ ვაჭამოო და მჭადებს აცხობდა. ისე გამოვიდა, რომ ოჯახებს მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევდათ და უწევთ ყველაფრის კეთება. ნაწილი უკანაც კი მიბრუნდა, მაგრამ არც იქ არის საცხოვრებელი პირობები, არც საძოვრებია და სიმინდი რომ სიმინდია, ისიც არ მოდის საკმარისი. იქ თავის რჩენის საშუალება კიდევ უფრო არ არის, აქ საძოვრები მაინც გვაქვს.

განათლებით ეკონომისტი ვარ. არ ვიცი როგორ ვახეხერხებდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 8 შვილი გავაჩინე, სულ ვმუშაობდი. ბოლო შვილი უკვე ბოლნისში გადმოსვლის მერე გამიჩნდა. აქაც მთელი ოჯახი თან ვმუშაობდით, თან ვსწავლობდით და ასე ვცხოვრობდით. დღეს არც ერთი ჩვენი შვილი ჩვენთან აღარ ცხოვრობს – ზოგი თბილისშია, ზოგი ბათუმში და ზოგი კი საქართველოში აღარ არის.

მას შემდეგ, რაც ეკო-მიგრანტების ცხოვრებით დაინტერესდნენ დონორები, შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა ცოტა სული მოითქვა. ჩვენ, მაგალითად, 2014 წელს 5 ოჯახი გავერთიანდით და კოოპერატივი შევქმენით. საბჭოთა გამოცდილების გამო, კოოპერატივების მიმართ არსებობს გარკვეული უნდობლობა. სინამდვილეში კი დღეს კოოპერატივს ბევრი საგადასახადო შეღავათი აქვს მინიჭებული სახელმწიფოს მხრიდან – ჩვენ არ ვიხდით მოგების გადასახადს და საშემოსავლოს. თუმცა, ეს დროებითია და ამ მოცემულობით, 2020 წლამდე ვისარგებლებთ ამ შეღავათებით. რა თქმა უნდა, გადასახადები თუ დაგვაწვება, ეს გაართულებს ჩვენს მდგომარეობას და ზოგადად, ალბათ, გადასახადები დასაწყისშივე მოკლავს იდეას. ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია – თუკი რამე გვაქვს კოოპერატივში გადასაწყვეტი, ყველა ვიკრიბებით, განვიხილავთ, ვდისკუსიობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას შეთანხმებულად ვიღებთ.

ჩვენ, როგორც კოოპერატივმა, ეს შენობა შევისყიდეთ, რომელიც მაშინ ძველი და დანგრეული იყო. ამავე პერიოდში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში რძის საწარმო დაგვიფინანსეს, როგორც მეცხოველეობით დაინტერესებულ თემს, რათა რძე უფრო მომგებიანი ყოფილიყო აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. იმ პროექტის დახმარებით დავაშენეთ მეორე სართული, შევიძინეთ სტერილიზატორები, სხვადასხვა დანადგარები და საწარმოსთვის საჭირო სხვა ძირითადი აღჭურვილობა. აქ მესაქონლეობას სულ მისდევს ხალხი, მაგრამ რეალიზიაციის პრობლემა იყო. ადამიანებს უწევდათ რძის ნაწარმი ყოველ კვირას ბაზარში გასაყიდად წაეღოთ. იქაც რეალიზაციას ან გაუკეთებდნენ, ან ვერა და ძალიან წვალობდნენ. ჩვენი არსებობით დღეს უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ადგილზე ვიბარებთ რძეს და შემდგომ დისტრიბუციას საჭიროების მიხედვით ვაკეთებთ.

ამ კოოპერატივმა გაგვამდიდრაო ვერ ვიტყვით, ჯერ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ და დიდ მოგებაზე ვერ გავდივართ, მაგრამ დასაქმებულები ვართ და ვღებულობთ ანაზღაურებას. ამასთან ერთად, ჩვენ ვართ მოწილეები, ანუ მოგების შემთხვევაში წილის თანაბრად გაყოფის უფლება გვაქვს. ჩვენი კლიენტია ის, ვისაც აინტერესებს ნატურალური რძის პროდუქტები. ამ ეტაპზე მუდმივად ვამარაგებთ რამდენიმე სუპერ-მარკეტებისა და რესტორნების ქსელს. პროდუქტი „დისველი“-ს სახელით არის ბაზარზე და ჩვენი მთავარი ნიშაა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ფხვნილებისგან დამზადებულ პროდუქტს ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ. ამიტომ, ყველაზე რთული ეტაპი ისევ რეალიზაციაა ჩვენთვის.

სხვადასხვა ორგანიზაციებიც ძალიან დაგვეხმარნენ, მაგალითად, CENN და ბევრი ტრეინინგი თუ სასწავლო კურსი გავიარეთ. ჩვენ პირუტყვთან და რძესთან შეხება მანამდეც გვქონდა, მაგრამ ფაქტიურად, ყველაფერი ახალი დავნერგეთ. ის რაც ოჯახში კეთდება ერთ პატარა ქვაბში, იმას 700-800 ლიტრიან პასტერილიზატორს ვერ მოარგებ. ასევე, ის ცოდნა და უნარები, რაც საბაზრო პროდუქტის შექმნას ეხება, ამ ტრეინინგებიდან, სხვადასხვა საწარმოებში ვიზიტებიდან და მათი გამოცდილებების გაზიარებებიდან შევიძინეთ. მართლა ყველაფერი გავითვალისწინეთ, რაც ვისწავლეთ და საწარმოს ხარისხის თვითკონტროლის პროგრამებიც დავნერგეთ. ჩვენ დღემდე მუდმივი თვითგანვითარების პროცესში ვართ. ვეძებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, როგორ გავხადოთ უფრო მომგებიანი საწარმო იმისთვის, რომ ოჯახებსაც უკეთესად წაადგეს და სოფელსაც მეტად მიეხმაროს. უფრო შემოსავლიანი როცა გახდება ჩვენი საწარმო, სოფლის ბაღის, გზების მშენებლობისთვის და სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებისთვის გვინდა წილი გავიღოთ. ეს ჩვენი წესდების მიხედვითაც გვაქვს განსაზღვრული, რომ მოგების 5% სოფლის განვითარების პროექტებში დავხარჯოთ. მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ კოლექტივი ვართ და ვიცით, რომ ვიღაცისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ.

მანამდე კი ჩვენც ბევრ პრობლემას ვებრძვით. შენობა რადგან ორსართულიანია, მოუხერხებელია რძის და პროდუქტის მუდმივად ქვევიდან-ზევით ან პირიქით ტარება. ამიტომ, გვინდა, რომ ახალი დარბაზი მოვაშენოთ, სადაც უფრო მარტივად შევძლებთ წარმოებას. ამისათვს კრედიტი გამოვიტანეთ, მაგრამ, ცხადია, ჯერ კიდევ გვჭირდება დონორების მხარდაჭერა. მაგალითად, ძალიან გვინდა მზის პანელები გვქონდეს თბილი წყლისთვის, რადგან დენის ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს, რაც ასეთი პატარა წარმადობის საწარმოსთვის მძიმე ტვირთია. მსგავს რამეებში განსაკუთრებით გვჭირდება ვინმესგან მხარდაჭერა. თუკი რომელიმე ორგანიზაციას ექნება მხარდაჭერის სურვილი, ეს ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. გვაქვს იმედი, რომ ინვესტორებიც დაინტერესდებიან მომავალში, ჩადებენ ფულს და წარმოებას გავაფართოვებთ, რადგან კოოპერატივი ნელ-ნელა უკვე იწყებს მოგებაზე გასვლას.

ახლა ეტიკეტირების მძიმე ეტაპებს გავდივართ. ეტიკეტზე უნდა დავიტანოთ, რომ ეს არის ქართული ნატურალური რძის პროდუქტი. ამისათვის კი სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები გვჭირდება, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე ბაზარზე ვერ გავალთ.

სხვათაშორის, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობთ და ძირითადად, ქალები ვმუშაობთ ბევრს, რადგან ეს საქმე მაინც ქალებმა წამოვიწყეთ, უფრო სწორად ხუთმა ქალმა და ერთმა კაცმა. დილის 11 საათიდან ვიწყებთ და ვამთავრებთ მაშინ, როცა პროდუქციას ვაგზავნით და ეს არის ღამის 2-3 საათი. ამიტომ, გრაფიკი გვაქვს შედგენილი და ყოველ მეოთხე დღეს ერთი გოგო ისვენებს. გარდა აქ მუშაობისა, ამ ქალებს ხომ სახლშიც უწევთ კეთება, თან ისე, რომ ზოგს შემცვლელიც არავინ ჰყავს იქ. მართლა ისე გამოდის, დასვენებისთვის დრო პრაქტიკულად არ გვაქვს.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი) appeared first on WomenOfGeorgia.