მარიკო კობახიძე, 35 წლის, თბილისი
„ორ წლამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ორი წლის ასაკში მაღალი სიცხეები დამეწყო, საქართველოში ვერ დაადგინეს რა მჭირდა და ერთი წლის დაგვიანებით, რუსეთში დამისვეს დიაგნოზი - რევმატოიდული პოლიართრიტი. საქართველოში ეს დაავადება ყოველ მეათე ხანშიშესულ ადამიანს აქვს, მაგრამ მე ადრეულ ასაკში აღმომაჩნდა და დროთა განმავლობაში რთულ ფორმებში გადავიდა.