ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი
„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე.