რეგიონები

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან

ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე, 36 წლის, ბოლნისი/ზემო აჭარა

„ჩემს ოჯახში ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ ინახება. 13 წლის ვიყავი, აჭარელი მუსლიმი ბიჭი როცა შემიყვარდა. მაშინ არ გამიცნობიერება, რაიმე გამოწვევის წინაშე თუ დავდგებოდი, არ გადამიაზრებია, ჩვენს კულტურაში განსხვავებული მრწამსი გამოწვევების წინაშე თუ დაგვაყენებდა. პირველად ეს შეკიხთვა თავს სტუდენტობის ასაკში დავუსვი. ამ პერიოდში უკვე მართლმადიდებელი მაზიარებელი ვიყავი და

ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი

„ნიკოლოზმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი და მეც ახალი პროფესია მაპოვნინა. 4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი

ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო. ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ

სოფო ჯოხაძე, 24 წლის, თბილისი

„ორი შვილი მყავს. ცოტნე 4 წლისაა, იოანე - ორწლინახევრის. 22 კვირის ორსული ვიყავი, იოანეს დიაგნოზი რომ მითხრეს - მიკროცეფალია. როცა ამის შესახებ გავიგე, ჩემი პირველი კითხვა იყო, იქნებოდა თუ არა ბავშვი სიცოცხლისუნარიანი. სხვაზე არაფერზე მიფიქრია. მიპასუხეს, რომ კი. გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, შემომთავაზეს ორსულობის შეწყვეტა ხელოვნური

მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი)

"ჩვენ აქ 90-იან წლებში მომხდარი მიწის მეწყერის გამო ჩამოგვასახლეს. სოფელი წაბლანი ზვავმა დაფარა და მოსახლეობის ნაწილი შიგ მოყვა თავის სახლებიან-საქონლიანად. მაშინ ამ ტრაგედიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. გადაწყდა, რომ უნდა გადმოვესახლებინეთ ბოლნისში, სოფელ დისველში. აქ ტრიალ მინდორზე, 230 ოჯახზე უნდა აშენებულიყო ახალი სოფელი, თავისი ინფრასტრუქტურით

მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი

„კინოს კადრივით თუ გადავავლებ თვალს ჩემი ცხოვრების გზას, ორი ეპიზოდი წითელი ხაზივით გაიელვებს გონებაში,  ემოციურად და მძაფრად: სოხუმიდან თვითმფრინავით გამოქცეულებს ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი ცეცხლოვანი ბურთები და გოგონას განწირული კივილი, რომელსაც უმოწყალოდ ტენიდნენ მანქანაში. 18 წლის ვიყავი, სოხუმიდან ქუთაისში რომ წამოვედი სასწავლებლად. ტექნიკური საგნები მიყვარდა და