#ქალებივირჩევთ2024 Archives - WomenOfGeorgia

ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი
გზა ფიზიკის მეცნიერების სამყაროში

„ფიზიკით რომ დავინტერესდი, შეიძლება ითქვას, შემთხვევითობა იყო. სამწუხაროდ, საშუალოზე ცუდ სკოლაში ვსწავლობდი. ცუდი იყო იმ გაგებით, რომ, ფაქტობრივად, არაფერი მისწავლია ბოლო წლებში. როგორც უმეტესი თინეიჯერი, კლასთან ერთად ვერთობოდი და ასე, ძალიან არხეინად გავატარე სკოლის წლები. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გაურკვევლობის წინაშე აღმოვჩნდი. ცალსახად ტექნიკური მიმართულებით ვაპირებდი წასვლას. ეს ბინარული დაყოფა – ჰუმანიტარულად და ტექნიკურად – ხომ ძალიან სასაცილოა ჩვენს ქვეყანაში?! ძალიან უსაფუძვლოა, სკოლის ასაკში ბავშვს გადაუწყვიტო, ამ ორიდან, რომელია მისი ძლიერი მხარე თუ ინტერესი. მათემატიკა ვისაც გამოსდის, მაშინვე ტექნიკურ მიმართულებას ურჩევენ, არადა, მათემატიკა და ფიზიკა ყველას გამოუვა, თუკი სწავლაში თანმიმდევრულობას დაიცავს. მათემატიკაც და ფიზიკაც სამყაროს აღსაქმელად ადამიანთა რასის მიერ შექმნილი სისტემატიზებული და გამარტივებული აღწერის მცდელობაა. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ადამიანთა მიერ ადამიანთათვის საქმის გასამარტივებლად არის შექმნილი – ყველა ადამიანს შეუძლია, გახდეს მეცნიერების ნაწილი.

ჩემმა ფიზიკის მასწავლებელმა რომ გაიგოს, ფიზიკის მეცნიერებაზე ვსწავლობ, ალბათ, გაოგნდება და არ დაიჯერებს. მათემატიკის პედაგოგმა ძალიან კარგი საფუძველი მომცა, თუმცა ჩემს კურსელებთან შედარებით, რომლებიც მე-7 კლასიდან სპეციალიზებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში სწავლობდნენ და საოლიმპიადო წრეებზეც დადიოდნენ, არ ვიცოდი ეს საგანი. რადგან საფუძველი მქონდა, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მათ ტემპს ავყევი და არ ჩამოვრჩი.

ბაკალავრი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში გავიარე. თუმცა თავიდან პროგრამირება-ინჟინერიაზე და სხვა უფრო პრაქტიკულ სპეციალობებზე ვფიქრობდი. ფიზიკაზე რატომაც გადავწყვიტე, ერთი შემთხვევითობის დამსახურება იყო: თავისუფალ უნივერსიტეტში მივედი ღია კარის დღეზე, სადაც მხოლოდ მე აღმოვჩნდი დაინტერესებული აბიტურიენტი. ამ დროს ზაზა ოსმანოვნა, ჩემმა მომავალმა ლექტორმა და აწ უკვე კოლეგამ და მეგობარმა, ბაზალეთზე ფიზიკის ოლიმპიადელებთან ერთად გასვლით ღონისძიებაზე დასწრება შემომთავაზა. იქ ვიგრძენი სამეცნიერო გარემო, სადაც სასაუბრო თემა ფიზიკა იყო და დავინტერესდი, მეტი გამეგო. პირველი 2 წელი საკმაოდ რთული იყო. 21 სტუდენტიდან მხოლოდ 2 გოგო ვიყავით და მოგვიანებით კიდევ ერთი დაგვემატა. თუმცა ბაკალავრიატის პროგრამა მხოლოდ 7 სტუდენტმა დავამთავრეთ.

სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ფიზიკის კვლევა იყო ჩემი ინტერესიც, მოწოდებაც და ბედნიერებაც. არ არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარ საქმიანობაში აღფრთოვანებისგან მუდმივად ეიფორიულ მდგომარეობაშია. მაგალითად, ჩემთვის დასტური იმისა, რომ სწორ ადგილას ვარ, არის ის შეგრძნება, როცა დიდი ძალისხმევის შედეგად რაღაცას გააკეთებ და ეს გაძლევს სისავსის და სრულყოფილების შეგრძნებას, რომლის შედეგად ხვდები, რომ განვითარდი და უფრო მეტი ისწავლე.”

ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება

,,არასდროს მინდოდა საქართველოდან წამოსვლა. იქ არიან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ გვერდით ყოფნა. განუწყვეტლივ მაქვს იმის წუხილი და ბრაზი, რატომ უნდა მიწევდეს სხვა ქვეყანაში გადახვეწა იმის გამო, რომ სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება მინდა და ჩვენთან ამის გასაქანი არ არის! როდესაც ფიზიკის სფეროში ხარ, აუცილებელია, თანამედროვე კვლევებში მონაწილეობდე, იმაღლებდე ცოდნასაც და შენი მხრივ, წვლილიც შეგქონდეს მეცნიერულ მიღწევებში. საქართველოში თანამედროვე კვლევები თითზე ჩამოსათვლელ უნივერსიტეტებში ტარდება. ის პროფესორები, რომლებიც ფიზიკის დარგში მუშაობენ საქართველოში, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებენ ყველაფერს. არ არსებობს მეცნიერული საგრანტო ფონდის სისტემა, რისი პრაქტიკაც არის დასავლეთში. დასავლეთის ქვეყნებში როგორ ხდება: კორპორაციებით დაწყებული, სახელმწიფო სტრუქტურებით დამთავრებული, იაზრებენ, რომ კონკრეტულ დარგებში აუცილებელია სამეცნიერო კვლევები, რომ ქვეყანამ მოწინავე ცოდნები შეიძინოს და ახალი აღმოჩნები გააკეთოს, წინ წაიწიოს და ამავდროულად, სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. აქედან გამომდინარე, მეცნიერების განვითარებისთვის საფინანსო ფონდების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ თუ მინდოდა, თანამედროვე მეცნიერების ნაწილად მეგრძნო თავი, იმ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი, რომელიც კვლევითი სამუშაოსთვის გარემოს დამახვედრებდა.

ასეთი გარემო ამერიკამ შემომთავაზა.

ჩემი სპეციალობაა თეორიული ბიოფიზიკა. სამეცნიერო აზროვნების პროცესში მივხვდი, რომ ბიოლოგიაში უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რომელიც მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს. ბიოლოგიისთვის ფიზიკის კანონებისა და ფიზიკისთვის სახასიათო აზროვნების მოდელის, ფუნდამენტური კანონზომიერების ძებნის მისადაგება მინდოდა.

კვლევა არის სამუშაო პროცესი. პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე, როგორც სამსახურში, ისე დადიხარ უნივერსიტეტში და ეხმარები პროფესორს ახალი კვლევის წარმოების პროცესში. ამისთვის კი უნდა გქონდეს მატერიალური უზრუნველყოფა, რაზეც მორგებულია ამერიკული გრად სქულის სისტემა. გრად სქული არის 5-წლიანი სამეცნიერო-სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. ერთდროულად ხარ სტუდენტი და შენივე პროფესორის ასისტენტი, რომელსაც ეხმარები კვლევებში, იყენებ პროფესორის მნიშვნელოვან რესურსს, ცოდნას, მითითებებს და პარალელურად, ამაში იღებ გარკვეულ ანაზღაურებას, რომელიც გიფარავს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებს. ჩვენთან კი არათუ სტუდენტებს, პროფესორებსაც კი არ აქვთ გასაქანი.

ამჯერად ვსწავლობ ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში.”

გოგო და ფიზიკა?!

,,ძალიან ხშირად ვაწყდები გაოცებას ადამიანების მხრიდან. უკვირთ გოგო და ფიზიკის მეცნიერების დარგი. ეს ფაქტი არ მაბრაზებს, რადგან ვიცი, ამის წინაპირობა ის სტერეოტიპული გარემოებებია, რომელშიც ვიზრდებით. ვფიქრობ, გოგოებს ყველა მხრიდან ხელი უნდა შეეწყოთ, რომ კულტურულმა წნეხებმა კი არ გადაუწყვიტონ, რა პროფესიას აირჩევენ, არამედ თავიანთმა მისწრაფებებმა და სურვილებმა. რაც მეტი გოგო და ქალი იქნება ჩართული ისეთ პროფესიებში, რომლებიც აქამდე კაცებით იყო დომინირებული, მით მეტი ქალი მიიღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს იმ მიმართულებით, რაც აქამდე არც კი დაუშვია. მთავარია, ინფორმაციაზე, წარმატებულ მაგალითებზე და შესაძლებლობაზე ჰქონდეთ წვდომა.

პროფესიის არჩევაში წინააღმდეგობები არ მქონია, თუმცა ჩემი ოჯახი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. დედ-მამა ფიზიკოსები მყავს, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ ისეთი რთული 90-იანები დადგა, რომ მეცნიერება კი არა, თვითგადარჩენის გამოწვევის წინაშე დადგნენ და არ მიეცათ საშუალება, მიჰყოლოდნენ საკუთარ სურვილებს.

ხშირად დაუსვამთ ადამიანებს ის კითხვა, რას გავაკეთებ, ფიზიკას რომ დავამთავრებ. სად ვიმუშავებ? მასწავლებლად? პედაგოგიკა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ახლაც მყავს მოსწავლეები იმიტომ, რომ სწავლების პროცესი ძალიან ღირებული, სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია. მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში სკოლაში მასწავლებელი არ ვიქნებოდი. ფინანსურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენს ქვეყანაში შეურაცხმყოფელია მასწავლებლისთვის ის ხელფასი, რასაც უხდიან, მასწავლებელი ძალიან შეზღუდულია სასწავლო მასალებში. საქართველოში ფიზიკაში არ არსებობს კარგი სახელმძღვანელოები, ეს კი ამ დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. დედა ფიზიკის მასწავლებელია და ვიცი, რამდენ წინააღმდეგობასთან უწევს გამკლავება. მასწავლებელი მარტო ვერ შექმნის ფიზიკის სახელმძღვანელოს, რადგან ამას ექსპერტების კომპლექსური მიდგომა სჭირდება. შედეგად, ფიზიკის სწავლება სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. არადა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პერსპექტიული დარგია.

ფიზიკის საერთაშორისო კონფერენცია წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ვიყავი. უკვე 37 წელია, ფიზიკის სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. მე მქონდა ბედნიერება, 2019 წელს გერმანიაში ამ კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა. კონფერენციები სამეცნიერო სფეროში დიდ მნიშვნელობას ატარებს: ეს არის საერთაშორისო კოლეგებთან კავშირების დამყარების, ერთმანეთის მიღწევების და ცოდნების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე, საკუთარი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც სამეცნიერო ინტერესისა და პროგრესის მქონის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ფიზიკური სიძლიერე არ აქვს და აუცილებელია, მსოფლიოში დაიმკვიდროს თავი სხვა ღირებულებებით. ეს ღირებულება სწორედ მეცნიერება შეიძლება იყოს.

2019 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით, რომ საქართველო ფიზიკის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გამხდარიყო. ამისათვის დავაარსეთ ასოციაცია, რომელსაც შემდგომ ათობით სტუდენტი შემოუერთდა. კონფერენციის მასპინძლის სტატუსი 2022 წელს მოვიპოვეთ. თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერისტეტის უდიდესი ფინანსური კონტრიბუციით, 2024 წელს, აგვისტოში, ფიზიკის ერთ-ერთი პომპეზური, რიგით 38-ე, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. რუსთაველის ფონდის გრანტიც გვქონდა, მაგრამ ფონდის დირექტორის ძალიან გაცხადებული პარტიული პრეფერენციების გამო, გრანტის უკან დაბრუნება გვინდოდა, თუმცა ტექნიკურად არ გამოდიოდა. ჩვენთვის მიუღებელი იყო ამ დონის სამეცნიერო კონფერენციაზე პარტიული ინტერესების გატარება. ამ კონფერენციამ გამიმყარა რწმენა, რომ თუ გინდა რაღაცის გაკეთება, აკეთებ, თუ სახელმწიფომ არ შეგიშალა ხელი.

ძალიან მეამაყება, რომ წლევანდელ საქართველოს ფიზიკის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას 70-მდე ქართველი და 300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი დაესწრო. წარმოიდგინეთ, 300 მეცნიერს დავანახეთ, რომ საქართველო მეცნიერებასთან კვეთაშია. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ფიზიკოსებისთვის საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ კოლაბორაციებში, რომ მიიღონ კვლევებისთვის გრანტი და კვლევები საქართველოში აწარმოონ. საბოლოო ჯამში, ამით გვინდა, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაციაა და ჩვენთვისაც, მეცნიერებისთვისაც, იყოს შესაძლებლობა, არ გადავიხვეწოთ სხვა ქვეყნებში და საქართველოს სახელით განვავითაროთ მეცნიერება.

მე აუცილებლად დავბრუნდები!”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო აფციაური

The post ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი appeared first on WomenOfGeorgia.

მაიკო გოგოლაური, 48 წლის, რუსთავი
შვილის ჯანმრთელობის პრობლემები

,,ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი თვისას მენინგოენცეფალიტი დაემართა. ექიმმა როგორც განმიმარტა, ამ დიაგნოზით ასი ბავშვიდან ორი შეიძლება გადარჩეს. ნინიკოს ჰქონდა მენინგოენცეფალიტის ურთულესი ფორმა. რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში ვერ დასვეს სწორი დიაგნოზი და აპარატზე შეერთებულ ბავშვს ერთი თვე ფილტვების ანთებასა და კუჭ-ნაწლავზე მკურნალობდნენ.

საქართველოში ექიმები არასოდეს გვაძლევდნენ იმის იმედს, რომ ჩემი შვილი კარგად იქნებოდა, პირიქით. ასეთი მომენტიც იყო, რომ ნინოს მასაჟის დროს მენჯი ისე ამოუგდეს, ვერ გაიგეს. ამოვარდნის შედეგად, ბავშვს კრუნჩხვა განუვითარდა, დიაგნოზად კი ჩაუწერეს, რომ მასაჟები გადატვირთული გრაფიკით უტარდებოდა. ფეხის ამოვარდნა აღმოვაჩინეთ ძალიან გვიან, რამდენიმე წლის შემდეგ. ვხედავდით, რომ საქართველოში ჩვენი შვილი უკან-უკან მიდიოდა. ჰემოგლობინიც მუდმივად ნორმაზე დაბალი ჰქონდა, კვირაში ორჯერ მაინც მიწევდა სასწრაფოს გამოძახება და კლინიკაში მისი გადაყვანა.

საქართველოში, ვიდრე წავიდოდით, ძალიან დატანჯული ვიყავი, მიწევდა კაბინეტიდან კაბინეტში სიარული, ალბათ, შევარდნაძის დროიდან დავდივარ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებებით. სულ დახმარებას ვითხოვდი ნინოსთვის. რუსთავის მერიაშიც დავდიოდი ბავშვით ხელში, მაგრამ ავსტრიაში წასვლამდე, არასოდეს მახსოვს მთავრობისგან რაიმე დახმარება. სულ ჩემი ფინანსებით ვიყავი. ჩემს შვილს არასოდეს ჰქონდა ორთოპედიული ფეხსაცმელი, ძალიან ძვირი ღირდა იმ პერიოდში და მე ვერ ვწვდებოდი. არ მქონდა ჩემი შშმ შვილისთვის ეტლი, ეს ეტლი ავსტრიამ მომცა. ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მომცა ავსტრიამ, რაც საქართველოში არასოდეს მიმიღია. ფინანსურადაც ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა საქართველოში. ჩემი მეუღლე 24 საათი მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის გვყოფნიდა.”

ავსტრიაში წასვლა

საქართველოს დატოვების მთავარი მიზეზი ჩვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. 2017 წელს ოჯახმა ვიზები გავაკეთეთ და ლტოლვილებად ჩავბარდით ავსტრიაში. თავშესაფარი მოგვცეს და დავიწყეთ ნინოს ნაბიჯ-ნაბიჯ მკურნალობა. პირველი ფეხის ოპერაციაც ავსტრიაში ჩაუტარდა.

ავსტრიაში მხოლოდ ერთ ადგილას მომიწია მისვლა, იქ ყველაფერი გამიწერეს, სად უნდა მეტარებინა ნინო. მე არ მიწევდა ოთახიდან ოთახში სიარული ჩემი შვილისთვის სერვისის მისაღებად. ჩვენ თუ ვერ მიგვყავდა კლინიკაში, თერაპიის ექიმი თვითონ მოდიოდა, სვამდა ეტლში ჩემს შვილს და მიჰყავდა თერაპიაზე. ბედნიერი დედა ვიყავი იმ გაგებით, რომ იქ ნინოსთან ერთად როდესაც გავდიოდი, ყველა თბილად გვესალმებოდა და გვესაუბრებოდა, თავი სახლში მეგონა. საქართველოში ემოციურადაც ძალიან მიჭირდა. ბევრ უხერხულ შეკითხვას მისვამდნენ, მაგალითად, რატომ მეჭირა ხელში 20 წლის გოგო. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი. გარეთ გასვლა აღარ მინდოდა.

ავსტრიაში როგორც კი ჩავედით, ქალი მოგვიყვანეს, რომელიც უფასოდ გვეხმარებოდა. მაგალითად, თუ ექიმთან ვიზიტი მქონდა ან სხვა საქმეებზე მივდიოდით, ეს ქალი რჩებოდა ნინოსთან მთელი დღის განმავლობაში, რამდენი საათიც ჩვენ დაგვჭირდებოდა. ეს ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა ნინოს – აჭმევდა, აცმევდა, ,,პამპერსს” უცვლიდა და ა.შ.”

კიბო და დეპორტაცია

,,ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, ონკოლოგთან მივედი გასასინჯად. ექიმმა სასწრაფოდ გამწერა ზალცბურგის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ორი თვის განმავლობაში მიტარდებოდა ბიოფსია და ყველანაირი გამოკვლევა. ოპერაციაც მალევე გაკეთდა და დადასტურდა მკერდის კიბო. მიკეთებდნენ ყველაფერს – ქიმიოთერაპიებს, სხივურ თერაპიას თუ მედიკამენტურ მკურნალობას. ხუთი წელი ვიყავი ჰორმონალურ თერაპიაზე, შემდგომ დამენიშნა მუცელში ნემსი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში მიკეთებდნენ. მხოლოდ ეს ნემსი დაჯდა 250 000 ევრო. თან, ტაქსი მემსახურებოდა და ჩემი წასვლა-წამოსვლა, ჯამში, 10 500 ევრო გამოვიდა. გარდა ამისა, საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს მიკეთდებდნენ და ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო ავსტრიის ჯანდაცვის მიერ. მე ერთი ცენტი არ გადამიხდია. არ ვიცი, კიდევ რომელ ერთზე ვთქვა. ჩვენმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჩვენ ავსტრიისნაირი ქვეყანა ვერ გავხდებით.

მკურნალობიდან ოთხი წლის თავზე მეორედ აღმომაჩნდა კიბო. უკვე საშვილოსნოზე, რომელიც მეორე სტადიაში იყო. ისევ მომიწია საავადმყოფოში შვიდი ურთულესი კვირის გატარება. ამაზეც ჩამიტარდა უფასოდ ქიმიო და სხივური თერაპიები. არ მქონდა კარგი ანალიზები და დიდხანს თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი.

2024 წლის თებერვალში, სწორედ იმ პერიოდში, როცა ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი, მოხდა ჩვენი ოჯახის დეპორტაცია. სასამართლო პროცესზე საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტები დაგვილაგეს, სადაც პუნქტებად იყო მითითებული, რომ იმავენაირად მიმკურნალებდნენ საქართველოში და იმავეს გამიკეთებდნენ, რასაც ავსტრიაში. მხოლოდ ეს დოკუმენტები იყო ჩვენი დეპორტაციის საფუძველი. სასამართლოს ვუხსნიდით, რომ იქ რაც ეწერა, ტყუილი იყო. მოსამართლემ ზუსტად ამ სიტყვებით გვითხრა – „მე მჯერა თქვენი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ითხოვს, რომ აქედან გაგიშვათ და არ მაქვს უფლება, თქვენი მთავრობის მოთხოვნა არ გავითვალისწინო.” ვერც ჩვენი შშმ შვილის მდგომარეობამ შეცვალა რამე, რადგან საქართველოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ასევე ეწერა, რომ ნინოსნაირი ადამიანებისთვის ძალიან მაგარი სარეაბილიტაციო ცენტრი გააკეთეს. ეს ცენტრი არის თელავში, ჩვენ რუსთავში ვცხოვრობთ და ხომ წარმოგიდგენიათ, რუსთავიდან თელავში რომ უნდა ვატარო ჩემი ეტლით მოსარგებლე შვილი?! ჩვენ შემდეგაც ძალიან ბევრი პაციენტი გამოუშვეს ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ა.შ.

უკვე შვიდი თვეა, საქართველოში ჩამოვედით და დღემდე ავსტრია გვიწევს ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, ფინანსურს, და არა საქართველოს მთავრობა. ისევ ავსტრია ცდილობს, რომ ყველანაირად დაგვეხმაროს და უკან დაგვაბრუნოს. საქართველოში ჩამოსვლიდან 4 დღეში ავსტრიიდან ჩამოვიდა ჩემი შვილის სკოლის დირექტორი, ქალბატონი კარინი. მას უნდოდა, ენახა, რა პირობებში ვიყავით და გვეხმარებოდა თუ არა ვინმე. გაოგნებული წავიდა აქედან, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი ოჯახები ფეხებზე ჰკიდიაო. ახლა გვეხმარება, რომ საკუთარი მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკან დაგვაბრუნონ.

ჩვენი საქმე სასამართლოშია, ადვოკატთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და ყველა დოკუმენტს ვაწვდი. მივწერე კიდევაც, რომ ჩვენ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს საქართველოში და არ არის ისე, როგორადაც მთავრობა წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. მეც მინდა, რომ მართლა იყოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი. არავის უხარია, რომ წახვიდე, დატოვო შენი ქვეყანა და ემიგრანტი გახდე. ვის უხარია, რომ მოშორდე შენი ოჯახის წევრებს, დედმამიშვილებს?! რა თქმა უნდა, არავის. მეც იძულებული გავხდი, რომ სხვაგან წავსულიყავი.”

დეპორტაციის შემდეგ

,,რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს, ეს არის დიდი სიბოროტე პაციენტების მიმართ. ჯერ უნდა შეუქმნა ისეთი ჯანდაცვა და გარემო პაციენტებს, როგორიც, ვთქვათ, ევროპაში გვქონდა და მერე დააბრუნო ქვეყანაში.

უამრავი პრობლემა აქვს ჯანდაცვის სისტემას. მაგალითად, 25 000-ლარიანი ლიმიტი, რომელიც მთავრობას აქვს დაწესებული ონკოპაციენტების მკურნალობისთვის, არანაირად არ არის საკმარისი. ყველა პაციენტს უტარდება სხვადასხვა სახის მკურნალობა – შეიძლება, ერთმა 25 000 ლარზე მეტი დახარჯოს, მეორეს მხოლოდ 6000 ლარი დასჭირდეს. ამიტომ, მკურნალობაც და თანხებიც მორგებული უნდა იყოს თითოეულ პაციენტზე. ასევე, მედიკამენტებს შავ ბაზარზე კი არ უნდა ყიდულობდნენ პაციენტები, ადგილზე უნდა ხვდებოდეთ. ავსტრიაში, მაგალითად, ოჯახის ექიმი მაძლევდა რეცეპტს, მივდიოდი აფთიაქში და უფასოდ ვიღებდი ყველა იმ მედიკამენტს, რომელიც მჭირდებოდა. აქ, შავ ბაზარზე, ზოგ პაციენტს 5000 ლარის გადახდა უწევს, ზოგს – 8000-ის. მარტო თანხების ჩარიცხვა არაფერს უშველის, თუ ეს ხარვეზებიც არ გამოსწორდება და ის მედიკამენტები არ იქნება მობილიზებული, რომლებიც პაციენტებს სჭირდებათ. ონკოპაციენტებთან ერთად აქციებზეც ვიარე. ვნახე, რა მდგომარეობაა, როგორ უჭირთ წამლების მოძიება და კოლოსალური თანხების გადახდა. ტელევიზორში მოვისმინე, რომ თურმე დიდი თანხები იხარჯება ონკოპაციენტებისთვის. კი, მაგრამ ვის ხმარდება ეს თანხები?

პირადადაც შევხვდი ჯანდაცვის მინისტრს, გადავაგზავნე იმ მედიკამენტების სია, რომლებიც მჭირდებოდა, მაგრამ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. წამალი რომ წამალია, ის არ მოუწვდია სამინისტროს. იციან ჩემი მდგომარეობა და არავის უკითხავს, ჩვენი მოთხოვნით რომ გამოგიშვეს, როგორ ხარ, როგორ არის შენი შვილიო. სექტემბერში მიწევდა კვლევების ჩატარება და ექიმთან მისვლა, მაგრამ ვერ წავედი ფინანსების გამო. ამ თვეშიც არ ვიცი, წავალ თუ არ წავალ. ყოველ სამ თვეში ერთხელ მიწევს კონტროლზე მისვლა და ეს რომ დავათვლევინე, 1800 ლარი ჯდებოდა. სახელმწიფომ თუ არ დააფინანსა, საიდან მოვიტან ამ თანხას? ჩემი მედიკამენტები არცერთ სააფთიაქო ქსელში არ არის. ისევ ავსტრიიდან მითხრეს, ჩვენ გამოგიგზავნითო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ქვეყანა რას მიკეთებს და რისთვის დამაბრუნა?! სამინისტროსგან აღარაფერს ველით.

,,ევროპას” გაიძახიან და რამეში დაემსგავსონ მათ. სულ მინიმუმ, ევროპისნაირი საპენსიო ფონდი უნდა ჰქონდეთ ან მოვლის პროგრამა. მაგალითად, მე მჭირდება 24-საათიანი დახმარება იმიტომ, რომ მე თავად ონკოპაციენტი ვარ, აქეთ მჭირდება მოვლა. ამის გამო, ჩემი მეუღლის მხრებზეა ყველაფერი სახლში და ვერც მუშაობს იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდება ყურადღება.

წარმოიდგინეთ, მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ რუსთავში. ნინოს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც გადაადგილება. მისი ეტლი ჩვენს ლიფტში ვერ ეტევა და დაბლა თითქმის ვერ ჩაგვყავს. ლიფტი ძალიან ხშირად იჭედება და თუ რამენაირად ჩავედით, მერე ჩემს მეუღლეს უწევს ოცდარვა წლის გოგოს მხარზე გადაკიდებული ამოყვანა. ავსტრიაში დიდ ეზოიან, ორსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით და ნინო დღის უმეტეს ნაწილს ეზოში ატარებდა. აქ მეცხრე სართულზეა გამოკეტილი და თავისთავად დაითრგუნა. გარდა ამისა, თერაპიები, რაც იქ უტარდებოდა, აქ აღარ აქვს. ასევე, ნინოს რვა ოპერაცია იყო გეგმაში, რომელიც საქართველოში არ ტარდება. ავსტრიაში 99%-იანი გარანტია მოგვცეს, რომ ნინო ამ ოპერაციების მერე ფეხზე დადგება. მხოლოდ ამის გამოც კი მიღირს უკან დაბრუნება. მას ფეხზე არასოდეს გაუვლია და ძალიან მინდა ვნახო, როგორ დგება.

გარდა ამისა, მე მყავს მესამე შვილიც, 10 წლის ანდრია, რომელიც ორი წლის ასაკში წავიყვანე ავსტრიაში. იქ დადიოდა სკოლაში, ფეხბურთზე და ძალიან კარგად იყო ინტეგრირებული. ფაქტობრივად, ამ ბავშვსაც დაუნგრიეს მომავალი. ჩამოყვანის დღიდან ანდრია დიდ სტრესშია, ავსტრიაში უნდა დაბრუნება, რადგან მას იქ ჰყავს მეგობრები და იქ აქვს ბევრი სხვა რამე. ბავშვი ჯერ კიდევ იმ სკოლაში ირიცხება და მუდმივ კონტაქტზეა მისი სკოლის დირექტორი, ქალბატონი კარი. ანდრიას იქიდან უამრავ საჩუქარს უგზავნიან და ნაწილობრივ, ფინანსურადაც გვეხმარებიან. ისევ ავსტრია გვიკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ უკან დავბრუნდეთ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სოფო აფციაური

The post მაიკო გოგოლაური, 48 წლის, რუსთავი appeared first on WomenOfGeorgia.

მეგი კავთუაშვილი, 41 წლის, თბილისი
,,უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში მცხოვრებ მშობლებთან ერთად სასკოლო გამოწვევებზე ვმუშაობ.

ამ თემისადმი სენსიტიურობა, ალბათ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ფიქრების გამოძახილია. მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი, დღემდე შემიძლია, ბავშვების თვალებით შევხედო სამყაროს. სულ ვამბობ, რომ ისე ძალიანაც ვერ გავიზარდე, ბავშვის თვალებით რომ აღარ აღვიქვამდე გარემოს. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტანდი და სკოლაშივე შევეჩეხე, ეს იყო უსამართლობა და დისკრიმინაცია. დედაჩემი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩემს სასკოლო ცხოვრებაში და მუდმივად ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. მახსოვს, ერთხელ, მასწავლებელმა უსამართლოდ დამიწერა ცუდი ნიშანი და ამის გამო შევეკამათე. შედეგად, დაიბარა დედა და უთხრა, შენს შვილს გრძელი ენა აქვსო. ამაზე კი დედამ მიუგო, მეგი ვერ იტანს უსამართლობას და მე რომც ვთხოვო, ის მაინც არ გაჩუმდებაო. მახსოვს, როგორ გამაძლიერა ამ სიტყვებმა. დედას ეს ვიზიტი სკოლაში გახდა იმ ძალისა და იმედის მომცემი, რომ დავრწმუნებულიყავი, დედებს, ქალებს, ჩვენი შვილებისთვის ბევრი რამე შეგვიძლია. თუმცა მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენი ორგანიზაცია – „მშობლები განათლებისთვის“ – ქალების ორგანიზაციაა. დამფუძნებლებშიც არიან კაცები და დღემდე სულ ვცდილობთ, მეტი მამა ჩავრთოთ, რადგან მათი მონაწილეობა და თანადგომა შვილების სასკოლო განათლებაში საკმაოდ შედეგიანია.

თავდაპირველად, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისას, გული მიმიწევდა განათლების საკითხებისადმი და როცა რომელიმე თემაზე მთხოვდნენ მუშაობას, ყოველთვის მომქონდა განათლების თემები. თუმცა ბევრი ისეთი საკითხი, რაც არ იყო ჩემი გადაცემის თემა, გაშუქების მიღმა რჩებოდა და ასე დავიწყე „მორჩენილი“ ამბებისგან ბლოგების წერა. დღემდე, სკოლაში რომ შევდივარ, ბევრ ისეთ რამეს ვამჩნევ, რაც ასე ხელისგულზე არ დევს ხოლმე. მაგალითად, ვაკვირდები ადამიანებს, დამოკიდებულებებს, საკლასო კლიმატს, ბავშვებისა და პედაგოგების ურთიერთმიმართებას, მასწავლებლებსა და დირექტორს შორის ურთიერთობას, სასკოლო პერსონალის მიერ მშობლების აღქმებს. სწორედ ეს იყო ის თემები, რომლებზეც ბლოგებში ვწერდი.

10 წლის წინ, როცა ჩემი შვილის სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, რთული არჩევანის წინაშე დავდექი: არ ვიცოდი, სად შემეყვანა, კერძოში თუ საჯაროში. ამიტომ, ჩემს მეუღლესთან და ბავშვთან ერთად დავიწყე სკოლებში სიარული და შერჩევის პროცესი. აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინანდელი საჯარო სკოლა ბევრად არ განსხვავდებოდა იმ სკოლისგან, მე რომ 2000 წელს დავამთავრე. ბევრი ფიქრის შემდეგ კერძო სკოლაზე შევაჩერე არჩევანი. თუმცა მაშინ ეს გამოცდილება რომ მქონოდა, და ამ 10 წელში რაც გამოსწორდა, ეს მოცემულობა რომ ყოფილიყო, ალბათ, საჯარო სკოლაში შევიყვანდი.

დღემდე უხერხულობას განვიცდი იმის გამო, რომ შვილები კერძო სკოლაში დამყავს და უმეტესად საჯარო სკოლების პრობლემებზე ვსაუბრობ და ვმუშაობ. სინამდვილეში, ჩემი მიზანი ისაა, რომ ყველა ბავშვს, მისი ოჯახის შესაძლებლობების მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს კარგ სასკოლო გარემოზე და ხარისხიან განათლებაზე. ერთი დღეც რომ დადგეს და ვეღარ გადავიხადო ჩემი შვილების სწავლის გადასახადი, მინდა, რომ მათ დახვდეთ ღირსეული გარემო საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, ჩემი შვილები ამ საზოგადოების წევრები არიან. არ მინდა, ამ მასიურ უსამართლობაში ვზრდიდეთ ბავშვებს; არ მინდა, ბავშვები ეჩვეოდნენ და ეგუებოდნენ სიღარიბეს, გაფუჭებულ ინფრასტრუქტურას, შეურაცხყოფას. 12 წელი რომ ბინძურ საპირფარეშოში შედიხარ, უხარისხო წიგნებით სწავლობ, მასწავლებელი თავზე დაგყვირის და ერთადერთი ნათელი წერტილი 50 წლის წინ დაბეჭდილი აკაკი წერეთლის პორტრეტია შენი სკოლის კედელზე, ამ ყველაფერს ეგუები და ჩვეულებრივი ამბავი ხდება. არ მინდა, რომ ქუჩაში დგომა ისევ მოდაში იყოს, სწავლა კი „ტეხავდეს.“ მე მინდა, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ნორმა და, პირველ რიგში, მშობლებმა ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ.

ძალიან დიდი სირთულეა, მშობელმა ილაპარაკოს ხმამაღლა იმაზე, რაც მის შვილს აწუხებს. ოღონდ ილაპარაკოს იქ კი არა, სადაც მხოლოდ მშობლები ვსხედვართ, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. მშობლები ხდებიან სოციალური ბულინგის მსხვერპლი, დღემდე მუშაობს „ინტრიგანის“ იარლიყი. მშობლის აზრი ხშირად აღიქმება მტრულ განწყობად. ეს დღემდე ძალიან რთული ამბავია და წყალს იმათ წისქვილზე ასხამს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება და ამას არ აკეთებს.”

რას ნიშნავს მშობელთა მონაწილეობა?

,,პირველად როცა დავგუგლე მშობელთა ჩართულობის შესახებ, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ენაზე თითქმის არანაირი რესურსი არ არსებობდა, მაგრამ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებდა დროში გამოცდილი პროგრამები. ,,მშობელთა ჩართულობა’’ და ,,მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში’’ – დასავლური ტერმინებია. აზიასა და რუსეთში ასეთს ვერაფერ ნახავთ. ჩვენთან, საქართველოში, ამერიკამ, კერძოდ, USAID-მა შემოიტანა ეს ტერმინი და პირველად მასწავლებლებმა მაშინ გაიგეს, რა იყო მშობელთა ჩართულობა. ასეთი გამოცდილება მხოლოდ მაღალი დემოკრატიული კულტურის მქონე ქვეყნებს აქვთ. იქ, სადაც სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა არ არის და ერთპიროვნულად – მხოლოდ დირექტორი ან ბელადი იღებს გადაწყვეტილებას, მშობელთა ჩართულობაზე ვერაფერს იპოვით. რაც უფრო მაღალია მშობელთა ჩართულობის კულტურა, მით უფრო სამართლიანი და ბავშვების ინტერესებზეა მორგებული სასკოლო გარემო. ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც ჩვენ ვეტრფით სოციალურ ქსელებში, ფინეთი იქნება ეს თუ ესტონეთი, ოჯახების მონაწილეობით არის ისეთი, როგორიც არის. მხოლოდ სახელმწიფო კარგ სკოლას არ ქმნის. კარგი სკოლა იქმნება ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობით.

ეს აღმოვაჩინე 2017 წელს, როცა, მე, როგორც მშობელს, პირველად დამჭირდა დამატებითი ცოდნით გაძლიერება, რომ თანამოაზრე მშობლებთან ერთად მივსულიყავი ჩემი შვილის სკოლაში. არა საჩხუბრად, არამედ სათანამშრომლოდ, და მეთქვა, თუ როგორ ვხედავდით ჩვენ ამ პროცესებს. სკოლაც გამომყვა ამაში. ჩემი შვილების თანაკლასელების მშობლები აღმოჩნდნენ შესანიშნავად მოაზროვნე ადამიანები და დღემდე ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს სკოლასთან.

მოგვიანებით, მშობლებს გავუზიარე მშობელთა ორგანიზაციის შექმნის იდეა. მინდოდა, რომ ეს ჩვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ბევრი სხვა მშობლებისთვისაც გაგვეზიარებინა საქართველოს მასშტაბით. შემდეგ სპეციალისტებიც შემოგვიერთდნენ და 2018 წლის იანვარში დავაფუძნეთ ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“. აგერ უკვე 7 წელია, 15000 მასწავლებელი და მშობელი გვყავს ჩვენ უკან, ვისაც გავუზიარეთ ის, რაც ჩვენ ვიცოდით და ამ პროცესს აქტიურად ვაგრძელებთ.

სკოლებში ნომერ პირველი გამოწვევა არის კომუნიკაცია: როგორ აღიქვამს სკოლა მშობელს და როგორ აღიქვამს მშობელი სკოლას. საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა აქტიური მშობლის სტერეოტიპი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მასწავლებლის და დირექტორის ინსტრუქციებით მოქმედებს, უსმენს მხოლოდ მათ და არა – შვილს, აგროვებს ფულს ექსკურსიებისა თუ საჩუქრებისთვის. მშობელი, რომელსაც აქვს სკოლის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა, აღიქმება ინტრიგანად, ჩასაფრებულად, რომელიც ებრძვის სკოლას. სინამდვილეში ასე არ არის. დღეს მშობელი უკვე ცოდნით აღჭურვილი მიდის სკოლაში და სკოლის მიმართაც მაღალი მოლოდინი აქვს. ცხადია, ეს სტანდარტი, რომელიც ევროპულ სკოლებშია და ჩვენთან არ არის, მშობელს იმედს უცრუებს. თუმცა, ძალიან ხშირად, იმის გამო, რომ სკოლის მხრიდან ბავშვი არ იქცეს შურისძიების საგნად, ამ პრობლემებზე არა სკოლაში, არამედ მშობლების ჩატებში საუბრობენ. არადა, მშობლებს იმხელა რესურსი გააჩნიათ, რომ სკოლაც და სახელმწიფოც დაინტერესებული უნდა იყოს ამ თანამშრომლობით. მხოლოდ ასე გახდება სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო ბავშვებისთვის და შედეგიანი მთელი საზოგადოებისთვის.

ჩვენი პრიორიტეტული სამუშაო საკითხებია: სასკოლო კვება, სკოლაში ჰიგიენის მდგომარეობა და უსაფრთხოება. ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციაში გვეწერა, რომ სახელმწიფომ სასკოლო კვებით უნდა უზრუნველყოს ბავშვები. სასკოლო კვება პირდაპირ კავშირშია ხარისხიან განათლებასთან და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. როდესაც გაკვეთილზე გვისხედან მშიერი ბავშვები, რომლებსაც გული მისდით, მუცელი სტკივდებათ და თავბრუ ეხვევათ, იმ ბავშვებს ნუ მოვთხოვთ, რომ მოწინავე ქვეყნების თანატოლებს დაეწიონ სწავლაში და ნუღარ აღვშფოთდებით, როცა საერთაშორისო კვლევები დაგვანახებს, ბოლო ადგილებზე რომ ვართ განათლებით. ამ დროს კი არ უნდა აღვშფოთდეთ, უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ არასწორად და რა უნდა შევცვალოთ. მხოლოდ სხვამ კი არა, მე თვითონ რა უნდა შევცვალო.

შარშან მშობლები განათლების მინისტრს შევხვდით. გავაცანით ჩვენი წუხილები. ისე წავიდა თანამდებობიდან, განხილული პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა მოუგვარებელი დატოვა. ახლა, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიები მოვიწვიეთ, რომ გვესაუბრა სასკოლო პრობლემების გადაჭრის გზებზე. მათ უნდა იცოდნენ, რა გამოწვევების დაძლევას ველით მშობლები მათგან, როცა ხელისუფლებაში მოვლენ. სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტია არ მოვიდა, თუმცა იყო ყველა ოპოზიციური პარტია. ჩვენი სასაუბრო თემა იყო სასკოლო კვება, სკოლებში ჰიგიენის მდგომარეობა, ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და განათლების ხარისხი. თუმცა სკოლებში ბევრი სხვა უსერიოზულესი გამოწვევაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით – დანგრეული სკოლები, რომლებსაც ვეღარ აშენებენ. იმაზე უფრო მეტი სკოლა ინგრევა, ვიდრე სახელმწიფოს აშენება შეუძლია. ბავშვების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე სკოლას შეუძლია დაიტიოს. ზოგიერთ სკოლაში 13 პარალელური კლასია და რამდენიმეცვლიანი სწავლა მიმდინარეობს. შემცირებულია გაკვეთილების რაოდენობაც. შეუძლებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. ცხადია, ასეთ პირობებში ხარისხიანი გაკვეთილები არ ტარდება. ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ მშობლებმა იმიტომ, რომ მშობლებს ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი. ჩვენი შვილები დადიან იმ სკოლებში და ყოველდღე უწევთ იმ საპირფარეშოთი სარგებლობა და იმ გაკვეთილზე დასწრება, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი და არ არის. ყოველდღიურად განიცდიან ბავშვები სასწავლო დანაკარგებს, ყოველდღიურად განიცდიან ზიანს.

წლების განმავლობაში ჩვენმა ასოციაციამ მშობელთა ჩართულობა საკმაოდ პოპულარული თემა გახადა. დღეს ვერ ნახავთ სკოლის დირექტორს ან მასწავლებელს, რომელიც გეტყვით, რომ არ უნდა და არც ცდილობს მშობელთა გააქტიურებას. ჩვენი საშუალებით შეიქმნა ასობით საგანმანათლებლო რესურსი ქართულ ენაზე, გადამზადდა ათასობით ადამიანი და გახდა კვალიფიციური კადრი მშობლების ჩართულობის საქმეში. კონკრეტულ სკოლებში შევქმენით სტრატეგიული გეგმები და პრაქტიკაში მუშაობს უკვე ეს სისტემები.

და აი, ამხელა ისტორიის და გამოცდილების მქონე ორგანიზაცია დღეს საფრთხის წინაშე დგას.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი საქმიანობა არ არის უცხო ქვეყნის გავლენის გატარება. თუ ვინმეს ინტერესს ვატარებთ, ეს არის ქართველი ხალხის და ბავშვების ინტერესები. ჩვენი ნებით უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის ბაზაში არ დავრეგისტრირდით. ეს არის ღირსების შემლახველი და სახიფათო, და ხიფათს გვიქმნის არა მარტო ჩვენ, ვინც ვმართავთ ამ ორგანიზაციას, არამედ ყველა იმ მშობელს და ბავშვს, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ. ვერ მივცემთ სახელმწიფოს უფლებას, რომ ჩვენზე განუსაზღვრელი კონტროლი დაამყაროს. ამის უფლებას ვერცერთ ხელისუფლებას ვერ მივცემთ. არ ვიცით, რა იქნება მომავალში.გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ დაგვაცდიან. ჩვენ პატარა ორგანიზაცია ვართ და თუ დაგვაჯარიმებენ, ცხადია, ვერ გადავიხდით. მოგვიწევს მივმართოთ სასამართლოს, მოვითხოვოთ, გვცნონ გადახდისუუნაროდ. ამის შემდეგ კი დაიწყება ჩვენი ლიკვიდაციის პროცესი. ეს ის სცენარია, რომელიც ,,რუსული კანონით’’ ჩაიფიქრა მისმა მიმღებმა ხელისუფლებამ. თუ ასე მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად დაეკისრება სახელმწიფოს. ჩვენ კი, როგორც მშობლები, მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. სანამ ჩვენ უკან პატარა შვილები დგანან, გაჩერების არც უფლება გვაქვს და არც სურვილი.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო აფციაური

The post მეგი კავთუაშვილი, 41 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნათია კოპალიანი, იტალია
,,ჟურნალისტიკა არ არის მარტივი საქმე. ამის უკან დგას დიდი ძალისხმევა, უძილო ღამეები, და ზოგჯერ ეს პროფესია სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება. კოვიდპანდემია, ტერაქტები, დამწვარი ტყეები – ეს ყველაფერი ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ ეკრანზე გამოჩენა, ეს არის დიდი რისკი, საკუთარი რეპუტაციის დაცვა და მიუკერძოებლობის მცდელობა. ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ, მაგრამ პრაქტიკაში ვერ შეძლეს ამ საქმის კეთება. ჟურნალისტიკაში წარმატება ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდეს და მთელი შენი რესურსი – გონებრივი და ფიზიკური, ამას მოახმარო. მეც ბევრი რამე შევწირე ამ პროფესიას.

რაც თავი მახსოვს, სულ ჟურნალისტი ვარ და სხვა რამის კეთება არც შემიძლია. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში, როდესაც სადარბაზოში გამოსვლებს ვაწყობდი, ყოველთვის რაღაც მიმყავდა და როგორც კი სკოლა დავამთავრე, მივხვდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ეს პროფესია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თითქოს ეს იყო საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთი გზა.

სტუდენტობის პერიოდიდანვე სხვადასხვა გაზეთში ვბეჭდავდი სტატიებს. შემდეგ მუშაობა გაზეთ „ბათუმელებში“ გავაგრძელე, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გამოცემაა ქართულ მედიაბაზარზე. ეს იყო ადგილი, სადაც რეალურად დავიწყე ჟურნალისტიკის კეთება. დღემდე მადლიერი ვარ ამ კოლექტივის, რადგან მათ მასწავლეს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი და რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის საზოგადოების მხარეს იდგე.

შემდეგ გადავედი ტელევიზიაში. თავიდან რამდენიმე გასართობი პროგრამის წამყვანი ვიყავი, მერე კი საინფორმაციო სამსახურში ახალი ამბების ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით დედაქალაქში წამოვედი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტად ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში. ვაშუქებდი ყველა მნიშვნელოვან თემას, რომელიც დღის წესრიგში იდგა. ბოლოს კი ,,ტვ პირველში” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი ვიყავი.

ალბათ, ჟურნალისტიკა ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელთან განშორებაც ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ. მით უფრო, როცა ეკრანზე ხარ და მაყურებელი გიცნობს. ეს გადაწყვეტილება – ეკრანიდან წასვლა, რთულია, და ამას არ ვამბობ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით.”

ჟურნალისტიკიდან ემიგრაციისკენ

,,სხვადასხვა ფაქტორმა მაიძულა, რომ გადამეწყვიტა პროფესიიდან და, ამასთან, ემიგრაციაში წასვლაც. დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებში არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით ეკონომიკური რესურსების ნაკლებობა, დიდ როლს თამაშობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მედიაში მუშაობისას, საკუთარი ხარჯების გაწევა და ცხოვრების უზრუნველყოფა ურთულეს ამოცანად იქცა.

უიმედობამ და უპერსპექტივობამ, რომელიც თან სდევს ამ რეალობას, მაიძულა, გადამედგა რისკიანი ნაბიჯები და დამეთმო ყველაზე ღირებული – პროფესია. ზოგჯერ არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის უკეთესი მომავალი უზრუნველყო და დატოვო სივრცე, რომელიც კლავს მოტივაციას და განვითარებისთვის საჭირო სურვილს.

ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკურ სირთულეებზე არ იყო დამყარებული. თუმცა, როდესაც ჩემს ბოლო ხელფასს შევადარე ევროპაში მიმტანობისას მიღებული შემოსავალი, მივხვდი, რომ ორნახევარჯერ მეტს გამოვიმუშავებდი. ეს იყო შემაშფოთებელი რეალობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მე არ ვიყავი დამწყები ჟურნალისტი და ჩემი ხელფასი საქართველოს მასშტაბით დაბალ ხელფასად არ ითვლებოდა.

გარდა ამისა, საკმარისი არ არის მხოლოდ ჩემი კეთილდღეობა. თუ ჩემი გარემო – მეზობლები, კოლეგები და ზოგადი სიტუაცია – არ არის სტაბილური, მხოლოდ ჩემი კარგად ყოფნა არაფერს ცვლის. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა კი ნამდვილი კატასტროფაა. სამუშაოსთვის განაწილებული ხელფასები და სასურსათო თუ მედიკამენტების ფასები ერთმანეთთან შეუსაბამოა.

ემიგრაციაში ყველაზე რთულია, როცა ცხოვრობ ოჯახის და იმ პროფესიის გარეშე, რომელსაც შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმე და შენი ცხოვრების მთავარი საყრდენია. ემიგრაციაში წასვლა და პროფესიულად იმავე საფეხურის მიღწევა, რაც სამშობლოში გქონდა, ბევრ წელს მოითხოვს. მე პირადად გამიჭირდა, რადგან სოციალური და აქტიური ადამიანი ვარ და მინდოდა იმ პროცესებისა და ახალი ამბების ნაწილი ვყოფილიყავი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ნებისმიერ მანიფესტაციასა და გამოსვლაზე, ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენაში აქტიურად ჩართვა მინდოდა. შემდეგ ეტაპზე ენის ბარიერი დგება, რომელიც ძალიან რთულია გადასალახავად და ამასაც დიდი დრო სჭირდება. ასევე რთულია კულტურულ განსხვავებებთან შეგუება და მეგობრების, იმ ადამიანების პოვნა, ვისაც შენს ემოციებს გაუზიარებ. ემიგრაციაში ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო, დიდი მოტივაციაა საჭირო. ინფორმაციის ნაკლებობაც ერთ-ერთი პრობლემაა. ევროპაში საბუთების მისაღებად ძალიან ბევრი და სწორი ინფორმაცია უნდა გქონდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ემიგრანტებს ეს ინფორმაცია ხშირად არ აქვთ, ან მცდარი ინფორმაცია აქვთ. ამის გამო ბევრ შეცდომას უშვებენ, რაც მათთვის დიდი შოკია. განსაკუთრებით უჭირთ წინა თაობის ემიგრანტებს, რომლებიც უფრო დიდ ასაკში წავიდნენ ემიგრაციაში. მათთვის გადაადგილებაც რთულია, რადგან ეს დიდი ქვეყანაა და ბევრი ბარიერია გადასალახი. რთული გზაა იმისთვის, რომ მოიპოვო სამსახური, მუშაობის უფლება და მცირედით მაინც დასტაბილურდეს შენი ყოფა.

შორიდან არ ჩანს ის მძიმე ხვედრი და რამდენად გაუსაძლისია ის ყოფა, რასაც რეალურად ემიგრაცია იწვევს. მაგრამ საემიგრაციო ჯგუფებში ხშირად ნახავ, როგორ ითხოვენ ადამიანები დახმარებას, ან კითხულობენ, როგორ გაუმკლავდნენ დეპრესიას, ოჯახის ან სამშობლოს მონატრებას. ამის ყურება ძალიან მძიმეა. მე პირადად არ გამიგია რაიმე სერვისი, რომელიც ამ ადამიანებს თუნდაც ონლაინ მაინც უწევს მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და მათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებს უქმნიდეს, რადგან ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგი ეტაპები ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად. ეს ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას და ეს უიმედობის განცდას იწვევს. იმ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესთან, რომელსაც ემიგრაცია იწვევს, ეს ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები და მარტონი არიან.”

ევროპის სიკეთეები

„ევროკავშირი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც საქართველო აუცილებლად უნდა იყოს, რადგან იქ ცხოვრებამ ბევრი რამით გამაკვირვა. პირველ რიგში, უმუშევრების მიმართ დამოკიდებულებამ და ჯანდაცვის სისტემის გამართულმა ფუნქციონირებამ. ჯანდაცვა მორგებულია თითოეულ მოქალაქეზე და ბევრი რამე უფასოა. ბევრჯერ გაგვიგია ისიც, როგორ მიდიან საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ან სხვა ქვეყანაში და იქით იღებენ დახმარებას. მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათთვის ყველაფერი კეთდება.

იტალიაში, მაგალითად, უმუშევარი ადამიანები სახელმწიფოსგან მატერიალურ დახმარებას იღებენ, რადგან ისინი გადასახადებს იხდიან. სახელმწიფო ასევე სთავაზობს გადამზადებას ან სამუშაოს მოძიებას საჭიროების მიხედვით. ეს არის ადამიანის საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო და კანონმდებლობა, რომელიც ჩვენც გვჭირდება.

გარდა ამისა, ევროპაში ფასები დაბალანსებულია ისე, რომ დასაქმებული ადამიანი ნებისმიერი რამის შეძენას შეძლებს. იტალიაში საწვავის ფასის ოცი ცენტით ზრდამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წარმომიდგენია რა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ ფასებზე, რაც საქართველოშია, სადაც შემოსავალი და ხარჯები სრულიად შეუთავსებელია.

ასევე, საბანკო პროცენტებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემა და საპროცენტო განაკვეთები ჯანსაღ ეკონომიკაში ვერ იარსებებს. ევროპაში ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რაც საშუალებას აძლევს, შეიძინოს უძრავი ქონება, ავტომობილი ან სხვა საჭიროებები დაიკმაყოფილოს. ასევე, მოხუცები ევროპაში უზრუნველყოფილები არიან მაღალი პენსიით და უფასო მკურნალობით, მაშინ, როდესაც საქართველოში მათ ცხოვრება ძალიან უჭირთ.

ევროპაზე და ევროპელებზე დეზინფორმაციის შექმნა საბჭოთა პროპაგანდის ნაწილია და მცდარია. ვინც სწავლობს ან ცხოვრობს ევროპაში, დამეთანხმება, რომ ევროპაში, ცხოვრების მაღალ დონესთან ერთად, ღირებულებების პატივისცემა – ოჯახის, მეგობრებისადმი დამოკიდებულება და რწმენის პატივისცემა – ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.“

მომავალი

,,ჩემი მომავალი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, როგორ გაგრძელდება პროცესები საქართველოში, რა სამსახურს ვიპოვი ქვეყანაში, ან რა იქნება ის პერსპექტივა, რის გამოც დავბრუნდები და დავრჩები. ამ რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას.

ახლა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს სწორი მიმართულებით. ჩვენი შემდეგი თაობა, რომელიც სრულად ევროპული ღირებულებების მატარებელია და რომელსაც არაფერი გააჩნია საბჭოთა, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს ქვეყანა, ისევე როგორც ეს ახალგაზრდები, რომლებიც იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას, იქნება ევროპული, განვითარებული და ეკონომიკურად უფრო სტაბილური.

ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობას უამრავი ბარიერი ახლავს, მაგრამ მე ვხედავ მათ ძალისხმევას, როგორ ცდილობენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მადლობას ვუხდი მათ ამ ძალისხმევისთვის.

მე, მაგალითად, ვთხოვდი ყველა ადამიანს, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამ არჩევნებში. მე ვერ დავიწყებ აგიტაციას და ვერავის მოვუწოდებ, ვის უნდა მისცენ ხმა, მაგრამ ვთხოვდი ყველას, კარგად დაფიქრდნენ იმაზე, ვის არ უნდა მისცენ ხმა და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სოფო აფციაური

The post ნათია კოპალიანი, იტალია appeared first on WomenOfGeorgia.

ნინიშა ჩლაიძე, 50 წლის, თბილისი
„ცხოველების მიმართ ჩემი დიდი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. მახსოვს, როცა ვუყურებდი ფილმებს, სადაც ცხოველი იყო, მეწყებოდა შფოთვა, რომ მას რამე არ დამართოდა. ასეთი მგრძნობელობა იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ კოშმარულ ქვეყანაში, სადაც ღამით დადიოდნენ და ხოცავდნენ მიუსაფარ ძაღლებს. რამდენჯერ გამიგონია ძაღლების განწირული ხმა და მშობლებს უთქვამთ, კინოს იღებენო, რომ გაგვფრთხილებოდნენ. ალბათ, სადღაც კარგად ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო გადაღება.

ჩემი პირველი ძაღლი ბავშობაში მაჩუქა ბებიას მეგობარმა ტატიანამ. თავად მას 5 ძაღლი ჰყავდა და მასთან სტუმრობა ჩემთვის დღესასწაულივით იყო. ძაღლს სახელად ,,კაპი’’ დავარქვი, მალოს ნოველის – „უსახლკაროს” პერსონაჟის სახელი. სამწუხაროდ, მანქანამ დაარტყა და მალევე დაიღუპა. მთელი ბავშვობა მიმალავდნენ თურმე ამ ამბავს და მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე სიმართლე.

მახსოვს, 90-იან წლებში სევასტოპოლის ქუჩისკენ გალის ქუჩიდან ფეხით ავდიოდი კიბეებით. ამ ადგილს ყველა ერიდებოდა, რადგან მშიერი ძაღლების ხროვა იყრიდა თავს. სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ მქონდა თანდაყოლილი უნარი, როგორ უნდა დამემეგობრებინა ქუჩის ძაღლები. მოგვიანებით ეს უნარი პროფესიად ვაქციე და ძაღლების ქცევის კორექციაზე აქტიურად ვმუშაობ.

კაპის გაუჩინარების შემდეგ იმხელა სტრესი მივიღე, რომ საკუთარ თავთან პირობა დავდე, არასდროს ავიყვანდი ძაღლს. სანამ არ გყავს ძაღლი, რაღაცნაირად ვერ ხედავ იმ პრობლემას, რომელიც ქუჩის ძაღლებს აქვთ, ან, თუ ხედავ, გულგრილი ხარ. სხვათა შორის, ბევრმა ცხოველმოყვარულმა ჩვენი პირველი ძაღლი ვიყიდეთ. მაშინ არ ვიცოდით, რომ ყიდვას აყვანა სჯობს, მაგრამ ბევრ რამეს გამოცდილებასთან ერთად სწავლობ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და ჩემი შემდეგი ძაღლი იყო ამერიკული კოკერ სპანიელი, სახელად მომო. ჩემი შვილი ატიპური განვითარებისაა და ვფიქრობდით, რომ ძაღლი ნუცას დაეხმარებოდა თვითშეფასების ამაღლებასა და თვითგანვითარებაში. ამ გადმოსახედიდან, შეცდომა იყო, რომ ქუჩიდან არ ავიყვანე ძაღლი, და ისიც, რომ ოჯახის წევრებთან წინასწარ არ ვისაუბრე ცხოველზე ზრუნვის პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე. ჩემს შემთხვევაში, ნუცა დაფრთხა, ვერ აიღო პასუხისმგებლობა და მომოს პატრონი აღმოვჩნდი მე.

და აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ძაღლების სამყაროში.

ვერის ბაღთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ და, ფაქტობრივად, ვერის ბაღი არის ჩვენი ეზო. პირველად როცა გაგყავს საკუთარი ძაღლი სასეირნოდ, მაშინ იწყებ ქუჩის ძაღლების შემჩნევას. ძაღლებს აქვთ ასეთი ჩვევა – ახალი ძაღლის დანახვისას, მის გასაცნობად იკრიბებიან და აი, აქ გამახსენდა 90-იან წლებში ქუჩის ძაღლებთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილება. მივხვდი, რომ კი არ უნდა გავიქცე, ხელში კი არ უნდა ავიყვანო ჩემი ძაღლი, არამედ უნდა გავაცნო და დავამეგობრო. ამას ჯერ საკუთარი ძაღლის ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებდი, რომ მომო უსაფრთხოდ ყოფილიყო. ძაღლებთან ჩამქონდა საკვები, ვიჩვევდი მათ. მერე მივხვდი, რომ ეს არ იყო მარტო საკუთარი ძაღლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზრუნვა. დავიწყე იმის გააზრება, რომ ჩემს ძაღლს არ შიოდა, არ სციოდა და ამ დროს, რამდენი ძაღლი იყო, რომლებსაც არც ერთი არ ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ.

აქედან „დავიღუპე“ – მოვიწამლე იმით, რასაც ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა ჰქვია.

ნელ-ნელა ვერის ბაღი გახდა ჩემი სამფლობელო. ჩემამდე ამ ბაღში ბევრი უვლიდა ძაღლებს და მათ, ასე ვთქვათ, „მომნათლეს“ ამ საქმეში. ამიხსნეს, რომ მარტო კვება არ არის ძაღლზე ზრუნვა, საჭიროა კასტრაცია-სტერილიზაცია, აცრები და პარაზიტებზე მკურნალობა. აქედან მოყოლებული, ზუსტად ისევე ვზრუნავ ქუჩის ძაღლებზე, როგორც საკუთარზე. მომოს შემდეგ 2 ძაღლი ავიყვანე, ამჯერად სახლში ცხოვრების ბედნიერება სწორედ ქუჩაში ცხოვრების ცუდი გამოცდილების მქონე ძაღლებს – მელანოს და წრიპას ხვდათ წილად.

ძაღლებზე ზრუნვის პროცესი არის ყოველდღიური და ურთულესი. ძალიან დიდი ფინანსური და ემოციური რესურსი სჭირდება. ემოციური რესურსი ყველაზე მეტი მიაქვს, რადგან ხშირად დაავადებული ლეკვების მოვლა გიწევს და ყოველთვის ვერ გამოდიხარ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული. ყველას, ვინც ჩემი „ტომის“ წარმომადგენელია, ანუ ცხოველმოყვარულებს, ერთხელ მაინც გვითქვამს, რომ მორჩა, გადიხარ ამ თამაშიდან, მაგრამ სინამდვილეში, ვერასდროს ტოვებ. სამწუხაროდ, ცხოველის სიყვარული ამ ქვეყანაში ტანჯვას ნიშნავს. განწირული ხარ მუდმივი შფოთვისთვისა და დარდისთვის. ფაქტობრივად, შენთვის მშვიდი ცხოვრება არ არსებობს და ამ პასუხისმგებლობის ზიდვა ძალიან რთულია.

ხშირად ჩვენი მისამართით უსამართლო საყვედურები მოდის. მსმენია, ადამიანს სჯობს დაეხმარო, ვიდრე ძაღლსო. მიმაჩნია, რომ ეს სამყარო არ ეკუთვნის მხოლოდ ადამიანებს. უნდა დავეხმაროთ სუსტებს, რომლებსაც ხმა არ აქვთ ადამიანებისგან განსხვავებით, ვერავის აწვდენენ მას და სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობით არიან ასეთ დღეში ჩაცვენილი. ან რატომ უშლის ეს ხელს იმას, რომ ადამიანსაც და ძაღლსაც, ორივეს დავეხმარო?! აქვე, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, „სექტას“ რომ გვეძახის, დაფიქრდნენ ერთ რამეზე, თუ რამხელა საქმეს ვუკეთებთ მათ – სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ამ ცხოველებს ვაჭმევთ, ვასტერილებთ, ვაჩვევთ სოციალიზაციას, ვუკეთებთ აცრებს, ცხოველები არ მრავლდებიან და ადამიანებისთვის არიან მეტად უსაფრთხო. ჩვენ ამ ხალხისთვისაც ვმუშაობთ და ვიღვწით, მათი საცხოვრებელი გარემო რომ უფრო უსაფრთხო გახდეს. რადგან ჯერჯერობით ამ უმოქმედო და უუნარო სახელმწიფოში გვიწევს ცხოველებთან თანაცხოვრება, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ. სწორედ ჩემი თანამოაზრეები, ცხოველმოყვარულები, ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებენ იმაში, რომ მათაც შეუქმნან უსაფრთხო გარემო.

რატომ არის ამდენი ძაღლი ქუჩაში?

სახელმწიფო თავისი უუნარო პოლიტიკით ცალსახად დამნაშავეა. ძაღლების გამრავლების პირველი ფაქტორი ისაა, რომ საკმარისად არ მუშაობს მათი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამები. თბილისი, ბათუმი და ქუთაისი კი არის მოწინავე ამ მხრივ, მაგრამ დღესაც მრავლად გვხვდებიან გაუსტერილებელი ძაღლები.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რეგიონებში. უკვე მერამდენე წელია, თვითმმართველობების არჩევნების დროს მოსახლეობა ნომერ მეორე პრობლემად მიუსაფარი ცხოველების საკითხს ასახელებს და ეს პრობლემა არა თუ გვარდება, უარესდება. აუცილებელია, სახელმწიფომ გაზარდოს მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი თვითმმართველობებისთვის, რომ სტერილიზაცია-კასტრაციის აგრესიული პროგრამები ამუშავდეს.

ქუჩის ძაღლების გამრავლების მეორე წყაროა უკონტროლო ძაღლსაშენები, რომელთა მუშაობა არ რეგულირდება კანონმდებლობით. საქართველოში ძაღლის ყოლის პოპულარულობასთან პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ქუჩაში ძაღლების რაოდენობა. დააკვირდით მეტისებს – ზოგს თავი ნაგაზის აქვს, ფეხები ტაქსასი, ტანი ჰასკის და ცხვირი კოკერის. ესენი არიან ჯიშიანი ძაღლების მეტისები. წარმოუდგენელია, რომ ძაღლები ფეისბუქის განცხადებებით მრავლდებოდნენ. ნებისმიერ ინდივიდს, ვისაც ჯიშიანი ძაღლი ჰყავს, ყველანაირი წესების დარღვევით და გენეტიკური კონტროლის გარეშე შეუძლია ძაღლის შეჯვარება და ბიზნესად ქცევა. შემდეგ ლეკვებს ყიდიან, ჯერ მაღალ ფასს ადებენ, შემდეგ, როგორც ჩამოწერილ საქონელს, აკლებენ. ლეკვებიც ხშირად რომანტიკული საჩუქრები ხდებიან – როგორც სათამაშოს, ისე აჩუქებენ ახალ წელს, ხან დაბადების დღეზე, რაც არის ძალიან საშიში ტენდენცია.

სამწუხაროდ, რეგულაციების უქონლობასთან ერთად, აქ ცნობიერების პრობლემაც დგას. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ძაღლის აყვანას, კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ჯიშის ძაღლი აჰყავს, რა ტემპერამენტი აქვს ცხოველს, მომავალ პატრონს რამდენად აქვს დრო, ფინანსური და ემოციური რესურსი და რაც მთავარია, მოთმინება. ძაღლის ყოლა არ არის მარტივი. ლეკვი რომ აგყავს, მზად უნდა იყო, რომ ის სახლში რაღაცას გააფუჭებს, მოისაქმებს და მარტო დარჩენისას იტირებს. გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ მინიმუმ 12-15 წელი შენი ცხოვრება შეიცვლება და ძაღლის საჭიროებებს მოერგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა განაცხადოს თანხმობა, რომ ძაღლის მოვლის პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად გადანაწილდეს. ამ საკითხების უგულებელყოფა ხშირად ხდება ძაღლის ქუჩაში აღმოჩენის წინაპირობა.

გამოსავალი არის ძაღლსაშენებისთვის რეგულაციების და ლიცენზირების წესის დადგენა, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება, რაც ცალსახად სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მთავრობას არ აქვს ამის შესრულების კეთილი ნება. ჩვენ თუ გამრავლების კონტროლს თანხვედრაში არ მოვიყვანთ ქუჩის ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციის აქტიურ პროგრამებთან, ამ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით. ყოველივე ამის შედეგად, ხელშესახები ცვლილება 5-7 წელიწადში დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლების ახალი ნაკადი კატასტოფულად გაიზრდება.

ხშირად ხალხს არასწორად ჰგონია, რომ ძაღლების თავშესაფარი არის გამოსავალი. მინდა განვმარტო, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არ არის ვალდებული, მუდმივი საცხოვრებელი მისცეს ძაღლს. მას მხოლოდ ევალება კასტრაცია-სტერილიზაცია, ვაქცინაცია და ბუნებრივ არეალში გაშვება. მეორე პრობლემაა ის, რომ მუნიციპალური თავშესაფარი იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ ეს ადგილი არ გახდეს დაავადებების გავრცელების კერა. სანიტარული ნორმები წარმოუდგენლად დაბალია და ქალაქში გავრცელებული დაავადებების წყარო სწორედ თავშესაფარია. ძაღლები არ არიან ვოლიერში ცხოვრებისთვის დაბადებული. მსგავსი მუდმივი თავშესაფრები უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ძაღლებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. ასევე აუცილებელია, თავშესაფარმა ძაღლის აყვანის წახალისებაც დაიწყოს.

აუცილებელია სახელმწიფოსა და ცხოველების მოყვარულების თანამშრომლობა. ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ამ საქმეს და სახელმწიფოც თუ დაგვიდგება გვერდში, ასმაგად მოტივირებულები ვიქნებით. ჩვენ ხომ სულ იმის ზრუნვაში ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ცხოველები. სულ ხმალამოღებული ვიბრძვით და გვეშინია, რომ ცხოველი, რომელშიც ამხელა სიყვარულს და ენერგიას დებ, ვიღაცის სურვილით შეიძლება გააქრონ.

თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მოიმატა ძაღლებზე მზრუნველების რაოდენობამ. 10 წლის წინ მეგობრები გიჟს მეძახდნენ, ახლა თითქმის ყოველ მეორეს ძაღლი ჰყავს აყვანილი ან საბარგულში მიუსაფრებისთვის საკვები უდევს. ასევე შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ცხოველების წამების ფაქტებზე. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციაშიც იმატა მიმართვიანობამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ და ეს ყინულიც უნდა დაიძრას.

სხვა შემთხვევაა ბავშვების მხრიდან ცხოველის წამების ფაქტებზე რეაგირება. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანამოაზრისთვის სრულიად მიუღებელია ასეთ დროს ბავშვებისკენ მიმართული აგრესია. პირიქით, ბავშვი საშველია, რადგან თუ ის ცხოველზე ძალადობს, ან თავადაა ძალადობის მსხვერპლი ოჯახში ან ბულინგის ობიექტია თანატოლების მხრიდან. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა და ბავშვის გადარჩენა სწორი მიდგომებით. ზრდასრულიც, რომელიც ცხოველს სასტიკად უსწორდება, შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაიზარდა ასეთი, რომ ბავშვობაში მას არ მიაქციეს ყურადღება.

როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის ძაღლებთან?

ვფიქრობ, ძაღლების ხროვასთან მოქცევის წესები ტელევიზიებით უნდა შუქდებოდეს და სკოლებშიც ისწავლებოდეს. მოდით, დავარქვათ ამას თავდაცვა, იმიტომ, რომ ასეთ მოცემულობაში ვცხოვრობთ.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რატომ შეიძლება იყოს ძაღლი აგრესიული – ის ან ტერიტორიას იცავს, ან მასზე სუსტ ძაღლებსა და ლეკვებს, ან ადამიანისგან ძალადობის მოლოდინი აქვს. ყველაზე საუკეთესო სტრატეგიაა, ხროვას გაეცალო და სხვა მიმართულებით წახვიდე, რომ მიხვდეს, არ აპირებ მასზე თავდასხმას. ყველაზე დიდი შეცდომა გაქცევაა, რადგან ასეთ დროს ძაღლში მტაცებლის ინსტინქტი იღვიძებს და შეიძლება გაქცეულს უკან დაედევნოს.

თუ ძაღლთან პირისპირ აღმოვჩნდით, სჯობს, ზურგი არ შევაქციოთ და პირველი ნაბიჯები უკუსვლით გადავდგათ. ასევე კარგად მუშაობს მასთან ლაპარაკი. უკიდურეს სიტუაციაში, თუ ძაღლი მაინც თავდასხმაზე გადმოვა, უნდა დავახვედროთ ქურთუკი ან ჩანთა, ნებისმიერი ნივთი, რომ დარტყმა ამ ნივთზე გადავიდეს და არა ადამიანის სხეულზე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლი არის ასოციაციური ცხოველი. მას კარგად შეუძლია ადამიანების დამახსოვრება, ამიტომ, თუ ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობენ ძაღლები, რომლებისაც გვეშინია, მათთან ურთიერთობის ყველაზე სანდო და გამოცდილი მეთოდი მათთან დამეგობრებაა. დამეგობრება კი იწყება ძაღლების რეგულარული კვებითა და მათზე ზრუნვით.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო აფციური

The post ნინიშა ჩლაიძე, 50 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

თამუნა კუპატაძე, 38 წლის, სოფელი შუქრუთი
შუქრუთელების პროტესტის 193-ე დღე

,,ეს კომპანია – „ჯორჯიან მანგანეზი“, მარტო სახლ-კარს კი არა, ყველაფერს გვინგრევს, მათ შორის, საკარმიდამო მიწებსაც, სადაც გვაქვს ვაზი და მოგვყავს მოსავალი. ყველაფერს ანადგურებენ, რითაც ადამიანები ირჩენენ თავს სოფელში.

„ვახტა“ ჰქვია, მადანს რომ გამოიღებენ და გვირაბებად რჩება სიცარიელე. პატარა, შეჭრილი გვირაბები კი არ არის, დარბაზებადაა მიწის ქვეშ სივრცეები და ეს იწვევს ნგრევის შეუქცევად პროცესებს. აი, ამ სიცარიელის თავზე ვცხოვრობთ ჩვენ. გამოჟონილი ინფორმაციით, თავად კომპანიამ დახურა ეს ვახტები, რადგან ექსპერტი ჰყავდათ მოყვანილი, რომელმაც მუშების გაყვანა ურჩია მომატებული საფრთხის გამო. სხვათა შორის, ეს მუშები ჩვენ გვიცხადებენ სოლიდარობას ახლა და მაღაროში აღარ შედიან სამუშაოდ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რაც ხდება ჩვენი სახლებისთვის.

სოფლის სახლების უმრავლესობა მასობრივად გადახრილია, შიგ უზარმაზარი ორმოებია და უკიდურესად სავალალო მდგომარეობაა. ჩემი სახლი 30 წლის წინ არის აშენებული, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ იცხოვრება – უამრავი ბზარია და სახლის შესასვლელი კიბის ძირში დაახლოებით 7 მეტრის რადიუსის გვირაბია ჩავარდნილი. ეს გვირაბი ჩვენი ძალებით დავაბეტონეთ, რომ ბავშვები არ ჩაცვენილიყვნენ შიგნით. ყველასთან იგივე მდგომარეობაა.

კომპანია სოფელში მცხოვრებ ადამიანებს არაფრად გვაგდებს. სოფლის მცირე ნაწილს რაღაც გაურკვეველ კონტრაქტებზე მოაწერინა ხელი, საიდანაც ხელმოწერების ნაწილი გაყალბებულია. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ადამიანის საშუალებით, რომელსაც საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამო ჰქონდა ჩვენი პირადი ნომრები, უამრავი ადამიანის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. გაყალბებულია, მაგალითად, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. ჩემი ხელმოწერაც აქვთ თურმე, მაგრამ მე ხელი არაფერზე მომიწერია სინამდვილეში. ასევე, სიაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გონებრივი ჩამორჩენა აქვთ და წერა-კითხვა არ იციან.

2021 წელსაც გავაკეთეთ დიდი აქცია და გადავკეტეთ მაღარო. ყურადღება რომ არ მოგვაქციეს, ამერიკის საელჩოსთან წამოვედით, პირები ამოვიკერეთ და ასე ვისხედით იქ. რაც შეიძლება გაკეთებულიყო ადამიანების მხრიდან, გარდა იმისა, რომ არ მოვკვდით, ყველაფერი გავაკეთეთ მაშინ. 27-ე დღე იყო შიმშილობის, სასწრაფოს თანამშრომლები მოდიოდნენ და კუჭზე გვიღებდნენ, ნაჭამი გვქონდა თუ არა. ხელისუფლება მაშინაც არ ჩარეულა.

ალბათ, ამერიკის ელჩის გამო, ,,ჯორჯიან მანგანეზი“ გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე და ხელშეკრულებები გაგვიფორმა. ჩვენ მაშინ ადვოკატი გვყავდა და გარკვეული პირობები ჩაიდო, რომლის მიხედვითაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ უნდა შეფასებულიყო და დაანგარიშებულიყო ჩვენს მფლობელობაში არსებული ქონება. შესაბამისი კომპენსაციებიც ამის მიხედვით უნდა მიგვეღო.

სამხარაულიდან კომისია რომ მოვიდა, თან მოჰყვა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი მირიან ბიჭიკაშვილი. ამ მირიან ბიჭიკაშვილს თანდასწრებით, სამხარაულმა შეამოწმა ჩვენი ქონება. ამის მერე სამხარაულს რამდენიმე თვე ვსდიეთ, ჩვენი შეფასების შედეგები რომ გაგვეგო და იცით, რა მიზეზს გვეუბნებოდნენ? დამკვეთი თქვენ კი არ ხართ, „ჯორჯიან მანგანეზია“ და პასუხებზე მას მიაკითხეთო. 2024 წელია და დღესაც არ ვიცი, ჩემი შეფასება რაა. კომპანიამ ის ხელშეკრულება დაარღვია და ყველაფერი მოგვატყუა. მათთან ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. ვიცით, რომ ისევ მოგვატყუებენ ან შანტაჟზე წამოგვაგებენ და შეიძლება ხვალ დაგვიჭირონ იმიტომ, რომ მაფიოზებს ვებრძვით.

ამ სოფელს სკოლაც კი აღარ აქვს. სამხარაულის დასკვნაა მოსული, რომ სკოლა უნდა დაინგრეს. ბავშვებს მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში სიარული მოუწევთ, ზოგს კი ქალაქში გადაჰყავს. ახალაშენებული ტაძარია და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან უამრავი ბზარი აქვს. საფლავებს კი ყოველ აღდგომას თავიდან ვაკეთებთ, ყოველ წელს ერთი მეტრით დაბლა ჩამოდის. იმ საფლავებში ისევ არიან თუ არა ჩვენი მიცვალებულები, ისიც არ ვიცით. ასევე, კერძო მაღაზიები და შენობები, რაც იყო, დემონტაჟს ექვემდებარება. ვიცით, რომ სამხარაულიდან მეპატრონეებთან უკვე მისულია ეს დასკვნები. ალბათ, არჩევნებამდე გააჩერებენ და მერე ყველაფრის დემონტაჟს დაიწყებენ ისე, რომ არც ამ მესაკუთრეებს აუნაზღაურებენ რამეს. წარმოიდგინეთ, სოფელს არც სკოლა, არც ბაღი, აღარც ეკლესია და სასაფლაო აქვს, მაგრამ ამაზე პასუხი არავის მოეთხოვება.’’

მთავრობის დუმილი

,,დღეს უკვე მე-19 დღეა, ბიჭები შიმშილობენ, რათა ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ისეთ რთულ მდგომარეობაში არიან, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირთ და ჩვენი მეთვალყურეობა მუდმივად სჭირდებათ. ძალიან მძიმეა, როცა ამაზე რეაგირება არავისგან ჩანს.

პრემიერს უთქვამს ტელევიზიით, მე მაგ ხალხს არ შევხვდები, კომპანიას ვესაუბრე და ვიცი, რომ კომპენსაციები გადახდილიაო. გამოდის, რომ სახელმწიფო სრულ იგნორს გვიკეთებს. ამის ფონზე, მაქვს ეჭვი, რომ მათ საარჩევნო კამპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს, ამიტომაც არიან კომპანიის მხარეს. სახელმწიფო ასეთ ამბებში თუ არ ერევა და არ გვეხმარება, მაშინ ნურც გადასახედების ასაკრეფად მოვა ჩვენთან. სახალხო დამცველმა კი მანამდეც იცოდა ჩვენი ამბავი, მაგრამ აქ რომ ჩამოვედით, 26-გვერდიანი განცხადებით მასაც მივმართეთ. დეტალურად ავუხსენით ჩვენი გაჭირვება, მოთხოვნები და ამ დრომდე მისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ახლა აქ, პარლამენტის წინ ყოფნა – კიბეებზე ყოფნას გვიშლიან, არც კარავს გვაშლევინებენ და არც ლეიბებს გვადებინებენ. იმედია, იმისთვის არ დაგვიჭერენ და დაგვაპატიმრებენ, რომ პარლამენტის წინ ვსხედვართ. სხვა დანაშაული ჩვენ არაფერი მიგვიძღვის, გარდა იმისა, რომ ტირან კომპანიას ვებრძვით ცარიელი ხელებით და სიმართლით.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩვენ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ისეთი ცუდი კომენტარები წერია ჩვენზე, ზოგჯერ ვფიქრობთ, ასეთი ადამიანები რანაირად ცხოვრობენ საქართველოში. მაგრამ ვიცით, რომ კომპანია აწერინებს ამას საკუთარ თანამშრომლებს. ამიტომ, ისეთი ადამიანები გვინდა, რომლებიც სიმართლეს გააშუქებენ და რეალობას მოჰყვებიან. ჟურნალისტები კი მოდიან, მაგრამ „პოსტ ტვ“ და „იმედი“ ისე საშინლად გვაშუქებენ, ტელევიზია ასეთი მიკერძოებული თუ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ ვიფიქრებდი. გვაშავებენ აქციის მონაწილეებს და დამტკიცებულად შემიძლია თქმა, რომ ამ ტელევიზიებს “ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს.

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს. გამოარკვიოს მტყუან-მართალი, იქნებ მართლა არარეალურ რამეს ვითხოვთ და დასაჭერები ვართ. ხომ არის ამის გამორკვევის საშუალებები, ხომ არის ბანკის ანგარიშები და ხომ არის ფაქტი სახეზე, რომ ადამიანებს სახლები აღარ აქვთ?!”

შუქრუთელების მოთხოვნები

,,მე შუქრუთში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ყველა ახლობელი და მეგობარიც ამ სოფლიდანაა. ჩემთვის დიდი სტრესია იმის წარმოდგენა, რომ აქ ცოტა ხანში მხოლოდ ნასახლარები დამხვდება. ჯერ ჩემმა მშობლებმა იშრომეს და ააშენეს, იმის მერე მე მოვაკელი ჩემს შვილებს, რომ სახლში რაღაც პირობები შემექმნა და ამ მილიარდიანმა კომპანიამ რატომ უნდა წამართვას ისე, რომ არაფერი გადამიხადოს? სამართალი ხომ არის?!

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ქონების რეალური შეფასება გაკეთდეს და ამ შეფასების მიხედვით, კუთვნილი კომპენსაციები გადაუხადოს კომპანიამ ოჯახებს. მაგალითად, შეფასდეს მე რა ქონებაც გამაჩნია – 250 კვ.მ. სახლი, ვენახები, მიწის ნაკვეთები ხეხილით და ა.შ. მე და ჩემი მეუღლე სხვაგან არ ვმუშაობთ. ეს მიწები იყო ჩემი შემოსავლის წყარო, რითაც ორ შვილს და ოჯახს ვარჩენდით. კომპანიის შეფასებით, კომპენსაცია იმდენად მიზერულია, რომ მე პირადად ორ წელიწადში ვაზი და ღვინო რომ გამეყიდა, მაგდენს ისედაც ავიღებდი. ახლა მათ ჩვენი ქონება ისე გაანადგურეს, რომ საარსებო წყარო აღარაფერი დაგვიტოვეს და კომპენსაციის გადახდაც არ უნდათ. ხატის წინ დავიფიცებ, რომ ერთი ვაზის მტევანიც კი არ მომიწყვეტია. აღარაფერია, იმიტომ, რომ ვენახამდე მისასვლელი გზა აღარ არის, ვერ მივდივარ, რომ შევწამლო ან მოვკრიფო. იმ გზებზე, რომლებიც ჩემს ნაკვეთებამდე მიდიოდა,უზარმაზარი ნაპრალებია და მიწა 5-10 მეტრით არის ერთმანეთისგან უფსკრულამდე დაცილებული.

„ჯორჯიან მანგანეზს“ ხელშეკრულება გავუგზავნეთ და ვთავაზობთ, რომ გადაგვიხადონ ის, რაც გვეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია ჩვენი სახლების დატოვება, გადავცემთ ყველაფერს და გავეცლებით აქაურობას. კომპანია ჩვენთან მოლაპარაკებებზე არ მოდის და ამას ხელს არ აწერს.

ჩვენ ახლა უკვე ისეთ პროცესში ვართ შესულები და ადამიანები უკვე იმდენი დღეა შიმშილობენ, რომ ამ პროტესტს ვეღარ შევწყვეტთ. ამიტომ, არც ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები – ან კარგით დასრულდება ეს ამბავი, ან ცუდით. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?!”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სოფო აფციური

The post თამუნა კუპატაძე, 38 წლის, სოფელი შუქრუთი appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთო წილოსანი, 34 წლის, ლანჩხუთი
დაშვებული შეცდომის საფასური

,,წლების წინ, იმ დროსა და სივრცეში, როცა ქალების ხმა ნაკლებად ისმოდა, მეც მომიწია დამეშვა შეცდომა და 15 წლის ასაკში შემექმნა ოჯახი, რომელიც, სამწუხაროდ, არასწორ ადგილას და განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთან შევქმენი ისე, როგორც მაშინ ხდებოდა – მოტყუებით და მერე სახლში ვეღარ დაბრუნებით. მცდარი შეხედულებებისა და მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების გამო, იძულებული გავხდი, უარი მეთქვა ჩემს გეგმებსა და ოცნებებზე, როგორც ბევრი სხვა გოგო, სახლში დავმჯდარიყავი ,,კარგი ცოლის’’ ამპლუაში და მხოლოდ საოჯახო საქმეები მეკეთებინა. თუმცა მაინც მოვახერხე მებრძოლა, გამერღვია ჩაკეტილი წრე და სტერეოტიპები, რაც ,,ყველაფრის ფასად ოჯახის შენარჩუნებას” მავალდებულებდა. ეს ჭიდილი ყველასთან და ყველაფერთან, ჯანმრთელობის ფასადაც კი დამიჯდა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ლანჩხუთში დაბრუნება დედასთან და ბებიასთან, ამჯერად უკვე 2 შვილით.

ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, მე-10 კლასიდან რომ გათხოვდები და 8 წელი შენ ირგვლივ არაფერი ხდება გარდა სახლის საქმეებისა, გეშინია, ორი შვილით როგორ იარსებებ, როგორ გაიტან თავს, ხომ არ იქნები მუდმივად სხვაზე დამოკიდებული, ან ხომ არ დაიკარგები და გაქრები. მაგრამ მთავარია, წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა და შეუძლებელი აღარაფერია. ამას უკვე გამოცდილებით ვამბობ.

სირთულეები, რა თქმა უნდა, თანმდევია. როცა გურიაში დავბრუნდი, სამსახურში არავინ მიღებდა, არც დიპლომი მქონდა და არც სამუშაო გამოცდილება. ერთადერთი ადგილი, სადაც არ მთხოვდნენ განათლებასა და გამოცდილებას, მომსახურების სფერო იყო. ასე დავიწყე მუშაობა მიმტანად. ზღვის სეზონზე ურეკში ვმუშაობდი, სხვა სეზონებზე – თბილისში, სხვადასხვა კვების ობიექტზე. ზოგი ცუდად უყურებს მიმტანის პროფესიას, ესეც გამოწვევა იყო, მაგრამ მე მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი. თავს ადამიანად ვგრძნობდი, როცა საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით ოჯახის და უახლოესი ადამიანების დახმარება შემეძლო.

მერე ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მგზავრობისას თბილისიდან გურიისკენ, ავარიაში მოვყევი და მძიმე დაზიანება მივიღე, 6 თვე წოლითი რეჟიმი და ხანგრძლივი რეაბილიტაცია მომიწია. სამსახურიც დავკარგე. თუმცა მაშინ, როცა მეორედ აღმოვჩნდი ურთულეს სიტუაციაში, გზა ისევ გამოჩნდა. ამ პერიოდში ,,გაეროს ქალთა ორგანიზაციამ’’ და “ფონდმა ტასომ” რეგიონებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი დაიწყეს და ერთ-ერთი სამიზნე რეგიონი გურია აღმოჩნდა. ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მივიღე, ფიქრობდნენ, რომ უდიპლომო და მიმტანის პროფესიით თავს ვერ გავიტანდი და ეს შეიძლება ჩემი შანსი ყოფილიყო სწავლისა და განვითარებისთვის.

საერთო გასაუბრებაზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ეძებდნენ სათემო მუშაკს, რომელიც გურიაში სამწლიან პროექტს გაუძღვებოდა. გასაუბრებაზე ბევრი ნაცნობი წარმატებული ქალი იყო ჩვენი რეგიონიდან – ზოგი სამსახურის უფროსი, ზოგი ბიზნესის მფლობელი, უმეტესობა უმაღლესი განათლებით და ზოგს 2 დიპლომიც კი ჰქონდა. ყველას რაღაც ჰქონდა სათქმელი და საამაყო. როდესაც ჩემი თავის წარდგენის დრო მოვიდა, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, არ ვიცოდი, ამდენ წარმატებულ ქალში რა უნდა მეთქვა საკუთარ ბიოგრაფიაზე. ამიტომ სულ ერთი წინადადება ვთქვი – ,,ვარ 2 შვილის დედა და დიასახლისი.’’ მახსოვს, როგორ შემომანათა პროექტის წარმომადგენელმა თვალები იმედიანად. გამიმართლა და ამდენ წარმატებულ ქალში სათემო მუშაკად სწორედ მე შემარჩიეს. დაუჯერებელი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს. დაუჯერებლად და ამავე დროს ძალიან რეალურად, გავხდი ის, ვინც დღეს ვარ.’’

კაფე „ქეთოსთან“ – დაბადება

„განათლების მიღება და განვითარება ნულიდან დავიწყე. პროექტის ფარგლებში შევიტყვე ქალთა უფლებების შესახებ, მივიღე ყველანაირი ინფორმაცია ქალთა საკითხებზე, შევიძინე ახალი უნარები, როგორც ტექნოლოგიური, ისე ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით. ხანდახან ვფიქრობდი, აქამდე სად ვიყავი, როგორ სიბნელეში მიცხოვრია და სულ მეტირებოდა, როცა ჩემი მისამართით ჩადენილი უსამართლო დამოკიდებულებები მახსენდებოდა, ჩემი უმწეო მდგომარეობა, როცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, არც საკუთარი უფლებები ვიცოდი და ვერც თავს ვიცავდი.

,,გაეროს ქალთა ორგანიზაცია’’ და ,,ფონდი ტასო’’ იმ პერიოდში რეგიონში მცხოვრებ ქალებს ეკონომიკური გაძლიერებისთვის გრანტებითაც ეხმარებოდნენ. მიღებული გრანტით, და ნაწილობრივ საბანკო სესხით, დაიბადა ახლა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი კაფე „ქეთოსთან“.

კაფეს იდეა პროექტში საქმიანობის პერიოდში გაჩნდა, როცა ბევრი სოფელი მოვიარე და ბევრ ახალგაზრდა გოგოსა და ქალს შევხვდი. შეხვედრების დროს ვატარებდით გამოკითხვებს, რომ გაგვეგო გურიაში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები. ვესწრებოდი თვითმმართველობის სხდომებს და კარგად შევისწავლე მათი საქმიანობა და ვალდებულებები. პირველად სწორედ მაშინ გავიაზრე, რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ლანჩხუთში არ არსებობდა სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ, ერთმანეთს აზრებს გაუზიარებდნენ, დაიცლებოდნენ და დაისვენებდნენ, ასევე სხვადასხვა საკითხზე ცნობიერებას აიმაღლებდნენ. გარდა ამისა, ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი კაფე აუცილებლად ადაპტირებული უნდა ყოფილიყო ეტლით მოსარგებლეებისთვის. დავიწყე ფიქრი იმაზეც, რომ კაფეს მენიუში შემეტანა ადგილობრივი ქალი ფერმერების პროდუქტი, რომლის რეალიზაციაშიც ჩემს წვლილს შევიტანდი.

ზუსტად ასეთი სივრცე შევქმენი და მივხვდი, რომ ის ჩემთან ერთად ბევრ ადამიანს აბედნიერებდა. „ქეთოსთან“ გახდა ადგილი, სადაც ახალგაზრდები ნამდვილად კარგად გრძნობდნენ თავს. ჭიშკრის ხმა რომ მესმოდა, პირველი მე ვეგებებოდი სტუმრებს, ყველა თავის ამბავს მიზიარებდა. გამოწვევები ერთმანეთს ჰგავდა: უთანასწორობა, სტერეოტიპები, ძალადობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, განათლების ნაკლები შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტთან მათი საჭიროებების ადვოკატირება… მქონდა განცდა, რომ გოგოებს ის გზა არ უნდა გაევლოთ, რომელიც მე გავიარე, და რომ არავის აქვს მათთვის ცხოვრების წართმევის უფლება. ვფიქრობდი, რომ ჩემი მხარდაჭერა მათ წინ სიარულის ძალას მისცემდა, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ყოფილიყვნენ. ამრიგად, „ქეთოსთან“ მხოლოდ კაფე არასდროს ყოფილა, ეს იყო თავისუფლების, გაზიარების, გაცემის, დაცლის და პოზიტიური ემოციების ნავსაყუდელი.

პერიოდულად, სხვადასხვა ორგანიზაციების შეხვედრებზე დავდიოდი და როცა კაფეს კონცეფციას იგებდნენ, ცდილობდნენ, დაგვხმარებოდნენ. ასეთი ტიპის შემოწირულობებითა და გრანტებით სხვადასხვა დანადგარი და აღჭურვილობა შევიძინეთ, რამაც ახალგაზრდების ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

კაფემ „ქეთოსთან“ მთელ საქართველოში გაითქვა სახელი. ჩემგან დამოუკიდებლად სოციალურ ქსელებში გაჩნდა „ქეთოსთან“ მონიშვნები, თბილისიდან ჩამოდიოდნენ სტუმრები, დაინტერესდნენ ტელევიზიები. ცნობადობამ მოიტანა ფარული ბრძოლაც ჩემ წინააღმდეგ, ვიღაცის ინტერესებთან გადავიკვეთე. ჩემი შეხედულებები და კაფეს კონცეფცია ბევრს არ მოსდიოდა თვალში და შენიშვნებიც ამის შემდეგ დაიწყო, ამას მეზობლებთან ურთიერთობაშიც კი ვხედავდი. ჩვენ მაინც ვშრომობდით, წელიწადში 100 ტრენინგი ტარდებოდა და მხოლოდ 3-4 ივენთი, კაფეს ხარჯები რომ დაეფარა. საბოლოოდ, მაინც ფულმა და პოლიტიკურმა გავლენებმა გადაწონა და გადაწყვიტა „ქეთოსთან“ ბედი. სახლის მეპატრონემ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და 2023 წლის სექტემბერში კაფე დაიხურა.“

„ქეთო, როდის იქნება „ქეთოსთან“?’’

„შეიძრა ყველა ორგანიზაცია, ფეთქდებოდა ჩემი ტელეფონი, ყველას აინტერესებდა, რა მოხდა და როგორ შეეძლოთ ჩემი დახმარება. ზუსტად ამ პერიოდში გურიაში მეწყერი ჩამოწვა. ორგანიზაციაზე გავაკეთე შემოწირულება და მთელი ჩვენი გუნდით ვეხმარებოდით ჩაკეტილ ხალხს. ამხელა უბედურების ფონზე, სიტყვასაც ვერ ვწერდი ჩვენი კაფეს შესახებ. არადა, „ქეთოსთან“ რომ დავხურე, ცოცხლად გარდაცვლილი ვიყავი. ვერაფრით ვიაზრებდი, რატომ დადგა ეს შედეგი.

ცოტა ხანში გამოსავლის ძიება დავიწყე და დავფიქრდი შენობაზე, რომელიც მუნიციპალიტეტში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. მივიტანე ოფიციალური დოკუმენტები ადგილობრივ თვითმმართველობაში და შევთავაზე, რომ ორგანიზაციების თანხებით, შემოწირულებებითა და ჩემს ხელთ არსებული რესურსებით, შენობას გავარემონტებდი, გავაკეთებდი კომპიუტერის სივრცეს, ბიბლიოთეკას, სოციალურ კაფეს. გარდა ამისა, გადავიხდიდი იჯარასაც და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხაც შევიდოდა, დასაქმდებოდნენ ადამიანები და ახალგაზრდებსაც ექნებოდათ განვითარებისა და გაზიარების სივრცე. ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, მუნიციპალიტეტისგან უარი მივიღე. მოგვიანებით გავიგე, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩემმა პოზიციამ ჩემი ბედი გადაწყვიტა და სოციალური კაფეც პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. ეს შენობა დღესაც უფუნქციოდ დგას.

რამდენიმე თვე ბებიის პენსიით ვცხოვრობდი, ბანკმა არ მომცა საშესაღავათო პერიოდი, არც სესხის რესტრუქტურიზაცია გამიკეთა. საკრედიტო ისტორიაც გამიფუჭდა და თვიური გადასახადი, დაკლების ნაცვლად, ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, მომიმატეს.

ამ ურთულეს პერიოდში გვერდში დამიდგნენ ორგანიზაციები და ადამიანები. ძალიან ბევრი შემოწირულება მივიღე, რომლის ნაწილი ბანკმა წაიღო, სხვათა შორის, ბავშვების ალიმენტთან ერთად, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ქუჩაში მხვდებოდნენ ახალგაზრდები და მეკითხებოდნენ – „ქეთო, როდის იქნება „ქეთოსთან’’?“ – მე პასუხი არ მქონდა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, შემოწირულებებით მუნიციპალიტეტის მიერ ჯართად ჩამოწერილი ორი ავტობუსი შევიძინე და ერთი მეგობრების დახმარებით, კვების ობიექტად ვაქციე. ჩანაფიქრი ავტობუსის ავტომაგისტრალზე დადგომაა. ამისთვის, ავტობანზე მოვძებნე მიწა, რომელიც კერძო პირის საკუთრებაა, დავეკონტაქტე და ვთხოვე, ადგილი იჯარით გადმოეცა. აღმოჩნდა, რომ მიცნობდა და ჩემს საქმიანობაზეც ჰქონდა ინფორმაცია. მიწა ორი წლით უსასყიდლოდ დამითმო. ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ემოციური ამბავი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვერდში დგომა სრულიად უცხო ადამიანისგან. ასევე დასტური იმისა, რომ სწორ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი.”

ბრძოლა გადარჩენისთვის

,,ჩვენი რეალობიდან და პოლარიზებული გარემოდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა კაფეს რაიმე კავშირი ჰქონოდა პოლიტიკასთან, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ განურჩევლად ყველა პოლიტიკურ პარტიას უარი ვუთხარი შეხვედრების ჩატარებაზე. როგორც ჩანს, ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება არ მომიწონა და ზოგიერთ გამოწვევას ამასაც ვუკავშირებ.

ჩემი სამოქალაქო პოზიციაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ბარიერი გახდა ჩემი საქმიანობისთვის, ადრე თუ სკოლების და პროფსასწავლებლების კარი ღია იყო ჩემი ტრენინგებისთვის, ახლა, ამდენი წლის განმავლობაში, პირველად მივიღე უარი. ცხადია, არსებობენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას მიცხადებდნენ, მაგრამ მათმა სიკეთემ ძალაუფლება ვერ გადაწონა.

ახლა კაფე არ ფუნქციონირებს, მაგრამ არაფორმალური განათლების შესაძლებლობას მაინც ვაძლევ ადამიანებს და შეხვედრებს სახლში ვმასპინძლობ, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი აღარ აქვს. ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზოგჯერ პურის ფულის სესხებაც კი დამჭირდებოდა. ახლა ავტობუსის იმედი მაქვს, მაგრამ გული მწყდება, რომ ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო საქმეს სრულყოფილად ვეღარ ვაკეთებ.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იმ საქმის არდანახვა, რომელსაც გულწრფელად ვემსახურებოდი. გაბრაზებული ვარ, რადგან ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ვერ დაინახეს ჩვენი საქმიანობის შედეგად რამდენ ადამიანს გაუჩნდა ახალი შესაძლებლობა, რამდენმა საერთაშორისო აქტორმა გაიგო ჩვენი ხმა, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსი გამოიყო ჩვენთვის და ჩვენი მხარისთვის. გამოდის, რომ ჩემი საქმე ჩემს სამოქალაქო პოზიციებს შეეწირა, ეს აზრი კი იმ შედეგმა გამიმყარა, რაც მივიღე. მივხვდი, რომ ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი თუ მექნება და არამც და არამც მთავრობის.’’

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო აფციაური

The post ქეთო წილოსანი, 34 წლის, ლანჩხუთი appeared first on WomenOfGeorgia.

ანა სიხაშვილი, 22 წლის, თბილისი
მხარდაჭერის როლი

,,მე ხუთი წლიდან ვერ ვხედავ. დიაგნოზის მიხედვით, ვირუსის გამო დაზიანდა სისხლძარღვები და ამას თან დაერთო ქრონიკული ანთება. დამტკიცებული არ არის, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდია, რომ ექიმების არასწორი ჩარევითაც მოხდა ეს ყველაფერი. შედეგად, ხუთი წლის ასაკში სრულად დავკარგე მხედველობა.

შშმ ადამიანი როცა ჩნდება ოჯახში, მშობლები სრულიად მარტო რჩებიან ამ ბავშვთან. ინფორმაციასაც კი არ აწვდის სახელმწიფო, არათუ სხვა რამეს. ოჯახის ექიმთან თუ აღმოჩნდება მშობელი, შეიძლება საერთოდ გააგიჟოს ისეთები უთხრას – ბავშვის დამალვისკენ მოუწოდოს ან გაშვილებისკენ და ა.შ. სულ ვამბობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩემს მშობლებს ჰქონდათ ინფორმაცია ბევრ რამეზე, ისინი რაღაცებს თვითონ მიხვდნენ. მუდმივად ცდილობდნენ, თანასწორად მომქცეოდნენ და არ ჰქონდათ ის მომენტი, რომ ,,ნივთი ხარ და ჩვენ გადაგდებთ.’’ განსაკუთრებული როლი, ალბათ, დედას ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ორივე მშობელი ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მე განათლება და ბევრი სხვა რამე მივიღო. ჩემთვის მთავარი, არა მარტო აღზრდის პროცესში, არამედ ყველანაირ ურთიერთობებში, არის დამოკიდებულება. შეიძლება, მიუწვდომელი გარემო და ძალიან ბევრი პრობლემა იყოს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ დამოკიდებულება არის ჯანსაღი, იქ ძალიან დიდი მოტივაცია მეძლევა. ამიტომ, ოჯახის სწორი დამოკიდებულებების გამო, ჩემი მდგომარეობით დიდად ტრავმირებული არ ვყოფილვარ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ალბათ, გეცოდინებათ, როგორ მალავდნენ შშმ შვილებს.

დედაჩემი ამბობს ხოლმე, არ ვიცოდი, ეს ამ ქვეყანაში როგორ უნდა მომხდარიყო, მაგრამ სულ ვარწმუნებდი თავს, რომ შენ აუცილებლად უნდა მიგეღო განათლებაო. ჩემი განათლება მთლიანად მათი დამსახურებაა და არა სახელმწიფოსი. მათ რომ სკოლაში თავად არ ვეტარებინე, ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ზის სახლში, ხელით აჭმევენ წვნიანს და, არავის ვაკნინებ, მაგრამ, უსმენს რადიოს. ამას შეგუებული ვიქნებოდი, რადგან იმის თავდაჯერებულობა არ მექნებოდა, რამე მომეთხოვა. ძალიანაც რომ მოინდომოს უსინათლო ადამიანმა, თუკი ვინმემ არ გაიყვანა გარეთ, ვერც თეთრი ხელჯოხის გამოყენებას ისწავლის. უსინათლოს თუ არ აჩვენე, პირობითად, როგორია ფოთოლი, იმას მთელი ცხოვრება ოთხკუთხედი ეგონება. სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ნაწილის რეალობა ეს არის, უწევთ, შეეგუონ.

ჩემი მშობლებისთვის მეც მიწევს რაღაცების სწავლება. მაგალითად, ბოლო წლებია, სულ ვცდილობ, რომ ყველგან მარტო წავიდე. თავიდან საშინელი წინააღმდეგობა ჰქონდათ. მეუბნებოდნენ, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, არაფერია ადაპტირებული და შეუძლებელია რაღაც ადგილებში შენით მიხვიდეო. დედაჩემი რამდენჯერმე ჩუმადაც გამომყვა უკან და როცა დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ გადავადგილდები და ხელჯოხსაც ძალიან სწორად ვიყენებ, დამშვიდდნენ. ახლა მინდა ისიც ვასწავლო, რომ სახლში როცა არ ვარ, არ უნდა ინერვიულონ. მაგალითად, ზოგჯერ ტელეფონზე რომ მირეკავენ, არ ვპასუხობ. იცოდნენ, რომ ტელეფონზე ყოველთვის დროულად ვერ ვუპასუხებ და პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ. მოგვიანებით ვუბრუნებ ხოლმე პასუხს, რომ ამასაც შეეჩვიონ.”

განათლება შშმ ადამიანებისთვის

,,სკოლაში სწავლა სულ სხვანაირად წარმომედგინა. მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ჩემს მშობლებს სკოლაში შევყავარ, ოღონდ მივყავარ არა ჩვეულებრივ, არამედ უსინათლოთა სკოლაში. უკვე მიყვარდა წიგნების სუნი, ლამაზი ბლოკნოტები და ფერადი რაღაცები. ამ დროს აღმოვჩნდი სკოლაში, სადაც ხელში მომაჩეჩეს ძალიან დიდი წიგნი, რომელიც იყო ბრაილის და უამრავი ადამიანის გამონაცვალი. ჩვენ წიგნებს ხელით ვეხებით და იმ ფურცლებს ძალიან უსიამოვნო სუნი ჰქონდა. ახლა რომ ვიხსენებ, შოკი იყო ჩემთვის. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც განსხვავებული დამოკიდებულებებია ჩვენ მიმართ.

დღეს თითქოს უსინათლოსაც შეუძლია, რომ საჯარო სკოლაში ისწავლოს, მაგრამ მასწავლებლების დამოკიდებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადად, რასაც ვაკვირდები, ისინი ამ ბავშვებს არ აღიქვამენ სრულფასოვან ადამიანებად, რომლებსაც სწავლა შეუძლიათ. მაგალითად, შეიძლება ბავშვს ეკუთვნოდეს ,,რვიანი’’, მაგრამ იმის გამო, რომ უსინათლოა, დაუწერონ ,,ათიანი.’’ეს მუდმივი სიბრალულის გამოხატვა და „მოდი, ვაპატიოთ“ დამოკიდებულებები ძალიან პრობლემურია.

2017-2018 წლებში „FLEX”-ის პროგრამით წავედი ამერიკაში. აქვე ვთქვათ, რომ ეს არის ამერიკული პროგრამა, რომელიც სრულად აფინანსებს ქართველი ბავშვების ერთწლიან ცხოვრებასა და სწავლას ამერიკაში. ახლაც გამოცხადებულია კონკურსი, 26 სექტემბრამდეა ვადა და ყველას ვურჩევ განაცხადის შეტანას. შშმ ბავშვებისთვისაც სრულად ადაპტირებულია ყველაფერი. საოცარი ერთი წელი გავატარე ამერიკაში. ამ ქვეყანაში რომ ჩადიხარ, თავს გრძნობ ძალიან ლაღად. იმიტომ, რომ ხარ გარემოში, სადაც ვიღაცებს კი არ უნდა უმტკიცო, რომ შეგიძლია იყო თავისუფალი ან დამოუკიდებელი, არა, შენ უკვე ხარ ასეთი და შენ გარშემო ადამიანებმა ეს იციან.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, სულ მქონდა განცდა, რომ ამის გამო ვიღაცისთვის მადლობები უნდა გადამეხადა. პირველად რომ მივედი უნივერსიტეტში, მკითხეს, რა გიშველოთ, რით დაგეხმარეთო. ხომ ვითომ პოზიტიური დამოკიდებულებაა, მაგრამ რაღაც ისეთს გეკითხებიან, რაც შენ არ უნდა იცოდე. პირველკურსელი ხარ, ისედაც დაბნეული და არ იცი, რა გჭირდება. მაშინ არც მე მქონდა ამაზე პასუხი. მაგრამ სხვების გამოცდილებებით ვისწავლე სწორედ ის, რომ მნიშვნელოვანია იცოდე, რა გჭირდება და მერე ყველაფერი მოითხოვო, რადგან კანონით გვაქვს ამის უფლება. ასე გავხდი თან სტუდენტი და თან – აქტივისტი. სხვათა შორის, შშმ ადამიანებმა ყველაზე ხშირად ერთმანეთს უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ არ ყოფილიყვნენ ესმა გუმბერიძე და მარიამ მიქიაშვილი, კიდევ უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა. გამოდის, რომ ერთი ადამიანი მეორისთვის კვალავს გზას.

მოკლედ, იმ გააზრებით, რომ ვიცოდი, მქონდა უფლება ჩემით წამეკითხა ყველაფერი, მოვითხოვე მასალები ელექტრონულ ფორმატში მქონოდა. პანდემია იყო ძალიან კარგი პერიოდი ჩემთვის იმიტომ, რომ ყველაფერი გაციფრულდა მაშინ, უნდოდათ თუ არა. აქ პრობლემა იყო, რომ ჩემი პროგრამა ვერ კითხულობს დასკანერებულ წიგნებს. ტექსტები ,,ვორდის” დოკუმენტში აკრეფილი ან ისეთ ფორმატში უნდა იყოს, საიდანაც კოპირდება. ამიტომ, ზოგიერთ მათ დასკანერებულ წიგნს ვერ ვკითხულობდი. ამაზე შემოთავაზებები იყო, რომ დედამ წაგიკითხოსო. წარმოიდგინეთ, სახლში მყავს სამი პატარა და, კვირაში ზოგჯერ 6 ლექცია მქონდა, თითოეულში კი ათობით წასაკითხი გვერდი. ფიზიკურადაც ვერ მოასწრებდა, ან მას რატომ უნდა წაეკითხა? და რომც წამიკითხონ, ასე ვერ იქნება ჩემი განათლება ხარისხიანი.

ყოველთვის ვიშველიებდი და ვახსენებდი შშმ პირთა უფლებათა კონვენციას, რომელიც ჩვენც გვაქვს მიღებული. კონვენციის მიხედვით, შშმ ადამიანების უფლებაა, რომ გვქონდეს მისაწვდომი მასალა. ამ ყველაფრით გავედი ფონს, რასაც ჰქვია. ბოლოს, ხან კრეფდნენ და ხან სხვა ალტერნატივებს პოულობდნენ. მოკლედ, ალბათ, მხოლოდ ერთი-ორი საგანი შეიძლება გამოერიოს ისეთი, რომელშიც მე მასალა არ მქონდა.

ახლა დავამთავრე ბაკალავრი და განათლების მიღებას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ მაგისტრატურას სხვა ქვეყანაში დავასრულებ. წავალ, სადაც განათლების ხარისხი იქნება ძალიან კარგი და მისაწვდომობის საკითხებიც დარეგულირებული იქნება. მე მართლა აღარ შემიძლია ეს ჯახირი და ჩხუბი იმაზე, რომ წიგნი მინდა. უბრალოდ, მინდა, რომ მომცენ წიგნი და მერე მე გადავწყვიტო, დილას წავიკითხავ თუ საღამოს.”

აქტივიზმი

,,აქტივისტად იდენტიფიცირება 18 წლიდან დავიწყე, მაგრამ მანამდეც სულ რაღაცას ვაპროტესტებდი. სხვა არჩევანი თითქოს არც მქონდა, ჩემი უფლებები უნდა დამეცვა. მაგრამ რაც „რუსული კანონი“ გამოჩნდა, მას მერე ქუჩაში ვდგავარ. კარგად მახსოვს 2008 წლის ომი და იმდენად დიდი აგრესია მაქვს რუსეთზე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქე, რომ იქ ვიდგე.

ძალიან ვბრაზდები, როცა იმ ხალხს აცხადებენ აგენტებად, რომლებისგანაც მე ვისწავლე ჩემი უფლებები, შევძელი სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და აღარ ვცხოვრობ ისე, როგორც საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდნენ უსინათლო ადამიანები. მოსმენილი მაქვს, რომ საზღვარგარეთ კი არა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც კი არ იყვნენ ნამყოფები. ერთ სივრცეში, მაგალითად, ფონიჭალაში ჰყავდათ ეს ადამიანები შეკეტილი და იქ ოჯახდებოდნენ, იქვე გახსნილ საწარმოებში მუშაობდნენ და სხვა სივრცეებში განვითარების შესაძლებლობები არ ჰქონდათ.

წლების მერე, მართალია, რთულად, მაგრამ უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მოჯადოებული წრე თითქოს გაიხსნა. ძლივს შეიქმნა გარკვეული სერვისები შშმ ადამიანებისთვის და ახლა გვეუბნებიან, იმათ, ამაში რომ გვეხმარებიან და დიდი ფინანსები ჩადეს, აგენტებად ვაცხადებთო. ეს ორგანიზაციები თუ გავლენ ჩვენი ქვეყნიდან, ვხვდები, რომ ისევ იქ შეიძლება დავბრუნდეთ და ერთი ნაბიჯია მაგ რეალობამდე. უფრო ეადვილებათ, რომ ერთ სივრცეში შეგვყარონ და იზოლაციაში მოქცეულებს, მოთხოვნებიც აღარ გვქონდეს.

ძალიან მინდოდა, რომ შშმ ადამიანები ამ პროცესში აქტიურად გამოჩენილიყვნენ და ჩაშლილად აგვეხსნა, ეს კანონი როგორ გვეხებოდა ჩვენ. ამიტომ, შშმ თემმა განცხადებებიც გავავრცელეთ კანონის წინააღმდეგ და მსვლელობაც დავგეგმეთ. ძირითადად, უფრო მატერიალურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას. მე კი მინდოდა, იდეურად დაგვენახვებინა, რომ თუ დონორები წავიდნენ აქედან, ხოლო შშმ ადამიანებს აღარ გვექნება სამართლებრივი ადვოკატირების შესაძლებლობა, აღარც სიტყვის თავისუფლება გვექნება. ჩემს შიშებს ვიტყვი. 26 ოქტომბრის მერე ესენი თუ დარჩებიან, ვიღაცებს სცემენ და გამოჩნდება, რომ პირდაპირი დისკრიმინაციაა. ჩვენ არ გვცემენ, შშმ ადამიანების ცემით ცუდად რომ არ გამოჩნდნენ. მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემნაირებს ისე წაგვართმევენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ისედაც მწირი გვაქვს, ამას ვეღარავინ გაიგებს.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სოფო აფციაური

The post ანა სიხაშვილი, 22 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

თეო წოწოლაშვილი, 48 წლის, ნიუ-იორკი
საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება

,,საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გრძელხნიანი ფიქრი, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა ის ყოფა, რომელიც არ მომწონდა. არ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში თავი ამოვწურე. თითქოს მშვენიერი ცხოვრება მქონდა, საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაც მაქვს, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდოდა. მინდოდა, მეტი მეცხოვრა. ამის საპასუხოდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს კი არა, საერთოდ გამონათებასაც ვერსად ვხედავდი.

მიუხედავად იმისა, რომ მხიარული ადამიანი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს და საქართველოშიც, როგორც აღვნიშნე, საინტერესოდ და სავსე ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვმუშაობდი სწორი ღირებულებების მქონე კომპანიაში, მქონდა სტაბილური და კარგი შემოსავალი, მაინც დავკარგე ყველაზე მთავარი – მომავლის ხედვა და იმედი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობდი მომავლის ჭრილში, რომ, აი, გავა კიდევ 5, 10, 15 წელი, ვიქნები ამდენი და ამდენი წლის, მერე გავალ პენსიაში, დიდი ალბათობით, დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა არ მექნება და ტვირთად დავაწვები ჩემს შვილებს. ეს პერსპექტივა რომ დავინახე, შემეშინდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მე ეს არ დამიმსახურებია.

ამას დაერთო ისიც, რომ მუდმივი უსამართლობის განცდა სულ უფრო და უფრო მამძიმებდა ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე და ჩემს ოჯახს უსამართლობა ასე პირდაპირ არ შეგვხებია, მაგრამ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ხომ ერთმანეთის უბედურებებსა და უსამართლობაში ვიხარშებით. სოციალურმა ქსელებმა საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ემოციები, შეხედულებები და, საერთოდაც, ცხოვრება. ადრე როგორ იყო? არ იცოდი, რა ხდებოდა შენ გვერდით და აგრძელებდი მშვიდად ცხოვრებას. ახლა კი თითოეული ისტორია და ამბავი შენს გულსა და გონებას სწვდება. თანამონაწილე ხდები, გინდა ეს თუ არა. უსამართლობა შეიძლება შენ არ გეხება, მაგრამ ეხება იმ ადამიანს, რომელსაც ყოველდღე ვირტუალურად ესალმები, ხედავ მის ყოველდღიურობას, მის ოჯახს და აიგივებ შენს თავთან. პირდაპირ გეტყვით, რომ ამან საშინლად დამასევდიანა. შესაძლოა, სიტყვა ,,სევდა’’ სულაც არ ჟღერს ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის საფუძვლად, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყოველდღიური სევდა დამანგრეველია. ამდენი უსამართლობის შეგრძნებისგან ცუდად ვიყავი. არასდროს მიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე – არც მაშინ, როცა მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ვსწავლობდი, არც მაშინ, როცა საქმიანი ვიზიტით ან სამოგზაუროდ უცხო ქვეყნებში ვიყავი წასული. მაგრამ დადგა ეგ დღეც. რამდენიმე წლის წინ ჩავალაგე ბევრი ჩემოდანი და გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო ჩემს მეუღლესთან ერთად. ეს ფანჯარა აუცილებლად უნდა გამეღო.’’

ემიგრაციის სევდა

,,მე და ჩემს ქმარს ორივეს გვქონდა ამერიკის ვიზა და, საბედნიეროდ, არ მოგვიწია იმ ჯოჯოხეთური გზის გავლა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადის მექსიკის საზღვართან.

წამოსვლის წინ მე და გიორგი ბევრს ვკამათობდით, შვილები და მშობლები როგორ დაგვეტოვებინა და გვინდოდა თუ არა, გავმხდარიყავით ემიგრანტები. ქართველებს არ გვიყვარს ეს სიტყვა. უფრო სწორად, ამ სიტყვით საკუთარი თავის მოხსენიება. ჩვენი ისტორიული და სოციალური გამოცდილებით, რაღაცნაირად ამ სიტყვამ შეიცვალა დატვირთვა და თითქოს ასოცირდება საკუთარი თავის დაკარგვასთან. ასოცირდება იმასთან, რომ შენ ვიღაცის სარჩენად ხარ წამოსული და შენი ცხოვრება აღარ გაქვს. გაჭედილი ხარ დროში, რომელიც იქ სხვაა, შენთან სხვა, და ალბათ ყველაზე მძიმე – რომ შენ იქეცი საკრედიტო ბარათად.

ემიგრანტობის ტვირთი საქართველოში უმთავრესად ქალებმა ასწიეს, გაღარიბებულ ოჯახებს რომ შეშველებოდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, უამრავი ოჯახი ქალაქად, მაგრამ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები, სადაც ბავშვები, პირდაპირი გაგებით, შიმშილობენ. დედებს შვილები ჰყავთ დატოვებული და ძალიან ბევრი ქალი ვიცი, რომლებიც რამდენიმე ოჯახს არჩენენ. უზარმაზარი ტრაგედიაა, როცა ოჯახები ასე გახლეჩილები არიან და ერთმანეთთან მხოლოდ ვირტუალური და თან გაუცხოებული კავშირი აქვთ. წლები გადის და ,,კიდევ ერთი წელი’’ არ მთავრდება. სულ ახალ-ახალი საჭიროებები იჩენს თავს და ამ ქალების ეს ფინანსური კონტრიბუცია არასდროს სრულდება.

რა არის ემიგრაციაში ყველაზე რთული? ალბათ, საყვარელი ადამიანებისგან მოწყვეტა – შვილებთან და მშობლებთან დისტანცია, მეგობრების თანდათანობით დაკარგვა. დროში სხვაობა, მანძილი და განსხვავებული პრობლემები თავისთავად აისახება მეგობრობის ხარისხზეც, ხვდები, როგორ შორდები ნელ-ნელა და გრძნობ, რამხელა ნაპრალი ჩნდება თქვენ შორის. ძალიან მძიმე და მტკივნეულია ეს ჩემთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რას გაიმეტებ შენი თავისთვის, როცა ხარ ემიგრაციაში.

საქართველოში რაღაც ასაკის შემდეგ ჩამოწერილი ხარ და ეს ის ასაკია, როცა სხვა ქვეყანაში ადამიანები სწორედ მაშინ იწყებენ ცხოვრებას. „თრეინსფოთინგი“ არასდროს ყოფილა ჩემი უსაყვარლესი ფილმი, მაგრამ ბოლო დროს ამ ფილმიდან ერთი ფრაზა მქონდა აკვიატებული – ,,აირჩიე სიცოცხლე.” ძალიან მნიშვნელოვანია, ემიგრაციაში მყოფმა ადამიანმა საკუთარი თავისთვის გამოყოს დრო და საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული. ძალიან გამიმართლა, რომ მარტო არ ვარ, გიორგისთან ერთად ვარ. ორივე ვმუშაობთ, მაგრამ მეგობრებს ხშირად ვხედავთ. ამასთანავე, ვიცნობთ ახალ ადამიანებს, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, არაფერი გამოვტოვოთ, კონცერტი იქნება, წარმოდგენა, გამოფენა თუ სხვა აქტივობა. ძალიან ბევრ მუსიკას ვუსმენთ ცოცხალი შესრულებით. ეს ის უზარმაზარი სიამოვნების ოკეანეა, რომელში ყოფნაც სულ მინდოდა. მთელი სიცოცხლე. ბედნიერებაა, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ ბავშვობის ნატვრა რეალობად აქცია. ამიტომ არასდროს არის გვიან. არასდროს.”

კავშირი სამშობლოსთან

,,განუწყვეტლივ მტკივა საქართველო. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ არ მეშინია ამ პათეტიკის. იმიტომ, რომ ზუსტად ის გრძნობაა, რასაც სამშობლოს მიმართ ვგრძნობ. ალბათ, სიმბოლურია, რომ ჩემი პირადი მონაცემებიდან ყველა ციფრი და ნომერი დამავიწყდა, ჩემი საქართველოს პირადობის მოწმობის ნომრის გარდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოდუნდე და დაკარგო ემოციური კავშირი სამშობლოსთან. ოღონდ იმდენად ბევრ რამეს აფუჭებენ და ისეთი სისწრაფით ეშვებიან ქვევით, რომ ადამიანი ვერ ხარ მშვიდად. ან როგორ უნდა იყო მშვიდად? სიცოცხლით ვერ ტკბები კი არა, ყოველდღე რაღაც ახალი უბედურების ლოდინში ხარ.

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რა სტატუსითაც არ უნდა იმყოფებოდეს ის საზღვრებს გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ზოგი ვერც კი იაზრებს, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისთვის ერთი დღე გამოყოს და არჩევნებზე მივიდეს. რეალურად, შენ ამ დროს საკუთარ თავზე ხარჯავ. არჩევნების უფლება ყველაზე დიდი უფლებაა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გეძლევა და შეგიძლია, აირჩიო ან გადაირჩიო ის ხელისუფლება, რომელსაც არა მხოლოდ ხელფასს უხდი, არამედ პრემიებსაც. მისი შვილების კარგ სკოლაში სწავლის ქირასაც შენ იხდი და ოჯახის წევრების მოგზაურობის ხარჯებსაც უფარავ. მძღოლების, ძიძების, დამლაგებლების… ყველაფრის ფულს შენ იხდი. ამ ხელისუფლების მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ბევრ აქტიურ მოქალაქეს დაეტოვებინა ქვეყანა და გაეწყვიტა ემოციური ძაფები მასთან. ჰოდა, მე კი დავტოვე ქვეყანა, მაგრამ ჩემი ძაფები მყარადაა.

მიმაჩნია, რომ იმაზე მეტს ვერ გაუკეთებ ვერც შენს ქვეყანას, ვერც შვილებს და ვერც საკუთარ თავს, ვიდრე არჩევნებზე მისვლა და საკუთარი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისთვის არჩევანის გაკეთებაა.

ემიგრანტებში საკუთარი ქვეყნის მიმართ ბრაზია დაგროვილი. დალხენილი ცხოვრება აქ ძალიან ცოტას აქვს. ბევრია, ვისაც საქართველოში კარგი სამსახური და თანამდებობა ჰქონდა, მაგრამ აქ უწევს მომსახურების ისეთ სფეროში მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, სახლის დალაგება, ბავშვის გაზრდა, მოხუცის მოვლა ან მიმტანად მუშაობა. ბევრი ადამიანის ფსიქიკა ამას ვერ უძლებს და შედეგად, ბევრი სრულიად ჩამოშლილი ადამიანი მყავს ნანახი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების შემოდინება ყოველ წელს უფრო თვალშისაცემი ხდება. ეს კი იმის შედეგია, რომ საქართველოში საშუალო ფენა იმაზე სწრაფად გაღარიბდა, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით. ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა მაგრამ ასეთი მასშტაბები ვერავინ გათვალა.

ჩემს შემთხვევაში ამან სიმშვიდე, უფრო სწორად, ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა დამაკარგვინა. 10 წლის წინ თუ საზღვარგარეთ წელიწადში 3-4 -ჯერ დავდიოდი, ბოლო პერიოდში ვეღარ ვმოგზაურობდი, ან კვირაში თუ ვხარჯავდი 300 ლარს საკვებზე, ბოლო პერიოდში იგივე პროდუქტი 700-800 ლარი მიჯდებოდა, ხარისხი კი გაცილებით დაბალი იყო. სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა იმიტომ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ცოტა, ან საერთოდ აღარ შემოდის. მსგავსი პროექტები ხელს უწყობდა დასაქმებას, ღირსეული ანაზღაურებით ცხოვრებას და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდასაც. გაღარიბდნენ და, ხშირ შემთხვევაში, ლიკვიდაციაზე წავიდნენ წვრილი და საშუალო სიდიდის კომპანიებიც. ბიზნესი გახდა ფრთხილი, დასაქმების პირობები კი – ხისტი.

პირდაპირი ინვესტიციების ნაკლებობა და გაწელილი პროექტები პირველ რიგში საშუალო ფენაზე აისახა. ძალიან მარტივად ვიტყვი – ღარიბი ადამიანის მართვა გაცილებით მარტივია, რადგან მას უწევს საბაზისო საჭიროებებზე ფიქრი, საკუთარი უფლებების დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად კი დრო აღარ რჩება. ამ დროს ფრთხილი და მოზომილი ხარ. ნაკლებ ფულს ხარჯავ განათლებაზეც. ამ მთავრობამ ზუსტად ეს გააკეთა – გააღარიბა და პირდაპირ თუ ირიბად დააშინა ადამიანები.

ზემოთაც ვახსენე ემიგრანტების ფინანსური კონტრიბუციების ზრდა. ეს დამატებითი ბრაზის წყაროა. მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ბრაზი ხშირად სულაც არ არის ხელისუფლებისკენ მიმართული. ზოგი ბანკზეა გაბრაზებული, ზოგი სოციალურ ფონზე და ადამიანების განწყობებზე. თითქოს არ არის რთული, გაიაზრო, თუ რატომ არ გაქვს წვდომა იაფ და დაცულ საბანკო სესხზე, რატომ ვერ იღებ ჯანდაცვის ხარისხიან სერვისს, ან რატომ არ ჰყოფნის პენსია შენს მშობელს, ჰო? მაგრამ, როგორც ვხედავ, მაინც რთულია. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლების ბრალი არ იყოს მოსახლეობის მიგრაცია? როგორ შეიძლება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ იყოს ის, რომ ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ღირსეულად დაბერების და შრომის შედეგად შექმნილი დანაზოგით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებობა ჰქონდეს? სამწუხაროდ, ახლა ღირსებაც და დანაზოგიც ერთ სიბრტყეზეა.”

რატომ ამერიკა

,,ამერიკა დიდი, თავისუფალი და ახალი შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ აქ ცხოვრება არ არის მარტივი – რამდენ კარსაც გააღებ, შიგნით იმდენივე გხვდება, თუმცა კარგია, რომ კარია და არა კედელი. აქ ყველა პროფესიის, შესაძლებლობების და გაქანების ადამიანისთვისაა ადგილი. მათთვისაც კი, ვისაც აქამდე საკუთარი თავი არ უპოვია. აქ მიგრაციის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ ისაა, რომ გაწეული შრომისთვის იმ ანაზღაურებას, რასაც ეს ქვეყანა გიხდის, სხვაგან ვერ მიიღებ. ასე უცებ ფინანსურად ფეხზე სხვაგან ვერ დადგები და ვერ დაეხმარები ოჯახს, რა თქმა უნდა, თუ ეს არის ქვეყნის დატოვების მიზეზი. და მთავარი – 10-20 წლის ჭრილის პერსპექტივაში ხედავ საკუთარ თავს და იცი, რომ თუ მიზანს დაისახავ და არაფერს დააკლებ, ამ მიზანს განხორციელებ, აუცილებლად მიიღებ სასურველს. დაგიფასდება შრომაც, მოტივაციაც და მიზანსწრაფვაც.

მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენს ასაკში ხალხი არ უნდა ტოვებდეს საკუთარ სახლს და არ უნდა მიდიოდეს ემიგრაციაში. ჩვენ უნდა ვტკბებოდეთ სიცოცხლით და ვხარჯავდეთ დანაზოგს. ვმოგზაურობდეთ, ვიძენდეთ ახალ გასართობ პროფესიებს, ვხარობდეთ ჩვენი შვილების, მეგობრების შვილების წარმატებით. სახლებიდან ისინი უნდა მიდიოდნენ – ახალგაზრდები, უნდა მიიღონ განათლება და გაიფართოონ თვალსაწიერი. გაიცნონ ახალი ადამიანები, ერები, კულტურა. გადალახონ სიძნელეები, დამარცხდნენ, ფეხზე წამოდგნენ. მოკლედ, იცხოვრონ რა. ეს ხომ უმნიშვნელოვანესია ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბების გზაზე. სწორი ფასეულობების ინდივიდი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. უკეთ იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას. ანუ თავად მას.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სოფო ლევადნაია

The post თეო წოწოლაშვილი, 48 წლის, ნიუ-იორკი appeared first on WomenOfGeorgia.