ღ-ჰ Archives - WomenOfGeorgia

ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი
„ნიკოლოზმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი და მეც ახალი პროფესია მაპოვნინა.

4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე მარცხენა თვალზე თეთრი წერტილები და მივხვდი, რომ ექიმების პროგნოზის საპირისპიროდ მდგომარეობა უარესდებოდა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ექიმსა და პაციენტის მშობლებთან კომუნიკაცია, რაც ზოგადად მშობლის გაძლიერებას უწყობს ხელს, რომ მან თავის მხრივ შვილიც გააძლიეროს. მუდმივად ვსვამდი შეკითხვებს, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებდი. მე, როგორც მშობელს მაინტერესებდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, რისი მოლოდინი. ახლა ვთვლი, რომ ეს პერიოდი უბრალოდ დრო დავკარგეთ. შესაძლოა ნიკოლოზის სრული გამოჯანმრთელება ვერ მომხდარიყო, მაგრამ ეს შედეგიც არ დადგებოდა: თურქეთში ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ნიკოლოზს 4 წლის ასაკში ენუკლეაციის (თვალის ამოღება. ავტ. შენიშვნა) ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში მკურნალობის შედეგად მარჯვენა თვალი გადავურჩინეთ. ნიკოლოზი ახლა 8 წლისაა და მცირედმხედველის სტატუსის მქონეა, მარჯვენა თვალში -12 მხედველობა აქვს და მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსში შეუძლია საგნების აღქმა.

მცირე ასაკიდან იმდენი ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, შეეჩვია უკვე თავის მდგომარეობას. ახლა 8 წლისაა და ძალიან ბევრი სიფრთხილე მართებს. მაგალითად აკრძალული აქვს სპორტის სახეობები, არადა თვითონ ისე უნდა! გარშემომყოფი ბავშვები გაფრთხილებული მყავს, რომ ბურთით თამაშისას ნიკოლოზს განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ. ერთხელ გააპროტესტა, წრეში ბურთის თამაშის დროს მე რატომ არ მესვრიან ძლიერად ბურთსო. ექიმებმა აგვიკრძალეს ასევე ანდროიდებისა და ტელევიზორის მოხმარება. არადა 21-ე საუკუნეში რთულია ბავშვს ეს ყველაფერი დაუშალო. ჩვენ ოჯახში ცხოვრების სტილიც შევცვალეთ – ნაკლებად ვუყურებთ ტელევიზორს.

ხშირად ხდება, რომ ოჯახში სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, ქმრები ან ტოვებენ ოჯახს ან ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობაა. ძალიან გამიმართლა ამ მხრივ. ჩემი ქმარი, გიორგი ყოველთვის ჩართული იყო ნიკოლოზის მოვლაში და ერთი წუთითაც არ მოგვცილებია გვერდიდან ოპერაციების და მკურნალობის ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ბავშვის მოვლაშიც გიორგის ყველაზე მეტად ვენდობი. თუ მიწევს ტრენინგზე წასვლა სხვა რეგიონში, ბავშვებს გიორგის ვუტოვებ. ნიკოლოზი მედიკამენტოზურ მკურნალობას მუდმივად საჭიროებს, ასევე მისი თვალის პროთეზი პერიოდულად დასამუშავებელია. ეს პროცედურები მხოლოდ ჩემი ქმრის პასუხისმგებლობაა.

მე პროფესიით ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და ბოლნისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვასწავლი. როცა ნიკოლოზი სასკოლო ასაკის გახდა, ძალიან მინდონდა ინკლუზიურ სკოლაში ესწავლა. ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლა, სადაც უსინათლოებისა და მცირედმხედველებისთვის ადაპტირებული გარემოა, თბილისშია. ნიკოლოზი ისე იყო ჩვენზე მოკედლებული, რომ ბავშვის და ჩვენი ფსიქოლოგიური მდომარებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა მისი სკოლა-ინტერნატში გაშვება. არადა გარშემო ყველა მირჩევდა, სპეციალიზირებული სკოლით მესარგებლა. თუმცა მაინც გამოვიყენე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა და ბოლნისში იმ სკოლაში მოვიყვანე, სადაც მე ვასწავლი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ მეორე მიზეზი ქონდა: რადგან ნიკოლოზმა მომავალი ამ ქალაქში უნდა გაატაროს, თბილიდან დაბრუნებულს ძალიან გაუჭირდება თავის ტოლებში ადაპტირება, უცხოდ იგრძნობს თავს და იზოლაციაში ცხოვრებისთვის იქნება განწირული. ამ სკოლაში კი თავის თანაქალაქელებთან იზრდება, ყველა იცნობს, მეგობრობენ და მისი, როგორც „განსხვავებულის“ ან „უცხოს“ აღქმის რისკები თითქმის არ არსებობს.

თუმცა უდიდეს სირთულეს წავაწყდი. სკოლა, რომელიც ღიაა ინკლუზიური განათლებისთვის სრულიად გამოუცდელი დახვდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს. პედაგოგებს კი ქონდათ გავლილი ინკლუზიური განათლების საფუძვლები, მაგრამ არ არსებობდა სეპც.მასწავლებელი, რომელიც ბავშვის საჭიროებებს მოარგებდა სასწავლო პროცესს. რაიონის მასშტაბით არ არსებობდა ასეთი სპეციალისტი. სხვათა შორის ამის გამო ჩვენს რეგიონში რამდენიმე უსინათლო მოზარდი მოკლებულია განათლების უფლებას. აქ ვხედავ ზუსტად ჩვენი განათლების სისტემის შეცდომას: ჯერ ინკლუზიის შესახებ მიიღეს კანონი და მერე დაიწყეს სპეც.პედაგოგების მოძიება. ეს კი ძალიან აფერხებს სკოლას, მშობელს და ცხადია მოსწავლის განვითარებასაც.

ამიტომ გადავწყვიტე მე თავად გავმხდარიყავი სპეც. მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და ტრენინგი გამევლო. გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასერთიფიკატო კურსში და გავხდი მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი. ეს სპეციალობა მოიაზრებს უსინათლო და მცირედმხედველი მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების დასწავლას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საყოფაცხოვრებო პირობებში დამოუკიდებლად იცხოვრონ და თავი იხსნან იზოლირებულობისგან. მაგალითად გასწავლის, როგორ მოიხმარო თეთრი ხელჯოხი, სივრცის აღქმას, ბარიერების იდენტიფიცირებას. მახსოვს, როცა ეს ცოდნა პირველად ნიკოლოზთან გამოვიყენე, რა უცებ მივიღე შედეგი. ნიკოლოზი ისე ფრთხილად დადიოდა, გარშემო ყველგან ბარიერი ეგონა. გვერდით თუ ვინმე ჩაუვლიდა, შფოთვები ეწყებოდა. ჯერ სკოლის დერეფნები შევასწავლე: ერთ გაკვეთილზე ერთი კედლის სივრცითი აღქმა, მეორეზე- მეორე კედლის. ბოლოს დავალება მივეცი, ამ დერეფანში დამოუკიდებლად გაერა. (მანამდე ხელჩაკიდებული დამყავდა სულ). ადგა და გაიქცა და გამოიქცა და ბედნიერმა მითხრა, რამდენი ხანია ასე მინდოდა ამ დერეფანში მერბინაო.

სივრცეში ორიენტაციის სწავლების პარალელურად სასწავლო მეთოდოლოგიაც ვისწავლე. ფაქტობრივად სიბნელეში ხელის ცეცებით და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვებით ვსწავლობდი, როგორ გამემარტივებინა ჩემი შვილისთვის სასწავლო პროცესი. ნიკოლოზი ჩვეულებრივ ბადიან ან ცალხაზიან რვეულს როგორც სუფთა ფურცელს, ისე აღიქვამდა. ამიტომ მე ხელით, კონტრასტული მარკერით ვუხაზავდი, რომ მწკრივში წერა შეძლებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ არსებობს გამადიდებელი წამკითხველი ხელსაწყო, რომელმაც კითხვის პროცესი ძალიან გაამარტივა. ისეთი არამეგობრული შრიფტითაა დაწერილი სასკოლო წიგნები, ბავშვს კი არა, უფროსსაც გაუჭირდება ხანდახან აღქმა.

პრაქტიკულად სულ ნიკოლოზის გვერდით მიწევს ყოფნა. მასთან უშუალო მუშაობის გარდა, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებითაც ვარ დაკავებული. ნიკოლოზის ყველა მასწავლებელს ახლა სპეც-პედაგოგის საბაზისო უნარები აქვთ. მაგრამ ამას ჩვენს თემში ჩვენ თვითონ ვახერხებთ. სახელმწოფოს თანადგომას კი ვერ ვრძნობთ. მე პირადად ჩემი ბევრი პირადი ინტერესი და ავტონომიურობა დავთმე ნიკოლოზის სასარგებლოდ. არადა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვის და ნიკოლოზის განვითარებისთვისაც ძლიერი და მცოდნე ინსტიტუციების მხარდაჭერა.

დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის კურსის გავლით და მინოლოზთან მუშაობით, გამოვიყენო ამ საჭიროების მქონე დასახმარებლად ჩვენს რაიონში. ამჯერად 15-მდე ასეთი საჭიროების ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან. იდეა მაქვს ბოლნისში შევქმნა ცენტრი, სადაც უსინათლოები მიიღებენ ჩემი დახმარებით ამ მომსახურებას ადგილზე, რაც მათ დაეხმარებათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი
დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო.

ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ კერიაზე რომ მოდიხარ, დარჩენას რომ აპირებ და მე რომ მიშვებ, ის გეცინებაო?! მარტში დავიბადე და ბაბუა მაისში გარდაიცვალა… სკოლა და უნივერსიტეტი ქუთაისში დავამთავრე და შემდეგ, მამის კერა რომ არ გაციებულიყო და იმის გამოც, რომ იქ ცუდი პირობები იყო, დავბრუნდი სოფელში. სოფელმა გამაზრდევინა სამი შვილი, დამაახლოვა მიწასთან და შემაძლებინა, ვიყო ის, ვინც დღეს ვარ.

ჩემს სოფელს დევების ნასოფლარს ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ლეგენდა. სოფელში არის ორი ადგილი. ერთი – დევების ადგილი, სადაც დევები დიდ ნადიმს მართავდნენ, დიდ პურებს აცხობდნენ და შემოუსხდებოდნენ დიდი დევები დიდ მაგიდას, პატარა დევები – პატარა მაგიდას. მეორე ადგილას, ცოტა მოშორებით არის საქაჯია. გადმოცემის მიხედვით, იქ ქაჯთა ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. წელიწადში ერთხელ ცეკვები იმართებოდა სოფლის მოედანზე. ცეკვების დროს, ქაჯთა ქალიშვილებს დევებთან მიახლოება ეკრძალებოდათ. მაგრამ ხელმწიფის ქალიშვილს დევების ბიჭი შეჰყვარებია, რომელიც გადაცმული შეიპარა მასთან და სიყვარულის პირობა დადეს. საქაჯიის ახლოს, ერთერთ ადგილას, რომელსაც „საკაკილაო“ ჰქვია, კაკილა შეუწყვეტია ქაჯთა დედოფლისთვის დევს და ქალი დაფეხმძიმებულა. ქაჯთა ხელმწიფემ კარგად იცოდა, რომ დევის შვილს ვერ დაბადებდა ქაჯთა დედოფალი და დიდ ციხეში გამოუმწყვდევია ქალიშვილი. ის გოგონა ცრემლად დაღვრილა და მშობიარობას გადაჰყოლია. დღესაც არის საქაჯიის ადგილას ტბა, რომელსაც „ცრემლის ტბას“ ეძახიან. ამის შემდეგ ქაჯები ჩვენი სოფლიდან გადასულან და გამქრალან, დევები კი აღარ მობრუნებულან.

სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ არის წარმართული ხანის სალოცავი, ისკელიტა. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სხვა სოფლებიდან მოდიან და ამ სალოცავს ავედრებენ საქონლის სიმრავლეს. თან მიაქვთ სამარხვო – ნიგვზიანი და ლობიანი პურები. როდესაც სოფელში ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებს დგამდნენ და ტრაქტორმა გზა გაჭრა, მიწიდან ამოიყარა კერამიკის ნაშთები, რომლებიც წავიღეთ ცაგერის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს, ჩაუტარდა ექსერტიზა, ჩამოვიდა არქეოლოგთა ჯგუფი და დადგინდა, რომ ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VIII ათასწლეულის კოლხური კერამიკის ნაშთები. სოფელში არის ეკლესია, რომლის სამრეკლო მე-12 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბერძნების მიერ. სოფლის ეკლესია იყო სამწიგნობრო ცენტრი, სადაც იწერებოდა და თარგმნიდნენ წიგნებს. “ვეფხისტყაოსანი” ნასპერშია გადაწერილი. სანამ სკოლა გაიხსნებოდა, ეკლესია უზრუნველყოფდა წერა-კითხვის გავრცელებას. დიდი ხნის ისტორია აქვს სოფლის სკოლასაც. შევისწავლე მისი ისტორია, მოვიძიე მასალები, დავადგინე ადამიანები, ვინც პირველად შემოიტანა წერა-კითხვა ჩვენს სოფელში და პირველი სკოლა გახსნა.

სოფელში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ გამიჭირდა ცხოვრება. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო… როდესაც მარტო დავრჩი და მომიწია უღელს მარტო შევბმოდი, არც გუთანი ვიცოდი, არც ზვინვა, მაგრამ მერე შვილებთან ერთად ვისწავლე. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ფიზიკურად ვშრომობდი, თავი რომ გადამერჩინა. ეს იყო ურთულესი გზა. რაც ბავშვები გაიზრდნენ, მას მერე ტექნიკურ იარაღზე ხელი არ მომიკიდებია, ესენი აკეთებენ ყველაფერს, მეხმარებიან. ახლა პარასკევს, შაბათს და კვირას ამოდიან, მაგრამ მთელი ზაფხული ერთად ვშრომობთ. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ხელობა, ხელსაქმე უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ როდესაც გამიჭირდა, ლეიბებისა და საბნების კერვა იყო ჩემი ხელსაქმე, ამით დავიწყე. კარგად სწავლობდნენ, თვითონაც მეხმარებოდნენ და მაძლებინებდნენ, აქედან გამოვიდა ყველაფერი ეს, ჩემი ოჯახი.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩემი ყურადღება მიიქცია გადაშენებული ხეხილის ჯიშებმა. მაქვს ჩანაწერები, რომელი ვაშლის ჯიშები ხარობდა ჩემს სოფელში, რომელი ხილი იყო გავრცელებული, როგორ მოჰყავდათ. ამ ხეხილს ვეძებ დღესაც კოლმეურნეობის ყოფილ ეზოებში, ვაგროვებ და მინდა ლეჩხუმს, კერძოდ, ნასპერს დავუბრუნო აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი, რომელიც გაზაფხულამდე ინახებოდა. გლეხკაცი რომ სამუშაოდ მიდიოდა, ეს ხეხილი მიჰქონდა საჭმელად. მე თვითონ მაქვს მეურნეობა, მყავს საქონელი, ღორები და მივსდევ მებოსტნეობა-მეხილეობასაც. ვისწავლე დანამყნობა, ჩითილების გამოყვანა, გაზაფხულიდან გამომყავს ჩითილები და ვუწევ რეალიზაციას, მომყავს ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მოდის საქართველოში.

მიწასთან და ბუნებასთან სიახლოვემ განაპირობა ის, რომ ვიწერდი სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს. მოვიყვანე ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სანელებლები, ეს სანელებლები დავთესე ეზოში და გავაკეთე ლეჩხუმში გავრცელებული და უკვე დავიწყებული ე.წ. „ბებიას მარილი.“ მისი რეცეპტი ჩავიწერე დედაჩემის დედისგან, რომელიც 110 წლის გარდაიცვალა და რომელიც თავად ამზადებდა ამას ბუხრის კიდესთან. ეს არის ბოსტნეული კულტურების ერთობლივი ნაზავი, რომელსაც ლეჩხუმელი დიასახლისები აკეთებდნენ შემოდგომაზე და მთელი ზამთარი ჰყოფნიდათ, სანამ მწვანე მწვანილი არ გამოჩნდებოდა.

ყველაფერს საკუთარი ხელით ვამზადებ, მაქვს ორი ქვის ფილა, რომელბშიც ვფქვავ. აქ ბლენდერი და სხვა იარაღები არ გვჭირდება, რადგან მინდა, იმ მამა-პაპურ წესს დაუბრუნდნენ ოჯახები, რაც ლეჩხუმს ჰქონდა და რაც აქაურ ტრადიციებს შეესაბამება. საინტერესო იყო აჯიკების დამზადებაც, ლეჩხუმში გავრცელებული აჯიკები არის მთაში გასატანებელი აჯიკები, რადგან მთაში როცა მიდიოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, დიასახლისებს ისეთი სანელებლები უნდა გაეტანებინათ, რომლებიც დიდხანს არ გაუფუჭდებოდათ. ეს აჯიკები მზადდებოდა მაისი-ივნისის თვეში იმიტომ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან მწვანილი ბლომადაა, კეთდება მწვანილებით, ნივრითა და ნიგვზით, დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს თავის თვისებებს. ასევე საინტერესოა, ლეჩხუმში ძველი ტრადიციის მიხედვით ზეთის წარმოება. აქ ნიგოზი დიდი რაოდენობით მოდის და სხვა ნიგვზებისგან ცხიმიანობით განსხვავდება. ძველი ჩანაწერებიდან დავამუშავე, როგორ იხდება ნიგვზის ზეთი და ის ნებისმიერ სხვა ზეთზე გემრიელი და სასარგებლოა. ჩემი ოჯახი დიდი ხანია აწარმოებს ხალმის ყველსა და ხალმის მჟავესაც. ყველა თვის ყველი არ ინახება ხალამში, მას თავისი წესი აქვს – ზაფხულის ყველი ინახება მიწაში ჩარგულ ჭურში, რომელიც მარნის მეორე განყოფილებაში, ე.წ. „სადიასახლისოშია,“ იგოზება, იხურება და ყველიერის დროს იხსნება.

მერე ონის აგროფესტივალზე მოვხვდი, მანამდე აგროფესტივალში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამ საქმიანობის შესახებ გაიგო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც სახლში მესტუმრა და ნახა ვინ ვიყავი. მონაწილეობის მიღება მინდოდა იმიტომ, რომ ლეჩხუმი წარმომედგინა. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა ისეთი, რითაც მე საზოგადოებას ვეტყოდი, რომ აი, ეს არის ლეჩხუმი. ლეჩხუმს აქვს თავისი სამზარეულო, თავისი სახელი, თავისი ადგილი. წავიღე საწებლები, აჯიკები, ბებოს მარილი, ჩირები, ტყლაპები, მწვადები, რომლებიც ოჯახის ღორის ხორცისგან გავაკეთე, ხარისხიანი და გემრიელი რომ ყოფილიყო და გავმართეთ მაგიდა. მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, რომ პროდუქტები უნდა გამეყიდა, გამოსაფენად წავიღე, რომ ხალხს ენახა. ყველაფერი გაიყიდა და ამან მომცა მოტივაცია, რომ შემიძლია ვაწარმოო და გავყიდო. იქ რომ არ წავსულიყავი, ამას ვერ მივხვდებოდი.

ახლა მინდა, ბრენდირება გავუკეთო ამ ყველაფერს. ჩემი ოცნებაა სამზარეულო სახლის აშენება, მარტივი ხის სახლი მინდა სოფელში. ჩემი მიზანია, რომ აქაური ქალები დავასაქმო და ისინი ჩავრთო ამ სფეროში. ასევე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოფლის ქალებს ინგლისური ესწავლათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსულ სტუმარს დავხვდეთ და გავიგოთ, რა სურს და როგორ უნდა მოვემსახუროთ. ამ ყველაფერში ცაგერის გამგებელი დამეხმარა. კვირაში ორჯერ მასწავლებელი ამოდის სოფელში და გაკვეთილი გვიტარდება. ამჟამად ჯგუფში რვა ქალი ვართ, მამაკაცები ხელს უწყობენ ამ ქალებს, რომ ისწავლონ. ბავშვებს იტოვებენ, გვეხმარებიან და პრობლემას არ გვიქმნიან. ამ ქალებს დავასაქმებ იმითაც, რომ სანელებლებსა და ტყემლებს ბლომად გავაკეთებთ სარეალიზაციოდ, ხალხი აღარ დატოვებს სოფელს და მიზანი და აზრი ექნება სოფელში არსებობასა და ყოფნას.

ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. მაღვიძარის გარეშე, ბუნებრივად მეღვიძება ამ დროს. დილით ვდგები, საქონელს, ღორებს, ქათმებს მივხედავ. 7 ძროხა მყავს, თუ ძროხები მოსაწველია – ვწველი, ჩალის ჩაყრა, გამოწმენდა, დაბაგვა… დედას საჭმელს გავუმზადებ და მერე ვემზადები სკოლისთვის. სკოლაში მუშაობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი პროცესია. მე მოსწავლეებს მზეებს ვეძახი, ისინი მზეები არიან. როდესაც რაიმე ეშლებათ, ღრუბელი მოგეფარა და მოდი, ამინდი გამოვიყვანოთ მეთქი, ვეუბნები. ეს მოსწავლეები არიან ჩემი სოფლის გაგრძელება და მჯერა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ჩემზე წარმატებული ქალი და კაცი იქნება.

ახლა 3 მოსწავლე მყავს, კლასკომპლექტს ვასწავლი – პირველ და მესამე კლასებს. სოფელში არის ადგილები, ნაზანდურები, ნახორგვალი, სადაც ადრე ხორბლის ეს სახეობები მოჰყავდათ. ვეძებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პურს დათესავენ, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამაში. ნებისმიერი თესლის, ნერგის გამოყვანა სიყვარულს უკავშირდება. ამის გარეშე ვერ ვარსებობ და ვერ ვცხოვრობ. მთავარია, მოსწავლესაც სიყვარული ასწავლო. როდესაც ის ხედავს, რომ გიყვარს, ორჯერ მეტი სიყვარულით გპასუხობს.

ყველაზე დიდ ძალას სიყვარული მაძლევს, ნებისმიერი საქმის მიმართ დამოკიდებულებას სიყვარული სჭირდება. მიწასთან მუშაობასაც, რადგან მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ამ მიწის ნაწილი ხარ შენ თვითონ, მიწაა შენი პატრონი, გაჭმევს, გასმევს, შვილებს გაზრდევინებს. ეს ძალიან დიდი გზა, რომელიც გავიარე. უკერიო ქალის რა მცოდნიაო და მე კიდე, უკერიო ლეჩხუმის რა მცოდნია… კერიის გარეშე ლეჩხუმი არ არსებობს.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა ცხადაძე, 44 წლის, თბილისი
“წერა სკოლიდანვე მიყვარდა და მეხერხებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკუთარი არასოდეს არაფერი დამიწერია. ძალიან გამიმართლა და კარგი ქართულის მასწავლებელი შემხვდა “აბიტურიენტობის“ დროს. იმ ადამიანმა მასწავლა წერა. უფრო სწორად, მასწავლა, „როგორ არ შეიძლება წერა“. საერთოდ, რაღაცის კარგად გასაკეთებლად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, ცუდი რა არის. ეს დღესაც ბევრ რამეში მეხმარება ცხოვრებაში.

უნივერსიტეტში ბიოლოგიურზე ჩავაბარე, რომელიც 3 წლის შემდეგ მივატოვე და ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავედი, სადაც ნულიდან დავიწყე სწავლა. ისე გამოვიდა, რომ უნივერსიტეტში 8 წელი ვსწავლობდი და აქედან დაიწყო ჩემი მთარგმნელობაც. ახლაც მახსოვს ის განცდა, თარგმანის სპეციალობაზე სწავლამ და იქ ნიმუშების თარგმნამ როგორ მიმახვედრა, რომ ეს ის საქმეა, რისი კეთებაც ძალიან მსიამოვნებს.

ბევრი თვლის, რომ თარგმანი ვერ შემდგარი მწერლების თავშესაფარია. მე ასე არ მგონია. მთარგმნელობა ჩვეულებრივი პროფესიაა. ჩემთვის კარგი მთარგმნელი არის განათლებული ადამიანი, რომელსაც წერა უყვარს და შეუძლია, და თარგმნა მოსწონს. რადგან კარგად წერს, სულაც არაა სავალდებულო, მთარგმნელს საკუთარი ტექსტების წერაც უნდოდეს. მართალია, შენ სხვის იდეაზე მუშაობ, მაგრამ თარგმნა შემოქმედებითი პროეცესია. ეს სიტყვა, ლათინურიდან – Trans ducere, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას ნიშნავს და სწორედ ესაა მთარგმნელის ფუნქცია – ტექსტის ერთი ენობრივი სივრციდან მეორეში გადაყვანა, გაძღოლა. „გადაყვანას“ განგებ ვუსვამ ხაზს, უცვლელად უნდა გადაიყვანო ტექსტი, ენის გარდა, მასში სხვა არაფერი უნდა შეიცვალოს. ცხადია, მთარგმნელს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება: ერთ ენობრივ, კულტურულ გარემოში დაბადებულმა ქმნილებამ, რომელიც ამ გარემოში, ამ ენაზე წარმოადგენს ფასეულობას, სხვა ენაში გადასვლისასაც იგივე ღირებულებები უნდა შეუნარჩუნოს.

მაგრამ ვფიქრობ, რომ მხატვრულ ლიტერატურას ის თარგმნის, ვისაც მოსწონს ეს საქმე და ამიტომ აკეთებს ამას. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი მხოლოდ ანაზღაურების გამო თარგმნიდეს. მით უმეტეს, რომ ძალიან დაბალი ჰონორარია მხატვრული ლიტერატურის თარგმნისთვის. სხვათაშორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნიკურ თარგმანში 3-4-ჯერ მეტს გიხდიან, ვიდრე ლიტერატურის თარგმნაში, მაშინ, როცა მხატვრული თარგმანი უდიდეს პასუხისმგებლობას, შრომას, უამრავ დროს, შენი ცხოვრების წლებს, ჯანმრთელობას ითხოვს.”

მთარგმნელები და გამომცემლობები

“ყველა ბიზნესი ეთიკური უნდა იყოს, მაგრამ გამომცემლობებს, სხვაზე მეტად თუ არა, უეჭველად ევალება ეს. გამომცემლობაც კომერციული საქმიანობაა, ცხადია, მაგრამ ეს სფერო სხვა ღირებულებებს(აც) ემსახურება. ამ ბოლო დროს გსმენიათ, ალბათ, არა ერთი მთარგმნელი უჩიოდა გამომცემლობებს არაკორექტულობის, მთარგმნელის უფლებების დარღვევის გამო. ჩემი აზრით, მთავარი ისაა, რომ გამომცემლობამ კარგად აუხსნას მთარგმნელს, რაზე აწერინებს ხელს, როცა ხელშეკრულებას უფორმებს მას, რა იურიდიული შედეგები მოჰყვება მთარგმნელისთვის კონკრეტულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. მთარგმნელი იურისტი არ არის, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა, რომ ამ ურთიერთობის იურიდიული ასპექტები იცოდეს და ბოლომდე ესმოდეს, გამომცემლობა კი, როგორც წესი, უბრალოდ დუმს ისეთ დეტალებზე, რომლებიც მთარგმნელისთვის მნიშვნელოვანია.

მე ახლახანს გავწყვიტე ურთიერთობა გამომცემლობა „დიოგენესთან“. მე მრავალი წლის მანძილზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ვაიგივებდი საკუთარ თავს ამ გამომცემლობასთან, რომელიც ძალიან ცუდად და ჩემი აზრით, არაეთიკურად მოიქცა რამდენიმე ეპიზოდში, ამიტომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მან ჩემი თარგმანები გამოსცეს. გარდა მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა ამ გამომცემლობასთან, ჩემთან თანამშრომლობა მისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, წამგებიანი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ჩემი თარგმანები (რამდენიმე შემთხვევაში მთლიანად და ბოლო წიგნის შემთხვევაში – ნაწილობრივ) გარე დაფინანსებით ფინანსდებოდა (ძირითადად იტალიის საელჩო და ერთხელ – წიგნის ცენტრი), ასე რომ „დიოგენეს“ რეალურად არაფერი დასჯდომია ასეთი დონის ბესთსელერების თარგმნა, რომლებისაც, როგორც იცით, უკვე არაერთი ტირაჟი გამოვიდა. რადგან ამას ხშირად მეკითხებიან, დავაზუსტებ: მთარგმნელებს დაბეჭდილი წიგნების გაყიდვიდან შემოსავალი არ აქვთ (ალბათ რაღაც სპეციფიკური შემთხვევების გარდა, არ ვიცი), მათი ჰონორარი ერთჯერადი და შრომასთან აბსოლუტურად შეუსაბამო ანაზღაურებით შემოიფარგლება. წუწუნი არ მინდა და არც ანაზღაურება ყოფილა ჩემს შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი. მე ერთ რამეს მივხვდი უბრალოდ, რომ ეს გამომცემლობა (რომელიც ხარისხზეც აცხადებს პრეტენზიას, ეთიკურობაზეც, რომელიც, გახსოვთ, სახელმწიფოს ედავებოდა ავტორთა უფლებების დარღვევაზე), უბრალოდ არანაირად არ აფასებს ჩემს შრომას. მე კი ასეთ ხალხთან ურთიერთობა არ მაინტერესებს. მთარგმნელებსა და გამომცემლობებს შორის პრობლემებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება და ალბათ ვიტყვით კიდეც უახლოეს მომავალში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გამომცემლობები არა მხოლოდ ძალიან დაბალ ანაზღაურებას უხდიან მთარგმნელებს, არამედ მათი უმრავლესობა სარგებლობს მთარგმნელების მიამიტობით და მათთან მეგობრობით. მთარგმნელები ამის გამო არც კი თვლიან საჭიროდ, დააზუსტონ იურიდიული დეტალები, ხელშეკრულებები კი, რატომღაც, ყოველთვის ერთი მხარისთვის (გამომცელობისთვის) სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე, მეგობრობის მიუხედავად. ეს, მინიმუმ, არაეთიკურია. მე ვაპირებ, სადაც არის შესაძლებლობა, სამართლებრივად მოვითხოვო პასუხი, ხოლო, სადაც ეს შანსი არ არის, მინიმუმ, პრობლემაზე ვილაპარაკებ ხმამაღლა და ბევრად უფრო დეტალურად, ვიდრე ახლა, რომ სხვა მთარგმნელებმაც გაითვალისწინონ ერთმანეთის გამოცდილება და ცოტა მეტად მომზადებულები იყონ სამომავლოდ.

ერთ დეტალს ახლავე ვიტყვი მთარგმნელთა საყურადღებოდ, რომ ჩვენი შრომის კოდექსის მიხედვით (2010 წლის შესწორებით) ყველაფერი, რაც კონტრაქტში არ არის ნახსენები, დამსაქმებლის სასარგებლოდ წყდება. ასეთი დრაკონული კანონი გვაქვს და მთარგმნელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი კონტრაქტში არაფერი წერია მის ინტელექტუალურ თუ ქონებრივ უფლებაზე, ავტომატურად იგულისხმება, რომ ეს უფლება დამსაქმებლისაა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ამას არცერთი გამომცემელი არ განგიმარტავს. ჰო, ისევ მათთვის ვაზუსტებ, ვისაც მთარგმნელი საგამომცემლო ბიზნესის მოგების მონაწილე ჰგონია: არათუ გაყიდვასთან არ გვაქვს არაფერი საერთო, არამედ ტირაჟიდან 3 წიგნს ვიღებთ. სამს. დანარჩენს, თუ სურვილი გვაქვს, ვყიდულობთ.

ცხადია, მსხვერპლად თავის გასაღებას არ ვაპირებ, არავის არაფერზე მოუწერინებია ძალით ხელი და საკუთარი მიამიტობისა და უცოდინრობის ფასს ყველა იხდის. მიამიტობაც, იურიდიულ საკითხებში ზერელეობაც, დაუფიქრებლობაც ჩვენი ხასიათის ნაწილია ზოგადად, მაგრამ ურთიერთობა, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარეა მიამიტი, აღარც მეგობრულია არც ეთიკური. არა მგონია, მხატვრული თარგმანით რომელიმე მთარგმნელი გამდიდრდეს საქართველოში, მაგრამ ამ ტექსტებში ჩვენი ცხოვრების ბევრი წელი და ჩვენი ჯანმრთელობაა ჩადებული, ასე რომ იმის უფლება მაინც გვაქვს, სრულად ვიყოთ ინფორმირებულები და ისე გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.”

პრემია

“ცხადია, „საბა“ ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ძალიან გსიამოვნებს ადამიანს, როცა ამდენ შრომას ჯილდოთი გიფასებენ. ჯილდოებსა და საერთოდ, „ხილვადობაში“ პატარა საფრთხეებიც არის ხოლმე: ხშირად მინახავს, როგორ ცვლის ადამიანებს აღიარება. ასეთი რამ რომ არ დაგემართოს, ამაზე, მინიმუმ, უნდა იფიქრო. ისე, ჯილდოთი და აღიარებით მხოლოდ მთარგმნელი არ „სარგებლობს“: თუ ეს წიგნის გაყიდვაზე აისახება (ამბობენ, რომ ასეა), ამით ისევ გამომცემლობები იღებენ ეკონომიკურ სარგებელს.”

განათლების პრობლემები

“გარდა მხატვრული ლიტერატურისა, ძალიან გვაკლია სხვადასხვა სფეროს ფუნდამენტური ტექსტების თარგმანები ქართულ ენაზე. ეს უბრალოდ ჩამორჩენილობას ნიშნავს. სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს ესეისტიკის, თეორიული და სამეცნიერო ნაშრომების თარგმნა. მე, მაგალითად, ლიტერატურას ვასწავლი და ლიტერატურის თეორიის უმნიშვნელოვანესი ტექსტები არ გვაქვს ქართულად. ეს აუცილებლად უნდა შედიოდეს გამომცემლობების, უნივერსიტეტების, სახელმწიფოს პრიორიტეტებში. წარმოუდგენელია, რომ ახალგაზრდებს ფუნდამენტური ცოდნის მიღების საშუალება საკუთარ ენაზე არ ჰქონდეთ, რა სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ მაშინ, რომელ ენობრივ, კულტურულ თუ განათლების პოლიტიკაზე? პედაგოგი ხომ ვერ თარგმნის თეორიულ ლიტერატურას, რომ სტუდენტებს წააკითხოს? მაშინ სხვა აღარაფერი უნდა ვაკეთოთ. სტუდენტებმა კი არ იციან იმ დონეზე უცხო ენები, რომ თავისუფლად იკითხონ თეორიული მასალა და რომც იცოდნენ, მნიშვნელოვანია, მათ საკუთარ ენაზეც მიუწვდებოდეთ ხელი კაცობრიობის ფუნდამენტურ ცოდნაზე.

ჩემი აზრით, ყველა მცირე ერის ბედია ორენოვნება, ასეა ბევრი პატარა ევროპული ქვეყანა (ჩეხეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დანია თუ სხვა). მაგრამ მათ საკუთარი ენა არ დაუკარგავთ, შვედ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შვედურ ენაზე ყველაფერი აქვთ, თუმცა ინგლისური პატარაობიდანვე იციან. ჩვენთან არაფერი კეთდება ქართული ენისთვის და თან გული გვისკდება, ქართულს ვკარგავთ, ხალხი ქართულად ვერ წერს და მეტყველებსო. ქართული ენა ბევრ რამეს დამშეულია, მას მარტო ორიგინალური ლიტერატურით გამდიდრება არ ჰყოფნის, მითუფრო, რომ პროზაული ტრადიციაც კრიზისშია. (კი, უამრავი რამ იწერება, მათ შორის რაღაც კარგიცაა, მაგრამ მაინც მოთხრობებსა და მომცრო „რომანების“ იმედად ვართ, მე სერიოზულ პროზაულ ტრადიციას ვგულისხმობ). მოკლედ, ჩვენი ენისთვის ყველანაირი კარგი თარგმანი ჟანგბადია და არამხატვრული თარგმანი ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანების გონებასა და ენაში ცნებების ქართულად დამკვიდრებას ემსახურება, ტერმინოლოგიის გაქართულებას, არარსებულის შექმნასა და არსებულის შევსება-განმტკიცებას; საბოლოო ჯამში კი იმას, რომ ადამიანებს ყველაზე ლაზათიანად, კოხტად, გამართულად აზრის ჩამოყალიბება სწორედ საკუთარ ენაზე შეეძლოთ. ვერ ვლაპარაკობთ და ვწერთ იმიტომ, რომ ქართულად ვერ ვკითხულობთ ბევრ რამეს. კარგად მეტყველება და მითუმეტეს – კარგად წერა ხომ, პირველ რიგში, კითხვით ისწავლება. როცა შენს ენაზე საშუალება გაკლია, მის ადგილს ბარბარიზმი იკავებს და ამით კარგავ ქართულს. ეს ხომ გაღარიბებაა, იზოლაციაა. მოკლედ, ჩემი აზრით, მძიმედ არის საქმე და ამას არ ეშველება მანამ, სანამ არამხატვრული, სამეცნიერო, თეორიული ლიტერატურის თარგმნაც არ გახდება სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი.

ზოგადად განათლების სისტემას რაც შეეხება, როგორც ლექტორი და როგორც მშობელი ერთ რამეს ვხედავ, ბავშვები თავიდანვე არ არიან მიჩვეულები კითხვას, ამიტომ სტუდენტებსაც არ აქვთ კითხვის ჩვევა. გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, ცხადია. საკუთარი შვილის მაგალითზეც მივხვდი, თურმე არ უნდა იფიქრო, რომ თუ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს უყვართ კითხვა, ბავშვიც აუცილებლად წაიკითხავს. არა, არ წაიკითხავს თავისით და უნდა იმუშაო იმაზე, რომ ბავშვმა კითხვა დაიწყოს. უნდა უკითხო და მეტი დრო გაატარო მასთან. ჩვენ არც ოჯახებში ვაჩვევთ ბავშვებს კითხვას და არც სკოლებში. ამიტომ უჭირთ შემდეგ ანალიზი, აზრის გამოხატვა, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და მისი დასაბუთება. ახალგაზრდებს კი არ ვაკრიტიკებ, პირიქით, იმის თქმა მინდა, რომ რაც არ იციან, იმიტომ არ იციან, რომ არავინ ასწავლა; იმიტომ, რომ სკოლაში არ ასწავლეს ის, რაც ყველაზე მთავარია: კითხვა, ანალიზი, აზრის გამოთქმა. ძალიან ხშირად ახალგაზრდები ამ ყველაფრის სწავლას უნივერსიტეტში იწყებენ, ისიც თუ გაუმართლათ. სკოლებშიც ასე, გამართლების იმედად არიან ბავშვები: შეიძლება, ზოგს უბრალოდ კარგი მასწავლებელი შეხვდეს და ბევრი რამ ასწავლოს. ნამდვილად არსებობენ კარგი მასწავლებლებიც, ოღონდ ცოტანი, და ისინი სისტემას ვერ ცვლიან. ჩვენს სკოლას ბევრი რამ აკლია, მაგრამ კიდევ ერთი საკითხი მგონია ძალიან პრობლემური: რატომ არ ისწავლება სკოლებში ევროპული, მსოფლიო ლიტერატურა? ეს იზოლაციაა, ამას რამე უნდა ვუშველოთ.

ისიც სკოლიდან მოდის, რომ ახალგაზრდები ხშირად სოციალურად გაუხსნელები არიან. ბავშვებს ალტერნატიული ცოდნა არ მიეწოდება. მთელი ჩვენი გარემო ჩაკეტილობის, თავდაცვით პოზიციაზე გამაგრებისკენ მოუწოდებს მათ, იმისკენ, რომ რაღაცით ემუქრებიან, რაღაცას ართმევენ. ეს კი მათ გახსნაში, განსხვავებულის მიღებაში უშლის ხელს. როცა დადარაჯებული ხარ, რამე არ წაგართვან (კარგად არც კი იცი, რა), იმას ვეღარ იღებ, რაც გეძლევა. განსაკუთრებულად შემტკივა გული ახალგაზრდებზე, ამიტომ მათზე ვერ ვბრაზდები, რაც არ უნდა მიუღებელი აზრები მოვისმინო მათგან. მართლა მგონია, რომ კაცთმოყვარეობა, ტოლერანტობა თავისით იშვიათად მოდის, ის მნიშვნელოვნად უკავშირდება ცოდნასა და განათლებას (ცხადია, არა ყოველთვის). მე სტუდენტების დასაქმებაზეც ვმუშაობ და ვხედავ, განათლების გარდა, რამდენი პრობლემა აქვს უამრავ ახალგაზრდას, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უწევს ზოგს იმისთვის, რომ იმას მიაღწიოს, რაც ბევრს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიეცა. ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე პრივილეგიებზე სტუდენტებთან. ამაზე ფიქრი მნიშვნელოვანია, ემპათიის გამომუშავებისთვის, სხვისი პატივისცემისთვის, იმის დაფასებისა და გამოყენებისთვის, რაც მოგვეცა. ბუნებრივია, რომ 17-18 წლის ახალგაზრდა ამაზე არ ფიქრობს, არც მე ვფიქრობდი, თავი ძალიან მაგარი მეგონა და დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც მივაღწევდი, მხოლოდ საკუთარი დამსახურებით. განათლებას, ალბათ, ეს ფუნქციაც აქვს, საკუთარი პრივილეგიების გააზრებაში, სხვისადმი თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამომუშავებაში დაეხმაროს ადამიანებს, იმის აღიარებასა და დანახვაში, რომ ადამიანებს სხვადასხვა სასტარტო პირობები ეძლევათ ცხოვრებაში და ვიღაცას ჩვენზე ნაკლებ გაუმართლა. ამაზე ფიქრი არა მხოლოდ სხვისი პატივისცემისთვის არის სასარგებლო, იმისთვისაც საჭიროა, რომ ახალგაზრდებმა არ გაფლანგონ, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post ხათუნა ცხადაძე, 44 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი
სცენაზე

„2002 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძეს რომ დაურეკა, მეგობარი მყავს, კარგ მუსიკას აკეთებს და იქნებ მოუსმინოთო. მეორე დღეს 33ა-ს სტუდიაში ფაქტის წინაშე დამდგარმა, ჩემი ძველი ლენინგრადის გიტარა ავიღე ხელში და დავუკარი. არც ვიცი, როგორ გავბედე. ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამიბარეს ჩაწერაზე. იმ დღეს ნიაზმა ახალი, პროფესიონალური გიტარა დამახვედრა და მაჩუქა. მახსოვს, უხერხულობისგან არ მომქონდა სახლში. ეს იყო ერთერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია. მაშინ მოხდა პირველად ჩემი დაკავშირება სხვადასხვა მუსიკოსებთან და უკვე სცენაზეც წარვსდექი. მუსიკას და ტექსტებს მე ვწერდი და ვასრულებდი ბენდთან ერთად. არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა ჩვენი მუსიკის სტილს, ფოლკის, ეთნო როკის ელემენტების მქონე ქართული მუსიკა ალბათ. ვუკრავდით ფესტივალებზე, თეატრალური სარდაფის სცენაზე, არტ კაფეებში. მუსიკამ გამაცნო ჩემი მეორე ნახევარი – გიორგი ომაძე. 2003 წლიდან ვუკრავდით ერთად.

2008 წელს ვიქორწინეთ. მალე დაჩიც შეგვეძინა. ბოლო კონცერტი, უფრო მუსიკალური საღამო 2010 წელს გვქონდა, მხოლოდ მე და გიო ვუკრავდით. მას მერე მუსიკას ნელნელა დავშორდი. ბევრი მიზეზის გამო. ადამიანისთვის, მით უფრო ქალისთვის საქართველოში მუსიკის კეთება დიდი ფუფუნებაა. როცა სხვა ბევრი ვალდებულება გაქვს – სწავლა, სამსახური, საიდანაც შემოსავალს იღებ და ოჯახი, რომელზეც უნდა იზრუნო, ხელოვნება გვერდით რჩება. გვერდზე გადადებული და სულ ცოტა თავისუფალი დროის იმედად დარჩენილი მუსიკა კი ხარისხიანი არასდროს გამოდის. გული მწყდება, მაგრამ ასე გამოვიდა, მიუხედავად ბევრი კარგი ადამიანის მხარდაჭერისა და მცდელობისა, მაინც ვერ დავრჩი ამ ჩემთვის ძალიან საყვარელ სფეროში.”

პროფესია

„მიკრობიოლოგი ვარ და სადოქტორო ხარისხზე ვმუშაობ, კერძოდ სალმონელას სპეციფიური ბაქტერიოფაგების კვლევაზე. ვმუშაობ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელთა უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ. რაც უცხოელი კოლეგების გაკვირვებასა და აღფრთოვანებასაც კი იწვევს, როგორც ჩანს, ამდენი აქტიური მეცნიერი ქალი, არც თუ ისე ხშირია სხვაგან. ვინაიდან ბაქტერიოფაგი ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივად მოიაზრება, ჩვენი ინსტიტუტი საკმაოდ დიდი ყურადღებით სარგებლობს მსოფლიო სამეცნიერო წრეეების მხრიდან. ჩვენი ინსტიტუტის დამაარსებლის – გიორგი ელიავას სახელი ბაქტერიოფაგის აღმოჩენას უკავშირდება და ფაგოთერაპიის ყველაზე პირველი მცდელობებიც ელიავას ინსტიტუტის დიდი ისტორიის ნაწილია.”

დაჩი

ეს უსაყვარლესი ბიჭი ჩვენს ცხოვრებაში 2009 წელს გაჩნდა და უდიდესი სიხარული მოიტანა. წლამდე ჩვეულებრივ ვითარდებოდა, ასაკის მატებასთნ ერთად კი გარკვეული ეჭვები გაგვიჩნდა, ის თავისი ქცევით, მეტყველების უნარით, ინეტერესებით მისი თანატოლებისგან განსხვავდებოდა. ინტერესდებოდა მხოლოდ მბრუნავი საგნებით და თუ ასეთი საგანი არ ქონდა, თვითონ იწყებდა წრეზე ბრუნვას. პოლიკლინიკის ნევროლოგმა ეჭვიც არ მიიტანა აუტიზმზე და პრაქტიკულად რამდენიმე თვე დავკარგეთ, როცა შეიძლებოდა ინტერვენცია უფრო ადრე დაწყებულიყო. იმის თქმა მინდა, რომ მაშინ 2011 წელს, ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ იყო მზად. პოლიკლინიკის ნევროლოგს და პედიატრსაც უნდა შეეძლოს ეჭვის მიტანა ამ დიაგნოზზე და მშობლის ინფორმირება, რომ არ დაიკარგოს მართლაც უძვირფასესი დრო, რადგან კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრე იწყება ჩარევა პროფესიონალთა მხრიდან, მით უკეთესია შედეგი, რაც შემდგომში ბავშვის ცხოვრების ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს. დღესდღეობით, აუტიზმის ცნობადობის დონე ბევრად მაღლია, ვიდრე ეს იყო 2011 ში და შესაბამისად ადრეული მიმართვიანობაც გახშირდა.

2 წლის იყო დაჩი, როცა იმ დროისათვის ჩვენთვის სრულიად უცნობი დიაგნოზი – ბავშვთა აუტიზმი დაისვა. ამით სრულიად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, არ გვჯეროდა, ვსწავლობდით ვიკვლევდით, ვამოწმებდით სპეციალისტთთა ნათქვამს. უმძიმესი იყო იმის გააზრება, რომ აუტიზმის განკურნება არ შეიძლებოდა, გვეშინოდა მომავლის. თუმცა უარყოფის პერიოდი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მეც და გიომაც დავიწყეთ თვითგანათლება აუტიზმის სფეროში. შევქმენით ფეისბუქ გვერდი – აუტიზმი და ჩვენ, სადაც ვაქვეყნებდით ჩვენივე ნათარგმნ სტატიებს და სხვა მშობლებსაც ვეხმარებოდით მეტი ინფორმაციის მოძიებაში. ამ პერიოდში, ჩვენი ინიციატივით და „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, დაჩიკოს ქცევით თერაპევტებთან ერთად შევქმენით ორი აპლიკაცია პლანშეტებისა და ტელეფონებისათვის, “ისწავლე თამაშით” და “მოისმინე ჩემი ხმა”. პირველი ბავშვებს ეხმარება ისწავლონ ახალი სიტყვები, გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. მეორე კი „მოისმინე ჩემი ხმა“, შექმნილია მეტყველების სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარება მათ კომუნიკაციაში. ამ აპის დასურათებული ღილაკებისა და სხვადასხვა სიტუაციებს მორგებული მზა წინადადებების მეშვეობით, ისინი ახერხებენ გარშემომყოფებს გააგებინონ თუ რა სურთ. მახარებს ის, რომ ორივე აპლიკაციას დადებითი გამოხმაურება მოყვა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, აპლიკაციას “მოისმინე ჩემი ხმა” ხანდაზმულებიც იყენებენ, ისინი, ვისაც სხვადასხვა მძიმე ავადმყოფობის შედეგად მეტყველების დარღვევა აქვთ.

დაჩი საჯარო სკოლაში დამყავს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა და ვხედავ ამ ურთიერთობით გამოწვეულ პოზიტიურ ცვლილებებსაც. დაჩის ძალიან უყვარს მისი სკოლა, მასწავლებელები და კლასელები. ვფიქრობ, რომ თანატოლებსაც ძალიან უყვართ დაჩი და მათზეც პოზიტიურად აისახება მასთან ურთიერთობა. ეს ბავშვები ჩვენსავით ძალიან გვიან არ გაიგებენ, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთაც ცოტათი უჭირთ ურთიერთობა, აქვთ განსხვავებული უნარები და რომელთათვისაც ძალიან მნიშნვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა საკუთარი თავის უკეთ რეალიზებისათვის.

სასკოლო პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, ვგრძნობ მხარდაჭერას სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მხრიდან, მაგრამ ის, რომ ამ სფეროში კადრების დეფიციტია და ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, საგრძნობლად აფერხებს სწავლების პროცესს. დაჩის ყავს დამატებითი მასწავლებელი, სპეც. პედაგოგი, რომელსაც ჩვენს სკოლაში მხოლოდ დაჩისთან უწევს მუშაობა, მაგრამ არის სკოლები, სადაც ერთი სპეც. პედაგოგი რამდენიმე ბავშვთან მუშაობს, რაც რასაკვირველია არ არის საკმარისი და მხოლოდ ფორმალურ სახეს იღებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არ არსებობს ადაპტირებული სახელმძღვანელოები, რთული ტექსტების აღქმა კი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძალიან ძნელია და პედაგოგებსაც და მშობლებსაც სიბნელეში ხელის ცეცებით გვიწევს სიარული. მასწავლებლებიც არ არიან აღჭურვილი სათანადო ცოდნით და მათი დიდი სურვილის მიუხედავად მაინც უჭირთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ჰაერივით გვჭირდება ამ სფეროში გათვიცნობიერებული კადრები. იმედი მაქვს იმ სტუდენტების, ვინც ახლა სწავლობს. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მუშაობა სპეც. პედაგოგოებად უკვე საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა და როგორც, მშობლები აღნიშნავენ ისინი საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევენ”

სტიგმა

„ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდა – აი, თქვენს შვილს რა განსაკუთრებული უნარი აქვს?! ეს ძალიან გავრცელებული აზრია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს აუცილებლად განსაკუთრებული უნარები აქვთ და გარშემომყოფებსაც გარკვეული მოლოდინი აქვთ ამ განსაკუთრებულობის. სინამდვილეში აუტიზმის მქონე ადამიანიც ზუსტად ისევე შეიძლება ფლობდეს რაიმე განსაკუთრებულ ნიჭს, როგორც აუტიზმის არ მქონე. ჩვენ ყველანი ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, და დიაგნოზით თუ უდიაგნოზოდ ყველას ერთნაირად გვაქვს უფლება ვიყოთ მრავალფეროვანი საზოგადოების წევრები. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როცა მესმის ”ასეთი ბავშვებისთვის ისეთი სკოლები უნდა იყოს, ისეთმა ბავშვებმა რა დააშავეს” და სხვ. არავინ არაფერი დააშავა და მდგომარეობის სწორად მართვის შემთხვევაში ეს კითხვები არ დაიბადება. ამისთვისაა საჭირო მეტი განათლება ამ სფეროში, მეტი ინფორმაცია, მეტი ლაპარაკი.”

გიორგი

„ყველაზე მეტად ახლა მიჭირს ლაპარაკი… 2003 წლიდან ვმეგობრობდით, ვუკრავდით ერთად, გვიყვარდა ერთმანეთი. 2008 წელს დავქორწინდით. 2009 ში გაჩნდა დაჩიკო, ბედნიერებისგან დაფრინავდა გიო. საოცარი მამა ყავდა დაჩის.. დაჩის დიაგნოზის მიღება გიოსთვისაც რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა. გიო სრულად იყო ჩართული ბავშვის მოვლის და აღზრდის პროცესში. მე იმ პერიოდში ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ სტაჟირებაზე სიარული და დაჩის ზუსტად ისევე უვლიდა და ზრუნავდა მასზე, როგორც მე გავაკეთბდი ამას. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალი იყო აუტიზმი ჩვენთვის და მის შესახებ ინფორმაციას მშობელთა სკოლაში ვიღებდით, ერთადერთი კაცი, რომელიც ამ შეკრებებს ესწრებოდა მხოლოდ გიო იყო. კარგად მახსოვს, აუტიზმის შესახებ ერთერთი კლიპის გადაღებისას როგორ ეძებდნენ მამებს და როგორ გაუხარდათ გიოს თანხმობა, გიოს გარდა კიდევ ერთი მამა მონაწილეობდა კლიპში.უკვირდა იმ მამების, რომლებიც ვერ, არ ახერხებდნენ შვილების გვერდით დგომას. მეჩვენება, რომ ამ მხრივაც ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, სულ უფრო მეტ მამას ვხედავ აუტიზმის მქონე შვილების გვერდით.

2008 წლიდან გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ასტროციტომა, სიმსივნე, რომელიც გიოს აღმოაჩნდა, 2008 შივე გაუკეთდა ოპერაცია და შემდეგ ვცდილობდით მის დავიწყებას, ცოტა ხნით გამოგვივიდა კიდეც, დაჩიმ დაგვავიწყა, მაგრამ 2015 წლის ბოლოს ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ამჯერად უამრავი ადამიანის მხარში დგომისა და მონდომების მიუხედავად ვერაფერს გავხდით. 2016 წლის 14 მარტს ყველაფერი დამთავრდა… არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი მეტს, ძალიან ძნელია… უსაშველოდ მწყდება გული იმაზე, რომ გიო ვერ ხედავს როგორი დაჩიკო გვყავს.

ამიტომაც მიჭირს მუსიკასთან დაბრუნებაც. სამწუხაროდ ხარისხიანი ჩანაწერებიც არ შემომრჩა. თუმცა ძალიან მიკვირს და მახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი წლის მერეც მხვდებიან ადამიანები, ვისაც ჩემი და გიოს მუსიკა ახსოვთ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

შენიშნვნა: რადგან ხათუნას სიმღერების ჩანაწერები პრაქტიკულად არ არსებობს ინტერნეტ სივრცეში, პლატფორმის თხოვნით, ხათუნას გამოვართვით მისი ერთ-ერთი სიმღერის ჩანაწერი, რომელსაც მისივე ნებართვით გთავაზობთ ამ ლინკზე:

https://soundcloud.com/maiko-chitaia-802826111/sdrwudjmrtbn

The post ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო. ახლა უკვე ვახერხებ იმდენს, რომ ბაზარში რეალიზაციასაც ვუკეთებ და ოჯახში, საკუთარი მოხმარებისთვისაც მყოფნის.

კიდევ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სასუქებით განოყიერებული მარწყვი მომყავს 800 კვ.მ.-ზე. მანამდე ყოველთვის ბოსტნეულზე ვიყავი ორიენტირებული, კვალ-გვირაბები მქონდა გაკეთებული, მაგრამ რაკი ბოსტნეულის რეალიზაციას მხოლოდ სეზონურად ვახდენდი, გადავწყვიტე მარწყვიც მეცადა. მარწყვს კი აქვე სოფელში ვყიდი, შორს გატანაც არ მჭირდება. უფრო მეტი რომ იყოს, ისიც გამეყიდებოდა. მართალია, მარწყვიც სეზონურია, მაგრამ ბევრად უკეთესად იყიდება. მწვანილს სოფელში ვერ გავყიდი, ბაზარში უნდა წავიღო. მარწყვი რომ აქვე მეყიდება, მოსახერხებელიც არის. მე იმდენი დრო არ მაქვს, რომ მთელი დღე ბაზარში დავდგე იმიტომ, რომ ზამთრისთვისაც უნდა მოვემზადო. იმის გარდა, რომ მოსავალი მომყავს, ტყეში ვკრეფთ სოკოს, ფიჭვის კევს, კენკრას, თუ რამე საჭმელი პროდუქტია, ყველაფერს ვაგროვებთ. გაზაფხულზე კი გირჩის დროც დგება, რომლისგანაც მურაბა მზადდება.

მარწყვის კოოპერატივის წევრიც ვარ, სადაც შვიდი ადამიანია გაერთიანებული. თუმცა, სხვა წევრებს, მარწყვის გარდა, კარტოფილიც მოჰყავთ და ჟოლოც. ამ კოოპერატივში ქალი მარტო მე ვარ, დანარჩენი სულ კაცები არიან. კოოპერატივში ყოფნის სარგებელი ის არის, რომ მოტობლოკები შევიძინეთ, ჩვენ რეალურად ძალიან ცოტა თანხა გადავიხადეთ. სხვა დროს, რომ გამეთიბა და მიწა მომეხნა, მოტობლოკს ვქირაობდი ხოლმე. რეალიზაციის მხრივ, ჩემ მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვა არ მიჭირს. მითუმეტეს, ბევრი სხვადასხვა პროდუქტი მაქვს. მარწყვის, ბოსტნეულის გარდა, ყველი, კარაქი, არაჟანი და რა აღარ.

როცა წაღვერში დამსვენებლები ჩამოდიან, ბაზარში უფრო მაშინ ვყიდი სხვადასხვა პროდუქტს, მთელი წლის ნაშრომს. წაღვერში მოუწყობელი ბაზარი გვაქვს, მაგრამ მაინც მაქვს საშუალება ჩემს მოყვანილ და მომზადებულ პროდუქტებს რეალიზაცია გავუკეთო. ზამთარში კი ორთვენახევარი ბაკურიანში მივდივართ. ბაზარი არც იქ არის.

გარემოვაჭრეები ვართ. სულ ქუჩაში გვიწევს ყოფნა. ზამთარში მთელი დღე ქუჩაში დგომა კია ძალიან ძნელი, მაგრამ კარგი ვაჭრობაა და ისევ ასე გვირჩევნია უქმად ყოფნას.

კიდევ რაც მაინტერესებს, ეს არის მეფუტკრეობა. ჩემი თაფლი მაქვს, მართალია მხოლოდ 8 ოჯახი მყავს, მაგრამ 1000 ლარის ცაცხვის თაფლი მაინც გავყიდე. შარშან 4 ოჯახი მყავდა, მაგრამ გამრავლება შევძელი, უფრო მეტი კი მინდოდა, მაგრამ სკების არქონის გამო ვერ გავამრავლე. ძალიან მინდა უფრო მეტი სკა მქონდეს, პროექტიც დავწერე „აწარმოე საქართველოსთვის“, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიპოვე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ჩემით ვისწავლე და პრაქტიკაში ვხვდები, რომ მეტი ცოდნა მჭირდება, ამიტომ, ძალიან მინდა მეფუტკრეობაზე ტრენინგების გავლა. წიგნებს კი ვკითხულობ, მაგრამ ტრენინგის გავლა და მცოდნე ადამიანის მიერ გადმოცემული პრაქტიკული ინფორმაცია მაინც სულ სხვაა. მინდა ფუტკარი 50 ოჯახამდე ავიყვანო. მცირე მიწის პატრონი ვარ და არ მაქვს გასაქანი, რომ უფრო მეტი პროდუქტი მოვიყვანო. სკას კიდევ იმდენი ადგილი არ სჭირდება და ვფიქრობ, მეტი სარგებელი მექნება მათი გამრავლებით.

მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ვარ. ან ჩემს ბაღებში ვმუშაობ ან ტყეში ვარ და რამეს ვაგროვებ. დილით პირველი ბოსელში გავდივარ, რომ ძროხებს მივხედო, 3 ძროხა მყავს. მათ რომ გავუშვებ, სახლში ვბრუნებდი, რომ აქაურობას, სახლის საქმეებს შევუდგე. მერე ან ტყეში გავდივარ ან ბაღებში. საღამოს ისევ სახლში ვბრუნდები და აქ ვაგრძელებ. საქმეს რა გამოლევს.

მე ასევე ვარ „სოფლად მცხოვრები ქალების ასოციაციის“ წევრი და თუ სადმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება, ყოველთვის მიწვევენ ხოლმე და ჩემი წარმოებული პროდუქცია (მურაბები, კომპოტები, ტყლაპი) მიმაქვს და ვყიდი. საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს კი, „ელკანა“ გვიწვევს ასევე გამოფენა-გაყიდვაზე.

წელს ზაფხულში გაჩენილმა ცეცხლმა ვაჭრობაში ძალიან შეგვიშალა ხელი. სხვა დროს, წინა წლებში, ახლა რაც გადამწვარია, იმ ადგილებში ფიჭვის კევს ვაგროვებდი. ეს ტყე ისე კარგად ვისწავლე, მარტოსაც შემიძლია ვიარო. მე მინდვრებში ვარ გაზრდილი, თავიდან მიჭირდა ხოლმე, ვერ ვიმხრობდი გზას, მაგრამ ახლა აღარ. წლების მანძილზე ყველა კუთხე-კუნჭული სულ ფეხით მაქვს შემოვლილი და ყველა გოჯი ნაცნობია. სულ ვშრომობ, მაგრამ მთავარია შრომა არ მეზარება. ჩემი შრომის და ჩემი თავის იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება ყველაფერი.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი
„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია.

ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია. მალევე აჭარაშიც შეიცვალა აბაშიძის 13 წლიანი რეჟიმი, რომლის წნეხს ვერც ჩემი ოჯახი გადაურჩა და ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. უცხოეთში სწავლა ყოველთვის მინდოდა, ცხოვრებაც მომწონდა, მაგრამ დაბრუნებაზე სულ ვფიქრობდი. ამიტომ, როგორც კი “რევოლუციონერი” მეგობრები დამიკავშირდნენ, როგორც კი დავიჯერე, რომ ამ ცვლილებებისთვის საჭირო იყო ყველა, ვისაც პროფესია და გამოცდილება ქონდა საქართველოში დაბრუნებულიყო, დახმარებოდა ქვეყანას, გადავწყიტე მეც ბათუმში დაბრუნება. ასე იდეალისტურად ვუყურებდი ყველაფერს, გულწრფელად მჯეროდა, შორიდან ასე ჩანდა, რომ ახლა უკვე სწორად განვითარდებოდა ქვეყანა. ასეთი გულწრფელობითვე ჩავერთე პოლიტიკაში – გავხდი აჭარის უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური საკითხები ბოლომდე მქონდა გაცნობიერებული, ან შესაბამისი გამოცდილება მქონდა დეპუტატობისთვის, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა განვითარების ახალ გზაზე, ასე აღვიქვამდი ჩემს როლს, მჯეროდა ბევრის შეცვლას რომ შევძლებდი. თუმცა, იმედები გამიცრუვდა – არც მართვის სტილი, არც ღიაობა, არც მოქალაქეების ჩართულობა, მალე მივხვდი რამდენად ფასადური იყო ყველაფერი და გადავედი ოპოზიციაში. მივხვდი, რომ სწორედ იქ ისმოდა სიმართლე, გამბედავი სიმართლე უმრავლესობის ძალიან პოპულარული, მაგრამ მცდარი პოზიციების საწინააღმეგოდ. ასე გავხდი 2005 წელს რესპუბლიკელი – პარტია, სადაც ადამიანები ათწლეულები იდეის ერთგულები არიან.

უმაღლეს საბჭოში 30 წევრიდან მხოლოდ 5-ნი ვიყავით ქალი. მე ვიყავი ახალგაზრდა ქალი, ახალბედა პოლიტიკაში. მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავს, როცა ხარ უმცირესობაში – ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი მამაკაცებით დომინირებულ სივრცეში. კომპლიმენტები, გაურკვეველი კომენტარები, უადგილო, ზოგჯერ უხამსი ხუმრობები – ეს ისაა, რასაც ქალები ხშირად ვერ ვუმკლავდებით, გამოუცდელობის, უხერხულობის გამო. არ გვასწავლეს, რადგან ასეთ საზოგადოებაში ვიზრდებით, რატომღაც გვგონია, ეს ასე უნდა იყოს. თავი ბევრჯერ ვირგძენი უხერხულად, მალე ამას პროტესტის გრძნობაც დაემატა, მაგრამ რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ამ გამოცდილების მერე, ყოველთვის ვამბობ, რომ გოგონებს ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს, რომ უხერხულობა მათი ბრალი არ არის და რომ აქედან იწყება სწორედ დისკრიმინაცია. მე არ ვიცოდი: ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, მიკროფონთან მისულს სიტყვა უხეშად შემაწყვეტინა მამაკაცმა დეპუტატმა რეგლამენტზე მითითებით (თუმცა იგივე რეაქცია ჩემს წინა მამაკაც გამომსვლელზე არ ქონია). უკან არ დავიხიე, რეგლამენტი მხოლოდ ჩემზე რატომ გახსენდებათთქო. სხდომის შემდეგ საჯაროდ ხუმრობანარევი ღიმილით მითხრა – გინდა გეტყვი, რა მახსენდება, როდესაც მიკროფონთან დგებიო. არ მომეწონა ხუმრობა, თან დაამატა, ყურში გეტყვი თუ გინდაო. ასეთი პროტესტის გრძნობა მანამდე არ გამჩენია, და მიუხედავად ამისა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი მამისტოლა კაცთან, რომელსაც თქვენობით მივმართავდი. პროტესტი, უხერხულობა, ჩემი ბრალი ხომ არ არის, რატომ ხდება ეს – ამ შეკითხვებზე ფიქრით დავტოვე გამწარებულმა იქაურობა. არავის არასდროს უთქვამს ჩემთვის მაშინ, რომ ეს ქალის დისკრიმინაციაა და უნდა შეუტიო, მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად არა, ყველა ქალის დასაცავად! ისევ ქალმა დამიცვა, დედას შევსჩივლე, რომელმაც თავისუფლებასთან ერთად მორიდებულობაც მასწავლა ბავშვობაში, მაგრამ ამჯერად მირჩია არც ასაკს მოვრიდებოდი და არც რანგს, რომ ეს ჩემი ბრალი კი არაა, ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მკაცრი პასუხი პირველი ნაბიჯია. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ასაკოვანი კაცებისგან არა, სამწუხაროდ თანატოლი კაცებისგანაც მიგვრძვნია, მაგ. მრავალმნიშვნელოვანი ნიშნისმოგებით შეკითხვები, თუ როდის ბრუნდებოდა გერმანიიდან ჩემი მეუღლე, ან მოწოდებები რომელიმე საპროტესტო აქციაზე შინაარსით – “აქ რა გინდა, ბავშვს მიხედე სახლში, ამის დრო გაქვს?!”. დისკრიმინაციას ასაკი არ აქვს, და აი, ის კი, თუ როდის ვასწავლით ბიჭებს და გოგონებს რა არის დისკრიმინაცია სწორედ რომ ასაკთანაა დაკავშირებული – ბაღში, სკოლაში, ოჯახში – ეს უნდა ისწავლებოდეს საფუძვლიანად.

ჩემს უხეშ პასუხებს, ხმამაღალ თავდაცვას, შეტევას საკუთარი პოზიციის დასაცავად, ახალი შეფასებები მოყვა – “სწერვა”, აგრესიული ქალი… ის, რაც კაცებისთვის ჩვეულებრივი ქცევაა, ქალს “არ უხდება” და აუცილებლად ხდება განსხვავებული, დადგენილი ნორმების ჩარჩოებიდან გასული. ასეთია კაცებით დომინირებულ პოლიტიკაში ქალების ხვედრი, მაგრამ ეს იცვლება, ჩემი აზრით და ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს, ქალები პოლიტიკაში და კაცები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, არ აქვთ კომპლექსები და იციან, რომ თანასწორობის გარეშე არსად არ არსებობს განვითარება. მე გამიმართლა, რომ ასეთ პარტიაში აღმოვჩნდი, მშობლებიც ასეთი პროგრესული მყავს და მეგობრებიც. ეს პრივილეგიაა, რომელიც ძალიან ბევრ ქალს არ აქვს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ მათთვის არ უნდა დავიშუროთ არც ენერგია, არც დრო, არც მცდელობები, რომ იგრძნონ ძალა და ჰქონდეთ რწმენა საკუთარ თავში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მუშაობა რომ დავიწყე, სადაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრამის კოორდინატორი ვიყავი, ყველაფერი თითქოს ჩამწკრივდა თანმიმდევრობით და მალე სახელიც დაერქვა. პროტესტი, რომელიც ჩემი საქმიანობის ნაწილი იყო პოლიტიკაში, ყველა ნაბიჯი რასაც ბუნებრივად ვდგამდი ცხოვრების გზაზე, თუ როგორ ვზრდიდი ჩემს ქალიშვილს სალომეს – ასე იქცევიან ფემინისტები. ყოველთვის ვიყავი ფემინისტი, გაუცნობიერებლად. ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები ასეთს, ქალებს და კაცებს, ფემინისტებს, რომლებსაც ამაზე არ უფიქრიათ. მათ შორის პარტიაშიც. მე სახელი დავარქვი ამას 32 წლის ასაკში. ფემინიზმზე სტერეოტიპი ჯერ კიდევ დასამსხვრევია, მე ვცდილობ.

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არა მხოლოდ დასამსხვრევია, ამ მიმართულებით პირდაპირია სახელმწიფოს როლი – მარტოხელა დედების საკითხია. ქალი რომელიც მარტო აჩენს შვილს, ან ქალი რომელიც გაყრილია ქმართან და მარტო ზრდის შვილს/შვილებს ასევე ეჯახება ძალიან ბევრ პრობლემას – აღქმას საზოგადობაში, სადაც სტანდარტები ასე განსაზღვრულია და ყოველდღიურობაში, სადაც უამრავი ბარიერია, რასთან გამკლავებაც ორმაგად და სამმაგად რთულია. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს არავითარი მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობდა ასეთ დედებს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში, შეეხიდებოდა მატერიალურად, გააძლიერებდა შინაგანად.

მე ასეთი დახმარება არ მჭირდებოდა 9 წლის სალომესთან ერთად თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად. სამსახური მქონდა და ისეთი სკოლა მოვძებნე, სადაც საღამოს 6 საათამდე იქნებოდა მეცადინეობა. როცა მარტო ხარ, ეს განსაზღვრავს არჩევანსაც – როგორ სკოლაში შეიყვანო შვილი, სად იქირაო ბინა, რა აქტივობებით დაკავდეს შვილი, რამდენი დრო დაუთმო მეგობრებს. საჭმელს ღამით ვაკეთებდი, სამსახურის მერე დროს სალომესთან ან მეგობრებთან ვატარებდი, ზოგჯერ შაბათ-კვირას კი ძალიან ვცდილობდი პარტიაში შემერბინა, არ დამეკარგა კონტაქტი თანაპარტიელებთან, ანუ თანამოაზრეებთან – იქ ყოფნა განსაკუთრებით მჭირდებოდა. ეს ყველაფერი შევძელი და ვამაყობ ამით, მეგობრების მხარდაჭერით და ისევ მშობლების გვერდში დგომით, მაგრამ ისევ გავიმეორებ, ძალიან ბევრი მარტოხელა დედაა, რომლებისთვისაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, სახელმწიფოს აქვს საზრუნავი. სამწუხაროდ, ეს არ არის პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის. ხოლო სანამ მთავარი არ იქნება ადამიანი, მანამ ძალიან რთულია ერთი კონკრეტული ჯგუფის დაცვაზე საუბარი.

რესპუბლიკურ პარტიაში ქალებს ბარიერები არ აქვთ. ამას საკუთარი გამოცდილებითაც ვამბობ. მაგრამ თავმჯდომარეობისას აღმოვაჩინე, რომ ქალების დათანხმება კენჭისყრაზე, პარტიულ თანამდებობაზე გაცილებით რთულია, ვიდრე კაცების. პარტიის კომიტეტში კენჭისყრის დროს, განსაკუთრებით რეგიონებში, მალევე შევამჩნიე, რომ არც ქალები აქტიურობდნენ საკუთრი თავის ან სხვა ქალის კანდიდატურის წარდგენით, და არც კაცები ასახელებდნენ ქალებს. ასეთ დროს მახსენდება ჰაინრიჰ ბიოლის ფრაზა -“ჩარევა სასურველია”. ჰოდა, ჩავერიეთ კიდეც ქალები ამ პროცესში და ღიად მოვითხოვეთ პროაქტიურად ქალების კანდიდატებად დასახელება, ქალებისთვის კონფერენციების მოწყობა, დავიწყეთ თანასწორობის თემაზე პროგრესულად მოაზროვნე კაცების გაამხანაგება, სულ უფრო ხშირად ქალების ჩართულობაზე აპელირება. იყო წინააღმდეგობაც – “არავითარი ბარიერი არ გაქვთ, რა საჭიროა სპეციალური ზომები” ეგიდით, ქილიკიც – “დაიწყეს გენდერი”, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, როცა ერთგული ხარ იდეის და არ იღლები შრომით, თან მარტო არ ხარ, შედეგიც ნელ-ნელა დგება. ახლა უკვე შიდაპარტიული კვოტის გადაწყვეტილებაა მიღებული პარტიაში. ძალიან საინტერესო იყო მსჯელობა და კამათი ამ თემაზე ეროვნულ კომიტეტში, პარტიის მთავარ ორგანოში, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ემოციური განხილვა.

არ უნდა იყოს პრივილეგია და საამაყო ქალისთვის, რომ კაცებით დომინირებულ პოლიტიკაში იმდენს მიაღწია (თავისით), რომ “ერთადერთია” ამდენ მამაკაცს შორის. მომისმენია ასეთი ტექსტები. პრობლემა ხშირად ჩვენშიცაა, ქალებში. მანამ ქალები ჩავთვლით, რომ ამ წრეში ერთადერთად ყოფნა პრივილეგიაა, არაფერი შეიცვლება. პირიქით, ჩვენ ეს პრობლემად უნდა დავინახოთ, სხვებს დავანახოთ და ხმამაღლა დავიცვათ ჩვენი უფლება ვიყოთ იმდენი, რამდენიც მამაკაცები არიან, ვიყოთ თანასწორნი, რადგან თანასწორობა აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ვიყოთ ქალები იქ, სადაც ქალების პრობლემებს უკეთ წარმოვაჩენთ, ვიყოთ ისეთი სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, რომ ძალა სწორედ მხარდაჭერაში იგრძნონ ქალებმა, გოგონებმა, რომლებისთვისაც ჩვენ მაგალითი ვართ, სტიმული ვართ, ენერგია ვართ ირწმუნონ საკუთარი თავის. ხშირად ვუთხრათ ჩვენს ირგვლივ გოგონებს და ქალებს – “შენ ეს შეგიძლია!”, ამას დიდი ძალა აქვს, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი
„სახელი

უფროს თაობაში „მიხოს გოგო ვარ“. ჩემს თაობაში „ცოტნეს და“. სახელი მამამ დამარქვა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობის „ცაბუნია“-ს გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს ცაბუნია აბულაძე ეძებს დაჭრილ მამას. ის ყოველდღე სამტრედიის სადგურზე დადის, რომ ომიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს გამოჰკითხოს მამის ამბავი. ასეთი სიუჟეტი აქვს მოთხრობას და მას ჩემი მშობლების თაობას სკოლაში ასწავლიდნენ. საბოლოოდ კი, მე შემარქვეს ეს სახელი. მგონი, მთელ საქართველოში მხოლოდ 6 ცაბუნია ვართ. იყო დრო, როდესაც ვერ ვიტანდი და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გადავირქმევდი. შემდეგ მივეჩვიე, ბოლოს კი შემიყვარდა. განსხვავებული სახელია და ადამიანებს ადვილად ვამახსოვრებ თავს.

ოჯახი

ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები არაფერში მზღუდავდნენ. ერთადერთი, დედას ის ანერვიულობს, რომ უცენზურო სიტყვას თუ დავწერ ფეისბუქზე, მეუბნება ხალხი რას იტყვისო, მეზობელბი ეუბნებიან „შენმა გოგომ ასე დაწერა…“. მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა და თვითონაც გამოუმუშვდა, რომ ყურადღება არ უნდა მაიქციოს.

ძმას რაც შეეხება, ყოველთვის ყველაფერში ჩემი მხარდამჭერი იყო და არის. თან ჩემზე 4 წლით დიდია. მასთან ერთად მოვწიე პირველი ღერი სიგარეტი, მასთან ერთად დავლიე პირველი ჭიქა ალკოჰოლი… ყოველთვის მეუბნება „როგორც გინდა ისე მოიქეცი, არ უსმინო, დაიკიდე, რაში გაინტერესებს რას იტყვიან შენზე სხვები”. მისგან დამალული არაფერი მაქვს. ზუსტად ვიცი, არასდროს გამკიცხავს ყველაზე სულელური ქმედებისთვისაც კი, უბრალოდ გამიღიმებს და მეტყვის შენი ცხოვრებაა, შენი შეცდომებია, შენი ნაბიჯებია, შენ რაც გინდა, ის ქენიო.

მამაჩემისთვის ყოველთვის პრიორიტეტული შვილებისთვის განათლების მიცემა იყო. თვლიდა, რომ ქალისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო განათლება და პროფესიის ქონა, როგორც კაცისთვის. ამიტომ, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ბებიაჩემის სიტყვები, სწავლა რად უნდა გოგოს, საჭმლის კეთება ისწავლოს და გათხოვდესო. ერთხელ ფიზიკაში სამიანი რომ მივიღე და დედაჩემმა ისე გადაიკივლა, ლამის მეზობლები შეყარა, მამაჩემმა წიგნიდან ამომხედა და ასე მითხრა, შენთვის ვამბობ, შვილო, შენ დაიჩაგრები უსწავლელი ცხოვრებაში, თორემ მე ჩემი გზა უკვე გავიარეო. ქალს თვითონ უნდა შეეძლოს თავის რჩენა, ვინმეზე რომ არ იყოს დამოკიდებულიო… ყოველთვის მამხნევებდა. სჯეროდა, რომ ჩემით მივაღწევდი ყველაფერს. არასდროს დაუშლია სადმე წასვლა, რამის კეთება… ერთადერთი, რასაც ვერ მპატიობს, მაგისტრატურა რომ არ დავამთავრე და აკადემიური ავიღე… მაგრამ გაგებით შეხვდა ამ გადაწყვეტილებასაც.

სოფლის ცხოვრება

რთულია გოგოობა სოფელში, სადაც გოგოობის უამრავი დაუწერელი კრიტერიუმი არსებობს, რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილო, თუ არადა შეგახსენებენ მამის ბიძაშვილები, მამის მამიდაშვილები, მამის მეგობრები და ა.შ. მოკლედ, ყველა, ვისაც არ დაეზარება. შენ კი გიხარია, რომ ოჯახის წევრები შენი მხარდამჭერები არიან.

გოგონები სხვაგან არ ათევენ ღამეს, გოგონები ბიჭებთან არ თამაშობენ, გოგონები არ ბილწსიტყვაობენ, გოგონები ჩუმად რეცხავენ ჭურჭელს, ისე რომ თეფშების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა არ ისმოდეს, გოგონებმა იციან ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, ლობიოს ამოლესვა. გოგონებს სხვა არაფერი ევალებათ. უამრავი ასეთი წესი დაგროვდა ჩემ ირგვლივ. მიუხედავად ამისა, სასწავლებლად წასულს, როგორც კი პირველივე შანსი მომეცა, სოფელს დავუბრუნდი. ოღონდ უკვე საკუთარი წესებით.

სოფელში დღეც სხვანაირად იწყება. დილის ექვს საათზე. მამლების ყივილთან და საქონლის ზმუილთან ერთად. ყველაფერი უნდა მოასწრო — ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, საქონლის ტყისკენ გარეკვა. საჭმელიც უნდა გაკეთო. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა ქნა, ისე, რომ 9 საათზე სამსახურში იყო გამოპრანჭული და ღიმილიანი. 6-მდე არ უნდა დაიღალო, დაღლა არ შეიძლება, დაღლა ექვსის მერეც არ შეიძლება, ისევ საქმეები გაქვს — საქონელი დასაბინავებელი, ძროხა ისევ მოსაწველი. ხან დაფნა გაქვს გასაფოთლი, ხან თხილი შესაგროვებელი, ხან სიმინდი დასარჩევი — სეზონს გააჩნია. წისქვილში სიმინდის წაღებაც არ უნდა დაგავიწყდეს, თორემ დაგრჩება მეორე დღეს შინაური ცხოველი და ფრინველი მშიერი.

„ხალხი ვერ გაიგებს” – ხშირად მეუბნება დედა. ხალხს კი აინტერესებს რამდენი მაქვს ხელფასი, როდის ვთხოვდები, რატომ არ მყავს შეყვარებული, რატომ არ მიკრძალავს ოჯახი სოფლისთვის არმოსაწონ საქციელს. “ძღაბის ჭირქაშ ბორკ ათადგ, ჭკვერას ორდა ბებ” („გოგოს ჭიქას ფეხი აქვს, ჭკვიანად იყავი, ბებო“) – ჭკუას მარიგებდა ბებია ყოველდღე.

პატარაობისას მინდოდა ერთ დღესაც გამეღვიძა და ბიჭი ვყოფილიყავი. ახლა გავიზარდე და მივხვდი, გოგოობა კარგია, მთელი თავისი სირთულეებით, გამოწვევებით, მრავალფეროვანი გამოცდილებით.

აქტივიზმი

პროფესიით სოციალური მუშაკი ვარ. ალბათ, გარემოსთან ერთად, პროფესიამაც იმოქმედა ჩემს ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა ვარ. სწორი შეხედულებები ჩამომიყალიბა და მასწავლა, რომ უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.

ამჟამად „თანასწორობის მოძრაობაში“ ვმუშაობ, თემის მობილიზატორად, ასევე სამედიცინო კონსულტანტად, პრე- და პოსტ კონსულტაციას ვუწევ ადამიანებს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით და ვუტარებ ნერწყვის სწრაფ ტესტს. აქ, ჩვენს ოფისში, თვეში რამდენიმეჯერ საინფორმაციო შეხვედრა ტარდება სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე. აქ აქტიური ადამიანები ვიკრიბებით და სხვადასხვა თემებზე ვმართავთ დისკუსიებს, ასე ვთქვათ, აქტივისტების თავშეყრის ადგილია. მე ლგბტ თემის მხარდამჭერი და აქტივისტი ვარ.

როდესაც ლგბტ აქტივიზმში ერთვები, აღარ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას ან თვითგამოხატვას. ზუსტად ისეთივე წნეხის ქვეშ ექცევი, როგორშიც ნებისმიერი ლგბტ ადამიანი. ჯერ ნათესავები გაძლევენ საყვედურნარევ შენიშვნებს… მერე ირგვლივ მყოფი ადამიანები მიგიტოვებენ მოსალმებას… მერე სადაც მიდიხარ, ყველგან შენზე ჭორაობენ, თან ისე, რომ გესმის ყველაფერი…

თუ ძალიან გაგიმართლა, სირთულეები მხოლოდ ამით შემოიფარგლება, თუ არა და საზოგადოებრივი წნეხის უფრო მძიმე ფორმებიც არსებობს, ხანდახან ფიზიკური განადგურებითაც რომ სრულდება ისეთი.

მე გამიმართლა… 2009 წელს, როცა პირველ კურსზე ვიყავი, თემა მქონდა დასაწერი ლგბტ თემთან დაკავშირებით და მივედი იმ დროს არსებულ ორგანიზაცია „ინკლუზივში“. იქ ვნახე პირველად ღია ლგბტ თემის წარმომადგენლები. პირველად მაშინ ვნახე რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას ლგბტ თემი. მას შემდეგ თემის აქტიური მხარდამჭერი ვარ. 2013 წლის 17 მაისსაც ვიყავი აქციაზე. ფეისბუქზეც ყოველთვის ვკამათობ ამ თემაზე. ყველას, ვისაც დაჩაგრავენ ასევე გამოვესარჩლები, არა აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნით გახდება ჩაგვრის ობიექტი. ძალიან ხშირად მიკომენტარებენ „მარტო ლგბტ თემს იცავ, მეტი არავინ გაინტერესებს…“. არა, არ არის ასე. ყველას ვესარჩლები, ვისზეც ვიგრძნობ, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ. რომ ვუფიქრდები, ყოველთვის ასეთი ვიყავი. ალბათ ოჯახმაც შემიწყო ხელი, რომ სამართლიანი ვყოფილიყავი.

დედაქალაქისგან განსხვავებით, აქ პატარა ქალაქში ცხოვრება უფრო ჩაკეტილია, უფრო გვიჭირს გახსნა, თემში გასვლა. აქ უფრო ხშირია ინტერნალიზებული ჰომოფობია იმიტომ, რომ გახსნილად ცხოვრების და ინფორმირებულის უფრო დაბალი დონეა, ამას დამატებული საზოგადოების წნეხი. აქ თავშეყრის ადგილებიც არ არის. თბილისში არის სხვადასხვა ბარი, კლუბი, სადაც მიხვალ, მაგრამ რეგიონში მსგავსი არაფერია. მეგობრებთან ერთად ვცდილობ შევქმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი დაცულად იგრძნობს თავს, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

კიდევ ერთი სირთულე, რასაც ხშირად ვაწყდები, დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებასთან, რომ თუ ფემინისტი ხარ, ლგბტ აქტივისტი ხარ, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ხარ, აუცილებლად ხარ „გრანტიჭამია ენჯეოშნიკი“, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. შესაბამისად, ცდილობენ შენი შეხედულებების იგნორირებას, გაუფასურებას. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ჩემგან, როგორც აქტივისტისგან ორმაგ ძალისხმევას ითხოვს საკუთარი შეხედულებების დასაცავად. თუმცა, მსგავსი გამოწვევები უფრო მაძლიერებს. იმედი მაქვს, ჩემი აქტივიზმით სასიკეთო ცვლილებებს მოვახდენ საზოგადოებაში“.

(ავტორი: ნინო გამისონია)

The post ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი
„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ – ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.

„ჩემი პირადი ცხოვრება“ – ასე დავარქვი დღიურს, რომელშიც ჩემს ოცნებებზე ვწერ. ვოცნებობ იმაზე, რაზეც შეიძლება 21 წლის გოგო ოცნებობდეს – სიყვარულზე. მინდა მყავდეს მოსიყვარულე ქმარი, მყავდეს შვილები და ვიყო დედა. ალბათ ეს არის ის ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც რამდენჯერმე დავწერე ბლოკნოტში და ბევრჯერ ამოვხიე, გადავაგდე. მაგრამ საბოლოოდ მაინც დავტოვე და ახლა თქვენც გიზიარებთ.

იზოლირებულად არასდროს მიცხოვრია. გავიზარდე ოჯახში, მოსიყვარულე მშბობლების და ძმების გარემოცვაში. არც სპეციალიზებულ სკოლაში მისწავლია, მყავს მეგობრები და ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ვთვლი, წარმატებული ადამიანი ვარ – სცენაზე ვდგავარ და უკვე არაერთი როლი მაქვს შესრულებული.

სკოლის დასრულების შემდეგ, ატესტატი არ მომცეს, მარტო მოწმობა. არ არის ჯერ შემუშავებული ის საგამოცდო სისტემა, რომელიც მომცემს საშუალებას ატესტატი ავიღო და გავაგრძელო სწავლა ინსტიტუტში. სკოლის დასრულების მოწმობამ მარტო იმის საშუალება მომცა, რომ პროფესიულ კოლეჯში ბარმენის კურსი ამერჩია. მაგრამ ადამიანმა ყველაფერში კარგი და პოზიტიური უნდა დაინახოს. ახლა ვისწავლი კოქტეილების გაკეთებას და ჩემს ბარში ბარმენად ვიმუშავებ.

არ მითქვამს ხომ ჩემს დღიურში ჩაწერილი კიდევ ერთი ოცნების შესახებ? კოქტეილ ბარი მინდა გავხსნა ზღვის სანაპიროზე, სადაც წყვილები მოვლენ და ჩემს საფირმო ტეკილას ფორთოხლის წვენითა და გრენადინით დააგემოვნებენ. ან მარტო მოვლენ და მერე ამ ბარში იპოვნიან ვინმეს, ვინც შეუყვარდებათ.

სიყვარული ყველაზე მთავარია. როლები რომელიც შემისრულებია ხშირად ტრაგიკულია, მაგრამ შეყვარებული ქალების – აი, მედეა, რომელმაც მამას ოქროს საწმისი მოპარა, მაგრამ იასონიზე შეყვარებულმა და სიყვარულის სახელით. სასაცილო კნეინა დარეჯანიც, რომლის როლს ახლა ვასრულებ, შეყვარებული ქალია და ლუარსაბსაც ძალიან უყვარს ის. იცი, როგორი სიტყვებით ასრულებს ილია ამ ნაწარმოებს? როცა დარეჯანი გარდაიცვალა, ლუარსაბმა „თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან ერთად დამარხა“. როგორ გასევდიანებს არა?

მოწყენილი იშვიათად ვარ. წარმოიდგინე, კოლეჯის სტუდენტი ვარ, გავხდი მსახიობი, ვარ მომღერალი და მაქვს მიზანი, როგორ შეიძლება ვიყო სევდიანი. ბედნიერი ვარ“

(ავტორი: მაია ჩიტაია)

The post სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

შუშანიკ ჩუბინიძე 22 წლის, საზანო (თერჯოლის რაიონი)
“ორი წლის წინ, მეორე კურსზე გადავწყვიტე, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მემუშავა. მოკლედ, გასაუბრება გავიარე SPAR Georgia-ში. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, რამდენიმე დღიანი ტრეინინგიც უნდა გამევლო მუშაობის დაწყებამდე. მაგრამ, პირდაპირ ერთკვირიანი სტაჟირება და მუშაობა დავიწყე იმ საქმეზე, რომელიც მანამდე არასოდეს მიკეთებია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ცვლებში უნდა მემუშავა – ერთი დღე დილის 9სთ – დან 5სთ – მდე, მეორე დღეს 3სთ – დან 9სთ – მდე, მესამე დღეს 9სთ – დან 9 სთ – მდე (ღამის ცვლა).

სამუშაო პირობები მინდა აგიღწეროთ. პირველივე დღეს, გასახდელში შესულმა აღმოვაჩინე, რომ SPAR Georgia-ს აბაშიძის ფილიალს (სადაც მე ვმუშაობდი), ფაქტობრივად, არ ჰქონდა საწყობი. ახალი და ვადაგასული პროდუქცია ერთ პატარა საკუჭნაო ოთახში ინახებოდა, რომელიც, ამავდროულად, იყო მენეჯერის კაბინეტიც, სეიფის შესანახიც და პერსონალის სასადილოც. მახსოვს პირველ დღეს კარში ძლივს შევედი, რადგან შესვენებაზე მყოფი თანამშრომლებიც იქ იყვნენ იმ დროს – ზოგი ყუთზე ჩამომჯდარი, ზოგიც სადღაც კუთხეში აყუდებული. მენეჯერიც იქვე იჯდა და კომპიუტერიდან ამომხედა „შენ ახალი ხარ?“-ო. ფილმებში მქონდა ნანახი მსგავსი სურათი. იქვე აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, წინა თანამშრომლის დატოვებული ჟილეტი მომცეს, რომელიც იმდენად ჭუჭყიანი იყო, რომ ვერ ჩავიცვი. მეორე დღეს კი მენეჯერმა თავისი გამონაცვალი პერანგი მომცა. ჩემთვის ფორმა არც არასდროს შეუკვეთეს… გარდა ამისა, მთელს ფილიალში მხოლოდ ერთი ქუდი იყო და ამ ქუდს იხურავდა, დაახლოვებით, 20 სხვადასხვა თანამშრომელი. მზა კვებაშიც მიწევდა მუშაობა და იქ ცელოფანს ვიფარებდი ხოლმე თავზე. ამაზე სულ შენიშვნას მეუბნებოდნენ, ამიტომ ქუდს ამ ცელოფნის ზემოდან ვიდებდი, იმდენად ჭუჭყიანი იყო.

თანამშრომლებს საჭმელად და დასასვენებლად გამოყოფილი გვქონდა ერთი საათი, რომელსაც სრულად ვერ გამოიყენებდი იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ პატარა ოთახს მულტიფუნქციური დანიშნულება ჰქონდა და თან, მუდმივად, იყო კადრის ნაკლებობის პრობლემა მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ნათლად იყო სამუშაო გაწერილი, ზემოთ აღწერილი სამუშაო გრაფიკი, ფაქტობრივად, არასოდეს მქონია. ვმუშაობდი დილის 9-დან საღამოს 9-მდე და მეორე დღეს საღამოს 9-დან დილის 9-მდე. დღეში 12 საათს. არ ვწუწუნებდი. ვფიქრობდი, პირველი სამსახურია, მოდი ცოტახანს გავუძლებ… ყოფილა შემთხვევა, როდესაც პერსონალის ნაკლებობის გამო, 24 საათიც მიმუშავია.

ვითავსებდი ოთხ პროფესიას: ერთდროულად ვიყავი მოლარეც, კონსულტანტიც, ხაზის მწარმოებელი (მზა პროდუქტების კონსულტანტი) და ხანდახან დამლაგებელიც, რადგან ეს უკანასკნელი SPAR Georgia-ს, იმ ფილიალის კადრში გათვალისწინებული არ ჰყავდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაღაზიაში იყო და დღემდე არის მოძველებული სალარო აპარატები, რომლებსაც კარგა ხანია აღარ იყენებენ არსად. ტექნიკა ძალიან ნელა, ხარვეზით მუშაობს და იწვევს რიგებს სალაროსთან, რაც დამატებითი სტრესია მოლარისთვის.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ. დელეგაცია მოდიოდა შემოწმებაზე და მოგვიწია, რომ რაც მაღაზიაში (ავტ. Spar Georgia-ს ერთ-ერთი ფილიალი) არასტანდარტულად იყო დალაგებული, შეგვეტანა იმ ე.წ. საწყობში თუ სასადილო/მენეჯერის ოთახში, სადაც ისედაც, პრაქტიკულად, არ იყო არაფრის ადგილი. მე, რა თქმა უნდა, არ მქონდა (არ შემიკერეს) ის ფორმა, რომელიც სტანდარტით უნდა მცმოდა. ამიტომ, მეც, არასტანდარტულ პროდუქტთან ერთად, საწყობში განმათავსეს. არც კი ვიცი ლუდის ყუთების თავზე როგორ ვიდექი, ყუთებმა ვერ გამიძლო და ძირს გადმოვვარდი… სხვა შემთხვევაც მოხდა, როდესაც ადმინისტრატორს მუშაობის დროს ჩამოვარდნილი თარო თავში მოხვდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ამაზე არც კომპანიის და არც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა რეაგირება. მხოლოდ კომპანიის შიდა მონიტირინგი ტარდებოდა პერიოდულად, რაც ყოველთვის წინასწარ იყო ცნობილი და ვემზადებოდით.

კონტრაქტის მიხედვით, ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 377 ლარს შეადგენდა. დაბეგვრის შემდეგ კი 307 ლარი უნდა ამეღო. სამი თვე ვიმუშავე და მე, რეალურად, ეს თანხა არც არასდროს ამიღია. პირველი თვის ხელფასი იყო 109 ლარი, შემდეგ თვეში ავიღე 295,61 ლარი, მესამე თვეს კი (ჯამში 208 სამუშაო საათი) 148.64 ლარი.

მოკლედ, ფაქტი იყო, რომ 148.64 ნამდვილად არ უდრიდა 307 ლარს. როდესაც დამაინტერესა ხელფასის დაკლების მიზეზი, მენეჯერმა ამიხსნა, რომ მაღაზიას აქვს დანაკლისი და ხელფასებიდან დაგვექვითა 40%. აქ საინტერესო იყო ის, რომ აღნიშნულ მაღაზიას დანაკლისში ეწერა ისეთი პროდუქცია, რომელიც არასდროს მიუღია გასაყიდად. მაგალითად, 365 ჩიზქეიქი, რომელიც ჩემი იქ მუშაობის სამი თვის მანძილზე ქსელში არასდროს ყოფილა.

ხელფასის 52% დაქვითვა, ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. განცხადება დავწერე, სამსახურიდან წამოვედი და გადავწყვიტე, რაღაც მომემოქმედებინა. პირველ რიგში მინდოდა, რომ ჩემი მეგობრებისთვის და სხვა ჩემნაირი, სამუშაოს მაძიებელი სტუდენტებისთვის, ჩემი გამოცდიელბა გამეზიარებინა. მახოსვს, როდესაც 148.64 ლარი (307 ლარის ნაცვლად) ჩამერიცხა ხელფასის სახით, Facebook-ის პოსტში მოვყევი მთელი ჩემი მუშაობის ეს გამოცდილება და დავიძინე. აღმოჩნდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახა და გააზიარა ეს პოსტი. ამით მივხვდი, რომ ჩემი ამ გამოცდილებით, საზოგადოებრივ გარდატეხაში წვლილის შეტანა შემეძლო. ამისათვის კი უფრო აქტიური ბრძოლა უნდა დამეწყო და სასამართლოში წავსულიყავი. მივმართე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და პროცესი დავიწყეთ. პირველი სასამართლო სხდომიდან წელიწადზე მეტი გავიდა. შემდეგი სასამართლო პროცესი კი 9 ივნისს არის ჩანიშნული”.

The post შუშანიკ ჩუბინიძე 22 წლის, საზანო (თერჯოლის რაიონი) appeared first on WomenOfGeorgia.