კატო მიქელაძე, 46 წლის, ემიგრანტი ნიუ-იორკი, აშშ
,,არასოდეს მიფიქრია ემიგრაციაზე, შესაბამისად, არც ეს გადაწყვეტილება მიმიღია ერთ დღეში. წამოსვლამდე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მქონდა განცდა, რომ შეკრულ წრეზე ვტრიალებდი: აქციიდან-აქციამდე, მუდმივი შეგრძნებით, რომ საფრთხეში ხარ. მუქარა, დაუცველობის განცდა, პროტესტი, უიმედობა… საქართველოდან არც უმუშევრობას გამოვექეცი და არც ფინანსურ პრობლემებს. ვიყავი რეალიზებული და ყოველთვის იმ საქმეს