მატილდა მირზოევა, 42 წლის, სიღნაღი
მატილდა, რომელსაც უყვარს ცხოველები ------------------------------------------------------------ „ფეისბუქზე პროფილის ფოტოს ეს სლოგანი მაწერია. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები. ქუჩაში უპატრონო ძაღლებს დავსდევდი. ერთხელ, მამამ მოსკოვიდან ბალონკა ჩამომიყვანა, იფიქრა, საკუთარი ძაღლი რომ ეყოლება, უპატრონო ძაღლებს თავს დაანებებსო. მაგრამ აბა, დავბერდი და თავს ვერ ვანებებ. ძალიან მეცოდებიან, განსაკუთრებით ავადმყოფი და ნაწამები ცხოველები და