ქეთი ყაჯრიშვილი, 48 წლის, თბილისი
„წლების განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვმუშაობდი. იცით ეს რა პერიოდი იყო? ხანდახან ვაკიდან ფეხით მივდიოდი საბურთალოზე. აღებულ მცირე ხელფასს, კუპონები რომ ერქვა, დედას ვაძლევდი ჩვენი კვებისთვის. ვცდილობდი, უკეთესი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში და ჩემი მწირი ხელფასის ნაწილს გადამზადების კურსებში ვიხდიდი, რომელიც არც თუ იაფი ღირდა.