აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი
"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,