ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი
„მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი