მაია ფელიშვილი, 50 წლის, ემიგრანტი ნეაპოლი, იტალია

მაია ფელიშვილი, 50 წლის, ემიგრანტი ნეაპოლი, იტალია

,,ემიგრაციაში იმიტომ წავედი, რომ სახლი არ მქონდა, პენსიის პერსპექტივა მინიმალური იყო და ძალადობის წახალისება ხდებოდა მთავრობის მიერ. ამან მაიძულა, დამეტოვებინა ქვეყანა. მე რომ საქართველოში უკან ჩამოსვლა შევძლო, პირველ რიგში, ევროპულ კურსს უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა, მერე განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარადგინოს მთავრობამ, სადაც ემიგრანტების დაბრუნების რეალური პროგრამები იქნება.

ემიგრანტების მხრებზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი და პოლიტიკოსებმა ჩვენ უნდა მოგვისმინონ. ემიგრაციაში მყოფი ქართველები, ევროპული თუ ამერიკული გამოცდილებით, უკეთესად ხედავენ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. არჩევნებზე უნდა წავიდეთ, რომ რუსულ ჭაობში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ბოლო 300 წლის მანძილზე პირველად გავატარეთ 30 წელი დამოუკიდებლად.“