მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო…
ტექსტი თუშურ დიალექტზეა დაწერილი, რადგან ერთი მხრივ მიგვაჩნია, რომ რესპონდენტის მონათხრობის ავთენტურობა უნდა გადმოვცეთ ამ პლატფორმის საშუალებით, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ და ვინარჩუნებდეთ დიალექტს, როგორც ქართული ენის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს.
———————————————————————————————————–
მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო
„განამ თავად ვთხოვდებოდით ჩვენ“
—————————————————-
“სისწორე უნდ გითხრათ… ობოლ ვიყავ, მამა მე არ მინახავ-ად დედიზძმიან გვპატრონობდეს ჩვენ. ალბათ, ი’ს დაპატრონებაიც თურ შესწყინდ-ად, 21 წლისა ვიყავ რო დ’იწყჳ (ავტ. დედის ძმამ) უნდ გასთხოვდევ. მათხოებდეს-ად მე უარზე ვიყავი, ბიძაშვილმ (კაცმა) მტკეც (ავტ. მცემა), რად უარს ამბობავ. დედის ძმის ცოლმაც მჴარზე ხელ დამარტყ, რად არ სთხოვდებივ. მე ჴელ არ მივეც’ (ავტ. ხელის მიცემა, ანუ ხელის ჩამორთმევა თანხმობის ნიშანია), მაგრამ ბალკონზე რო გამოვედი, ვიღაცა გამომყჳ – „ჴელ ჩვენ მივეცითაოდ გაგათხოეთავ“. ე’გრ იყჳ ჩემ გათხოებაჲ.
კაი ჴელ მქონდ ძალიან. სუ ცხვათ ვშველოდ’ ფარდაგების მოქსოაში. ვიფიქრ, აქავ ღარიბ ვარივ ობოლ-ოჴერივ, გავთხოვდბი-ოდ იქა’ვ ყველაფერს ჩემდ მოვქსოავ, მაგრამ უარეს ღარიბ ოჯახში მოვედ’. ღარიბსამ მდიდარ ში’რთავდა?!
10 თვე რო შესრულდ ჩვენ ქორწილობისა, ჩემ ქმარს ფეჴ მოსტყდ’. ემაგთა’ ვაითად ვაგლაჴით იცოცხლ 17 წელს. მემრ განგრენა დე’მართ-ად ემაგრ მოკვდ. შვილებ ქალა-იდ ბიჭა’ დამრჩ. იგრ ვიცხოვრეთ, რომ ჭამასა’ ვშჭამდით რაა. შვილებ სწავლულებ გამოიდეს. ორთავ უმაღლესებ დამთავრეს, მაგრამ მემრ ბიჭ მომიკვდ-ად, ქალ კიდევ ცნობილ პედაგოგი. იმასაც 17 წელში მუკვდ ქმარ ჩემსავით, მაგრამ თავადა’ და’მთავრები უამღლესებ სამთავ შვილს.”
სკოლა
————
“სკოლა იყჳ ოთხ კლასი. მარტო ეგ მაქვ დამთავრებული, მაგრამ რუსულ წერა-კითხვაიც წესიერად ვიცი, ანგარიშიც გარე მახსოვს. ძაან სასაცილო კია ჲეს რო გითხრ, მაგრამ 4 კლას დავამთავრ-ედ სამჯერ ვარ დაჯილდოებული მასწავლებლისაჲ. ხუთოსან ვიყავ’, მაშ! სწავლა კი მინდოდ, მაგრამ ვინამ გამაგრძელებიებდ… მშერაებ ვილეოდით, ჭამაიც არ გვქონდ-ად, სამოსებიც არ გვეცვ. ჩემ დედამ ჴელის მოწერა ვერ იცოდ-ად, ვერც ფულს ითვლიდ. ჲაქთა’ უსწავლელ მოკვდ. მე კიდენ სწავლა მინდოდის. ის კი ვერ ვიცოდი სწავლა კაი იყო თუ მონაჲ. ვსაწვლობდ რო, ჩემ ამხანაგმ რად უნდ მაჯობოსავ. დედა, თავად რო ინჩი-ბინჩ ვერ იცოდ, მე მიჯავრდებოდ „ ნუ ჰკითხულობავ მაგ წიგნსავ, წინდა მოქსოვევ ჩქარადავ, ეგ არ გინდავ“. მე კიდე, გვერდზე დავდვიდ წიგნი, საზდავას ავიღებდი (ავტ. ძაფის სართავი), თან ძაფს ვართავდიდ, თან ჩუმად წიგნში ვკითხულობდი. დედა ხანთხან გულად გავიდის-ად (ავტ. დედა ზოგჯერ რომ შემამჩნევდა) ფეჴ გამკრის „ ჩქარა გა’კეთევ, ემაგ ეშმაკებს ნუ ხედავავ“. ჰო, წიგნ იყვ ეშმაკებ დედისად. წიგნის კითხვა რო მინდოდის, დედას ვეტყოდ, მე წავალივ ძროხებს მე დუყრიოდ, სოფლის ბოლოში ბოსლებში მივდიოდ. დამალულ წიგნ მიმქონდ იქ საკითხავად, ერთ მაგრ ვიკითხიდ მალულად. “
ცხოვრება მთაში
————————
“მე 21 წლამდ ალვანში არ ვიყავ ნამყოფი, თუშეთ ვცხოვრობდით. რა’გვერთა იყჳ’ იქ ცხოვრებაიდ, მეთექვსმეტე წელში ვიყავ ჴარ-გუთან რო დავიჭირ ჴელში – ვაჴნევდეთა, ვღლეწავდეთა, ვმკიდეთა, ვთიბავდეთა. ტყე-ღრეში სიდ აღარ დავდიოდით. გან მარტო მე, ცხვებიც ჩემ სწორები – ბიჭი-გოგო, ბედენა არ იყჳ. თან თუშ კაცებ ცხვარში იყვნეს ზამთრისედ მით ჩვენ ვაჴნიდით. ქმრიან დიაცებთაც აჴნიან. ჲეგ იყო ჩვენ საქმეიდ, კიდე ქსელ, ჯალანი, წინდა’, ფარდაგები.
გართობაჲ? მეტა იყჳ, აბაბაი! ყველამ გარმონ იცოდ, მზე რომ ჩაჴთებოდ-ად სადმე გარმონის ჴმას გავიგებდით, ერთმანეთს გავსძახ-გამოვსძახიითად ‘იქ წავიდნიით. იქ იყჳ ცეკვაიდ სიმღერაჲ. თუ რაგვერ სტუმარ მოიდოდ სხვა სოფლითაჲ, იმაშიც ვიტყოდეთ რო – მავანთავ სტუმარ მუ’იდაოდ, იქ დუ’კრათავ გარმონივ. ჩვენ სოფელ კი აქთა’ იყოდ… ახლ არაფერ გართობა აღარა.
ჩვენ წეს იმაშ იყჳ, რო გასათხოვარ ქალს 15-20 წყვილ კაცის წინდა და ცხვირსაჴოც უნდ ჰქონიყჳ დალაგებულ მზითვად. სუ წინდას ვქსოვდეთ-ად ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ვიტყოდით, წავიდეთავ ვისადგინაოთავ (ავტ. თამაში – ქსოვაში შეჯიბრი), ეს იყჳ ქალების გასართობი.”
მშობიარობა
—————
“ჩემ დროს ბოსლებში მშობიარობა აღარ იყჳ, მაგრამ თქვენ სახლივ ჯვრის ახლოსააოდ აქ არ ში’ძლებავ მშობიარობაივ. ქვეით ჩამიყვანეს სხვების პადვალში. მშობაირობის შემდეგ თავადა დამტოვეს ახალ გაჩენილ ბალღსთან ერთად. მაჴსონს, თან უჩინა’ (ავტ. ბნელი) პადვალ იყოდ, ძაან მეშინოდ. ქალ გამიჩნდ პირველი. ამაზე, თავი მამას უთქვამავ ჩემ ქმრისად, ჩვენ სუ ბიჭებს ვაჩენდითაოდ, შენ რა ქლაჩუნა გამოხვედივ. ჩემ ქმარს უპასუხი, მე რასაც ვნატრობდივ, მამა, სწორედ ეგ გაჩინდავ.”
სიბერე მარტოობაში
—————————
“აი, ემაგრ გავატარ ჩემ ცხოვრება. ძან ცუდ ცხოვრებაში მოვჰყევ მე, ჲეს ჩემ ცხოვრება რა’ ცხოვრება იყჳ აბა. სუ შრომაში, სუ გუდა ზურგზე აკიდებული…
მოსაკვდავა ვარიდ არ ვკვდებ’… აი, დღეს მოვკვდევ, აი, ხვალ მოვკდე-ოდ, არას ვკდები. წინავ არად, ჲახლ მეტა მიმარჴს (ავტ. მიძნელდება) მარტოობა… მეტა’ მიმარჴს ახლ თანთანაჲ, მეტა’ სიკვდილ მინდ. სიცოცხლე აღარას მწადის, აღარ მწადის თავადაჲ. უბანში ჩემხელა აღარავინა. ახალგაზრდებთან რა’გვერ შევიდ? არც ი’მათ სწადის ჩემთან-ად, ან მე რა ვილაპარაკჳ ი’მათთან. მეტ’ა მიმარჴს ჲეს თავადა’ ცხოვრება.”
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური