ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი
ამბებზე და პრობლემებზე, რომლებზეც თანამედროვე ქალები საქართველოდან ამ გვერდის საშუალებით გვიყვებიან, ჯერ კიდევ საუკუნის წინ მცხოვრებმა ქალებმა დაიწყეს წერა და ხმამაღლა საუბარი. ბევრი თქვენგანი, შესაძლოა, უკვე იცნობდეს მათ – ქალებს, რომლებმაც, თითქმის, საუკუნის წინ საქართველოს ქალთა მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვინდა გაგახსენოთ ისინი:
ეკატერინე გაბაშვილი,
„ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დაუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, _ ყმობას და თავშეწირვას კერისას, _ ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა… მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გაუკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას, შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაჰყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ. ორი აგურის მომატება საზოგადო სამსხვერპლოზე დიდი რამ არ არის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: საცა არა რაა, იქ ცოტაც ბევრად გამოჩნდებაო”
ფოტო: გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი
წყარო: http://www.feminism-boell.org/…/ekaterine-tarxnishvili-gaba…