ფოტოგრაფები

ნინო ბაიდაური – პროექტის ფოტოგრაფი.

ნინო პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია და ადამიანის უფლებების სფერო მისი ინტერესების მთავარი საგანია. ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ექსპერტი, აქტივისტი და შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობის ინიციატორი. როგორც ფრილანსერ მთარგმნელს, უმუშავია არაერთ მხატვრულ ტექსტსა და სახელმძღვანელოზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში.

 

2008 წლიდან, როგორც ფოტოგრაფი, რამდენიმე ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფოტოგრაფიის ჟანრებს და ნაწილი გამოქვეყნებულა სხვადასხვა გამოცემებსა და ალბომებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

ამჟამად, ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან/ორგანიზაციებთან ერთად და დამოუკიდებლად საკუთარი პროექტების ფარგლებში, მუშაობს სხვადასხვა სოციალურ თემებზე, რაც დაკავშირებულია ქალების, შშმ ადამიანების, რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ყოფასთან და ისტორიებთან.

სალომე ცოფურაშვილი- ფრილანსერი ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფთა ჯგუფ კალეიდოსკოპის დამფუძნებელი წევრი. გამოფენების კალეიდოსკოპი 1 (2015) და კალეიდოსკოპი 2 (2016) თანამონაწილე და თანაორგანიზატორი.

სოციალური პროექტის ქალები საქართველოდან ფოტოგრაფი (2016-2017). სხვა ცხოვრებაში გენდერის კვლევების დოქტორია და ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე.

სოფო აფციაური – ჟურნალისტი, ფოტოგრაფი.

2012 წლიდან მუშაობს ჟურნალ “ლიბერალში”, ისეთ საზოგადოებრივ-სოციალურ საკითხებზე როგორიცაა: ქალთა და შრომითი უფლებები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები და სხვა.

 

ასევე, ფრილანსერად თანამშრომლობს სხვადასხვა მედიაგამოცემასთან, მათ შორის, 2016 წლიდან “National Georgaphic საქართველოსთან”;

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com