ქრისტინე მიხაილოვა, 31 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი თამუნა მარგველაშვილი, 19 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი…

(თამუნა და ქრისტინე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელსის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში. ინტერვიუ ჩაწერილია მუშაობის პროცესში, სოციალურ საწარმოში ბაბალე • Babale.)

„თამუნა: არა, მე თამუნა ვარ. ქრისტო, მოვიდნენ…

ქრისტინე: ქრისტინე მე ვარ, მე. უნდა ჩამწეროთ, ხო?

თამუნა: ბოდიში, შენ ტელევიზიიდან ხარ? და ტელივიზიით გამოვალთ ჩვენ?

ქრისტინე: ჩემზე გაინტერსებთ? მე ვცხოვრობ მუხიანის დასახლებაში, კარგ სახლში…

თამუნა: შეიძლება, რომ გაკოცო?… და მე არ ჩამწერ?

ქრისტინე: მანამდე სენაკში ვცხოვრობდი…

თამუნა: სენაკში კი არა მარტყოფში, მარტყოფში.

ქრისტინე: ჰო, მარტყოფშიც. მაგრამ მე აქანე მირჩევნია, იქანე ცხოვრება არ მომწონს. ძიძები ცუდად მექცეოდნენ, მეჩხუბებოდნენ და მცემდნენ… არა, არაფერი არ დამიშავებია, მაგრამ მცემეს. თან სენაკში ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, არ იყო კარგი. ეხლა აქ ოთხნი ვართ: მე, ინგა, თამუნა…

თამუნა: და ნათი, ნათია.

ქრისტინე: ჰო., ნათიაც. აქანე კარგად გვექცევიან…

თამუნა: ცოტა ხანს შენს სათვალეს გამაკეთებინებ?

ქრისტინე: მე აქ „ბაბალეში“ ვმუშაობ, რაღაცეებს ვღებავ, ყველაფერს ვაკეთებ და ჩემი ხელფასი მაქვს. ოცნებები რა მაქვს? მე მშობლები არა მყავს, დედაჩემი არა მყავს და მომინახეთ რაა…

თამუნა: აჰა, შენი სათვალე. დიდი მადლობა.

ქრისტინე: კი, მე ვიცნობ დედაჩემს, მაგრამ არ მაკითხავს. სახლში რამეს თუ ვაკეთებ? კი, აბა?! ვხვეტავ, ვალაგებ, ვრეცხავ და საჭმელსაც ვაკეთებ….

თამუნა: ეს სათამაშოც შევღებო?

ქრისტინე: რა საჭმელებს ვაკეთებ და კარტოფილს, მაწვნის სუპიც გავაკეთე… არა, გამოცხობა არ ვიცი…

თამუნა: მეც უნდა ჩამწეროთ, ხო? ჩვენ ერთად ვცხოვრობთ მუხიანის დასახლებაში. მანამდე ვცხოვრობდი დედასთან, მამასთან და პაპასთან თბილისში. აქაც თბილისია და იქაც თბილის იყო… მერე მარტყოფში გადავედი. მე მარტყოფშიც მომწონდა და აქაც. აქ ბევრი მეგობარი გავიჩინე. ამ ზაფხულს უნდა ავიდე მარტყოფში, მაგრამ იქ მარტო სტუმრად წასვლა მინდა, დიდხანს დარჩენა არა… რამდენი წლის ვარ? არ ვიცი რამდენი წლის ვარ… ცხრამტის? ჰო, ცხრამეტის. გვარი ვიცი, მარგველაშვილი ვარ. პრეზიდენტი ჩემი ბიძაა… ჩემი დედიკო არ მაკითხავს იმიტომ, რომ არ ცალია, სულ სამუშაოზე დადის. მეც „ბაბალეში“ ვმუშაობ. აქ ასისტენტს მოვყავარ. ვიცი გზა, მაგრამ მარტო არ მიშვებენ… ჩემი დედიკო მოვა აქ და ჩემი ნახატები უნდა ვანახო. ჩემი ოცნებაა მანქანა მყავდეს, ბევრს ვივლიდი ქალაქგარეთ. კი, ახლაც დავდივართ. ბორჯომში ვიყავით. იქ ბორჯომის წყალი დავლიეთ, პარკში დავდიოდით… ყაზბეგში? არა, ყაზბეგში მე არ ვყოფილვარ… ის იყო ყაზბეგი, გამოფენაზე რომ ვიყავით? აა, ჰო…

ქრისტინე: სენაკიდანაც დავდიოდით დასასვენებლად…

თამუნა: ქრისტო, ეგ ხო არ დაგესიზმრა? მარტყოფიდან დასასვენებლად არ დავდიოდით, მაგრამ ეკლესიაში დავდიოდით…

ქრისტინე: ეკლესიაში მეც დავდიოდი და ვგალობდი „მამაო ჩვენო“-ს… ჩვენ გამოფენებიც გვაქვს და იქანე ვყიდით ჩვენს ნამუშევრებს. მაქედანაა ჩვენი ხელფასი, კი აბა?! პლანშეტი უნდა ვიყიდო.

თამუნა: მე მინდა ლეპტოპი და მანქანა… აი, ასეთი დიდი მანქანა უნდა ვიყიდო, ოღონდ შავი. ეს მანქანა შენია?

ქრისტინე: ტელევიზორსაც ვუყურებთ, „ნამსხვრევებს“…

თამუნა: ქრისტო, ეგ სერიალი დამთავრდა. მე კიდევ ადრე ვუყურებდი „პრიიისიონეერააა“… ეს კინო რატო აღარ გადის, მომწონდა…

ქრისტინე: ქორწილი იყო იქა…

თამუნა: ქრისტო, შენ რა იცი, მე ვუყურებდი… ბოდიში და, ტუჩებში კოცნიან…

ქრისტინე: და ბოდში, მაგრამ სექსაობენ…

თამუნა: არა, მე არ მინდა შეყვარებული, ამოწყდნენ ერთ დღეს.

ქრისტინე: არც მე მინდა…

თამუნა: ქრისტო, ბავშვების გაჩენა არ გინდა?

ქრისტინე: არა, არა…

თამუნა: არც მე მინდა დედობა…

ქრისტინე: დედაჩემი მომიძებნეთ რა, ძალიან გთხოვთ, მე დედა არა მყავს…

თამუნა: ქრისტო, აბა, მეც არა მყავს, ხომ ხედავ, არა მყავს…

ქრისტინე: ყველაზე მეტად დედაჩემის მოძებნა მინდა. ქუთაისიდან ვიყავი….

თამუნა: ქრისტო, რა ქვია დედაშენს?

ქრისტინე: არ ვიცი.

თამუნა: თუ არ იცი, ვერ მოგიძებნიან.

ქრისტინე: მანახე რა ჩამწერე? აა, მერე? უკაცრავად… მე კიდევ შევღებო რამე?

თამუნა: კარგით, დიდი მადლობა. კიდევ მოხვალთ ჩვენთან?

ქრისტინე: მოდით რა კიდევ, ძალიან გთხოვთ…”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

მსგავსი ისტორიები