ავტორები

მაიკო ჩიტაია

მაიკო ჩიტაია – გენდერის მკვლევარი და კომუნიკაციების სპეციალისტი, არის პლატფომრა „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანაავტორი.

 

ასევე აქტიურად არის ჩაბმული ქალების გაძლიერებისთვის მებრძოლ სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფებში. მაიკო ჩიტაია იყო განმახორციელებელი რამდენიმე კამპანიისა, რომელიც მიმართული იყო ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

იდა ბახტურიძე

გენდერის კვლევების მაგისტრი და პლატფორმის – „ქალები საქართველოდან“- ერთ-ერთი ავტორი. იდა ფემინისტი აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველია, რომელიც 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული თანამედროვე ფემინისტურ აქტივიზმში. დაარსების დღიდან ის იყო „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრი.

 

იდა ბახტურიძე, ასევე, არის ქალი აქტივისტების არაფორმალური გაერთიანების – „ქალთა მოძრაობის“ – ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. ის არის გენდერის კვლევების მაგისტრი

ნინო გამისონია

პროექტის თანაავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პროექტებზე.