ნინო ტყეშელაშვილი, 1874-1956

„`ქართველი ქალები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისისა, მივესალმებით რუს ქალთა ყრილობის გახსნას.
დიდებული ქართველი ქალების ბრწყინვალე სახელები წარსულისა თავდებია ქართველი ქალების მომავლისაც. ქართველმა ქალებმა არასოდეს არ იცოდნენ მონობა და ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ტრადიციას. ქალის თავისუფლების და კულტურული განვითარების დაცვისთვის ერთად ვართ, თქვენთან ხელიხელჩაკიდებული“ (ჟურნალი „საქართველოს ქალი“, 1968, #6).

უნივესიტეტში გამართულ საგანგებო სხდომაზე სოციალ-დემოკრატები თავიანთ დელეგატებს ირჩევდნენ. კრების თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სიაში არც ერთი ქალი არ აღმოჩნდა. ნინო ტყეშელაშვილმა კრებას ხუთი ქალი შესთავაზა, მაგრამ მისი წინადადება არ მიიღეს.

`მე მჭერმეტყველი არ ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ, წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ, ქალი დაამუნჯა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვასაც ენას ამოაღებინებთ. ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება რითაც და როგორც შეუძლია. ცოტა გვყვანდნენ რევოლუციონერი ქალები? თქვენ ოც კაცში ერთი ქალიც ვერ ამოგირჩევიათ, ესაა თქვენი სამართალი?!“

ფოტო: http://nateba.net/biographies/178-tkeshelashvili
ტექსტის წყარო: http://www.feminism-boell.org/…/2…/01/16/nino-tqeshelashvili