ა-დ

აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი

"საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა. მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი...

0

ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი

პანდემია "ჩემი ცხოვრების პერიოდში, ჩემს მეხსიერებაში რაც შედის, ასეთი ამბავი არა ყოფილა. ძალიან შეშინებული ვიყავით, მაგრამ ვფრთხილობდით, რასაც გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ, ყველაფერს ვასრულებდით: არ გავდიოდით, არ დავდიოდით, ადრე მოვიმარაგეთ იმდენი მაკარონი და ბრინჯი, იმდენი მოვაგროვეთ, ალბათ, მერმისამდე გვეყოფა. ძველებისგან კი გადმოცემული მაქვს, შავი ჭირით რომ დაიხოცნენ...

0

ანა კოვალენკო, 35 წლის, თბილისი

„პირველი თაობის ტრანსად ვითვლები. წარმოიდგინეთ, ეძიკას დროს უკვე მქონდა ჩემი იდენტობა. 90-იანების საქართველოში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, „ძველი ბიჭობის“ პერიოდს გადავურჩი ცოცხალი და აქამდე მოვედი. არ ვიცი, ეს ალბათ ჩემი პიროვნების დამსახურებაც იყო, არ ვიყავი რთულად საურთიერთო ადამიანი, და ალბათ იმისიც, რომ მაშინ ჯერ...

0

ბელა მაღლაფერიძე, ნიუ-იორკი, 34 წლის

„ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ერთი ასეთი მანტრა გვაქვს: შემოდგამ თუ არა ფეხს JFK-ის აეროპორტში, უნდა განულდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო შენი წარსული და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მე არ გამინულებია ჩემი წარსული, არ დამვიწყებია ჩემი მიზნები. თუ რამე გავანულე ამერიკაში ჩამოსვლისას, მხოლოდ ის ამბიციები იყო, რომელსაც...

0

ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა.  მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა...

0

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,...

0

დარეჯან მღებრიშვილი, თბილისი

გეოლოგობა „ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუნება,  მთაში სულ დავდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო. ყოველთის მინდოდა ეს სპეციალობა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით.  საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა საინჟინრო გეოლოგია უფრო საჭირო გამოდგა და ამ კუთხით მომიწია...

0

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი ---------------- "თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე...

0

კრისტინა დუდი ავსარქისოვა, 25 წლის, თბილისი

დასაწყისი „ყველაფრი იმით დაიწყო, რომ 6 წლის ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა. ეს საშინლად მაბრაზებდა. მაგრამ ერთი თვისება მაქვს, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მუსიკა სულ მომწონდა, ამიტომ ძალიან მწყინდა, როდესაც მასწავლებელი მეუბნებოდა, არ შეგიძლია და შეეშვიო. ერთი პატარა მონაკვეთი მქონდა სამღერი,...

0