გენდერი და ომი – ქალების გამოცდილება კონფლიქტურ ზონებში, დევნილი ქალები

მაია გოჩაშვილი, 45 წლის, ცხინვალი/წეროვანი

„მე დევნილობის „პირველ ტალღაში“ მოვყევი, 91 წელს წამოვედი ცხინვალიდან და მას მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. დედა მყავს ახალგორის რეგიონიდან, შესაბამისად, იქაც დავკარგე ჩემი საყვარელი ადგილი. 2008 წლის ომის შემდეგ ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად. დავიბადე და გავიზარდე ცხინვალში. იქ ვსწავლობდი სკოლაში. ცხინვალის ინსტიტუტში მხოლოდ...

0

მერი ლეჟავა, 98 წლის, თბილისი

„24 წლის ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს კომისარიატიდან გაწვევა რომ მომივიდა და ჩვენი პოლკი უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მანდ სულ 2-3 დღე მოგვიწია გაჩერება. პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვიყავი, რეგისტრაციაში გაგვატარეს და მერე გვითხრეს, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით. გამიხარდა ძალიან, რა თქმა უნდა, ამას რა სჯობდა. დაბრუნების შემდეგ...

0

ნადია ბებო, 94 წლის, ზნაური/წეროვანი

„ომის მერე აქ ვცხოვრობ, ფეხი ვერსად გავადგი. იქიდან ამაბარგეს და გამომაგდეს. არაფერი წამომიღია ქვეყანაზე, ასე ცარიელ-ტარიელი წამოვედი. ძვირფასად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. 30 წელი ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი შემრჩა. ამასთან, ჯერ რაიონის დეპუტატი ვიყავი, მერე ოლქში გადამიყვანეს. მე აქ არ მინდა სულის მიბარება. ოღონდ ჩემს სახლში...

0

ანი ქარდავა, 25 წლის, გალი

„ძალიან პატარა ვიყავი გალი რომ დავტოვეთ, სადღაც წლის და 8 თვის, ამიტომ სახლის დატოვების მომენტი და მგზავრობა კარგად არ მახსოვს. მახსოვს თბილისში ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, როცა ჩამოვედით. მახსოვს 14 ლარზე რიგში დგომა, რომ წყალი არ გვქონდა, რომ 2 გაჩერება უნდა გევლო ფეხით წყლის მოსატანად. მახსოვს,...

0

ნანა ჩქარეული, 39 წლის, ახალგორი/წეროვანი

„ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, არაფრით ვიყავი აქტიური და გამორჩეული. მაგრამ სტუდენტობის შემდეგ, როცა ახალგორში დავბრუნდი და დავინახე, რომ ძალიან ერთფეროვანი იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცა ორგანიზაცია გამეკეთებინა ან ორგანიზება გამეკეთებინა ახალგაზრდებისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობები განგვეხორციელებინა ადგილზე....

0

ისკრა ოსვალდ, 93 წლის, თბილისი

„ომი! რა საშინელი სიტყვაა და წარმოიდგინეთ მისი გადატანა როგორი იქნებოდა. 1941 წლის 22 ივნისი იყო. მე მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ხეზე რადიო იყო დამონტაჟებული და აცხადებდა სიახლეებს. იმ დილასაც გამოაცხადეს, რომ ფაშისტურმა გერმანიამ გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიწყო ომი. იმ...

0

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა....

0

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა...

0

მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ...

0