გენდერი და ომი – ქალების გამოცდილება კონფლიქტურ ზონებში, დევნილი ქალები

იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება

„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ,  დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.  გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი...

0

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი...

0

მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი

„კინოს კადრივით თუ გადავავლებ თვალს ჩემი ცხოვრების გზას, ორი ეპიზოდი წითელი ხაზივით გაიელვებს გონებაში,  ემოციურად და მძაფრად: სოხუმიდან თვითმფრინავით გამოქცეულებს ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი ცეცხლოვანი ბურთები და გოგონას განწირული კივილი, რომელსაც უმოწყალოდ ტენიდნენ მანქანაში. 18 წლის ვიყავი, სოხუმიდან ქუთაისში რომ წამოვედი სასწავლებლად. ტექნიკური საგნები მიყვარდა და...

0

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი

13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი...

0

ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი

„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში. მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი...

0

გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია…

გული ჭითანავა: „ბოლო ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც სოხუმი დაცემის დღეს დატოვა. მანამდე იქ ვიყავი. ჩემი ძმა და შვილი იბრძოდა და ხომ ვერ მივატოვებდი?! გაუბიცებს რომ ისროდნენ, ხმას როგორც კი გავიგებდით, ბუნკერებში გავრბოდით თავის შესაფარებლად. კი არ გვაფრთხილებდნენ, ინტურიციით ვხვდებოდით, რომ უნდა გავქცეულიყავით და მივრბოდით. ღამით სანთლებსაც...

0

ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი...

0

თეონა ბაბუციძე, 20 წლის, სოფელი ქვემო აჩაბეთი/წეროვანი და სალომე მინდიაშვილი, 20 წლის, სოფელი ქემერტი/წეროვანი

„(სალომე) იმის გამო რომ ვართ დევნილები და განვიხილებით მოწყვლად ჯგუფებად, აქ, წეროვანში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის ზამთრიდან დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. მე და თეონა ინგლისურში ვემზადებოდით ერთად და ის სულ იძახდა, რომ არ მესმის ხალხის, რომელიც...

0