აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი
"საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა. მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი...