მარტოხელა დედები და მრავალშვილიანი ქალების გამოწვევები

ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი

“23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი – მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და

ელენე განაია, 29 წლის, მესტია

"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა

ლელა ხინიკაძე, 48 წლის, ძიმითი/გურია

14 წლის შვილი მყავს და მარტოხელა დედა ვარ. საკმაოდ გვიან, 32 წლის ასაკში გავთხოვდი და 34 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა. ბავშვი ძვლოვანი სტრუქტურის განვითარების პრობლემით დაიბადა და არავის ეგონა ფეხზე თუ გაივლიდა. იმდენად მძიმე იყო, რომ არც მინდა იმ პერიოდის გახსენება. მას ახლაც კი

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა.

მანანა გონიაშვილი, 38 წლის, სიღნაღი

„16 წლის ვიყავი, 2 კვირის გაცნობილმა ბიჭმა რომ მომიტაცა. მამაჩემი მოვიდა და მითხრა, მანანა შენ როგორც იტყვი - თუ გინდა ახლავე წამოდი და დაბრუნდი სახლშიო. მაშინ სხვა დრო იყო. მეც მრცხვენოდა ხალხის. რას იტყოდნენ ახლობლები, მოტაცებული სახლში დაბრუნდაო. ჰოდა ამ სირცხვილს, დარჩენა გადავწყვიტე. არადა, ნეტა

ნათია ნინიკელაშვილი, 35 წლის, თელავი/თბილისი

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს

ნენე დალაქიშვილი, 40 წლის, თბილისი

„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა:

ეთუნა ნოღაიდელი, 31 წლის, თბილისი

“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია" - უთქვამთ ჩემთვის. თუმცა, მე სულაც არ ვფიქრობ ასე. შვილისთვის ყოველმხრივ დაცული სივრცის შექმნა არ მგონია ჩემი, როგორც მშობლის ვალი. როცა 23 წლის ასაკში, 400 ლარი ხელფასით, თბილისში ქირით მცხოვრებმა მაინც გადავწვიტე შვილის გაჩენა, ფემინისტურ თეორიებზე წარმოდგენა ნაკლებად მქონდა.

თაკო, 26 წლის, თბილისი

„სიტუაცია ბაღში: - რატომ ტირი?! ქალაჩუნა ხომ არ ხარ?! - უჯავრდება ბაღის მასწავლებელი ჩემ შვილს. - ქალაჩუნა არასწორი სიტყვაა და ბიჭებიც ტირიან. - ჩემი შვილის გაბრაზებული პასუხი. მე ბაღში მიბარებენ. ჩემთვის ქალთა სწავლებებისა და ფემინიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტრატეგიაა თანასწორი უფლებების მისაღწევად, მაშინ, როცა პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება გვიწევს. სადაც