ელენე განაია, 29 წლის, მესტია
"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა...