სხვადასხვა ბრძოლები

მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი

„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე - ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და

ბაია აბულაძე, 23 წლის, სოფელი ობჩა, ბაღდათი

„ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამჟამად ყველაზე მეტად დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა მეწარმეობის, მომგებიანობის კუთხით ეს საქმე სულ ახლახანს დავინახე. სხვათაშორის, 1 წელია უკვე, რაც ჩემი სახელობის ღვინო ჩამოვასხი. მახსოვს, ლიტვაში

ხატია გოგალაძე, 20 წლის, გორი

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსელი იუნკერი ვარ. დავაზუსტებ, რომ ამ აკადემიის სტუდენტებს ჰქვიათ იუნკერები და ეს არის ტრადიციული სახელი, რადგან კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაიღუპნენ იუნკერები. ესენი იყვნენ პირველი აკადემიის წარმომადგენლები და 2013 წლიდან, ახალი აკადემიის სტუდენტებსაც ოფიციალურად დაერქვათ იუნკერები. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვხდები ლეიტენანტი. მინიმუმ, ექვსი წელი

ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

"მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე - „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში

ირინკა ალიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„შვილი მე და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდოდა, ანუ დაგეგმილად გავაჩინე და წინასწარ მოვემზადეთ ამისათვის. ჩემი ქმარი თან ექიმია, ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციები დავიზეპირეთ და ლამის ერთმანეთს ჩავაბარეთ, ჩემს ორგანიზმსაც ვამზადებდი ორსულობისთვის, ანუ ვცდილობდი ალკოჰოლი აღარ მიმეღო, უფრო ჯანსაღი საკვები მეჭამა და ა.შ. ასევე, მთელი

დინა ოგანოვა, 28 წლის, თბილისი

„ბავშვობაში მე და დედა სულ ბორჯომში ვისვენებდით და ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის ერთი ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით. ის ბორჯომის პარკში მუშაობდა, ფოტოებს იღებდა. ამ სახლში მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, ყველაფერზე ნებართვა მქონდა, გარდა ერთადერთ ოთახში შესვლისა, რაც კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ის ოთახი ყოველთვის ანათებდა, წითელი შუქი

ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა

მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს

სალომე ჩილაჩავა, 19 წლის, თბილისი

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სამედიცინო განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის „გამომდიოდა“. თუმცა, ისეთი ტიპი ვარ, რამე თუ არ მომწონს არ ვსწალობ და თავიდან, როცა მე-8-ე კლასში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, ძალიან ცუდი მასწავლებელი შემხვდა და ყველაზე დაბალი