სხვადასხვა ბრძოლები

ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

"მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე - „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში...

0

ირინკა ალიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„შვილი მე და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდოდა, ანუ დაგეგმილად გავაჩინე და წინასწარ მოვემზადეთ ამისათვის. ჩემი ქმარი თან ექიმია, ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციები დავიზეპირეთ და ლამის ერთმანეთს ჩავაბარეთ, ჩემს ორგანიზმსაც ვამზადებდი ორსულობისთვის, ანუ ვცდილობდი ალკოჰოლი აღარ მიმეღო, უფრო ჯანსაღი საკვები მეჭამა და ა.შ. ასევე, მთელი...

0

დინა ოგანოვა, 28 წლის, თბილისი

„ბავშვობაში მე და დედა სულ ბორჯომში ვისვენებდით და ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის ერთი ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით. ის ბორჯომის პარკში მუშაობდა, ფოტოებს იღებდა. ამ სახლში მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, ყველაფერზე ნებართვა მქონდა, გარდა ერთადერთ ოთახში შესვლისა, რაც კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ის ოთახი ყოველთვის ანათებდა, წითელი შუქი...

0

ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა...

0

მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს...

0

სალომე ჩილაჩავა, 19 წლის, თბილისი

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სამედიცინო განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის „გამომდიოდა“. თუმცა, ისეთი ტიპი ვარ, რამე თუ არ მომწონს არ ვსწალობ და თავიდან, როცა მე-8-ე კლასში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, ძალიან ცუდი მასწავლებელი შემხვდა და ყველაზე დაბალი...

0

ეკა ტყემალაძე, 33 წლის, თბილისი

“უკრაინაში დავიბადე, ქალაქ ოდესაში. ჩემი ბავშვობიდან რაც მახსოვს, ჩემი სახლია. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი უკრაინაში, მეორე სართულზე...

0

თაკო, 26 წლის, თბილისი

„სიტუაცია ბაღში: - რატომ ტირი?! ქალაჩუნა ხომ არ ხარ?! - უჯავრდება ბაღის მასწავლებელი ჩემ შვილს. - ქალაჩუნა არასწორი სიტყვაა და ბიჭებიც ტირიან. - ჩემი შვილის გაბრაზებული პასუხი. მე ბაღში მიბარებენ. ჩემთვის ქალთა სწავლებებისა და ფემინიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტრატეგიაა თანასწორი უფლებების მისაღწევად, მაშინ, როცა პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება გვიწევს. სადაც...

0

სალომე საღარაძე, 37 წლის, ბათუმი/თბილისი

„რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა კინოსარეჟისორო და როცა პირველად გამოაცხადეს მიღება, კულუარული ინფორმაცია გაჟღერდა - გოგონებს არ ღებულობენო. ინსტიტუტში თვლიდნენ, რომ გოგოს საქმე არ იყო კინორეჟისორობა. ერთი გოგო იყო იმ წელს თურმე, ვისაც უნდოდა ჩაბარება და ურჩიეს, რომ კინომცოდნეობაზე გადაეტანა საბუთები. მართლაც, პირველ...

0