ხანდაზმული ქალები

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი ---------------- "თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე...

0

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა

მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ...

0

ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„მე 12 წელი 550-ე ქარხანაში ლაბორატორიაში ვმუშაობდი რუსთავში, ანალიზებს ვაკეთებდი. სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. კოლექტივიც ძალიან თბილი და საინტერესო იყო, რომ წამოვედი გული დამწყდა ძალიან, მაგრამ რომ გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა, ჩემი მუშაობა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შვილი რომ წამოიზარდა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შარი მომდეს ამდენი...

0

ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ...

0

ეთერი გვარამაძე, 86 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„წარმოშობით გურული ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდი. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მდგომარეობის გამო მოვხვდით რუსთავში. რუსთავი ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი იყო, არავინ მყავდა აქ. ქალაქის ნაწილი რომ იყო, ან უნდა გაიზარდო აქ, ან სწავლობდე ან უნდა მუშაობდე, მე ეს ყველაფერი თბილისში მქონდა. მაგრამ ვერ...

0

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ...

0

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას...

0