თემები

ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი

„მამას ბიჭი შვილი არ ჰყავს და ალბათ, ამიტომ 6 წლის ასაკში მე დამსვა პირველად კარტინგზე. ზუსტად იმ მომენტიდან ვარ შეყვარებული ამ სპორტზე. მამაც ამბობს, რომ მაშინვე შეამჩნია ჩემში პოტენციალი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ავტოსპორტში, დაბადებიდან ვარ ჩართული, რადგან მამა 35 წელია ამ სპორტით არის გატაცებული...

0

ნუკრი (მაიკო) ტაბიძე, ასაკი 27, თბილისი

ბავშვობის ჰორორ სთორი „ზუსტად ვიცი, როცა ამას ქალი მკითხველი წაიკითხავს, ბევრს საკუთარი ისტორიაც გაახსენდება, რადგან იმ კულტურაში სადაც ვართ, ეს ამბები არა ერთერული შემთხვევა, არამედ გავრცელებული და წახალისებული პრაქტიკაა. სექსუალურ შევიწროებაზე მინდა ვისაუბრო. პირველად 11 წლის ვიყავი, ეს რომ შემემთხვა. თბილისში, მოქმედი პოლიკლინიკის ზედა სართულზე ვცხოვრობდით დევნილები....

0

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება - გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ - გადაიხადე, მოკვდი - გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა. იმის...

0

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს....

0

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი...

0

ლეილა მამედოვა, 43 წლის, მარნეული, მერობის კანდიდატი

„ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ აზერბაიჯანულ თემში გავიზარდე და ჩემს მშობლებს არ ქონდათ უმაღლესი განათლება, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავის ექვსივე შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით. მახსოვს, ბავშვობაში დედას მცირე ნაკვეთში მოყავდა ბოსტნეული და...

0

ნატო შავიშვილი, 38 წლის, მარნეული

"ხშირად საინტერესო რეაქციებს იწვევს ის ფაქტი, რომ მარნეულში გავიზარდე. მწყინს როდესაც ჰგონიათ, რომ საინტერესო და გამორჩეული ადამიანი არ შეიძლება მარნეულიდანაც იყოს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ის სტერეოტიპია, რაც ყვლაზე დიდ პრობლემას მიქმნიდა ყოველთვის. მარნეულში ცხოვრება არის უდიდესი გამოცდილება. სხვებს უწევთ ტოლერანტობის სწავლა და მეცადინეობა, ჩვენთვის კი...

0

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და...

0

მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი

„დიდი ხანია ვგეგმავდი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მაგრამ თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან...

0