თემები

მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„მე ვარ მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის. მყავს ერთი შვილი, რომელიც ერთი წლის ხდება მალე და მეუღლე. ვცხოვრობ თბილისში და განათლებით ვარ სპეციალური პედაგოგი. ნორვეგიაში ვსწავლობდი სპეციალური პედაგოგის სპეციალობას. მანამდე ბაკალავრი დავამთავრე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის სწავლა უნივერსიტეტში თბილისში და მერე იმიტომაც

ლია ტაბატაძე, 34 წლის, თბილისი

„თეოდორა არის 6 წლის, დადის ბაღში და საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში, სადაც ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში 2-3 თვის ასაკიდან. ახლა ამთავრებს ამ პროგრამას და მერე სკოლაში შევა, ოღონდ ჯერ არ გადაგვიწყვეტია რომელ სკოლაში. ეს ცოტა რთული საკითხია, ინკლუზიური განათლების ხარისხის გამო. დიდი ისტორია მოვიტოვეთ 6 წლის

ნათია გოგოხია, 37 წლის, ზუგდიდი

„პროფესიით ვარ ექიმი, ქირურგი და 2 შვილის დედა. ჩემი პროფესიის არჩევის დროს ახლობლების წინააღმდეგობას გადავაწყდი. მირჩევდნენ, რომ ქირურგობა რთული საქმე იყო და ქალის ორმაგი მოვალეობა - შვილების და ოჯახის მოვლა და ეს პროფესია შეუთავსებელი იქნებოდა. თუმცა სირთულეები არასდროს მაშინებდა და რაც მაინტერესებდა, ის პროფესია ავირჩიე.

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა

მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ

იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და

ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას