ჟ-ქ

რუსუდან ჭელიძე, 80 წლის, ზემო ბახვი, გურია

რეპრესირებული ბავშვობა ---------------------------------- "ბავშვობა არც ეთქმის იმას, რაც მე მქონდა. ორი და ვიყავით მარტონი, მეტი ქვეყანაზე არავინ გვყავდა

სალომე ზანდუკელი, 22 წლის, თბილისი

რა მოხდა ქუჩაში „ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი

„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს

რუსუდან გოცირიძე, 42 წლის, თბილისი

„მორჩილება და მდუმარება - „კარგი ქალის“ სახე-ხატება?!“ ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ ჩვენს ოჯახში. ერთის მხრივ ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ გარემო. გავიზარდე თბილისის გარეუბანში, სადაც ძალიან შეკრული თემივით ვცხოვრობდით

როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება - გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ - გადაიხადე, მოკვდი - გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა. იმის

ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი

„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა

სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი

(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა) სიმარტოვე --------------- „ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება - უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ

ქრისტინე მიხაილოვა, 31 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი თამუნა მარგველაშვილი, 19 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი…

(თამუნა და ქრისტინე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელსის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში. ინტერვიუ ჩაწერილია მუშაობის პროცესში, სოციალურ საწარმოში ბაბალე • Babale.) „თამუნა: არა, მე თამუნა ვარ. ქრისტო, მოვიდნენ