ჟ-ქ

ქეთი ოქიტაშვილი, 47 წლის, თბილისი

„33 წლის ვიყავი ნიკუზე რომ დავფეხმძიმდი. პრობლემური ორსულობა მქონდა. ორსულობის 32-ე კვირაზე, ჩემმა მეანმა კატეგორიულად მოითხოვა ორსულობის შეწყვეტა, რადგან ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებოდა. ქმრის ოჯახმაც მითხრა, თუ ბავშვს არ მოვიშორებდი, ჩემს ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე - ამის გაგონება არც კი მინდოდა, რადგან...

0

შორენა კრაველიძე, 40 წლის, მარნეული

„მე დავიბადე ზურგის ტვინის თიაქარით და ერთი წლის ასაკში ხერხემალზე ოპერაცია გამიკეთეს. მანამდე ჩვეულებრივად ვვითარდებოდი. ფეხებსაც ვამოძრავებდი. არასწორი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი, ჩემს მშობლებს გამოუცხადეს, რომ ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. ახლანდელი დრო რომ ყოფილიყო, იმ ექიმებს მოეთხოვებოდათ პასუხი იმიტომ, რომ ადამიანი კიდურებს ამოძრავებს, ფეხზე დგება და...

0

ქეთი ჯიშკარიანი, 18 წლის, ბათუმი

„მამაჩემი მხატვარი იყო. ცოტა ძნელია ამ პროფესიის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა. დედა მუშაობდა, ამიტომაც დღის უმეტეს ნაწილს მამასთან ვატარებდით მე და ჩემი პატარა და ლიკა. რო გეკითხა რომელი უფრო გიყვარდა შოკოლადი თუ მამაო , რათქმაუნდა მამას ავირჩევდით. მამა ჩვენთვის ყველაფერი იყო. მამა, კისერზე შემოსმული ლიკა და...

0

სალომე ჩილაჩავა, 19 წლის, თბილისი

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკას სამედიცინო განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ტექნიკური საგნები, მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის „გამომდიოდა“. თუმცა, ისეთი ტიპი ვარ, რამე თუ არ მომწონს არ ვსწალობ და თავიდან, როცა მე-8-ე კლასში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, ძალიან ცუდი მასწავლებელი შემხვდა და ყველაზე დაბალი...

0

ქეთი მოურავიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში...

0

ქეთი ყაჯრიშვილი, 48 წლის, თბილისი

„წლების განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვმუშაობდი. იცით ეს რა პერიოდი იყო? ხანდახან ვაკიდან ფეხით მივდიოდი საბურთალოზე. აღებულ მცირე ხელფასს, კუპონები რომ ერქვა, დედას ვაძლევდი ჩვენი კვებისთვის. ვცდილობდი, უკეთესი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში და ჩემი მწირი ხელფასის ნაწილს გადამზადების კურსებში ვიხდიდი, რომელიც არც თუ იაფი ღირდა....

0

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა...

0

სალომე საღარაძე, 37 წლის, ბათუმი/თბილისი

„რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა კინოსარეჟისორო და როცა პირველად გამოაცხადეს მიღება, კულუარული ინფორმაცია გაჟღერდა - გოგონებს არ ღებულობენო. ინსტიტუტში თვლიდნენ, რომ გოგოს საქმე არ იყო კინორეჟისორობა. ერთი გოგო იყო იმ წელს თურმე, ვისაც უნდოდა ჩაბარება და ურჩიეს, რომ კინომცოდნეობაზე გადაეტანა საბუთები. მართლაც, პირველ...

0