ჟ-ქ

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება - გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ - გადაიხადე, მოკვდი - გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა. იმის...

0

ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი

„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა...

0

სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი

(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა) სიმარტოვე --------------- „ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება - უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ...

0

ქრისტინე მიხაილოვა, 31 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი თამუნა მარგველაშვილი, 19 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი…

(თამუნა და ქრისტინე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელსის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში. ინტერვიუ ჩაწერილია მუშაობის პროცესში, სოციალურ საწარმოში ბაბალე • Babale.) „თამუნა: არა, მე თამუნა ვარ. ქრისტო, მოვიდნენ...

0

სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი. მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი...

0

სალომე მიქაძე, 25 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან გამოვლინდა სიმპტომები. იყო რაღაც პერიოდი, როცა ძალიან ცუდად გავხდი. თავიდან კოჭლობა დავიწყე. ნელ-ნელა მიუარესდებოდა მდგომარეობა. მერე როგორღაც გაარკვიეს, რაშიც იყო საქმე. ხელჯოხით დავდიოდი, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირდა და თუ სწორად მახსოვს, 10 წლის ასაკში ჩავჯექი ეტლში. პატარა ვიყავი და რომ გავქანდი ჩემ გემოზე, პირველი...

0

სალომე ბენიძე, 30 წლის, თბილისი

"დღესაც ხშირად ხდება, რომ ტექსტებს სხვადასხვანაირად იღებს საზოგადოება იმის მიხედვით, ქალის დაწერილია თუ კაცის. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ჩემი ტექსტებიც შეუფასებიათ, როგორც „ქალის დაწერილი“. მწერალ ქალებს ბრძოლა გვიწევს თვითდამკვიდრებისთვის, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ისეთი თამამები, როგორებიც დღეს ვართ და ქართული ლიტერატურაც არასოდეს...

0

სოფია კენჭიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„18 წლიდან ვმუშაობდი კლუბურ სისტემაში. მიმუშავია მოცეკვავედ, მიმტანად, ბარმენად, მენეჯერადაც და მევასება ეგ სფერო რა. კლუბში მუსიკა რომ მესმის, ეგრევე ვენებში შემდის და მეტი აღარაფერი მინდა ამ დროს. მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო კლუბში, ოღონდ იმ განათებებს ვხედავდე და იმ კვამლის აპარატის სუნს ვგრძნობდე, მაგრამ საქართველოში...

0

ქეთა ტვილდიანი, 15 წლის, თბილისი

„პირველად სკოლის მიმართ პროტესტი მეშვიდე კლასში გამიჩნდა, როცა სკოლამ ის კლასი დაყო ტექნიკურად და ჰუმანიტარულად, რომელთან ერთადაც პირველი კლასიდან მოვდიოდი. ახალ ბავშვებთან შეწყობა ძალიან გამიჭირდა და სწავლის რეჟიმიც ამერია. მას მერე რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, იმ იმედით, რომ სადღაც მივაგნებდი იმ სიტუაციას, რომელიც მჭირდებოდა. საერთოდ ვფიქრობ, რომ...

0