აჭარა

თამთა კურცხალიძე, 28 წლის, ბათუმი

"ოჯახიდან არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული ან სახლში გამოკეტილი. პირიქით, როგორც კი ავიდგი ფეხი და გარეთ გამოვედი, მას მერე სულ გარეთ ვარ. მაგრამ, სამსახურთან დაკავშირებით კი მქონია პრობლემები. მთელი ბათუმის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში ვაგზავნიდი სამსახურზე განაცხადებებს და თითქმის ყველგან მაქვს გაგზავნილი. გასაუბრებაზე პირდაპირ მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ...

0

თამუნა გვარიშვილი, 18 წლის, ბათუმი

„ვფიქრობ, ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. რამოდენიმე წლის წინ დღიურებს ვწერდი, არდადეგებზე გაკეთებული ჩანაწერების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ყველგან ერთსა და იმავეზე ვწუწუნებ - ჩემი უმცროსი ძმა მთელი დღე ზღვაზეა, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ტელევიზორს უყურებს ან მეგობრებთან ერთობა. მე საყვარელი საქმიანობისთვის ნაკლები...

0

მაია ქარცივაძე, 40 წლის, ქობულეთი (ჩვენი რესპოდენტის, ანა კენჭაძის დედა)

„27 წლის ვიყავი მეზობელმა, ჩხუბში ქმარი რომ მომიკლა. იმ პერიოდში 2 მცირეწლოვანი შვილი, 1 წლის ანა და 6 წლის მარიამი, დამრჩა, ასევე ავადმყოფი, საწოლს მიჯაჭვული დედამთლ-მამამთილი. მე კიდევ ერთადერთი მარჩენალი და მზრუნველი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელსაც მთელი ოჯახისთვის უნდა მოევლო. იმ პერიოდში ბავშვებს მარჩენალმოკლებულის პენსია დაენიშნათ...

0

ანა კენჭაძე, 14 წლის, ქობულეთი

„ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყება მიხარია, როცა აქ ბევრი ხალხი ჩამოდის და ძველ მეგობრებს ვხვდები და ახალ ადამიანებს ვიცნობ. ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ვიკრიბებით ხოლმე. ზაფხულში აქ ყველაფერი გაცოცხლებულია - კაფეები, ბარები, დისკოთეკები. სექტემბრიდან კი ყველა ბრუნდება ქალაქში და ცარიელდება ქობულეთი. მაშინ...

0

ნატო ბარამიძე, 48 წლის, დაბა ოჩხამური, ქობულეთის მუნიციპალიტეტი

„21 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. მაშინ კომუნისტური წყობა იყო და ყველანაირი რელიგია იდევნებოდა. ოჯახებს უწევდათ ჩუმად შეენახათ თავისი სარწმუნოება ან საერთოდ არ გაკარებოდნენ ეკლესიას. მეც მოუნათლავი ვიყავი, როცა გავთხოვდი. ერთ დღეს ჩემი მამათილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მკითხა, რომელი სარწმუნოების მიმდევარი ვიყავი. როცა გაიგო, რომ...

0

ლუსინე თამარიანი, 19 წლის, ბათუმი

„მე-8 კლასში ვიყავი დედას თურქეთში გავყევი პლანტაციაში სამუშაოში მისახმარებლად. ხელმოკლედ ვცხოვრობთ. პროფესიის არჩევის დრო როცა დამიდგა, გადავწყვიტე არჩევანი გამეკეთებინა ისეთ პროფესიაზე, რაც მაინტერესებდა და რაც ჩვენს შემოსავლებს გაზრდიდა. ჩემი თანატოლი გოგოები ძირითადად „ქალურ“ პროფესიებს ირჩევენ, მაგრამ მე ზღვაოსნობის კუთხით გადავწყვიტე წასვლა. მეზღვაურებს ყოველთვის კარგი ანაზღაურება...

0

გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი

„მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთნამეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ...

0

მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი

„2015 წლის 23 ნოემბერს ორი ტყუპი გოგო შემეძინა. 1 წლის თავზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატში, იაპონიაში ვაპირებ ვიასპარეზო. კარატე ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს საშუალება, სერიოზულად დავკავებულიყავი ამ სპორტით. რა გოგოს საქმეაო, მეუბნებოდნენ. სერიოზული ვარჯიში კიო კუშინ კარატეში, მოგვიანებით, 2006 წელს...

0