აჭარა

მირანდა მაზმანოვა, 38 წლის, ბათუმი

"ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს, 3 წელი და რვა თვე ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. ჩემი სირთულეები და პრობლემები ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ვამბობდი, სასჯელი თუ უნდა მომცენ, თავისუფლებაზე გამიშვან მეთქი. ყველაფერი საფიქრალი და საზრუნავია - აბა, სახლი, აბა, ქირა,...

0

ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე, 36 წლის, ბოლნისი/ზემო აჭარა

„ჩემს ოჯახში ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ ინახება. 13 წლის ვიყავი, აჭარელი მუსლიმი ბიჭი როცა შემიყვარდა. მაშინ არ გამიცნობიერება, რაიმე გამოწვევის წინაშე თუ დავდგებოდი, არ გადამიაზრებია, ჩვენს კულტურაში განსხვავებული მრწამსი გამოწვევების წინაშე თუ დაგვაყენებდა. პირველად ეს შეკიხთვა თავს სტუდენტობის ასაკში დავუსვი. ამ პერიოდში უკვე მართლმადიდებელი მაზიარებელი ვიყავი და...

0

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. 2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს - საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი...

0

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და...

0

ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“ „ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა....

0

მანანა ბოლქვაძე, 31 წლის, ბათუმი/წალკა

„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“ „13 წლის დამნიშნეს“ „ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად....

0

ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი

„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია. ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ....

0

ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

"გვარი --------- ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი...

0

ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ - ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე - ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები - ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები - მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები - ფრიდასეული. ამით გაითვქა...

0