#ქალებივირჩევთ2024

ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი

გზა ფიზიკის მეცნიერების სამყაროში „ფიზიკით რომ დავინტერესდი, შეიძლება ითქვას, შემთხვევითობა იყო. სამწუხაროდ, საშუალოზე ცუდ სკოლაში ვსწავლობდი. ცუდი იყო იმ გაგებით, რომ, ფაქტობრივად, არაფერი მისწავლია ბოლო წლებში. როგორც უმეტესი თინეიჯერი, კლასთან ერთად ვერთობოდი და ასე, ძალიან არხეინად გავატარე სკოლის წლები. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გაურკვევლობის წინაშე აღმოვჩნდი.

მაიკო გოგოლაური, 48 წლის, რუსთავი

შვილის ჯანმრთელობის პრობლემები ,,ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი თვისას მენინგოენცეფალიტი დაემართა. ექიმმა როგორც განმიმარტა, ამ დიაგნოზით ასი ბავშვიდან ორი შეიძლება გადარჩეს. ნინიკოს ჰქონდა მენინგოენცეფალიტის ურთულესი ფორმა. რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში ვერ დასვეს სწორი დიაგნოზი და აპარატზე შეერთებულ ბავშვს ერთი თვე ფილტვების ანთებასა და კუჭ-ნაწლავზე მკურნალობდნენ. საქართველოში

მეგი კავთუაშვილი, 41 წლის, თბილისი

,,უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში მცხოვრებ მშობლებთან ერთად სასკოლო გამოწვევებზე ვმუშაობ. ამ თემისადმი სენსიტიურობა, ალბათ, ჩემი ბავშვობისდროინდელი ფიქრების გამოძახილია. მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი, დღემდე შემიძლია, ბავშვების თვალებით შევხედო სამყაროს. სულ ვამბობ, რომ ისე ძალიანაც ვერ გავიზარდე, ბავშვის თვალებით რომ აღარ აღვიქვამდე გარემოს. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტანდი და

ნათია კოპალიანი, იტალია

,,ჟურნალისტიკა არ არის მარტივი საქმე. ამის უკან დგას დიდი ძალისხმევა, უძილო ღამეები, და ზოგჯერ ეს პროფესია სიცოცხლისთვის საშიშიც კი ხდება. კოვიდპანდემია, ტერაქტები, დამწვარი ტყეები – ეს ყველაფერი ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ ეკრანზე გამოჩენა, ეს არის დიდი რისკი, საკუთარი რეპუტაციის დაცვა და მიუკერძოებლობის

ნინიშა ჩლაიძე, 50 წლის, თბილისი

„ცხოველების მიმართ ჩემი დიდი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. მახსოვს, როცა ვუყურებდი ფილმებს, სადაც ცხოველი იყო, მეწყებოდა შფოთვა, რომ მას რამე არ დამართოდა. ასეთი მგრძნობელობა იმითაც იყო განპირობებული, რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ კოშმარულ ქვეყანაში, სადაც ღამით დადიოდნენ და ხოცავდნენ მიუსაფარ ძაღლებს. რამდენჯერ გამიგონია ძაღლების განწირული ხმა

თამუნა კუპატაძე, 38 წლის, სოფელი შუქრუთი

შუქრუთელების პროტესტის 193-ე დღე ,,ეს კომპანია – „ჯორჯიან მანგანეზი“, მარტო სახლ-კარს კი არა, ყველაფერს გვინგრევს, მათ შორის, საკარმიდამო მიწებსაც, სადაც გვაქვს ვაზი და მოგვყავს მოსავალი. ყველაფერს ანადგურებენ, რითაც ადამიანები ირჩენენ თავს სოფელში. „ვახტა“ ჰქვია, მადანს რომ გამოიღებენ და გვირაბებად რჩება სიცარიელე. პატარა, შეჭრილი გვირაბები კი არ არის,

ქეთო წილოსანი, 34 წლის, ლანჩხუთი

დაშვებული შეცდომის საფასური ,,წლების წინ, იმ დროსა და სივრცეში, როცა ქალების ხმა ნაკლებად ისმოდა, მეც მომიწია დამეშვა შეცდომა და 15 წლის ასაკში შემექმნა ოჯახი, რომელიც, სამწუხაროდ, არასწორ ადგილას და განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთან შევქმენი ისე, როგორც მაშინ ხდებოდა – მოტყუებით და მერე სახლში ვეღარ დაბრუნებით. მცდარი

ანა სიხაშვილი, 22 წლის, თბილისი

მხარდაჭერის როლი ,,მე ხუთი წლიდან ვერ ვხედავ. დიაგნოზის მიხედვით, ვირუსის გამო დაზიანდა სისხლძარღვები და ამას თან დაერთო ქრონიკული ანთება. დამტკიცებული არ არის, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდია, რომ ექიმების არასწორი ჩარევითაც მოხდა ეს ყველაფერი. შედეგად, ხუთი წლის ასაკში სრულად დავკარგე მხედველობა. შშმ ადამიანი როცა ჩნდება ოჯახში, მშობლები სრულიად მარტო

თეო წოწოლაშვილი, 48 წლის, ნიუ-იორკი

საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება ,,საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გრძელხნიანი ფიქრი, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა ის ყოფა, რომელიც არ მომწონდა. არ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში თავი ამოვწურე. თითქოს მშვენიერი ცხოვრება მქონდა, საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაც მაქვს, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდოდა. მინდოდა, მეტი მეცხოვრა. ამის საპასუხოდ,