ღ-ჰ

სალომე ცოფურაშვილი, 32 წლის, თბილისი

„დედაჩემი ოჯახში პირველი შვილი იყო. ბებიას და პაპას სიყვარულზე მთელი ცხოვრება ლეგენდებს გვიყვებოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბებიაჩემმა გოგო რომ გააჩინა, პაპაჩემი ორი დღე არ ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა, რომ პაპასაც, როგორც ყველა ქართველ კაცს, პირველი შვილი ბიჭი უნდოდა. შეიძლება ამან განაპირობა, შეიძლება ზოგადად დაგროვებულმა გამოცდილებამ, მაგრამ დედა...

0

ცია ლაბაძე, 23 წლის, ზესტაფონი

„ბავშვობიდან იმ თევზივით ვარ, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. ხშირად უთქვამს დედას, რომ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა თუ ასეთად დავრჩებოდი. ყოველთვის განვსხვავდებოდი იმ სოციუმისგან, რომელშიც ცხოვრება მიწევდა. არ შემიძლია უმრავლესობასავით, ადამიანების წარმომავლობის, ეთნიკურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან თუნდაც რელიგიის მიხედვით მსჯელობა. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვერც ადამიანის ჩაცმულობით,...

0

შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული

„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის...

0

ხატია გოგალაძე, 20 წლის, გორი

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსელი იუნკერი ვარ. დავაზუსტებ, რომ ამ აკადემიის სტუდენტებს ჰქვიათ იუნკერები და ეს არის ტრადიციული სახელი, რადგან კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაიღუპნენ იუნკერები. ესენი იყვნენ პირველი აკადემიის წარმომადგენლები და 2013 წლიდან, ახალი აკადემიის სტუდენტებსაც ოფიციალურად დაერქვათ იუნკერები. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვხდები ლეიტენანტი. მინიმუმ, ექვსი წელი...

0

ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა....

0

ციცინო შენგელია, 31 წლის, ზუგდიდი

„2003-2008 წლებში ბანკში ვმუშაობდი საკრედიტო ოფიცრად. პირველად სწორედ იქ გავიაზრე, რამდენი ქალი ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილებზე. პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც კონტრაქტი წავიკითხე, რომელშიც საკუთარი კაბის სიგრძე მილიმეტრებით იყო გაზომილი. გარდა ამისა, სამეგრელოში, ზუგდიდში, იმ პერიოდში 3 გოგო ვიყავით მხოლოდ ამ თანამდებობაზე და ეს საბანკო...

0

ციალა ცაძიკიძე, 59 წლის, იტალია

"13 წელი ხდება მარტში, რაც მიგრანტი ვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ, მაქსიმუმ, 5 წელი დავრჩებოდი აქ და ვითომ ეს 5 წელი ციხეში ვყოფილვარ-მეთქი. იტალიაში რომ ჩამოვედი და ზოგიერთი ამბობდა, რომ უკვე ორი წელია აქ ვარ, ან სამი წელიაო, ვაიმე, ისე შევნატროდი! ამდენი ხანია აქ არიან, უკვე...

0

ჯულიეტა ჯინალი, 67 წლის, ოჩამჩირე

"1993 წლის 29 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. წავედით ზუგდიდში, მამიდაშვილის სახლში. ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა, არც საჭმელი, არც სასმელი და გადავწყვიტეთ თბილისში წამოსვლა. მე როგორც პედაგოგი, ჩაგვასახლეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში 7 ადამიანი მოგვათავსეს. ჩემი ოჯახი, ჩემი დედამთილ-მამამთილი და მული. არც შუქი გვქონდა, არც წყალი....

0