განსხვავებული პროფესიები Archives - WomenOfGeorgia

ელენე რატიანი, 48 წლის, ხაშური
„ბავშვობა ხაშურში გავატარე. დედა ქორეოგრაფი იყო და ანსამბლი ჰყავდა, მერე ბავშვთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა და მეც იქ ვცეკვავდი, მთელი რაიონი ხელისგულზე გვატარებდა, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მოვიარე.

1989 წლის იანვარში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონკურსი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, 90-მდე კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ჩვენც ჩავედით ამ ფესტივალზე ხაშურიდან და მეც ვიცეკვე. ჟიურიში, ცეკვის სხვა კორიფეებთან ერთად, ნინო რამიშვილიც იყო, კონკურსის შედეგები მან გამოაცხადა – ქალებს შორის საუკეთესო შემსრულების პრიზი გადმომცეს. როდესაც პრიზს მაძლევდა და სცენაზე ვიდექი, ნინო რამიშვილმა მკითხა, რამდენი წლის ვიყავი. 16-ის ვარ-მეთქი, რომ ვუპასუხე, მითხრა, სკოლას დაამთავრებ თუ არა, ჩემთან მოდიო. შეიძლება ითქვას, იმ სცენიდან ამიყვანა. იმ წელს სკოლა დავამთავრე და მასთან მართლა მივედი. მაშინ „სუხიშვილებში“ სასწავლო სტუდია არ იყო და არც იმის საშუალება მქონდა, მათი ცეკვა ხშირად მენახა, მაგრამ ბუნებრივად ისეთი მონაცემების გოგო ვიყავი, ძალიან მოვეწონე – სტილითაც და აღნაგობითაც. 16 წლის გოგო პირდაპირ ანსამბლში მიმიყვანა, სადაც დედაჩემის ტოლი ქალები და კაცები დამხვდნენ. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ადვილად რომ გადავხტი და პირდაპირ მწვერვალზე მოვხვდი, ისევე მარტივად წამოვედი იქედან. სხვათა შორის, ჩემი ნაკლი ყოველთვის ის იყო, რომ მარტივად ავდიოდი მწერვალზე და უბრძოლველადაც ვთმობდი ყველაფერს. ალბათ, იმიტომ, რომ ამბიციური საერთოდ არ ვარ და საკუთარი თავის წარმოჩენისთვის არასდროს ვიბრძვი.

„სუხიშვილებში“ ერთი წელიც არ მიცეკვია, 90-იანი წლები და ომის პერიოდი იყო, ანსამბლში სიტუაცია აირია და რეპეტიციები დროებით შეწყდა. ამ დროს მეც არაფერს ვაკეთებდი, ავდექი და რაღაცნაირად შტერულად გავთხოვდი. უკვე სხვა მისამართზე ვცხოვრობდი, როცა ნინო რამიშვილი მეძებდა და ბოლოს, ჩემი ქმრის სახლში მაინც მომაგნო. მოცეკვავე ბიჭი გამომიგზავნა, რომელმაც სახლის კარზე მომიკაკუნა და მითხრა, ნინო გეძებთ, სად ხართ, რატომ არ მობრძანდითო. შემრცხვა, ვერ ვუთხარი, რომ არ მიშვებდნენ და აუცილებლად მოვალ-მეთქი, ვუპასუხე. მერე შვილები გავაჩინე და შევეგუე აზრს, რომ ვეღარსად ვიცეკვებდი. საშინელი გრძნობაა, როცა მოცეკვავე ცეკვას წყვეტს. დეპრესიული მდგომარეობაც მქონდა და მახსოვს, ლექსების წერაც კი დავიწყე, რომ გადავრჩენილიყავი. აღარც ვსწავლობდი – ეკონომიკური ფაკულტეტის მეოთხე კურსიც ოჯახური პრობლემების გამო მივატოვე, აღარც ვცეკვავდი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ამ პერიოდში გონებრივად ძალიან გავიზარდე. ერთ დღესაც, უცებ გავიაზრე, რომ მე იქ ვერ დავბერდებოდი, სულიერად და ფიზიკურადაც მოვკვდებოდი. ვფიქრობდი, აქ ჩემი შვილებიც ვერ გაიზრდებიან ადამიანებად-მეთქი. ამიტომ, 26 წლის ასაკში, ბავშვებს ხელი მოვკიდე, ქმრის ოჯახიდან წამოვედი და რაიონში ჩამოვედი, თუმცა ცეკვაზე ისევ არ ვფიქრობდი. ჩამოსვლის შემდეგ გავაანალიზე, რა უნდა მეკეთებინა და გადავწყვიტე, დედაჩემს გვერდში დავდგომოდი.

უმაღლესი განათლების დიპლომიც კი არ მქონდა და გადავწყვიტე, კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე ჩამებარებინა. იქ მიცნეს და უგამოცდოდ, პირდაპირ მეორე კურსზე მიმიღეს. ასე ვცხოვრობდი ხაშურში – დედას ვეხმარებოდი და პარალელურად, უჩა დვალიშვილის კურსზე ვსწავლობდი. ეს სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე და დიპლომიანი ქორეოგრაფი გავხდი. „სუხიშვილებში“ მიბრუნებაზე აღარც მიფიქრია, შვილები უნდა გამეზარდა და ვიცოდი, რომ ამის პარალელურად იქ მუშაობა ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. ერთხელ ომარ მხეიძემ მნახა და თქვა – რომ მცოდნოდა, „სუხიშვილებში“ იყავი და იქიდან წამოხვედი, ძალით დაგაბრუნებდი, შენ მთელ საქართველოს უნდა გაეცანიო.

მე, როგორც მოცეკვევემ – ვერა, მაგრამ როგორც ქორეოგრაფმა, რეალიზება მოვახერხე და ალბათ, ამან გადამარჩინა დეპრესიისგან. სადაც ახლა ვარ, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ამიტომ არ ვდარდობ იმაზე, როგორც მოცეკვავე, სად შეიძლებოდა ახლა ვყოფილიყავი. ფეხზე ჩემით დავდექი, მყავს მრავალრიცხოვანი და პროფესიონალური ანსამბლი „ფრესკა,“ რომელსაც სერიოზული ბაზა აქვს ქორეოგრაფიული სტუდიის სახითა და 4-წლიანი პროგრამით, როგორც ბიჭებისთვის, ასევე – გოგოებისთვის.

საქართველოში არ არსებობს სხვა პრეცედენტი, რომ ქალი ქორეოგრაფი მუშაობდეს ბიჭებთანაც და გოგოებთანაც. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი ისე, რომ ქართველმა კაცმა ბიჭი შვილი ქალთან მიიყვანოს აღსაზრდელად, მე ვიცი, რაც ხდება ამ სფეროში და იმიტომ ვამბობ, ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ამ ბოლო დროს ჩემი ვაჟი დამიდგა გვერდით, რომელიც, ასევე, პროფესიონალი მოცეკვავეა, მაგრამ ბავშვებს, ძირითადად, მე ვზრდი. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველწლიურად, მეც ვიზრდები და ჩემი ბავშვებიც. ისე გამოვიდა, რომ მოცეკვავის გზით თუ ვერა, პედაგოგიური მოღვაწეობით ვაღწევ წარმატებას – პროფესიონალი მოცეკვავე ვიყავი და ახლა პროფესიონალი ქორეოგრაფი ვარ. დედაჩემი მაყვალა რატიანი იყო, მაგრამ საკუთარი სახელი და გვარი მეც შევქმენი, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

დღემდე ჩემი ზურგით მოვედი და შრომაში ამ წლებმა მდინარესავით ჩაიარა. დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ საქმეს – ბავშვს ჯერ ზრდი, ცეკვებს დგამ, ანსამბლში აყენებ, მაგრამ სკოლას ამთავრებს და თბილისში მიდის. შენ ისევ ახალი თაობა უნდა გამოზარდო და ასე მუდმივად. ამდენ ენერგიას, ალბათ, ღმერთი მაძლევს, თან, მარტო აქ არ ვმუშაობ, ოჯახის საქმესაც მე ვაკეთებ. პირადი ბედნიერებისთვის არასდროს მეცალა, რაიონი კიდევ ისეთია, აქ ეს რთულიცაა. პირად ცხოვრებას, თუ ვინმე შეგიყვარდა ან შეუყვარდი, არ გაპატიებენ, თითქოს, შვილების გაჩენის შემდეგ, ქალებს ბედნიერების უფლება აღარ აქვთ. მაგრამ ვინც გონიერია და იცის, რა არის ცხოვრება, ის სხვანაირად უყურებს ამ ამბავს და ძალიან მიხარია, რომ ხაშურში სწორად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა ცხოვრობს. მათ როცა ვესაუბრები, ვხვდები, რომ არსად გასაქცევი არ ვარ. მე ახლა მაქვს ისეთი პერიოდი, როცა ვცდილობ, პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ვიყო.“

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ელენე რატიანი, 48 წლის, ხაშური appeared first on WomenOfGeorgia.

თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო
თეთრიწყაროში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გოდერძი ჩოხელი წავიკითხე, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ თვითონ ამ ადამიანითა და იმით დავინტერესდი, რამე თუ იყო მასზე გადაღებული – რეპორტაჟი, სიუჟეტი ან დოკუმენტური ფილმი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არსებობდა. გოდერძი მაშინ ცოცხალი იყო და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ქალაქთან კომუნიკაცია მარტივი არ იყო. ვფიქრობდი, სტუდენტი რომ გავხდები და თბილისში წავალ, გოდერძის აუცილებლად გავიცნობ-მეთქი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით. თუმცა, გოდერძი ისე გარდაიცვალა, მისი გაცნობა ვერ მოვასწარი. მწერალი რომ გარდაიცვალა, მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რეჟისორი გავხდებოდი და გოდერძი ჩოხელზე ფილმს მე გადავიღებდი.

ბავშვობიდან მქონდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ 14 წლის რომ ვიყავი, თამაშის დროს, ბავშვმა თვალში ჯოხი გამარტყა, რამაც პრობლემის გაუარესება გამოიწვია – ბადურა ჩამომეშალა და ერთ თვალში მხედველობა საერთოდ დავკარგე. მთელი ძალა მეორე თვალს დააწვა, რომელშიც ისედაც მინუსი მქონდა და იმაზეც პრობლემები დამეწყო. საქართველოში თითქმის ყველგან ვმკურნალობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არცერთი ოპერაცია ნორმალურად არ გამიკეთეს. ამ ყველაფერმა ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. წარმოიდგინეთ, ერთ თვალში საერთოდ აღარ მქონდა მხედველობა და უცებ აღმოვაჩინე, რომ მეორე თვალზეც კატასტროფულად მაკლდებოდა. თან, ეს ის პერიოდია, როცა აბიტურიენტი ვიყავი და ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მაშინ ინტერნეტზეც არ გვქონდა ინტენსიური წვდომა, ამიტომ დიდ ენციკლოპედიებში ვეძებდი კინოსა და თეატრის ისტორიას ამ მხედველობით, ხელით ვაკეთებდი ე.წ. „კონსპექტებს“ და მთელი ის წლები ასე ვმეცადინებოდი. დედაჩემს ეშინოდა, რომ „პატრონის“ გარეშე თეატრალურში არავინ მიმიღებდა და გული დამწყდებოდა. თან, ვერ ხვდებოდნენ, რაში უნდა გამომეყენებინა ეს პროფესია და მეწინააღმდეგებოდნენ.

კატეგორიულად გამოვაცხადე, რომ ან თეატრალურში ვისწავლიდი ან – არსად.

შიდა წერით გამოცდაზე 100-იდან 98 ქულა ავიღე. მეორე დღეს ზეპირი გამოცდა მქონდა, რომელიც შავ ლაქად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. გამოცდაზე რომ შევედი, ჩემ წინ კომისიის წევრები ისხდნენ და მსოფლიოს კინოისტორიიდან სათითაოდ მისვამდნენ უამრავ კითხვას. პასუხი ყველა კითხვაზე მქონდა, რადგან საკუთარ ცოდნაში ძალიან დარწმუნებული ვიყავი. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა და რეჟისორმა, რომელსაც იმ წელს ჯგუფი უნდა აეყვანა, მითხრა, რომ მე ვერ მოხვდებოდი, რადგან ყველა ადგილი შევსებული იყო. აღმოჩნდა, რომ სულ 7 ადგილი იყო და შვიდივე ამ რეჟისორთან ემზადებოდა. ეს ადამიანი რეჟისორი დათო ჯანელიძე იყო, რომელიც, ჩემი პასუხების მიუხედავად, მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ ვიყავი და მომავალ წელს ჩამებარებინა. მესამე დღეს მივედი და ჩარიცხულთა სიაში არ ვიყავი, ნაშრომში მიღებული 98 ქულა კი ეწერა, მაგრამ ზეპირი გამოცდის ქულა – არა. გასაჩივრებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, აზრი არ ჰქონდა. შეიძლება, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამოც არ მიმიღეს და ეს პირდაპირ ვერ მითხრეს, ამაზეც ხშირად მიფიქრია. მოკლედ, თეატრალურს შევეშვი, იმავე წელს ეროვნულ გამოცდებზეც გავედი და ილიაუნიში ჩავირიცხე,

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

თუმანიშვილის თეატრში ვიყავი, როცა შემთხვევით აბრა დავინახე, რომელზეც ეწერა – „თუმანიშვილის თეატრთან არსებული ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი.“ დედაჩემს შესვლა რომ ვთხოვე, გამიძალიანდა – შენ უკვე ილიაუნის სტუდენტი ხარ და ინსტიტუტში რა გინდაო. იმდენი ხანი ვემზადებოდი თეატრალურისთვის, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ამ ინსტიტუტში ძალიან მაგარი ადამიანი, კახა კახაბრიშვილი დამხვდა. შეგახსენებთ ამ ადამიანს – ეს არის რეჟისორი, რომელმაც დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „გვადი ბიგვა“ და ა.შ. მოკლედ, გამესაუბრა და მითხრა, რომ შიდა გამოცდები მათაც ჰქონდათ აგვისტოში. იმ წელს, ჯამში 12 გამოცდა ჩავაბარე. მახსოვს, გამოცდაზე ნაცნობი სახეები დამხვდნენ კინოსა და თეატრის სამყაროდან. მათ დანახვაზე, უკვე გავბედნიერდი და თან ძალიან დადებითი აურა ტრიალებდა. მალევე დამირეკეს და მომილოცეს, რომ ტელე-კინო რეჟისურაზე მოვხვდი. ილიაუნიში შესატანი საბუთები მეორე დღესვე ამ ინსტიტუტში შევიტანე. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამაზეა ნათქვამი. ისეთი გენიოსების ხელში მოვხვდი და ისეთმა პედაგოგებმა გამზარდეს, ძალიან გამიმართლა. წარმოიდგინეთ, ოტია იოსელიანთან რომ ვახშმობ და გურამ დოჩანაშვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა გაქვს. აღარაფერს ვამბობ იმ მსახიობებსა და რეჟისორებზე, ბატონი კახას მეგობრები რომ იყვნენ, მე მას ყველა გადაღებაზე დავყვებოდი.

ჩემი სადიპლომო ფილმი გოდერძი ჩოხელის შესახებ იყო და ამ ფილმის გადაღებასაც ახლდა ერთი საინტერესო ამბავი. გადაღებისთვის, ცხადია, ფინანსები მჭირდებოდა და კულტურის სამინისტროში განცხადება შევიტანე, 2000 ლარს ვითხოვდი ფილმის გადაღებისთვის. სამინისტროდან პასუხი მომივიდა, 2000 ლარი არ გვაქვსო. ახლა კი ვუგებ იმ ადამიანებს, ფული რომ არ მომცეს და არ მენდნენ, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი. მახსოვს, Facebook-ზე დავწერე, გოდერძი ჩოხელისთვის 2000 ლარი ვერ გამონახეს-მეთქი. იმ პერიოდში, ხშირად დავდიოდი გოდერძის საფლავზე, იქ ვწერდი და ვმუშაობდი ფილმისთვის. მაშინაც ავედი და მახსოვს, ვესაუბრებოდი – გოდერძი, შენზე ხომ უნდა გადავიღო ფილმი და ცოტა შენც დამეხმარე-მეთქი. იქვე, საფლავზე ვიყავი, Facebook-ზე რომ შევიჭყიტე და ჩემს პოსტზე სრულიად უცნობი ადამიანის კომენტარი დამხვდა – „ამ ფილმს მე ვაფინანსებ.“ ეს ადამიანი აღმოჩნდა ასმათ ჩიტაური, რომელიც გუდამაყრის ხეობიდანაა, ამერიკაში ცხოვრობს და გოდერძის დიდი მოტრფიალეა. უცნობ ადამიანს მენდო, ფილმი დააფინანსა და პრემიერისთვის, ამერიკიდანაც ჩამოვიდა. გადაღებების შეჩერებაც კი მომიწია, ზუსტად მაგ დროს თურქეთში ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ იქიდან დაბრუნებული, ერთ კვირაში გუდამაყრის მთებში დავდიოდი და ნაოპერაციევი თვალით ფილმს ვიღებდი. გადაღებების ნახევარი კარგად არ მახსოვს, იმდენად დაბალი მხედველობა მქონდა მაშინ. რესპონდენტების სახეებს ერთი მეტრის მანძილზე ვერ ვარჩევდი, ოპერატორ გიგი ჯობავასა და გოდერძი ჩოხელის მეგობარს, მწერალ ნინო ზედელაშვილს, ხელჩაკიდებული დავყავდი. ყველაფრის მიუხედავად, პირობა შევასრულე და მაინც გადავიღეთ ეს ფილმი, რომელიც მე ძალიან მიყვარს.

სხვათაშორის, ახლა თეთრიწყაროს კულტურულ ძეგლებზე ვგეგმავ დოკუმენტური ფილმის გადაღებას. 400-მდე ისტორიული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი გვაქვს თეთრიწყაროში და დიდად არავინ იცის. პროექტი და ბიუჯეტის ნაწილი უკვე მზად მაქვს, ოლგა ბაბლუანმა დამიფინანსა, მაგრამ 3000 ლარამდე ისევ მოსაძიებელია იმისათვის, გადაღებები რომ დავიწყო. გარდა ამისა, წიგნი დავწერე, რომელზეც ტელეფონში ვიმუშავე, რადგან სხვაზე ვერაფერზე ვხედავ. 600 გვერდიანი წიგნი რუსეთ-საქართველოს თემაზეა და ორი წელი ვწერდი. ვინ დაბეჭდავს, ჯერ არ ვიცი, არავისთან მიმიტანია. ზაზა ურუშაძეს უნდოდა, ეს წიგნი ფილმად რომ გვექცია და ვერ მოვასწარით.

ყოველთვის იმის დეფიციტი მქონდა, რომ აქ ახალგაზრდებისთვის არაფერი ხდებოდა, ამიტომ თეთრიწყაროში საბავშვო თეატრი გავაკეთე. დასი გვაქვს, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს და სეზონურად სპექტაკლებს ვდგამთ. შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ თეთრიწყაროში პირველი სპექტაკლი მე დავდგი. რეგიონალურ ფესტივალზე პირველი ადგილიც ავიღეთ. მთელი ოჯახი ჩართული მყავს – მე და დედა კოსტუმებს ვქმნით, მამას დეკორატორის ფუნქცია აკისრია და ჩემი სახლი პერიოდულად სახელოსნოდ იქცევა ხოლმე. ბევრმა ბავშვმა აქ აღმოაჩინა სხვადასხვა უნარები, მაგალითად, ლექსის კითხვა რომ კარგად შეუძლიათ, სამსახიობო უნარები რომ აქვთ, ზოგი უკვე თეატრალურში ჩაბარებაზეც ფიქრობს. წარმოიდგინეთ, აქ დადიან ბავშვები, რომელთა ნაწილი არასოდეს ყოფილა თეატრში. ამიტომ, საჭიროა, ორ თვეში ერთხელ მაინც ვატაროთ ბავშვები თეატრში. თეატრი სიახლეა აქაურობისთვის და სპექტაკლის დღეს დარბაზი მაყურებელს ვერ იტევს.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

UN Women Georgia

#შშმპ #შშმქალები #ქალთაგაძლიერება

The post თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო appeared first on WomenOfGeorgia.

ლუსო დოსტიბეგიანი, 25 წლის, თეთრიწყარო
მიგრანტების შვილი

პირველ კლასში შევდიოდი მამაჩემი რომ წავიდა და ლამის მთელი ცხოვრებაა საბერძნეთშია. მეორე კლასში ყოფნის დროს კი დედაც გაჰყვა, მაგრამ ორ წელში უკან დაბრუნდა. მაშინ, როცა უკვე მეცხრე კლასში გადავედი და ჩემი ძმა აბარებდა, მამა ცდილობდა, მთელი ოჯახი ერთად წავეყვანეთ. ვიღაცამ სერიოზულად მოატყუა საბუთებთან დაკავშირებით – ფული გადაახდევინა და საბუთები არ გააკეთა. ბოლოს გადაწყდა, რომ ისევ მარტო დედაჩემი წასულიყო არალეგალური გზით. სკოლა რომ დავამთავრე და კოლეჯშიც ჩავაბარე, დედა მაშინ დაბრუნდა სახლში. მახსოვს, რომ ჩამოვიდა და სახლში შემოვიდა, მე გავშეშდი. ვფიქრობდი, ეს არ არის დედაჩემი, ალბათ, ჩემს ძმას შეეშალა და სხვა ქალი წამოიყვანა აეროპორტიდან-მეთქი. დედა ფიზიკურად სრულიად შეცვლილი იყო. ვუყურებდი ჩემ წინ მდგომ დაღლილ-დაქანცულ და გაწვალებულ ქალს, რომელიც 4 წელში ძალიან დაბერებულიყო. თავი შევიკავე, რომ არ მეტირა და ჩავეხუტე.

მეორე დღეს, მეზობლები და ნათესავები რომ მოვიდნენ, მათთან ჰყვებოდა იმ ამბებს, რაც გამოიარა ამ ხნის მანძილზე. მას დახურული სივრცის შიში აქვს და 7 ადამიანთან ერთად, ავტობუსის სახურავში ჩაწოლილმა გადაკვეთა საბერძნეთის საზღვარი. პრაქტიკულად, ჯოჯოხეთი გაიარა, სიკვდილს გადაურჩა და ამ ყველაფრის მერე, ჩვენთვის ფული რომ გამოეგზავნა, 4 წელი იატაკებს ხეხავდა დაჩოქილი, ან მოხუცებს ბანდა. იმის მოსმენა და გააზრება, რომ ეს ყველაფერი დედაჩემმა გადაიტანა, კოშმარი იყო ჩემთვის. მანამდე მსუბუქად ვიცოდი, რომ ვიღაცას ეხმარებოდა და მის სახლს ალაგებდა. ის, თურმე, ოთხმოცი წლის მოხუცს მარტო უცვლის, სწევს საწოლიდან, რომ დაბანოს და ა.შ. ამ დროს დედაჩემი არის ძალიან მაღალკვალიფიციური ვეტექიმი, რომელსაც მთელი რაიონი იცნობს. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება და საკუთარი პროფესია, მოუწია, წასულიყო იმისთვის, რომ ჩვენთვის მომავალი შეექმნა. ნორმალურ ქვეყანაში ხომ მას საკუთარი პროფესიით შეეძლებოდა ოჯახის რჩენა ისე, რომ წასვლა არსად დასჭირდებოდა?!

ჯერ ისედაც მქონდა პროტესტი მისი წასვლის გამო, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, დედაჩემის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა – რატომ დათანხმდა მამაჩემს, ეს გზა გაევლო ჩვენ გამო? რატომ წავიდა ამხელა რისკზე და არალეგალური გზებით გადალახა საზღვარი?! არც ფული გვაკლდა და არც ახალი ტელეფონები, კომპიუტერი, გვიგზავნიდნენ უამრავ ტანსაცმელსა და ტკბილეულს, მაგრამ მე ეს ყველაფერი სულ არ მჭირდებოდა. ახლა აღარ, მაგრამ ხშირად წამოვაძახებდი ხოლმე დედაჩემს – „შენ ხომ დამტოვე!“. მერე შევნიშნე, რომ ჩემს ამ სიტყვებზე მას მთელი სხეული უბრუნდება შიგნიდან. დღესაც მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მამაჩემის წასვლა ნამდვილად იყო საჭირო, მაგრამ დედიკო სჯობდა ჩვენთან დარჩენილიყო. თუმცა, ალბათ, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. ჩვენ, ემიგრანტების შვილებს, პატარა ბავშვი გვიზის შიგნით, რომელსაც უნდა ჩავეხუტოთ ხოლმე და ვუთხრათ – „შენს დავიწყებას არ ვაპირებ, მაგრამ არ მინდა, შენმა ბრაზმა მმართოს“. მეც ხშირად ვეუბნები ამას ჩემში მყოფ ნაწყენ ბავშვს.

ჩემი საუკუნის მეოთხედი

სულ მგონია, რომ 25 წლამდე უკვე ბევრი რამე უნდა გქონდეს მოსწრებული. ამიტომ, ასაკის მატებასთან დაკავშირებით პატარა დეპრესიები დამეწყო. ჩემთვის არსებობს ოცნებები და მიზნები, რომლებიც გარკვეულ დროში უნდა ჩაატიო და ამაზე ფიქრისას, სერიოზულ განცდებში ვარ ხოლმე. წარმოიდგინეთ, 25 წელი საუკუნის მეოთხედია, ხომ? ისეთი რამ უნდა გქონდეს უკვე შექმნილი ან გაკეთებული, შეგეძლოს თქმა, რომ ამაყობ. სულ მგონია, რომ დროს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, რომ დილას ადრე გამოვდივარ სახლიდან და დასაძინებლად გვიან ღამე შევდივარ.

სკოლიდანვე აქტიური ვარ და სულ ჩართული ვიყავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა იმ ორგანიზაციის სტიკერი გავაკეთო ჩემთვის, რომელთანაც მიმუშავია, რადგან ყველასგან ვცდილობდი, რამე ცხოვრებისეული მესწავლა. ეს სულ მაკლდა თეთრიწყაროში, სადაც არაფერი ხდებოდა და წარმოიდგინეთ, ამდენ აქტივისტსა და ქალს რომ ხვდები სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც თავის თემს აძლიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი. ხვდები ახალგაზრდებს, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ კარგი და სასარგებლო საქმე გააკეთონ. მერე საზღვარგარეთაც მომიწია გასვლა და ამდენი ადამიანის გაცნობით მივხვდი, რომ თურმე თეთრიწყაროს მიღმა რაღაცები ხდება და ზოგადად, მსოფლიოც და ეს ქვეყანაც ვითარდება. ყველაზე მთავარი კი იმის აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ ყველაფერს ამას აკეთებენ რიგითი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, განვითარდეს მათი თემი. ვფიქრობდი, ეს ხომ მეც შემიძლია, ისედაც ბავშვობიდან სულ ვიღაცას ვეხმარები. დავინახე, რომ შესაძლებლობები არსებობს ამ სამყაროში და შეგიძლია გამოიყენო იქ, სადაც შენ ცხოვრობ. ამიტომ ყველა შემდგომ პროექტში, რომელშიც ვმუშაობდი, ვცდილობდი, ერთი აქტივობა და პროექტის ნაწილი თეთრიწყაროში ჩამეტანა. ბოლოს ყველაფერს თავი დავანებე და თეთრიწყაროში ჩამოვედი.

აქ ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“. ლოგო ერთმა მეგობარმა გაგვიკეთა უსასყიდლოდ, წესდება – სხვა ორმა მეგობარმა და ფული მხოლოდ ორგანიზაციის რეგისტრაციაში გადავიხადეთ. დავიწყეთ ამ ორგანიზაციის განვითარება. პარალელურად, ახალგაზრდული ცენტრისთვის სივრცის გადაცემაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დავიწყეთ მუნიციპალიტეტთანაც, რაც წელიწადნახევარი გრძელდებოდა. მაშინდელი მერი შეტანილ წერილებზე მთელი სამი თვე პასუხსაც კი არ გვიბრუნებდა, მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და ბოლოს ძველი სასამართლოს შენობა დაგვითმეს, რომელიც 268 კვ.მ.-ია და დიდი ეზოც აქვს. ამ შენობაში არ იყო დენი, წყალი, გაზი. სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა და მუშაობისთვის პირობები არ იყო, მაგრამ დღეს ეს პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. თითო ოთახს ვარემონტებდით სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და წინა ფლიგელი მთლიანად გავარემონტეთ. თან, ეს ყველაფერი ჩვენი ხელებით არის გაკეთებული – ჩემი, ჩემი მეგობრების, ჩემი ძმის ძმაკაცებისა და იმ დედების, რომლებიც ხედავდნენ, რომ ეს ცენტრი მათთვის და მათი შვილებისთვის სასარგებლო იყო, რადგან აქ შეეძლოთ ბევრ რამის სწავლა. მართლაც საოცარი იყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გავიარეთ და სადამდეც ეს შენობა მოვიყვანეთ. პრობლემების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება, მაგალითად, სახურავის პრობლემა. ამის მიუხედავად, შენობა ფუნქციონირებს – ცალკ-ცალკე სივრცეები მოვაწყვეთ სამზარეულოსთვის, საოფისედ, ტრენინგებისთვისა შეხვედრებისთვის. ავეჯიც არის და ხუთასამდე წიგნიც, რომელიც მეგობრებმა შეგვიგროვეს და აქტიური მკითხველიც ჰყავს. გარდა ამისა, სამკერვალოც გვაქვს, სადაც ქალები ეკო-ჩანთებს კერავენ, რომელსაც მოსახლეობაში ვარიგებთ. შენობა დატვირთულია და ახალგაზრდების შეკრების ადგილი გაჩნდა, ანუ რა იდეითაც ჩავიფიქრეთ, იმ ფუნქციას ასრულებს დღესდღეობით. ეს ცენტრი საუკეთესო მაგალითია იმის, საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ როგორ გააკეთეს ერთად სასარგებლო საქმე ადგილობრივი თემისთვის. ამიტომაც, ყველასთვის ძირფასია აქაურობა და ყველა უფრთხილდება ამ სივრცეს. დამლაგებელიც კი არ გვყავს და როგორც საკუთარ სახლს, ყველა ისე ვალაგებთ.

ერთ-ერთი პირველი გოგონათა ბანაკი გავაკეთეთ, რაც საკმაოდ რადიკალური ამბავი იყო რაიონში. მოზარდი გოგონები ტყეში წავიყვანეთ სამი დღით. ამისი ორგანიზება რთული იყო, 20 გოგო რომ უნდა წაგვეყვანა ბანაკში, ბოლოს, ამხელა მუნიციპალიტეტში მხოლოდ 17 მსურველი შეიკრიბა, რადგან მამებმა არ გამოუშვეს. მოკლედ, გოგონების ბანაკმა დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ამ ბავშვებზე, ძალიან საინტერესო გამოცდილებები და ემოციები მიიღეს – კარვის გაშლის სწავლა, კლდეზე ცოცვა, ეკოლოგიაზე საუბარი, ქალთა უფლებებზე დისკუსია. ეს იმდენად დიდი შთაბეჭდილება იყო, რომ რამდენიმე წელი გავიდა და დღესაც facebook-ის გვერდებზე, მთავარ ფოტოებად უდევთ იქ გადაღებული სურათები. ვხედავდით, რომ ნდობას მოპოვება სჭირდებოდა თემში და ჩვენც ამას ნელ-ნელა ვაშენებდით. ამ მიზნით, ფილმის ჩვენებებსა და დისკუსიებს ვაწყობდით სოფელ-სოფელ. მაშინ ხელფასიც კი არ მქონდა. ამიტომ, ამ შეხვედრებისთვის საჭმელს და მანქანის ბენზინს საბერძნეთში მყოფი მშობლებისგან ჩემთვის გამოგზავნილი სახარჯო ფულით ვყიდულობდი. ზოგიერთ სოფელში უთქვამთ, რომ ჩვენს ჩასვლამდე არავინ დაინტერესებულა მათი პრობლემებით და არც ინფორმაციის მიწოდებით.

პანდემია და ჩაკეტილი თეთრიწყარო

კორონა ვირუსის აფეთქება თეთრიწყაროს საავადმყოფოში მოხდა და ამიტომ ერთ-ერთი ის მუნიციპალიტეტია, რომელიც მთლიანად ჩაიკეტა. ვერ ვიტყვი, რომ მასშტაბური პანიკა იყო ადგილზე, მაგრამ პირველი ორი-სამი დღე მაინც უფრო რთულად და ქაოტურად გავიარეთ, რადგან აშკარა აგრესია იგრძნობოდა მოსახლეობაში იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირველები დაინფიცირდნენ. სხვათა შორის, ამ აგრესიამ ახალგაზრდებში დიდი პროტესტი გამოიწვია. პრობლემა იყო ისიც, რომ ვირუსზე საკმარისი ინფორმაცია არ არსებობდა. ამიტომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი ორგანიზაციებიც აქტიურად ჩავერთეთ, როგორც რესურსების მობილიზებაში, ისე ინფორმაციის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს მოსახლეობაც მრავალფეროვანია, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მარნეულის ირგვლივ გაჩენილი დისკუსიები, ჩვენთან არ განვითარებულა. მოკლედ, პირველი დღეების ქაოსური ტალღა, მაინც კარგად გადავიარეთ. ახალგაზრდულ ცენტრშიც მოგვემატა საქმე, რადგან საჭირო გახდა მოსახლეობის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოძიება, მათი განაწილება და ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობა. ამ ყველაფერს ჩვენ სრულიად მოხალისეობრივად ვაკეთებთ და ადამიანის უფლებათა საბჭოს, საფრანგეთის საელჩოსა და UNICEF-ის დახმარებით, 150-მდე ოჯახს მივუტანეთ საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან შეზღუდულია რესურსები, ყველას ვერ ვეხმარებით და ადამიანები უკმაყოფილოებიც რჩებიან, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით.

კიდევ ერთი პროფესია – რეინჯერობა

ჩემი მეგობრები მუშაობენ ალგეთის ეროვნულ პარკში და პირველად გოგონათა ბანაკი რომ გავაკეთეთ, მაშინ დავპატიჟე რეინჯერები იმისათვის, რომ გოგონებს სცოდნოდათ ეროვნულ პარკსა და დაცულ ტერიტორიებზე. მაშინ მართლა ჩამოვიდნენ რეინჯერები ბანაკში, ბევრი ვისაუბრეთ და მეც დავინტერესდი ამ თემით. მოგვიანებით, ვაკანსია როცა გამოცხადდა, შევიტანე, შემარჩიეს და წინა ზაფხულს რეინჯერეადაც დავინიშნე ალგეთის ეროვნულ პარკში. საქართველოში სულ 4 გოგო რეინჯერი ვართ. გასაუბრებაზე მისულმა, სიას რომ ჩავხედე და ირგვლივ მიმოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ მარტო მე ვიყავი გოგო ამდენ კაცში. თუმცა გასაუბრების დროს არავის დაუსვამს კითხვა ისე, რომ თავი უხერხულად ან უთანასწოროდ მეგრძნო. ალგეთის ეროვნულ პარკში ჩემამდე უკვე ჰყავდათ გოგო რეინჯერი, რომელიც სამ თვეში გათხოვდა და სამსახურს თავი დაანება. ერთი კი იხუმრეს – ახლა შენც უნდა გაგვითხოვდე სამ თვეშიო?! მაგრამ ჩემი სქესი არ გამხდარა მუშაობასა და თანამშრომლებთან ურთიერთობაში რაიმე პრობლემა. არც ოჯახისგან და ახლობლებისგან ყოფილა ამაზე წინააღმდეგობა, პირიქით, გაუხარდათ. ზოგჯერ მგონია, ცხოვრება მეხუმრება და იქ დამსვამს ხოლმე, სადაც საჭირო ვარ და ახლაც ასეა. ძალიან ბევრი სამუშაოა სამშვილდეში, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს და საჭიროა ამ ადამიანების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე.

ამ საგანგებო რეჟიმის პირობებში, რეინჯერები იმ ადამიანებს შორის ვართ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა მთელი ეს პერიოდი. ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, რადგან ბრაკონიერობის მეტი საფრთხე გაჩნდა. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, რადგან ეს გადაჯაჭვულია ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასთან. ამიტომაც, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ სწავლის გაგრძელებაზე გარემოს დაცვის ან სატყეოს მიმართულებით.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post ლუსო დოსტიბეგიანი, 25 წლის, თეთრიწყარო appeared first on WomenOfGeorgia.

ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი
„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა.  მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა პროფესია უნდა ამერჩია, მათემატიკა რომ გამომეყენებინა. მეგონა, მარტო ეკონომისტი ან ფინანსისტი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. სადღაც მე-11 კლასში უცებ მოვიფიქრე, პროგრამისტი ხომ არ გამოვიდე მეთქი, მანამდე ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ამ მხრივ ძლიერი არ ვიყავი. სკოლაში წრეები გქონდა, მაგრამ მე არ დავდიოდი. სამტურიანი ოლიმპიადები ტარდებოდა მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებისთვის და მარტო პირველ ტურში გავდიოდი ხოლმე, სადაც მათემატიკური ამოცანები იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ერთი პერიოდი ვფიქრობდი, პროგრამირების სწავლა თუ მინდა, სახლშიც ვისწავლი მეთქი, მაგრამ ჭკვიანი მეგობრებისა და  ნაცნობებისთვის ღირდა უნივერსიტეტში ჩაბარება.

ჩემი ფაკულტეტი სკალირებული ქულებით ყველაზე მაღალი და რთულადმოსახვედრი ფაკულტეტია საქართველოში და აი, აქ თუ მოვხვდები, აქ იქნებიან კარგი ბავშვები მეთქი. არიან კიდეც, მოტივირებული და კარგი ხალხი. 50 ადამიანიდან  15 გოგო ვართ, რაც ჩვენი პირობებისთვის ბევრია. ადრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვისაც იშვიათობა იყო გოგოები, ამ ბოლო დროს გავბევრდით და გავმრავლდით. თან ეს ფიზიკურ შრომასთან დიდად არაა დაკავშირებული, მე არქიტექტორობაც მინდოდა, მაგრამ იყო კომენტარები, რომ ეს გოგოს საქმე არ არის და ა.შ. მერე იმის მიხედვით გადავწყვიტე, რისი კეთება უფრო მომწონდა და მატერიალური მხარეც გავითვალისწინე.

როცა ჩავაბარე, მხოლოდ ალგორითმული ამოცანების გადაწყვეტის გამოცდილება მქონდა, ისიც მარტივ დონეზე. პროგრამირება ძალიან რთული მეგონა, ვფიქრობდი, რომ მათემატიკა ძალიან მაგრად უნდა მცოდნოდა, სულ უნდა მევარჯიშა და მეაზროვნა. აზროვნების პუნქტი მართალიცაა, მაგრამ ძალიან რთული არ აღმოჩნდა. პირველი კურსი, რომელიც უნივერსიტეტში მქონდა, იყო პროგრამირების მეთოდოლოგია, ძალიან კარგად შემოვიდა ეს კურსი და ისე მარტივად დაგვანახა, რომ ბოლო დავალება იყო ფეისბუქის გამარტივებული ოფლაინ აპლიკაციის დაწერა და ფეისბუქი დავწერეთო, ძალიან მაგარი გვეგონა საკუთარი თავი, საინტერესო გამოცდილება იყო. პროგრამირების რამდენიმე ენაზე მიმუშავია, ყოველ წამს ახალი იქმენბა და ახალს იგონებენ, ყველაფერი ვითარდება და ყველაფრის გამოყენება ვიცი უკვე. უნივერსიტეტმაც იმ დონემდე მოგვიყვანა, რომ ახლა უკვე ჩემით შემიძლია ყველაფერი ვისწავლო. ანუ მასწავლა, როგორ ვისწავლო.

შარშან სტარტაპი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. „კომუნიკათონი“ იყო კონკურსი, საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ეხებოდა და ჩვენ მოვიფიქრეთ ისეთი აპლიკაცია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მსგავსი პიროვნული ინტერესების მქონე ადამიანებს მისცემს საშუალებას, ერთმანეთი გაიცნონ და შეიძლება არ დამეგობრდნენ, მაგრამ აღიარონ, რომ განსხვავებულებიც არსებობენ და პატივი სცენ ერთმანეთს. დაახლოებით ასეთი რაღაცაა, რუკა რომ წარმოვიდგინოთ და თუ დაუმეგობრდები ვინმეს, ხედავ შენს მეგობრებს ამ პოლიტიკურ რუკაზე. იმედი გვაქვს, რომ პრაქტიკული იქნება და სადღაც ივლისში ჩავუშვებთ. მე და კიდევ ერთი გოგო ვართ პროგრამისტები და ტექნიკურ მხარეზე ვმუშაობთ.

საქართველოში რამდენიმე ადგილას ვიმუშავე. დაახლოებით ერთი წელი „თიბისი“ ბანკში – მონაცემთა ბაზების დეველოპერად, მობილური აპლიკაციების დეველოპერიც ვარ და ახლა software ინჟინერი ვიქნები eBay-ში, 4 თვით. ასეთ კომპანიაში ჩემი მონაცემების გაგზავნა დიდი ხანია მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში თავდაჯერებული ვარ, ბევრი კონკურსი მომიგია და ა.შ. ამ  ნაბიჯს მაინც ვერ ვდგამდი. არადა პირველი, მეორე, მესამე კურსიდან უკვე შეგიძლია გააგზავნო და გაქვს შანსი, რომ სტაჟირებაზე აგიყვანონ. მერე ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ახლა თუ არ გავაგზავნიდი, მერე სტუდენტიც აღარ ვიქნებოდი და შარშან გავაგზავნე, მარტო ebay-ში არა, სხვა კომპანიებშიც. რამდენიმე კომპანიაში გავიარე სხვდასხვა ეტაპი, ზოგში ვერ გადავედი, ზოგმა საერთოდ უარი მითხრა. Ebay-სთან პირდაპირ გერმანიის ვაკანსიაზე გავაგზავნე ჩემი სივი, რეკრუიტერმა მომწერა, დიდხანს ვილაპარაკეთ, ჩემს მომავალ გეგმებზე მეკითხებოდა, რამდენად სერიოზულად ვიყავი განწყობილი გერმანიაში მუშაობისთვის, მაგისტრატურას იქ თუ გავივლიდი და თუ გადავიდოდი საცხოვრებლად, ჩემი CV მოეწონათ და მერე დაიწყო ტექნიკური გასაუბრებები. იყო სატელეფონო გასაუბრება, მერე პროექტი გამაკეთებინეს, დრო მომცეს და პროექტი რომ  გავაგზავნე, მომივიდა დადებითი პასუხი. იქ ვიქნები software ინჟინერი, უკვე მაქვს გეგმა, რას გავაკეთებ – რამდენიმე გუნდში ვიმუშავებ და პატარა პროექტებს განვახორციელებ. რომ ჩამოვალ, უნივერსიტეტს დავამთავრებ და თუ შემომთავაზეს სრული განაკვეთი ebay-ში, მოვიფიქრებ, თუ არადა და გავაგზავნი სხვა კომპანიებშიც.

Women techmakers – იყო ასეთი პროექტი, გუგლის დეველოპერების. ეს იყო პროგრამირების საწყისების ბანაკი, სადაც მე ვიყავი მენტორი და მანდ ბევრი გოგო ვნახე, რომლებმაც არ იცოდნენ პროგრამირება რა იყო და ყველანაირად  ვცდილობდით, დაგვეინტერესებინა. ამას წინათ პოსტი დადო Marketer-მა ფეისბუქზე და ერთ-ერთმა დამიკომენტარა, ჩემი მოტივაცია ხარო. ბევრი ფიქრობს და ბევრმა დაიჯერა, რომ გოგოებსაც შეუძლიათ ეს და მე მგონია, რომ აქტივიზმიც ის არის, რომ ანახო ვიღაცას, რას მიაღწიე. მერე მათაც სჯერათ, რომ მათაც გამოუვათ. ერთ-ერთი მიზეზი, მე რატომაც გავაგზავნე აპლიკაცია, ის იყო, რომ ჩემმა მეგობრებმა შეძლეს და წავიდნენ ძალიან ცნობილ კომპანიებში. მეც ვიფიქრე, რომ აი, მგონი,მეც შემიძლია და გამოვიდა.

იმისთვის, რომ პროგრამირებაში რაღაცას მიაღწიო, არ არის აუცილებელი მათემატიკის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა. რაღაც დონეზე გჭირდება, მაგრამ ექსპერტობა ნამდვილად არა.  პროგრამირება იმდენ თემას მოიცავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი საქმე. გოგოებს მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ სცადონ. რამდენი კონკურსიც მომიგია, ათჯერ მეტი წამიგია. მე თუ რამეს მივაღწიე და წარმატებით განვახორციელე,  ყველაფერი ბევრი მცდელობის შედეგია“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნათია გაგაძე, 23 წლის, ბათუმი
„საქაერონავიგაციაში ვმუშაობ, ავიამეთვალყურე ვარ ბათუმის აეროპორტის კოშკურაში. ჩემი მოვალეოება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პილოტებს ვაძლევ მითითებებსა და მიმართულებას, რომ შემდგომ შესაბამისი ინფორმაციით მიიღონ გადაწყვეტილება, რა და როგორ გააკეთონ, ამასთან, ვწყვეტ მათ თანმიმდევრობას სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე.  ავიამეთვალყურეების სამი სიმაღლე არსებობს, მე ყველაზე დაბალ სიმაღლეზე – კოშკურაში ვარ.

ავიამეთვალყურეობაში მოულოდნელად მოვხვდი, ავიაციაში ინტერესი არასდროს მქონია. საზღვაო ნავიგაცია მაინტერესებდა, მაგრამ მოვექეცი იმ წნეხის ქვეშ, რომ ეს ქალის პროფესია არაა. მათემატიკა და ციფრები ძალიან ახლოსაა ჩემთან, ამიტომ ფინანსებზე ჩავაბარე. თავიდან  კი საინტერესო იყო, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მთელი დღე ზიხარ და სამაგიდო სამუშაოს ასრულებ. წარმოვიდგინე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა წლების მანძილზე და მივხვდი, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ შევძლებდი ამას. ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ვაკანსია, რომელიც საქაერონავიგაციამ დადო. სამუშაოს აღწერა მომეწონა, რა იცი, რა ხდება მეთქი და გავაგზავნე. ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნას ითხოვდნენ, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და ა.შ. რაც ყველა სამუშაოს სჭირდება, არ იყო აუცილებელი გამოცდილება გქონოდა ავიაციაში. მთავარი იყო, სასწავლებლად რომ გაგიშვებდნენ, იქ აგეთვისებინა ეს პროფესია და შეგძლებოდა ერთდროულად რამდენიმე რამეზე კოორდინაციის მოხდენა. პირველ ეტაპზე ინგლისურის დონეს ამოწმებდნენ, მეორე ეტაპი იყო IQ ტესტი ავიაციის განხრით, ცხოვრებაში რადარი არ მქონდა ნანახი, იქვე ჩაგვიტარეს პატარა ტრენინგი და მომიწია რადარზე მუშაობა ამ მცირე აღწერილობით. ეს იყო ჩეხეთის ავიაციის უნივერსიტეტის გამოცდა, იქ რომ მოვმხვდარიყავი. 2000 ადამიანიდან 30 გადავედით გასაუბრების ეტაპზე, ჩეხეთიდან იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები – ავიამეთვალყურეები  და ადამიანური ფაქტორების სპეციალისტი, რომლებთანაც გავიარეთ გასაუბრება და აგვარჩიეს 12 ადამიანი, აქედან სამი გოგო ვიყავით. პრაღაში, ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი 4 თვის განმავლობაში თეორიას დაჩქარებული მეთოდით, თვენახევარი ვმუშაობდი სიმულატორზე, ნელ-ნელა გვიზრდიდნენ დატვირთვას, ჯერ 5 რეისი იყო დღეში და მერე ნახევარ საათში 20 ფრენა გვქონდა. ამ ყველაფრისთვის ერთდროულად უნდა მიგეხედა, ამასთან, მიგეხედა აეროდრომზე მოძრავი ტრასპორტისთვის, მათაც მიმართულება სჭირდებათ, არ იციან, შენ რა გეგმა გაქვს თავში, რომელ თვითმფრინავს როდის გაუშვებ, სად გაუშვებ და ელოდებიან ნებართვას გადაკვეთასა და მოძრაობის დაწყებაზე, ესეც უნდა გააკონტროლო, ბორტს რომ არ შეუშალოს ხელი, რასაც მერე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, შეიძლება ყველაფერი გაჭედოს.

თავიდან ჩემთვის ნებადართული არ იყო რადართან მიახლოება, მხოლოდ უნდა მეყურებინა. დღემდე ძალიან მიხარია რადართან რომ ვჯდები, პილოტებს რომ ველაპარაკები, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში არ მინახავს და დიდი ალბათობით, ვერც ვერასდროს ვნახავ. კოორდინაციისა და კოოპერაციის ისეთი შეგრძნებაა… ორივე მხარე დაინტერესებული ვართ, რომ როგორც ერთმანეთში მოვილაპარაკებთ, ისე გაკეთდეს. თან ბათუმში ცოტა რთული აეროპორტია მთების გამო, მხოლოდ ერთი მხრიდანაა აფრენა და ორ თვითმფრინავს  ერთდროულად ვერ გაუშვებ. ჩვეულებრივ, სტრესული დღეები არაა, როცა საათში ორი-სამი ფრენა გაქვს, თავისუფლად მოძრაობენ თვითმფრინავები და ერთმანეთს ხელს არ უშლიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა 5-6 ფრენაა და დიდხანს არ უნდა ალოდინო, რომ პილოტი არ გაბრაზდეს, მათ თავიანთი დრო აქვთ, როდის უნდა იყვნენ სხვა აეროპორტში. თან ამ ყველაფერს სხვა მეთვალყურესთან ერთად წყვეტ იმის გათვალისწინებით, რომ თავის სივრცეში პრობლემა არ შეუქმნა. მაგ დროს რომ დაამთავრებ მუშაობას და გაჩერდები, გრძნობ, როგორ იყავი დაძაბული. არის სიტუაცია, როცა რამდენიმე ბორტი მიდის ერთდროულად, ოთხივე ცალ-ცალკე გთხოვს ერთსა და იმავეს ინფორმაციას და შესაბამისად, თითო-თითო წუთი ყველას უნდა წაუკითხო, მერე სხვას უნდა დაურეკო, იმან გადმოგცეს ინფორმაცია, რომელიც შენ გჭირდება, შენ ბორტს გადასცე, ბორტმა წაგიკითხოს და  უნდა შეამოწმო, ხომ ყველაფერი სწორად გაიგო, თან უნდა გაუშვა და თან მიწაზე ვინც მუშაობს, მასთან გააკეთო კოორდინაცია. ავიაციაში არის ასეთი ტერმინი – „შვეიცარიული ყველის მოდელი.“ შეიძლება მე რაღაც შემეშალოს, მაგრამ თუ პილოტი მიხვდა და არ გააკეთა, არაფერი მოხდება. შეიძლება პილოტს შეეშალოს და მე დროულად მივხვდე ამას, ანუ ბევრი რაღაც, ბევრი ხვრელი უნდა დაემთხვას, რომ კატასტროფა მოხდეს. ამით ძალიან ვართ დაცული.

აფრენისას ყველაზე დიდი პრობლემა ფრინველებია, ბათუმის აეროპორტი ზღვის პირასაა და ბევრი თოლიაა. „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს თოლიები ყველანაირად საპირისპირო და სულელები არიან.  მაგალითად, ყვავები, როცა თვითმფრინავი მოდის და ხმა ესმით, სხვა მიმართულებით მიფრინავენ, მაგრამ თოლიები ცდილობენ გადაასწრონ. დურბინდით ვხედავთ ამას და ვაგზავნით აეროდრომს, ხან რაღაც ხმები აქვთ ჩართული, ხან ფეიერვერკებს ისვრიან, რომ გაყარონ, ააფრენენ, მაგრამ ორი წუთი აკლია ბორტს დაჯდომამდე და ისე უცებ დასხდებიან, საიდან მოვიდნენ, ვერ დაინახავ. თვითმფრინავი ძალიან დიდი სიჩქარით მოფრინავს და პატარა კენჭის მოხვედრაც კი ავარიული შეიძლება აღმოჩნდეს, თოლიებისგან ზიანდება ხშირად ბორტი, სადაც რადარია, იქ  ან ძრავაში ხვდებიან. ასეთ შემთხვევაში მერე ინჟინერი უნდა ჩამოვიდეს, შეამოწმოს, ამ ყველაფერში დრო გადის და მთელი გრაფიკი ირევა.

ძირითადად, ისეთი პროფესიები და სამუშაო, სადაც ღამის სმენაში ხარ და ტექნიკურად რთულია, მიიჩნევა, რომ ქალის საქმე არაა. საქართველოში 130 ავიამეთვალყურეა, აქედან ათი ქალია და სხვადასხვა სიმაღლეებზე მუშაობენ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ხალხის დამოკიდებულება დადებითია, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მკითხეს, ვისი რეკომენდაციით  მოხვედიო, ნაცნობობაზე იყო ხაზი გასმული. აინტერესებთ, კონკურსი როდის გამოცხადდება, რომ მიიღონ მონაწილეობა და უკვირთ, რომ თურმე ქალებსაც იღებენ აქ. ავიაცია ხომ რაღაც ამაღლებული და მოშორებული თემაა ხალხისგან და რადგან ვერ ერკვევიან, რთული ჰგონიათ. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ეთქვა, გოგო ხარ და ვერ გააკეთებო, მაგრამ ხანდახან უფრო უცხო ხალხს უკითხავს, როგორ არ მიჭირს ღამის სმენაში მუშაობა. კაცს ხომ ამას არავინ ჰკითხავს?! სახლშიც არავის უთქვამს, ეს კაცის პროფესიააო. რომ მივდიოდი, მაშინ გავაფრთხილე დედაჩემი, ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ არანაირი უარყოფითი ემოცია არ ჰქონია.

მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას კარგად ვსწავლობდი.  ამის გამო „კომპლიმენტს“ მეუბნებოდნენ, ბიჭის ტვინი გაქვსო. მაშინ მეგონა, რომ ეს ძალიან კარგი იყო და ჭკვიანი ვიყავი, ახლა რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია. ქალი ვარ და ჭკუაც ქალის მაქვს. ქალებსაც გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან მაგრად ვიცოდეთ ფიზიკა, ქიმია, ყველა მსგავსი საგანი და ამას სქესი არ განსაზღვრავს.“

The post ნათია გაგაძე, 23 წლის, ბათუმი appeared first on WomenOfGeorgia.

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი
“62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ – შენ რა ეშმაკი ხარ, როცა პიკზე იყავი, მაშინ წახვედი, ვინმემ კი არ გაგიშვაო. ეს არ არის ეშმაკობა, ეს თავმოყვარეობაა მეთქი, ვუპასუხე. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და შენს თავს უნდა სცე პატივი. ნუ, რა თქმა უნდა, გამიჭირდა წამოსვლა და ნებისმიერი ადამინისთვის, ვინც შეყვარებულია თავის პროფესიაზე და რეალიზებაც მოახერხა, რთული გადაწყვეტილებაა წასვლა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, სადმე სხვაგან ვინ მამუშავებდა 80 წლამდე?! ვატო კახიძეს ვეუბნებოდი – „ბატონო ვატო, ხომ იცით ახლა რა კანონი გამოვიდა და ჩემი გულიზე არ მინდა დაგიჭირონ-მეთქი“. არაუშავსო, მე ამას როგორმე მოვაწესრიგებო, მპასუხობდა და არ მიშვებდა. მერე შვილებმა მითხრეს – „დედა, გეყოფა, ამდენი იმუშავე და პულტზე ხომ არ უნდა მოკვდე?! “.

იცით, დრო იყო მართლა ორ ადგილზე ვმუშაობდი – სიმფონიურ ორკესტრში და საოპერო სტუდიაში. ჩემი უმცროსი შვილი მეუბნებოდა ხოლმე „დედიკო, ყველა რომ მოდის სამსახურიდან, შენ მაშინ მიდიხარ“. მაგრამ, ეს როგორ არის იცით? შენი საქმე, ოჯახი და შვილები როცა გიყვარს, არაფერი აღარ არის ძნელად გადასალახი. ზოგჯერ სიზმარში ვხედავ, რომ სამსახურში მივრბივარ. ვიცი, რომ ჯანო (ავტ. ჯანსუღ კახიძე) უკვე იქ არის და გამიბრაზდება. ამ დროს ვიოლინოს ვეძებ და ვერ ვპოულობ… ჩემს სიზმარებში სამსახურში წასვლაში სულ რაღაცა მიშლის ხელს.

მე უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, რომ ჯანსუღ კახიძისნაირი ადამიანი მინახავს და მასთან მიმუშავია. ჯანსუღ კახიძე, რომელიც გენიალური ადამიანი იყო და ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ეცხოვრა, როგორც ზოგიერთებს, ამბობდა ვერასოდეს დავტოვებ ჩემს სამშობლოსო. მახსოვს მის მიმართ უსიამოვნებებიც და დაჩაგვრის მცდელობებიც, მაგრამ გენიას ვინ დაჩაგრავს?! სხვათაშორის, არც მე წავედი. აი, ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრი რომ მიდიოდა, მეც შემომთავაზეს. ჩემი მეუღლისთვის არ იყო ადგილი ორკესტრში, ამიტომ, უნდა წამოსულიყო, როგორც ოჯახის წევრი. მისთვის ეს დაუშვებელი იყო. გამოდიოდა, რომ მე უნდა დამეტოვებინა ოჯახი და წავსულიყავი. არ წავედი. მახსოვს, მაშინ როცა აქ სამოქალაქო ომი იყო, ჩვენ ინგლისში ვიყავით. მაშინაც შემოგვთავაზეს, ვისაც უნდა დარჩესო და არავინ დარჩა. იცით, მე ასე ვფიქრობ, რომ მძიმე დროს არ უნდა დატოვე შენი ქვეყანა. ამ დროს ყველამ უნდა იფიქროს, რა შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის გავაკეთოს. მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი.

სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, ევროპაში არ იყო გასტროლები და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დავდიოდით ერთი-ორი კვირით. აი, ამ დროს ქმარი და დედამთილი ძალიან მეხმარებოდნენ ხოლმე. ჩემი ქმრისთვის ჩემი გასტროლები არასოდეს ყოფილა პრობლემა, რადგან თავადაც მუსიკოსი იყო და კარგად ესმოდა ჩემთვის ეს რას ნიშნავდა. აი, ახლა კი ვფიქრობ ხოლმე, მაინც მოხევე კაცი იყო, მთის კაცი და ასე აზროვნებდა, რაც კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო ჩემთვის. პირველად FRG-ში როცა გავედით და მახსოვს, ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, მოდი ყველაზე კარგი მარკეტი ვნახოთ მეთქი. წავედით უზარმაზარ მარკეტში და მეშვიდე სართულზე ავედით, სადაც საჭმელები იყო. უცბად გერმანული ძეხვეულის გადასარევი სუნი ვიგრძენი. ეს მაშინ, როცა ჩვენთან პურის რიგები იყო და არაფერი იშოვებოდა. ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, მე ვეღარ ამოვალ, არ მინდა მეთქი. გამახსენდა ისიც, რომ შუქი როცა არ იყო ხოლმე, ჩვენ საშინელ სიცივეში ქუდებით და ამოჭრილი ხელთათმანებით ვუკრავდით. ისე იმოქედა ჩემზე ამ ყველაფერმა, ტირილი დავიწყე.

ერთი რამეც უნდა ვთქვა. პირველად გერმანიაში როცა მივდიოდით, მეჯავრებოდნენ გერმანელები. მე ხომ იმ აზროვნებით ვიყავი გაზრდილი, რომ ისინი ყველანი ფაშისტები იყვნენ. იქ ჩასულმა სულ სხვანაირად დავინახე და დღემდე ვფიქრობ, რომ გერმანელები ევროპაში ყველაზე გამორჩეულები არიან. მათ იგრძნეს და ბოდიში მოიხადეს მთელს მსოფლიოსთან. რომელმა ერმა გააკეთა იგივე? მაგრამ, არ ვიცი… დღეს ისევ ფაშიზმისკენაა მიდრეკილება მთელს მსოფლიოში. აი, მაგალითად რუსეთი აიღეთ…

გაგეცინებათ. ომის დროს ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც მაშინ მოსკოვში მუშაობდა მითხრა, რომ ქართული დროშა გამომიგზავნეო. ეს დაემთხა იმ ამბებს , ქართველები რომ გამოყარეს რუსეთიდან, ხომ გახსოვთ?! არ გავუგზავნე. ვიფიქრე რამე არ მოხდეს, მაინც ბავშვია და არ იცის კარგად რა, სად და როგორ თქვას. მაგრამ, ავდექი და მე ჩამოვკიდე ჩემს ეზოში საქართველოს დროშა იმ დღეებში – თუ უნდათ აბა, აქ მოვიდნენ რუსები-მეთქი. მთელი ეზო აღფრთოვანებული იყო. ზოდიაქოთი მამალი ვარ და ეხლა გავიგე, რომ თურმე მამლებს იაპონიაში უდიდეს პატივს სცემენ იმიტომ, რომ მამალმა გამოიყვანა მზე მინოტავრის ლაბირინთებიდან და უშველა კაცობრიობას. ჰოდა, მეც რაღაცნაირად არავისი და არაფრის არ მეშინია, მაგრამ ერთი რამე მასწავლა ბებიაჩემმა, რომ არასოდეს შური არ იძიოო. აი, მაგალითად მტერი თუ გყავს, შედი ეკლესიაში, მისი ჯანმრთელობისთვის სანთელი დაანთე და ღმერთს უთხარი „ღმერთო, შენ იცი“-ო. ამიტომ, მე მჯერა, რომ ღმერთი არის სიყვარული. ზოგჯერ ეკლესიაში ხომ ამბობენ, რომ ღმერთი დაგვსჯის. მე კიდევ მგონია, რომ ღმერთი არ არის ისეთი მამა, რომელიც სჯის და მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი ფასი აქვს ამ სამყაროში.

ყველაზე მეტად მე რითი ვამაყობ? ერთადერთი ქალი ვარ, ვინც დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო. ამაზე მეტი აღიარება რაღა უნდა ყოფილიყო?!”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი
19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან სტუდენტი, იქიდან მიწევდა ლექციებზე ჩამოსვლა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვთა სახლი ერქვა, მერე გადაიქცა თავშესაფრად იმიტომ, რომ საქართველოში ეს ტერმინი – „ბავშვთა სახლი“ აღარ არსებობს. ამის მერე, სამი წელი ათენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და როდესაც საქართველში დავბრუნდი, გავიარე გადამზადება იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი, ამ სფეროში ვიპოვე საკუთარი თავი. 19 წლის ვიყავი პირველად ძეგვში რომ მივედი, ახლა ვარ 40 წლის და რომ მკითხოთ, რისი კეთება ვიცი, ამაზე მეტი არაფერი ვიცი. მე ვიცი ამ ბავშვების ენა, ამ ბავშვებთან მუშაობას სჭირდება სპეციფიკური ენა, ეს ყველას არ შეუძლია, თუმცა ეს გამოცდილება პრაქტიკასაც მოაქვს, რა თქმა უნდა. ბავშვთა სახლში როდესც ვმუშაობდი და ვცხოვრობდი, მაშინ იყო რაღაცა ბუმი ამ ძეგვის ბავშთა სახლთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ ზოგს იღებდნენ ბავშვები და ზოგს – ვერა. ვიღაცა მოდიოდა, რჩებოდა და რჩებოდა და დღემდე ძალიან ბევრი დარჩა, ვიღაცას – „აგდებდნენ.“ ბავშვი ყოველთვის ხვდება, ვინ დაიტოვოს და ვინ – არა, მათზე ჭკვიანი არავინაა. მოკლედ, „მოვიწამლე“ ამ ამბით, ვიპოვე იქ ჩემი თავი და ვფიქრობ, რომ ახლა რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, იგივე გზას გავივლიდი.

ამჟამად ვარ სახელმწიფო სოციალური მუშაკი, კონკრეტულად კი, მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში და ასევე, ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდების დახმარებით. ჩემი საოფისე სივრცე არის საქართველოს “კარიტასის“ შენობაში. მე ვარ საჯარო მოხელე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.

ეს სივრცე განკუთვნილია სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე აქ ცხოვრობენ – მე მათი კანონიერი წარმომადგენელი ვარ. წესი შემდეგნაირია – როდესაც ბავშვი მოხვდება სახელმწიფო სერვისში, მშობელს წარმომადგენლობითი უფლება დროებით უჩერდება და იმისთვის, რომ ბავშვის უფლება არ დაირღვეს – იქნება ეს სკოლაში ან საბავშვო ბაღში მიყვანა, ოპერაცია ექნება გასაკეთებელი სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ. ამიტომ ვარსებობთ ჩვენ, სახელმწიფო სოციალური მუშაკები. იმისთვის, რომ ბავშვს არ შეეშალოს განვითარებაში თუ განათლების მიღებაში ხელი. გარდა იმისა, რომ ამ სივრცეში რვა ბავშვი მუდმივად ცხოვრობს ასევე, არის დღის ცენტრი, სადაც ამ ეტაპზე დაახლოებით 30 ბავშვი ირიცხება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩაში ვხედავთ უამრავ ბავშვს – ზოგი მუშაობს, ზოგი მოწყალებას ითხოვს, ზოგი მშობელთან ან ზედამხედველთან ერთად მთელ დღეს ქუჩაში ატარებს – სწორედ ამის პრევენციისა და ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით, რომ ბავშვი არ იყოს ქუჩაში და მოხდეს მისი რეაბილიტაცია და საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა – მოგვყავს ჯერჯერობით აქ. მარტივი მაგალითის სახით რომ მოგიყვეთ, მობილური ჯგუფი შედგება 5 წევრისგან. ჩემ გარდა, ჯგუფში არის ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და მძღოლი. თანასწორ-განმანათლებელი არის ძალიან საინტერესო პოზიცია – ამ ადამიანს აქვს გავლილი იგივე გზა, რაც იმ ბავშვებს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ხშირად, ისინი ასაკით პატარები არიან, რა თქმა უნდა, არიან სრულწლოვნებიც – 18-20 წლის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო პატარაა ასაკით თანასწორ-განმანათლებელი, ის უფრო მარტივად შედის ბენეფიციართან კონტაქტში.

ველზე მუშაობისას გვაქვს კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითს გეტყვით, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა – 4 წლის წინ მობილური ჯგუფი ამყარებდა კონტაქტს ერთ ბავშვთან, რომელიც კარდონებზე იზრდებოდა. მიუხედავად ამ თავისი ჯაფისა და ცხოვრებისა, მაშინ ის 7-8 წლის იყო, როცა არ უნდა გაგეღვიძებინათ, სულ ეძინა იმიტომ, რომ მოთენთილი იყო, ღამე არ ეძინა სავარაუდოდ, სულ იღიმოდა, არასდროს ჰქონია აგრესია. ჩვენ ამ პატარა ბიჭის ნდობის მოპოვება მოვახერხეთ. ეს, რა თქმა უნდა, მაშინვე არ ხდება, თავიდან შიში აქვთ, ან ნათესავები აშინებენ, რომ ჩვენთან არ ჰქონდეთ კონტაქტი, იციან მერე სადაც მოგვყავს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, მობილურმა ჯგუფმა ეს ბავშვი ამ სივრცეში შემოიყვანა.

როდესაც ის პირველად მოვიყვანეთ ჩვენთან და ჩაი დაუსხეს, კოვზის მაგივრად თითით მოურია შაქარს, არ იცოდა კოვზი რა იყო, წვნიანი როდესაც დაუსხეს – პეშვით შეჭამა. დღესდღეობით შედეგი გვაქვს ძალიან დიდი – ეს ბავშვი არის არაჩვეულებრივ მიმღებ ოჯახში თავის ძმასთან ერთად. ძმამაც იგივე გზა გაიარა და მისი ოცნება იყო, რომ პატარა ძმაც აქ მოეყვანათ. ეს ცოტა დაუჯერებლი იყო, რადგან ის ნათესავებს იმდენად ჰყავდათ დამუშავებული, რომ ჩვენთან კონტაქტზე არ უნდა გამოსულიყო, არც მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოვახერხეთ. სასწაულები მართლა ხდება. ისინი ისეთ ოჯახში აღმოჩნდნენ, რომ ჩემი შვილები ისე არ იკვებებიან, ისეთი ნატურალეური საკვებით, იმხელა სიყვარული და სითბო აქვთ, რომ ის ტანჯვა, რაც გაიარეს იმ წლების განმავლობაში, ყველაფერი დაუფასდათ იმ ოჯახში. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ და არ დავყაროთ ფარ-ხმალი იმიტომ, რომ შეიძლება ერთ შემთხვევაზე ძალიან დიდხანს ვიმუშაოთ და თითქოს, ბოლოში გასული ყველაფერი წავიდეს უკან-უკან, სამწუხაროდ, ასეც ხდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ყველასთან მაქსიმალურ შედეგს ვერ მივიღებთ, ფიზიკურად ვერ  შევძლებთ.

ამ ბავშვებთან ურთიერთობისას, ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა. ხშირად, ეს ბავშვები საიდუმლოს განდობენ, რაც მათ ჯანმრთელობას ან მათ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდება. ეს მიზნობრივი კატეგორია, დანაშაულებს სჩადიან და აქვთ პრობლემები პოლიციასთან. ჩემი პროფესიიდან და ეთიკის კოდექსის თანახმად, ვალდებული ვარ ვთქვა ეს ყველაფერი და ზუსტად ამ ბეწვის ხიდის გავლა მჭირდება ისე, რომ რომ ბავშვმა ნდობა არ დაკარგოს. ეს ბავშვები ერთხელ დაიბადნენ და იქვე დაბერდნენ, ამ ბავშვებმა იმხელა ტკვილი და იმხელა გზა გაიარეს, რომ ძლივს ვიღაცაში რომ ნახავენ ნდობას და ის ნდობა რომ დაკარონ, ისინი ზოგადად ნდობას კარგავენ კაცობრიობის მიმართ.

წარმოიდგინეთ, 40 წლის ქალი ვარ და შეიძლება შემოვიდეს 12 წლის ბავშვი. მე რომ ეს ბავშვი დავსვა და დავუწყო ლაპარაკი, როგორც დეიდამ ან ქალბატონმა, ის ბავშვი ჩათვლის, რომ მე მისი საერთოდ არ მესმის, ამიტომ მე ველაპარაკები ზუსტად იმ ტერმინებით, როგორითაც ის ჩემამდე მოდის. აი, ორი ჟარგონი რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად მათ ლექსიკაში რაც არის – ეს არის “პახაობა,“ რაც ნიშნავს მათხოვრობას, მოწყალების მიღებას და „ჩალიჩი“ – ნიშნავს ძარცვას, ქურდობას. რომ შემოვა ბავში და ინტერვიუს დროს ჯდება, პირდაპირ ვეკითხები ხოლმე, სად „პახაობ“ და სად „ჩალიჩობ.“ აი ამ ორ შეკითხვას როგორც კი დავსვამ, ის უკვე ამ კედელს შლის. ანუ ის ხვდება, რომ მე მისი მესმის. მე რეალურად ვიცი, რას ქურდავენ, რას ძარცვავენ, რას სუნთქავენ, რა ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ. სიგარეტის მოწევაზე ლაპარაკი არ არის. აი, ახლა თქვენ რომ გახვიდეთ „კურილკას“ რასაც ვეძახით, შეიძლება რვა წლის ბავშვი იჯდეს სიგარეტით და ეს ჩვეულებრივი ამბავია აქ. საზოგადოებისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ ესაა ჩვენი მიზნობრივი კატეგორია, ჩვენ ამას ასე ვერ დავუშლით. თუმცა, მოწევა რეგლამენტირებულია – სადილის შემდეგ და საუზმის შემდეგ. ისე, რომ ბავშვმა მთელი კოლოფი გაიტანოს და მთელი დღე მოწიოს –  ასე არ ხდება.

შემიძლია ერთი ამბავი მოგიყვეთ – აქ არიან ჩარიცხული  ბავშვები 5 წლიდან 18 წლამდე. არიან ასევე ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობთ უფრო მცირე ასაკიდან და მათ მშობლებთან. იყო ასეთი შემთხვვა, ჩვენ ღამის მორიგეობა გვაქვს ხოლმე და ძირითადად, ტურისტულ ზონებში გავდივართ, ინტერნეტკაფეებში, რუსთაველის მეტროს ქვემოთ რომ თურქული ბარებია, იქაც არიან ბავშვები პროსტიტუციაში ჩართული და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს მიკავშირდება ტელეფონით გოგონა, არასრულწლოვანი ბოშა, რომელმაც იცის ჩემი ტელეფონის ნომერი და მეუბნება, მას, ( ასე გვეძახიან, აქ „დეიდა“ და „ქალბატონო“ არ არსებობს), ირინა მას, მეუბნება, შარდენზე მამინაცვალს გამოჰყავს გოგო, 6 წლის და ამათხოვრებს დილამდეო. ეს იყო ისეთი სიგნალი, რომ რა გითხრათ, თვითონ ბავშვი, რომელიც არის 18 წელს მიღწეული, მირეკავს და მეუბნება, რომ მიხედე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ქუჩაშია, მოწყალებას იღებს, ვარდებს ყიდის და ა.შ. მოხდა ისე, რომ ღამის მუშაობის დროს ეს ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება. შევისწავლეთ ეს ოჯახი და პერიოდულად ვაკითხვადით საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ერთერთი მოკითხვისას, ბავშვი იქ აღარ დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ მამინაცვალს ჰქონდა ვიღაც ქალის ვალი და რადგან ეს ვალი ვერ დაუბრუნა, ბავშვი მიაქირავა, რომ ამ ქალს გაეყვანა სამათხოვროდ და თანხა ამოეღო. პატარა ექვსი წლის გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ღამეებს შარდენზე ათენებდა. ის ბავშვი გადარჩა, ის არის ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული, აქვს ქორეოგრაფიული მონაცემები, გამოურჩეულად ნიჭიერია. ის დღეს არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და აქვს ძალიან ნათელი და კარგი მომავალი.

ძალიან ბანალური იქნება ალბათ, რომ ვთქვა, ბავშვი ქუჩაში არ მინდა ვნახო მეთქი, რეალურად ეს ასე ვერ იქნება, სამწუხაროდ. ეს სფერო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს იმ დონეზე, რომ როდესაც ჩემთან სექსუალური და ფიზიკური ძალადობაგამოვლილი ბავშვი მოვა, მასთან უშუალოდ სპეციალისტი მუშაობდეს და მე არ მჭირდებოდეს სპეციალისტის სანთლით ძებნა. ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა სერვისების ნაკლებობაა.

მე თვითონ სამი შვილი მყავს, ნამდვილად რთულია მუშაობა და ბავშვების გაზრდა. ყოველთვის მაქვს დანაშაულის განცდა იმ მხრივ, რომ აი, თუნდაც ახლა ბავშვებთან უნდა ვიყო, ახლა ცოტა ხანში იძინებენ და უნდა ვაძინებდე და ა.შ., მაგრამ რაღაცა სახით ვახდენ კომპენსირებას. მაგალითად, ერთი დღე თუ დავრჩი გვიანობამდე სამსახურში, მეორე დღეს ცოტა გვიან მოვალ ან ადრე წავალ. თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, შაბათ-კვირა, დასვენების დღეებს აუცილებლად მათთან ერთად ვატარებ და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს. სახლში მყავს მეუღლე, რომელიც ჩემზე არანაკლებად უვლის ბავშვებს, მათი მოვლის თვალსაზრისით, ხელშეწყობა ნამდვილად მაქვს. როდესაც მე ვქმნიდი ოჯახს, მეუღლემ თავიდანვე იცოდა, რომ მე ამ სფეროში ვარ, ეს იყო ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი ცხოვრების გრაფიკი და წინააღმდეგობები საბედნიეროდ არ შემხვედრია. ჩემმა შვილებმაც, ახლა უფროსი 9 წლისაა და შუათანა – ხუთის, იციან სად ვმუშაობ, იცნობენ აქაურ  ბავშვებს, მომყავს ხოლმე, ასე რომ გაგებით ეკიდებიან, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. მე რომ ვიჯდე სახლში და არ ვიყო აქ და არ ვაკეთო ის, ახლა რასაც ვაკეთებ, მაშინ ვიქნები სხვანაირი დედა, არარეალიზებული და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი
„კათოლიკების ოჯახში გავიზარდე. აბასთუმანში ვცხოვრობდი.  3 ძმა და 2 და ვართ ოჯახში. ბებია სულ გვასწავლიდა, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის თავის პატრონი. მორწმუნე იყო, ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ძალებში უნდა გვერწმუნა. ბავშობიდან ვიცოდი, რომ მეც ზუსტად ისეთივე ადამიანი ვიყავი და ისეთივე უფლებებით, როგორიც იყვნენ ჩემი ძმები.

სკოლის ასაკში ხშირად მიწევდა უსამართლობასთან შეჯახება და ამის გამო როგორც საკუთარი თავის, ისევე სხვა ბავშვების დაცვაც მიწევდა. მეამბოხე გოგო ვიყავი. მჯეროდა საკუთარი ძალების და ვიყავი კიდეც ძლიერი. ერთხელ მე-5 კლასში მასწავლებელმა კარნახის გამო უსამართლოდ ორიანი დამიწერა, რაც საბოლოო ნიშანს მიფუჭებდა. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, გადაესწორებინა ნიშანი, კატეგორიული უარით გამომისტუმრა. გაბრაზებულმა იმავე საღამოს გავტეხე სკოლა და ოთხი სხხვადასხვა კლასის ჟურნალი მდინარეში გავატანე. ამ ამბავს დედაჩემის სამსახურიც კი შეეწირა. მთელი განათლების სისტემა ჩაერთო, საკავშირო სკანდალი გახდა. ერთადერთი ვინც ამ ამბავში ჩემი მხარე დაიჭირა, მამაჩემი იყო.

მამა გოგოებს სპარტანულად გვზრდიდა. ხშირად ამბობდა, მარტო განათლება ვერ გიშველით, კუნთებიც უნდა გქონდეთო. ამიტომ ბავშვობიდან დაკავებული ვიყავი სპორტით. მართალია, აბასთუმანში სპორტულ დარბაზში გოგო ვერ შევიდოდა, ამიტომ ვარჯიში ძირითადად სახლში მიწევდა. ბაიკის მართვაც პირველად მამამ მასწავლა. ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში სხვადასხვა ექსტრემალური მანევრების კეთება შემეძლო. თუმცა გათხოვების შემდეგ მოტოს არ გავკარებივარ.

ქალისთვის საკუთარი თავის სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოება თავისას გთხოვს, თავის სტერეოტიპებს გახვევს თავს, ადგილს მიგიჩენს სამზარეულოში, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ამბოხი  ჩვენთვის იქნება უკეთესი. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავქორწინდი და მიუხედავად ჩემი ბავშვობისდროინდელი რწმენებისა, მაინც დავდექი ფაქტის წინაშე, როცა მეუღლეზე დამოკიდებული აღმოვჩნდი. ვზრდიდი შვილს და მარტო ოჯახის მოვლა იყო ჩემი საქმე. გვიან 90-იანებში, მეუღლემ სამსახური დაკარგა და უცებ აღმოვჩნდით ეკონომიკური კატასტროფის წინაშე. ამის გამო ემიგრაციაში მოგვიწია წასვლა და წლების განმავლობაში კვიპროსზე ვცხოვრობდით.  იქ უკვე უნდა დამეწყო იმაზე ფიქრი, რომ მეც შემექმნა დოვლათი და ჩემს ოჯახს გვერდით დავდგომოდი. მამაჩემის ნასწავლი სპორტი აქ გამომადგა და სავარჯიშო დარბაზში ფიტნეს-ტრენერად დავიწყე მუშაობა. ეს იყო პირველი მცდელობა, როცა საოჯახო საქმიდან ანაზღაურებად სფეროში გადავინაცვლე.

საქართველოში დაბრუნება ჩემი ქმრის ტრავმის გამო მომიხდა. მშენებლობაზე მუშაობდა, გადმოვარდა და წელი დაიზიანა. შედეგად მუშაობა აღარ შეეძლო, თუმცა მკურნალობას კვიპროსზე გადიოდა.  ბავშვს უნდა გაეგრძელებინა სწავლა საქართველოში, რადგან განათლება ძვირი ღირს კვიპროსზე. ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მომიწია, რადგან ერთის მხრივ მეუღლე უნდა მერჩინა კვირპროსზე და მეორეს მხრივ ჩემი და მისი მშობლები, ასევე ბავშვი და საკუთარი თავი.  როცა დავბრუნდი, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა – ერთის მხრივ განათლება არ მიწყობდა ხელს და მეორეს მხრივ ასაკი, რომ შედარებით სტაბილური და ნორმალური ანაზღაურებით სამუშაო მეშოვნა. ბევრი ადგილიდან უარი მითხრეს, მათ შორის ვერც საპატრულო პოლიციაში მოვხვდი სწორედ ასაკის გამო. ძალიან კი მინდოდა

ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაშიც თავს კარგად გრძნობს და რაც გამოსდის. ამ პერიოდში მომივიდა იდეა, ისევ ხომ არ დავბრუნებოდი ბაიკს და სარეკლამო ბიზნესში მომესინჯა ძალები. სიმართლე გითხრათ, ბავშვობის მერე არ დავმჯდარვარ მოტოზე. ქმარიც არ მაძლევდა ამის უფლებას და მეც მის სურვილს ვემორჩილებოდი.  ახლა თავისუფლად შემეძლო, ჩემს საყვარელ საქმიანობას დავბრუნებოდი. გავყიდე ავტომანქანა და ვიყიდე 1000 კუბატურიანი ბაიკი. სხვათა შორის ამ პერიოდში არ ვიყავი დარწმუნებული ეს ჩემი ჰობი შემოსავალსაც თუ მომიტანდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად ეგზოტიკად აღიქვამდნენ ქალს მოტოზე, რომ ძალიან მალე წამოვიდა საქმიანი წინადადებები რეკლამებიდან და ფილმებიდან, ასევე ქორწილებში პატარძლების გასეირნებაც მიწევდა და ამაში საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებას ვიღებდი. მაგრამ რისკებსაც ვაცნობიერებდი. წარმოიდგინეთ როგორ აღიქვამს საზოგადოება,  ბაიკერ ქალს გრძელი თმებით და კარგი ფიგურით. რთულია ამ დროს კაცების შევიწროებას თავი დააღწიო. მაგრამ ჩემი მხრიდან ეს იყო განაცხადი, რომ დიახ, მეც ქალსაც შემიძლია ექსტრემალური და სახიფათო სპორტის სახეობაში ვიყო პროფესიონალი და ეს გახდეს ჩემი შემოსავლის წყარო. არ იყო მარტივი კაცებთან ერთად შეჯიბრზე გასვლა. არ სჯერათ შენი, რადგან ქალი ხარ და გიწევს ორმაგად იშრომო, რომ დაუმტკიცო არათუ მათსავით შეგიძლია, არამედ ზოგიერთზეც ყოჩაღი ხარ. ამის გამო რისკზე წავსულვარ და ეკიპირების გარეშე გაქანებულ მოტოზე ცალ ფეხზე დავმდგარვარ.

ჩემმა რისკიანობამ და სპორტულმა უნარებმა სტაბილური სამუშაოც მაპოვნინა. ახლა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მძღოლი ვარ. არც აქ მოხვედრა იყო ქალისთვის მარტივი. ჯერ ერთი C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ამეღო, რაც შესაძლებლობას გაძლევს მაღალი გამავლობის მანქანაზე დაჯდე. მერე გარშემომყოფების ეჭვიან დამოკიდებულებას უნდა გამუმკლავდე ემოციურად. ამბობდნენ, ერთი თვესაც ვერ გაძლებს და წავაო. თანაც ზოგიერთისგან გრძნობ, როგორ აღგიქვავენ „გემრიელ ლუკმად“, რადგან ქალი ხარ და შესაძლოა გაჭირვებამ აგარჩევინა ეს პროფესია, შესაბამისად მიიჩნევენ, რომ მარტივად დათანხმდები რაღაც პირობებს. სულაც არ ვთვლი, რომ სამუშაო სადაც კაცები მუშოაბენ მათთვისაა მხოლოდ. ფიზიკური მონაცემები და გონებრივი შესაძლბლობები წვრთნის შედეგია და თანაბრად ქალსაც და კაცსაც შეიძლება ქონდეს. C კატეგორიის მართვის მოწმომობის გამოცდა ათმა ადამიანმა გავიარეთ და აქედან მხოლოდ მე ავიღე.

დიდი ბრძოლებისა და გამძლეობის შედეგად დავიმკვიდრე თავი საუკეთესო კაც თანამშრომლებს შორის საუკეთესო ქალმა მძღოლმა. უკვე მეოთხე წელია სასწრაფოს მძღოლი ვარ და ოთხი მადლობის სიგელი მაქვს აღებული. ფიზიკური შრომაც მიწევს, მაგალითად 30 კილოიანი საკაცის მარტო გადმოღება და შენახვა, ასევე ექიმების ბრიგადების დაცვა კონფლიქტურ სიტუაციებში.

ექსტრემალურ სიტუაციებშიც ხშირად მოვხვედრილვარ. 13 ივნისის თბილისის  წყალდიდობის დროს მორიგე ვიყავი და ორ ურთულეს ლოკაციაზე მქონდა გამოძახება. თბილისში წყალმა კინაღამ წაგვიღო, რამდენიმე მეტრი ათრია მანქანა. მაინც შევძელი დამემორჩილებინა მანქანა. პაციენტი შეშინებული იყო არა იმიტომ რომ წყალს მივქონდით, არამედ იმიტომ რომ ქალი იჯდა საჭესთან. როცა გადავიყვანეთ კლინკაში, გაოცებული იყო, მსგავსი გამბედაობა ქალისგან არ მინახავსო.

იმავე ღამეს ახალდაბაში გაგვიშვეს და წარმოიდგინეთ ურთულესი პაციენტისთვის უნდა მიგვესწრო გზაზე, რომელიც არ არსებობს. საავარიო სიტუაციები იყო გზად – თავსხმა წვიმა, სიბნელე, ხრეში, ღვარცოფი და თან რაციაში გამუდმებული გაფრთხილება, ბევრი დაშავებულია და სწრაფად მიდითო. მთელი გზა  არ დამჯდარა ექიმი, ფეხზე იდგა. ქალი რომ ვიჯექი საჭესთან, ამაზე ნერვიულობდა. მაგრამ ამ ურთულეს დავალებას წარმატებით გავართვი თავი და ახლა ნებისმიერი ბრიგადისთვის სასურველი მძღოლი ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ ჩამოვუვარდები, მაინც ვხვდები რომ კაცები უპირატესობით სარგებლობენ. აი, მაგალითად მორიგეობის მერე სახლში მიდიან და ისვენებენ, იძინებენ. მე მოვდივარ და კიდევ ოჯახის საქმე უნდა ვაკეთო და ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი თავისთვის.

ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. ცხადია ამ ეტაპზე ოჯახისთვის ეკონომომიკური პირობების შესაქმნელად, რადგან ჩემი ოცნება სამართლის სფეროში მოღვაწეობაა. მოსამართლის სერთიფიკატი მაქვს, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში 7 წლიანი მოქმედების ვადა გაუვიდა.  იმედია მოვახერხებ და მოსამართლედ თუ ვერ შევდგები, იურესპუდენციის სფეროში გადავინაცვლებ. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება მძღოლად დავრჩე, თუმცა ეს სამსახური ძალიან მომწონს. ახლა იმას ვაკეთებ რაც შემიძლია. ძალიან მომწონს საზოგადოებას რომ ვეხმარები და დღემდე პატრული „ჩესტით“ მხვდება.

არასოდეს გვიანი არაა აისრულო შენი ოცნება. ქალებს მოვუწოდებ, რომ იბრძოლონ თავისი ოცნებებისა და უფლებებისთვის და ასევე ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, რომ ხელი შევუწყოთ, შევეხიდოთ და არა ძალა გამოვაცალოთ. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, უბრალოდ არ ვიცით ეს როგორ ვმართოთ, რა მიმართულებით წავიყვანოთ და ერთმანეთს ამითაც დავეხმარებით, რომ გავამხნევოთ და მხარი დავუჭიროთ“

The post ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი
“2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია – დრამის მსახიობობა – გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს.

ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე ისევ დავბრუნდი ახალქალაქში უფრო ხანგრძლივი დროით და მომეცა საშუალება ცოტა ხნით ქართული სკოლის დაწყებით კლასებთან მემუშავა მასწავლებლად. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი პერიოდი და საოცარი გამოცდილება. სულ სხვა სამყარო აღმოვაჩინე და სულ სხვა გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. პირველად ახალქალაქში ცხოვრების დროს დავიწყე ჩემი მეგობრებისთვის დისტანციურად ლაშქრობების დაგეგმვა და ტურების მოწყობა. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ყველაფერი, რასაც ვხედავდი, მინდოდა აუცილებლად გამეზიარებინა ჩემი მეგობრებისთვისაც.

შემდეგ თბილისში დავბრუნდი და აქ გავაგრძელე. მგონია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, მაქვს საყვარელი საქმე და მყავს საოცარი ოჯახი, 3 წლის შვილი და ქმარი – საუკეთესო მეგობარი. იმას მივაგენი, რაც ყველაზე მეტად მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში. რთული ამ ამბავში ის არის, რომ ზოგჯერ მიჭირს პირადის/ოჯახის და პროფესიის შეთავსება ერთმანეთთან. ალბათ, ყველა დედას უჭირს და მე არ ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მგონია გიდებს ორმაგად გვაწუხებს. ეს არაა სტანდარტული სამსახური, საიდანაც ყოველ საღამოს ექვსის მერე სახლში ბრუნდები. ჩვენ ცოტა სხვა ამბები გვაქვს. მაგალითად, შარშან როცა ალექსი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იწვა და მამა ედგა თავზე, მე პოსტ-ფაქტუმ გავიგე იმიტომ, რომ სადაც მე ვიყავი, სამი დღის სავალზე ტელეფონი არ იჭერდა. მართალია, ჩემს შვილს არავინ გაუჭირვებდა, მაგრამ მე გამიჭირდა მორალურად. ყოველ ჯერზე მიჭირს, როცა ზურგჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ, ჩემი ნახევარი სახლში რჩება. მაგრამ როგორც კი ავტობუსში ავდივარ და კარი იხურება, ჩემი პირადი პრობლემები კარს გარეთ უნდა დავტოვო და გავიღიმო. ვხუმრობთ ხოლმე, გიდს არ აქვს პრობლემები, გიდი არასოდეს ხდება ავად და გიდი არასოდეს კვდება. ის უბრალოდ წყვეტს ლაპარაკს და ეს მართლაც ასეა.

გიდობა არის თავგადასავალი ყველა ასპექტში. ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ჩემს სამუშაოს გააჩნია ეს განათლებაა, ახლის და საინტერესოს მუდმივი ძიება. გიდობა არაა ვიწრო სპეციალობა, უნდა შეგეძლოს ყველაფერზე საუბარი – ცოტა-ცოტა გეოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, კულტურა, რელიგია, ბოტანიკა, გასტრონომია, ღვინო, რელიგია და პოლიტიკაც კი. მეც სულ ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო და გავნვითარდე. ახლაც ვსწავლობ და უნდა ვაღიარო, არაა მარტივი სწავლის, დედობის, ცოლობის და სამსახურის შეთავსება, მაგრამ არც დაუძლეველი ამბავია. ცოტა მონდომება და დროის სწორად დაგეგმვა სჭირდება. ხშირად მეუბნებიან – „რაღა დროს შენი სწავლაა“, ან „რაღა დროს შენი თავგადასავლებია“. ჩვენს ჯგუფში ერთადერთი ვარ, ვინც „გათხოვილია“ და ჰყავს შვილი. ამის გამო ზოგჯერ რაღაცეები არ ესმით ხოლმე. თუნდაც ის, რომ, უბრალოდ, შვილიანი ადამიანისთვის პრიორიტეტები სხვანაირად ლაგდება.

ამას ერთვის ის, რომ სულ ვგრძნობ საზოგადეობის მხრიდან განსჯას. ზოგჯერ პირდაპირაც უთქვამთ – „ბავშვი და ქმარი ღმერთის ანაბარა გყავს დაყრილი და მთაში ხარ გავარდნილი“. ძალიან ცუდად მახსენდება ერთი მომენტი. ისე მიეწყო, რომ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე ჩემი შვილი და ქმარი. ზაფხული იყო, სოფელში იყვნენ და იქ ჩავედი. ჭიშკარი რომ შევაღე, დავინახე ჩემი შვილი ეზოში თამაშობდა. ჩანთა დავაგდე და ჩასახუტებლად გავიქეცი. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. მეზობელი შეესწრო ამ სცენას და მთელი სერიოზულებით მკითხა – „ბავშვმა გიცნო?!“ ძალიან მეწყინა.

გიდობა რატომღაც ყველასთვის მხოლოდ გართობასთან, მოგზაურობასა და ღვინის დაჭაშნიკებასთან ასოცირდება და უჭირთ ჩვენი პროფესიის სერიოზულად აღქმა. გარდა იმისა, რომ კულტურულ ნაწილში, ზოგჯერ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, ან სასულიერო პირებთან გვიწევს შეხება და მათი გიდობა, რაც ნამდვილად არაა მარტივი საქმე, მთაშიც დავდივართ, ე.წ. „ველურ ბილიკებზე“. იქ ნებისმიერი ჩინის, რანგის და პოზიციის მქონე ადამიანი თანაბარია დედაბუნების წინაშე და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ის უნდა ენდოს, რათა კომფორტულად, უსაფრთხოდ და საინტერესოდ მიიყვანოს დანიშნულების ადგილას.

გიდი ზურგჩანთას როცა იკიდებს, მას სქესი უკვე აღარ აქვს, რადგან ქალსაც იმდენივეს კეთება უწევს, რამდენიც კაცს. თუმცა არის ხოლმე უნდობლობა ან არასერიოზული დამოკიდებულებებიც იმის გამო, რომ „პატარა გოგო“ ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა პასპორტი უთხოვიათ ტურისტებს, არ ვეგონე სრულწლოვანი ჩემი ვიზუალის გამო. მაგრამ, როგორც წესი, მრავალდღიანი ტურებია და ისეთი სიტუაციები იქმნება ხოლმე, ბუნებრივად უჩნდებათ ნდობა. მნიშვნელოვანია, რომ გიდი ფიზიკურადაც იყოს მომზადებული და ფსიქოლოგიურადაც, რადგან, მაგალითად, შეიძლება იმ დღეს სახლში მისვლის გეგმა გქონდეს და ვეღარ მიხვიდე, ან საავადმყოფოში და პოლიციაში მოგიწიოს ღამის გათენება და ა.შ. ისე კი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მთაში უფრო ადეკვატურად აღიქვამენ ჩემს საქმიანობას, ვიდრე ბარში. ერთი იმას მკითხავენ ხოლმე, ალბათ როგორ გენატრება შენებიო.

ჩემთვის რთული აღმოჩნდა ოქროს შუალედის გამონახვა პროფესიასა და ოჯახს შორის. მუდმივად არის ის დილემა, რომ წავიდე, თუ დავრჩე. ხშირად ვმდგარვარ ამ გზაჯვარედინზე და რომ არა ლევანი (ქმარი), არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი. ალბათ ბევრი კაცი არაა დუნიაზე, ვისაც ცოლის მუდმივად გარეთ ყოფნა ესიამოვნებოდა, მაგრამ არსებობენ ასეთი ადამიანებიც და მე უგზო-უკვლოდ გამიმართლა, რომ ლევანი მუდმივად გვერდში მიდგას და მამხნევებს. ნებისმიერ ასპექტში – სწავლა იქნება, თუ სამუშაო. ყველაფერს ერთად ვწყვეტთ და ვგეგმავთ. როცა მე და ლევანი ერთად გადავედით საცხოვრებლად, კარვით სამოგზაუროდ წასვლას ვაპირებდით და გამზადებულებიც ვიყავით, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გავყოლოდი ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს სვანეთში. რა თქმა აუნდა ვიუარე, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩვენს თაფლობის თვეში მე სამუშაოდ წავედი და ჩემი ქმარი ჩემი ტურისტი იყო. ლევანი იყო ჩემთვის მუდმივად ენერგიის და ახალი მიზნების წყარო. 9 თვის იყო ალექსი, როცა დავტოვე და თითოდღიან ტურებზე გავედი იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ხედავდა, როგორც თვითონ ამბობდა „სახლში ჯდომა ხასიათში გადამივიდა“.

თუმცა, გარედან მაინც არის მუდმივი წნეხი. იმის გამო, რომ გოგო გიდები ნაკლებად ვართ, მეწყვილე შეიძლება ბიჭი მყავდეს. ექვსკაციან სამუშაო ჯგუფში შეიძლება მარტო ერთი გოგო იყოს. ამაზე არის ხოლმე ირონიული დამოკიდებლებები – „შენმა ქმარმა იცის?!“ და ა.შ. უფრო მძიმე ჭორებიც მსმენია – „კაცმა არ იცის ვის კარავში ძინავს ან ვისთან ერთად არის“ და სხვა. თითქოს ადამიანს ცოლისთვის ან ქმრისთვის ღალატი რომ უნდოდეს, თბილისში ამას ვერ იზამს. ხუმრობაში გადამაქვს ეს ბრაზი და ვიგონებ ამბებს „უმწიკვლო გიდის“ კარავზე, რომელიც ცასავით ლურჯი და სპეტაკი უნდა იყოს და 3000 მეტრზე ბანაკშიც სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს. სულ ვცდილობ კარიკატურული გავხადო იარლიყები და არსებული შეხედულებები გავაშარჟო. ამიტომ, ჩემს „გათხოვილ გიდობზე“ ხშირად ვხუმრობ ხოლმე. ეს ერთგავრი პროტესტიცაა და საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან თავდაცვაც. სწორედ ამ სტერეოტიპების გამოა, რომ გოგოები ძალიან გვიჭირს ჩვენს სფეროში. ქალებს ხშირად უწევთ მსხვერპლის გაღება და პროფესიაზე უარის თქმა, სწორედ დაოჯახების და შვილების გაჩენის გამო. მიუხედავად იმის, რომ მოთხოვნა არსებობს ქალ გიდებზე, ძალიან ცოტა ქალია ამ სფეროში. თუმცა, მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს მეწყვილე ბიჭებს, რომელთა გარეშეც ჩემთვის წარმოუდგენელია კავკასიონის უსასრულო ბილიკების თელვა.

ჩემი ქმრის გარდა, ჩემს საქმეს მუშაობად არც ოჯახში აღიქვამდნენ დიდი ხნის განმავლობაში. „ნუცა გასულია“-ო ასე პასუხობდნენ, როცა ტურში ვიყავი. თითქოს ეს გართობა იყო და იპოთეკას არ ვიხდიდი ან სახლში საჭმელი არ მომქონდა ამ ჩემი მუშაობით. მერე ერთი-ორჯერ ტელევიზორში რომ მნახეს, შეიცვალა დამოკიდებულებები „მთელი ოჯახი ვამაყობთ შენითო“. ყველას არ ესმის, რომ ჩემთვის ოფისში მუშაობა კი არა, თბილისიდან გასვლა და მთაში ასვლა არის უდიდესი სილაღე და ბედნიერება. მე მჯერა, რასაც ვაკეთებ და შეიძლება ჩემი მაგალითი ბევრისთვის იმედის მიმცემი იყოს. როცა ძალიან მიჭირს და თვითგვემა მაქვს, ვიხსენებ, რომ ჩემს შვილს ბევრად მეტი დააკლდებოდა ჩემი სახლში ჯდომით, ვიდრე მთაში სიარულით. ის გაიზრდება და თავის სქმეს მონახავს, მეც ხომ უნდა მქონდეს ჩემი?! გიდობა ისე მიყვარს წარმოვიდგენ ხოლმე, რომ დავბერდები მუზეუმის მოხუც გიდად ვიმუშავებ. მანამდე კი, სხვა მიმართულებებითაც ვცდილობ განვითარებას და მომავლში ახალი გეგმებისთვისაც ვემზადები.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ვასწრებ ამდენ რამეს. მე ჩემი შვილი სულ თან დამყავს. თავიდან ცოტა უცნაური დამკიდებულება ჰქონდათ თავად გიდებსაც, მაგრამ ყველა იმდენად მიეჩვია უკვე, მარტო რომ მივდივარ, უკვირთ. მე ბოდიში არასდროს მომიხდია იმის გამო, რომ ბავშვი ტირის ან ყვირის. ალექსანდრე არის პიროვნება, რომელიც ხან ცუდ ხასიათზეა, ზოგჯერ შია კიდეც ან იცინის. ნელ-ნელა დაიწყეს ბავშვების გარეთ გამოყვანა და გიდებიც ბავშვებთან ერთად დადიან უკვე ტურებში. ზოგადად, ამ ქვეყანაში ისედაც არ არის ბავშვებზე მორგებული სივრცეები – მაგალითად, არ არის პანდუსები კაფეებში და აფთიაქებში, რომ ბავში ეტლით შეიყვანო; არც ბავშვების სათამაშო და პამპერსის გამოსაცვლელი კუთხეებია არსად და ა.შ. მე არ მინდა სადმე ტუალეტში ჩავკეტო და იქ ვაწოვო ძუძუ შვილს, ვერ დავამცირებ ასეთი დამოკიდებულებით ვერც მას და ვერც საკუთარ თავს. ამიტომ, ვცდილობ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პრობლემებზე საზოგადოებაში საჯაროდ ვისაუბროთ და გვერდიც კი შევქმენით ამისთვის „ქალაქი ბავშვებს“. მე ძალიან გამიმართლა ოჯახშიც და სამსახურშიც, სადაც, ასევე, ბავშვებისთვის მეგობრული გარემოა შექმნილი და თუკი სამსახურში ბავშვის მიყვანა მიწევს, ამის გამო პრობლემა არასოდეს მექმნება. მსგავსი გარემო და მხარდამჭერი სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალებმა მუშაობა, განვითარება და საყვარელი საქმის კეთება შეძლონ.

ვიცი ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს ამბები აწუხებს და არც ჩემი პრობლემების ვინმესთვის თავსმოხვევას ვცდილობ, უბრალოდ, მინდოდა მომეყოლა, როგორია ლაღი ნუცას მეორე მხარე, როცა შინ ბრუნდება და რომ გიდობაც ჩვეულებრივი სამუშაოა – თავისი სირთულეების დაძლევით და გამოწვევებით, მხოლოდ, ჩვენი სამუშაო სივრცეა სხვა.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.