ეთნიკური უმცირესობა

სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი

„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია - ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით

აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი

"საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა. მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი

ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა

ოჯახი „მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა,

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება - გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ - გადაიხადე, მოკვდი - გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა. იმის

ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული

"პროფესიული საქმიანობა ----------------------------------------- წლებია ვხელმძღვანელობ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას, რომელიც ძალიან დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არ არის დღეს, მაგრამ ადგლობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ხშირად შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა. მგონია, რომ დღეს უფრო ეფექტური ზეგავლენა შემიძლია მოვახდინო ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე იმ ადგილიდან,

მარიამ ავაქოვი, 24 წლის, თბილისი

„მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწვალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა,

კამილა მამედოვა, 32 წლის, მარნეული

"დაბადება --------------- მე უფროსი და-ძმა მყავს და ნაბოლარა შვილი ვარ ოჯახში. არასოდეს მიგრძვნია, რომ არასასურველი ბავშვი ვარ ჩემი სქესის გამო, მაგრამ მამაჩემს სულ ვეუბნებოდი - შენ, ალბათ, მესამე ბიჭი გინდოდა-მეთქი და ისიც მეხუმრებოდა - არა, ვიცოდი მეოთხეც გვეყოლებოდა, მაგრამ დედამ აღარ გაგვიჩინაო. ჩემს საგვარეულოში ყველაზე პატარა ვიყავი. ამის

შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული

„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის

თურაჯ იბრაჰიმოვა, 30 წლის, მარნეული

„დავიბადე და გავიზარდე ჯანდარაში, ეს არის დაბა ქ. მარნეულში. სკოლაც ჯანდარაში დავამთავრე. სწავლის პერიოდში ქართული ძალიან ცუდად ვიცოდი, თუმცა მისი ცოდნა დიდად არც მოგვეთხოვებოდა. მოგვიანებით, ნელ-ნელა ამ კუთხით სიტუაციაც შეიცვალა და ქართული ენის ცოდნაც სავალდებულო გახდა, რადგან სახელმწიფო ენაა, გვჭირდება და ა.შ სკოლის დამთავრების შემდეგ